-
პოსტები
1.419 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი PLANETA_INFO
-
ტელეკომპანია "თრიალეთის" ცნობით, ერთ-ერთი მათგანის ოჯახის წევრები საჯარო სკოლის თანამშრომლები არიან. გამოცემის ინფორმაციით, ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გოგოს დაბადების დღე გადაუხადეს და სხვა საჩუქრებთან ერთად, მას ბეჭდებიც აჩუქეს. "ბავშვი გახდა 16 წლის. დაბადების დღე გადავუხადეთ და ამიტომ მოუტანეს საჩუქრები. მოუტანეს ბავშვს, ზოგმა ბეჭედი მოუტანა, ზოგმა მეც მომიტანა, მეც ხომ არ დავინიშნე?.. კანონი ერთნაირია, მაგრამ ჩვენთან სხვა არის, რომ ინიშნება, ბავშვი შეიძლება იყოს 2-3 წელი ოჯახში. 18 წლის რომ გახდება, მერე კი თვითონ გადაწყვეტს", - ამბობს არასრულწლოვანი გოგოს ბაბუა. კასპის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ არასამუშაო დღეებია და მომხდარის შესახებ საქმის კურსში არ არიან. მისივე თქმით, საკითხზე მოკვლევას ჩაატარებენ. ნიშნობის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. AMBEBI.GE
-
ნიკა მელია განცხადებას ავრცელებს სრულად AMBEBI.GE
-
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან საერთაშორისო ექიმების შესვლაზე გადაწყვეტილებას შესაბამისი უწყება მიიღებს. ამასთან, როგორც კობახიძე აცხადებს, სააკაშვილის მიერ დაანონსებული შიმშილობის შემთხვევაში, სახელმწიფო იმ ზომებს მიიღებს, რაც წინა შემთხვევაში. „ამ განხილვაში რა თქმა უნდა მე ვერ შევალ, ეს არ არის ჩემი კომპეტენცია, ვისი კომპეტენციაც არის, ბუნებრივია, ის უწყება მიიღებს გადაწყვეტილებას ექიმების შეშვებასთან დაკავშირებით. […] Source View the full article
-
“ძალიან ხშირად ჩვენ ვიღებთ პარტნიორებისგან რჩევებს და ვითვალისწინებთ ხოლმე ამ რჩევებს. არის, სამწუხაროდ, ასეთი გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვისმენთ არასამართლიან და არასწორ შეფასებებს მათი მხრიდან. და ეს არის ამის მორიგი მაგალითი. სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები არღვევს საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ, რაც არ არის კარგი. ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ. ჩვენ ვიცით, რომ არის ხოლმე ადამიანური […] Source View the full article
-
პოლიტიკური ჯგუფი “გირჩი” მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის მხარდაჭერის სანაცვლოდ, “ნაციონალურ მოძრაობას” საკუთარ პირობებს უყენებს. “ჩვენ არ მივიღებთ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას, მაგრამ მის შექმნასთან დაკავშირებით ხელს არ შევუშლით ჩვენს კოლეგა ნაციონალური მოძრაობის წევრებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი საჯაროდ დადებენ პირობას, რომ როცა ჩვენ დაგვჭირდება მსგავსი საგამოძიებო კომისიის შექმნა, მაშინ მხარს დაგვიჭერენ შექმნაში. […] Source View the full article
-
ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგი არ იქნებოდა, რადგან მისი თქმით, ეს კომისია მხოლოდ იმას დაადგენს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობა არ ყოფილა. “სპონტანურად რომ გიპასუხოთ, მე პირადად შეიძლება არ ვყოფილიყავი ასეთი კომისიის შექმნის წინააღმდეგი, როდესაც საუბარია სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ […] Source View the full article
-
პარტია „ლელო საქართველოსთვის” ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, მხარს უჭერს. როგორც გრიგოლ გეგელიამ აღნიშნა, „ლელო“ უერთდება აღნიშნულ მოთხოვნას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ყველა კითხვას პასუხი გაეცეს და საზოგადოება იყოს კარგად ინფორმირებული. იგი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ინიციატივას პარლამენტის სხვა ოპოზიციონერი დეპუტატებიც გაიზიარებენ. Source View the full article
-
2022 წლის 1 იანვრიდან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი ამოქმედდა.ახალი კანონი სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა დაფუძნების, რეგისტრაციის საკითხებსა და პროცედურებს მოაწესრიგებს. კანონმდებლობიდან გამომდინარე, შეიქმნა ერთიანი ელექტრონული პორტალი, სადაც განთავსდება: · რეგისტრაციის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილებები; · სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტები; · საზოგადოების მიერ კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნებული ინფორმაცია. კანონიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 29 ნოემბრის […] Source View the full article
-
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძის თქმით, დღეს დადასტურებული შემთხვევების უკან ომიკრონ შტამია. მისი თქმით, ბოლო რამდენიმე კვირის კოვიდ მონაცემი საგანგაშო არ არის და დადებითი ტენდენცია შეინიშნება. ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, რომ პანდემიის მეხუთე ტალღამ პიკი გადაიარა და ქვეყანა ახლა მეხუთე ტალღის ჩამთავრების სტადიაშია. ამ მხრივ მნიშვნელოვანია მიმდინარე კვირის მონაცემები. ივანე ჩხაიძის თქმით, ომიკრონ […] Source View the full article
-
პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას პარტია მხარს არ დაუჭერს. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ასულდგმულებენ. „ჩვენ დიდი ხანია, ვამბობთ და გავიმეორებ, ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთი ჯოხის ორი ბოლო. „ქართული ოცნება“, ძალაუფლების შესანარჩუნებლად და ვიწროპარტიული ინტერესებისთვის მზად არის, […] Source View the full article
-
შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი Twitter-ზე ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ეხმაურება და წერს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებით საქართველოს ხელისუფლება ერთპარტიული მმართველობისკენ მიისწრაფის. “მესიჯი ნათელია: მარგინალიზებით ან აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ყველანაირი კონტროლის გაუქმებით, საქართველოს მთავრობა ერთპარტიული მმართველობისკენ მიისწრაფის. გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს მეგობრებმა მთავრობის ევროატლანტიკურ კეთილსინდისიერებაში ეჭვის შეტანა დაიწყეს “,-წერს იან კელი. Source View the full article
-
ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი მოუწოდებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა, რათა შესრულდეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები, – ამის შესახებ ნათქვამია ანდერს ფოგ რასმუსენის წერილში, რომელიც გამოცემა „პოლიტიკოში“ გამოქვეყნდა. ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ნატო-მ არავითარ შემთხვევაში და არც ერთი პირობით არ უნდა […] Source View the full article