-
პოსტები
1.419 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი PLANETA_INFO
-
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეშფოთებით აკვირდება ვითარებას ყაზახეთში. ამის შესახებ ნიუ-იორკში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად ორანიზაციის პრესმდივანმა ისაუბრა. “ბუნებრივია, ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს მოვლენების განვითარებას და ვაკვირდებით სიტუაციას ყაზახეთში. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვლენებში ჩართულმა ყველა მხარემ გამოიჩინოს თავშეკავება, მოერიდოს ძალადობას და საკითხები დიალოგის გზით გადაწყვიტოს”, – აღნიშნა მან. ცნობისთვის, ყაზახეთში საპროტესტო აქციები 2 იანვრიდან […] Source View the full article
-
ნატო არ შეჭრილა უკრაინაში, ნატო არ შეჭრილა საქართველოში, ნატო არ ახორციელებს ძალების პოზიციონირებას მოლდოვაში მისი ხალხის ნების წინააღმდეგ, ეს არის ის საკითხები, რომელიც რუსეთმა ბოლო წლებში ჩაიდინა, სხვა მრავალთან ერთად, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გერმანელ კოლეგასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „გასული ორი ათწლეულის განმავლობაში სწორედ რუსეთი შეიჭრა მეზობელ ქვეყნებში, ჩაერია სხვა ქვეყნის […] Source View the full article
-
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყაზახეთში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება სიტუაციას ყაზახეთში, რომელიც ღირებული პარტნიორია. ჩვენ ვგმობთ ძალადობის აქტებს, საკუთრების განადგურებას და მოვუწოდებთ თავშეკავებისკენ როგორც ხელისუფლებას, ასევე მომიტინგეებს. ვთხოვთ ყველა ყაზახს, პატივი სცეს და დაიცვას კონსტიტუციური ინსტიტუტები, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება, მათ შორის ინტერნეტსერვისის აღდგენის გზით. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იპოვონ […] Source View the full article
-
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 3 567 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 41 ადამიანი. დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 2 105 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა. Source View the full article
-
“ომიკრონის" ტალღა მოგვიახლოვდა, შემთხვევების ზრდა გადაუვალია“ - ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას აფრთხილებს “ომიკრონის" ტალღა მოგვიახლოვდა, შემთხვევების ზრდა გადაუვალია. რაც ამ ეტაპზე ვიცით, მაღალი რისკია რეინფიცირების და ვაქცინირებულებში "გაპარული" ინფექციის, ოღონდ ასეთ ადამიანებში უჯრედული იმუნიტეტი მუშაობს (თან საკმაოდ კარგად). შესაბამისად, მათ რეანიმაცია ნაკლებად ესაჭიროებათ. ამერიკაში და ბრიტანეთში ჩანს, რომ მართვით სუნთქვაზე ძირითადად აუცრელი ხალხი ხვდება, მაშინ, როდესაც ჰოსპიტალში საკმაოდ ბევრი აცრილი და გადატანილი ინფექციის მქონე ადამიანია (თუმცა ნაკლები, ვიდრე "დელტას" დროს). ჩვენს ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 31%-ია მხოლოდ აცრილი, პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. ატარეთ პირბადე, სოციალური კონტაქტები შეზღუდეთ და აიცერით რაც შეიძლება მალე (განსაკუთრებით > 50 წლის და რისკის-დაავადების მქონე ხალხმა)“ - წერს ბიძინა კულუმბეგოვი. AMBEBI.GE
-
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი ვასილ კაკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა და გორის სამხედრო ჰოსპიტალში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი გამოკითხა. მისი თქმით, კოვიდრეგულაციების გამო გამოკითხვის დროს იყო ბარიერი, თუმცა შეფერხება არ ყოფილა. AMBEBI.GE
-
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება. მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ სთხოვს, ამ თემაზე კონსულტაციები დაიწყოს. სააკაშვილი მიმართავს გიორგი გახარიას პარტიის წევრებს, შეუერთდებიან თუ არა აღნიშნულ იდეას. AMBEBI.GE
-
ქუთაისის კლინიკაში გარდაცვლილი 19 წლის გოგონას ოჯახის წევრები პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა. ამასთან, მომხდარზე კომენტარს აკეთებს იმ კლინიკის ექიმი, სადაც მშობიარეს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ექიმის განმარტებით, პაციენტს ანესთეზიის დროს გული გაუჩერდა, 15 დღიანი მკურნალობის მიუხედავად კი, მშობიარე ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა. წყარო: "რუსთავი 2" AMBEBI.GE
-
მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მედიის საშუალებით მიმართავს მიხეილ სააკაშვილს, რომ შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით ულტიმატუმის დრო გადადოს. ამის შესახებ ნიკოლოზ ყიფშიძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, იმედოვნებდა, რომ ციხეში შესვლისა და მისი პაციენტის მონახულების საშუალება ექნებოდა, თუმცა ციხეში არ შეუშვეს. მისი თქმით, სააკაშვილის მიერ შიმშილობის დაწყების შემთხვევაში, „სცენარი ძალიან ცუდი იქნება“. AMBEBI.GE
-
დეკანოზი პეტრე კვარაცხელია კომუნალურ გადასახადებზე ფასების ზრდას "ფეისბუქ" პოსტით ეხმაურება და წერს: "ყველაფრის შეგუებაა ტრაგედია… ერთი, ორი, სამი, ასი გავატარეთ… ამას მაინც არ შევეგუოთ, ეს როგორ უნდა მოვითმინოთ, ან საიდან გადავუხადოთ ამდენი გადასახადები… ეს არის მონობა… სახელწიფო გვეუბნება, მთავარია ჩვენ მოგვემსახუროთ, დანარჩენი ფეხებზე გვკიდია… ვისაც ეს მთავრობა მოგწონთ, უკეთესი არ გეღირსოთ… ახლა არ დამიწყოთ ავადმყოფური ბოდვები-ეს ნაციონალი ყოფილაო… არა, ბატონო, რეალისტი ვარ და ძალიან არ მომწონს ასეთი გაბერილი კომუნალურები… რაში ერყობა ჩვენს ქვეყანას, სათავეში რომ ოლიგარქი ყავს?! თუ პირიქით, იმისთვის დგას იქ, რომ მეტი იშოვოს… მერწმუნეთ, არავის შერჩება, შიმშილამდე მისული ხალხის ლუკმა… ნუ შევეგუებით ამასაც, თორემ ხვალ ჰაერზე დაგიყენებენ მრიცხველს!… იხმაურეთ, არ გაჩერდეთ, შედეგზე გავალთ!.." წერს მამა პეტრე ფეისბუქზე AMBEBI.GE