Jump to content
Planeta.Ge

gruzian_ka

პლანეტელი
  • პოსტები

    408
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    7

ყველა პოსტი gruzian_ka

  1. Nukriko მაშIნ მორალურ-ეთიკურ განყოფილებაში გახსენი, თუ არა და აღიარე, რომ ადამიანის მორალურ-ეთიკური ღირებულებები ჭეშმარიტებას ეფუძნება და ჭეშმარიტება მართლმადიდებლობაშია, მთელი მორალია განსაზღვრული მართლმადიდებლობაში და მეტი რა გინდა? ცოდვა არ არის ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა, ეს უნდა გაიგო, თუმცა ვერ გაიგებ თუ არ ეცდები ცოდვისგან თავის შეკავებას, როცა თავშეკავებით მიღებულ შედეგებს გააცნობიერებ, მერე ხვდები თურმე რა ყოფილა ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა...
  2. Nukriko რატომ ხსნი ისეთ თემებს, რაზეც წარმოდგენა არ გაქვს და მხოლოდ პროვოკაციული განცხადებებს აკეთებ? თან ამბობ შენც და აქაც ამტკიცებენ რომ შენ რელიგიური თემები არ გაინტერესებს... არადა, ხსნი ისეთ თემებს, რომლებიც საპირისპიროს ღაღადებს, პირიქით ძიებაში ხარ, ხვდები ათეიზმის ბოროტებას და გინდა ჭეშმარიტებას ჩAწვდე, ან მეორე ვარიანტია ვიღაცა გავალებს მართლმადიდებლობის დისკრედიტაციას... ახლა რაც შეეხება დასმულ კითხვას - რა არის ცოდვა? ცოდვა ადამიანის მიერ განხორციელებული ქმედებაა, რომელიც მას ბუნებრივ მდგომარეობასთან აშორებს... ახლა რა არის ბუნებრივი მდგომარეობა? ცოტა შორიდან დავიწყებ (თუმცა უკვე არაერთხელ დამიწერია< მაგრამ მზად ვარ ასიათასჯერაც გავიმეორო)... როდესაც ღმერთმა ადამი და ევა შექმნა, ისინი დაადგინა სამოთხეში და მისცა უფლება ცხოვრებისა, დიახ, ცხოვრებისა... ადამიანს დაუმორჩილა დანარჩენი სამყარო... აი, ეს არის ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა... ღვთის ნების აღსრულება... აქვე ღმერთი უდებს აკრძალვას, რომ მათ არ მიიღონ ნაყოფი ხისა ცნობადისა, ახლა მავანი იტყვის, ე.ი. მთლიანი თავისუფლება არ მიუციაო, ადამიანის თავისუფალი ნება ვლინდება მაშინ, როცა იგი არჩევანის წინაშე დგება, ამდენად ღმერთმა ადამიანს მისცა არჩევანი კეთილსა და ბოროტს შორის, როდესაც ადამიანმა დაარღვია ღვთის მითIთება (ანუ მარხვა), იგი დაეცა და განდევნილი იქნა სამოთხიდან... ანუ ადამიანი დაეცა ამპარტავნების ცოდვით (მოინდომა ღმერთად გახდომა) და დაკარგა სამოთხე ანუ თავისი ბუნებრივი მდგომარეობა... ამის შემდეგ უფალი დედამიწაზე მოავლენს თავის ძეს, რომელიც თავის ჟვარცმით ადამიანებს დააბრუნებს სამოთხეში... ამდენად ადამიანი უნდა დაუბრუნდეს თავის ბუნებრივ მდგომარეობას, განეშოროს ცოდვას და განემზადოს უფალთან შესახვედრად... აი ეს არის ადამიანის ცხოვრების ძირითადი მიზანი... შენი მოსაზრებები წავიკითხე, რა თქმა უნდა ძლივს, იმდენ სიბინძურეს შეიცავს, მაგრამ მაინც წავიკითხე... ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა, უსწრებს ცოდვით დაცემას, ამდენად არ შეიძლება ცოდვა ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა იყოს, სიძვა, მრუშობა, მემთვრალეობა, ქურდობა, კაცის კვლა, არ შეიძლება იყოს ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა... ასეთ შემთხვევაში, ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა თავშეკავებაა... ნუ ცდილობთ ადამიანის გარყვნილი თუ სადისტური ფანტაზიები მის ბუნებრივ მდგომარეობად წარმოაჩინოთ, ეს კიდე ცალკე დანაშაულია...
  3. რატომ დამაიგნორეთ ამხანაგებო? რამე არ მოგეწონათ? მოდი ჩავთვლი რომ ვერ შეამჩნიეთ... გავიემორებ: სანამ გამოსავლის ძებნას დავიწყებთ მანამ ,,დიაგნოზია" საჭირო... რა გვჭირს, რამ დაგვაჩაჩანაკა ასე, რამ დაგვაკარგვინა სახე... გთავაზობთ ყველაზე გენიალურ პასუხს ამ საკითხზე: http://www.myvideo.ge/?video_id=849598 იდეა - აი რა გადაგვარჩენს, ქართული იდეა...
  4. სანამ გამოსავლის ძებნას დავიწყებთ მანამ ,,დიაგნოზია" საჭირო... რა გვჭირს, რამ დაგვაჩაჩანაკა ასე, რამ დაგვაკარგვინა სახე... გთავაზობთ ყველაზე გენიალურ პასუხს ამ საკითხზე: http://www.myvideo.ge/?video_id=849598 იდეა - აი რა გადაგვარჩენს, ქართული იდეა...
  5. ხო, ხო რა უმუშავია? http://www.orthodoxy.ge/apologetika.htm გაეცანით, პასუხებია ზემოდხსენებულ საკითხზე...
  6. ცხოველებს კი არ ემსგავსებიან მეძავები არიან წმ. წერილის თანახმად, კარგად გადაიკითხე...
  7. რელიგიის განყოფილებაში, განიხილავთ ერთ ერთ მომაკვდინებელ ცოდვას და აზრად არავის არ მოსდის წმ. წერილი, რომელსაც ეყრდნობა მთელი მართლმადიდებლური ცნობიერება... მაგრამ ვის უნდა მოუვიდეს თავში წმ. წერილი აზრი-ს? თუ ტ-ა-ტ-ს? იქნებ ასსესინო-141-ს? მე მოგართმევთ, და კამათს აღარ ვაპირებ: წმიდა წერილი - მრუშობის შესახებ ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა. უკუეთუ თუალი შენი მარჯუენე გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან, რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაჲთა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, ვიდრე არა ყოველი გუამი შენი შთავრდომად გეჰენიასა. მათე 5, 28-29 ნუ სცთებით, არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათ-მავალთა, არცა ანჰგართა, არცა მპარავთა, არცა მემთვრალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ. 1 კორინთელთა 6, 9-10 არა უწყითა, რამეთუ ტაძარნი ღვთისანი ხართ, და სული ღმრთისაჲ დამკჳდრებულ არს თქუენ შორის? რომელმან ტაძარი ღმრთისაჲ განხრწნეს, განხრწნეს იგიცა ღმერთმან; რამეთუ ტაძარი ღმრთისაჲ წმიდა არს; რომელ-ეგე ხართ თქუენ. 1 კორინთელთა 3, 16-17 ყოვლადვე ისმის, რაჲსა თქუენ შორის სიძვაჲ და ეგევითარი სიძვაჲ, რომელ არცა თუ წარმართთა შორის სახელ-ედების, ვითარმცა მამის ცოლი ვისმე ცოლად ესუა და თქუენ განლაღებულ ხართ და არა უფროჲსად იგლოვეთ, რაჲთა მოისპოს თქუენ შორის, რომელმან საქმე ესე ჰქმნა. 1 კორინთელთა 5, 1-2 და ესემცა უწყით, რამეთუ ყოველსა მეძავსა და არაწმიდასა და ანგჰარსა, რომელ არს კერპთ-მსახურებაჲ, არა აქუს მკჳდრობა სასუფეველსა ქრისტესსა და ღმრთისასა. ეფესელთა 5, 5 მოაკვდინენით ასონი ეგე თქუენნი ქვეყანისანი: სიძვა, არა წმიდება, ვნებულნი გულის-თქუმანი ბოროტნი და ჰანგარება ბოროტი, რომელ არს კერპთ-მსახურება, რომლისათვის მოიწევის რისხვა ღვთისა ნაშობთა მათ ზედა ურჩებისათა. კოლასელთა 3, 5-6
  8. T_A_T შენ როგორ ფიქრობ, ცოდვები საუკუნეების მიხედვით იცვლება? ცოდვა ცოდვაა და რომელი საუკუნე იქნება მნიშვნელობა არ აქვს... საუკუნეების მსვლელობა უბრალოდ უფალთან გვაშორებს თანდათან და ამიტომ ხდება ცოდვის ,,ბუნებრივობად" წარმოჩენა, სიძვა, სიძვა იყო მაშინაც, ადრეულ საუკუნეებში და სიძვაა ახლაც, უბრალოდ ჩვენ მას სხვა სახელი დავარქვით, ზოგს გერლფრენდის და ბოიფრენდის სახელით ვამართლებთ, ზოგს თავისუფალი სიყვარულის სახელით და ა. შ. ეს ყველაფერი იმის შედეგი კი არ არის, რომ 21 საუკუნეა და ცოდვები ,,გალაითდა", არამედ იმის, რომ ჩვენი ღვთისმოშიშება ,,გალაითდა" და გვგონია, რომ ცოდვა ბუნებრივი მდგომარეობაა...
  9. Grig იმედები გაგიცრუვდა, რა შუაშია ზვიადი? ე. ი. ვერ მიხვდი, იმიტო რო შენც მხოლოდ ხორცი ხარ როგორც ჩანს...
  10. Sikna დmo არასწორი ფორმულირებაა, ღირსება სინდისის ქონას უკავშირდება და არა ტვინის, ისევე როგორც მოცულობით დიდი ინფორმაციის ქონა არ ნიშნავს განათლებულობას... როცა ადამიანი მხოლოდ ხორცია, ის ვერც ღირსეული იქნება და ვერც განათლებული... ალბათ მიხვდი საით მივანიშნებ...
  11. Pompiero ეს ,,თავისუფლების ინსტიტუტის" სტილია... არ გეგოგნოს სიბრიყვით მოსდით, ეგ იმ გეგმის ნაწილია, რომლითაც ქართველების ცნობიერებას შლიან...
  12. george kh13 რა ვიცი, საერთოდ ნუ მიპასუხებ...მე ხო მაქვს უფლება ასე ვიფიქრო
  13. მე არ მჯერა ამ კაცის ხალხო... გახსოვთ გადაცემა რო ქონდა? ,,მჯერა"... არაა ეს კაცი სანდო... ინტელექტუალობა არ არის ღირსეული მოქალაქეობის გარანტი, ჩვენ კიდე ეს უკანასკნელნი უფრო გვჭირდებიან ამ ეტაპზე, ვიდრე უღირსი ინტელექტუალები... ქვეყანაა გადასარჩენი, როგორც ასეთი...
  14. ე ბიჯო აბა კვიტაშვილი გადადგა მაგ პოსტის დასაკავებლადო ვერ გევიგე ვერაფერი რააა.... ამ ყველაფრისთვის კი დაიმსახურებდა მაგ პოსტს, აჰაააა, უკვე გასაგებია ყველაფერიიი
  15. აზრი ვერა დაგენაცვლე, ვერა... და მე მგონი კარგა ხნით გადაიდო ეგ იდეა ა ბატონო: http://www.myvideo.ge/?video_id=1045594 ბრავო ბათუმი...
  16. მორჩა საგიჟეთი, ბრავო ბათუმი...
  17. მარიამობას გილოცავთ, ღირსეულად გვეტარებინოს ტვირთი, ღმრთისმშობლის წილხვდომილობისა...
  18. თუ არა ეხლა ვინმე რამეს გვეკიტხება, ,,იშუმე" რამდენიც გინდა რაც მაგათ ხელშია ვერაფერს ვერ გავდებით,მარა ეკლესია მრევლისაა და არა კონკრეტული ადამიანების, ამიტო რაც ჩვენს ხელშია, ის მაინც არ დავთმოთ...
  19. მადლობა, მე რო მასწავლი და მმოძღვავ ეგება, ეკლესიის პოზიციის კრიტიკისგან თავი შეგეკავებინა და გეები დაგემოზგვრა,
  20. კი ბატონო,მაგრამ ეხლა განვიხილოთ, ვიღაცა თუ მეძავობს, მე ვცხოვრობ უბიწოდ, ანუ აქ ორი ადამიანის საპირისპირო ცხოვრების წესია, ვიმეორებ ორი ადამიანის (პიროვნულად)... როცა ეს მეძავი იწყებს თავისი მეძავობის პროპაგანდას(მიტინგი, აქცია, პარადი,სულერთია ფორმა), მე უბიწოების პროპაგანდის უფლება არ მაქვს? მაგ მცნებებს მარტო კითხვა კი არ უნდა, ცხოვრებაში განხორცილება ჭირდება, აპააა....
  21. Siknadmo გაბოლდებულ სიტყვებს დააკვირდი და თუ ეს ორი სიტყვა ერტმანეთთან კავშირში არაა, მაშინ შენ და მართლმადიდებლობა საერთოდ რა კავშირში ხართ? აქ გეთანხმები, ოღონდ სად იზამს ეს უკვე საზოგადოების განსჯის საგანია... რადგან ,,სად" უკვე გულისხმობს სხვა ინტერესების მქონე ადამიანებისთვის შემაწუხებელ გარემოებებს და მხოლოდ ,,პიდარასტების" აზრის გათვალისწინება ჯანსაღი საზოგადოების დაცინვაა უბრალოდ... აბა ჩამოვთვალოთ, ვერ მიაგენი მაგ 7-სჰი მამათმავლობის ცოდვას? უკვე ჩAმოგითვლია
  22. Siknadmo იქ დასარბევად არავისნ მიდის, ეს არ უნდა დაისჰვას საქარტველოში, ამაზეა ლაპარაკი... შენ ეტყობა ჯერ კიდევ არ იცი რა არის მამათმავლობის ცოდვა და რას ნიშნავს, როცა მას მარიამობის მარხვის ბოლო დღეს, როცა მტელი მართლმადიდებლური სამყარო დღესასწაულისთვის ემზადება, მართავენ... თანაც ღმრთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში... იცი ეს რას ნიშნავს? დაფიქრდი ცოტა...
  23. ,,განა შეიძლება სოდომ-გომორის ცოდვა ბუნებრივ მოთხოვნილებად შევრაცხოთ და ეს გადახრა ჩვეულებრივ მოვლენად წარმოვაჩინოთ? მაშინ რატომ ვსჯით მკვლელებს და ქურდებს, სხვა ბოროტმოქმედთ, მათაც აქვთ ამ დანაშაულების მიმართ მიდრეკილებები? ასეთი ლიბერალური მიდგომის პროპაგანდა არ შეიძლება; ამას მხოლოდ ურწმუნონი თუ გააკეთებენ და ისინი, ვისაც სინდისი დამწვარი აქვთ, როგორც ამბობს პავლე მოციქული. " - საშობაო ეპისტოლე, 2006 წელი, სრულიად საქართველოს კათOლოკოს-პატრიარქი, ილია II
  24. შენ უბრალოდ კითხვები არ გაქვს, თორე ჩემს შესაძლებლობებზე არ შეწუხდებოდი, მე როგორც მართლმადიდებელს, ასევე ნებისმიერ ჭეშმარიტ მამულიშვილს არ ეშინია იმის, რომ შენ და შენნაირი ,,მართლმადიდებლები" სასაცილოდ აიგდებს, და კ სტაწიე ეს ვითომ ლიბერალიზმი, რომ იცოდე ღმერთს ებრძვის და არა მართლმადიდებლებს... ღმრთის მებრძOლები როგორც ამთავრებენ იმედია მოგეხსენება, მე არაფერს დამაკლებს ის, რომ ,,პიდარასტის" დამცველი დამცინებს, არც ეკლესიას და არც ღმერთს... ,,ეკლესია ლოდია თავკიდული, ვინც მას დაეცემა დაიმტვრევა, ვისაც დაეცემა გასრისავს".. ასე რომ ფრთხილად...
×
×
  • შექმენი...