Jump to content
Planeta.Ge

gruzian_ka

პლანეტელი
  • პოსტები

    408
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    7

ყველა პოსტი gruzian_ka

  1. აზრი და შენ რატომ გიყვარს სხვა თემაზე გადახტომა, როცა ჩიხში ექცევი ხოლმე? აზრი გითხარი გონება დაატანე-ტქო და მაინც ვერა რაააა
  2. ოჰოჰოჰო, გაიჯეჯილე? ეხლავე მოგართმევ პასუხებს: ,,მოუჴდა მათ იესუ, ეტყოდა და ჰრქუა: მომეცა მე ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. 19. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, 20. და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ. და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა." (მათე 28, 18-20) გაბოლდებულ სიტყვებს შეხედე აი ასე შუამავლობს... თუ არ გაკმაყოფილებს კიდევ დაგიწერ, შენ გიყვარს ხშირად რო გიმეორებ ხოლმე, მარა მართალი ხარ გამეორება ცოდნის დედაა
  3. აზრი 1. და გამოვიდა იესუ ტაძრისა მისგან და წარვიდოდა. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და უჩუენებდეს შენებულსა მას ტაძრისასა. 2. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა ჰხედავთა ამას ყოველსა? ამენ გეტყჳ თქუენ: არა დაშთეს აქა ქვაჲ ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს. 3. და ვითარცა დაჯდა იგი მთასა მას ზეთისხილთასა, მოუჴდეს მას მოწაფენი თჳსაგან და ეტყოდეს: მითხარ ჩუენ, ოდეს იყოს ესე, და რაჲ არს სასწაული იგი შენისა მის მოსლვისაჲ და აღსასრული ამის სოფლისაჲ? 4. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცთუნნეს თქუენ, 5. რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ ქრისტე, და მრავალთა აცთუნებდენ. 6. და გესმოდიან ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლათანი, იხილეთ და ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე ყოველი ყოფად, არამედ არღა არს აღსასრული. 7. რამეთუ აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებაჲ მეუფებასა ზედა, და იყვნენ სიყმილნი და სრვანი და ძრვანი ადგილად-ადგილად. 8. ხოლო ესე ყოველი დასაბამი სალმობათაჲ არს. 9. მაშინ მიგცნენ თქუენ ჭირსა და მოგწყჳდნენ თქუენ, და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან წარმართთა სახელისა ჩემისათჳს. 10. და მაშინ დაჰბრკოლდებოდიან მრავალნი და ურთიერთას შინა-განსცემდენ და სძულობდენ ურთიერთას. 11. და მრავალნი ცრუ-წინაწარმეტყუელნი აღდგენ და აცთუნებდენ მრავალთა. 12. და განმრავლებითა უსჯულოებისაჲთა განჴმეს სიყუარული მრავალთაჲ. 13. ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს. 14. და იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფეველისაჲ ყოველსა სოფელსა საწამებელად ყოველთა წარმართთა, და მაშინ მოიწიოს აღსასრული. 15. რაჟამს იხილოთ საძაგელი იგი მოოჴრებისაჲ, თქუმული დანიელ წინაწარმეტყუელისა მიერ, მდგომარე ადგილსა წმიდასა, რომელი აღმოიკითხვიდეს, გულისჴმა-ყავნ. 16. მაშინ რომელნი ჰურიასტანს იყვნენ, ივლტოდედ მთად. 17. და რომელი ერდოსა ზედა იყოს, ნუ გარდამოვალნ აღებად რასმე სახლისაგან თჳსისა. 18. და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ უკუნიქცევინ აღებად სამოსლისა თჳსისა. 19. ხოლო ვაჲ მიდგომილთა და რომელნი აწოებენ მათ დღეთა შინა! 20. არამედ ილოცევდით, რაჲთა არა იყოს სივლტოლაჲ თქუენი ზამთარსა შინა გინა შაბათსა. 21. რამეთუ იყოს მაშინ ჭირი დიდი, რომელი არა იყო დასაბამითგან სოფლისაჲთ, ვიდრე აქამდე, არცაღა ყოფად არს. 22. და უკუეთუმცა არა შემოკლდეს დღენი იგი, არამცა განერა ყოველი ჴორციელი, ხოლო რჩეულთა მათთჳს შემოკლდენ დღენი იგი. 23. მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქუენ: აჰა აქა არს ქრისტე გინა იქი, ნუ გრწამნ. 24. რამეთუ აღდგენ ქრისტე-მტყუვარნი და ცრუ-წინაწარმეტყუელნი და ჰყოფდენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნიშებსა, ვიდრე ცთუნებადმდე, უკუეთუმცა ვითარ შეუძლეს, რჩეულთა მათცა. 25. აჰა ესერა წინაჲწარ გარქუ თქუენ. 26. უკუეთუ გრქუან თქუენ: აჰა უდაბნოსა არს, ნუ განხუალთ; აჰა ესერა საუნჯეთა შინა არს, ნუ გრწამნ. 27. რამეთუ, ვითარცა ელვაჲ რაჲ გამობრწყინდის მზისა-აღმოსავალით და ჩანნ ვიდრე დასავალადმდე, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ. 28. რამეთუ სადაცა იყოს მძორი, მუნცა შეკრბეს ორბები. გულმოდგინედ ცაიკითხე და გაიგებ, რა და როგორ, მერე დასვი კითხვები, ოღონდ თან გონება დაატანე...
  4. აზრი მე გეტყვი რა, ხო ვიცი, როგორ გიყვარს ჩემი პასუხები იმდენად ახლოს, რამდენად მალეც უფალს დავშორდებით...
  5. Siknadmo ეხ ჩემო სიკნადმო,ახლა აქ რაფერ გეკამათო ამ თემაზე, მარა უპასუხოდაც ვერ დაგტოვებ, ,,ისწავლეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა"...-ო ბრძანებს მაცხოვარი და ,,მობაძავ ჩემდა იყვენით"...-ო ამბობს პავლე მცოიქული და შენ როგორ ფიქრობ ახლა, ერთი ღმერთი იყო, მეორე მოციქული და შენი ლოგიკით, აქაოდა ღმერთი და მოციქული ვერასოდეს გავხდებიო, უარი ვთქვათ ღმრთის მცნებების დაცვაზე? შენ ქრისტესთვის სიკვდილს არავინ გთხოვს და არც მაგ ,,გრეჩიხებს"... ყველა სიტყვის მნიშვნელობა განიცდის გადაფასებას ეპოქალურ ცვლილებებთან ერთად, ღმრთის სიყვარული და სამშობლოსთვის, ვიმეორებ ს ა მ შ ო ბ ლ ო ს თ ვ ი ს, და არა ,,სახელმწიფოსთვის", თავგანწირვაა გმირობა და ეს რა ფორმით მოხდება ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ზოგი შეიძლება მოკვდეს, ზოგი შეიძლება პატიმრობაში იყოს, ზოგმა შეიძლება ღვთის სადიდებელი და სამშობლოსთვის მნიშვნელოვანი სტატიები წეროს და ასე გახდეს გმირი... მე შენი პათOსი ყოველთვის მაკვირვებს, რაღაცას მალავ ან მეტი არ შეგიძLია და ძალიან ზედაპირულად აფასებ მოვლენებს... თUმცა არ ვიცი, უფალმა უკეთ იცის...
  6. Siknadmo და შენ როგორ ფიქრობ დღევანდელ პირობებში ამას გმირობა არ სჭირდება? (,პატიოსნება, მამულის სიყვარული, განათლება)... ვიწროდ ვიხედებით ნამეტანი, ვიწროოოდ... და აქამდე მოტანილს გაფრთხილება არ ჭირდება? ჩვენც ხო ვიქნებით ვიგაცის წინაპრები და მომავალ თაობას უნდა შრცხვეს ჩვენი? თუმცა ჩვენც ხო გვყავდა სამარცხვინო წინაპრები, მარა რაღა სამარცხვინოს, საამაყოს მივბაძOთ კაცო...
  7. Siknadmo რა სიმბოლურია, რომ ეს თემა წმ. დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეს გახსენი, დარწმუნებული ვარ არ გიფიქრია ამაზე, როცა თემას ხსნიდი, არადა ასიანში გაარტყი, იცი რა არ გვყოფნის სინამდვილეში? ქეთევანისეული სიყვარული სამშობლოსადმი და ქრისტესთვის თავგანწირვის უნარი... არადა ქეთევანთან შედარებით ვინ ვართ ჩვენ, მტვერი, შეიძLება არც ეგ... ნებისყოფა, განათლება, თავგანწირვა, რომელსაც ,,ჯილკას" უწოდებ, (თUმცა გააჩNია თავგანწირვის ობიექტი რა არის და რემდენად ღირებული), სიყვარულის შედეგია, ქრისტსმიერი სიყვარულის შედეგი... ამ ყველაფრის გარეშე რას ვემსგავსებით თანდათან ხო ხედავთ არა? ვიფიქროთ ამაზეც...
  8. ხვდები, რო ძალიან ჩიხში ხარ და რა დაწერო არ იცი? რაც ნათარგმნია წაიკითხე შენ? თუ იმდენად გათავხედდები, რომ იტყვი არაფერი უთარგმნიათO...
  9. მიგიხვდი ირონიას, დღეს მრევლის უმეტესობა მაგ დღეშია, თუმცა მე მაგ კატეგორიას არ მივეკუთვნები, მე მგონი ძნელი მისახვედრი არაა...ღმერთისგან ადამიანს და როდის მისცა თავისუფლება ღმერთმა ადამიანს ეს ეპიზოდი გახსოვს ბიბლიიდან? თუ უბრალოდ ფრაზა გაგიგია? როგორ არა, უნდა დასაბუთება, ჭეშმარიტებას და ტყუილს თანაბრი უფლება უნდა ქონდესო ეს თქვა ღმერთმა? გინდა, პავლე მოციქულის სიტყვებს შეგახსენებ: ,,არცა მემრუშეთა, არცა მემთვრალეთა.....არცა ცრუთა ვერ დაიმკვიდრონ სასუფეველი ცათა"...
  10. აზრი ნუ პროვოკატორობ, მრევლს უნდა ქონდეს ნება, იყოს განათლებული, შენ პირადად რა წაგიკითხავს? მეჩვენება, რომ სპეციალურად ქმნი უარყოფით სურათს, თუმცა არ გამიკვირდება... http://orthodoxy.ge/ ამ საიტის წაკითხვა შეუძLია ყველა მართლმადიდებელს... საკმარისი ინფორმაციაა, რომ წარმოდგენა შეგექმნას, თუმცა ეს ყველაფერი ზღვაშI წვეთია იმასთან შედარებით,რაც არსებობს ქართულ ენაზე... ამასთან მრევლის განათლება ხდება ეკლესიის წიაღში, მოციქულები, უბრალო მეთევზეები, გახდნენ მსოფლიო მასწავლებლები... როგორ? სულიწმინდის მადლით, თუ ამის შესახებ რამე გსმენია...
  11. აზრი იმიტომ, რომ უფალი მეფობს... Nukriko ა ხო, თავისუფალი გარემო შენი გაგებით არის გარყვნილება, პროვოკაციები, ტყუილი, ფარისევლობა, სიყალბე, ყველა სახის სიბინძურის მონობა, აი ასეთ საზოგადოებაში გინდა შენ ფრთები გაშალო... გასაგებიცაა ტყუილი სიმართლის წინაშე როცა დგება, აუცილებლად ყვირის...
  12. აზრი ეს სიტყვა ასე იწერება ,,აბსოლუტურ"Nukriko :nekro: ხოოოო, ისეთ ვერხს იღებს, რომ მერე პანიკურად ეშინია მართლმადიდებლობის და ხსნის ჭეშმარიტების დისკრედიტაციისკენ მიმართულ თემებს... მე მგონი პირიქით უნდა იყოს...აზრი ჩვენს ქვეყანას კაცთშემწყნარებლობის უდიდესი ისტორია აქვს, აი აზრი, რომელიც ჩვენს რჯულს ეწინააღმდეგებოდა, ვინც შეიწყნარა, გადახედეთ ისტორიას და როგორ დაამთავრა ცხოვრება ნახეთ, ამას არამხოლოდ ადამიანებზე ვამბობ, არამედ ერებზე, რჯულშემწყნარებელი ერები აღარ არსებობენ, კონსტანტინოპოლის ადგილას დღეს სტამბულია, ყველაზე ნათელი მაგალითი...Nukriko ამის ჭეშმარიტებას არ ეშინია, რამეთუ უფალი ბრძანებს ,,ნუ გეშინია შენ, მცირესა ამას სამწყსოს, რამეთუ მე თქვენთან ვარ"... უმრავლესობა ჭეშმარიტებას არ ნიშნავს და არც ცვლის მას, მორწმუნეების რიცხობრივი მონაცემების მიუხედავად არსებობს მარადიულად...
  13. აზრი რის საფუძველზე გაქვს ეს აზრი, შეგიძლია დაასაბუთო?აზრი აზრი ეს არის ტყუილი და მე საკმაოდ კარგად და დამაჯერებლად დაგისაბუთე ეს ამბავი, იმდენად დამაჯერებლად, რომ თემა დახურეთ საერთოდ... კათოლიკეებზე თემა გაიხსენე და ცოტა პასუხისმგებლობით მოეკიდე შენს მიერ ნათქვამ სიტყვებს, ნუ იტყუები...
  14. ნწუ, ნწუ, რა ამბავი ატეხილა აქ, ეს როგორ გამომრჩA? თან რა ხალხი კამათობს, ვითომ რელიგია რო არ აინტერესებთ და თან ამ განყოფილების მოდეორბაზე აქვთ პრეტენზია... ახლა სერიოზულად: Nukriko ამ კთხვის დასმის დროს თუ გქონდა გააზრებული რელიგიის დანიშნულება ადამიანის ცხოვრებაში? ან გიფიქრია ოდესმე ჭეშმარიტებაზე? რომელიც იდეურად ერთადერთი შეიძლება იყოს და არა რამდენიმე? ჭეშმარიტების ერთადერთობა გამორიცხავს თანაბარუფლებიანობას და სიტყვა ,,კონკურენცია" ძალიან უადგილოა ამ შემთხვევაში... ამასთან, თუკი უფლებებზეა საუბარი, აქვე მოვალეობებიც იგულისხმება და ეს გავიწყდებათ ყოველთვის... სექტების და სხვა რელიგიების წარმოშობა უკავშირდება კონკრეტულ ადამიანებს, რომლებმაც ვერ დაიტიეს ჭეშმარიტება და შენს მიერ აპოლოგეტირებულ ,,ინდივიდუალიზმს" შესწირეს... ესეც ადმიანის მოგონილი უშინაარსო ფრაზაა და საერთოდ არ ნიშნავს არაფერს, ისევე როგორც სინდისის თავისუფლება... უფალმა ადამიანს მისცა თავისუფალი ნება და ეს სულ სხვა რამეა... ქვეყანა, რომელიც ღირსი გახდა და ჭესმარიტებას ეზიარა, ვალდებულია, ვიმეორებ ვ ა ლ დ ე ბ უ ლ ი ა, დაიმახოს იგი უცვლელად და შეურყვნელად, სხვა რელიგიებს ზღუდავს თავიანთივე პრეტენზია, თანაბარუფლებიანობაზე... ყველაზე რბილად და ლამაზად გეტყვი: უპასუხისმგებლო ხარ...
  15. levaniko და ამ ქვეყნის ისტორიაში, თუ წაგიკითხავს არ ყოფილა პერიოდები, როცა ყველაფერი კარგად იყო? შენ იტყვი ეხლა ეგ როდის იყოო, საუკუნეების წინო, დიახაც საუკუნეების წინ, როცა ღვთIს რჩეული ერი ღვთის სიტყვის თანახმად ცხოვრობდა... ღვთის რჩეულობა მატერიალურ კეთIლდღეობაში არაა გენაცვალე, დიახაც რჩეულია ერი, რომელსაც დავით აღმაშენებელი ყავდა, თამარი ყავდა, ერთ დღეში 100 000 მოწამე ყავდა, შალვა და ელიზბარ ერისთავები, ბიძIნა ჩOლოყაშვილი ყავდა, რომელსაც არჩIლი და ლუარსაბი ყავდა... რჩეულობა მხოლოდ პრეტენზიებს კი არ უნდა აჩენდეს, არამედ უფრო მეტ პასუხისმგებლობას, რომ რაც მოგეცა დაიმარხო უცვლელად და შეურყვნელად, მაშინ მოგეცემა მატერიალურიც და ყველანაორო კეთილდღეობა... დღეს როგორ ცხოვრობს ქართველი ერი? უღმერთობის პროპაგანდით, სიბილწის, გარყვნილების, სიშიშვლის, განუკითხაობის პროპაგანდით... ერთI პარალელი შეიძლება, როდესაც მშობელი შვილს სჯის, რატომ აკეთებს ამას? იმიტომ, რომ უყვარს და უნდა გაიზარდოს და გამოსწორდეს... ასეა უფალიც, ისევ ჩვენს გადასარჩენად გვივლენს ამდენ განსაცდლეს, თუმცა ვინ უსმენს ,,ხმას მღაღადებელს, უდაბნოსა შინა"... შენი პსოტი იმის დასტურია, რომ წარმოდგენა არ გაქვს მართლმადიდებლობის არსის შესახებ, მაგრამ არაუსჰავს, გაიზრდები და ისწავლი...
  16. რაც შეეხება სასულიერო ლიტერატურას, მართლმადიდებელ მრევლს ვურჩევდი, იოანე ოქროპირის, ,,ჯვარსახოვანი გზა", ,,ბჭე სიწმინდისა", ბერი პაისის ,,სულიერი ბრძოლა", იეროთეოს ვლახოსის ,,მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია", გრიგოლი ღვთისმეტყველის წერილები, ასევე გრიგოლი პალამასი... ეფრემ ფილოთეველის ,,მონაზვნობისთვის", კიდევ უამრავი, აუცილებლად მოგაწვდით ამ წიგნების სათაურებს... ასე რომ ნუ იგონებ რაღაცეებს რა...
  17. აუ ძაან გინდა ამაგდო, მაგრამ არ გამოგივა რა, ხო გინდა რო გაგვანათლო, გვითხარი ვინ არიან ეს ადამიანები... დაწერე... დედნები მიგვითითე ბატონო...
  18. აზრი ეს მამაები როდის მოღვაწეობდნენ? ამ წოდება არ აქვთ? ზემოთხსენებული იუსტინე პოპოვიჩია? ეგნატე ბრიანჩანინოვი? იოანე ოქროპირი? ტატიანე ტერტტულიანე, ირინეუსი და ჰიპოლიტეზეც დაწერე ვინ იყვნენ ეს ადამიანები...ბერძნული წყარო მიგვითითე, გავიგებთ...
  19. აზრი ნწუ, ნწუ, რა დამაჯერებელი არგუმენტებია, გადავირიე, ადამიანი სკოლას რომ ამთავრებს თუ უნარშეზღუდული არაა, კითხვა იცის, მაღაზიებში, სადაც იყიდება სასულიერო ლიტერატურა, რომელიც არც ისე ძვირია ჯერ კაციჭამიები არ დაუყენებიათ, ვინ უშლის მრევლს წიგნების კითხვას? ვიცი ახლა შენი პასუხი, ქართულად ნორმალურუი ნათარგმნი არააო, შეეშვი სპეკულაციას თემებით, რომელზეც შენ თვითOნ წარმოდგენაც არ გაქვს, თემა რო გაქვს, ამ განყოფილებაში ბიბლიაზე, შეგნებულად არ გავეცი პასუხი, ისეთ სისულელეს ამტკიცებთ... სახარება ყველა ენაზე ერთი-ერთზე ემთხვევა ერთმანეთს, საუბარია ძველ ენებზე, ბიზანტიური, ქართული, სლავური, სომხურიც კი... ერთს ვიტყვი კიდევ, რა ლიტერატურაც არსებობს და როგორც არსებობს, ის ზედმიწევნით კარგად ვიცით, მეტის პრეტენზია რომ გვაქვს? შენც ასევე...
  20. გიორგი68 ყველაზე ადეკვატური და აქრუალური რეაქცია ამ თემაზე... უარესის ღირსები ვართ...
  21. თემის შინაარსი ნამდვილად აქტუალურია, თუმცა საკითხი არასწორადაა დასმული, უფრო სწორი იქნებოდა, რატომ არ ცდილობს მრევლიმიყვეს ეკლესიის სწავლებას და იყოს უფრო გაცთვითცნობიერებული საეკლესიო საკითხებში? როდესაც ეკლესიაში არსებობს ზემოთხსენებული წმ. მამების ნაშრომები, წერილები შეგონებები და უპირველეს ყოვლისა სახარება, წიგნი ცხოვრებისა ეს თავისთავად ნიშნავს ეკლესიის აქტიურობას... ეკლესია შეაგონებს მრევლს და მრევლი ვალდებულია იყოს განათლებული, ეს სურვილი უნდა მოდიოდეს მრევლისგან... ავიღოთ ქრისტეს ამქვეყნად ცხოვრების მაგალითი, იგი თვითონ მოვიდა დედამიწაზე, ყველას თვალწინ ახდენდა უამრავ სასწაულს მაგრამ მრველი იმდენად ბნელი და გაუნათლებელი იყო, ფარისევლების და მწიგნობრების ჩAთვლით, რომლებიც უაღრესად განსწავლულ ფენას მიეკუთვნებოდნენ ისრაელში, რომ ჯვარს აცვეს მაცხოვარი, ანუ თU მრევლი გაუნათლებელია ეს ეკლესიის ბრალი კი არ არის, არამედ ზოგადად ერის (ამ შემთხვევაში საზოგადოების) უფალთან დაშორების ბრალია... დღეს, როდესაც მკვოდრდება აზრი, რომ ცოდვა ბუნებრივი მოვლენაა და მასთან წინააღმდეგობა ჩამორჩენილობაა, როცა ეკლესიაში მისვლა ადამიანს იმიტომ უნდა რომ ეძებს გამართლებას საკუთარი საქციელისა და ა.შ. ამაში ეკლესიას ვერ დაადანაშაულებ, ადამიანი გონიერი არსებაა და მართლმადიდებელი ადამიანი ვალდებულია იყოს განათლებული... ეს უფალმა დაგვაკისრა ჩვენ და ამაში ხელს არ უნდა გვიშლიდეს რაღAც მიზეზები, არსებობს წიგნი, უნდა წაიკითხო, უფრო სწორედ უნდა ეძებდე ჭეშმარიტებას და აუცილებლად იპოვი, აკი ბრძანებს უფალი, ,,ეძიებდით და ჰპოვებდით"...
  22. FRIDRIX ჩვენ უფალმა გამოგვარჩია და წმ. ნინოს ხელით მოგვაქცია... ამას წინ უძღოდა ლაშა-გიორგის მეფობა, რომელიც ერთ-ერთი უზნეო წესით მცხოვრები მეფე იყო და შესაბამისად ერიც ისე იქცეოდა, როგორც მეფე... ამის გამოსწორებას დაჭირდა ამხელა მსხვერპლი, მადლობა უფალს ქართველებმა გამონახეს ამის ძალა... ამის შემდეგ დაიწყო კიდევ ერთხელ გაბრწყინება საქართველომ და მოგვევლინა გიორგი ბრწყინვალე... ყველა არა, ერთ-ერთი მაგალითი მოვიყვანე, კიდევ იყვნენ როსტომ-ხანი და მისთანანი...ა ამის ძAლას უფალი აძლევდა ქართველ ერს... ეს ქვეყნები უკვე დასჯილები არიან, რადგან არასწორი სარწმუნოებით ცხოვრობენ და ცხონების შანსს კარგავენ, რუსეთის გარდა,რუსეთი თუ არასწორად იცხოვრებს და არ შეინანებს, უფრო დაიჯება, რადგან ვისაც მეტი ეძლევა, მეტი მოეთხოვება... ჯერ სამყარო არ დასრულებულა, დაველოდოთ მოვლენებს...
  23. ნუ, თემა აშკარად აზრისეულია მოდი იქიდან დავიწყებ, რომ ეს კითხვები იმ ადამიანებს უჩნდებათ, რომლებმაც ღვთის არსებობა აღმოაჩინეს და მიზეზებს ეძებენ, რათა ისევ დაიჯერონ მისი არ არსებობა... ამ კითხვაზე წმინდა წერილისეული ამონარიდი შეიძLება დავწეროთ, როდესაც უფალი ეცხადება მოსეს მაყვლოვანში და ეკითხება ვინაობას, უფალი პასუხობს ,,მე ვარ, რომელი ვარ"... ოღონდ ამის გაგებას დიდი სულიერი სიბრძნე ჭირდება... უფალი მიმართავს პეტრეს (მოციქულს): ,,პეტრე შენ ხარ კლდე, კლდესა ამას ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას"... ამ ეკლესიის დაარსების შემდეგ დღევანდელ დღემდე და ვიდრე მეორედ მოსვლამდე, მართლმადიდებელი ეკლესია უცვლელად ინახავს ქრისტეს სწავლებას... დასკვნები ტქვენ თვითონ გააკეთეთ... ადამიანი თვითონ ქმნის თავის უბედურებას, ადამმა და ევამაც ღმერთს დააბრალეს თავიანთი სამოთხიდან გამოდევნა... იმისთვის რო ცხონდე, და რასაც გააკეთEბ შენს ცხოვრებაში მხოლოდ ამ აზრს უნდა ემსახურებოდეს... მგონი გვაქვს
  24. asds ჩემს ყველაზე სასურველ და საინტერესო ოპონენტს, ჩემი გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები
×
×
  • შექმენი...