-
პოსტები
3.462 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
24
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი mtidan
-
ბუბარაქმა შვა იზილი, იზილმა მოხოდი, მოხოდმა მაჰმუდი და იშიდი, იშიდის შტოს განეკუთნვება მუბარაქი, ხოლო მაჰმუდის შტოს ბარაქ ობამა დეიდაშვილები გამოდიან მამის მხრიდან.
-
ლტოლვილების გამოსახლებაზე ისევ ლტოლვილი პოლიციელები ჰყავდათ მიყვანილი. დაახლოებით იგივე სიტუაციაა.
-
დენის 20 ლარიან ვაუჩერებს არიგებს მთავრობა
mtidan replied to Saturn's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
კიევის ცენტრში ჯავშანტრანსპორტიორები გადაადგილდებიან 20:02 02-02-2011 ვიდეო კიევის ცენტრში ჯავშანტრანსპორტიორები გადაადგილდებიან. სააგენტო "როსბალტის" ცნობით, ხუთ სამხედრო მანქანას ავტოსაგზაო ინსპექციის თანამშრომლები მიაცილებდნენ . სააგენტოს ინფორმაციით, უკრაინაში ეკონომიკური რეფორმებით უკმაყოფილო უკრაინელები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ. მათი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ არაქმედითი რეფორმები არ შეწყდება, უკრაინელები პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნასაც დააყენებენ. დიდი და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქციების გამართვა უკრაინის 8 საოლქო ცენტრში 1-ელ თებერვალს დაიწყეს. სააგენტოს ცნობით, მთელი რიგი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უკრაინაში შესაძლოა ტუნისისა და ეგვიპტის მსგავსი სცენარი განმეორდეს. http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/158278-kievis-centrshi-javshantransportiorebi-gadaadgildebian.html -
"ლაიფ.რუ" - ეგვიპტეში ნამდვილი საომარი მოქმედებებია 22:21 02-02-2011 ვიდეო ეგვიპტის მუზეუმის სიახლოვეს პირველი გასროლის ხმა გაისმა. "ლაიფ.რუ-ს" ცნობით, ხოსნი მუბარაქის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაწყებული შეტაკება ნამდვილი საომარი მოქმედებებით გაგრძელდა . პირველი შეტაკებიდან სამი საათის შემდეგ ტახრირის მოედანზე სროლა პოლიციელებმა დაიწყეს, რომლებიც ეგვიპტის მუზეუმის სახურავზე იმყოფებიან. ისინი დემონსტრანტების დასაშოშმინებლად ჰაერში ისროდნენ. ამის შემდეგ კი ავტომატური, მოგვიანებით კი საარტილერიო დანადგარიდანაც ისროლეს. მუზეუმის გვერდით აქტიური სროლები მიმდინარეობს. გაისროლეს ტანკიდანაც. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ პრეზიდენტის ათასობით მომხრემ მთავარ მოედანზე მუბარაქის მხარდასაჭერი პლაკატები გაშალა. ეგვიპტელმა ჯარისკაცებმა რევოლუციონერთა შეტაკებას ხელი არ შეუშალეს. ისინი ტანკებში დაიმალნენ. სააგენტოს კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, რომ "მუბარაქის მომხრეების რაოდენობა მოწინააღმდეგეებისას აჭარბებს. ისინი ჟურნალისტებზე ნამდვილ ნადირობას აწყობენ". სხვადასხვა მონაცემებით, შეტაკების შედეგად 500-დან 1000-მდე ადამიანია დაშავებული. დასისხლიანებულები მოედნიდან სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად გაჰყავთ. შეძახილებით: "ჩვენ გვიყვარს მუბარაქი" მისი მომხრეები მოწინააღმდეგეებს ქვებს ესვრიან, არ ინდობენ ქალებსა და ბავშვებს. http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/158295-qlaifruq-egvipteshi-namdvili-saomari-moqmedebebia.html
-
დენის 20 ლარიან ვაუჩერებს არიგებს მთავრობა
mtidan replied to Saturn's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn მანანა მანჯგალაძემ ძალიან უადგილოდ თქვა, რომ არავითარი ვადამდელი არჩევნები არ იქნებაო. ალბათ ემზადებიან. თუ ფქვილი და გვარჯილაც მოჰყვა უფრო სარწმუნო იქნება. მე უფრო მგონია ხალხის გულის მოსაგებად აკეთებენ, რომ ეგვიპტური ან თუნდაც სულ ახალი უკრაინული ვარიანტი აიცილონ. -
"საქართველო ქართველებისთვის" ფაშისტური ლოზუნგია
mtidan replied to georgekh13's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
” საქართველო სომხებისთვის” არაფაშისტური ლოზონგია. -
არ არის გამორიცხული, რომ ე.წ. მომხრეები უფორმო პოლიცია და უშიშროება იყოს.
-
"საქართველო ქართველებისთვის" ფაშისტური ლოზუნგია
mtidan replied to georgekh13's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
თუ კარგად დავითვლით, დაიბრუნეს გაცილებით მეტი. გამგები გაიგებს. -
"საქართველო ქართველებისთვის" ფაშისტური ლოზუნგია
mtidan replied to georgekh13's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
უფრო ზუსტად: ვინც საბჭოთა კავშირის შექმნამდე ცხოვრობდა. -
"საქართველო ქართველებისთვის" ფაშისტური ლოზუნგია
mtidan replied to georgekh13's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
(100+1)% -
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკუთარი მოქალაქეების დაცვის საბაბით შესაძლოა, აზერბაიჯანში ჯარი შეიყვანოს , - სააგენტო "რეგნუმის" ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანული გაზეთი "ნოვოე ვრემია" წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ-ის საკუთარი მოქალაქეების დაცვის საბაბით მსგავსი ნაბიჯები არაერთხელ გადაუდგამს. 31 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აზერბაიჯანში მცხოვრები საკუთარი მოქალაქეები შესაძლო საფრთხეების შესახებ გააფრთხილა. აზერბაიჯანში შესაძლო ტერორისტული აქტების შესახებ საკუთარ მოქალაქეებს ბაქოში აშშ-ის საელჩომ და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც აუწყა. სახელმწიფო დეპარტამენტის და ბაქოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ "აზერბაიჯანში აშშ-ის მოქალაქეები განსაკუთრებით ფხიზლად უნდა იყვნენ საზოგადოებრივი თავშეყრის იმ ადგილებში, სადაც დასავლეთის დაწესებულებებია. თუმცა, საფრთხის მოტივი არ კონკრეტდება", - წერს "ვაშინგტონ პოსტი". აზერბაიჯანის ნაციონალური უსაფრთხოების სამინისტროში განაცხადეს: "ნაციონალური უსაფრთხოებისთვის პრევენციულ ზომებს ვიღებთ. ქვეყნის ყველა პასუხისმგებელი ორგანო, მათ შორის ნაციონალური უსაფრთხოების სამინისტრო ვითარებას მთლიანად აკონტროლებს". აზერბაიჯანული გაზეთი "ნოვოე ვრემია" ამ გაფრთხილებების მიღმა სხვა მიზნებს ხედავს. გამოცემა წერს, რომ აშშ-ის ისტორიიდან ცნობილია, რომ მათ საკუთარი მოქალაქეების დაცვის საბაბით, არაერთხელ შეიყვანეს ამა თუ იმ ქვეყანაში საკუთარი ჯარები. "გასული საუკუნის დასაწყისში, საკუთარი საქმიანი ინტერესების დაცვის მიზნით, აშშ-მა მექსიკაზე ზეწოლა დაიწყო. მაშინ აშშ ამტკიცებდა, რომ მექსიკა პოლიტიკური არასტაბილურობის კერა იყო, რაც ამერიკას ზიანს აყენებდა. აშშ-მა მექსიკაში სამხედრო ძალები შეიყვანა. ასე რომ, ეს ვარიანტიც არ არის გამორიცხული, ამერიკულმა და დასავლურმა კომპანიებმა ბოლო 20 წლის მანძილზე ხომ 50 მლრდ-ზე მეტი ინვესტიცია ჩადეს აზერბაიჯანში", - წერს გამოცემა. http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/158227-amerikis-sheerthebulma-shtatebma-shesadzloa-azerbaijanshi-jari-sheiyvanos.html
-
ეგ აქამდეც უნდა ექნა, ნამუსი რომ ჰქონდეს.
-
"საქართველო ქართველებისთვის" ნაცისტური ლოზუნგი არ არის !
mtidan replied to shamili's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
პირველ რიგში თავისუფლების ინსტიტუტია დასაცაცხანებელი: რამიშვილი და და-ძმანნი მისი. -
ბაყაყებიც თუ იცინოდნენ აქამდე არ ვიცოდი.
-
ხელისუფლება მართვადი რევოლუციისთვის ემზადება
mtidan replied to PEPE.'s თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ძალიან ცუდია თუ ასეა, 21 წელია ხან აქტიურ, ხანაც პასიურად პოლიტიკას ვაკვირდები და ახლა ძალიან გაუგებრობაში ვარ. -
ხელისუფლება მართვადი რევოლუციისთვის ემზადება
mtidan replied to PEPE.'s თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
არაფერს არ ვამტკიცებ. გამოსვლების კატეგორიული წინააღმდეგია და 2013 წლამდე დაცდას გვირჩევს. -
ხელისუფლება მართვადი რევოლუციისთვის ემზადება
mtidan replied to PEPE.'s თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ახლა მაესტროზეა გუბაზი. რაღაც საეჭვოდ დაემთხვა გუბაზას გააქტიურება ეგვიპტის რევოლუციას. აქამდე რის გარემოს აუმჯობესებდა. -
ხელისუფლება მართვადი რევოლუციისთვის ემზადება
mtidan replied to PEPE.'s თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გაუმჯობესებულ გარემოშიც მშვენივრად გააყალბებენ ნაცები. გოგორიანცი და მაჭავარიანი რას აკეთებენ მაგის მეტს. 4 წელი სხედან და ხვეწენ გაყალბების მეთოდს. გუბაზას ვერ გავუგე ვერაფერი. -
გრეჩიხა კარგ მაყუთს მოღუნავდა-ხალხს ჯიგრულად ჩაის დაალევინებდა.
-
დღეს მარტო მიშა და გიჟები იცინიან საქართველოში. აგრეთვე გაუცნობიერებელი ბავშვები.
-
Siknadmo მოითხოვენ და ამოიღებენ კიდეც. ჩვენ ერთაოზ ბრეგაძესავით მოგვიწევს ვალების გადახდა.
-
თუ თავი შენი, შენ გახლავს- ღარიბად არ იხსენები.