ხელისუფლება სოციალურ ფონს განგებ აუარესებს... ნოდარ ჯავახიშვილის მტკიცებით, საქართველს ხელისუფლება ინფლაციის შეჩერებას განგებ არ უწყობს ხელს, რითაც სოციალური აფეთქების პროვოცირება სურს. “საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე და მთელი მთავრობა ჯიუტად ცდილობენ, დაგვარწმუნონ, რომ საქართველოში ორნიშნა ინფლაციის გამომწვევი მთავარი მიზეზი მსოფლიოში კვების პროდუქტების გაძვირებაა, მაგრამ იმაზე არ საუბრობენ, რატომ აისახება ეს გაძვირება ასე სერიოზულად მარტო საქართველოზე. თუ ეროვნულ ბანკს ვენდობით, უნდა დავასკვნათ, რომ საქართველოში პურს, საწვავს და შაქარს გაცხოველებით მოვიხმართ მოკლედ, ექსპერტები ერთხმად აცხადებენ, რომ შიდა თუ გარე ვალების დიდი სისწრაფით ზრდა ქვეყანას ყველა სახის ეკონომიკურ უბედურებას უქადის. თუმცა, საქართველოს მთავრობა გაჩერებას არ აპირებს და ახალი საგარეო ვალების აღებას 2011 წელსაც გეგმავს. http://www.presage.tv/?m=politics&AID=3168