Jump to content
Planeta.Ge

mtidan

პლანეტელი
  • პოსტები

    3.462
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    24

ყველა პოსტი mtidan

  1. არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. აზერები და სომხები მიშას პრეზიდენტად არ მიიჩნევენ. მაგათი პრეზიდენტები ბაქოში და ერევანში სხედან. პ.ს. ასდს წერდა რაღაც მსგავს განვითარებას.
  2. სხვებსგანაც მსმენია მსგავსი რამე. შეიძლება მასობრივი ჰალუცინაცია იყო და მიშა ამ დროს სუშს მიირთმევდა.
  3. : 2009 წლის 26 მაისს, "დინამოს" სტადიონი რომ ხალხით გაივსო, ისეთ დღეში ვიყავით, ერთმანეთს ვასწრებდით - რომ გადავხედე ხელისუფლების წევრებს, მკვდრები იყვნენ, ერთი სული ჰქონდათ, როდის გაიქცეოდნენო... 26 მაისს სააკაშვილი აეროპორტში იყო, თვითმფრინავი დაქოქილი ჰქონდა და მართლაც გასაქცევად ემზადებოდა. სტადიონიდან ხალხი სამების ტაძრისკენ კი არა, პარლამენტისკენ ან ავლაბრის რეზიდენციისკენ რომ დაეძრათ, სააკაშვილი ახლა ხელისუფლებაში აღარ იქნებოდა. წეღან გამომრჩა. http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-presis-mimokhilva/160273-21022011.html
  4. ლაშა ამირეჯიბი - "ეტყობა, ამ მძინარე ერს კიდევ ერთი დათა თუთაშხია სჭირდება საწინამძღოლოდ" "სააკაშვილი უკვე ოცნებობს, რომ ჩაჯდეს თვითმფრინავში და უკანმოუხედავად გაფრინდეს ამ ქვეყნიდან - საქმე იმაშია, რომ სააკაშვილს სჭირდება დევნილი პრეზიდენტის სტატუსი და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელისუფლებიდან რუსებმა გააგდონ და არა ქართველმა ხალხმა. უნდა რომ რუსებისგან დევნილი პრეზიდენტი გახდეს, რადგან მერე მსოფლიოში მიღებული კაცი ინება, რომელიმე ქვეყანაში თავშესაფარს მიიღებს", - აცხადებს წარმომადგენლობითი სახალხო კრების წევრი ლაშა ამირეჯიბი გაზეთ "ასავალ-დავალისთვის" მიცემულ ინტერიუში, სათაურით ლაშა ამირეჯიბი: სააკაშვილს სჭირდება დევნილი პრეზიდენტის სტატუსი და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელისუფლებიდან რუსეთმა გააგდოს და არა ქართველმა ხალხმა! "რუსეთი ამერიკასაც და ევროპასაც გამუდმებით უმტკიცებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლება საქართველოში ჩვრდილოკავკასიელ ტერორისტებს ამზადებს. შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს ამერიკელებმაც და ევროპელებმაც უთხრან რუსეთს, მართალი ხართო და რისი უფლება აქვს ამ დროს რუსეთს? უფლება აქვს, ნებისმიერი გზით დაიცვას საკუთარი უსაფრთხოება - აი, ამას ესწრაფვის სააკაშვილი, - ოცნებობს, რომ რუსები ტანკებით შემოვიდნენ თბილისში და, თვითონ კი ჩაჯდეს თვითმფრინავში და გაფრინდეს. რა თმა უნდა, სააკაშვილი თავისი ბანდის წევრებს თან ვერ წაიყვანს, მას საკუთარი თავი, ოჯახის წევრები და ნათესავები ეყოლება გადასარჩენი და მისი ბანდის წევრები უეჭველად საქართველოში დარჩებიან", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ამირეჯიბი. "შესაძლოა, მერაბიშვილი და ადეიშვილი წაიყვანოს, მაგრამ მაშიც ეჭვი მეპარება. ესენი ისტორიაში შევლენ როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უბოროტესი და შავბნელი ძალა. ის ოჯახები, რომლებიც გაამწარეს, ამათ არაფერს აპატიებენ. დიახ, ამათ მიერ გამწარებული, გაწყვეტილი და დახოცილი ადამიანების შვილები და შვილიშვილები არ აპატიებენ არაფერს ამ დამნაშავეებს", - დასძენს გამოცემის რესპონდენტი. "ერთ ძალიან საინტერესო ამბავს გეტყვით, რომელიც ამ ხელისუფლების წარმომადგენელმა მომიყვა: 2009 წლის 26 მაისს, "დინამოს" სტადიონი რომ ხალხით გაივსო, ისეთ დღეში ვიყავით, ერთმანეთს ვასწრებდით - რომ გადავხედე ხელისუფლების წევრებს, მკვდრები იყვნენ, ერთი სული ჰქონდათ, როდის გაიქცეოდნენო... 26 მაისს სააკაშვილი აეროპორტში იყო, თვითმფრინავი დაქოქილი ჰქონდა და მართლაც გასაქცევად ემზადებოდა. სტადიონიდან ხალხი სამების ტაძრისკენ კი არა, პარლამენტისკენ ან ავლაბრის რეზიდენციისკენ რომ დაეძრათ, სააკაშვილი ახლა ხელისუფლებაში აღარ იქნებოდა. შიში მურტალი რამეა. ამ კაცმა მითხრა, 26 მაისს ყველანი შიშისგან ვცახცახებდითო!!!" - აცხადებს ლაშა ამირეჯიბი და შეკითხვას - "ვინ არის ეს კაცი, ხელისუფლების მაღალჩინოდანია?" - პასუხობს: "მთლად მაღალჩინოსანი არ არის, მაგრამ ხელისუფლების ქვედა შტოშია და ყველაფერი იცის, საკუთარი თვალით უყურებდა ყველაფერს. ხალხს დიდი ძალა აქვს, მაგრამ დღეს ქართველ ერს რატომ სძინავს, არ მესმის. მეტი რაღა უნდა ეტკინოს ამ ერს, გირგვლიანის მკვლელობით რომ დაიყწო, აღარ დამთავრდა და ყოველ მესამე ოჯახში შევიდა ამათი სიბინძურე და სისატიკე. ეტყობა, ამ მძინარე ერს კიდევ ერთი დათა თუთაშხია სჭირდება საწინამძღოლოდ. დიახ, დათა თუთაშხიასნაირი ლიდერის წინამძღოლობით დაამარცხებს ქართველი ხალხი ამ ხლისტებს, ამ არქიფო სეთურის ხელისუფლებას.
  5. ოპოზიციამ ხელში ჩაიგდო სამხედრო ბაზა ქალაქ ბენღაზიში 21/02/2011 01:10 20 თებერვალს ლიბიის სიდიდით მეორე ქალაქ ბენღაზიში სიტუაცია ოპოზიციის სასარგებლოდ შეიცვალა, მას შემდეგ რაც მის ხელში გადავიდა მსხვილი სამხედრო ბაზა. დაწვრილებით... ლიბიაში გააფთრებული შეტაკებები მიმდინარეობს 20/02/2011 17:59 ათეულობით ადამიანია დახოცილი ლიბიის სიდიდით მეორე ქალაქ ბენღაზიში, სადაც უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს საპროტესტო დემონსტრაციები ლიბიის უცვლელი და ექსტრავაგანტური ლიდერის, მუამარ კადაფის გადადგომის მოთხოვნით. დემონსტრაციები შეტაკებებში გადაიზარდა. ალ–ჯაზირას წყაროები ამტკიცებენ, რომ მთავრობა დაქირავებულ მებრძოლებს და მძიმე შეიარაღებას იყენებს. დაწვრილებით... http://www.tribuna.ge/index.php?option=com_frontpage&Itemid=1
  6. გილოცავ ბატონო ძუკუ. ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებ.
  7. 19-02-2011 ჯორჯ სოროსი ახალი, "მსოფლიო ვალუტის" შემოღების ინიციატივით გამოდის გაზეთ "Financial Times"-ისათვის მიცემულ ინტერვიუში მულტიმილიარდერი ჯორჯ სოროსი საუბრობს იმაზე, თუ როგორ აპირებს დოლარის შესუსტებას და ჩინეთის გაძლიერებას. ამას გარდა, სოროსი ასევე აცხადებს ახალი მსოფლიო ვალუტის შემოღების შესახებ, რომელიც იქნება პროლოგი მსოფლიო ცენტრალური ბანკის შექმნისათვის საერთაშორისო სავალუტო ფინდის საფუძველზე. .............................. http://journalist.ge/?menuid=3&id=4116&lang=1 სოროსმა და საძმომ იყიდეს და ყიდულობენ ოქროს. მასონები რაღაც სიურპრის ამზადებენ.
  8. ჯერ არ ვიცი, მაგრამ ახალი სახე იქნება. დღევანდელებმა ამოწურეს შესაძლებლობებიც და რეიტინგებიც.
  9. ნაღდი ოპოზიცია ჯერ ასპარეზზე არ გამოსულა. 200 000 კაცის გამყიდველი ოპოზიცია არ არის. ვინც იპოდრომზე იდგა ოპოზიციის სახელით, ტორმუზია დღევანდელობაში და ტყუილად იცემენ მჯიღს მკერდზე.
  10. მესამეც არის: უნდა დაველოდოთ 2012 წელს. უკვე მოჩანს ნიბირუ.
  11. ბარაქ ობამა ბაჰრეინის, ლიბიის და იემენის ხელისუფლებებს ოპოზიციის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობისკენ მოუწოდებს. ანტისახელისუფლებო აქციები ჯიბუტიშიც დაიწყო. ამერიკული დაზვერვა სააკაშვილის გაპრემიერებაში თითქმის დარწმუნებულია. http://www.presage.tv/?m=news თუ დავაკვირდებით კარგად, ყველაფერი გასაგებია საქართველოსთან მიმართებაში.
  12. პოლიტიკა ბინძური საქმეაო, ეგ ბინძური პოლიტიკოსების მოგონილია, თავის გასამართლებლად.
  13. 100%. მთელი საქართველო რუსებს მიჰყიდეს ჩუმად და მოღალატეს სხვებს ეძახიან.
  14. მერაბ კოსტავა, უფულო პატიოსანი კაცი იყო, მაგრამ, მის დაძახებაზე მთელი ქალაქი ფეხზე დგებოდა.
  15. განგრძდობადობის პერსპექტივაში, იმედოვნების თვალსაზრისით.@ეკა. ტყ/
  16. როგორც ვხედავთ პოლიტიკური პარტიის შექმნა ბიზნესი ყოფილა, ბიზნესს ფული სჭირდება დასაწყებად, პატიოსან კაცს ფული არა აქვს. რაც დღეს არსებობს ამხანაგობები უფროა, ვიდრე პარტიები. ხალხს ჩემი აზრით, პარტიას ერთი მიმწოლი ლიდერი ურჩევნია.
  17. ეგ ახვარი კიდევ პოლიტიკაში ეტენება? მიტინგზე რომ დაინახონ, ხალხმა ჯერ ეგ უნდა ჩაწიხლოს დამერე სხვები. პ.ს. მოქკავშირში ნამყოფი ახვრები ყველა ეგეთია.
  18. შემეშალა. გაზპრომიდან იყო და გამეპარა.
  19. ბელადი უნდა გამოიცვალონ.
  20. kisa 18-02-2011 ყოფილი პარლამენტარი სანდრო ბრეგაძე დაკავებულია საქართველოს პარლამენტისა და პარტია "თავისუფლების" ყოფილი წევრი სანდრო ბრეგაძე დაკავებულია . როგორც "ინტერპრესნიუსს" მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა, ლადო სადღობელაშვილმა განუცხადა, ბრეგაძე გუშინ საღამოს, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს. მისივე ცნობით, დაკავებული ამ დრომდე საბურთალოს რაიონის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. "მას ვერ ვუკავშირდებით, რადგან ტელეფონი გამორთული აქვს; სხვა დეტალები ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია", - განაცხადა სადღობელაშვილმა. http://journalist.ge/?menuid=3&id=4080&lang=1
  21. http://lizisvetaberdo.ucoz.ru/_pu/4/16437.jpg http://lizisvetaberdo.ucoz.ru/_pu/4/16437.jpg
×
×
  • შექმენი...