"იმედის" მიმდებარე ტერიტორიაზე ნაღმები აღმოაჩინეს 22:01 23-02-2011 გამნაღმველებმა ტელეკომპანია "იმედის" მიმდებარე ტერიტორიაზე ნაღმები აღმოაჩინეს, თუმცა, რა ტიპის ნაღმებია, ჯერჯერობით არ კონკრეტდება. ამ ეტაპზე დაუდასტურებელი ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნაღმებს თბილისის გახმაურებულ ტერაქტებში ეჭვმიტანილი მერაბ ყოლბაიას (”კოჭო”) ჩვენების საფუძველზე მიაგნეს. ლუბლიანას ქ.#5-ში სამართალდამცველები ამ წუთებშიც მობილიზებული არიან. ადგილზე იმყოფებიან გამნაღმველები და საპატრულო პოლიციის ათობით ეკიპაჟი. სამართალდამცავებს გადაკეტილი აქვთ ლუბლიანას ქუჩის შესასვლელი. განხორციელდა ტერიტორიიდან ავტომანქანების ევაკუაცია. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, თუმცა ისინი ჯერჯერობით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად დაკავებულია 10-მდე ადამიანი, რომლებიც ბრალდებულნი არიან 2009-2010 წლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული ტერაქტების განხორციელებაში. კერძოდ, დაკავებულებს ბრალად ედებათ თბილისში, ამერიკის საელჩოსთან, მუხიანსა და ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქებები და ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდთან, რკინიგზის ხიდის აფეთქების მცდელობა. http://www.interpressnews.ge/ge/samartali/160644-qimedisq-mimdebare-teritoriaze-naghmebi-aghmoachines.html