მომღერალი ოთარ რამიშვილი გარდაიცვალა 21:32 06-10-2011 ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 77 წლის ასაკში მომღერალი, კომპოზიტორი და პოეტი ოთარ რამიშვილი გარდაიცვალა. ქართველი მსმენელისთვის საყვარელი ხელოვანი არაერთი ცნობილი სიმღერისა და ლექსის ავტორია. მინიჭებული აქვს საპატიო თბილისელის წოდება. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/180982-momgherali-othar-ramishvili-gardaicvala.html
ორი ახალი წელი გვაქვს და გვქონდეს ბარემ ორი თბილისობა. ან ერთი თბილსარკოზობა და მეორე თბილისობა. პ.ს. ყველა პრეზიდენტის ჩამოსვლა უქმე დღედ უნდა გამოცხადდეს და სახელობითი დღესასწაული დაერქვას. მაგ: ილჰამობა, ნორსულთანობა და ა.ს.
თუ საქართველოში ერთი ჭკვიანი კაციც აღარ დარჩა, მაშინ დავღუპულვართ და ეგ არის. მარტო ამ ფორუმზე თამამად შეიძლება 2-3 კაცის პოვნა, ვინ სახელმწიფოს კარგად გაუძღვება.
თუ ეს სიმართლესთან ახლოა, მაშინ მიშას ბუზიც არ აუფრინდება. ივანიშვილი ისეთივე საშიში იქნება მიშასთვის, როგორც თორთლაძე. ნოღაიდელიც იბრიქებოდა, თითებს დავამტვრევო, მეტის თქმის უფლება არ მისცეს.
ბარემ აქვე იყოს, ახალი თემის გახსნა არ ღირს. ორგანიზაციებს ავალებენ ყურძნის ყიდვას. გინდა თუ არ გინდა უნდა იყიდო 30-100 კილოგრამი, ყველა თანამშრომელმა. პ.ს. კომუნისტების დროს ყურძენს ვერ გაიტანდი კახეთიდან. ვის უხვევენ თვალს. ვის სჭირდება.
საბიუჯეტო ორგანიზაციებს ევალებათ თანამშრომელთა საყოველთაო მობილიზაცია სარკოზობაზე დასასწრებად-საკუთარი ხარჯებით. ვინც კარგად არ იყვირებს, ხელფასიდან დაექვითება.