-
პოსტები
3.462 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
24
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი mtidan
-
ახალი თემის გახსნა არ ღირს. ძალიან საგულისხმო ინფორმაციებია და თემასთანაც ახლოა: მიხეილ სააკაშვილის ანამნეზი ჯონ ბასის შესრულებით ორშაბათი, 31 ოქტომბერი 2011 16:32 Hits: 717 Share Класс! joom სკანდალურად ცნობილმა viciliksma ახალი დოკუმენტი გამოაქვეყნა. საქართველოში აშშ ელჩი ჯონ ბასი სახელმწიფო დეპარტამენტს მიხეილ სააკაშვილის ანამნეზს უგზავნის, რომელშიც ნათქვამია: „თქვენს მიერ დასმულ კითხვაზე პაციენტი N1–ის შერაცხადობის შესახებ გპასუხობთ: მიხეილ სააკაშვილი დაიბადა 1967 წელს საბჭოთა საქართველოში. ბავშვობაში ხშირად ავადმყოფობდა. მიაჩნია, რომ ჩაგრავდნენ. სკოლის პერიოდში დააფუძნა საბჭოთა კავშირში პირველი სამოყვარულო პორნოსტუდია, რომელშიც თანაკლასელ გოგონებს იღებდა. ამის გამო მას თბილისური ოჯახების კარიც გამოუკეტეს და სახელმწიფო უნივერსიტეტისაც. იძულებული გახდა, სწავლა ბიძამისის – კგბ–ს კადრის ოფიცრის რეკომენდაციით კიევის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში გაეგრძელებინა. როგორც თავად უთითებს, იქაც პრობლემები შეექმნა, როგორც დისიდენტს და ამის გამო უშიშროების ჯარში მოუწია სამსახური. პაციენტის მტკიცებით, მან მოკლე ხანში – 1994–1995 წელს მოასწრო კოლუმბიის და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტების დამთავრება და იმავე წელს – სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის დიპლომის მიღება. 1995 წლიდან ბრუნდება საქართველოში და სწრაფად წინაურდება პოლიტიკაში. ამას წინათ მის ბიოგრაფიაში კიდევ ერთი ცნობა გაჩნდა იმის შესახებ, რომ იგი საერთაშორისო სამართლის დოქტორია, მაშინ, როცა მას მაგისტრის დიპლომიც არა აქვს. მან, როგორც სჩვევია, აქაც მოხერხებულად აუარა გვერდი სიმართლეს. საყოველთაო პრაქტიკაა, როცა სახელმწიფოს მეთაურებს საპატიო დოქტორის წოდებას ანიჭებენ. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ეს საკუთარი ბიოგრაფიის გაყალბების ერთადერთი ფაქტი როდია საქართველოს ხელისუფლებაში (იხ. ვერონიკა ქობალიას, ნინო კალანდაძის, ლადო ვარძელაშვილის, მამუკა ახვლედიანის და სხვათა დოსიეები, რომელც უკვე გაახლეთ). ისევე, როგორც ამერიკაში, საქართველოშიც სააკაშვილი უსწრაფესად იცვლის უმაღლეს თანამდებობებს: 1999 წელს შევარდნაძის პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერია, 2000 წელს – იუსტიციის მინისტრი ხდება, 2001 წელს თანამდებობიდან მიდის და იმავე ვაკის ოლქში იყრის კენჭს, რომლიდანაც 1999 წელს მოხვდა პარლამენტში. პრაქტიკულად, მან ორ წელიწადში სამჯერ გამოიცვალა თანამდებობა, თანაც ერთი მოწვევის პარლამენტში ორჯერ მოახერხა მაჟორიტარ დეპუტატად შესვლა. ჩვენ კი გვასწავლიდნენ, რომ „ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ“! 2002 წელს იგი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ხდება, ხოლო 2003 წელს – „ვარდების რევოლუციის“ ბელადი. რაკი სახელმწიფო დეპარტამენტი უშუალოდ გეგმავდა და ახორციელებდა იმ რევოლუციას, ამ თემაზე აღარ დავწერ. სააკაშვილი კონტროლიდან აშკარად გამოვიდა 2007 წლის ნოემბერში, რასაც ჩვენი მოთხოვნით მისი გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მოჰყვა. ჩვენი უშუალო ჩარევითა და დახმარებით მისთვის პრეზიდენტის სავარძლის შეენარჩუნება მოხერხდა, თუმცა დაავადება, რემისიულ ფაზაში გადასვლის ნაცვლად, სულ უფრო მწვავე ფაზაში გადადიოდა და დღეს იგი კრიტიკულს უახლოვდება. კონსტიტუციის გადაწერისა და ოპოზიციასთან გარიგების შემდეგ პაციენტის მდგომარეობა ერთგვარად დასტაბილურდა, მაგრამ 26 მაისის აქციის დარბევისას პირადად ჩემს მიერ გაწეული მხარდაჭერის მიუხედავად, ვერ ვახერხებ მის გაკონტროლებას, რადგან იგი თავადაც ვერ აკონტროლებს საკუთარ თავს. საფრანგეთის ლიდერის თბილისში ვიზიტისას მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ პაციენტი სრულიად არაადეკვატური გახდა. მისი ჩივილებია: შფოთიანობა, პერიოდული პანიკა, დეპრესიულობა, ფობიები, მანიაკალური გამოხდომები. ანამნეზის შედგენისას დავინტერესდი, აკმაყოფილებს მას თუ არა მისი დღევანდელი სტატუსი, რაზეც მიპასუხა, რომ 2015 წლისთვის სამოქმედო პროგრამაზე მუშაობს. ყურადღებას იქცევს ისიც, რომ პრეზიდენტისთვის შეუფერებელი მეწვრილმანეობით ცდილობს, ივანიშვილის მილიარდებს რაიმე დააკლოს და ეს მიუხედავად იმისა, რომ მისგან 1 მილიარდზე მეტი თავად და მის სამოხელეო აპარატს აქვს მიღებული! პაციენტი აშკარად ვერ მიჯნავს რუსეთს და ივანიშვილს, ეჩვენება, რომ იგი პუტინის დავალებებს ასრულებს, თუმცა თავად, ჩვენი არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, სწორედ რუსებს მიჰყიდა ყველა ის სტრატეგიული ობიექტი, რომელთა გასხვისებას ჩვენ ვაპროტესტებდით. ობიექტური ანამნეზის შედგენა ვერ ხერხდება, რადგან მისი ოჯახის წევრები, პოლიტიკური გარემოცვა და ჩვენს მიერ მისთვის შერჩეული ოპოზიცია ზუსტად იმას იმეორებს, რასაც თავად პაციენტი. ჩემი დასკვნით, მათ ანალოგიური დაავადებები სტანჯავს, რაც სააკაშვილს, თუმცა დღემდე ისინი გადამდებ დაავადებათა ჯგუფს არ განეკუთვნებოდა. ასევე ვერ ხერხდება იმ მონაცემების მიღება, რომელსაც თავად პაციენტი მალავს. ამას ორი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: პირველი – დამალული აღარაფერია, მეორე – ყველაფერი უკვე გაყიდულია. პაციენტის განსაკუთრებული გულისწყრომა გამოიწვია ჩემმა ვიზიტმა (დანარჩენ 18 ელჩთან ერთად) ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში. მართალია, მე არ გამიპროტესტებია იქ პაციენტის პირადი ემისარის – ლუის ნავაროს ყოფნა, მაგრამ ამ უკანასკნელმა, როგორც მანამდეც, ამჯერადაც სანაქებოდ შეასრულა ენის მიმტანს ფუნქცია. ზოგადად, ამ სუბიექტზე ადრეც შემიტყობინებია, – ნავარო ისეთი გულუხვობით უწერს სოციოლოგიურ გამოკვლევებში სააკაშვილს გაზრდილ მონაცემებს, რომ პაციენტმა სრულიად ირწმუნა ეს პროცენტები და ხელისუფლების დატოვებას აღარ აპირებს. მისი ვერსიით, ძალაუფლების ერთი ხელიდან მეორეში გადატანაც კი „ხელისუფლების დემოკრატიულად გადაცემა იქნება“. რაკი პროცესებზე ზემოქმედება ჩემი მხრიდან შეუძლებელი ხდება, გთხოვთ განიხილოთ პაციენტის ვაშინგტონში, გაფართოებულ კონსილიუმზე ტრანსპორტირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის შემდგომ მდგომარეობასა და კავკასიაში ჩვენი ნაციონალური ინტერესების განხორციელებაზე პასუხისმგებლობას სრულიად ვიხსნი. პატივისცემით, ჯონ ბასი. P.S. გთხოვთ არ დაგავიწყდეთ, რომ პაციენტს ტრანსპორტირებისას ყოველ მიზეზგარეშე უნდა ვახლდე, რადგან ჰაერში მისი საქციელი კიდევ უფრო აგრესიული და უპროგნოზო ხდება. არც ჩემი მდგომარეობა ექვემდებარება პროგნოზს საქართველოში მიმდინარე პროცესების კვალდაკვალ. http://www.geworld.ge/index.php/world/293-katpolitika/3062-saakashvili-basi
-
Beso Beria ალბათ ბევრმა იცის, რომ რესპუბლიკური პარტია ფინანსდება და იმართება სოროსის ფონდიდან. ამით ბევრი რამეა ნათქვამი. დონ კარედოც ამს ამბობდა, ნაცები და რესპუბლიკელები ერთი კალოდააო. ბიძინას თუ ხმები დააკლდება, ეს რესპუბლიკელების ”დახმარებით” იქნება.
-
Beso Beria მოგესალმები. ბევრ რამეში გეთანხმები, მაგრამ რესპუბლიკელებთან მიმართებაში დონ-კარედოს ვეთანხმები. პ.ს. მიშა ხომ უკვე ვნახეთ მთელი სიგრძე-სიგანით. მასაც ეყოს და ჩვენც გვეყო. ახლა ვნახოთ რას გვიქადის ბიძინა.
-
მე ბავშვებს ვაჩვენებდი და ვეტყოდი: საჭმელს თუ არ შეჭამთ, თქვენც ასეთი სასაცილოები იქნებით მეთქი.
-
სირტი - ათასობით გვამით მოფენილი ქალაქი
mtidan replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
DonCaredo შევარდნაძე რომ გაეძუყნათ, დღეს ასეთ დღეში არ ვიქნებოდით. -
რამდენი წელია ამტკიცებს თავისი საქმით. პ.ს. ამერიკაში კაკანებს და კვერცხს მოსკოვში სდებს.
-
თუ საფრთხე შეექმნება მის სკამს, მიშა ამერიკასაც დაიკიდებს, ოღონდაც გაიხანგრძლივოს თანამდებობით ტკბობა.
-
ვეღარ ვპოსტავ.
-
უნდა ამოიღონ ჩანაწერები და ვინც გლეხობას მიზანმიმართულად აბოლებდა ჰიბრიდული სიმინდით-ის ყველაზე დიდი ტარო უნდა გაუკეთო უკან.
-
ფორუმ გე გათიშულია რიგითი მოკვდავებისთვის. თვითონ ყირაზე გადადიან. რა ხდება?
-
DonCaredo მეც მასე ვფიქრობ. ბიძინა იქნება ლოკომოტივი, რომელიც ვაგონებს გაიყოლებს. მთავარია რომ ამ ვაგონებში რაც შეიძლება ნაკლები ნაგავი ეყაროს. მაგისი ცოდვა ედოს მაგის დამსმელს.
-
ერთი თავი ფიქრობს და იმიტომ.
-
ხვალ პეპლების საჭერით ირბენს ალბათ-ბავშვებს მაინც მოეწონებათ.
-
ჩვენ უფრო წინაც ვართ. იქ ჯერ 1918 წელია აქ კი უკვე 1937.
-
საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ნაც მოძრაობა გასამხედროებული ორგანიზაციაა, თავისი ტელევიზიებით და სხვადასხვა ქსელებით აღჭურვილი.
-
საქართველო და რუსეთი- მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის თემა
mtidan replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
http://www.interpressnews.ge/pictures/image1/b1c80150003427beeebddd795a133839.jpg -
laci მართალია! რაღა დროს კრაოტია, მშვენიერი ბელგიური ავეჯია გაყიდვაში.
-
რუსებს დღევანდელი სიტუაციის გახანგრძლივება აწყობთ ყველა ვარიანტში. ყველა ძირითადი ბერკეტი ხელში უჭირავთ. დენი, წყალი, ოქრო, ბილაინი, და ვინ მოსთვლის-რუსების ხელშია. რაში აწყობთ მიშას მოშორება და ბიძინას მოსვლა? რუსები რამეს დააპირებენ და პარლამენტიც საკანონმდებლო ბაზას უმაგრებს. მაგ. ზემო აფხაზეთი და სანაკოევის სამხრეთი ოსეთი.
-
კახეთში თვლიან, რომ ქალის ადგილი ”კრაოტშია”.
-
სატოპკე აუგდეს ნაცებს? მაგ ტანკების გამოჩენას ბიძინას მიაწერენ. აი ხომ ვამბობდით, ბიძინა რუსეთის პროექტიაო და ა. შ. მაგრამ მაგ ვერსიის ალბათ კარდუს, პალიკოს, მინაშვილს და საბავშვო ბაღის ბავშვებს სჯერა. პ.ს. ბოდიში ოჩიაური და წიკლაური გამომრჩა.
-
რა თქმა უნდა. დავიცადოთ.
-
ბედნიერი პატიმრები, აღფრთოვანებული: რა კარგია რომ დამიჭირესო, "მთავრობას დაუჭერენ" მხარს.
-
საგულისხმო ვარიანტია. შეიძლება საჯარო სამსახურებსაც დაავალონ რომ გავიდნენ და სარკოს ნაცვლად შალვა იძახონ.
-
http://http//img.lenta.ru/articles/2011/10/26/hero/picture.jpg მაგასაც ყბებზე ეტყობა, რომ მაგრად ჰკიდია ხალხი.http://img.lenta.ru/articles/2011/10/26/hero/picture.jpg
-
ბიძინას იმედი აქვს ხალხს და არ მგონია გამოვიდნენ შალვას დაძახილზე. თუ ხალხი მართლაც გამოვიდა, მიშასაც ეგ აწყობს-"რუსულ კვალს" დაინახავს და 26 მაისი მონაგონი იქნება, თან პახოდუ არასასუეველი ხალხის დაჭერაც იქნება. იმ რაოდენობის ხალხი არ გამოვა, რომ მიშა შეეშინდეს და გაიქცეს.