აქ პოლიციის დღის აღნიშვნაზე არ არის აქცენტი გაკეთებული, ეს უფრო მასონებისთვის არის მინიშნება-ისევ თქვენიანები ვართო. გიორგობას იმიტომაც დაამთხვეს-ეს შემთხვევითი თარიღი არ არის. მიშას ვიზიტი რომ უაზრობა გვგონია იქნებ მასონთა ლოჟის თავყრილობაზეა მიწვეული?
ვეფხვი სამაგიეროდ ერთი ფოთოლიც არ ჩამოვარდნილა და ერთი შუშაც არავის გაუტეხავს .თურმე ეს იყო მთავარი. აქცია გათვლილი იყო ამერიკელებზე, ნახეთ რა ჭკვიანები ვართ ჩვენ და წაიყვანეთ თქვენი მიშაო. ან უარესი-ძალიან მაცდუნებელი პირობა მიიღეს მიშასგან.
lasha_alo ნათელაშვილს ბევრი დასცინის, მაგრამ თითქმის ყოველთვის სიმართლეს ამბობს. ამბობდა 2003-ში მიშა დაგღუპავთო-არ დაუჯერეს. ახლაც ამბობს მიშა-2 იო. რა ვიცი??
თუ ამ სიტუაციას დამოუკიდებლობა ჰქვია მეეჭვება. ამაზე შავბნელ დღეში საქართველო უახლესი ისტორიის მანძილზე არ ყოფილა. რაღა დარჩა საქართველოსგან? -მხოლოდ ჯერჯერობით მიუტაცებელი ტერიტორიები, სხვა დანარჩენი გაყიდულ-მიჩუქებულია.
საზოგადოებამ თავისი ეცადა, მაგრამ გული აუცრუვდა ყველაფერზე. ბევრი ფაქტორია მაგრამ მთავარი მაინც ოპოზიციის უთავობაა. რამდენი დაიჭირეს, მაგრამ ვინ დაიცვა. 90-იან წლებში ოპოზიციას ამდენს ვინ გაუბედავდა?
მთლად უსაფუძვლო არ არის ეგ. რაიონებში ყველა გამგებელი ან პოლიციიდან ან უშიშროებიდან არიან. ასევეა სოფლებშიც. პარადიც მაგათ მიჰყავთ. ძალიან დიდი წნეხია.
dire სულ მიკვირს რატომაა ქართველობა ასე შემგუებელი და ყველაფრის შემწყნარებელი. მე თვითონ 90-იანი წლების ეროვნულ მოძრაობის აქტივისტი ვიყავი და სულ სხვა იყო მაშინ. ბევრი მიფიქრია და შეიძლება სერიალების 25-ე კადრშია ჩადებული რამე ინფორმაცია???