Jump to content
Planeta.Ge

mtidan

პლანეტელი
  • პოსტები

    3.462
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    24

ყველა პოსტი mtidan

  1. lasha_alo ზღაპარი გამახსენდა ცხრათავიან გველეშაპზე-მოაჭრი ერთს, ამოდის ორი. სახელ და სახე შეცვლილი.
  2. ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან ალოდინეს და ... მეთხუთმეტე კაცად შევიდა, ცამეტი ლუდოვიკო კედლიდან იყურება, ციცას ეფერება ლუი მეთოთხმეტე, ხალხს ხმა დაუკარგა მეფის სიყრუემა,- მეფეს ხალხზე უფრო კატა ეცოდება. ხელმწიფემ საბას ნაუბარი მოისმინა რა; ოჰ, ოჰ ... ოჰ ...ოჰო- თქვა და თითქოს კიდეც ინანა, მაგრამ ამითი არაფერი გამოვიდა რა (საბას ხმა როდი წააგავდა კნავილს კატისას); რაც შეიტანა,- ისევ ის გამოიტანა იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ. - წვიმა არ არის!- საბას კაბა დაუსველა რამ?! - თოვლი არ არის!- საბას თავი გაუთეთრა რამ ?! - ყინვა არ არის!- სულხან – საბას აკანკალებს - რამ დაასველა?! -რამ დაათეთრა?! -რა აკანკალებს?!- საქართველოა მისთვის:წვიმაც, თოვლიც, და ყინვაც! ... მზე ეთხოვება ალბათ, ახლა ტურფა ტანძიას... ეს სიცხადეა, სულხან – საბავ, თუ ფანტაზია?! დედის ცრემლები ყაყაჩოს და ბალახებს აწვიმს,- ალვის ჩეროში სტირის დედა შვილს მოტაცებულს,- სტამბოლში შვილი დედას სტირის,- ჰყიდიან ყმაწვილს (სჭვრეტენ ჯვარის წინ წმინდა, ნინოს, მუხლზე დაცემულს), რამდენს აფასებ მაგ პატარას?-ჰკითხა სპარსულად საბამ სპარსელს და მოუთმენლად ელოდა პასუხს. უი, ქართველი მეგონა და სპარსი ყოფილა!- წარმოსთქვა ბალღმა,- ყური მოჰკრა რა საბას სპარსულს. არა, პატარავ, ქართველი ვარ, ქართველი, გესმის?! უი, დედასთან წამიყვანე, წამიყვან, ძია? საბას ცრემლები მოეძალა,- ატირდა კაცი,- თავის ბალღობა გაახსენდა, თავის ტანძია. ვით ეს ყმაწვილი,- საქართველოც,- ასე მცირეა, საქართველოსაც, ვით ამ ყმაწვილს ასე ჰყიდიან... საფრანგეთს ვთხოვოთ, გვიშველისო,- სასაცილოა!.. შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰჯიდია ასე ფიქრობდა სულხან-საბა ხელჯოხიანი. მხარდამხარ საბას ის პაწია ბიჭი მოსდევდა... მოგწყინდა განა უნაყოფოდ, ელჩო ყიალი?! გულს ნუ გაიტეხ!- მუხა კვლავაც შეიმოსება!
  3. საქართველო მუხრან მაჭავარიანი რა წვამ აშკარამ, რა წვამ ფარულმა, რამ გადმოგაგდო, რამ გადმოგხვეწა? -რამ?-სიყვარულმა. მაშ თქვენ ფიქრობთ, რომ არ ჰყოლია მტერი რუსთაველს? არ გაჰქცევია სამშობლოდან სულთა მხუთავებს? და მარტოოდენ უიმედო ტრფობის ბრალია თუ ამ ქართველმა უცხოეთში სული დალია? იქნებ ტრფიალმა გადახვეწა ყველა მელექსე: თეიმურაზი, არჩილ მეფე, ვახტანგ მეექვსე, საბა სულხანი გაახვია ბერის კაბაში, თავშესაფარი დაუკარგა ბესიკ გაბაშვილს, მამულს მოსტაცა სამუდამოდ გურამიშვილი და ბარათაშვილს ამოხადა სული შიმშილით. იქნებ ტრფიალმა ჭავჭავაძეს ესროლა თყვია, და ან მაჩაბელს გაუწოდა ხელი სამიწე, ან იქნებ მასაც სიყვარულის სახელი ჰქვია რამაც შეშალა მთის არწივი მოჩხუბარიძე. არა, ქართველთ გზა როდის არის ასე იოლი, თვითმკვლელობაა ჩვენში დიდი საქმის დაქყება, სარკმელს გაააღებს გულამღვრეული გალაქტიონი და ქვაფენილზე შურდულივით დაენარცხება. იქნებ გგონიათ დადუმდეს ენა. ვერ მოესწრებით არა და ვერა, ერეკლე მეფე ხომ არ გგონივართ, თანხმობა მოგცეთ, არა და ვერა, შოთა რომ არა, ტატო რომ არა, ვაჟა რომ არა, კიდევ რომ არა, ესენი როა,ესენი როა, ესენი როა, ახლა კი დროა სოლომონ რომა, კვლავ დაიქუხოს საქართველომა, ირიჟრაჟებს, დილა მოვა კრიალა, ტოროლა ცას შეასკდება იარად, მიწიანა, ჩირგვიანად, ციანად, საქართველო ყვავის ყველაფრიანად, ნაკუწ-ნაკუწ, ნაკუწ-ნაკუწ,კი არა საქართველოს გაუმარჯოს მთლიანად. ტყეებს, ველებს, წყაროს, მდელოს მთლიანად. საქართველოს მოთმინების ფიალას! რა ძნელია საქართველო, მეტეხო და დიღმის ველო, მიდიოდე და ჰფიქრობდე ეს არ არის საქართველო. -------
  4. asesino_141 ახლა მონღოლთა ნოინი ვინ არის, არ მოვიპატიჟოთ?
  5. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. დიდი პატრიოტი წავიდა იმქვეყნად.
  6. Siknadmo ალბათ სიღარიბეს ამგვარად ავიწყებენ ხალხს. საარჩევნო დევიზი "საქართველო სიღარიბის გარეშე" ამ გზით შეასრულეს. ზომბირება -სხვა რა ახსნა აქვს.
  7. Siknadmo 100% სიმართლეა. 2003 წლის მერე მიდის გულაობა და როდის მოიწყენენ ვნახოთ.
  8. DATA TUTASXIA უშლა ზიმა, პრიშლო ლეტო, სპასიბა მიშა ზა ეტო/
  9. babuagiorgi მაშინ მოსახლეობა თავს გრძნობდა მოქალაქედ, ახლა ძალიან ნაკლებად. გენერლები რომ საკუთარ ჯიპებს გაასწრებენ ჯარს რა უნდა მოსთხოვო?
  10. newstudio იმიტომაც აქვს ალბათ ჩახვეული, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ეცოტავება თავისი ქონება და რა ქნას?
  11. არც ამერიკა და არც ევროპა ჩვენი გულისთვის თავს არ აიტკივებს, თავის სახელმწიფოს არაფერს დააკლებენ, იმიტომ რომ ჩვენგან განსხვავებით მთავრობაში საკუთარი ქვეყნის მტერი არ უზით.
  12. analgin გეთანხმები, აბსოლუტურად მართალია. არც ის იყო მოსაწონი,მაგრამ ამათ საერთოდ დედა უტირეს ყველაფერს. თან რაღაც გეგმაც აქვთ - საშუალო ფენის გაქრობა და წარმატებითაც ახორციელებენ.
  13. გიორგი68 თითქოს მერობა არ უნდა ისე ვატყობ მაგას. ალბათ უფრო მეტს უმიზნებს.
  14. analgin ქურდების ადგილას ვაკუუმი რომ არ დარჩენილიყო თვითონ შეავსეს. წილები მაგათ ხელში გადავიდა. სამარშუტოებს ლაშა რუსტავსკი უყურებდა ახლა ეგენი და ა.შ
  15. analgin გულში მაინც შავს აწვებიან ეგენი, ღიად არ ამბობენ. ერთი პოლიციის შეფი გათიშული მთვრალი კაჩაობდა ქურდი ვარო.
  16. Marta1 მამა სცემდა თურმე თავში, რაც შენ დაიბადე ქალის გემო დავკარგეო (დიდი თავი ჰქონია).
  17. გაანებეთ ჩემ ცოლს თავი (კ.ფ "ცისფერი მთები")
  18. Siknadmo ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარეც მასონია, ოღონდ ედოზე რანგით ბევრად დაბლა დგას. ძიალოგა სალომემ დაავაჟკაცა მალტაზე და რატომღაც არავინ ამბობს ამას რაც გვჭირს- რატომ გვჭირს.
  19. babuagiorgi პროამერიკული არასოდეს ყოფილან არასოდეს, მარტო სიტყვებს არახუნებდნენ.
  20. Siknadmo მგზნებარე მიშისტები შეიძლება მარტო ფსიქიატრიულში იპოვო, დანარჩენი ხალხი-ვითომ მიშისტობას თამაშობენ. ეგ კატეგორია ყოველთვის არსებობდა და იარსებებს. მიშას მერე ვინც იქნება მაგათ ვერავინ მიასწრებს იმასთან მისვლას და ოვაციების გამართვას.
  21. ვეფხვი რამდენი გაანაწყენე მე რატო გამომტოვაო (დარჩია-თევზაძე-ნოდია და ა.შ მე კიდევ ამათი დედებიც)
  22. უცხო_პლანეტელი მაესტროზე ყველაფერი მზად იყო და რაც კიწმარიშვილმა იყიდა იმის შემდეგ მიჩუმდნენ. გარიგება???
×
×
  • შექმენი...