საქართველოში უცხოელი პედაგოგების ჩამოსვლა გრძელდება აგვისტო 14, 2010 14 აგვისტოს საქართველოში პროექტის ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად,, ფარგლებში უცხოელი პედაგოგების მეორე ნაკადი ჩამოვიდა. ორმოცდაჩვიდმეტი პედაგოგი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. ტრეინინგების გავლის შემდეგ პედაგოგები სამეგრელო-ზემო სვანეთის საჯარო სკოლებში გადანაწილდებიან, სადაც ახალი სასწავლო წლიდან ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად მოსწავლეებს ინგლისურს გაძლიერებულად შეასწავლიან. პედაგოგებს აეროპორტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე დახვდა. სეფერთელაძის განცხადებით, ,,პროექტი ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც ამჟამად საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში ხორციელდება. მსგავსი პროექტი წარმატებით მოქმედებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მაგალითად იაპონიაში. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები ინგლისურ ენას პირადი კონტაქტის საფუძველზე კიდევ უფრო უკეთესად შეისწავლიან.’’უცხოელი პედაგოგების პირველი დელეგაცია საქართველოში 30 ივლისს ჩამოვიდა. ისინი აჭარის საჯარო სკოლებში შეუდგებიან ინგლისური ენის შესწავლას. მთლიანობაში სქართველოში 1000 ინგლისურენოვანი მოხალისე პედაგოგების ჩამოყვანა იგეგმება. რამდენი მოპარადე ჩამოჰყვება ახლა ამ ხალხს.