Jump to content
Planeta.Ge

უცხო_პლანეტელი

პლანეტელი
  • პოსტები

    3.787
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    14

ყველა პოსტი უცხო_პლანეტელი

  1. ეტყობა ამ თემას ვიფრო "გასავლელი" აქვს და "გაეჭედე".
  2. babuagiorgi არ ხარ ვალდებული თემაში პოსტო იმიტომ რომ მე და ნუკრიკო არ გევასებით. შენი საქციელი ფორუმის წესებს ეწინააღმდეგება, კერძოდ განზრახ აოფებ და გადაგყავს პირადულ დისკუსიაში(ეს არა პირველი შემთხვევა ;) ) იმედია მოდერაცია შემოიხედავსავით. თიოთეული ადამიანიდან ვერ მოითხოვ ვერაფერს, მაგრამ რატომ არ ჩანს ვინმე რომლის შეძლებს მაგ თემის წინ წამოწევას?
  3. მოიწვიეთ "პროფესორები" პოლით განყოფილებიდან , მე ხელფას აღარ მიხდით და
  4. ? სამწუხაროდ, ჯერ ეგ სენი არა მთლად განკურნებული გერმანიაში. და ეგ საფრთხე მხოლოდ ხელისუფლებიდან მოდის?
  5. ეგენი არიან ერთერთი პირველთაგანი ვინც სწორედ ადამიანის უფლებებს არღვევენა
  6. განმარტე რას ქვია აღიარებს? და რამდენად ახლოა ეგ ფორმალური აღიარება რეალურ ფასეულობებთან?
  7. აზრი ერტXელ უკვე მიგითითე და ამ თემატიკაზე უკვე მესამე თემას ხსნი + სხვაზე უსამართლოდ წუწუნებ! ადექით და წაიკითხეთ მისი წიგნები, ასე ამოგლეჯილი ციტატებით შემეგ ისაუბრეთ!
  8. კავშირი "ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო" აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის 20 July, 2010 - 15:56 დედლაინი: 31 January, 2011 - 15:56 კავშირი "ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო", BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ინიცირებული და BP-სა და USAID-ის მიერ თანადაფინანსებული პროექტის "ენერგოეფექტურობის პროგრამა საქართველოს თემებისათვის - ენერგოავტობუსის" ფარგლებში, აცხადებს კონკურსებს საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს შორის "ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების" თემაზე საუკეთესო ტელე-რადიო და საგაზეთო რეპორტაჟების შესარჩევად. კონკურსების მიზანია, პოპულარიზება გაუწიოს მდგრადი ენერგეტიკული ტექნოლოგიების (ენერგოეფექტური, განახლებადი და სხვა ეკოლოგიურად სუფთა ენერგოტექნოლოგიები) გამოყენებასა და დანერგვას საზოგადოების ფართო ფენებში. საკონკურსო რეპორტაჟის თემა: - განახლებადი ენერგიის წყაროების (მზე, ქარი, წყალი, ბიომასა, გეოთერმია) გამოყენება; - ენერგოდამზოგი ღონისძიებებისა (შენობის დათბუნება, კარ-ფანჯრის შეცვლა/დათბუნება, ენერგოდამზოგი ნათურები, ენერგოეფექტური ღუმელები და სხვა) და ეკოლოგიურად სუფთა ენერგოტექნოლოგიების დანერგვა. კონკურსი "ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების" თემაზე საუკეთესო ტელე-რადიო რეპორტაჟის შესარჩევად - ჟურნალისტების მონაწილეობის პირობაა ტელე-რადიო რეპორტაჟის მომზადება და მისი ცენტრალურ/რაიონულ ტელე ან რადიოკომპანიაში გამოქვეყნება 2010 წლის პირველი აპრილიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში. კონკურსის ფარგლებში გაიცემა სამი (პირველი, მეორე და მესამე) პრემია შესაბამისად, 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში და 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. ჟურნალისტებმა ნამუშევრები უნდა გააგზავნონ კავშირის "ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო"-ს მისამართზე. ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 31 იანვარი. კონკურსის მონაწილეებმა უნდა მიუთითონ საკუთარი ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია, აგრეთვე ნებისმიერი სახის მასალა რომელიც ადასტურებს, რომ კონკურსში მონაწილე ტელე-რადიო რეპორტაჟი ნამდვილად გადაიცა კონკრეტული საინფორმაციო საშუალების ეთერით და არ წარმოადგენს გამოუქვეყნებელ ჟურნალისტურ ნამუშევარს. კონკურსი "ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების" თემაზე საუკეთესო საგაზეთო რეპორტაჟის შესარჩევად - ჟურნალისტების მონაწილეობის პირობაა საგაზეთო რეპორტაჟის მომზადება და მისი ცენტრალურ/რაიონულ გაზეთში, ჟურნალსა თუ ინტერნეტ პრესაში გამოქვეყნება 2010 წლის პირველი აპრილიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში. კონკურსის ფარგლებში გაიცემა სამი (პირველი, მეორე და მესამე) პრემია შესაბამისად, 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში და 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. ჟურნალისტებმა ნამუშევრები უნდა გააგზავნონ კავშირის "ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო"-ს მისამართზე. ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 31 იანვარი. კონკურსის მონაწილეებმა უნდა მიუთითონ საკუთარი ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია. აგრეთვე ნებისმიერი სახის მასალა, რომელიც ადასტურებს, რომ კონკურსში მონაწილე საგაზეთო რეპორტაჟი ნამდვილად გამოქვეყნდა კონკრეტული საინფორმაციო საშუალებაში და არ წარმოადგენს გამოუქვეყნებელ ჟურნალისტურ ნამუშევარს. გამარჯვებულ ნამუშევრებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, რომელიც შედგება პროფესიონალ ჟურნალისტთაგან, ასევე მდგრადი ენერგეტიკის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან. კონკურსში გამარჯვებული ჟურნალისტების დაჯილდოვება მოხდება მდგრადი ენერგეტიკის დღეს, რომელიც საქართველოში გაიმართება ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში, როგორც მისი ოფიციალური ღონისძიება. დაწვრილებითი ინფორმაცია და სათანადო საცნობარო მასალა იხილოთ ვებ- გვერდზე: http://www.eecgeo.org.
  9. ძალიან საინტერესო და საჭირო პროექტია, თუ ფინანსური მხარეც მისაღებია. ენრგიის ეფექტური გამოყენება პირველ რიგში ოჯახის ბიუჯეტს წაადგება, რადგან გადასახადების საკმად შემცირება შეიძლება. ასევე ბუნებასთვისაც, რაც უფრო ნაკლები ენერგია დავხარჯავთ(განსაკუთრებით თუ ის განახლებადი წყაროდან არ არის),მით უფრო მეტი CO2 გამოიყოფა. ასევე ნაწილობრივ დამოუკიდებელ(განსაკუთრებით სოფლის პირობებში) გხდის ენერგიის თვალსაზრისით მზის ელემენტები ანაც სოლართერმული მოწყობილობები სამომხმარებლო სესხები! 2010 წლის 10 მარტიდან თიბისის სამომხმარებლო ენერგო ეფექტურობის სესხები გავრცელდება ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში. ახლა კარგი დროა ფანჯრების შესაცვლელად და სოლარული მზის გამათბობლების შესაძენად. ნუ გაუშვებთ შანსს ხელიდან მიიღოთ პროდუქტის ღირებულების 15%-ი უკან! სესხები ხელმისაწვდომია შემდეგი პროდუქტებისთვის: * ორმაგი შემინვის ფანჯრები * ბოილერები და ცენტრალური გათბობის სისტემები * კედლების, სახურავებისა და ჭერის თბოიზოლაცია * სოლარული გამათბობლები * ბიომასის ღუმელები * ბიოდაიჯესტერები საოჯახო მეურნეობისათვის დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თიბისი ბანკის ფილიალებს ან დაგვიკავშირდით ჩვენ. პროექტის ფარგლებში დამტკიცებული მომწოდებელთა სია იხილეთ აქ. დამტკიცებული მომწოდებლებისა და პროდუქტების სია: თბილისი იხილეთ აქ ბათუმი და ფოთი აქ ქუთაისი იხილეთ აქ ჩამოტვირთეთ მომწოდებელთა მისამართების ამოსაბეჭდი ვერსია კვლევებით გვიჩვენებს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ნაწილი, რომელსაც საქართველო მოიხმარს ენერგიის სახით სამჯერ აღემატება ევროპის საშუალო ქვეყნის იგივე მაჩვენებელს. ფასების ზრდა უშუალო ზემოქმედებას ახდენს ქართული ბიზნესის საწარმოო ხარჯებზე და არახელსაყრელ პირობებში აყენებს მათ მზარდ კონკურენტულ გლობალურ ეკონომიკაში. არსებული ტექნოლოგიების გამოყენებით ქართულმა საწარმოებმა შეიძლება შეამცირონ ენერგიის მოხმარება 20%-ზე მეტით და ამით საქართველოს ბიზნესის საერთო დანაზოგი 12 მილიონი ევრო იყოს. ენერგიის დანაკარგები შინამეურნეობებისთვისაც აქტუალურია და ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული ენერგო მოხმარების 42%-ს შეადგენს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გამოყო 35 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო ხაზი განახლებადი ენერგიის, სამრეწველო ენერგო ეფექტურობის და შინამეურნეობების ენერგო ეფექტურობის პროექტებში ინვესტიციების გაზრდის მიზნით. ამ ინსტრუმენტის ფარგლებში კრედიტების მიღება უკვე შესაძლებელია თიბისი ბანკისაგან, ქართუ ბანკისაგან და ბანკი რესპუბლიკასგან. საქართველოს ენერგო ეფექტურობის პროგრამა შეიქმნა ბანკების მხარდაჭერისათვის ენერგო ეფექტურობის პოტენციური პროექტების გამოვლენის და შეფასების მიზნით. http://energocredit.ge/?page_id=23&language=ge მომწოდებლები თბილისში იხილეთ ქვემოთ. მომწოდებლები ბათუმსა და ფოთში იხილეთ აქ მომწოდებლები ქუთაისში იხილეთ აქ ჩამოტვირთეთ ყველა ქალაქის მომწოდებელთა სიის ამოსაბეჭდი ვერსია ფანჯრები ორმაგი შემინვით * დიო * გეოქოლორი * მაგთივინი * რები+ * ევროპელი * ა-ვ ლუქსი შენობების კედლების, სახურავებისა და იატაკების თბოიზოლაცია * ბიპიჯი * ფარავანპერლიტი * ნანოტესტი * ფორობეტონი ბოილერები და ცენტრალური გათბობის სისტემები * ახალი მთვარე * საგა იმპექსი * თბილი სახლი * თერმა * თერმარსენალი * ჰავა * მაქსკომფორტი მზის თერმული სისტემები ცხელი წყლისა და გათბობისათვის * აიდიო ჯგუფი * საგაი მპექსი * თერმარსენალი * სოლარ ენერჯი ჯორჯია * მწვანე დედამიწა * ეკოსანი * კავკასუს სოლარი მაღალი ეფექტურობის ბიომასის ღუმელები * ინოვაციური ტექნოლოგიები და სერვისი ბიოდაიჯესტერები საოჯახო მეურნეობისთვის * გლობალენერგია
  10. ქართული ფირმა, რომელიც მზის ენერგიით არის დაკავებული http://www.solar.ge წავკისის მზის სისტემას ამიერკავკასიაში ანალოგი არ მოეძებნება თუშეთს 400 000 დოლარის გრანტი გამოეყო ენერგეტიკა ეკონომიკის დარგებს შორის, გასული ორი წლის მონაცემებით, ყველაზე მომგებიანი ბიზნესი გახდა. მსგავსი სიურპრიზი საქართველოს ეკონომიკას დიდი ხანია არ ჰქონია, თუ იმ გარემოებას გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანას ელექტროენერგიის დეფიციტი ათწლეულების განმავლობაში ჰქონდა. დეფიციტის მოხსნა, ჰიდროობიექტების რეაბილიტაციის გარდა, ენერგეტიკაში ახალი სექტორების განვითარებით მოხერხდა. ამ ეტაპზე ქვეყანაში 250 მზის სისტემაა დამონტაჟებული. წავკისში დამონტაჟდა მზის წყალგამაცხელებელი სისტემა 5000-ლიტრიანი თბური რეზერვუარით, რომელსაც ამიერკავკასიაში ანალოგი ჯერჯერობით არ მოეძებნება. გაზეთ "24 საათთან" საუბარში ენერგოეფექტურობის ცენტრის საქართველოს დირექტორი გიორგი აბულაშვილი ამბობს: "ენერგოავტობუსის პროექტის ფარგლებში საქართველოს ყველა რეგიონის ენერგომომხმარებელთან გვქონდა შეხვედრა. აღმოჩნდა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ჰიდროენერგეტიკული ტექნოლოგიები ქვეყნის ამ ნაწილში ჰიდრორესურსების სიმცირის გამო ნაკლებად მომხიბვლელია. მდინარეების სიუხვით ცნობილ დასავლეთ საქართველოში კი პირიქითაა. ჰიდრორესურსებთან დაკავშირებული თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე დიდი მოთხოვნაა. რაც შეეხება განახლებადი ენერგიის პოტენციალს, საქართველო მზის ქვეყანაა და მზის ენერგიის ტექნოლოგიებით დაინტერესება ქვეყნის ყველა რეგიონში გაცილებით მაღალია. არსებობს მოთხოვნა ქარის ენერგიის ტექნოლოგიების დანერგვაზეც, იქ, სადაც ქარიანი ადგილებია: თბილისის მიდამოები, სამგორის ზეგანი, ქუთაისის ზეგანი." განახლებადი ენერგიების სექტორში ბევრი კომპანია მუშაობს. კომპანია "სოლარ ენერჯი ჯორჯიას" კომპანიის დამფუძნებელი და გენერალური მენეჯერი ლევან კობახიძე ამბობს: “ალტერნატიული ენერგოსისტემების სწორად პროექტირებას და დამონტაჟებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითისთვის, მზის სისტემა - ეს არის ინვესტიცია მომავალში. თუ იგი ათწლეულების განმავლობაში არ იმუშავებს, მაშინ მზის სისტემებში ინვესტირებას აზრი ეკარგება. პროექტის შედგენისას აუცილებელია ენერგოპოტენციალის შესწავლა, სისტემის დეტალური დიზაინის გაკეთება, რაც პანელების განთავსებას და დაჩრდილვა-დახრის კუთხის შეთანხმებას გულისხმობს. ეკონომიკურად ოპტიმალური ვარიანტის მისაღებად აუცილებელია მზის სისტემის კომპიუტერული პოექტის შექმნა და სიმულაცია. ასევე, გამოსათვლელია, მომხმარებელი მზის სისტემის დამონტაჟების შემდეგ რა სარგებელს მიიღებს, ანუ როგორი ეკონომიკური ეფექტი ექნება." მზის სისტემები ორ ჯგუფად შეიძლება გაიყოს: წყალგამაცხელებელი და ფოტოელექტრო. წყალგამაცხელებელი სისტემები მზის სხივურ ენერგიას თბურ ენერგიად გარდაქმნიან, ფოტოელექტროსისტემები კი - ელექტროენერგიად. წყალგამაცხელებელი სისტემების მარგი ქმედების კოეფიციენტი და, შესაბამისად, ეკონომიკური ეფექტიც უფრო მაღალია. წავკისში, 750 კვადრატული მეტრი ფართის საცხოვრებელ სახლში კომპანია "სოლარ ენერჯი ჯორჯიამ " 50 კვადრატული მეტრი ფართის მზის წყალგამაცხელებელი სისტემა 5000-ლიტრიანი თბური რეზერვუარით დაამონტაჟა. ასეთ სისტემას ამიერკავკასიაში ჯერჯერობით ანალოგი არ მოეძებნება. სისტემა სახლს ცხელი წყლით (85-95%), გათბობით (25-40%) და საცურაო აუზის გათბობით (100%) უზრუნველყოფს. თანამედროვე დონის სისტემა აღჭურვილია კომპიუტერული მონიტორინგით. ანალოგიური სისტემების ღირებულება საორიენტაციოდ 50 000 აშშ დოლარია, პროექტირება-მონტაჟის ვადა - 3 თვე. კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, საწყისი ინვესტიცია 3-9 წლის ვადაში იფარება, სწორად დამონტაჟებული ხარისხიანი სისტემა 50 წლის განმავლობაშიც კი უპრობლემოდ იმუშავებს. თუშეთი, თავისი რთული რელიეფური მდებარეობის გამო, დღემდე ქვეყნის ძირითად ელექტროქსელთან მიერთებული არ არის. ამ კუთხის მოსახლეობა სახლების განათებას სანთლებით ახერხებს. ამ ეტაპზე მთავრობა ადგილობრივი მოსახლეობის ენერგომომარაგების საკითხის გადაჭრას განახლებადი ენერგიის მეშვეობით აპირებს. მიმდინარე წლის 8 თებერვალს გარემოს დაცვის სამინისტროსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მიღწეული შეთანხმებით "განახლებადი ენერგია საქართველოს მიუვალი რეგიონებისთვის - მზის ფოტოელექტროსისტემები თუშეთში" პროექტის ფარგლებში, ჩეხეთის მთავრობამ 400 000 დოლარის გრანტი გამოყო. გრანტის მიმღები თუშეთში მუდმივად მცხოვრები მოსახლეები და საოჯახო სასტუმროების მეპატრონენი არიან. ამასთანავე, გრანტი ადგილობრივი სახელმწიფო ობიექტების ენერგოუზრუნველყოფას ითვალისწინებს. ასოციაცია "მდგრადი ენერგიის ცენტრი - მზის სახლი" ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან და საქართველოს დაცული ტერიტორიების დეპარტამენტთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებისთვის საჭირო მონაცემების შეგროვება-დამუშავებას და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებას. პროექტით გათვალისწინებული პრაქტიკული სამუშაოები თუშეთში ზაფხულში დაიწყება. დამონტაჟდება მზის ფოტოელექტროსისტემები, რომელიც მზის ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნის. ამ სისტემების დამონტაჟება დაგეგმილია მოზამთრე ოჯახებში, საოჯახო სასტუმროებში, დაცული ტერიტორიების ობიექტებზე და სახელმწიფო დაწესებულებებში. გარდა ამისა, მეცხვარეებს, რომლებიც მუდმივად გადაადგილდებიან, გადაეცემათ მზის მობილური სისტემები, რომლის მეშვეობით საშუალება ექნებათ, მიიღონ განათება და უყურონ ტელევიზორს. საბოლოო ჯამში, ამ პროექტის განხორციელებით თუშეთის ენერგიით მომარაგების საკითხი ნაწილობრივ უნდა გადაწყდეს. სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/business/2010-04-16/5450.html
  11. lasha_alo შემეცნების და კო განყოფილების დაწინაურება რას მივაწეროთ?
  12. გასაგებია, მე არ მქონია არც პრაქტიკასი და არც თეორიაში მასეთ ნაწილთან შეხება. ამ სემესტრსი ელექტობაზე ლექციას თუ მოვუსმენ, ვკითხავ პროფესორს. რისთვის გამოიყენება ეგ?
  13. http://ecosia.org არის თუ არ ვცდები პირველი ეკოლოგიურად ნეიტრალური საძიებელი მაქანა. მაში სერვერები იჯვევება განახლებადი ენრგიის წყაროებით და შემოსავლის 80% ირიცხება ტყის გადასარჩEნათ(WWF-ს ერიცხება ეგ ფული პროექტებისთვის). ამ სფეროში ფული რეკლამებით კეთდება, ამიტომ რაღა გუგლის დაფინანსების ნაცვლად შეგიძლიათ "არაფრით" ბუნების დახმარება
  14. ჰმმ, არ ვიცი არ გამიგია. ალბათ ინდუქციურ დენთან ექნება კავშირი
  15. ნახევარგამტარი ხელსაწყოები ნახევარგამტარი ხელსაწყოები არის ნახევარგამტარებისგან დამზადებული ელექტრონული ხელსაწყოების ფართო სპექტრი. მათი საშუალებით ხერხდება სიგნალების, ენერგიის, გამოსახულების ერთი სახიდან მეორეში გარდაქმნა, გენერირება, გაძლიერება, ელექტრული და მექანიკური სიდიდეების გაზომვა და ა.შ. ნახევარგამტარ ხელსაწყოებს მიეკუთვნება: ტრანზისტორები, ტირისტორები, ფოტოტირისტორები, დიოდები, ფოტორეზისტორი, ფოტოდიოდი, თერმორეზისტორები და ა.შ. ტრანზისტორები ტრანზისტორი (ინგლ. transfer "გადატანა" და resistor "წინაღობა") – სამ-ელექტროდიანი ნახევარგამტარი მოწყობილობა, რომელშიც ორ ელექტროდს შორის ძაბვა იმართება მესამე ელექტროდით. გამომავალ ჯაჭვში ძაბვის მართვა ხორციელდება შემავალ ჯაჭვში ძაბვის ცვალებადობით (ბიპოლარულ ტრანზისტორებში). ძაბვის მცირედ ცვალებადობას შემავალ ჯაჭვში შეუძლია გამოიწვიოს არსებითად დიდი ცვლილება გამომავალ ჯაჭვში. ეს გამაძლიერებელი თვისება გამოიყენება ანალოგურ მოწყობილობებში (ტელევიზორი, რადიო და ა.შ.) ამჟამად ანალოგურ ტექნიკაში დომინირებს ბიპოლარული ტრანზისტორები. (საერთაშორისო ტერმინი - BJT, bipolar junction transistor). მნიშვნელოვანი გამოყენება აქვს ტრანზისტორებს ციფრულ ტექნიკაში (ლოგიკა, მეხსიერება, პროცესორები, კომპიუტერები, ციფრული კავშირი და ა.შ.) ყველა თანამედროვე ციფრული ტექნიკა დაფუძნებულია მოპ (металл-окисел-полупроводник) ტრანზისტორებზე. ტრანზისტორები მზადდება ერთ კრისტალზე (ჩიპზე) და შეადგენს ელემენტარულ ”აგურს” მეხსიერების, პროცესორის და მათდაგვარების აშენებისათვის. თანამედროვე მოპ ტრანზისტორების ზომები შეადგენენ 130 დან 60 ნანომეტრამდე. ერთ ჩიპზე (ჩვეულებრივ 1-2 კვადრატული სანტიმეტრის ფართობით) განლაგდება ატეულობით მილიონი ტრანზისტორი. ათეულობით წლების განმავლობაში უფრო და უფრო მცირდება ტრანზისტორების ზომა, ხოლო იზრდება მათი რაოდენობა ჩიპებზე. უახლოეს მომავალში მოსალოდნელია მათი რაოდენობის გაზრდა ჩიპებზე ასეულობით მილიონამდე. ტრანზისტორების ზომების შემცირებით ასევე ხდება პროცესორის რეაქციის აჩქარება (ტაქტური სიხშირე). დიოდი დიოდი - არის ორელექტროდიანი ელექტრონული ხელსაწყო. ის ატარებს დენს ერთი მიმართულებით ანოდიდან კათოდისაკენ. ანოდი მიერთებულია დენის წყაროს დადებით პოლუსთან, კათოდი - უარყოფით პოლუსთან. თანამედროვე ტექნიკაში ძირითადად ნახევარგამტარულ დიოდებს იყენებენ. მათ ამზადებენ ძირითადად გერმანიუმისაგან, ან სილიციუმისაგან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დიოდი არის ყველაზე მარტივი ხელსაწყო. მარტივი დიოდი შედგება P და N კრიტალისაგან და დარჩილული გამტარებისგან. განვიხილოთ დიოდის ჩართვის ორი ვარიანტი P-ზე "+"-სი, N-ზე კი "-"-სი; ხვრელები N-კენ წავა ხოლო ელექტრონები კი P-ს კენ და არსებობას შეწყვეტენ ერთმანეთის გაბათილებით, მაგრამ "-"-დან გადმოდის დაკლებული ელექტრონები ხოლო "+"-ზე კი "შთაინთქმება" გამქრალი ხვრელების რაოდენობით. პირიქით ჩართვის შემთხვევაში კი ხვრელები და ელექტრონები კრისტალის კიდეებზე დაგროვდება. ხოლო P/N შეერთებაზე კი დიდი იზოლატორი შეიქმნება, მაგრამ პატარა დენი მაინც გაივლის რომელსაც უკუდენს უწოდებენ, მაგრამ იგი პირდაპირ დენთან შედარებით მცირეა. ამაზე დაფუძნებით დიოდს იყენებენ ცვლადი დენის გასამართად. დანიშნულების მიხედვით დიოდი არსებობს სხვადასხვა სახის: გამმართველი დიოდი, სტაბილიტრონი, გვირაბული დიოდი, შუქდიოდი, ფოტოდიოდი, ბარიკაპი. http://www.heli.de/images/product_images/popup_images/1954_3.jpg ასეთი ვერტმფრენების მოდიფიკაციაც შეიძლება
  16. ქართულ კანონმდებლობაში განახლებადი ენერგიის წყაროების ცნების განმარტება გაჩნდება(23.04.2010) ინტერპრესნიუსი ქართულ კანონმდებლობაში განახლებადი ენერგიის წყაროების ცნების განმარტება გაჩნდება. ამასთან დაკავშირებით ცვლილებების პროექტი ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტს უკვე მომზადებული აქვს. ცვლილება "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ~ კანონში უნდა შევიდეს. კერძოდ, განიმარტება, რომ "განახლებადი ენერგიის წყაროები" არის არაწიაღისეული, მდგრადი ენერგიის ყველა წყარო, რომელიც წარმოიშობა, მაგრამ არ შემოიფარგლება: ბიოენერგიით, გეოთერმული ენერგიით, ჰიდროენერგიით, მზის ენერგიით, ქარის ენერგიით, ზღვის ენერგიით, მათ შორის დინებების, ტალღების და თერმული ენერგიით. როგორც აღნიშნულ კომიტეტში განმარტავენ, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა (ENP AP), ითვალისწინებს ევროკავშირთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ენერგოეფექტურობისა და ენერგიის განახლებადი წყაროების სფეროში. მათივე თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ 2008 წლის 18 აპრილს მიღებულია დადგენილება "საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ~, თუმცა არც აღნიშნული დადგენილება და არც "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ~ საქართველოს კანონი არ შეიცავს განმარტებას "განახლებადი ენერგიის წყაროების~ თაობაზე. შესაბამისად, ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტში აცხადებენ, რომ მათი კანონპროექტის მიზანი საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაა. წყარო: რეზონანსი http://www.resonancedaily.com/index.php?opt=news&id_rub=4&id_news=880 სუფთა ენერგიის გამო გამართულ რბოლაში ჩინეთი ლიდერობს განახლებადი ენერგია ჩინეთის სტრატეგიულ პოზიციებს ამყარებს. 24 საათი 24 საათი 02.03.10 * aa მდგრად ენერგიაზე გადასვლამ, შესაძლოა, დასავლეთი ჩინეთზე დამოკიდებული გახადოს. მუშა ქარის ტურბ * aa განახლებადი ენერგია ჩინეთის სტრატეგიულ პოზიციებს ამყარებს. ტიანცზინი, ჩინეთი - ჩინეთმა დანიელი, გერმანელი, ესპანელი და ამერიკელი მეტოქეები უკან ჩამოიტოვა, გახდა რა მსოფლიოში ქარის ტურბინების უმსხვილესი მწარმოებელი და წელს კიდევ უფრო შორს წასასვლელად არის შემართული. ჩინეთმა გასული ორი წლის განმავლობაში ასევე ნახტომი გააკეთა, გადაუსწრო დასავლეთს და მსოფლიოში მზის ბატარეების უმსხვილეს მწარმოებელად მოგვევლინა. ამას გარდა, ეს ქვეყანა ასეთივე ძალისხმევით ცდილობს ააგოს ატომური რეაქტორები და ყველაზე ეფექტიანი ტიპის ნახშირზე მომუშავე ენერგო-სადგურები. განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების სფეროში დომინირებისაკენ მიმართული ეს მცდელობები იმის პერსპექტივას ქმნის, რომ ერთ მშვენიერ დღეს დასავლეთმა, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში მოპოვებულ ნავთობზე თავისი დამოკიდებულება იმაზე გაცვალოს, რომ ჩინეთში წარმოებულ მზის ბატარეებს, ქარის ტურბინებსა და სხვა დანადგარებს დაეყრდნოს. "ენერგო მოწყობილობების უმეტესობას ექნება დაფა წარწერით ‘დამზადებულია ჩინეთში’," - განაცხადა კ.კ. ჩანმა, მთავარმა აღმასრულებელმა პეკინურ კერძო საერთო საინვესტიციო ფონდში, Nature Elements Capital, რომელიც განახლებადი ენერგიის საკითხებზე მუშაობს. პრეზიდენტმა ობამამ კონგრესის წინაშე თავის ყოველწლიურ გამოსვლაში, შეშფოთება გამოთქვა იმის შესახებ, რომ აშშ სხვა ქვეყნებს, განსაკუთრებით კი ჩინეთს, ჩამორჩებოდა. "ჩემთვის მიუღებელია მომავალი, სადაც მომავლის სამუშაო ადგილებსა და მრწეველობებს ფესვები ჩვენს საზღვრებს გარეთ აქვთ - და მე ვიცი, რომ ეს თქვენთვისაც მიუღებელია," - განუცხადა მან კონგრესს. აშშ და სხვა სახელმწიფოები ცდილობენ შექმნან საკმარისი მოტივაცია, რათა განახლებადი ენერგიის საკუთარი ინდუსტრიები ქვეყნის შიგნით შეიქმნას, ხოლო ბატონი ობამამ გამოვიდა მოწოდებით ამერიკის მცდელობების გაორმაგების შესახებ. და მაინც, ბევრი დასავლელი და ჩინელი აღმასრულებელი ელის, რომ ჩინეთი ენერგო-ტექნოლოგიის შეჯიბრში გაიმარჯვებს. მრავალეროვნული კორპორაციები ჩინეთის ბაზრის სწრაფ ზრდას ჩინეთში დიდი, უმაღლესი ტექნოლოგიის ქარხნების აგებით პასუხობენ. დანიურმა Vestas-მა ახლახანს ააგო ქარის ტურბინების მწარმოებელი მსოფლიოში უდიდესი კომპლექსი აქ, ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში, და მოახდინა ტექნოლოგიის ტრანსფერი ელექტრონული მართვის უახლესი მოწყობილობებისა და გენერატორების შესაქმნელად. "ბაზარს ფეხი სწრაფად უნდა აუწყო, - განაცხადა იენს ტომმერუპმა, Vestas-ის ჩინეთის ფილიალის პრეზიდენტმა, - ქარის ენერგიის ბაზრის ფარგლებში ასეთი სწრაფი განვითარება ჯერ არავის არასდროს უნახავს." განახლებადი ენერგიის ინდუსტრიების განვითარების შედეგად, აქ დამატებითი სამუშაო ადგილები სწრაფად იქმნება. მათმა რიცხვმა, ჩინეთის განახლებადი ენერგიის ინდუსტრიების ასოციაციის მონაცემების მიხედვით, რომელსაც მთავრობა უჭერს მხარს, 2008 წელს 1,12 მილიონს მიაღწია და წელიწადში 100 000-ით იზრდება. და მაინც, განახლებადი ენერგია, შესაძლოა, უფრო მეტის მომტანი იყოს ჩინეთის ეკონომიკისათვის, ვიდრე ეკოლოგიისათვის. ენერგიის ჯამური გამომუშავებით ჩინეთი აშშ-ს 2012 წელს გადაუსწრებს და დამატებითი სიმძლავრის უმეტესი ნაწილი კვლავაც ნახშირზე მოვა. ჩინეთის გეგმით, ქარის, მზისა და ბიომასის ენერგია 2020 წლისათვის ამ ქვეყნის ელექტრო გენერაციის სიმძლავრის 8 პროცენტი იქნება. ეს ეფარდება დღეს ჩინეთსა და აშშ-ში არსებულ მაჩვენებელს, რომელიც 4 პროცენტს უტოლდება. 2020 წელს ჩინეთის ენერგო სიმძლავრის ორი-მესამედი კვლავაც ნახშირით იქნება უზრუნველყოფილი, ხოლო სიმძლავრის დანარჩენი ნაწილი, უმეტესწილად, ატომური და ჰიდროენერგიით. იმის ფონზე, რომ ჩინეთი ენერგო-დანადგარების ექსპორტზე დომინირების მიღწევას ცდილობს, მისი უპირატესობა იმაშია, რომ ენერგო დანადგარების მსოფლიოში უდიდეს ბაზარს წარმოადგენს. მთავრობა დიდ დანახარჯებს სწევს ელექტრო გამანაწილებელი სისტემის განახლებისათვის და ამ საქმისთვის მხოლოდ 2009 წელს 45 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო. სახელმწიფო კუთვნილებაში მყოფი ბანკები ხელგაშლილ დაფინანსებას უზრუნველყოფენ. ჩინეთის უმაღლესი მმართველები ინტენსიურად არიან ფოკუსირებულნი ენერგო-პოლიტიკაზე: მთავრობამ ახლახანს გააკეთა განცხადება ენერგეტიკის ეროვნული კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც მინისტრთა კაბინეტით იქნება დაკომპლექტებული და იქნება ერთგვარი "სუპერ-სამინისტრო", რომელსაც სათავეში თავად პრემიერ-მინისტრი ვენ ცზიაბაო ჩაუდგება. მარეგულირებლებმა ენერგოგენერაციის კომპანიებს დავალებები მისცეს, რათა მათ უფრო მეტად გამოიყენონ განახლებადი ენერგია. საკუთარი მზის ბატარეების ან მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამათბობლების დასამონტაჟებლად მომხმარებლისათვის გამოყოფილმა ხელგაშლილმა სუბსიდიებმა მთელი ჩინეთის მასშტაბით სახლის სახურავებზე საქმიანობის გამოცოცხლება გამოიწვია. ჩინეთის უდიდესი უპირატესობა, შეიძლება, ელექტროენერგიაზე ქვეყნის შიგნით არსებული მოთხოვნა იყოს, რომელიც წელიწადში 15 პროცენტით იზრდება. იმისათვის, რომ მომავალ ათწლეულში ამ მოთხოვნის უზრუნველყოფა მოხდეს, ენერგეტიკის საერთაშორის სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ჩინეთს ელექტროობის გენერაციის სიმძლავრის ცხრაჯერ მეტად გაზრდა დასჭირდება, ვიდრე აშშ-ს. ასე რომ, თუმცა ამერიკელები მიჩვეულნი არიან იფიქრონ საკუთარ თავზე, როგორც უმსხვილეს ბაზარზე მრავალი ინდუსტრიისათვის, ენერგო-დანადგარების ჩინური ბაზარი აშშ-ს ენერგო-დანადგარების ბაზარს აჩიავებს, იმის მიუხედავად, რომ ამერიკული ბაზარი უფრო ძველია. ეს ნიშნავს, რომ ჩინელი მწარმოებლები ფართო მასშტაბიანი წარმოებისგან უდიდეს ეფექტიანობას იმკიან. აშშ-ში ენერგოკომპანიები ხშირად დგებიან არჩევანის წინაშე, იყიდონ განახლებადი ენერგიის დანადგარები ან განაგრძონ წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ენერგოსადგურების გამოყენება, რომლებიც უკვე კარგა ხნის აშენებულია და რომლის ხარჯებიც უკვე გადახდილია. ჩინეთში ენერგო-კომპანიებს ახალი დანადგარების ყიდვა ყველა შემთხვევაში უწევთ, ხოლო განახლებადი ენერგიის, განსაკუთრებით კი ქარისა და ატომური ენერგიის ფასის კონკურენტუნარიანობა გამუდმებით იზრდება. ისევე, როგორც წარმოების სხვა სექტორებში, ჩინეთში არსებული შრომის დაბალი დანახარჯები ენერგეტიკის სექტორშიც უპირატესობას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ გასული ხუთი წლის განმავლობაში ჩინელთა ხელფასები მკვეთრად გაიზარდა, Vestas-ი ჩინეთში კონვეერის ხაზის მუშებს წელიწადში კვლავაც მხოლოდ 4,100 აშშ დოლარს უხდის. ფასების ვარდნის ფონზე, ჩინეთის ქარისა და მზის ენერგიის კომპანიები ცდილობენ დანადგარების საზღვარგარეთ გაყიდვას და ეჯახებიან დასავლური კომპანიების პრეტენზიებს, რომ მათ არასამართლიანი უპირატესობა გააჩნიათ. "ყველა ქვეყანას, მათ შორის აშშ-ს და ევროპის ნებისმიერ სახელმწიფოს, განახლებად ენერგიაზე დაბალი ფასი სურს, - განაცხადა მა ლიგუანმა, ჩინეთის განახლებადი ენერგიის ასოციაციის მმართველი დირექტორის მოადგილემ, - დღეს ჩინეთმა მაიღწია ამ დონეს, მაგრამ ამისათვის ის დანარჩენი მსოფლიოსგან კრიტიკას იღებს." ჩინეთმა ქარის ტურბინების, ზემოთ, და ქვემოთ, მზის ბატარეების საკითხში დასავლეთს გადაუსწრო. ზოგიერთის აზრით დასავლეთი, შესაძლოა, უცხოურ ნავთობზე დამოკიდებულებიდან ჩინურ ტექნოლოგიაზე დამოკიდებულებაზე გადავიდეს. კით ბრედშერი http://24saati.ge/index.php/category/business/2010-03-02/4065.html
  17. არა რა, ასეთი სათაურით მაგ. მე ან ნუკრიკოს რომ გაგვეხსნა თემა, ეგრევე საქართველოს და ქართველების ზიზღს დაგვაბრალებდნენ. მიშა ყველა თქვენთაგანშია (შეგიძლიათ შეალოცვინოთ ანაც მამაოს შემოალაწუნებიოთ,ანაც სხვა ალტერნატივა მოძებნოთ)
  18. მაშინ ნუღა აპროტესტებთ ხოლმე საძმო-სანათესაოებით რომ არის ჩვენი ხელისუფლება, ქართული "ბიზნესი", სპორტი თუ რაც გინდა ის აიღე დაკომპექტებული. კი, თანაც საკმაოდ გავრცელებული მოვლენა გერმანიაში სადღაც 25 % მდე ნაცნობობით აყავთ ხოლმე ხალხი სამუშაოზე, მაგრამ მთლად ქარტულ სტილში არა, მთავარია ნაცნობი იყოს და ტუგინდ ტომარა იყოს.
  19. დისკუსია: განახლებადი ენერგეტიკის განვითარების პერსპექტივები საქართველოში ბეჭდვა ელფოსტა ჟურნალი - მდგრადი განვითარება პარასკევი, 04 ივნისი 2010 m_discussჟურნალ „ინფორმაცია და საზოგადოების“ რედაქციის ინციატივით ჩატარდა დისკუსია თემაზე: განახლებადი ენერგეტიკის განვითარების პერსპექტივები საქართველოში. დისკუსიის მიზანია გამოავლინოს საქართველოს სამეცნიერო-პრაქტიკული შესაძლებლობები და ჩაერთოს მსოფლიო პროცასში იდეით: „საქართველო სუფთა ენერგეტიკით“. marsgishviliთამაზ მარსაგიშვილი - ფიზ.მათ.მეც. დოქტორი, რ.აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. ევროსაინსისა და ამერიკული ქიმიური საზოგადოების წევრი. მიღებული აქვს 12-მდე საერთაშორისო გრანტი. აქვს 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. ახლო მომავალში ტრანსპორტისათვის საწვავად წყალბადის გამოყენება შესაძლებელია იქცეს გადაწყვეტად დიდი ქალაქების უმწვავესი ეკოლოგიური პრობლემისა – გარემოს, პირველ რიგში კი საჰაერო აუზის, დაბინძურებისა. საკმაოდ იაფი წყალბადის საწარმოებლად, რომელიც გამოყენებული იქნება საწვავად, აუცილებელია იაფი ელექტროენერგიის წყარო. საქართველოს გააჩნია დიდი პოტენციალი იაფი ელექტროენერგიის წარმოებისთვის (ჰიდრო, მზის, ქარის, თერმული, შავი ზღვის ენერგეტიკული რესურსები და ა.შ.), რაც ამ რაიონს პერსპექტიულს ხდის წყალბადის ენერგეტიკის განვითარების კუთხით. საქართველოში ელექტროენერგიის წარმოების განვითარება დაეფუძნება იაფი ჰიდროელექტროენერგიის გამოყენებას. უკვე ამჟამადაც, წყლის ელექტროლიზის საშუალებით, საქართველოში შესაძლებელია წელიწადში ათეულ ათასობით ტონა წყალბადის წარმოება ღამის საათებში იაფი ელექტროენერგიის გამოყენებით. წყლის ელექტროლიზისას წყალბადის გარდა აგრეთვე მიიღება ჟანგბადიც. ამ ჟანგბადის საუკეთესო გამოყენება იქნება მურა ნახშირიდან წყალბადის წარმოება. საქართველოში ასეთი ნახშირის მარაგები 300 000 000 ტონაა. 2003 წლის სექტემბერში საქართველოში გამოიცა ქვეყნის პრეზიდენტის ე.შევარდნაძის განკარგულება № 1087 საქართველოში წყალბადის ენერგეტიკის განვითარების შესახებ, რომელიც, სამწუხაროდ, არ იქნა რეალიზებული. barbakadzeკარლო ბარბაქაძე - პროფესორი, ილია ვეკუას სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის სამეცნიეორო საბჭოს თავმჯდორე, საქართველოს დამსახურებული გამომგონებელი ეკოლოგიურად სუფთა განახლებადი მზის სხივების ენერგია დედამიწის ზედაპირზე 1 კვტ/მ2 სიმკვრივით აღწევს. მისი წყალობით არსებობს სიცოცხლე დედამიწაზე, მისი მნიშვნელოვანი ნაწილის გარდაქმნით არის ეკოლოგიურად სუფთა წყლისა და ქარის ენერგიები წარმოქმნილი. აღნიშნული ენერგიის აკუმულირებასა და ფართომასშტაბიან გამოყენებას ელექტრული ენერგიისა და ეკოლოგიურად სუფთა წყალბადის საწვავის სახით მთლიანად შეუძლია კაცობრიობის მზარდი ენერგეტიკული მოთხოვნოლების დაკმაყოფილება. ილია ვეკუას სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში მიმდინარეობს 150 ვტ სიმძლავრისა და 10% მქკ-ის მზის თერმოელექტრული გერნერატორის დამუშავება ავტონომიური ელექტრული ენერგიის წყაროდ გამოყენების მიზნით. პერსპექტივაში შესაძლებელია მისი მქკ-ის 20%-მდე გაზრდა. თამაზ ვაშაკიძე, საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრის დირექტორი, აკადემიური დოქტორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 80-ზე მეტი სამეცნიერო vashakidzeდა სამეცნირო-პოპულარული ნაშრომის და ცხრა გამოგონების, მათ შორის ორი დანერგილის ავტორი. რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო - ტექნიკური კონკურსის გამარჯვებული: CRDF (Civilian research &Development Foundation, USA) – 2005,2006. ENERGY GLOBE AWARD (Austria) – 2007 ტრადიციული საწვავ-ენერგეტიკული რესურსი (ნავთი, ბუნებრუვი აირი და ა.შ.), რომელიც საქართველოს პრაქტიკულად არ გააჩნია, ხარჯვის არსებული ტემპების მიხედვით და ექსპერტთა შეფასებით, ამოიწურება უახლოეს 100 წელიწადში. ჩვენს ქვეყანას გააჩნია როგორც ბუნებრივი, ასევე ადამიანური რესურსი, რათა შეიმუშავოს სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების კომპლექსური პროგრამა ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოსაყენებლად. მარინა მაჭავარიანი, ფიზ.-მათ. მეცნიერებათა კანდიდატი. რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. machavarianiგამოქვეყნებული აქვს 42 ნაშრომი, მიღებული აქვს მონაწილეობა სამ საერთაშორისო სამეცნიერო პროექტში (STCU) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო პროექტებში. ინსტიტუტში შემუშავებული იყო პროექტი. პროექტის მიზანია ახალი ტიპის ფოტოელექტროქიმიური უჯრედის (ფეუ) შექმნა მზის ენერგიის კონვერსიისთვის წყალბადის ენერგიაში წყალხსნარებიდან წყალბადის აკუმულირების შესაძლებლობით. მზე ენერგიის თავისუფალი წყაროა, წყალი – იაფი რეაგენტი და მიღებული წყალბადი – სავსებით მისაღები საწვავი ენერგეტიკის და ეკოლოგიის თვალსაზრისით. ჩვეულებრივად ფეუ უჯრედი შედგება ერთობლივად მომუშავე ნახევარგამტარული ფოტოანოდის და მეტალური კათოდისგან. არაწონასწორული ელექტრონები და ხვრელები გენერირდებიან გამყოფ საზღვარზე - ნახევარგამტარი/ელექტროლიტი ფოტოანოდზე სინათლის ზემოქმედებით. შედეგად წყალი იყოფა წყალბადად და ჟანგბადად. გრიგორ ტატიშვილი, ფიზ.-მათ. მეცნიერებათა კანდიდატი. რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორი. გამოქვეყნებული tatishviliაქვს 25-ზე მეტი ნაშრომი. არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში შემუშავებული იყო წყალბადის მიღების პროექტი თერმოქიმიური მეთოდით მზის ენერგიის გამოყენებით. წყალბადის წარმოება შესაძლებელია წყლის თერმული დაშლის მეშვეობით, რომლისათვისაც სითბოს წყაროდ შეიძლება გამოყენებილ იქნას მზის ენერგია. სითბოს მიღება სარკეებისა და კონცენტრატების დახმარებით გაცილებით უფრო იაფი და ეფექტურია, ვიდრე ელექტროენერგიის მიღება ნახევარგამტარული გარდამქმნელების საშუალებით. წყლის თერმოქიმიური დაშლა და ამ გზით წყალბადის მიღება საბოლოოდ შეიძლება აღმოჩნდეს ეკონომიკური თვალსაზრისით ბევრად უფრო ხელმისაწვდომი. ოლეგ შატბერაშვილი - ფილოსოფიის დოქტორი. 90-ზე მეტი ნაშრომის ავტორი ფიზიკაში. 1976-2004 წლებში საქართველოს სამეცნიერო–ტექნიკური ინფორმაციის shatberashviliინსტიტუტის (ტეკინფორმის) დირექტორი. საერთაშორისო ორგანიზაციების (UNESCO,UNIDO,FAO,GFAR და სხვა) პროექტებში ექსპერტი. მიუხედავად იმისა, რომ არატრადიციული ენერგეტიკის დანერგვა პირველ ეტაპზე ძვირი ჯდება, მას ხანგრძლივ პერსპექტივაში, საკმაოდ დიდი ეკონომიკური და ეკოლოგიური ეფექტი აქვს. ამ საკითხებს მე მრავალი ნაშრომი მივუძღვენი და სამთავრობო კომისიებში ჩემი მუშაობის დროს წინადადებებიც დავაყენე. მიმაჩნია, რომ რაზეც ახლა ვსაუბრობთ, ერთიანი სამთავრობო პროგრამის დონეზე უნდა ჩამოყალიბდეს, რომელსაც ენერგოდაზოგვის ტექნოლოგიების საკითხიც დაემატება. დღევანდელი შეხვედრა პროფესიონალთა ხედვის ჩამოყალიბების საფუძვლად მიმაჩნია, რომელიც დაეფუძნება საქართველოში წლების განმავლობაში დაგროვილ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას, აგრეთვე მსოფლიოს უახლეს მიღწევებს. რაფიელ ჩიქოვანი - პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, სტუ-ს; მიკრო-ელექტრონიკის მიმართულების ხელმძღვანელი, მიკროელექტრონიკის chikovaniსასწავლო-სამეცნიერო ცენტრის უფროსი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მეცნიერების ისტორიის საქართველოს საზოგადოების პრეზიდენტი. საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრის (IBC, კემბრიჯი, ინგლისი) გენერალური დირექტორის მოადგილე. არატრადიციული ენერგიების განვითარებას საქართველოში საკმაოდ კარგი პერსპექტივები გააჩნია. ეს განპირობებულია არა მარტო საქართველოს ამ დარგების გამოყენების შედეგებით, არამედ ქვეყანაში არსებული სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალით და კვალიფიციური კადრების არსებობით. არატრადიციულ ენერგიებს შორის საქართველოსთვის, ვფიქრობ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს მზის ენერგიის ფოტოელექტრონული გარდამქმნელების საშუალებით ელექტრული ენერგიის მიღება. მთელს მსოფლიოში ეს მიმართულება ერთერთი სტრატეგიული მიმართულებაა და აქვს წარმოების ყველაზე მაღალი ტემპი. საქართველოსათვის ამ დარგის პერსპექტულობას განსაზღვრავს შემდეგი ძირითადი ფაქტორები: * მზის დღეების რაოდენობა წელიწადში (250 დღეზე მეტი). * არსებული სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალი და მაღალკვალიფიცირებული პერსონალი. * ნახევარგამტარული მასალების არსებობა საქართველოში. * ძნელადმისაწვდომ რეგიონებში მზის ენერგიის გამოყენების უპირატესობა. * მზის ფოტოელექტრული გარდამქმნელების რეალიზაციის ფართო არეალი. მეტად საინტერესო, და ვფიქრობ, პერსპექტიულ საკითხს ინვესტირებისთვის წარმოადგენს საქართველოში ტექნიკური სილიციუმის წარმოების ორგანიზება მზის ფოტოელექტრული გარდამქმნელებისათვის. ტექნიკური სილიციუმი დეფიციტია მსოფლიოში და ეს მომგებიანი წარმოება იქნება. მით უმეტეს, რომ საქართველოში არსებობს მაღალი ხარისხის კვარციტები, არის მუშახელი და არიან სპეციალისტები. მიმაჩნია, რომ საჭიროა მომზადდეს და მთავრობას წარედგინოს საქართველოში ალტერნატიული ენერგიის განვითარების კომპლექსური პროგრამა, სადაც განსაზღვრული იქნება ბიზნესისა და ინვესტორების მონაწილეობა. chikhradzeნიკოლოზ ჩიხრაძე - საქ. ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; სსიპ გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტის დირექტორი; განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების კვლევებთან დაკავშირებული სამი საერთაშორისო პროექტის მენეჯერი. აშშ-ის მინერალების, მეტალების და მასალების საზოგადოების წევრი. სრულიად ვეთანხმები დისკუსიის მონაწილეთა მოსაზრებებს. საქართველოს გააჩნია არატრადიციული და განახლებადი ენერგეტიკის განვითარების დიდი პოტენციალი რომელის გამოყენების შესახებაც დისკუსია დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. პრაქტიკულად არ გამოიყენება ისეთი მნიშვნელოვანი წყაროებიც კი, როგორიცაა მზის და ქარის ენერგია. ცხადია, რომ ამ პოტენციალის ათვისებას სჭირდება სათანადო სახელმწიფო მხარდაჭერა და ფინანსური უზრუნველყოფა. ასეთი მხარდაჭერის მოპოვებას და ფინანსების მოზიდვას სჭირდება ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და პოლიტიკურ ჭრილში კვალიფიციურად დასაბუთებული, ყოვლისმომცველი საინვესტიციო პროექტების შექმნა. ასეთი პროექტები კი მხოლოდ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეიძლება შეიქმნას. აუცილებელია აგრეთვე ამ საკითხების ირგვლივ დისკუსიების გაფართოვება და ქართულ საზოგადოებაში სათანადო პოპულარიზაციაც. http://informsoc.org/ka/journal/sustainable-development/85-discussion-on-renewable-energy
  20. გადახედე ხალხის გასართობ და თავშესაქცევი "მეთოდებს"(ცხოვრების სტილს), ანუ მათ ინტერესებს.ქართულს პრესსას სადაც ერთი წინადადება არ წერია ისეთი რომ ხალხს ტვინზე ნაოჭი გაუჩინოს.
×
×
  • შექმენი...