Jump to content
Planeta.Ge

უცხო_პლანეტელი

პლანეტელი
  • პოსტები

    3.787
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    14

ყველა პოსტი უცხო_პლანეტელი

  1. სხვა პიროვნებაზე გამოყენება არ შეიძლება, ხოლო ერთი და იმავეზე შეგიძლია იმდენჯერ გამოიყენო რამდეჯერაც გინდა.
  2. თუ არ ვცდები ვატიკანმა განაცხადა რომ ევოლუცის თეორია არ ეწინააღმდეგება ბიბლიასო(ანუ დალოცა უკვე )
  3. რატომ არის თქვენი რელიგია ჭეშმარიტი(ანუ რატომ გგონია ყველა მორწმუნეს მხოლოდ თავისი რელიგია ერთადერთ ჭეშმარიტებად) ? + სხვა რელიგიის მყოფ ხალხში რომ დაბადებულიყავით, მაშინ რა მოხდებოდა?
  4. ისე ჰიტლერსაც და სტალინსაც მის ირგვლივ ჭკვიანი ხალხი ყავდა, მაგრამ ...
  5. აგერ ვიპოვე მისი ჩინ-მედლების ჩამონატვალი კი არადა ბიოგრაფია სახელი და გვარი დავით ბაქრაძე დაბადების თარიღი: 1972 წლის 1 ივლისი; ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და 2 შვილი; ენები: ინგლისური, რუსული; დიპლომატიური რანგი: უფროსი მრჩეველი. განათლება: თებერვალი, 1995 - ნოემბერი 1996: სახელმწიფო მმართველობის ქართულ-ამერიკული ინსტიტუტი; სპეციალობა: სახელმწიფოს მართვა; ხარისხი: სახელმწიფო მმართველობის მაგისტრი; ნოემბერი, 1994 - ივნისი 1998: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ზოგადი ფიზიკისა და რადიოფიზიკის კათედრის ასპირანტურა; სპეციალობა: რადიოფიზიკა; ხარისხი: ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი; სექტემბერი, 1989 - ივლისი 1994: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო-ფიზიკური ფაკულტეტი; სპეციალობა: ელექტრონული ტექნიკის მასალებისა და კომპონენტების ფიზიკა და ტექნოლოგია; ხარისხი: ელექტრონული ტექნიკის ინჟინერი; სექტემბერი, 1978 - ივლისი, 1989 - N 1 საშუალო სკოლა . სპეციალური პროფესიული განათლება: თებერვალი, 2001 - ივლისი, 2001 - ნატო-ს თავდაცვის კოლეჯი (რომი, იტალია), ოფიცრებისა და დიპლომატების მაღალი დონის სასწავლო კურსი; ივლისი, 1998 - სექტემბერი, 1998 - ევროპული უსაფრთხოების საკითხების კვლევის ჯორჯ მარშალის სახელობის ცენტრი (გარმიშ-პარტენკირხენი, გერმანია), თავდაცვისა და უსაფრთხოების კურსი "21-ე საუკუნის ლიდერები"; აგვისტო, 1997 - სექტემბერი, 1997: შვეიცარიის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტი (ჟენევა, შვეიცარია), დიპლომატიური მომზადების სპეციალური კურსი. სხვა მნიშვნელოვანი მოსამზადებელი კურსები: მარტი 2007: იაპონიის პოლიტიკურ სწავლებათა ინსტიტუტი (ტოკიო, იაპონია), დემოკრატიული საპარლამენტო მენეჯმენტის სპეციალური კურსი; ივლისი 2003: გალილეის კოლეჯი (ტივონი, ისრაელი), ეროვნული უსაფრთხოების საკითხთა სპეციალური კურსი; ივლისი 2002: აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი (ვაშინგტონი, აშშ), აშშ-ს სახელმწიფო და იუსტიციის დეპარტამენტების სპეციალური ანტიტერორისტული პროგრამა, ტერორიზმთან ბრძოლის კანონმდებლობის სემინარი; აპრილი 2000: შვედეთის ეროვნული თავდაცვის კოლეჯი (სტოკჰოლმი, შვედეთი), კონფლიქტების მოგვარებისა და საერთაშორისო სამართლის მაღალი დონის კურსი; აგვისტო 1999 - სექტემბერი 1999: მართლწესრიგისა და კანონიერების დაცვის საერთაშორისო აკადემია (ბუდაპეშტი, უნგრეთი), აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროსა და თავდაცვის სამინისტროს სპეციალური მოსამზადებელი კურსი მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან ასაცილებლად; ივლისი 1999: საერთაშორისო სამშვიდობო აკადემია (ბადენი, ავსტრია), სამშვიდობო ოპერაციებისა და მშვიდობის დამყარების პრობლემების კურსი; მაისი 1999: ნატო-ს თავდაცვის კოლეჯი (რომი, იტალია), ნატო/ეუთოს ინტეგრირებული კურსი; მარტი 1998: ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია (ჰააგა, ჰოლანდია), სასწავლო კურსი ქიმიური იარაღის აკრძალვაში მონაწილე ეროვნული სტრუქტურების წარმომადგენელთათვის. სამუშაო გამოცდილება: 2008 წლის 31 იანვრიდან 5 მაისამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი; ივნისი, 2007 - იანვარი, 2008 წლის- სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში; 2004 - 2007 - საქართველოს პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; 2004 - 2004 - ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის პოლიტიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი; 2003 - 2004 - ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საგარეო-პოლიტიკური უსაფრთხოებისა და კონფლიქტების პრობლემატიკის დეპარტამენტის დირექტორი; 2002 - 2003 - ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის უშიშროების საკითხთა სამსახურის უფროსი; 2000 - 2002 - საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 1998 - 2000 - საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველოს უფროსი; 1996 - 1998 - საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2005 - ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის წევრი; 2005 - ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის წევრი; 1997 - 2002 - სახელმწიფო მმართველობის ქართულ-ამერიკული ინსტიტუტის მმართველი საბჭოს წევრი; 1997 - 2002 - ევროპის სახელმწიფო მმართველობის ინსტიტუტებისა და სკოლების კავშირის (NISPA) ინდივიდუალური წევრი; 1996 - 1998 - ევროპის სახელმწიფო მმართველობის სტუდენტური ასოციაციის (NEPAS) დამფუძნებელი წევრი; პროფესიული გამოცდილება: * ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის თანათავმჯდომარე; * ევროკავშირში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის თავმჯდომარე; * ევროსაბჭოში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი; * საქართველოს სახელმწიფო დელეგაციისა და მოსამზადებელი ჯგუფის წევრი, ეუთო-ს სტამბოლის სამიტი, 1999 წ.; * საქართველოს სახელმწიფო დელეგაციისა და მოსამზადებელი ჯგუფის წევრი, ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, მაასტრიხტი, 2003 წ.; * საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრი, საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებები სამხედრო თანამშრომლობის საკითხებზე, 2000-2004 წ.წ.; * საქართველოს მხარის ექსპერტთა ჯგუფის წევრი, საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებები სამხედრო თანამშრომლობის საკითხებზე, 1999-2004 წ.წ.; * საქართველოს მხარის ექსპერტთა ჯგუფის წევრი, საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებები მეგობრობისა და კეთილმეზობლობის "ჩარჩო" ხელშეკრულების საკითხზე, 2001-2003 წ.წ.; * საქართველოს დელეგაციის წევრი, მოლაპარაკებები აფხაზეთი, საქართველოს კონფლიქტის მოგვარების შესახებ, 2001-2003 წ.წ.; * საქართველოს ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ქართულ-რუსულ-ამერიკული კონსულტაციები საქართველოდან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გაყვანის ფინანსური საკითხების შესახებ, 2000 წ.; * საქართველოს ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ქართულ-გერმანული კონსულტაციები რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გაყვანის პრობლემატიკის ირგვლივ, 2000 წ.; * საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრი, სამხედრო-პოლიტიკური კონსულტაციები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, 1999 და 2000 წ.; * საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრი, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტები რუსეთის ფედერაციაში, ევროკავშირში, ევროსაბჭოში, ევროპარლამენტში, ლიტვაში, ესტონეთში, 2003-2007 წ.წ.; * საქართველოს დელეგაციის წევრი, "19+1" ფორმატის კონსულტაციები ნატო-ს შეიარაღებაზე კონტროლის მაღალი დონის ჯგუფთან, 1999 და 2000 წ.; * საქართველოს დელეგაციის წევრი, ნატო-ს ვერიფიკაციის კოორდინაციის კომიტეტის ყოველწლიური შეხვედრები, 1998, 1999 და 2000 წ. სპეციალური პრიზები და ჯილდოები: 18 ივლისი, 2005 - შვეიცარიის მთავრობისა და შვეიცარიის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის სპეციალური პრიზი: „საერთაშორისო ურთიერთობებში გამოვლენილი ლიდერობისათვის" 13 თებერვალი, 2000 - საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N 128: "მადლობა სახელმწიფოთა შორის მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების მომზადებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და აქტიური დიპლომატიური მოღვაწეობისათვის"; 11 თებერვალი, 2000 - საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება N 53/2: "მადლობა ეუთო-ს სტამბოლის სამიტზე ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ადაპტირებული ხელშეკრულებისა და რუსეთთან მოლაპარაკების წარმართვასა და ენერგომატარებლების ტრანსპორტირების სფეროში საქართველოსათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტების მომზადებაში აქტიური მონაწილეობისათვის"; 7 ნოემბერი, 1996 - საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური პრიზი: "სახელმწიფო მმართველობის ინსტიტუტის 1996 წლის საუკეთესო სტუდენტს - პრეზიდენტის პრიზი აკადემიური წარჩინებისათვის"; 30 ივნისი, 1998 - ნატო-ს სამეცნიერო სტეპენდია. კვლევის თემა: "სამშვიდობო ოპერაციების ისტორიისა და პრეცენდენტების ანალიზი და ნატო-ს სამშვიდობო ფუნქციების შესწავლა" http://www.mfa.gov.ge/index.php?sec_id=475&lang_id=GEO
  6. და იქნებ რეალური მიზეზიც მოაყოლოთ(როგორც მის სასარგებლოდ ასევე საწინააღმდეგოდ)?
  7. "Religion is an insult to human dignity. With or without it you would have good people doing good things and evil people doing evil things. But for good people to do evil things, that takes religion." -Steven Weinberg
  8. მაგის გამო 10 წუთით გვიან ჩართეს მეორე ტაიმის რეპორტაჟი. ათან "ჟურნალისტი" როგორ აღრფთოვანებული ამბობდა: მიშას გააფარჩაკაო ოპოზიციის ლიდერებიო.(ისე თარგამაძის გაფარჩაკება რა დიდი საქმეა)
  9. მე - მეინსტრიმი ანა არგანაშვილი მე მეინსტრიმი "ოდა მის უდიდებულესობას სამოქალაქო საზოგადოებას" "წმინდა ხმაურში, წრფელ ხმაურში, უხმო ხმაურში, ბევრი ხელი მაქვს ვინც მოითხოვ სიტყვის უფლებას! ველიდან ველამდე - ველიდან ველამდე როცა ცელები ცეცხლს აქრობენ ოქროს თავთავში - მაქე და მერიდე! მაქე და მერიდე! მაქე და მერიდე!" ზურაბ რთველიაშვილი მე საშუალო არითმეტიკული ქართველი ვარ. 164 სმ, 55 კილოგრამი. ნაცრისფერი. შიგადაშიგ - ხაკი, არჩევნებზე უმეტესად - წითელი. „მეინსტრიმი" ვარ. უმრავლესობასაც მეძახიან. პოპულარულ ენაზე - მასა. მეინსტრიმი ინგლისური ტერმინია და მთავარ ნაკადს, დინებას ნიშნავს. როგორც წესი, მას ხელოვნების სფეროში იყენებენ ხელოვნების იმ ნიმუშის თუ მიმდინარეობის აღსანიშნავად, რომელიც უმრავლესობას მოსწონს. მაგრამ დღეს ამ ტერმინმა სხვა გამოყენება, უფრო კი - კონცეპტუალური დატვირთვა შეიძინა. ამ ტერმინის გამოყენება თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში საინტერესო ტენდენციაა. მეინსტრიმის კლასიკური მნიშვნელობისგან განსხვავებით, მას დღეს იყენებენ არა რომელიმე გავრცელებული მოსაზრების ან მოვლენას აღსანიშნავად, არამედ იმ მისტიკური ხალხის სინონიმად, ვინც ამ იდეის მხარდამჭერად მოიაზრება. შესაძლებელია შეცდომაშიც შეგიყვანოთ მოსაუბრის ფორმალისტურმა მითითებამ იმაზე, რომ იგი ძირითად გაბატონებულ დისკურსზე საუბრობს. მაგრამ, თუ ყურადღებით დავაკვირდებით, დისკურსზე განა ამგვარი ემოციური შეფერილობით საუბრობენ? თანაც ყოველთვის ოპონენტის დაუსწრებლად. დისკურსი რაციონალური განსჯის საგანია, ხოლო ჩვენ შემთხვევაში, საქმე გვაქვს განპიროვნებულ მეინსტრიმთან - ... თავად გადაწყვიტეთ, რამდენად ასეა. ცოტა არ იყოს, სასაცილოა, რომ ამ ტერმინს ვერავინ იყენებს პირველ პირში. გინახავთ ვინმე ამბობდეს: მე მეინსტრიმი ვარ და ჩემი აზრები დაშტამპული და გაცვეთილიაო? მეინსტრიმის კრიტიკა აღნიშნული ფორმით უსაფრთხოა (!). მას ხომ თავის თავზე არავინ მიიღებს. უფრო მეტიც, კაცი ვერ გაიგებს, რას ვაკრიტიკებთ. შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ განპიროვნებული მეინსტრიმი რქიანია და ზმუის. თქვენ გგონიათ, ვინმე იტყვის, - ცდებითო? ე.წ. მეინსტრიმელი თუ შემოგესწროთ, საკუთარი განსხვავებული აზრის გამოხატვას აუცილებლად მოერიდება და ახლა თქვენ კრიტიკულ „მეინსტრიმს" შემოუერთდება. ამგვარად, ფრიად მოსახერხებელია ჩემი, თქვენი და იმისი პრობლემები გარეთ გავიტანოთ და ამ ჩვენ მდუმარე მეინსტრიმს (შეიძლება ოთხფეხასაც) რქებზე დავკიდოთ. ვინ შეამოწმებს? სულიერი არ არსებობს, რომელიც მეინსტრიმთან ახლო ნაცნობობას დაიჩემებს. მაშ, საიდან დავასკვენით, რომ მეინსტრიმის სწორედ თქვენ მიერ აღწერილი თვისებები აქვს, თუ გადამოწმება შეუძლებელია და არც ერთი წევრი თვითიდენტიფიცირებას არ აკეთებს - როგორც მეინსტრიმელი? ამ სტატიაში ჩემი მიზანი საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული ღირებულებების და პოპულარული შეხედულებების ანუ, მეინსტრიმის არსებობის უარყოფა არ ყოფილა. ამის ნაცვლად, მინდა შევეხო სოციალური ცვლილების შესაძლებლობას „მეინსტრიმისა" და „მასის" დღევანდელი დისკურსის პირობებში. დღეს უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციის წყაროდ სწორედ ე.წ. მეინსტრიმში გავრცელებული უკრიტიკო და სტერეოტიპული შეხედულებები მოიაზრება; არცთუ უსაფუძვლოდ. საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართ როგორი შიშით სავსე აგრესია და გარიყვის სურვილი იგრძნობა საზოგადოებაში. ანალოგიური დამოკიდებულება არსებობს სექსუალური, ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების მიმართ. მაგრამ ჩემი ინტერესის საგანი დღეს ამ მოვლენის საწინააღმდეგოდ გამოვლენილი კონტრაგრესიაა, რომელიც ხშირად იმდენად უფუნქციოა, რომ დისკრიმინაციურ დამოკიდებულებას აღრმავებს კიდეც. ფროიდმა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისში გააკრიტიკა გუსტავ ლე ბონის (1896-1947) მიერ აღწერილი კოლექტიური გონის, მასების ქმედების თეორია, რომლის თანახმადაც, ადამიანების მასა, კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, კარგავს ინდივიდუალური წევრების ცნობიერებას და აგრესიულად მოქმედებს მაპროვოცირებელი აგენტის (ლიდერის) ხელმძღვანელობით. აღნიშნული თეზა გაკრიტიკებულია სტეფან რაიხერის და მისი კოლეგების თანამედროვე კვლევაში (2004), რომლის თანახმადაც, ადამიანების ერთობის მოხსენიება მასად და მისი ინდივიდუალური წევრების პიროვნული უნიკალობის იგნორირება უგუნურებაა. ადამიანების ერთობისადმი, რაც უნდა მშვიდობიანი დამოკიდებულება ჰქონდეს მას მოვლენის მიმართ, განხორციელებული აგრესიული კომუნიკაცია ყოველთვის გამოიწვევს უკუ-აგრესიას. მაშინ ჩნდება კითხვა, რას ემსახურება ე.წ. მეინსტრიმის წინააღმდეგ მიმართული დისკურსი. გასაგებია რომ ერთი შეხედვით იგი დისკრიმინაციული ღირებულებებისა და ქცევების წინააღმდეგია, მაგრამ სინამდვილეში ხშირად შეიცავს დამამცირებელ, გაუაზრებლად წამგებიან გზავნილებს. ლე ბონის მიერ წამოყენებული თეზა ხალხის მასის დე-ინდივიდუალიზაციისა და ბრბოს სიახლის შიშის შესახებ არ დასტურდება ემპირიული კვლევებით. როგორც აკერმანი და კრუგლერი (1994) აღნიშნავენ, სწორედ ხალხთა დიდი ჯგუფის ორგანიზებული თუ არაორგანიზებული ქმედების შედეგადაა შესაძლებელი სოციალური ცვლილების განხორციელება. სახელდობრ, ამ ცვლილების განხორციელების გზა ჯგუფის თითოეული წევრის ინდივიდუალურ იდენტობაში, და შემდგომ უკვე საერთო სოციალურ იდენტობაში მომხდარი ცვლილებაა. ამავე აზრს გვთავაზობენ სოციალური მოძრაობის თეორეტიკოსები, ინდივიდთა აზროვნებისა და ღირებულებების ცვლილება უნდა მოხდეს ჯგუფის, ე.წ. მასის კონტექსტში. ისინი გვთავაზობენ ადამიანთა ჯგუფის ანალიზისთვის არა ინტერ-ჯგუფური, არამედ ინტრა-ჯგუფური მიდგომის გამოყენებას. ეს უკანასკნელი რომ პოპულარულ ენაზე ვთარგმნოთ - თუ ჩვენ რეალური ცვლილება გვსურს, ნუ შევხედავთ ადამიანთა ერთობას გარედან, ზემოდან, დისტანციით. შევიხედოთ შიგნით ჯგუფში და ვიმუშაოთ ჯგუფის კონტექსტში კონკრეტული ინდივიდის მნიშვნელობის აღიარებით და დაფასებით. დავუბრუნდეთ ისევ რაიხერს - ადამიანების ჯგუფში, უკიდურესად აგრესიულად განწყობილშიც კი, მნიშვნელოვანია და შესაძლებელია მცირე შიდა ჯგუფების და პიროვნებების იდენტიფიცირება და მათ მიმართ განათლების მიდგომის გამოყენება. აღნიშნული ერთნაირად ეხება როგორც ჰეტეროგენულ - პოლიტიკური თუ რელიგიური ნიშნით შექმნილ ადამიანთა ჯგუფებს, ისე ჰომოგენურ, არაორგანიზებულ საზოგადოებებს, აგრეთვე საპროტესტო ჯგუფებს და აგრესიულ დემონსტრანტებს. როგორც თავად ხედავთ, სოციალური მეცნიერებების სფეროში ჩატარებული კვლევები საოცრად პრაქტიკულ და მნიშვნელოვან იარაღს სთავაზობს საზოგადოებას ადამიანის ჯგუფთა აქტივობის ანალიზისა და, უფრო მეტიც, მართვისთვის. თუმცა, იქნებ უფრო ადვილია ამ ჯგუფის "მასად" შერაცხვა და მასთან კომუნიკაციის გაწყვეტა? იქნებ ყოველივე ზემოთქმულზე არ ყოფილა მსჯელობა ამ კუთხით, არ დაგვირქმევია სახელი იოლი და პროპაგანდისტული ქცევისთვის, რომელიც, შესაძლოა, სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელის შეშლის საფრთხეს შეიცავს. ვოილ! მსჯელობა უკვე დაწყებულია და სახელიც დარქმეული. მე მეინსტრიმი ვარ. იფიქრეთ ჩემზე. http://shokoladi.ge/node/3042
  10. ამაზე ჯერ კიდევ XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე მიუთითებდა მსოფლიოში ცნობილი ფსიქოლოგი გუსტავ ლებონი თავის გენიალურ ნაშრომში ,,ხალხებისა და მასების ფსიქოლოგია’’, რომელშიც გენიალურად აღწერს ხერხს, თუ როგორ უნდა ჩაინერგოს ესა თუ ის იდეა მასებში: ,,ნებისმიერი იდეის გავრცელება, იქნება ეს სამეცნიერო, მხატვრული, რელიგიური, ფილოსოფიური თუ სხვა, ხდება ერთი და იგივე მეთოდით. თავდაპირველად, ეს იდეა უნდა მიიღოს მცირერიცხოვანმა, მაგრამ ავტორიტეტულ ,,მოციქულთა’’ ჯგუფმა, რადგან ისინი მოქმედებენ უფრო შთაგონებით, ვიდრე მტკიცებულებებით. მაგრამ ნებისმიერი მტკიცებულების არსებობის შემთხვევაშიც აუცილებელია დარწმუნების მექანიზმის გამოყენება. იდეას უნერგავენ თავიანთი პრესტიჟით ან მიმართავენ ემოციებს, მაგრამ ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენ, თუ იხელმძღვანელებ მხოლოდ გონით. მასებზე არასოდეს მოქმედებს მტკიცებულებები _ ის მხოლოდ უნდა დაარწმუნო და ამისათვის გამოიყენო ავტორიტეტისადმი მათი დადებითი განწყობა. მოახერხებენ რა ,, მოციქულები’’ თავიანთი მოწაფეების პატარა წრის დარწმუნებას ანუ შექმნიან ახალ ,,მოციქულებს, ახალი იდეა უკვე გადაინაცვლებს კამათის სფეროში. თავდაპირველად მას უამრავი მოწინააღმდეგე უჩნდება, რადგან წინააღმდეგობაში მოდის ბევრ ძველ და დადგენილ წესთან. მოციქულები კი, აგზნებულნი ასეთი ოპოზიციური განწყობის გამო, გაცხარებით იცავენ ახალ იდეას არა იმიტომ, რომ იგი ჭეშმარიტია, არამედ იმიტომ, რომ მათ მიიღეს ეს იდეა. ახალი იდეა ამის შემდეგ უფრო და უფრო ხშირად განიხილება ანუ სინამდვილეში ერთნი მას იღებენ შესწორების გარეშე, მეორენი კი უარყოფენ ასევე შესწორების გარეშე. ერთი მხარე არწმუნებს, მეორე უარყოფს და ორივე მხარეს მოჰყავს არგუმენტები, რომლებიც სრულებითაც არ წარმოადგენენ ერთადერთ მოტივს მასების მიერ იდეის მიღების ან უარყოფისათვის, გრძნობად მოტივს, რომელშიც განსჯას არ შეუძლია არანაირი როლის თამაში. ამ მუდმივი ცხარე დებატების წყალობით, იდეა პროგრესირებს ძალზე ნელა. ახალი თაობა, ხედავს რა, რომ იდეა განიხილება, იღებს მას მხოლოდ იმტომ, რომ მასზე კამათობენ. მიღებული იდეებისადმი სრული წინააღმდეგობა დამოუკიდებლობის მოსურნე ახალგაზრდობისათვის თავიანთი ორიგინალობის გამოვლენის ყველაზე ხელმისაწვდომი ფორმაა. და ასე, იდეა თანდათანობით იკიდებს ფეხს; მისი საყოველთაო გავრცელება ახლა უკვე მოხდება მიმბაძველობის უნარით, რომელიც ისეთივე ხარისხით ახასიათებთ ადამიანებს, როგორც ადამიანის მსგავს მაიმუნებს. მას შემდეგ, რაც ჩაირთვება ,,დასნებოვნების” მექანიზმი, იდეა შედის ფაზაში, რომელსაც იგი მიჰყავს სწრაფ წარმატებასთან; საზოგადოებრივი აზრი მას უკვე სწრაფად იღებს; იდეა იძენს გადაულახავ ძალას, რომელიც იპყრობს გონს და ამასთან, ქმნის სპეციფიურ ატმოსფეროს, აზროვნების საერთო მანერას. იდეა აღწევს არსებული ეპოქის ყოველგვარ გაგებასა და გონებრივ პროდუქტებში. იდეა და მისგან გამომდინარე დასკვნები აღწევს აღზრდაში. იგი უკვე ზეიმობს და აღწევს გრძნობების სფეროში, რაც დიდი ხნით დაიცავს მას ყოველგვარი შემოტევისაგან.’’ (ინტერნეტწიგნი ,,ერებისა და მასების ფსიქოლოგია”. გვ. 45)
  11. მე დღეს ისეტი ძლიერი პრეზიდენტი ვნახე მოამბეში, რომ ...
  12. დღეს რაგბის თამშისას მქონდა სიამოვნება დავმტკბარიყავი მიშიკოს კლდემამოსილებით!
  13. მყავს და ფინასურად რომ გამიჭირდება- მოგყიდი ;)
  14. კი ეგ გლობალური პრობლემაა, მაგრამ მაქ უხეირობა(რომელიც უზომოდ სიზარმაცისგან არის გამოწვეული) ნახე ბოლო ვიდეო
  15. გლობალური დათბობის კიდევ ერთი დამადასტურებელი საბუთი http://a5.sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/162972_170668949637152_100000821453206_302582_2144091_n.jpg
  16. მეც მყავს იგნორში 2,მაგრამ ბაბუაგირგის ვერ ვამატებ, ადრე ვიპობისგამო ვერ ვამატებდი და არც ეხლა მუშაობს
  17. lasha_alo იგნორის ფუნქცია გაასწორეთ, ამით იქნება მაინც მოვიცილო პარაზიტები!
  18. არის ამაში რაღაც ქართული(ც) და ზოგადად კავკასიურიც http://www.youtube.com/watch?v=FRn1KGzY7as
  19. მაგას ვადა არ გადის არსებბს ასეთი გამოთქვა(არ მახსოვს ვის მიერ), თუ საქონელს ვადა 30 დღე აქვს, ე.ი. ის მინიმუმ 31 დღე ვარგისია. პ.ს. შეგინებაც არ რირს ამ თემაში, უბალოდ სისაზიზღრეა
  20. ეს არ ნიშნავს რომ ავტომატურად უვარგისია, კი არადა რაში გჭირდება ღარიბები და მშიერ-მწყურვალება?
  21. ეხლა გავეცანი მეტ-ნაკლებად ორივე პროგრამის შესაძლებლობს. მათლაბი მატრიცებზეა(და ნუმერულ გამოჩვლებზეო) სპეციალიზირებულიო, მეიპლი კიდევ სიმბოლიზეო
×
×
  • შექმენი...