Jump to content
Planeta.Ge

უცხო_პლანეტელი

პლანეტელი
  • პოსტები

    3.787
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    14

ყველა პოსტი უცხო_პლანეტელი

  1. კონკრეტულად? ეს პირველ რიგში შენსას უსვამს ხაზს ;) მიშას გენი ქვია მაგას
  2. როცა წერ, იმის ტრაკი მაინც გქონდეს რომ პირდაპირ წერო! როგორც ჩანს განთლებული თუ გაუნათლებელის კომპლექსი გჭირს და ცდილობ რაღაცის(თუ რისი, სავარაუდოდო შენთვითონ არ იცი) დამტკიცებას.
  3. იქნებ ამიხსნა რა შუაშია მანდ ათეიზმი საერთოდ? ანაც ზოგადად რწმენა? აი რითი გამოიხატება ათეიზმის "მოდნობა"?
  4. ასეთი თემებით კრეაციონისტები არიან დაკავებული
  5. ვისაც რაგბი მხოლოდ საქართველო რუსეთის დაპირისპირება გგონიათ! გასული სეზონის ორივე თამაში ჩატარდა ნეიტრალურ სტადიონზე, რუსებმა საფრანგეთში "გვიმასპინძლა", ხოლო ჩვენ თურქეთში.
  6. გაკვეთილი რა შუაშია? უბრალოდ ახსენი თუ რაში მგომარეობს საფრთხე? და რატომ არ უნდა ივარგოს?
  7. რელიგიურ ტოლერანტობაზე საუბრისას ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ წმინდა წერილში არ არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით იმგვარი მსჯელობა, როგორც დღეს ვართ მიჩვეული. თუმცა არსებობს ძველი და ახალი აღთქმის ცალკეული ადგილები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს გავიაზროთ შემწყნარებლობის ფუნდამენტალური პრინციპები და ანთოპოლოგიური თუ მორალური თვალსაზრისით დავასაბუთოდ იგი. ტოლერანტობის, როგორც ფასეულობის, ჩამოყალიბებისა და გავრცელების პროცესში გადამწყვეტი როლი ითამაშეს ცნობილმა მოაზროვნეებმა, კერძოდ, მათმა ტექსტებმა, რომლებშიც ჩამოყალიებებული და განხილულია ტოლერანტობის რაობა, მისი მნიშვნელობა და აუცილებლობა საზოგადოებისათვის. ქრისტიანული დასავლეთის ისტორიაში ამგვარ საზოგადო მოღვაწეებად გვევლინებიან სხვადასხვა პერიოდის ავტორები: ტერტუალიანე, ლიბანიუსი, თემისტიუსი, სიმახუსი, როჯერ ბეკონი, დანტე ალიგიერი, რამონი ლული, მარსილიუს პადუელი, მარსელიო ფიჩინო, პიკო დელა მირანდოლა, ნიკოლო კუზელი, კონტარინი, ერაზმ როტერდამელი, ბუკერი, კასტელიო, სებასტიან ფრანკი, აკონციუსი, მელანქტონი, ცვინგლი, თომას მორი, ბეილი, ლესინგი, ჯონ ლოკი, პუფენდორფი, სპინოზა, თომასიუსი, ვოლტერი, უილიამსი, პენი, ლორდ ბალტიმორი, მილტონი და ა.შ. ასევე უმნიშვნელოვანესი იყო ქვეყნების უმაღლეს საკანონმდებლო დოკუმენტებში რელიგიური შემწყნარებლობის როგორც ზოგადოებისთვის საყოველთაო სავალდებულო ნორმად დამტკიცდება. ამგვარად, როდესაც ვსაუბრობთ რელიგიურ შემწყნარებლობაზე ევროპასა ან ამერიკაში, უპირველესად მხედველობაში გვაქვს სხვადასხვა ტიპის იურიდიული ტექსტები, როგორებიცაა მაგალითად აუგსბურგის ან ოსნაბრუკის მშვიდობის ხელშეკრულება, ვესტფალიის საზავო შეთანხმება[1], და ა.შ. საქართველოში ამ კუთხით საქმე განსხვავებულად გვაქვს. სამწუხაროდ არ მოგვეპოვება არც ერთი ტექსტი, სადაც საუბარი იქნებოდა განთქმულ ქართულ ტოლერანტულობაზე, როგორც ერის წიაღში ორგანულად არსებულ დადებით ფასეულობაზე. არა გვაქვს არც ერთი ტექსტი, რომელიც მსაგვსი იქნებოდა მაგალითად ჯონ ლოკის ( John Locke ) ტოლერანტობის შესახებ წერილისა [2]. რომ აღარ ვისაუბროთ ურთიერთშემწყნარებლობის პრინციპებზე შეთანხმების ამსახველ ოფიციალური სახის დოკუმენტებზე, საკითხისადმი მიძვნილ ფილოსოფიურ ტრაქტატებსა თუ ამ თემატიკაზე შექმნილ მთლიან წიგნებზე. მოგვიანო პერიოდის ისეთი დიდი მოაზროვნეც კი, როგორიც ილია ჭავჭავაძეა მხოლო დსაკუთარ ნაწერებში მხოლოდ ფრაგმენტულად ეხება რელიგიური შემწყნარებლობის საკითხს... აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ რეალობაში სოციალურად ყველაზე გავლენიანი ყოველთვის უფრო პოეტური, მხატვრული ტიპის ნარატივები იყვნენ. სამწუხაროდ ამ შემთხვევაშიც ისეთი მოთხრობების ან პოეზიის ნიმუშების რიცხვიც კი, რომლებიც განსხვავებული აღმსარებლობის მქონე თანამემულის სიყვარულის ან მეგობრობის გამო თავგანწირულ გმირებზე მოგვითხრობს ძალიან ცოტაა. ხოლო, რაც შეეხება ვაჟა-ფშაველას ,,ალუდა ქეთელაურს„ ,,სტუმარ მასპინძელს,, აკაკი წერეთლის ,,გამზრდელს,, მათში უბრალოდ გვერდითი პასაჟების სახით არის წარმოდგენილი პერსონაჟების განსხვავებული რელიგიური აღმსარებლობის მიმართ ხალხში არსებული პატივისცემა. ამათგან ალბათ ყველაზე უფრო გამოკვეთილი სახით ამ საკითხს ვაჟას პოემაში ვხვდებით, თუმცა აქაც რელიგიურ შემწყნარებლობაზე მსჯელობა ტრადიციისა და ახალი აზროვნების, ინდივიდისა და თემის დაპირისპირების ამბების აღწერის მხოლოდ ნაწილია. ამ კუთხით ხსენებული ტექსტის სიმწვავე ალბათ, მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ ქართულ რეალობაში პირველად დაისვა განსხავავებული რელიგიების შესაძლო მართებულობის საკითხი, რაც თავისთავად საზოგადოებაში შინაარსობრივი შემწყნარებლობის არსებობის აუცილებელი წინაპირობაა. თუმცა, ვიმეორებ, პოემაში გადმოცემული განწყობა უბრალო დაეჭვებას გამოხატავს და არა დასაბუთებულ მსჯელობას რელიგიური შემწყნარებლობის აუცილებლობის შესახებ: ,,ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ, მარტოთ ჩვენ გვზდიან დედანი; ჩვენა ვსცხონდებით, ურჯულოთ კუპრში მიელის ქშენანი. ამის თქმით ვწარა-მარაობთ, ღთიშვილთ უკეთეს იციან. ყველანი მართალს ამბობენ განა, ვინაცა ჰფიციან?! " [3] ამის საპირისპიროდ კი თვითონ ამ პოემასა და ძალიან ბევრ სხვა ლიტერატურულ ტექსტში ნათლად გვხვდება რელიგიური შეუწყნარებლობის წამქეზებლი ფრაზები. მაგალითად არსენას ლექსში, როდესაც მთავარი გმირი ეროვნებით ებრაელებს მიმართავს: ,,ალმასის წყალზე ურიებს აწყევლინა ბედისწერა, გამოართვა ხახამს ადლი, ოთხს კისერში ჩაადებსა: - თუ კარგს ადათს არ დაიჭერთ, გაგწყრომიათ ხვნა და თესვა. ძალად გაჭმევ ღორის ხროცსა, კეფაზე დაგასხამთ წვენსა, თუ იმას არ დამჯერდებით, ქართულად დაგპარსავთ წვერსა"[4] ამგვარი მონაკვეთების მოყვანა ქართული მხატვრული ლიტერატურიდან ვფიქრობ არ გაგვიჭირდება. კიდევ უფრო მძაფრი მაგალითების მოძიება შეიძლება ადრინდელი საუკუნეების ქართული სამართლის ძეგლებში, მაგალითად რუის ურბნისის ძეგლის დების 12 მუხლმა სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევრები წარმართებს გაუთანაბრა.[5] ცოტა მოგვიანებით, როდესაც მონღოლების ბატონობამ სახელმწიფოსა და ეკლესიის ნაწილობრივი გამიჯვნა გამოიწვია, ქართულ რეალობაში ტოლერანტობის თავისებური ელემენტი გაჩნდა. მაგალითისათვის გიორგი ბრწყინვალის რელიგიებისადმი დამოკიდებულებაც კმარა. კერძოდ, ცნობილია მისი ლოიალური დამოკიდებულება ისლამისა და კათოლიკე ეკლესიის მიმართ. სწორედ მისი მეფობის დროს იქნა გადმოტანილი რომის პაპ იოანე XXII-ის მიერ აღმოსავლეთის მისიონერული ცენტრი ქალაქ სმირნიდან თბილისში, სადაც რომის კათოლიკური ეკლესიის საეპისკოპოსოც დაარსდა, მრვალრიცხვოვანი სამღვდელოებით. იგი ეგვიპტურ წყაროებში მოხსენიებულია, როგორც ,,იერუსალიმის წმინდა ადგილთა განმადიდებელი, ქრისტაინთა საყრდენი, რომის პაპის მეშველი, მუსლიმანთა მეგობარი".[6] მსგავსი მაგალითების მოყვანა ალბათ კიდევ ბევრის შეიძლება, მაგრამ ყოველთვის გაურკვეველი რჩება მეფეთა ეს საქციელი ქართული ტრადციულად შემწყნარებლური ბუნების გამომხატველი იყო თუ კონკრეტულ სიტუაციაში პოლიტიკური სარგებლიანობის პრინციპით იყო ნაკარნახევი. ამიტომაც, ეს ისტორიული ფაქტები ჩვენში არსებული ტრადიციული ტოლერანტობის შესახებ გადაჭრით არაფერს გვეუბნება. ამავე პერიოდს უკავშირდება მონღოლებთან დადებული ერთი ოფიციალური შეთანხმება,სადაც ერთერთი მუხლი რელიგიური უმცირესობის საკითხსაც ეხება. 1401 წელს თემურლენგმა საქართველოს მეფე გიორგი VII-თან (შამქორის) ზავი დადო. შეთანმხმების მეოთხე პუნქტის მიხედვით ქართველები ვალდებულნი იყვენენ არ შეევიწროვებინათ თანამემულე მუსლიმები.ზავის დარღვევა ჯერ კიდევ იმავე წელს დაიწყო თორთუმის ციხეში გამაგრებულმა ორასმა ქართველმა, რომლებიც ხარკის გადაუხდელობასთან ერთად თანამემაულე მუსლიმებსაც ესხმოდნენ თავს. ცოტა მოგვიანებით ზავის პირობების შესრულებაზე მთელმა დანარჩენმა საქართველომ თქვა უარი და რელიგიური შემწყნარებლობის კანონის ძალით დარეგულირების ეს ისტორიული მცდელობაც წარსულს ჩაბარდა[7]. საქართველოში არსებული რელიგიური შემწყნარებლობის მწირი ტექსტუალური დაფიქსირებულობა, არ გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მსგავსი ფენომენი საქართველოში არ არსებობდა. მაგრამ , შემწყნარებლობის წამახალისებელი ტექსტების არ არსებობას უნდა განეპირობებინა ტოლერანტობის ჩამოუყალიბლობა მყარ ეროვნულ ფასეულობად. მხოლოდ ვერბალურ მეხსირებაში დაფიქსირებული მოვლენები და ზეპირი ნარატივები ძნელად იძლევა შემდგომი ანალიზისა და შეფასების საშუალებას. კიდევ უფრო რთულია მხოლოდ ზეპირსიტყვიერებაში დაცული ზოგადსაკაცობრიო ღირებულების ნამდვილ, პრაქტიკულ ფასეულობად გარდაქმნა. სავარაუდოდ ასევე სწორედ ტოლერანტობის მხარდამჭერი და ამსახველი ტექსტების არარსებობას უნდა მივაწეროთ საქართველოში რელიგიური შემწყნარებლობის მხოლოდ არქიტექტურაში სიმბოლიზება. კერძოდ საუბარია, ძველი თბილისის ცენტრალურ უბანზე, სადაც ერთმანეთის გვერდით დგანან მუსლიმური მეჩეთი, ებრაული სინაგოგა, რომაულ-კათოლიკური, რამოდენიმე სომხური სამოციქულო და ქართული მართლამდიდებლური ტაძრები. მასტერას ხიდის[8], იერუსალიმისა და ანდალუსიის ტაძრების გვერდით თბილისის ხსენებული ძველი უბანიც ღირსეულ ადგილს იკავებს მრავალფეროვნების მშვიდობიანი თანაარსებობის აღმნიშვნელი არქიტექტურული ნიმუშების სფეროში. თუმცა მიმაჩნია, რომ ქართველები მაინც გადაჭარბებულად ვაფასებთ მათ. ხშირად ამ ფენომენს საქართველოში ოდითგანვე ფესვგადგმული ლიბერალური დემოკრატიის და შემწყნარებლობის დღევანდელ გამოხატულებადაც წარმოვაჩენთ ხოლმე, რაც სამწუხაროდ სავსებით არ შეეფერება დღევანდელ ქართულ სინამდვილეს ( ). ზემოთ ხსენებული ძეგლების აშენებიდან უკვე დიდი ხანი გავიდა. საქართველომ გამოიარა სხვადასხვა დამყპრობელის, სოციალ-დემოკრატების, აგრესიული ათეიზმით გაჟღენთილი ბოლშევიკების, ულტრანაციონალიზმის, ველური ოთხმოცდაათიანების ეპოქა და საკუთარი თავის წინაშე კვლავ მარტო აღმოჩნდა. სხვა ბევრ სასწრაფოდ გადასაჭრელ პრობლემათა შორის, ქვეყნის წინაშე განსხვავებული რელიგიების შეწყნარება-შეუწყანრებლობის საკითხიც დაისვა. ჩვენდა სამწუხაროდ ქვეყანა უფრო არატოლერანტულობისკენ გადაიხარა და რაოდენ ნიშანდობილივიც არ უნდა იყოს, ერის ამ მისწრაფებამაც ყველაზე თვალნათლივი ფიქსაცია ისევ საღვთისმსახურო ხუროთმოძღვრების სფეროში განიცადა. მოსახლეობის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილმა საქართველოს საპატრიარქომ კანონისა და ქრისტიანობის ფუნდამეტალური პრინციპების დარღვევით მიისაკუთრა ქართველი კათოლიკეებისა და სომხური სამოციქულო ეკლესიის კუთვნილი ტაძრები. მანვე მოახერხა ბევრი სხვა რელიგიური შენობის რეალური ფუნქციონირების ბლოკირება და სადაო ნაგებობების კუთვნილების საკითხის გარკვევის პროცესის გაყინვა. ამის პარალელურად კი თბილისში აგრესიული სიმბოლიკისა და მილიტარისტული დანიშნულების არქიტექტურული ობიექტები მომრავლდნენ. საქართველოში უკანასკნელ დროს თურქეთში არსებული ქართული არქიტეტურული ძეგლების რესტავრაციასთან დაკავშირებულმა ამბებმა კიდევ ერთხელ წარმოგვიჩინა ამ სფეროში არსებული რეალური მდგომარეობა. მოსახლეობის უმრავლესობის პოზიცია რომ შევაჯამოთ, შემდეგი სურათი გვექნება: გვსურს თურქეთის მთავრობამ აღადგინოს მისსავე ტერიოტირიაზე არსებული უკლებლივ ყველა ქართული ტაძარი, ხოლო ჩვენს ტერიტორიაზე არ აღდგეს არც ერცერთი მეჩეთი, მიუხედავად იმისა, რა ფუნქცია ექნება მას მომავალში. ამ პოზიციიის მომხრეთა მთავარი არგუმენტი ისაა, რომ დასავლეთ და სამხრეთ საქართველოში არსებული მეჩეთები თურქული ექსპანსიის დროს აიგო და დღესაც შესაძლოა კულტურული ექსპანსიის მიზნით იქნას გამოყენებული, მაშინ როდესაც ქართული ტაძრები ჩვენს ძირძველ ტერიტორიაზე იქნა აგებული თავის დროზე. კულტურული ექსპანსიის შიშითვე აიხსნება საქართველოში არსებული სომხური სამოციქულო ეკლესიის კუთვნილი ტაძრების არ დაბუნება და მოუვლელობა. სამწუხაროდ მსგავსი არგუმენტაცია უკვე სრულიად არ მიესადაგება და ვერ ამართლებს საქართველოში კათოლიკური ტაძრების მიტაცების უამრავ ფაქტს. განა ოდესმე არსებობდა საქართველოში იტალიური ექსპანსია, იტალია-საქართველოს ომი? ჩემი აზრით არგუმენტები, არარეალისტურის გარდა უბრალოდ პოპულისტური და ძალიან ზედაპირულია, რომელთა ნამდვილ ამოცანასაც ხშირად ქართულ საზოგადოებაში არსებულ ტოლერანტობის საშინელ დეფიციტის გამართლება და გადაფარვა წარმოადგენს. ნუთუ ყოფილ კათოლიკურ და სომხურ ტაძრებში შეკრებილ მართლმადიდებელ მრევლს არ ებადება კითხვა, რა უფლებით წაართვეს ეს ტაძრები მის მესაკუთრეებს? ან რატომ აღარაა ამ შემთხევევაში არქიტექტურული კანონიკა საქართველოს საპატრიარქოსათვის მნიშვნელოვანი? არც მეჩეთების დაქცევის და სინაგოგის კატებით ავსების მომსწრე მოქალექეები ეკითხებიან საკუთარ თავს კარგია თუ ცუდი ეს ყველაფერი? რამოდენიმე წლის წინ, თბილისში პომპეზურად გაიხსნა სასეირნო ბილიკი ნარიყალას მთაზე. ამ ბილიკზე მუდამ ბეთლემის უბნიდან ავდიოდი ხოლმე და სწორედ იმ ადგილას ვჩერდებოდი საიდანაც თბილისი ძველი უბანი კარგად მოსჩანს. ძალიან ხშირად ვაკვირდებოდი ახლო მდგომი სომხური ეკლესიის შენობას, რომლის სახურავზეც მოუვლელობის გამო უკვე მთელი ტყეა აღმოცენებული. სანამ საქართველოს საპატრიარქო და თბილისის მერია არკვევდნენ თუ ვის ეკუთვნოდა ეს ნაგებობა, იგი ჩამოინგრა და, ჩემთვის პირადად, თან ჩაიტანა მითი ქართული ისტორიული ტოლერანტობის შესახებ. ის არგუმენტი, რომ საუკუნეების წინათ აგებულ მეჩეთსა და სინაგოგას არ ვანგრევთ შემწყნარებლობის სადემონსტრაციოდ ვერაფერი ბედენაა. ამიტომაც, ურიგო არ იქნებოდა ქართული არქიტექტურული ძეგლების აღდგენის საკითხის გარკვევასთან ერთად გადაგვეწყვიტა გვსურს თუ არა საქართველოში ტოლერანტობის ,,აშენება". ------------------------------------------------------------------------------ [1]აუგსბურგის სამშვიდობო ხელშეკრულება( Augsburger Friedensvertrag ) წარმოადგენს 1555 წლის 25 სექტემბერს გერმანელ კათოლიკებსა და ევანგელისტებს შორის გაფორმებულ დოკუმენტს,რომლის მიხედვითაც განისაღვრა ამ ორი კონფესიის მშვიდობიანი თანარსებობის პრინციპები და დაკანონდა მათი უფლებები.საინტერესოა, რომ სწორედ ამ დოკუმენტის მიხაედვით ქალაქ აუგსბურგს დღემდე ორი ქალაქის თავი (Bürgermeister) ჰყავს, ერთი კათოლიკე და ერთი ევანგელისტ-ლუთერელი.ამავე ტიპის დოკუმენტებს წარმოადგენს პასაუს,ონსაბრუკი და მიუნსტერის მშვიდობის ხელშეკრულებები.უკანასკნელი ორი დოკუმენტი წარმოადგენდა ვესტფალიის ზავის ფარგლებში გაფორმებულ შეთანხმების შესახებ დოკუმენტებს.თავის მხრივ კი ხსენებულმა ზავმა დაასრულა ევროპაში არსებული ე.წ. ოცდაათწლიანი ომი, რომელიც რელიგიური კონფლიქტების საფუძველზე წარმოიქმნა. [2] „წერილი ტოლერანტობის შესახებ"(Epistola de tolerantia) - 1689 წელს გამოქვეყნებული ჯონ ლოკის მიერ ანონიმურად გამოქვეყნებული ტექსტი, სადაც ავტორი სხვადასხვა კუთხით მიმოიხილავს ტოლერანტობას და ასაბუთებს აგრესიული რელიგიურობის უარყოფითობას. [3] http://lib.ge/body_text.php?1816 [4] http://balaxa555.ya.ru/replies.xml?item_no=1267 [5] გაბიძაშვილი ვ., „რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა", თბ., 1978 [6] გ.წერეთელი, ,,არაბული ქრესტომათია", 1949, გვ.78-79. ასევე: ბ.სილაგაძე, ,,მასელები საქართველო-ეგვიპტის ურთიერთობის ისტორიიდან. ქართული წყაროდ მცოდნეობა, II, 1949, გვ.103-104 [7] ზ.ანჩაბაძე, ვიქტორ გუჩუა, ,,საქართველოს ისტორიის ნარკვევები", ტომი III, 1979, გვ. 702-704. [8] Stari Most - ასე ეწოდება ხიდს, რომელიც ქალაქ მოსტარის ორ ნაწილს, მუსლიმურსა და ქრისტიანულს ერთმანეთს აკავშირებს. ხიდი 1566 წელს ააგებინა საგანგებოდ სულთანმა სულეიმანმა ცნობილ მუსლიმ არქიტექტორ მიმარ ჰარუდინს, რათა ქალაქში მცხოვრებ ორი რელიგიის მიმდევრებს ერთმანეთთან ხშირად ეკონტაქტათ და ემეგობრათ. http://azrebi.ge/index.php?m=734&newsid=308
  8. და რა ხდება ცერნში? იცნობ თუ რა ექსპერიმენტს ატარებენ? იცი როგორ მუშაობს ატომური სადგული?
  9. ჩვენი სიტუაცია როგორია? 90-იან წლებში ალბათ საბჭოთა კავშირის დაშლისთვის გამოგვიგზავნა ღმერთმა მიწისძვრის სახით გაფრთხილება, არ შევისმინეთ და ეხლა მიშა მოგვივლინა ;) მორწმუნსეს ცდის, ხოლო ურწმუნოს სჯის. ---> ქოთანას საიდანაც გინდა იქედან მიაბამ ყურს!
  10. ცუდია როცა პოსტის არც დასაწყის და არც დაასარულს კითხულობბ. კონკრეტულად?
  11. ატომუს და ზოგადად ინდუსტრიას მოსახლეობა ყოველთვის კიდია, აზიაში კიდევ განსაკუთრებით, იქ ინდივიდი ნაკლებად ფასობდა და ფასობს. ეს არ გავს გათვლილ რისკს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ დროის ფაქტორი იყო. მოგებული თანხები და მაგ კატასტროფით(მარტო ატომურის ვგულისხმობ) გამოწვეული ზარალის რომ შეადარებ მიხვდები თუ ვინ მოიგო და ვინ დაზარალადა, არაფერს ვამბობ იმ უდანაშაულო ხალხის სიცოცხლეზე, რომელიც ინდუსტრიულ სიხარბეს შეეწირა. ატომუს და ზოგადად ინდუსტრიას მოსახლეობა ყოველთვის კიდია, აზიაში კიდევ განსაკუთრებით, იქ ინდივიდი ნაკლებად ფასობდა და ფასობს. ეს არ გავს გათვლილ რისკს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ დროის ფაქტორი იყო. მოგებული თანხები და მაგ კატასტროფით(მარტო ატომურის ვგულისხმობ) გამოწვეული ზარალის რომ შეადარებ მიხვდები თუ ვინ მოიგო და ვინ დაზარალადა, არაფერს ვამბობ იმ უდანაშაულო ხალხის სიცოცხლეზე, რომელიც ინდუსტრიულ სიხარბეს შეეწირა.
  12. kisa იმედია ხშირად გადაიკითხავ და როდესმე შინაარსაც მიხვდები. მაგრამ პასუხისმგებლობის მომენტია. + აი ეს წერია, სხვა ინტერპრეტაციით Members მომხმარებლის გამოხმაურების რაოდენობა: 9814 (16.4 დღეში) ყველაზე აქტიურია პოლიტიკა და საზოგადოება (8341 გამოხმაურება) შემოგვიერთდა 23-July 09 პროფილის ნახვა: 2777 ბოლოს შემოვიდა: მომხმარებელი გასულია დამალული მდგომარეობა: შემოსული არ არის kisa სხვა დროს ნიკი ამოშალე ანაც შეცვალე, რომ არ შემაწუხოთ ნიკსერჩშიც. დიდი მადლობა წინასაწარ
  13. მე არავისთან პრობლემა არ მაქვს. უსაფუძვლო ბოღმიანობა მაღიზიანებდა უახლოეს წარსულში, მაგრამ ცერცვის და კედელის არ იყოს, აზრი არ აქვს ნერვის შეტოკებასაც. პ.ს. თემისა აოფებ შენც და "კოლმეურნების თავმჯდომარე"
  14. ყველაზე მეტად კიდებ ერთი ფაქტი მზარავს, თუ ვინმემ რაღაცა უკეთ ესმის ეგრევე შურით სკდებიან, იმის ნაცვლად რომ მისგან მეტი ინფორმაცია მიიღონ. შემშურდა აქ, პროფესორმა თავისთან დაიბარა ერთი სტუდენტი, რომ გაცნობოდა მის ცოდანს გარკვეულ თემის შესახებ.
  15. ლექტორები არა, წიგბნები არა, ჟურნალ-გაზეთები არა, ვირტუალური სამყარო არა.
  16. ასეთი რამ არის ყველაზე სასტიკი, მთავრია სხვები დაადანაშაულო. ისე ეს ფორუმიც ნათელი მაგალითია, აქაც ბევრი წუწუნებენ განათლებაზე, მაგრამ კიდიათ 24 საათის განმავლობაში მოჩეტავე ლექორები
  17. გადახედვა კი არა წაკითხვა უნდა ;) ხო შეიძლება პ.ს. როგორც ჩანს კლავიატურის ლომს განავალი მოშივდა და დაპურებას ითხოვს! + კლავიატურას ძვალი არ აქვს!
  18. T_A_T მოდი სხვანაირადაც შევხედოთ სიტუაციას, ატომური სადგურის დაზიანების შემთხვევაში რაც მოსდის უახლოს ისტორიამ კარგად გვაჩვენა ყველას. იაპონია ცნობილია თავისი რეკორდული მიწისძვრებით, თან საკმაოდ ძლიერით > 6-ზე. და ასეთი სესმოლოგიურ ფონზე 54 ატომური სადგურის ქონა რომელ ნორმალურობაზე მიუთითებს?
  19. მიზეზი, შედეგი გია მარიამიძე იყო 2002 წელი. და იყო არა რევოლუციისათვის მზადება, არამედ, თბილისის მიწისძვრა. საშუალო სიმძლავრის რყევამ გამოიწვია შენობა-ნაგებობების დაზიანება და მსხვერპლი - ერთი ადამიანი. ეს სწორხაზოვანი სტატისტიკაა. ერის ცნობიერებაში კი, ამ მიწისძვრამ ქალბატონი ხოფერიას გმირობით დაგვამახსოვრა თავი. მიწისძვრა ‘’ღამის კურიერის’’ პირდაპირ ეთერს დაემთხვა. შიშით სახლებიდან გარეთ გაქცეულმა სრულიად საქართველოს მოსახლეობამ ქუჩებსა და ეზოებში სული მოითქვა, ერთმანეთი გაამხნევა და შინ შებრუნებულმა ჩართულ ტელევიზორებში ისევ ხოფერია იხილა პროფესიული მოვალეობის შესრულების პროცესში.. ეს ფაქტი სამართლიანად გმირობად შეფასდა. ქალი ჟურნალისტის ვაჟკაცობასა და მიწის ძვრასთან ერთად, იმ დღეებში სხვა ძვრაც მოხდა - მოსახლეობის ცნობიერებაში წარმოშობილი ძვრა. ადამიანებს შიში დაეუფლათ და რაკი მათ სეისმომდგრადი ბინები და ამ ბინების დაზღვევა არ იცავდათ, ხსნას და დაცვას სხვაგან მიაგნეს. ამაში მათ ტელვიზორი დაეხმარათ. იმ დღეებში, ეკრანებიდან უხვად იღვრებოდა რელიგიური პროპაგანდა, რომ თითქოს, შენობებში სწორედ ის ოთახები გადაურჩა დაზიანებას, სადაც სამლოცველოები იყო მოწყობილი.. იმას, რომ ამავე დროს, ქაშუეთის ეკლესიაც დაიბზარა, ყურადღებას არავინ აქცევს - მისტიკაზეა მოთხოვნა გაზრდილი.. ეს ამბავი იმით დაგვირგინდა, რომ მიწისძვრა პირველი არხის ეთერში გასულ ‘’მკრეხელურ’’ ფილმ ‘’სხეულს’’ დაბრალდა. თითქოსდა, ღმერთი განრისხდა ამ ფილმის ჩვენების გამო და დაგვსაჯა. ილია მეორესაც კი ჰკითხეს : ‘’ღმერთი გვსჯისო’’? ‘’გვაფრთხილებს’’ - იყო ღიმილიანი პასუხი.. შედეგი : ხალხში მაგიური ცნობიერების ხარისხმა იმატა, ეკლესიაში კი - მრევლმა. დღეს 2011 წელია და ამჯერად, იაპონიაში მოხდა მიწისძვრა და ცუნამი. იქ, საუბედუროდ, მსხვერპლი დიდია. დარწმუნებული ვარ, ეს მაღალგანვითარებული ქვეყანა ამ უბედურებას გაუძლებს და გადაიტანს. ჩვენებურმა სამღვდელოებამ ხელიდან არც ეს შემთხვევა გაუშვა და სტიქიური უბედურება ღვთის სასჯელად მონათლა. ზეციური რისხვის მიზეზი, იაპონელების უზნეო ცხოვრების წესი ყოფილა. ‘’სავსეა იაპონია საროსკიპოებით’’ , ‘’ კაცი კაცზე თხოვდება და ქალი ქალზე’’ - ბრძანა ერთმა მღვდელმა და როგორც ყოველთვის, ბიბლიდან ნოეს კიდობნის ამბავი ახსენა.. კიდევ გაართულა თემა და დასძინა: ღმერთს კი ყველა უყვარს და მოწყალეა, მაგრამ თუ გაფრთხილებას არ შეისმენ, გსჯისო. გასულ მე-20-ე საუკუნეში, ევროპის ერთ ქვეყანაში ხელისუფლებაში მოვიდა ერთი ენერგიული ადამიანი. ის აყვავებას ჰპირდებოდა თავის ხალხს, მაგრამ ერთი თავისებურება ჰქონდა - ადამიანებს ორ ჯგუფად - წმინდებად და უწმინდურებად ჰყოფდა. „წმინდებს“ აჯერებდა, რომ თუ „უწმინდურებს“ მოიშორებდნენ, მათ გაბრწყინებული მომავალი ელოდათ. „უწმინდურები“ ჯერ გააფრთხილა, რომ შეეწყვიტათ ბინძური საქმიანობა, შემდეგ ქონება ჩამოართვა, ბოლოს კი, ყველა ერთად შეკრიბა და მოაკვდინა. მისთვის სულ ერთი იყო ის, რომ მათ შორის იყვნენ უცოდველი ბავშვები, სუსტი მოხუცები, ქალები, უამრავი კეთილი და ნიჭიერი ადამიანი. მას ეს არ ადარდებდა. ისინი ერთმანეთს ჰგავდნენ და ეს მსგავსება ებრაელობა იყო. დიახ, მე ადოლფ ჰიტლერის მიერ დატრიალებულ ტრაგედიაზე მოვყევი, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს დღევანდელ ნაქადაგებს - უწმინდურ იაპონელებზე და მრისხანე ღმერთზე. თუ ვინმეს სჯერა, რომ ღმერთმა შეიძლება განურჩევლად მოაკვდინოს დამნაშავეც და უდანაშაულოც, ახალშობილი ჩვილებიც და დედის მუცლად მყოფი ჯერ არდაბადებული ბავშვები, მისი ღმერთი ჰიტლერია და არა იესო ქრისტე. მსგავსი ქადაგება ღვთისგმობაა და მკრეხელობა. ჩვენ, ღმერთთან შედარებით უსუსურმა ადამიანებმა, მოვახერხეთ და გავასამართლეთ ფაშიზმი ნიუნბერგის პროცესზე, შემდეგ შევქმენით საერთაშორისო სამართალი, რომლის არსიც კოლექტიური პასუხისმგებლობის უარყოფაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი დამნაშავედ მხოლოდ იმ ქმედებისთვის შეიძლება ჩაითვალოს, რაც ჩაიდინა. ნებისმიერს რომ ჰკითხოთ ქუჩაში: თუ არ მოგიპარავს, ქურდობისთვის უნდა დაისაჯო? პასუხად მიიღებთ - „არა“-ს! მაშ, ღმერთი რატომ ჰგონიათ ადამიანზე პრიმიტიული, რომ ამ ჭეშმარიტებას ვერ ხვდება და ანადგურებს ყველას, დამნაშავესაც და უდანაშაულოსაც? ვერ მოიფიქრა რაიმე სხვა ხერხი, რომ მხოლოდ სასჯელის ღირსნი დაესაჯა? კოლექტიური პასუხისმგებლობის ქადაგება არის უზნეობა, ამავდროულად გონების სიჩლუნგე და ადამიანის სიცოცხლის უპატივცემულობა. ტერორისტები სხვას არაფერს ქადაგებენ და აკეთებენ - ისინიც მტყუან-მართლის გარჩევის გარეშე კლავენ ადამიანებს. ღმერთმა, რომელსაც ასე ხშირად ახსენებენ ჩვენში, მთავარი უნარი - აზროვნება მოგვანიჭა. მოგვცა ნება, რომ ჭეშმარიტება საკუთარი გონებით შევიცნოთ. მეც ვისარგებლებ ამ შესაძლებლობით და ვცდი, რამდენიმე კითხვა დავსვა: 1.რატომ ხდება მიწისძვრები ერთსა და იმავე ადგილას: იაპონიაში, ჩინეთში, კალიფორნიაში, კავკასია-ახლო აღმოსავლეთში? და არ ხდება: ჰოლანდია-ამსტერდამში, ბრაზილია-რიო დე ჟანეიროში? სადაც უფრო მეტია პროსტიტუცია და გეი სუბკულტურა? ირანში კი, სადაც ყველა ქალი ჩადრით დადის და ჰომოსექსუალები არ არსებობენ, ( წყარო - აჰმადინიჯადი) მიწისძვრა წელიწადში რამდენიმეჯერ ხდება. 2. თბილისის მიწისძვრის მიზეზი 2003 წელს თუ მკრეხელური ფილმის ჩვენება იყო, იგივე ფილმი მანამდეც და მას შემდეგაც, მრავალჯერ გვიჩვენეს და რატომ არ მოხდა იგივე? და საერთოდ, სატელიტური ანტენით სხვა ქვეყნის არხების ნახვა ჩვეულებრივი მოვლენაა და ამ შემთხვევაში, ფილმის გამშვები ქვეყანა უნდა შეირყეს თუ ტელევიზორის ჩამრთველ-მნახველი? 3. პლანეტა დედამიწაზე, ერთი წლის განმავლობაში 3 ათასამდე მიწისძვრა ხდება და მათგან უდიდესი უმრავლესობა ოკეანეების ტერიტორიებზე, მათ ადამიანები ვერც კი გრძნობენ და მხოლოდ მეცნიერები აფიქსირებენ სათანადო მოწყობილობებით. ოკეანეებში ვის სჯის ღმერთი ცოდვებისათვის, თევზებს? მოვცილდები პროზაულ აწმყოს და ბიბლიურ ხანაში გადავინაცვლებ. იმ დროში, როდესაც ნოე საკუთარი ძალებით აშენებული კიდობანით დაცურავს და არარატის მთას დაეძებს. როგორ მოხვდა ნოეს კიდობანში ავსტრალიელი კენგურუ და ანტარქტიდელი თეთრი დათვი? ან სამხრეთ-ამერიკელი იაგუარი და არქტიკელი პინგვინი? როგორ შეიკრიბნენ ეს ცხოველები დღევანდელი ისრაელის ტერიტორიაზე? ოკეანეები გადაცურეს? შეუძლებელია, ეს მომხდარიყო. გარდა ამისა, სხვა შეუძლებლობებიც არის ნოეს კიდობანის გარშემო, მაგრამ ეს არ არის აქ მთავარი. უფრო მნიშვნელოვანია ზნეობრივი მხარე, ვიდრე მიზეზ-შედეგობრივი. კერძოდ კი, იმის რწმენა, რომ ღმერთმა შეიძლება მოკლას ადამიანები. რა იწვევს მიწისძვრას? ამ ინფორმაციის მოპოვება იოლია და მას, სკოლაშიც ასწავლიან ბავშვებს. მისტიკური არაფერია. ის გეოფიზიკური მოვლენა და ‘’ცოცხალი’’ პლანეტისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი თვისებაა. ისევე როგორც, ადამიანისთვის გულისფეთქვა და მაჯისცემა. ზოგჯერ, ადამიანს გული უჩქარდება და წნევა მომატებული აქვს და ეს იმიტომ რომ, ცოცხალია, ისევე როგორც ჩვენი პლანეტა. მაგია კი არა, ‘’მიწიერი’’ მიზეზი აქვს რყევას, დედამიწა იძვრის და როგორც იტყვიან ხოლმე ‘’ ბევრნაირ ადამიანს იტანს’’, მათ შორის ამ ფაშიზმის მქადაგებელ ბატონებს, რომლებიც წინასწარ შთააგონებენ ხალხს - ვისზე იძიონ შური თუ ჩვენთანაც მოხდება მიწისძვრა. არადა, კავკასია სეისმოაქტიურ ზონაშია. ბუნების სტიქიური პროცესებიც კი, სათავისოდ გამოიყენეს ამ ადამიანებმა და მიწისძვრა და წყალდიდობა მათი მოკავშირე გახდა. ამ ბოლო დროს, ‘’ბოლო ჟამით’’ აშინებენ ხალხს და ამყოფებენ აპოკალიფსის მოლოდინის რეჟიმში. სიკვდილის შიში და სიძულვილია ამ ადამიანების მიერ ხალხის მართვის მთავარი ბერკეტი და არა, სიცოცხლის და ადამიანის სიყვარული. P. S. იაპონიის ტრაგედიის შემდეგ, მიწისძვრების გამომწვევი მიზეზების თაობაზე კამათის დროს , ამ და სხვა არგუმენტებზე აქტიურ-ინტერნეტ მრევლისგან პასუხად : „შეგინდოს უფალმა“ და „დიდება უფალს“ - ისმის. რაიმე ახალი ბრძანეთ, თუ შეიძლება. http://netgazeti.ge/GE/49/opinion/4883/%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%96%E1%83%94%E1%83%96%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%93%E1%83%94%E1%83%92%E1%83%98.htm?sms_ss=facebook&at_xt=4d7cff9e8974916b%2C1
  20. გაუნათლებობა ჩვენი მტერი, განსაკუთრებულად რელიგიური გაუნათლებობა, რადგან ეს იწვევს დაუსაბუთებელ აგრესიას
  21. "პროფესორობა" არფერ შუაშია. როცა მასეთი ტიპის სურათს დებ, ე.ი. მეტ-ნაკლებად იზიარებ, შესაბამისად მიგათვალე მაგათ ;)
  22. არ გამოვრიცხავ, მაგრამ იმას კი გამოვრიცხავ, რომ აქ ჩამოვიდნენ და კუკუდამალობანა გვეთამაშონ. არაფერს ვამბობ ფოტოზე ლაქებად გამოჩენაზე ;) გაჟონვაზე ჯერ არაფერი წერია, მოხდა წნევის კონტროლირებული გამოშვებაო, რომელსაც მოყვება რადიოაქტიური ნივთირები, რომლის დიდი ნაწილი გაიფილტრაო
×
×
  • შექმენი...