Jump to content
Planeta.Ge

უცხო_პლანეტელი

პლანეტელი
  • პოსტები

    3.787
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    14

ყველა პოსტი უცხო_პლანეტელი

  1. ეგრე არც ფლუდი ისკჯება სამოქალაქო კოდექსით კი ჩემთვის შეურაცხყოფა გინდ მიშისტობა და გინდ გრეჩიხისტობის წოდება. პრობლემა იმდენად ისტობა კი არა არაამედ ისტობის წოდების საფუძველი და საბაბია. თორემ ფორუმზე გინებაც დიდი საწყენი არა, კლავიატურას ძვალი არ აქვს.
  2. არა მე არავის არ ვბაძავ, სულ ეხლახანს მოვრჩი ბუნებრივი გადარჩევის შესახებ თეორიის ჩამოყალიბებას და ეხლა ფარდობითობისაზე ვმუშაობ არა არ ვიცი, ის ხომ არა თავის შვილს და სიმპანზეს ერთად რომ ზრდიდა? მაგრამ მე ამ ციტატისთვის + არ დამიწერია, ასე რომ ნიშნის მოგებით წერა არ მესმის, მაგრამ მე მგონი არც არის აუცილებელი რომ გავიგო. ხო შემდეგ ნუ გაგიკვირდება თემის გაოფება!
  3. შენ ვერ გაიგე ალბათ რა ვიგულისხმეთ ისტობასი, პიროვნებას შეუძლია საკუთარი ვისტადაც უნდა იმად გაასაღოს, თუგინდ საჯაროდ, მაგრამ სხვა ფორუმელს არ აქვს უფლება მოვიდეს და სხვებს ისტობით საუბარი დაუწყოს. მიზეზი მარტივია მე შეიძლება რაღაცაში მიშას დავეთანხმო და რაღაცაში გრეჩოს, რაღაცაში პუტინს და რაღაცაში ბარაკას, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს იმის საბაბი რომ ვინმეისტის იარლიყი მიაკრან(რაოდენ გასაოცარი არა ერთი და იგივე პოსტეთუ არა თემაში შეიძლება ორმა სხვადასხვა იუზერმა ორი ურთიერთგამორიცხავისტობის იარლიყი მოგაკრას). დანარჩენი მიზეზები დავწერე უკვე. ასევე გინება ან ვიგინებით ანაც არ ვიგინებით, ფეხმძიმობის არ იყოს, ან არის ფეხმძიმე ანაც არა, ისევე აქაც. გინება არა ერთადერთი გზა აგრესსის თუ აზრის გამოსახატავად(იმჰო) ამის შნო რომ გვქონდეს, მასინ ეს წესები საერთოდ არ იქნებოდა საჭირო
  4. analgin ხო მაგრამ, საბოლოვო ანუ ჩასწორებული ვერსია როგორ გამოიყურება, რეალურად აქ იუზერებს შორის არ მომხდარა სეთანხმება, ზოგი გინების ლეგალიზაციას ითხოვს და ზოგი მხოლოდ გარკვეულ შემXვევაში ხოლო ზოგი საერთოდ აკრძალვას(აკრძალვაში იგულისხმება მინიმუმ წაშლა)
  5. ეგრე მწარედ არა, მაგრამ ძალიან არ მოსწონს ჩემს ძმას ეგ წიწაკა და ერთხელ გავაკეთე დიპი(საწებელი) ერთი ავოკადოსგან და ერთი ბულგარულისგან, აბა გამოიცანი რომელი მოეწონა და გასკდა ჭამაში
  6. ალერგია, თუ ჩემ ძმასავით არ გიყვარს, სანამ არ იცის
  7. asesino_141 ჰა გამოტყდი ეხლა , რამდენ მოსწიე მას შემდეგ?
  8. მწადის ნაცვლად ბადრიჯანს და ბულგარულ წიწაკას წამოაცმევ ჩამფურს, თუ კარგად შეკაზმავ ხორც სერიოზულ კონკურენციას უწევს.
  9. მეზობლების მრავალრიცხვიანობით დიდი არ გამოვირჩევით, ამიტომ კარგი ქინება თუ შედარებებს და პოლიტიკასთან ახლოს მყოფ პოსტებს მოვერიდებით, უბრალოდ ასეთმა პოსტებმა შეიძლება თემა გააფუჭოს
  10. ხშირად ჩვენ ჩვენს მეზობლებს არ ვიცნობთ, რაც გაუცხოებას იწვევს. მაგრამ რაც ყველაზე დიდი უბედურეება ჩვენ მხოლოდ პოლიტიკოსების მიერ შექმნილ მითებით ვიცნობთ ერთმანეთს, რაც სწორედ იწვევს შუძლს და გაუთავებელ დავა კამთს, ამიტომ კარგი იქნება თუ ცოტა მეტს გავიგებთ მეზობლების კულტურაზე თუ უბრალოდ ბუნებაზე.
  11. რაღა შორს წავიდეთ და ჩვენი მეზობლებით დავიწყოთ, იმედია იქ ნამყოფებიც გამოჩნდებიან და გაგვიზიარებენ თავიანთ შთაბეჭდილებებს. http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/dd/Flag_of_Azerbaijan.svg/125px-Flag_of_Azerbaijan.svg.png http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/56/Coat_of_arms_of_Azerbaijan.svg/110px-Coat_of_arms_of_Azerbaijan.svg.png სახელწოდება * ოფიციალური: აზერბაიჯანის რესპუბლიკა. * ეროვნული: Azərbaycan, Azərbaycan Respublikası. * ეტიმოლოგია: ძვ. წ. მე-9 ს-ში ამ ტერიტორიაზე არსებობდა რომაული პროვინცია Media Atropatena ან მოკლედ Atropatena. ასე ერქვა მას მმართველის სახელის მიხედვით. დღევანდელი სახელი Azərbaycan მიღებულია რომაული “ატროპატენას” და არაბული “ადერბედაგანის” ტრანსფორმაციით. სხვა ვერსიით, ქვეყნის სახელი ნიშნავს „ცეცხლის ქვეყანას“. * ქვეყნის საერთაშორისო კოდი: AZ. გეოგრაფია აზერბაიჯანის რესპუბლიკა ქვეყანა მდებარეობს ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კასპიის ზღვის სანაპიროზე. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია სამხრეთ–დასავლეთით - საქართველო, სომხეთი, თურქეთი, სამხრეთით - ირანი, ჩრდილოეთით - რუსეთი. აღმოსავლეთით მას კასპიის ზღვა აკრავს. ფართობი შეადგენს 86.600 კმ²-ს. ფართობით იგი ყველაზე დიდი ქვეყანაა ამიერ კავკასიაში. ყველაზე გრძელი სახმელეთო საზღვარი მას აქვს სომხეთთან 566 კმ. ყველაზე მოკლე კი თურქეთთან -9 კმ. აფშერონის ნ/კ მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთით იგი 60 კმ-ით შეჭრილია კასპიის ზღვაში. მისი სიგანე 30 კმ-ია აქ მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი ბაქო. აზერბაიჯანის უმაღლესი მწვერვალია მთა ბაზარდუზუ - 4485 მ, უდიდესი მდინარეები - კური (მტკვარი) და არაქსი. ბუნება რელიეფი. აზერბაიჯანის ტერიტორიის თითქმის ნახევარი უჭირავს მთებს. გვხვდება აგრეთვე ვრცელი ვაკე-დაბლობები. გამოიყოფა 4 მსხვილი გეონორფოლიგიური რეგიონი: კავკასიონი, რომელიც შედგება მთავარი ანუ წყალგამყოფი (მწვერვალი ბაზარდუზუ, 4480 მ) და გვერდითი (მწვერვალი შაჰდაღი, 4243 მ) ქედებისაგან; მცირე კავკასიონი ყარაბაღის ვულკანური მთიანეთითურთ; მტკვარ-არაქსის დაბლობი და თალიშის ანუ ლენქორანის მთები. კავკასიონს გარს ეკვრის დაბალი, ტყიანი მთისწინეთი, ქინა ქედები და ვაკეები. მთები უმთავრესად აგებულია იურული და ცარცული ასაკის ფლიშური (თიხაფიქლები), ნაწილობრივ კარბონატული (კირქვები) და ვულკანოგენური ქანებით, ზღვიური და მოლასური ნალექებით; დახრილი ვაკეები - გვიანდელი პლიოცენის და პლეისტოცენის ფლუვიოგლაციალური და ალუვიურ-პროლუვიური წყებებით; არიდულ მთისწინეთში ხშირია ბედლენდები, გობუსტან-აფშერონის რაიონში - ტალახის ვულკანები. აზერბაიჯანის ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში გადაჭიმულია მცირე კავკასიონის ქედები: შაჰდაღი, მუროვდაღი (მწვერვალი გამიში, 3624 მ), აღმოსავლეთი სევანი, ზანგეზური, დალიდაღი, დარალაგიოზი (აიოძორი), ყარაბაღი; ყარაბაღის ვულკანური მთიანეთი და ნახიჩევანის ქვაბულის ვაკეები. მცირე კავკასიონი აგებულია იურული და ცარცული ასაკის ვულკანოგენური (კვარც-პორფირები, სხვადასხვა ეფუიზიური ქანები) და დანალექი ქანებით (ქვიშაქვები, თიხები, კირქვები, არგილიტები და სხვა), პალეოგენის ვულკანური-ტერიგენული ნალექებით. ყარაბაღის მთიანეთის რელიეფისათვის დამახასიათებელია მეოთხეული პერიოდის ვრცელი ლავური პლატოები. ბევრია ჩამქრალი ვულკანი. მცირე კავკასიონზე ჭარბობს საშუალო მთიანი ტექტონიკური-დენუდაციური რელიეფი. აზერბაიჯანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე თალიშის მთები (მწვერვალი გომურგოი, 2477 მ) უმთავრესად აგებულია მესამეული პერიოდის მძლავრი ვულკანოგენური და ტუფოგენური წარმონაქმნებით. მტკვარ-არაქსის დაბლობი, რომელსაც აზერბაიჯანის ფართობის მეოთხედზე მეტი უჭირავს, აგებულია მეოთხეული კონტინენტური და ზღვიური ნალექებით. მტკვარი და არაქსი დაბლობს ყოფს შირვანის, მილის, ყარაბაღის, მუღანისა და სალიანის ვაკეებად. კავკასიონის სამხრეთი ფერდობის ძირას მდებარეობს მეოთხეული ნალექებით აგებული ალაზან-აგრიჩაის ხეობა (ვაკე), კავკასიონის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით სამურდავაჩის დაბლობი და ყუბის ანუ გუსარის დახრილი ვაკე, თალიშის მთისძირების გასწვრივ კი - ლენქორანის დაბლობი. აზერბაიჯანის დაბლობების აღმოსავლეთი ნაწილი ოკეანის დონეზე დაბლა (28 მ-მდე) მდებარეობს. კასპიის ზღვის ნაპირთან განლაგებულია კუნძულთა ჯგუფები: აფშერონის არქიპელაგი (კუნძულები არტემი, რომელიც ახლა ნაპირთან ჯებირით არის შეერთბული, ჟილოი და სხვა), ბაქოს არქიპელაგი (კუნძულები - ბულა, სვინოი და სხვა) და კუნძულები (ბაქოს უბეში) - ნარგინი, ვულფი, ხანლარი. მნიშვნელოვანი ნახევარკუნძულებია:აფშერონი, მტკვრის ცელა, სარა; ყურეები - აფშერონის, კიროვის და ბაქოს. აზერბაიჯანი მდიდარია წიაღისეულით, განსაკუთრებით ნავთობითა და ბუნებრივი აირით. გვხვდება ალუნიტის, რკინის მადნის, გოგირდის ალმადანის, მოლიბდენის, ბარიტის, კობალტისა და სხვა საბადოები. მოიპოვება ქვამარილი, დარიშხანი, ბევრია (1000-ზე მეტი) მინერალური წყარო (მათ შორის ნარზანის ტიპის ბადამლი და თურშსუ, ესენტუკის ტიპის ისთისუ, მაცესტის ტიპის სურახანი), აგრეთვე სამკურნალო ტალახი და სამკურნალო ნავთობი - ნაფთალანი. სახელმწიფო სისტემა * სახელმწიფო სისტემა: განვითარებადი დემოკრატიული რესპუბლიკა. * სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი ილჰამ ალიევი (Ilham ALIEV, 2003). * საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანი მილი მეჯლისი (125 წევრი). * პოლიტიკური პარტიები: ახალი აზერბაიჯანი, სახალხო ფრონტი, ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია, მუსავატი. * ეროვნული დღესასწაული: 28 მაისი - რესპუბლიკის დღე. ტერიტორიული მოწყობა ზერბაიჯანის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 59 რაიონი, 1 საქალაქო ტერიტორია და 1 ავტონომიური რესპუბლიკა (muxtar respublika). რაიონები გაერთიანებული არიან 12 ოლქში. ოლქი მოსახლ. (ათასი) ფართობი (ათასი კმ²) არაქსისპირეთი 329 4,3 აფშერონი 2,226 5,4 განჯა 540 5,4 კელბაჯარი 264 7,4 ლენქორანი 759 6,1 მთიანი ყარაბაღი 146 2,7 მუღან-სალიანი 634 9,0 ნახჭევანი 370 5,5 ყაზახი 580 7,1 ყარაბაღი 710 6,5 შეკი 542 9,0 შირვანი 674 11,2 ხაჩმასი 464 7,0 დემოგრაფია * მოსახლეობა: 8,239 მლნ (2003), მათ შორის 90% აზერბაიჯანელი, 3,2% დაღესტნელი, 2,5% რუსი, 2% სომეხი. * სახელმწიფო ენა: - აზერბაიჯანული, სხვა ენები - რუსული, სომხური. * რელიგია: ისლამი (შიიტური მიმართულების). * დედაქალაქი: ბაქო (1,235 ათ). * დიდი ქალაქები: განჯა (303 ათასი), სუმგაითი (280), მინგეჩევირი (100), ალი ბაირამლი (72), ნახჭევანი (69). ეკონომიკა ქვეყანას აქვს ნავთობის, რკინის მადნის მნიშვნელოვანი რესურსები, აგრეთვე ბუნებრივი აირი, ფერადი ლითონები, ალუმინი; ეროვნულ შემოსავალში დიდი ადგილი უკავია სოფლის მეურნეობას. სახელმწიფო ვალუტა აზერბაიჯანული მანათია (AZM). უახლესი ისტორია მთიანი ყარაბაღის გამო მეზობელ სომხეთთან კონფლიქტმა გამოიწვია არეულობა ქვეყანაში 1988-89 წლებში. 1990 წელს საბჭოთა ჯარები შევიდნენ ბაქოში წესრიგის დასამყარებლად და გამოაცხადეს საგანგებო მდგომარეობა. 1991 წელს აზერბაიჯანის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს მოსკოვურ პუტჩს. აზერბაიჯანმა გამოაცხადდა თავისი დამოუკიდებლობა და 1991 წელს შევიდა დსთ-ში. 1992 წელს გახდა გაეროს წევრი. განახლდა ომი მთიან ყარაბაღში. ნაციონალისტმა პრეზიდენტმა ა.ელჩიბეიმ ადგილი დაუთმო ყოფილ კომუნისტურ ლიდერს ჰ.ალიევს. 1994 წელს ეუთოს წევრი ქვეყნების მონაწილეობით მიღწეული იქნა დროებითი ზავი, თუმცა კონფლიქტი დღემდე მოუგვარებელია - ტერიტორიის მეშვიდედი ოკუპირებულია და ქვეყნას 800 ათასი ლტოლვილი ჰყავს. ბოლო წლებში იყო რამდენიმე უშედეგო მცდელობა სამხედრო გადატრიალებისა. 2001 წელს აზერბაიჯანი ევროპის საბჭოს წევრი გახდა. კულტურა * არქიტექტურა: ბაქო - შირვანშაჰების სასახლე (XV ს.), ყიზყალასი (XII ს.), ციხე-სიმაგრე იშერი-შეჰერი (XI ს.), ძველი ქალაქი (IX ს.); ნახჭევანი - იუსუფ ქუსეირ-ოღლუს მავზოლეუმი (XII ს.), მომინე-ხათუნი (XIII ს); ძველი ქალაქის კაბალის ნანგრევები (VI ს.), გობუსტანის რეგიონის კლდის გამოსახულებები (ძვ. წ. VII ს). * ლიტერატურა: საგმირო-საფალავნო ძეგლები - "დედე გორგუდის წიგნი" (XII ს.) და „ქოროღლუ“ (XVI ს.); აშუღური პოეზია; სახოტბო პოეზია სპარსულ ენაზე. * მუსიკა: მუსიკალური საკრავები: თარი, საზანი, ქამანჩა, ზურნა, ნაღარა.
  12. ხორცის პროდუქტების რაოდენობის შემცირება მეც საკმაოდ მოვახერხე, ხოლო ყველის გარეშე არსებობა ვერც კი წარმომიდგენია. ისე ჟენეველბს მივბაძზოთ პლანეტელებმა და ერთი უხორცო დღე გამოვახადოთ
  13. ეგ ვეგანობა და არა ვეგეტარიანობა მეცხოველეობა თვითნ კი არის პრობლემატური, მაგრამ მნისვნელოვანი პრობლემები იქმნება მისი ანუ ხორცის გაყინვის და ტრანსპორტირებისას. ვეგანობა რთული და ძვირი ფუფუნებაა პრინციპში ვეგეტარიალობაც
  14. asesino_141 ისე კიდევ ერთი საბაბი რომ ვეგეტარიელი თუ არა ხორცის კომზუმის შემცირებისათვის, დღეს გავუძელი ორმაგ ცდუნებას(ჩემს მეგობარს ძალიან უნდოდა ხორცის ყიდვა) და სამშაბათამდე უარი ვთქვი, ანუ ერთგვარად მოვისპე საშუალება ხორცის მისართმევად. ისე პოლ მაკარტნი უწევდა სერიოზულ პროპაგანდას კოპენჰანგეში
  15. კი მშვენიერი კუნწული და კუნძულია ავსტრალია, მაგის სურვილი მეც მაქვს აბორიგენების ტრადიციაზე წავიკითხე, თუ როგორ ქონდათ სანადირო ტერიტორიები გადანაწილებული, ტომებს შორის არ ხდებოდა ომები სანამ ევროპელები არ დაერივნენ.
  16. სახელწოდება * ოფიციალური: ავსტრალიის კავშირი. * ინგლისური: Australia, Commonwealth of Australia. * ეტიმოლოგია: წარმოსდგება ლათინურისაგან terra australis incognita ანუ „უცნობი სამხრეთი მიწა“. მეთიუ ფლინდერსი (1774-1814) იყო პირველი ევროპელი მკვლევარი, რომელმაც გარს შემოუარა კონტინენტს, აღწერა მისი სანაპირო ზოლი და თავის პუბლიკაციებში პირველად გამოიყენა ტერმინი „ავსტრალია“. * ქვეყნის კოდი: AU. გეოგრაფია და ბუნება ავსტრალიის ფართობი 7.686.850 კვ.კმ-ია, საზღვაო საზღვარი — 34,218 კმ. მას გარს აკრავს ინდოეთისა და წყნარი ოკეანეები. აზიისგან გამოყოფილია არაფურისა და ტიმორის ზღვებით. ავსტრალია მსოფლიოში ყველაზე პატარა კონტინენტია და სიდიდით რიგით მეექვსე ქვეყანა. იგი ასევე ყველაზე დიდ კუნძულად არის მიჩნეული[3]. ავსტრალია სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარეობს: მატერიკზე, კუნძულ ტასმანიასა და მრავალრიცხოვან პატარა კუნძულებზე. ავსტრალიის მფლობელობაშია რამდენიმე მცირე კუნძული, ე. წ. გარე ტერიტორიები, აგრეთვე სექტორი ანტარქკიდაზე. იგი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მთელ კონტინენტს იკავებს. ფართობით ოდნავ ჩამორჩება აშშ-ს (ალასკას გარეშე) და დაახლოებით 32-ჯერ აღემატება მის ყოფილ მეტროპოლიას — გაერთიანებულ სამეფოს. ქვეყანა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 3 680 კმ-ზე, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 2000 კმ-ზე. ავსტრალია, გეოლოგიური თვალსაზრისით, ხმელეთის ერთ-ერთი უძველესი მასივია, რომელიც ჩამოყალიბდა თითქმის 3 მლნ წლის წინ. რელიეფში ჭარბობს პლატოები, მთიან რაიონებს ძირითადად ქვეყნის აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი უკავია. კონტინენტი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. აქ ვრცელდება სუბტროპიკული, ტროპიკული, სუბეკვატორული და ზომიერი კლიმატური სარტ####ბი. კონტინენტებს შორის იგი ყველაზე მშრალია. ქვეყნის აღმოსავლეთით წყნაროკეანულ სანაპიროს გაუყვება დიდი წყალგამყოფი ქედი, რომლის სამხრეთში, ავსტრალიის ალპებში, მდებარეობს ქვეყნის უმაღლესი მწვერვალი კოსციუშკო. დასავლეთი ნაწილი უდაბნოებსა და ნახევარუდაბნოებს უკავია. მათ შორის უდიდესია ვიქტორიის დიდი უდაბნო. დიდი ბარიერული რიფი წარმოადგენს მარჯნის რიფებისა და კუნძულების უზარმაზარ ჯაჭვს წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, ავსტრალიის კონტინენტის, იორკის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონის გაყოლებაზე. იგი გადაჭიმულია 2000 კმ-ზე და მნიშვნელოვნად აფერხებს ნაოსნობას ავსტრალიის ამ რეგიონში. ტერიტორიის 40% ტროპიკებს წარმოადგენს, ერთი მესამედი უდაბნოა (დიდი ქვიშიანი უდაბნო, ვიქტორიის დიდი უდაბნო, გიბსონის ქვიანი უდაბნო). * ავსტრალიის გეოგრაფიული რაიონებია: დასავლეთ ავსტრალიის ზეგანი, ცენტრალური დაბლობი, აღმოსავლეთ ავსტრალიის მთები. * მთის მასივებია: მაკდონელი, ჰამერსლი, კიმბერლი, ნალარბორი, ავსტრალიის ალპები. უმაღლესი მწვერვალია მთა კოსციუშკო (2 228 მ). * უდიდესი მდინარეებია: დარლინგი, მურეი, მარამბიჯი, ლაკლანი. * უდიდესი ტბებია: ეირი, ტორენსი, გერდნერი. * უდიდესი კუნძულებია (კვ.კმ) - ტასმანია (64.519), მელვილი (5.786), კენგურუ (4.416). * ბუნებრივი რესურსები: ბოქსიტები, ქვანახშირი, რკინის მადანი, სპილენძი, კალა, ოქრო, ვერცხლი, ურანი, ნიკელი, ვოლფრამი, მინერალური სილა, ტყვია, თუთია, ალმასი, ბუნებრივი აირი, ნავთობი; http://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/0/0d/Australia-climate-map_MJC01.jpg/662px-Australia-climate-map_MJC01.jpg
  17. მე მგონი ისტობაზე რეფერენდუმი ანუ გამოკითხვა მოვაწყოთ
  18. ეგ კი, მოტივაციის, ანუ დათბობის წინააღმდეგ ბრძოლის გამო არიან ვეგეტარიელები მეთქი არ დამიწერია
  19. ავსტრალია (ინგლ. Australia; ოფიც. ავსტრალიის კავშირი ინგლ. Commonwealth of Australia) — სახელმწიფო ავსტრალიის კონტინენტზე. უშუალო სახმელეთო მეზობელი არა ჰყავს, ზღვით კი ესაზღვრება: ინდონეზია, აღმოსავლეთი ტიმორი და პაპუა-ახალი გვინეა ჩრდილოეთით, სოლომონის კუნძულები, ვანუატუ და ახალი კალედონია ჩრდილო-აღმოსავლეთით და ახალი ზელანდია სამხრეთ-აღმოსავლეთით. 40 000 წლის განმავლობაში, XVIII საუკუნის ბოლომდე, სანამ ევროპელებმა დაიწყეს კონტინენტის ათვისება, ავსტრალიასა და ტასმანიაზე საშუალოდ 250 სხვადასხვა ტომის ავსტრალიელი აბორიგენი სახლობდა. უშუალოდ ჩრდილოეთიდან წამოსული მეთევზეების არარეგულარული სტუმრობისა და 1606 წელს ევროპული აღმოჩენის შემდეგ[1], ავსტრალიის აღმოსავლეთი ნაწილი 1770 წელს დიდმა ბრიტანეთმა მიისაკუთრა და საწყის ეტაპზე პატიმრებით დაასახლა ახალი სამხრეთი უელსის კოლონიები, 1788 წლის 26 იანვარს აღმოჩენიდან. მომდევნო წლებში მოსახლეობა ინტენსიურად იზრდებოდა. XIX საუკუნეში კიდევ ხუთი უფრო დიდი თვითმმართველური ბრიტანეთის ზღვის გადაღმა კოლონია დაარსდა. 1901 წლის 1 იანვარს, ექვსი კოლონია ფედერაციად გაერთიანდა და ავსტრალიის რესპუბლიკა შეიქმნა. ამჟამად ავსტრალიას სტაბილური ლიბერალური დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა აქვს. მისი მოსახლეობა 22 მილიონია, რომლის დაახლ. 60% ცხოვრობს შტატების დედაქალაქებში: სიდნეი, მელბურნი, ბრიზბენი, პერთი და ადელაიდა. ქვეყნის დედაქალაქია კანბერა, რომელიც ფედერალურ ტერიტორიაზე მდებარეობს. ავსტრალია განვითარებული ქვეყანაა, აყვავებული კოსმოპოლიტური საზოგადოებითა და გამორჩეულად მაღალი განვითარების იდექსით, ცხოვრების ხარისხით, სრულფასოვანი ჯანდაცვის სისტემით, ცხოვრების მაღალი ხანგრძლივობით, საყოველთაო საზოგადო განათლებით, ეკონომიკური და პოლიტიკური და სიტყვის თავისუფლებით[2]. ავსტრალიის ქალაქები მსოფლიოს უდიდესი ქალაქების რიგს მიეკუთვნება კულტურული მრავალფეროვნებითა და ცხოვრების ხარისხით. ქვეყანა შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრია: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, დიდი ოცეული, ერთა თანამეგობრობა, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, ANZUS, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური გაერთიანება, წყნარის ოკეანის კუნძულების ფორუმი და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია. http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b9/Flag_of_Australia.svg/125px-Flag_of_Australia.svg.png წყარო
×
×
  • შექმენი...