Jump to content
Planeta.Ge

უცხო_პლანეტელი

პლანეტელი
  • პოსტები

    3.787
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    14

ყველა პოსტი უცხო_პლანეტელი

  1. როგორც თემის ავტორი, ვტხოვ მოდერაცია-ადმინისტრაციას ეს თემა დახუროს
  2. უცხო_პლანეტელი ..... ..... თემის შეგნებულად გაოფებისთვის ხვალამდე შეგეზღუდა დაპოსტვის უფლება. პირადი შეკითხვებსთვის ან პრეტენზიებისთვის პმ-ში მომმართე ან სათანადო პირებს (მაგ: ომბუცმენს) მიმართე. პ.ს. ჩასწორებულია მოდერატორის მიერ.
  3. უცხო_პლანეტელი თემის გაოფებისთვის ამჯერად სიტყვიერი გაფრთხილება მიიღე. თუ კიდევ გაიმეორებ, როგორც აღვნიშნე ფორუმის წესებით გათვალისწინებული შეზღუდვა გავრცელდება შენზეც და ნებისმიერზე ვინც კიდევ შეეცდება თემის შეგნებულად გაოფებას. პ.ს. ჩასწორებულია მოდერატორის მიერ.
  4. დედამიწაზე ათასი სახეობის ჭიანჭველაა და ყველა ისინი საზოგადოებებად ცხოვრობს. საზოგადოებაში თითოეულ ჭიანჭველას თავისი საქმე აქვს: ზოგი დედაა, ზოგი მუშა, ზოგიც მეომარი, მზვერავი თუ მონადირე. ასე ინაწილებენ შრომას ჭიანჭველები თავიანთ საზოგადოებებში. ჭიანჭველები საცხოვრებლად ბუდეებს აგებენ, რომლებიც ერთმანეთთან ბილიკებითაა დაკავშირებული. ბუდეებში უცხო ჭიანჭველა ვერ მოხვდება, რადგან მას სასტიკ ბრძოლას გაუმართავენ და გააგდებენ, ან მოკლავენ. ბუდეს მუშა ჭიანჭველები აგებენ. ამისთვის ისინი ხმელ ტოტებს იყენებენ. ბუდე დაყოფილია, აქ ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. ცალკე აწყობენ ზამთრის მარაგს, ცალკე აქვთ ჭუპრების საბუდარი... ბუდე მიწის ქვეშ ერთი მეტრის სიღრმისაა, რადგან ასეთ სიღრმეში ზამთარშიც კი ზომიერი ტემპერატურაა. ჭიანჭველები დღენიადაგ ზრუნავენ თავიანთ საცხოვრებელზე და იცავენ მის სისუფთავეს. ბუდის დარღვევის შემთხვევაში კი სასწრაფოდ იწყებენ მის აღდგენას. ჭიანჭველები ზამთრისათვის საკვებს იმარაგებენ. სხვადასხვა სახის ჭიანჭველები განსხვავებულ საკვებს ეტანებიან, თქვენ წარმოიდგინეთ, აფრიკაში ხორციჭამია ჭიანჭველებიც ბინადრობენ. თუმცა ყველაზე ხშირად ჭიანჭველები მარცვლეულით ან სოკოებით იკვებებიან. მარცვლეულის შესაგროვებლად მათ დიდ მანძილზე უწევთ გადაადგილება. შეგროვებულ ნადავლში ზოგჯერ ნახშირის ნამცეცები და მინის ნამსხვრევებიც ერევა, მაგრამ საგანგებო ნამცეცა მუშა ჭიანჭველები ნადავლს საგულდაგულოდ ახარისხებენ და ბუდიდან გამოაქვთ ყველაფერი, რაც საკვებად უვარგისია. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მარცვლები ნესტიანდება, მაშინ მეომარ ჭიანჭველებს დანესტიანებული მარცვლები მზეზე გამოქვთ და აშრობენ. ჭიანჭველებს საკვები თავადაც მოჰყავთ. კერძოდ, მათ იციან, როგორ გაამრავლონ სოკო, რითიც თავიანთ მატლებს კვებავენ. ჭიანჭველებს ეხერხებათ მუყაითი და ნაყოფიერი მუშაობა, თუმცა მათთვის უცხო არ არის სხვისი შრომის გამოყენებაც. მაგალითად, ბუდის აგების დროს ერთი სახის ჭიანჭველები ეხმარებიან სხვა სახის ჭიანჭველებს და ეს ხშირად ურთიერთშეთანხმებით ხდება. თუმცა ჭიანჭველებში არსებობს მონათმფლობელობაც. „მონების“ მოსაპოვებლად მეომარი ჭიანჭველები რაზმებად ეწყობიან, გამოდიან ბუდიდან და მეზობელი ბუდისაკენ მიემართებიან. იწყება სასტიკი ბრძოლა, რომელშიც უამრავი ჭიანჭველა იღუპება. გამარჯვებული ჭიანჭველები იჭრებიან მოწინააღმდეგის ბუდეში, იტაცებენ ჭუპრებს და თავისთან მიჰყავთ. ზოგ ჭუპრს ისინი ჭამენ, დანარჩენს კი აცლიან ზრდა-განვითარებას. სწორედ ესენი ხდებიან „მონები“, დამპყრობელი ჭიანჭველები მათ მუშებად იყენებენ. ხშირად ასეთი მონა-ჭიანჭველები შემდგომში თავადაც მონაწილეობენ დამპყრობლურ ლაშქრობებში. გამოყენებული ლიტერატურა: რ.შოვენი „ფუტკრიდან გორილამდე“ თბილისი, 1977 http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/39/Baltic_amber_inclusions_-_Ant_(Hymenoptera,_Formicidae).JPG/290px-Baltic_amber_inclusions_-_Ant_(Hymenoptera,_Formicidae).JPG http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/8d/Scheme_ant_worker_anatomy-en.svg/1000px-Scheme_ant_worker_anatomy-en.svg.png
  5. მოკლედ ფორუმელების სრული უმრავლესობა პოლიტიკაში არიან შეყუჟულები. თან ეს იდიოტური ერფეროვნება არ მოგბეზრდათ??? მართალია პასუხს არ ველი, მაგრამ ვაი და ვინმეს ფახი დაუცდეს ამ განყოფილბაში და შემოეპოსტოს
  6. დინოზავრი სავარაუდოდ გახდა ბევრი ზღაპრის თუ მითის პერსონაჟი. http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/3e/Evolution_of_dinosaurs_EN.svg/1000px-Evolution_of_dinosaurs_EN.svg.png
  7. დინოზავრები (Dinosauria), მეზოზოური ნამარხი ქვეწარმავლების ზერიგი არქოზავრების ქვეკლასისა. იყოფა 2 რიგად: ხვლიკმენჯა დინოზავრებად და ფრინველმენჯა დინოზავრებად. უძველესი დინოზავრები ცნობილია შუა ტრიასული პერიოდიდან. უკანასკნელი წარმომადგენლები კი — ცარცული პერიოდის დამლევიდან. დინოზავრების წინაპრები იყვნენ პრიმიტიული ტრიასული არქოზავრები — თეკოდონტები. თავდაპირველად დინოზავრები ხმელეთზე ცხოვრობდნენ და მტაცებლები იყვნენ, მაგრამ ტრიასული პერიოდის დამლევს მათ გამოეყო პროზავროპოდები, რომლებიც როგორც ჩანს, ყველაფრის მჭამელნი იყვნენ. მათგან წარმოიშვნენ გიგანტური მცენარიჭამია ზავროპიდები, რომლებიც საცხოვრებლად გადავიდნენ დიდ კონტინენტურ წყალსატევებში ან ზღვის სანაპირო ზონაში. ტრიასულ პერიოდში გაჩნდნენ ჰეტეროდონტოზავრები, რომლებმაც შესაძლოა დასაბამი მისცეს ფრინველმენჯა დინოზავრებს. ზოგიერთ დინოზავრებს განუვითარდა სხვადასხვა წარმონაქმნი: ქაცები, ძვლოვანი ჯავშანი, რქები. დინოზავრები კვერცხით მრავლდებოდნენ. ფიქრობენ, რომ თბილსისხლიანი ცხოველები იყვნენ და მაღალი ფიზიოლოგიური ორგანიზაციის ნიშნები ჰქონდათ. დინოზავრები გადაშენდნენ მეზოზოურ და კაინოზოურ ერათა მიჯნაზე. გადაშენების ძირითადი მიზეზი იყო გარემოს გართულება და მკცეთრი შეცვლა. დინოზავრების ნაშთები დღემდე გვხვდება ყველა კონტინენტზე. საქართველოში ცარცული პერიოდის დინოზავრების გაქვავებული ნაკვალევი შემორჩენილია სათაფლიაში (ქუთაისის მახლობლად). http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/6b/Triceratops_AMNH_01.jpg/180px-Triceratops_AMNH_01.jpg http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/96/Saurier2.jpg/300px-Saurier2.jpg
  8. მარტო ფართობი არ კმარა, ესენი არა არიან დამოუკიდებელ ცხოვრებას შეჩვეულები თან მოხუცები ან "ვეტერანები" არიან დიდიწილად. მაქ არის დიდი შენოა თავისი ჰამაკებით, სადაც უმრავლესობა ღამეს ათევს, ზოგიერთებმა ისწავლეს ხეზე ბინის მოწყობაც, უმრავლესობას წამლები ესაჭიროვება+ საჭმელი + მომსახურე პერსონალი და ა.შ.
  9. გული გულობს, ხოლო გული უტვინოდ --> კაჩინსკის ბედისწერა! დაიკიდეს არა ის, სოფლის გამგებელი კი არ იყო კაჩინსკი, კარგი იყო თუ ცუდი! მოკლედ დასწერი დავწერე, მარჩიელობაში ხელს აღარ შეგიშლით
  10. ხო მაგრამ გაცილებით მეტი პენსიონერი შიმპანზე ელოდება ადგილს პანსიონში. ერთი შიმპაზის შენახვა დღეში 27 დოლარი ჯდება
  11. თეორიულად შეიძლებოდა, მაგრამ მოკლე ვადაში უსაფრთხოების უზარმაზარი ნორმები იქნებოდა მისაღები, ეს ხალხი არამარტო საკუთარ თავზე არამედ მთელ ქვეყანაზე აგებენ პასუხს და შესაბამისად ფრთხილობენ! ხოლო მიშას მხოლოდ მატრაკვეცობა აინტერესებს და მეტი არაფერი.
  12. ეს პასიონი 80 ჰეკტარს მოიცავს და 127 შიმპანზე "ისვენებს", უფრო სწორედ ხდება მათი მაქსიმალური რეაბილიტაცია.რეაბილიტაცია რადგან მათ სხვადასხვა ექსპერიმეტნებისთვის იყენებდნენ. ბევრს ტყე კი არადა მწვანე მინდორიც არ ქონდათ ცხოვრებაში ნანახი . მაიმუნების რეაბილიტაცია ძალიან სწრაფად და წარმატებიტ მიმდინარეობსო. მოკლედ სიმპანზეების მცირე ნაწილს მაინც ეღირსა "ტკბილი" სიბერე
  13. Am Sonntag wollen zahlreiche ausländische Spitzenpolitiker und Staatsoberhäupter den Opfern die letzte Ehre erweisen. Allerdings macht die gefährliche Aschewolke eines isländischen Vulkans weite Teile des europäischen Luftraums unpassierbar. Die Flughäfen in Polen waren am Samstag geschlossen. US-Präsident Barack Obama und Bundeskanzlerin Angela Merkel sagten ihre Teilnahme aus Sicherheitsgründen ab. Obama wollte unbedingt anreisen, der US-Präsident gab seine Pläne nach Angaben des polnischen Außenamtssprechers vom Abend aber ebenfalls auf. Bundeskanzlerin Merkel schlug sich per Auto und Bus quer durch Europa. Am Abend musste auch die Kanzlerin ihre Teilnahme an der Trauerfeier für Kaczynski absagen. Deutschland wird bei der Trauerfeier durch Bundespräsident Horst Köhler und Außenminister Guido Westerwelle (FDP) vertreten. Beide werden nach Angaben von Sprechern nach Krakau reisen. Beide werden möglicherweise per Hubschrauber fliegen. http://www.n-tv.de/politik/Letzte-Ehre-fue...icle828752.html აქ წერია სწორედ რომ ვერ შეძლეს პოლონეთსი გადაფრენა ვერც მერკელმა და ობამა სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსებმაცო! მისიკო რომ ყოვლის შემძლეაო ეგ კი ვიცოდი, მაგრამ ეტყობა ან მანამდე იყო პოლონეთსი, ანაც თავისი და თავისი თანმხლებლების სიცოცხლე დაიკიდა. მერკელი პოლონეტს ვერ და არ დაიკიდებდა ამისათვის ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს
  14. აქვე დავამატებ, რომ დაკიდება მხოლოდ საქართველოსი ითვლება კარგ ტონათ, მსოფლიო პოლიტიკაში, თან მეზობელი ქვეყნის დემონსტრაციული დაკიდება მთლად წკვიანური საქციელი ვერ იქნება, პოლიტიკურ შედეგის გარდა ასეთ რამეს სერიოზული ფინანსური ურტიერთობების გარტულებაც ახლავს, რაც ხარაკირის ტოლფასი იქნება ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის ევროპაში.
  15. მიზეზი ძალიან მარტივია იმ პერიოდში ფრენა არ იყო მთელი ევროპის მასშტაბით, მაგრამ თუ არ ვცდები მერკელი მაინც იყო ვერტმფრენით წასული.
  16. Chimp Haven გახლავთ პირველი პანსიონი მაიმუნებისთვის, კერძოდ პენსიონერ შიმპანზეებისთვის. სადაც ძირითადად "ლაბორატორიის" შიმპანზეები არიან. შიმპანზეები რომლებს საკმაოდ რთული ცხოვრება აქვთ ლაბორატორიებსი გადატანილი. საბედნიეროდ მინიმუმ სიბერის "ნორმაულად" გატარების საშუალება ეძლევათ ამ პანსიონის ბინადრებს. ეს პანსიონი შეიქმნა ამერიკის მთავრობის ინიციატივით , რომელიც 14 მილიონი დოლარი დაჯდა. მეტი ინფო http://www.chimphaven.org http://1800sunstar.com/zzbarbara-steinberg-art/giclee-art-gallery01/art-images/chimp-haven-org-banner.jpg
  17. ეტყობა ეს სამილი დაგრუზულის მაილიკია რაო მმკ-მ საბოლოვოდ ეჰჰ რა დრო იყო, მე კაი ბიწი ვარ ძმაოს გაიძახდნენ, ეხლა კიდებ მე მარტმადიდებელი ვარ ძმაოს ხო, ქურდთან ასვლაც მოდაში იყო :რა გვიქნა მიშამ სმაილიკი:
  18. ძალიან ფილოსოფიური კითხა, იქნებ ცოტა დააკონკრეტო რას გულისხმობ შენ ხუმრობ და გურიაში ლობიოს გამზრდელს ეძახდნენ ერთი პერიოდი
  19. დიდი მადლობა, მაკარიჩიც ხომ არ ვიკისრო გმადლობთ რჩევისთვის, ძვირფასო, აუცილებლად გავითვალისწინებ, იმედია მოდერიც გაარკვევს ვინ დააყენა რეალურად სუნი და ვინ არა
  20. ძალიან კარგი, მე მხოლოდ იმას მეუბნებოდნენ ბავშვობაში ზოგიერთი ჭკვიანი თუ ზრდილობიანი ხალხი, ზრდილობიანი ადამიანი სხვის უზრელობაზე არ საუბრობსო, შეიძლება ცდებოდნენ. როგორ ამბობენ ხოლმე დრონბი მეფობენო, ტუ რაღაც მაგდაგვარი
  21. ცოდნა VERSUS უმეცრება და ტოლერანტობა VERSUS ჰომოფობია ლელა გაფრინდაშვილი 5 ჰომოფობიაზე საუბარს ბევრი გაურბის. ზოგი ხელებს ასავსავებს: ჰომოსექსუალი ავადმყოფი და ზნედაცემულია, ამიტომ უნდა მოვარიდოთ საზოგადოებასო, ზოგი - უხერხულად იღიმება და წითლდება. ზოგი კი ამ საკითხებზე კვალიფიციური აზრის გამოთქმას და ოპონირებასაც ერიდება, რადგან ეშინია, ვინმე ნეობოლშევიკმა არ ჰკითხოს: რაღაც ისეთი გულმოდგინებით ლაპარაკობ, შენ თვითონ ხომ არა ხარ მაგ ჯგუფის წევრიო? მაგრამ, თუ გინდა რეალისტი იყო, უნდა ჩაერიო კიდეც, უნდა გამოხატო შენი შეხედულება, თუნდაც შიში, და იმოქმედო სიძულვილის წინააღმდეგ. სწორედ შეხედულებების, პოზიციების სიმრავლე ბადებს ცოდნას და ებრძვის უმეცრებას. ინგა გრიგოლიამაც მოახერხა და 2003 წლის 4 ივლისს, ამ თემაზე სასაუბროდ რამოდენიმე ადამიანი დაიყოლია. სწორედ მათ მიერ დაფრქვეული "მარგალიტები" მინდა გაგახსენოთ. სანდრო ბრეგაძე, ფრაქცია "აღორძინება": "ეს (ჰომოსექსუალობა) არის სერიოზული პრობლემა... მე საკითხს ასე დავსვამ - რამდენად პრესტიჟულია ჰომოსექსუალიზმი დღეს საქართველოში?პოლიტიკიდან დაწყებული, კულტურის და ხელოვნების მუშაკებით დამთავრებული, ბევრი ადამიანი ჰომოსექსუალიზმის ნიშნით იკეთებს გარკვეულ კარიერას. (აქ ორატორმა გაიხსენა ფრანგული ფილმი, სადაც, მისი თქმით, წარუმატებელი ჰეტეროსექსუალი პირველხარისხოვანი ადამიანი ხდება მას შემდეგ, რაც თავს ჰომოსექსუალად გაასაღებს, ხოლო მიზანსწრაფული, რეგბისტი მაჩო მეორე პლანზე ინაცვლებს)... საშა პარიკმახერი, რომელმაც მოიტყუა, რომ ჰომოსექსუალისტია, ამის შემდეგ წამოვიდა კლიენტები... ეს სომეხი, რომელიც ავლაბარში უნდა ყოფილიყო პარიკმახერი, გადამიქციეს მე თბილისში ერთ-ერთ პრესტიჟულ ადამიანად... მერე ეს საშა წერს, რომ ქმნის გეი კლუბს, სადაც ყველა უნდა გაერთიანდეს. ეს არის დივერსია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ... ეს არის სექტა, რომელთაც ერთმანეთის გატანა უფრო შეუძლიათ, ვიდრე ჩვენ, ნორმალურ ადამიანებს. ეს სექტა წარმოაჩენს უნიჭო ადამიანებს, რომლებმაც უნდა მოახდინონ იმ ღირებულებების დეგრადირება, რომელიც არსებობს. მე, სიმართლე გითხრა, გულის სიღრმეში შეიძლება დიდი სიამოვნებით დავეთანხმო ადოლფ ჰიტლერს, რომელმაც რამოდენიმე გემი გაგზავნა ზღვაში და ჩაძირა, სადაც გარკვეული ადამიანები იყო თავმოყრილი. ამავე დროს ვერ გავიზიარებ იმას, რომ პარლამენტში მოგვდის ევროსაბჭოდან რეკომენდაციები, რომ ყველანაირად ხელი შევუწყოთ ჰომოსექსუალისტებს. და ეს იყო რამდენიმეჯერ გამოგზავნილი. მე ვთვლი, რომ საკანონმდებლო ბაზა უნდა იქნას მიღებული, რომლითაც ამ ადამიანებს ჩაუტარდებათ იძულებითი მკურნალობა და თუ არ განიკურნებიან, მაშინ.... ... მე ვზრუნავ ჩემს შვილზე, რადგანაც ეს აღიქმება მომდევნო თაობებისთვის რაღაცად, რაც შეიძლება მისთვის გახდეს წარმატების მოპოვების საწინდარი. არც საზღვარგარეთ და არც საქართველოში ისინი ნიჭიერები არ არიან, ისინი არიან "ნეუდაჩნიკები", წარმატებას სახელისუფლებო სტრუქტურებში მოკალათებულების წყალობით აღწევენ... მე ვიცი, რომ საქართველოში რამოდენიმე მინისტრი დანიშნულია მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მას ჰქონდა გარკვეული კონტაქტი ერთ-ერთ ჰომოსექსუალისტთან..." საკუთარი შეხედულება ფეშენის სფეროში მოღვაწე ნინო ჩქარეულმაც გამოთქვა: "ნამდვილად ვერ ვიქნები ლოიალური ამ პრობლემის მიმართ იმიტომ, რომ საქართველო ტრადიციული, მართლმადიდებლური ქვეყანაა. კაცმა არ უნდა დაკარგოს კაცურობა და ქალმა - ქალურობა, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ყველა ადამიანს აქვს უფლება, რომ თავისი ცხოვრებით იცხოვროს". (სტილი დაცულია. ლ.გ) პოეტი დავით გოგიბედაშვილი: "... თუ კი ქალბატონები დარჩებიან კაცების გარეშე, ხომ გადავშენდებით, ისედაც ცოტანი ვართ?.. ... თუ კი ქალის და კაცის ურთიერთობა არის ბუნებრივი, რადგან მოაქვს ნაყოფი, ამიტომ არ შეიძლება "+ და + / " - და -" იყოს ბუნებრივი, ნაყოფი არ მოაქვს, განვითარება არ ხდება. ანუ ავხორცულად აღტყინება, ახურება ამაზე და ამის თავსმოხვევა, რომ "მე ინვალიდი ვარ" თუ "მე უბრალოდ ასეთი ვარ" თუ კიდევ ემატება "მე გარყვნილი ვარ". მანკიერი არის მაშინ საზოგადოება, რომ ასეთი ხალხი ორგანოზაციას აიღებს თავის ხელში და დაიწყება ამის დანერგვა, რაც ხშირად ხდება. მანკიერი და მომაკვდინებელი ცოდვა გულისხმობს ბუნების საწინააღმდეგო ცვლას, ანუ რაც არ არის მეცნიერული, რაც არ არის ადამიანთან მიახლოებული მისი მისწრაფებით და სურვილებით. თუ კი მიდრეკილება აქვს ამ კაცს ამისი, მე საშიშროება არ უნდა შემექმნას. მე დღეს მოქალაქეს მექმნება საშიშროება იმაში, რომ ვიცი არსებობს რაღაც ორგანოზაცია, კასტა, რომელიც იმართება და ფინანსდება.... მე, რომელიც ვეტრფი ქალს, მესამე ცოლი მყავს... მე მგონია გარყვნილი კუთხით მომრავლდნენ (ჰომოსექსუალები). აგრესია მათი მხრიდან უფრო არის. მალე შეიძლება ჩვენ აღმოვჩნდეთ სექსუალური უმცირესობა..." (სტილი დაცულია. ლ.გ) ნიკა ქავთარაძე (მაშინ რადიო 101-ს წარმომადგენელი) ჰომოსექსუალებისადმი შიშს ამ საკითხის უცოდინარობით ხსნიდა და ამტკიცებდა, რომ 5-6 წლის წინ საქართველოში საყურიანი მამაკაცებისაც ეშინოდათ, მაგრამ მერე "ვიღაცეებმა გაიცნეს ასეთები, ერთად იქეიფეს, პახმელიაზე ხაში ჭამეს და მიხვდნენ, რომ ჩვეულებრივები არიან. მათ წინააღმდეგაც იგივეს ამბობდნენ, რომ შემოდის რაღაც გაუგებარი და ვიღუპებითო. მე მქონდა შაყირი, სადაც ვამბობდი, რომ საქართველოში პიდარასტები უფრო მეტნი არიან-მეთქი, ვიდრე ჰომოსექსუალები. ჰომოსექსუალი საშიში არ არის, რადგან მას არც პოლიტიკაზე და არც იდეოლოგიაზე ზემოქმედება არ შეუძლია. საშიშები არიან ღიპიანი და ულვაშებიანი ბიძები, რომლებიც პოლიტიკას გეგმავენ და ახორციელებენ". (სტილი დაცულია. ლ.გ) ინგა მთელი ეთერის განმავლობაში მოუწოდებდა სტუმრებს, ამავე გადაცემაში გასული სიუჟეტის გმირზე, ჰომოსექსუალზე ესაუბრათ, რომელიც ძალადობისა და იზოლაციის მსხვერპლია, მაგრამ ჩვენ ხომ ცოცხალ და რეალურ ადამიანებზე საუბარი არ შეგვიძლია, წარსულზე და მიცვალებულებზე, რამდენიც გინდათ! ბოლო სიტყვა ინგამ ნინოს ჩქარეულს მისცა. პოეტ დავითს მღელვარება დაეტყო - ეპილოგზე პასუხისმგებლობა ქალს ვერ მიანდო, ყურში რაღაც უჩურჩულა და სთხოვა - საქვეყნოდ გამოაცხადეო, რაც ნინომ ფრიადზე შეასრულა: "მამაკაცებო იყავით ფხიზლად! არ დაკარგოთ თქვენი კაცურობა და ხიბლი!"- თქვა მან და წამყვანიც დაგვემშვიდობა. ამ გადაცემას არანაირი საზოგადოებრივი გამოხმაურება არ მოჰყოლია ისევე, როგორც გოჩა ფიფიას გამოსვლას - პარლამენტარების წარმომავლობის შესახებ დოსიეების შექმნის თაობაზე. ჩვენ გადავყლაპეთ პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის მოსაზრებაც, რომ საქართველოში პირველ პოზიციებზე მხოლოდ ეთნიკურად ქართველები უნდა იყვნენ და რომ მისთვის "წითლები" უფრო მისაღებია, ვიდრე - "ცისფერები" და აკაკი ასათიანის "შავი ქალიც"! ასეთი აზრების კრიტიკის გარეშე შეუძლებელია ჰომოფობიის (ჰომოსექსუალების მიმართ ირაციონალური, ფანატიკური შიში და სიძულვილი) დაძლევა. გაუცნობიერებელი შფოთვების მოხსნა კი მხოლოდ გონების, ცოდნის ძალით შეიძლება. მთავარი სწორედ ამ შიშის გაცნობიერება და დაძლევაა. ვინ უნდა იბრძოლოს, ვისი სახელით და როგორ? საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ ჯგუფის თანასწორი მონაწილეობისთვის სამი პირობაა საჭირო: ამ ჯგუფის ხილულობა (coming out), მათ მიერ მათი პრობლემების სახელდება და ამოთქმა (naming and speak out) და ამ პრობლემების მოგვარებისთვის ქმედება (acting). მშვენივრად მესმის, თუ როგორ რისკს უკავშირდება ჰომოსექსუალის თვითპრეზენტირება და საკუთარი სახელით ლაპარაკი. მაგრამ ასევე მესმის, რომ მხოლოდ ამით შეიძლება დაიძლიოს ეს მისტიკური, უგუნური თეორიები ჰომოსექსუალების, როგორც განსაკუთრებით საშიში ადამიანების მიმართ, რომელთაც, თურმე, როგორც კეთროვანებს ისე უნდა ერიდო. ვეღარც ტვინგაცხელებული იდეოლოგები და პოლიტიკოსები გაგვაცურებენ თავიანთი შეგონებებით, რომ ადამიანი მისი ბიოლოგიური თავისებურებების მიხედვით უნდა შევაფასოთ და არა - გონებრივი მონაცემებით. დასრულდება შუასაუკუნეობრივი სიბნელით გაზავებული საყოველთაო მსჯელობა იმაზე - ვის როგორი სექსუალური ცხოვრება აქვს. სექსუალობა ადამიანის პირადი საქმეა. საზოგადოებას კი უნდა აინტერესებდეს ადამიანი, როგორც პროფესიონალი და მოქალაქე. ამ ადამიანების მიმართ ტოლერანტულობა ჰუმანიზმის პროპაგანდაა და არა - ჰომოსექსუალობის. ამავე დროს ეს არის გაცნობიერებული უარი რასისტულ და ქსენოფობიურ იდეალებზე, შენთვის უცხო, შენგან განსხვავებული ადამიანების სიძულვილზე. ჰომოფობია რომ კაცობრიობის ამ მანკიერებებთანაა კავშირში, კიდევ ერთხელ დაადასტურა ამ რამოდენომე დღის წინ, ისევ ინგა გრიგოლიას სტუმარმა მამუკა გიორგაძემ, (იგორ გიორგაძე არ გეგონოთ!). იგი ეკლესიის დანგრევის ფაქტს ეხმიანებოდა (რაც ნამდვილად ვანდალიზმია) და თქვა, რომ ხელისუფლებას უნდა საქართველო გაურკვეველი სარწმუნოების, გაურკვეველი სქესის და გაურკვეველი რასის ქვეყნად აქციოსო. ეს აზრი არცერთ თანამოსაუბრე პოლიტიკოსს (ფიქრია ჩიხრაძე და სალომე ზურაბიშვილი) არ გაუპროტესტებია. ჩვენ კი მოვდექით და ვაპროტესტებთ, მაგრამ ვინ გვისმენს?
×
×
  • შექმენი...