planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
რომასთან შეხვედრის დროს მილანის ინტერნაციონალეს ერთ-ერთმა ლიდერმა თეძოს ტრავმა მიიღო. იხილეთ fanebi.com
-
ბოლტონის წინააღმდეგ მატჩში წითელმა ეშმაკებმა ქულებთან ერთად ფეხბურთელიც დაკარგეს. იხილეთ fanebi.com
-
ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა პეპე გვარდიოლამ თავის კოლეგას, მადრიდის რეალის მთავარ მწვრთნელს უპასუხა რომელმაც განაცხადა რომ ბარსას ზოგიერთი გუნდი თამაშის დაწყებამდე ნებდება. იხილეთ fanebi.com
-
ნალჩიკის სპარტაკის ნახევარმცველმა გოგიტა გოგუამ დინამოსთან გამარჯვების შემდეგ აღნიშნა რომ მის გუნდს შეუძლია ხუთეულში მოხვდეს. იხილეთ fanebi.com
-
ვესტ ჰემის მთავარი მწვრთნელი ტოტენჰემთან გამარჯვებით კმაყოფილი დარჩა, თუმცა აღნიშნა რომ წინ დიდი სამუშაოა და მისი გუნდი ცხრილის ბოლოდან უნდა ამოძვრეს. იხილეთ fanebi.com
-
http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/s6.jpg დღეს საღამოს ქულების დაკარგვასთან ერთად დავკარგეთ ძირითადი ადგილის მოთამაშე პოლ კონჩესკი, მართალია ცოტა ხნით, მაგრამ მაინც…კონჩესკიმ მატჩის 28-ე წუთზე მიიღო ტრავმა და როი ჰოჯსონმა იგი დანიელ აგერით ჩაანაცვლა. პოსლ მოუწევს მომდევნო ორი მატჩის გამოტოვება. ცოტა ხანში გაირკვევა თუ რომელ გუნდთან ვიხილავთ “ლივერპულის” მარცხენა მცველს. ინფორმაციის წყარო: Liverpoolfc.Tv View the full article
-
http://a.pix.ge/j/j3l3r.jpg გთავაზობთ “წითლების” შეფასებებს დასანანი მატჩიდან. რეინა – 6.5 გლენ ჯონსონი – 6.5 კარაგერი – 6.5 შრკტელი – 6.5 კონჩესკი – 6.0 პოულსენი – 5.5 ჯერარდი – 7.5 დირკ კიუტი – 6.5 რაულ მეირელეში – 6.5 ჯო კოული – 6.5 ტორესი – 7.0 შესვლაზე შემოსულნი: ნ’გოგი – 6.5 აგერი – 6.0 როგორც ხედავთ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი “ლივერპულის” მხრიდან გუნდის კაპიტანი სტივენ ჯერარდია, ხოლო ანტიგმირი კი -კრისტიან პოულსენი. <p style="text-align: right;">ინფორმაციის წყარო: Goal.Com View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/wall_street_journal.jpg გორდონ ფერკლაფი, ალიქს ფრიდმანი ნიუ–ორკი – უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კიევს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ იმავდროულად მოსკოვთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნება სჭირდება, რომ მისი ქვეყანა დასავლეთისთვის რუსული ენერგორესურსების სანდო ტრანზიტად დარჩეს. პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, ამ წლის დასაწყისში პრეზიდენტის პოსტზე არჩევის დღიდან, სერიოზულ ძალისხმევას ხარჯავს მოსკოვთან გაფუჭებული ურთიერთობების მოგვარებისთვის. ოთხშაბათს მან აღნიშნა, რომ კიევი „უკვე თამაშობს სანდო ხიდის როლს“ ევროპას და რუსეთს შორის. „უკრაინა მტკიცედ მიიწევს წინ ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა იანუკოვიჩმა Wall Street Journal–თან ინტერვიუში, ამ კვირაში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის დაწყების წინა დღეს. იმავდროულად, თქვა მან, „ამ გზით სიარულის დროს, ჩვენ არავის განაწყენება არ გვსურს“. უკრაინის გეოგრაფიული მდებარეობისა და იმის გათვალისწინებით, რომ კიევი ევროკავშირის ქვეყნებისთვის რუსული ენერგორესურსების მიწოდებით შემოსავლის მიღებისკენ მისწრაფვის, „ჩვენ განწირული ვართ მტკიცე ბალანსის შენარჩუნებისთვის“, – აღნიშნა პრეზიდენტმა. იანუკოვიჩი ევროკავშირის ხელმძღვანელებს შეხვდა, ამ რეგიონალურ ბლოკში გაწევრიანების გზაზე პირველი ნაბიჯების განსახილველად. მხარეებს შორის უმაღლესი დონის შეხვედრა ნოემბრისთვისაა დაგეგმილი. უკრაინა ევროკავშირთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ასევე თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმების გაფორმების შესახებ. იანუკოვიჩის თქმით, რუსეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი არ არის. 2004 წლის „ნარინჯისფერი რევოლუციის“ შემდეგ უკრაინაში, როდესაც ხელისუფლებაში ღიად პროდასავლელი პოლიტიკოსები მოვიდნენ, ურთიერთობა კიევს და მოსკოვს შორის მკვეთრად გაუარესდა. უკრაინის და რუსეთის დაპირისპირებას დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებაში სერიოზული შეფერხებები მოჰყვა. „ნარინჯისფერი რევოლუციის“ დროს დემონსტრანტებმა მიაღწიეს იანუკოვიჩის გამარჯვების გაუქმებას 2004 წლის დისკრედიტირებულ არჩევნებზე. მაგრამ უთანხმოება და დაპირისპირება თავად ნარინჯისფერი კოალიციის შიგნით ნელ–ნელა იმით დასრულდა, რომ ამომრჩევლებმა მას ზურგი შეაქციეს. თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იანუკოვიჩმა გაიმარჯვა. ეს არჩევნები შეფასდა, როგორც პატიოსანი და სამართლიანი. იანუკოვიჩის მთავრობამ რუსეთთან მისი შავი ზღვის ფლოტისთვის უკრაინის ტერიტორიაზე იჯარის გახანგრძლივებაზე მოაწერა ხელი. სანაცვლოდ რუსეთმა უკრაინას ბუნებრივ გაზზე ფასები შეუმცირა. პრეზიდენტმა ასევე უარყო მისი წინამორბედის პირობა უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე. იანუკოვიჩის თქმით, უკრინას და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობა „დამღუპველი იყო არამხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის“. მან აღნიშნა, რომ ვაჭრობა უკრაინას და რუსეთს შორის, რომლის მოცულობაც წინა ხელისუფლების დროს მკვეთრად შემცირდა, დღეს „ნორმალურ კალაპოტს უბრუნდება“. იმავდროულად, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინისთვის ევროპული ინტეგრაცია მნიშვნელოვანი „ინსტრუმენტია ქვეყნის მოდერნიზაციისა და მისი მიახლოებისთვის თანამედროვე ევროპულ სტანდარტებთან“. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ „უკრაინამ ეს გზა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიაროს“. უკრაინის პრეზიდენტი შეუერთდა მათ, ვინც კიევში „სამხრეთ ნაკადის“ გაზსადენის (შავი ზღვის გავლით ევროპისკენ) მშენებლობის საწინააღმდეგო კამპანიას ეწევა. მისი თქმით, ეს მილსადენი, რომელიც გვერდს უვლის უკრაინას, ნაკლებად უსაფრთხო იქნება და გაცილებით ძვირი დაჯდება, ვიდრე მოქმედი უკრაინული ქსელის მილსადენების მოდერნიზაცია. პრეზიდენტმა თქვა, რომ ურთიერთობა უკრაინას და რუსეთს შორის დღეს მყარ საფუძველზე დგას, ამიტომ „სამხრეთ ნაკადის“ მშენებლობის აუცილებლობა არ არსებობს. გარდა ამისა, იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინა არ აპირებს ხორბლის ექსპორტის აკრძალვას. ასეთი ზომებისადმი შიშმა ხელი შეუწყო ხორბალზე ფასების ზრდას, რადგან გვალვის გამო სერიოზულად დაზარალდა მოსავალი რუსეთში, რის შედეგადაც მოსკოვმა ხორბლის ექსპორტი შეწყვიტა. „ჩვენ ექსპორტზე აკრძალვები არასდროს დაგვიწესებია. და ამის გაკეთებას არც ვაპირებთ. არ ვაპირებთ არც კვოტების დაწესებას გაყიდვებზე“, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა. ოპოზიციის ლიდერები იანუკოვიჩს და მის პოლიტიკურ მოკავშირეებს იმაში ადანაშაულებენ, რომ პრეზიდენტი მათ დევნის და სტაბილურობის უზრუნველყოფის საბაბით სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს. იანუკოვიჩმა პრობლემების არსებობა დაადასტურა. „ისევე როგორც სხვა პოსტ–საბჭოთა სახელმწიფოებს, უკრაინასაც აქვს მისი პრობლემები“, – თქვა მან. ამასთანავე, მათ ქრონიკული ან სისტემური ხასიათი არ აქვთ, დასძინა მან. „არსებობს ცალკეული და ერთეული შემთხვევბი, როდესაც ირღვევა უფლებები და თავისუფლებები და ჩვენს პოლიტიკაში ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ“, – თქვა იანუკოვიჩმა. ორიგინალი ორიგინალი
-
http://b.pix.ge/c/q0nz3.jpg მორიგი იმედგაცრუება მოჰყვა დღევანდელ საღამოს… 6 ტურის შემდეგ “ლივერპულმა” მხოლოდ 6 ქულა გამოიმუშავა…ასეთი შედეგით ალბათ კიდევ ავცდებით სანატრელ ოთხეულს. http://b.pix.ge/v/syw7h.jpg http://b.pix.ge/x/2pr8d.jpg http://a.pix.ge/e/uaany.jpg http://a.pix.ge/j/j3l3r.jpg http://b.pix.ge/q/h8r7t.jpg http://b.pix.ge/x/xy601.jpg http://a.pix.ge/s/kojx3.png http://a.pix.ge/l/erza7.png View the full article
-
http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/s1.jpg გთავაზობთ “ლივერპულის” ფეხბურთელების სურათებს “სანდერლენდთან” მატჩში. http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/s2.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/s3.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/s5.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/s4.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/s6.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/s7.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/s8.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/s9.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/s10.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/s11.jpg ინფორმაციის წყარო: liverpoolfc.tv View the full article
-
http://i.dailymail.co.uk/i/pix/2010/09/25/article-1314958-0B58BD55000005DC-296_468x314.jpgლივერპულმა სანდერლენდთან ფრედ 2:2 ითამაშა. დღევანდელ შეხვედრაში წითლებს ტრავმამოშუშებული დირკ კუიტი დაუბრუნდა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში დააყენა როი ჰოჯსონმა. შეგახსენებთ, რომ 29 აგვისტოს შემდეგ ეს იყო კუიტის პირველი თამაში. მატჩი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და ფაქტიურად პირველივე შეტევა გოლით დასრულდა, თუმცა გვერდითმა არბიტრმა ფერნანდო ტორესზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. ამის მიუხედავად სანდერლენდი სწრაფ გოლს მაინც ვერ გადაურჩა. გოლი კი საკმაოდ კურიოზული გამოვიდა. მეტოქე გუნდის მცველმა მეკარესთან შეუთანხმებლად ითამაშა. თუმცა სწრაფად გაერკვა ვითარებაში ფერნანდო ტორესი და გოლკიპერთან პირისპირ გავიდა. იქ მას კუიტი გაეხსნა, ელ ნინიომ პასი არ დაუგვიანა და 1:0. ამის შემდეგაც უპირატესობა მასპინძელთა მხარეს იყო. სანდერლენდის ფეხბურთელები აქა-იქ თუ “უჩხვლეტდნენ” წითლებს. ცოტა ხანში უკვე ჯერარდმა ითამაშა მეკარესთან შეუთანხმებლად და რომ არა რეინას სწრაფი რეაქცია, შესაძლოა სტუმრებს ანგარიში გაეთანაბრებინათ. სანდერლენდის ერთ-ერთი იშვიათი შეტევის დროს მათ მიერ საჯარიმოში ბურთის ჩაწოდებას მოჰყვა ის, რომ ტყავის სფერო პოულსენს შეეხო ხელზე. კონტაქტი იმდენად აშკარა იყო, რომ მსაჯმა უყოყმანოდ მიუთითა თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ. დარენ ბენტის დარტყმის კუთხე რეინამ კი გამოიცნო, თუმცა არ გაუმართლა და ანგარიშიც გათანაბრდა. ორიოდე წუთში პოლ კონჩესკიმ საკუთარ საჯარიმოში ბურთზე ითამაშა და ისე, რომ მას მეტოქე არ შეხებია ტრავმა მიიღო და იგი დანიელ აგერმა შეცვალა. ამის შემდეგ მნიშვნელოვანი პირველ ტაიმში აღარაფერი მომხდარა და გუნდები შესვენებაზე ანგარიშით 1:1 გავიდნენ. მეორე ნახევარი ორი წუთის განახლებული იყო, როდესაც სტუმართა შეტევის დროს მარჯვენა ფლანგიდან ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდეს, სადაც დარენ ბენტმა თავით მეორე გოლი გაიტანა და დუბლი გაიფორმა. მიუხედავად იმისა, რომ ლივერპული მდევრის როლში აღმოჩნდა, ბენტის მეორე გოლის შემდეგ უპირატესობას კვლავ სტუმრები ფლობდნენ. მათ რამდენჯერმე დაარტყეს რეინას კარის მიმართულებით, ხოლო მერსისაიდელები ვერაფრით ახერხებდნენ ნორმალურად შეტევის განვითარებას. უხეშად თამაშის გამო ტორესმა და კუიტმა გაფრთხილებები მიიღეს. სანდერლენდი კვლავ განაგრძობდა შეტევას და ალბათ, ჰოჯსონი მიხვდა, რომ მის გუნდს სასწრაფოდ სჭირდებოდა შემტევი ფეხბურთელი. მან პოულსენი ნ’გოგით შეცვალა. თითქოს ამ ცვლილებას ელოდნენო, მაშინვე გააქტიურდნენ სტუმრები. კოულმა ითამაშა კარგად და დაარტყა კიდეც კარის მიმართულებით, თუმცა არაზუსტად. ლივერპულელებმა ტემპი არ დააგდეს და მალე ანგარიშიც გაათანაბრეს – ფერნანდო ტორესმა ფლანგზე ითამაშა ძალიან კარგად და საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც ჯერარდმა თავით დაარტყა და საკმაოდ ლამაზი გოლის ავტორი გახდა. ამის შემდეგ მასპინძელთათვის უსიამოვნო ფაქტი მოხდა. ბურთზე ბრძოლის დროს ერთმანეთს შეეჯახნენ შკრტელი და კარაგერი, ამ უკანასკნელს წარბი გაუსკდა და მოედნიდან სასწრაფოდ გავიდა, ხოლო შკრტელს თავი შეუხვიეს და თამაშის გაგრძელება შეძლო. რამდენიმე წუთი ლივერპული კაცნაკლული თამაშობდა, თუმცა როგორც კი კარაგერს წარბი დაუმუშავეს და ფორმაც გამოუცვალეს, წითლების ვიცე-კაპიტანმა მოედანზე ისე შეირბინა, რომ მაისურს გზადაგზა იცვამდა. არბიტრმა ეს შენიშნა და მალვე უკან დააბრუნა, რასაც ტრიბუნებიდან საკმაოდ მძაფრი რეაქცია მოჰყვა. თუმცა, თავად ეპიზოდი სახალისო ნამდვილად იყო. მატჩი განახლდა და მალე მსაჯმა წესების დარღვევისთვის ჯერარდიც გააყვითლა. მასპინძლები განაგრძობდნენ შეტევებს. მატჩის მიწურულს მათ ჰქონდათ გოლის გატანის შანსი, თუმცა ვერ გამოიყენეს. შეხვედრის კულმინაცია იყო დამატებითი დროის ბოლო წუთი, როდესაც მერსისაიდელები კიდევ უფრო ახლოს იყვნენ გამარჯვების გოლის გატანასთან, თუმცა სტუმართა მეკარემ ითამაშა თავგანწირვით. საბოლოოდ, შეხვედრაში საბრძოლო ფრე 2:2 დაფიქსირდა. View the full article
-
http://dailycontributor.com/wp-content/uploads/2010/01/fa-cup-liverpool-vs-reading-live-stream-free.jpg მათ, ვინც არ იცით, თუ სად, ან როგორ უნდა უყუროთ მატჩს “ ”ლივერპული – სანდერლენდი” , მაშინ გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს… შეგიძლიათ, შეხვიდეთ საიტზე Livetv.ge , მოძებნოთ სასურველი მატჩის ლინკები ძალიან მარტივად, და თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობი პროგრამის – Sopcast-ის საშუალებით უყუროთ. ვინც არ იცით, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს პროგრამა – წაიკითხეთ ; პროგრამის გადმოსაწერად კი დააჭირეთ აქ! შედიხართ საიტზე Live.fanebi.com , მოძებნით სასურველი მატჩის ლინკს და ყოველგვარი პროგრამის გარეშე უყურებთ პირდაპირ ტრანსლაციას (შედარებით დაბალ ხარისხში) – !!! გაფრთხილება: ლინკები არ ირთვება ოპერა ბრაუზერით. შედიხართ საიტზე atdhe.net მოძებნით სასურველი მატჩის ლინკს და ყოველგვარი პროგრამის გარეშე უყურებთ პირდაპირ ტრანსლაციას. შედიხართ საიტზე – LIVE.GOAL.GE (დააჭირეთ ამ ტექსტს) და ირჩევთ სასურველ ლინკს. პირდაპირ რთავთ ან sopcast-ით ან მედია ფლეიერით… View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_post.jpg სარედაქციო წერილი ამ კვირაში ნომინაციაში „არჩევნების ყველაზე გულგრილი წელი ეროვნული ინტერესების მსხვერპლშეწირვით“ ჩვენ სენატორებს ბარბარა ბოქსერს (კალიფორნია) და რობერტ მენედესს (ნიუ–ჯერსი) წარვადგენთ. ქალბატონი ბოქსერი, რომელსაც ხელახალი არჩევისთვის სასტიკი ბრძოლა უწევს, და მენედესი, რომელიც სენატის დემოკრატიული კომიტეტის კამპანიას ხელმძღვანელობს, ბლოკავენ აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი კლასის დიპლომატის მეთიუ ბრაიზას დანიშვნას ელჩად აზერბაიჯანში – არასტაბილური კავკასიის რეგიონის სტრატეგიულად მნიშვნელოვან და ენერგორესურსებით მდიდარ ქვეყანაში. ამ ორ სენატორს აქეზებს ამერიკის სომხური ნაციონალური კომიტეტი (ANCA), დამღუპველი ლობი, რომელიც ამტკიცებს, რომ ამერიკის სომხებს წარმოადგენს, რომელთა უმრავლესობა კალიფორნიაში ცხოვრობს. ოთხშაბათს ANCA–მ ელექტრონული ფოსტით აღტაცებული ცნობა გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბარბარა ბოქსერმა „ვეტო“ დაადო მეთიუ ბრაიზას კანდიდატურას მას შემდეგ, რაც ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომისიამ მოიწონა, რასაც უახლოეს მომავალში შეიძლება სენატის სრული შემადგენლობის მიერ მისი კანდიდატურის დამტკიცებაზე უარი მოჰყვეს. საეჭვოა ამ პოლიტიკური ბრძოლის რეალურ მიზანს მეთიუ ბრაიზა წარმოადგენდეს. ბრაიზა, რომლსაც მაღალ შეფასებას აძლევენ თანაბრად, როგორც დემოკრატები, ასევე რესპუბლიკელები, 13 წელი ეროვნული უშიშროების საბჭოსა და სახელმწიფო დეპარატამენტში მუშაობისას კავკასიაში ამერიკული ინტერესების დამკვიდრებისთვის მუშაობდა. სამი წელი ის ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე იყო და აზერბაიჯანს და სომხეთს შორის შუამავლის მისიას ახორციელებდა. მეთიუ ბრაიზამ ორივე მხარის პატივისცემა დაიმსახურა და მის დანიშვნას ორივე მთავრობა მხარს უჭერს. მაშინ, რა პრეტენზიები აქვს ბოქსერს? სენატორი ამტკიცებს, რომ ბრაიზამ არ მოინდომა ღიად გამოეთქვა მისი აზრი „სომხეთის მიმართ მზარდ აზერბაიჯანულ აგრესიაზე“. ეს უბრალოდ სისულელეა. მეთიუ ბრაიზა სხვა კანდიდატების მსგავსად სახელმწიფო დეპარამენტის და მისი ხელმძღვანელების ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს და ფაქტობრივად იმეორებს ობამას ადმინისტრაციის განცხადებებს, რომელიც გმობს ორივე მხარის ძალადობას და ამტკიცებს, რომ კონფლიქტი შეუძლებელია სამხედრო ძალით გადაწყდეს. საუბარი იმაზე კი არ უნდა იყოს, თუ რას ამბობს ბრაიზა, არამედ მის საქმიან დამსახურებებზე მშვიდობიანი მოლაპარაკებების მონაწილის რანგში. ამ კონტექსტში, ის შესაძლო აგრესიის თავიდან აცილებისთვის ყველა ამერიკელზე უფრო შესაფერისი კანდიდატურაა. რობერტ მენედესი, იმეორებს რა ANCA–ს ამაზრზენ პროპაგანდას, მიუთითებს „მეთიუ ბრაიზას ძალიან მჭიდრო კავშირებზე თურქეთთან“, რადგან დიპლომატის მეუღლე ზეინო ბარანი თურქული წარმოშობისაა, მაშინ როდესაც ბარანი თურქეთის დღევანდელი მთავრობის ერთ–ერთი ყველაზე აქტიური კრიტიკოსი იყო. სამარცხვინოა, როდესაც ამერიკელი დიპლომატის წინააღმდეგ მისი ცოლის ეთნიკურ წარმომავლობას იყენებენ. (მას შემდეგ რაც მენედესის ოფისმა განგვიცხადა, რომ სენატორი მეთიუ ბრაიზას ცოლით შეწუხებულია, მათ უკან დაიხიეს, ამტკიცებდნენ რა, რომ მენედესს აშფოთებს „ბრაიზას კავშირები თურქეთის სამთავრობო ჩინოვნიკებთან“. ჩვენი თხოვნა ეცნობებინათ ამ ჩინოვნიკების ვინაობა და აეხსნათ, რატომ იწვევს სენატორის შეშფოთებას ნატოს მთავარი მოკავშირის „ჩინოვნიკებთან კავშირი“, უპასუხოდ დარჩა). ANCA–მ, რომელიც მუდმივად სომხეთის ინტერესების დაცვაზე საუბრობს, თავად არაერთხელ მიაყენა მათ ზიანი. მისმა ლიბირებამ, შერიგება სომხეთს და თურქეთს, და სომხეთს და აზერბაიჯანს შორის კიდევ უფრო გაართულა, გაწირა რა სომხეთი სიღარიბისთვის და გადააქცია ის რუსეთზე ზედმეტად დამოკიდებულ სახელმწიფოდ. თუკი ANCA თავისას მიაღწევს და დაბლოკავს აშშ–ს კომპეტენტური ელჩის დანიშვნას აზერბაიჯანში, ეს მხოლოდ შეამცირებს შეერთებული შტატების გავლენას კავკასიაში და ომს კიდევ უფრო შესაძლებელს გახდის. ასეთი ინტერესების ლობირებით ბარბარა ბოქსერი და რობერტ მენედესი მხოლოდ ირცხვენენ თავს. ორიგინალი ორიგინალი
-
ჩელსის გოლკიპერმა პეტერ ჩეხმა პრემიერლიგაში თავისი გუნდის ერთ–ერთი კონკურენტი გააკრიტიკა. იხილეთ fanebi.com
-
პოლონელი გამომძიებლები იმ რუსი პოლკოვნიკით დაინტერესდნენ, რომელიც 2010 წლის 10 აპრილს, ორ სხვა დისპეტჩერთან ერთად, ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის სმოლენსკში დაფრენას ხელმძღვანელობდა. გაზიარება [16:24 24-09-2010] http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TJ3p-FHl7xI/AAAAAAAAEEQ/75jklRwplTY/s200/planecrashkachinski1004102_big.jpgპოლონეთმა რუსულ მხარეს პოლკოვნიკ კრასნოკუტსკისა და კიდევ ორი დისპეტჩერის დაკითხვის მოთხოვნით უკვე მიმართა. პოლონეთის გენერალური პროკურორის, ანდჟეი შერემეტის თქმით, პირველ რიგში სწორედ პოლოკოვნიკ კრასნოკუტსკისგან სურთ ჩვენების მიღება. პოლონური მედიასაშუალებების ცნობით, მას შემდეგ, რაც სმოლენსკის აეროდრომზე ნისლი ჩამოწვა, პოლკოვნიკს აეროდრომის დახურვა სურდა. მან ოფიციალური ნებართვის მისაღებად მოსკოვში დარეკა, მაგრამ ამის საუალება არ მისცეს. "გაზეთა ვიბორჩამ" დაადგინა, რომ პოლკოვნიკი სმოლენსკში მეთაურის სამუშაოს შესასრულებლად ტვერიდან მიავლინეს. იგი სმოლენსკის აეროდრომზე 5 აპრილიდან 10 აპრილამდე, ანუ პოლონური სამთავრობო დელეგაციის სავარაუდო ჩამოფრენის დროს უნდა ყოფილიყო. იმავე გაზეთის ინფორმაციით, დისპეტჩერებს, პავლე პლიუსინსა და მის თანაშემწე რიჟკოვს, მიუხედავად იმისა, რომ შექმნილი ვითარების სირთულე ესმოდათ, არ ჰქონდათ უფლება, პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის დაშვებაზე უარი ეთქვათ. გზეთის მტკიცებით, შექმნილ ვითარებაში პოლკოვნიკმა კრასნოუტსკიმ ინიციატივა თავის თავზე აიღო, ხელმძღვანელობას ტვერსა და მოსკოვში დაურეკა. იგი საჰაერო ძალების მეთაურთან დაკავშირებასაც ცდილობდა, მაგრამ იგი მიუწვდომელი აღმოჩნდა. რუსეთის საჰაერო ძალების ხელმძღვანელობის წარმომადგენლებმა კი, რომლებთანაც პოლკოვნიკმა კრასნოუტსკიმ დაკავშირება შეძლო, ჩათვალეს, რომ პოლონელებისთვის დაჯდომის უფლება უნდა მიეცათ, ვინაიდან "მათ შესაძლოა, დაფრენა გამოსვლოდათ". შესაძლოა, საქმე იმაშიც იყო, რომ სამხედროები დიპლომატიურ სკანდალს მოერიდნენ - კაჩინსკის თვითმფრინავი სმოლენსკში რომ არ დამჯდარიყო, პოლონეთის პრეზიდენტი კატინში დაგეგმილ ღონისძიებაზე დასწრებას ვერ შეძლებდა. პრესისთვის, ასევე, ცნობილი გახდა, რომ ამ დროის განმავლობაში პრეზიდენტის თვითმფრინავის კაბინაში შექმნილ ვითარებაზე მსჯელობა გრძელდებოდა. დიპლომატიური პროტოკოლის ხელმძღვანელმა, მარიუშ კაზანმა კატასტროფამდე 11 წუთით ადრე განაცხადა, რომ "პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, თუ რა უნდა ექნათ შემდეგ". მფრინავებმა ვიპპერსონების დასხდომასთან დაკავშირებით შემუშავებული ინსტრუქცია დაარღვიეს და დაფრენა დაიწყეს. მათ არ ჰქონდათ დაფრენის უფლება, თუ 1800 მეტრიდან მხედველობა 120 მეტრი არ იქნებოდა. არადა, იმ დღეს სმოლენსკის აეროდრომის თავზე ნისლი 40-50 მეტრის სიმაღლეზე, ხოლო პორიზონტალური მხედველობა არა უმეტეს 400-500 მეტრი იყო. ამასთან, პოლონეთის საავიაციო შემთხვევების სახელმწიფო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა, ედმუნდ კლიხმა განაცხადა, რომ რუსეთის სახელმწიფოთაშორისმა კომისიამ პოლონერ მხარეს უარი უთხრა აეროდრომ "ჩრდილოეთის" დისპეჩტერული დოკუმენტაციის გადაცემაზე. რუსული მხარე თავის ქმედებას იმ მოტივით ხსნის, რომ ფრენა სამოქალაქო ფრენების წესებით ხორციელდებოდა. "ინტერპრესნიუსი" http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
დღეს ლიონს მნიშვნელოვანი გამოცდა ელის თავის პრინციპულ მოწინააღმდეგე სენტ–ეტიენთან რომელიც ახლა ცხრილის სათავეში იმყოფება. იხილეთ fanebi.com
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png ჯოშუა კუცერა რა გავლენა მოახდინა ქართულ-რუსულმა ომმა რუსეთისა და კრემლის საგარეო პოლიტიკაზე? ყველას მიაჩნდა, რომ რადგან რუსეთმა შესძლო და დასავლეთის ძლიერი მოკავშირის წინააღმდეგ დაუსჯელად იმოქმედა, ეს მას მომავალში კიდევ უფრო აგრესიული ქმედებებისკენ წააქეზებს. მაგრამ Independent-ის ჟურნალისტს, მერი დეჟევსკის საპირისპირო აზრი აქვს და ამის დასასაბუთებლად დამაჯერებელ არგუმენტს იყენებს: “ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მედვედევი პრეზიდენტი გახდა… რუსეთმა ორი დიდი შოკი გადაიტანა და ეს შოკები შეიძლება ისეთივე გარდამტეხი აღმოჩნდეს, როგორიც იყო ჩერნობილის ბირთვული კატასტროფა ან სომხეთის მიწისძვრა. სწორედ ამ ორმა მოვლენამ დააჩქარა ცვლიბები საბჭოთა კავშირში. პირველი, საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომი იყო, რომელიც მედვედევის მიერ ფიცის დადების შემდეგ რამდენიმე თვეში მოხდა. საყოველთაოდ მიღებული შეხედულების თანახმად, რუსეთმა გაიმარჯვა. მაგრამ „გამარჯვებამ“ კრემლს არასასიამოვნო სიმართლეზე აუხილა თვალი. რუსეთს არა ყავს ისეთი მეგობრები მსოფლიოში, რომლებზეც ლაპარკი ღირს. მისი იმიჯი, როგორც იმპერიაზე ნოსტალგიით შეპყრობილ თავხედზე, მხოლოდ განმტკიცდა და ამავე დროს ცხადი გახდა, რომ მისი სამხედრო ძალა ვადაგასული და ქაოტურია. ერთი შედეგი იყო მთლიანი გადააზრება საგარეო და თავდცივითი პოლიტიკისა, რასაც ხელი შეუწყო ობამს გადაწყვეტილებამ „გადაეტვირთა ურთიერთობები“ რუსეთთან. მოსკოვმა სამყაროს უფრო მეგობრული თვალით შეხედა. მისი ოფიციალიური პირები თანამშრომლობასა და გუნდურ თამაშზე ალაპარაკდნენ. რუსულ პოლიტიკურ ლექსიკონში გაჩნდა ტერმინი „რბილი ძალა“. სოჭში ჩვენს შეხვედრაზე საქართველოსკონფლიქტზე ლაპარაკისას, პუტინმა თავი შეიკავა ქირქილისაგან და ლანძღვისგან, რასაც საერთოდ აკეთებს ხოლმე და ივარაუდა, რომ სეპარატისტულმა ანკლავებმა და საქართველომ თვითონ უნდა მიაღწიონ პრობლემების მოწესრიგებას (ე.ი. რუსეთის გარეშე) და დაეთანხმა იმ აზრს, რომ საქართველო ამ სივცეში „დომინანტური ქვეყანა იყო“. რუსეთი ახალი სტარტისთვის ემზადება, მაგრამ არა მხოლოდ აშშ-სთან, არამედ ევროკავშირთანაც და როგორც, ამ წლის დასაწყისში, საგარეო საქმეთა სამინისტროს დოკუმენტებიდან გამოჟონილი ინფორმაცია მიგვანიშნებს, ის თავის პოლიტიკას უფრო გადაწყვეტით უკავშირებს დასავლეთს. ომისდროინდელი მოკავშირეების მიწვევა წითელ მოედანზე, გამარჯვების აღლუმზე ამის მეორე ნიშანი იყო”. სტატია დაიწერა გუშინდელ ოფიციალურ განცხადებამდე, რომლის თანახმადაც რუსეთი აღარ მიჰყიდის თავის საჰაერო თავდაცვით სისტემას S-300 ირანს და აშშ-სა და რუსეთის თავდაცვითი უწყბების მეგობრულ შეხვედრამდე ვაშინგტონში, რაც შეიძლება თავისთავად იქცეს ამ არგუმენტების გამამყარებელ მომენტებად. ნენისმიერ შემთხვევაში სტატიის წაკითხვა ნამდვილად ღირს, ის მდიდარ ინფორმაციას შეიცავს, რეალისტური და ოპტიმისტურია – სამი რამ, რასაც ჩვეულებრივ რუსეთის ანალიზისას თავს ერთად ვერ მოუყრი. ორიგინალი ორიგინალი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/children-hands-150x150.jpgმთაწმინდის პარკში წითელი ჯვრის ორგანიზებით ლეიკებიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გაიმართა http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/bavshvebi1.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/ucx-150x150.jpgუცხოეთში განვითარებული ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/14.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/aqcia-skol-150x150.jpgმე-15 საჯარო სკოლის აღდგენის მოთხოვნით მასწავლებლები ისევ შეიკრიბნენ. აქციაზე კონსერვატიული და ხალხის პარტიის ლიდერებიც იმყოფებოდნენ. ოპოზიციის წარმომადგენელთა თქმით გარემოვაჭრეების, დევნილების და პედაგოგების გაერთიანებული საპროტესტო აქცია 7 ოქტომბერს პარლამენტის წინ გაიმართება. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/aqcia3.jpg itvს ლინკი