planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ხვალ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ლატვიის ლიგეტნის მხარე ხელს ურთიერთდამეგობრების ხელშეკრულებას მოაწერენ. ურთიერთდამეგობრების მემორანდუმი ტურიზმის, კულტურის, ხელოვნებისა და სპორტის საკითხებში თანამშრომლობას ითვალისწინებს. აგვისტოს თვეში ლატვიაში უკვე იმყოფებოდა ახმეტის მუნიციპალიტეტის 10 კაციანი დელეგაცია. მათ შორის იყვნენ ახმეტელი მოჭიდავეებიც, რომლებმაც ქალაქ ლიეპაიაში გამართულ ღია პირველობაზე ხუთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ლატვიელი სტუმრები კახეთში 11 ოქტომბრამდე დარჩებიან და რეგიონის ღირსშესანიშნაობებს გაეცნობიან. იხილეთ epn.ge
-
ყიზლიარში თავდასხმა მოხდა დენის იანჩენკოზე, რომელიც დაღესტანის კაზაკების თემში კურირებს ახალგაზრდულ მიმართულებას. რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურები იტყობინებიან, რომ იგი ჯერ ცემეს, ხოლო შემდეგ დანით სახე დაუსერეს. ამ ინციდენტის სხვა დაწვრილებითი ინფორმაცია არ ხმაურდება.ხოლო გუშინ გვიან საღამოს უცნობი პირები თავს დაესხნენ მილიციონერებს მაჰაჩკალის ცენტრში. ეს მოხდა ქალაქის კიროვის რაიონის ორჯონიკიძეს ქუჩაზე. ჩხუბის აღკვეთისას ორი მილიციონერი ჯერ ცემეს, ხოლო მერე კი წაართვეს ტაბელური იარაღები ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ინგუშეთის პრეზიდენტმა გასცა განკარგულება, რათა ქალაქის ფარგლებს გარეთ იქნას გადატანილი ნაზრანში განლაგებული რესპუბლიკური შს სამინისტროს ოპერატიულ–სამძებრო ბიუროს ტერორიზმსა და ექსტრემიზმთან ბრძოლის ცენტრი. როგორც რუსეთის მასმედია იტყობინება, იუნუს–ბეკ ევკუროვმა ეს გადაწყვეტილება მიიღო ამ ცენტრიდან ახლომდებარე ქუჩებისა და საცხოვრებელი სახლების მცხოვრებელთა მრავალი ჩივილისა და თხოვნების გამო, ვინაიდან ისინი შიშობენ თავისი და თავიანთი შვილების სიცოცხლეზე ანტიტერორისტულ ცენტრზე შესაძლო... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
გარემოს დაცვის ინსპექტორები, ხმაურის გამზომი ახალი ხელსაწყოების საშუალებით, დასახლებულ პუნქტებთან ახლოს მდებარე საწარმოების ხმაურის გაკონტროლებას შეძლებენ. ,,საქართველოში საწარმოები, ძირითადად, დასახლებულ პუნქტებში მდებარეობს. ამიტომ მოსახლეობა ხშირად მოგვმართავს ხოლმე საჩივრით, რომ მათ საწარმოების ხმაური აწუხებთ’’, - ამბობს ,,ნეტგაზეთთან’’ საუბრისას გარემოს დაცვის გენერალური ინსპექციის ანალიტიკური და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელი ქეთი მუმლაძე. ხმაურის გამზომი ხელსაწყო, რომელიც გარემოს დაცვის ინსპექციას ახალი პროექტის ,,საქართველოს გარემოს დაცვის ინსპექციის მხარდაჭერა პროფესიონალიზმის ამაღლებაში’’ ფარგლებში გადაეცემათ, სწორედ საწარმოთა ხმაურის გაზომვისათვისაა საჭირო. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის 2001 წლის ბრძანებით, განსაზღვრულია საწარმოებისთვის ხმაურის დასაშვები მაქსიმუმი. თუ საწარმოები დასაშვებ მაქსიმუმს გადააჭარბებენ, სპეციალური ხმაურის გამკონტროლებელი ხელსაწყოების დახმარებით, ინსპექტორები ამის გაგებასა და შემდგომში მის აღკვეთას შეძლებენ. ხმაურის გამზომი ხელსაწყოს გარდა, ინსპექციას გადაეცემა წყლისა და ჰაერის გამზომი მსგავსი ხელსაწყოებიც. პროექტი ,,საქართველოს გარემოს დაცვის ინსპექციის მხარდაჭერა პროფესიონალიზმის ამაღლებაში’’ ჰოლანდიისა და საქართველოს გარემოს დაცვის ინსპექციებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ნაწილია. მემორანდუმზე ხელმოწერა გარემოს დაცვის სამინისტროში დღეს გაიმართა. გენერალური ინსპექციის ანალიტიკური და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლის ქეთი მუმლაძის თქმით, ექსპრეს ლაბორატორიების დახმარებით, დროულად ადგილზე მოხდება ინსპექტირება. მაგალითად, წყლის ან ჰაერის დაბინძურების შემთხვევაში, ინსპექტორები ექსპრეს სინჯებს ადგილზე გააკეთებენ, რისი საშუალებაც მანამდე გარემოს დაცვის ინსპექციას არ ჰქონდა. ახალი ლაბორატორიული ხელსაწყოებით აღიჭურვება როგორც ცენტრალური ინსპექცია, ასევე – რეგიონები. მემორანდუმის ფარგლებში პირველ ეტაპზე ჰოლანდიელი სპეციალისტები 14 გარემოს დაცვის ინსპექტორს გადაამზადებენ. გადამზადებული ინსპექტორები 2012 წლიდან თბილისსა და რეგიონებში ყველა ინსპექტორს დაატრეინინგებენ. მემორანდუმი დაერხმარება საქართველოს გარემოსდაცვით სფეროში არსებული კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფაში, გარემოს დაცვის ინსპექციის შასაძლებლობების გაზრდასა და ინსტიტუციონალურ გაძლიერებაში. ,,რაც შეეხება ინსტიტუციონალურ გაძლიერებას, აქ სამინისტრო სხვადასხვა სახის დოკუმენტებს შეიმუშავებს, როგორებიცაა: ინსპექტირების თანამედროვე ინსტრუმენტები, სხვადასხვა სახელმძღვანელო პრინციპები, ინსპექციის სტრატეგია, მართვის გეგმები და მსგავსი დოკუმენტები’’, - ამბობს მუმლაძე. მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებული პროექტისათვის 300 000 ევროა გამოყოფილი. პროექტი ორი წელიწადის განმავლობაში გაგრძელდება. საქართველო ჰოლანდიის გარემოს დაცვის სამინისტროსთან 2008 წლიდან თანამშრომლობს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/foreignpolicy.jpg მაგდალენა ფრიჩოვა გრონო პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების შენარჩუნებისთვის შესაძლოა მისი მოსისხლე მტრის, ვლადიმერ პუტინის მეთოდის გამოყენებისთვის ემზადება რუსეთ-საქართველოს ხანმოკლე, მაგრამ სასტიკი ომის შემდეგ ორ წელიწადზე მეტი გავიდა. ქვეყნები „ცივ მშვიდობაზე“ დაზავდნენ, მაგრამ მშვიდობა მყიფეა, მხარეები გაბოროტებულები: რუსეთი სულ უფრო ზრდის თავის გავლენას საქართველოსგან გამოყოფილი ორი რეგიონიდან უფრო დიდ რეგიონზე აფხაზეთზე, ხოლო სამხრეთ-ოსეთი კი ფაქტობრივად გადაყლაპა. ოფიციალურ თბილისს მიაჩნია, რომ რუსეთმა მისი ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა და უკიდურესად აღშფოთებულია იმით, რომ მოსკოვი მისი აზრით ახლო სამეზობლოში ძალისმიერი, საკუთარი ქვეყნის შიგნით კი ავტორიტარული მეთოდებით მოქმედებს. ამ ფონზე კიდევ უფრო ღიმილის მომგვრელია ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი (რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის მოსისხლე მტერი), როგორც სჩანს, სერიოზულად ფიქრობს იმ პოლიტიკური ტრიუკის გამოყენებას, რომელსაც მისმა მოსკოველმა მოწინააღმდეგემ მიმართა. ამ სცენარის თანახმად, სააკაშვილი ქვეყანას საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებს მიაღებინებს, რაც მას პრეზიდენტობაზე უარის თქმის საშუალებას მისცემს და სანაცვლოდ მიიღებს მკვეთრად გაზრდილი უფლებების მქონე პრემიერის სტატუსს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის საქართველოს ხელისუფლებაში 2013 წლის ანუ მას შემდეგაც დარჩება, რაც მისი უფლებამოსილების ბოლო ვადა ამოიწურება. ამ ხმების მთავარი საფუძველი გახდა ის, რომ სააკაშვილმა 2009 წლის გაზაფხულზე კონსტიტუციური რეფორმისთვის მზადების პროცესი დაიწყო და ამტკიცებს რომ იმ ანტაგონიზმის გადალახვა სურს, რომელიც მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის 2007 წლის ნოემბერში გაჩნდა და გაღრმავდა, როდესაც ანტი-სამთავრობო დემონსტრაცია ძალის გამოყენებით ჩაახშვეს, პრეზიდენტი პარტიათაშორისი საკონსტიტუციო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. კომისიის ამოცანა კონსტიტუციისთვის ცვლილებების მომზადება უნდა ყოფილიყო, იმ კონსტიტუციისთვის რომელიც 2004 წელს თავად სააკაშვილმა მიიღო და რომელმაც პრეზიდენტის ხელში დიდი ძალაუფლების კონცენტრაცია მოახდინა. მაგრამ ოპოზიციონერთა უმრავლესობამ პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, დაინახა რა მასში სააკაშვილის მცდელობა შეექმნა კონსესუსის ილუზია მაშინ, როდესაც ეს კონსესუსი არ არსებობს. ოპოზიციის გადაწყვეტილებამ დაეთმო პოლიტიკური თამაშის ველი პარლამენტში სააკაშვილისა და მისი უმრავლესობისთვის, პრეზიდენტს შესაძლებლობა მისცა თამაშის წესები საკუთარი სურვილისამებრ განესაზღვრა. შემოთავაზებული რეფორმების არსი მისი სამომავლო გეგმების უკეთ გაგებაში გვეხმარება: ახალი ცვლილებების თანახმად, პრემიერ-მინისტრის უფლებები იზრდება როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკის სფეროში და ის პრეზიდენტის ნაცვლად ქვეყნის დე-ფაქტო აღმასრულებელი მმართველი ხდება, რომელიც სახელმწიფოს მეთაურის და უმაღლესი მთავარსარდლის სტატუსს ინარჩუნებს. პარლამენტი რომელიც დღეს ფაქტობრივად უუნაროა, მხოლოდ უმნიშვნელო ახალ უფლებებს იძენს. აღნიშნული ცვლილებები პარლამენტს განხილვისთვის სექტემბერში წარუდგინეს და როგორც მოსალოდნელია, ის მას ოქტომბრის ბოლომდე ოპოზიციური პარტიების გამალებული წინააღმდეგობის მიუხედავად დაამტკიცებს. სააკაშვილი კრიტიკოსთა სიტყვებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ მისთვის პირველ ადგილზე რეფორმებია, რომელიც ხელისუფლების უზურპაციის საშუალებას არავის მისცემს. მეორეს მხრივ ის არასდროს უარყოფს პრემიერ-მინისტრად გახდომის პერსპექტივას. ივნისში მან Le Monde-ს განუცხადა: „მე ამ შესაძლებლობაზე [პრემიერ-მინისტრად გახდომაზე] მიფიქრია, მაგრამ ამ მხრივ ჯერ ძალიან ბევრი გაურკვევლობაა. ვინ იცის, ორი წლის შემდეგ როგორი იქნება ეკონომიკური მდგომარეობა, კონსტიტუციის რეფორმის მდგომარეობა, ჩემი განწყობა და ჩემი პოლიტიკური რეიტინგი?“ თუკი სააკაშვილი, როგორც თავად აცხადებს არაფერშია დარწმუნებული, ბევრ ოპოზიციურად განწყობილ პარტიას და აქტივისტს თბილისში ეჭვი არ ეპარება, რომ პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრობა სურს. როგორც ოპოზიციის ერთ-ერთმა ცნობილმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა: „შემოთავაზებული მოდელი – ახალი მოდელის პირადად სააკაშვილზე მორგების მცდელობაა“, ხოლო ასევე ოპოზიციონერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა: „დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალი პროექტი დაკავშირებულია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მცდელობასთან გაზარდოს საკუთარი უფლებები და ქვეყნის მართვა პრემიერ-მინისტრის რანგში განაგრძოს“. ოპოზიციონერებს წუხილის საფუძველი აქვთ. მართალია, ბოლო წლების განმავლობაში ზოგიერთი აუცილებელი რეფორმა მართლაც გატარდა, თუმცა სააკაშვილს არაერთხელ შეუნიღბავს დემოკრატიული ლექსიკით საკუთარი ხელისუფლების განმტკიცებისკენ მიმართული ნაბიჯები. მაგალითად მთავრობის მიერ სასამართლო სისტემის რეფორმირების აუცილებლობაზე მუდმივი საუბრის მიუხედავად, იმის გამო, რომ ის ამას არ აკეთებს, ყველა მეგობარი სახელმწიფოს, მათ შორის შეერთებული შტატების მხრიდან, არაერთხელ გამხდარა მკვეთრი კრიტიკის ობიექტი. აღმასრულებელი ხელისუფლება ანალოგიურად საუბრობდა პრესის თავისუფლების აუცილებლობაზე, თუმცა მას შემდეგ რაც 2007 წელს ოპოზიციური ტელეარხი „იმედი“ ძალის გამოყენებით თავად დახურა, მას შემდეგ ქვეყანაში არ მოქმედებს არც ერთი სრულყოფილი დამოუკიდებელი ტელეკომპანია, რომლის მაუწყებლობაც მთელ ქვეყანას მოიცავს. რა თქმა უნდა, ამ ხმების უარყოფა მარტივად შეიძლება. სააკაშვილს შეუძლია სთქვას, რომ არ აპირებს პრემიერ-მინისტრის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას და ცვლილებათა ტექსტში ისეთი პირობები შეიტანოს, რომლებიც მის სიტყვებს იურიდიულად დააფიქსირებს, რასაც ოპოზიციონერები სთავაზობდნენ კიდეც. გარდა ამისა, შესაძლებელი იყო დამატებითი პირობების მოფიქრება, რომლითაც გაფართოვდებოდა პარლამენტის უფლებები და განმტკიცდებოდა მისი დამოუკიდებლობა. ასევე შეიძლებოდა ოპოზიციურ პარტიებთან ნამდვილი კონსულტაციების გამართვა და არა სიმბოლური საუბრების, რასაც სინამდვილეში ადგილი ჰქონდა. შესაძლებელი იყო რეფორმების შემოთავაზებული პროექტი პარლამენტის ახალ შემადგენლობას განეხილა და დაემტკიცებინა. ახალი პარლამენტი 2012 წელს უნდა აირჩეს. დასავლური ქვეყნების მთავრობები ჩვეულებრივ დუმილს ინარჩუნებენ და მიაჩნიათ, რომ ეს ქვეყნის საშინაო საქმეებია. ისინი დილემის წინაშე დგანან – ან მხარი უნდა დაუჭირონ სახელმწიფოს მეთაურს, რომელიც დასავლეთზეა და (სავარაუდოდ) რეფორმებზეა ორიენტირებული ან გააპროტესტონ ძალისმიერი მეთოდები, რომლებსაც ის იყენებს. რუსეთთან ომის შემდეგ, გეოსტრატეგიულმა გათვლებმა საერთო ჯამში დასავლეთს პირველი ვარიანტის არჩევა აიძულა. რაც შეეხება სააკაშვილს, მას სიამაყის საფუძველი მართლაც გააჩნია, მიუხედავად ცალკეული ხარვეზებისა. მან საქართველო 21-ე საუკუნეში შეიყვანა, მისი ეკონომიკის მოდერნიზება მოახდინა და დემოკრატიული მთავრობის მშენებლობას მტკიცე საფუძველი ჩაუყარა, მაგრამ თუკი მას ისტორიაში ნამდვილი რეფორმატორის და არა პუტინის ტიპის პოსტ-საბჭოთა ავტორიტარი მმართველის სახელით შესვლა სურს, მან დემოკრატიული რეფორმები უნდა გააღრმავოს, 2013 წელს წავიდეს ხელისუფლებიდან და ქართველებს მისცეს საშუალება, საკუთარი ლიდერები მომავალში თავად აირჩიონ. ორიგინალი ორიგინალი
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53283.jpgსაქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა წმინდა კეთილმსახური მეფის თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53283.jpgსაქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა წმინდა კეთილმსახური მეფის თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53283.jpgსაქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა წმინდა კეთილმსახური მეფის თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. View the full article
-
საქართველომ ნატოსგან ლისაბონის სამიტზე მიწვევა მიიღო. ეს განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.მისი თქმით, სამიტის წინ ნატოს გენერალურ მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის საქართველოში ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით აღსანიშნავი კი, ის განცხადებებია, რომლებიც მან თბილისში გააკეთა.„ნატოს გენმდივნის განცხადებები მნიშვნელოვანი იყო, მათ შორის ის, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ნატოს პოზიცია უცვლელი რჩება და ნატოს კარი საქართველოსთ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში შაქრის ფასმა 5.5%-ით მოიმატა. შაქრის ფასის ზრდა 1 წელია გრძელდება და 12%-ს მიაღწია, მაშინ, როდესაც გლობალურ ბაზარზე შაქრის ფასი თითქმის უცვლელია. როგორც აგარის შაქრის დირექტორმა ალხან ალიზადემ დღეს ბიზნეს კურიერთან საუბრისას აღნიშნა, ნედლეულის ექსპორტიორ ქვეყნებში ფასის ზრდა უამინდობის შედეგად ხდება, რადგან შაქრის ლერწმის გარკვეული ნაწილი, უამინდობის გამო, განადგურდა, რამაც ფასის ავტომატური ზრდა გამოიწვია. მისივე თქმით, აღნიშნული ტენდენცია არ შენარჩუნდება, შაქრის ფასი მომავალი წლიდან დაიკლებს, თუმცა უმნიშვნელო რაოდენობით. ქართულ ბაზარზე შაქრის ფასის მატება ლოგიკურად შაქრის შემცველ პროდუქტებზეც გამოიწვევეს ფასების ზრდას. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53282.jpgსაქართველომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისგან ლისაბონის სამიტზე მონაწილეობის მიწვევა მიიღო. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53282.jpgსაქართველომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისგან ლისაბონის სამიტზე მონაწილეობის მიწვევა მიიღო. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53282.jpgსაქართველომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისგან ლისაბონის სამიტზე მონაწილეობის მიწვევა მიიღო. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. View the full article
-
გუდაუთის რაიონში რამდენიმე ხნის უკან მომხდარი თავდასხმის შემდეგ ალექსანდრე ანქვაბი დაუბრუნდა თავის სამსახურს და შეუდგა მარიონეტული რეჟიმის "ვიცე-პრეზიდენტის" მოვალეობის შესრულებას. სააგენტო "აფსნიპრესს" მან აცნობა, რომ თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად.შეგახსენებთ, რომ 23-ში ღამით სოფ.ლიხნში ნაღმტყორცნებიდან ესროლეს ა.ანქვაბის სახლს, რომლის დროსაც აბხაზეთის ე.წ. "ვიცე-პრეზიდენტი" ხელსა და ფეხში დაიჭრა. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
როგორც დღეს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, ჩრდილოეთ კავკასიაში არსებულმა ექსტრემისტულმა იატაკქვეშეთმა მჭიდრო კავშირები დაამყარა "ალ–კაიდას" საერთაშორისო ტერორისტულ ქსელთან.მისივე სიტყვებით, "ალ–კაიდამ" განიცადა ტრანსფორმირება იმ მოძრაობაში, რომელიც იდეოლოგიურ საფუძველზე აერთიანებს დამოუკიდებელ უჯრედებს მთელს მსოფლიოში."მისი მყარი კონტაქტები დამყარებულია რეგიონალურ ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან ისლამური მაღრიბის ქვეყნებში, სამხრეთ–აღმოს... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53281.jpgსაქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველო ვერ დაუჭერს მხარს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას იქამდე, სანამ საქართველოს ხელისუფლების მიერ დაყენებული პირობები არ იქნება შესრულებული. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53281.jpgსაქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველო ვერ დაუჭერს მხარს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას იქამდე, სანამ საქართველოს ხელისუფლების მიერ დაყენებული პირობები არ იქნება შესრულებული. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53281.jpgსაქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველო ვერ დაუჭერს მხარს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას იქამდე, სანამ საქართველოს ხელისუფლების მიერ დაყენებული პირობები არ იქნება შესრულებული. View the full article