Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ხვალ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი და ადვოკატი მარიამ წერეთელი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში… ლინკი მედიანიუსზე
  2. სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშის ინფორმაციით, გალის რაიონის ტერიტორიაზე ქართველთა უფლებები კვლავაც უხეშად ირღვევა. როგორც მან პარლამენტის… ლინკი მედიანიუსზე
  3. ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1,8056 ნიშნულზე დაეცა. საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, შესაბამისად, ხვალ ძალაში შევა ოფიციალური… ლინკი მედიანიუსზე
  4. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/10/centpapiers-150x43.jpg ალექსანდრ ლაცა ფრაგმენტი: კიბერ-კონფლიქტები 2007-2010: ტალინი – ცხინვალი – კიშინიოვი – თეირანი რუსეთმა არაერთხელ დაადასტურა, რომ ქსელის კოდი შეიძლება დენთზე ფეთქებადსაშიში იყოს. როდესაც 2007 წლის აპრილში ესტონეთის ხელისუფლებამ „ბრინჯაოს ჯარისკაცისთვის“ ადგილის შეცვლა გადაწყვიტა, ამას ესტონელი და რუსი პატრიოტების ქუჩის სასტიკი შეტაკებები მოჰყვა, შემდეგ კი ქვეყანა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო შეტევის სამიზნე გახდა. ბევრმა ეს რუსი „პატრიოტი-ჰაკერების“ ქმედებებს მიაწერა. ამ აქციამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ გარკვეული დროით მთელი ესტონური ინტერნეტი პარალიზებული იყო. საქართველოსთან ომის ერთი წლისთავზე Twitter, Facebook და LiveJournal-ი შეტევის ობიექტი გახდა, რაც უმალ რუსეთს მიაწერეს, რადგან მისი სამიზნე აშკარად ერთი არასასურველი ბლოგერი იყო, ხოლო შეტევის დაწყებიდან მალევე, აფხაზეთის დამოუკიდებლობის მხარდამჭერი ცნობები გაჩნდა და მაინც, როგორც თანამედროვე ტექნოლოგიების ექსპერტი იანიკ ჰარელი აღნიშნავს, „კიბერ-შეტევის სათავის პოვნა ფაქტობრივად შეუძლებელია, თუკი მისი ინიციატორი საქმეს ოდნავი პროფესიონალიზმით მაინც მიუდგება“. რუსეთის ინტერესი სოციალური ქსელების მიმართ (რომლებიც სინამდვილეში მასობრივი განადგურების ნამდვილ (დეზ)ინფომაციულ იარაღს წარმოადგენს) პირდაპირ უკავშირდება 2009 წელს მოლდავეთსა და ირანის კიბერ-მოვლენებს. 2009 წლის აპრილში საპარალმენტო არჩევნებზე კომუნისტების გამარჯვების შემდეგ კიშინიოვის ქუჩებში ათასობით ახალგაზრდა შეიკრიბა, რომლებაც მკვეთრად გამოხატეს თავიანთი პროტესტი „ჰუმანიტარული“ და „დემოკრატიული“ არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით. მართალია მოვლენების განვითარება ძალიან ჰგავდა 2001 წლის სერბეთის, 2003 წლის საქართველოს და 2005 წლის უკრაინის ფერად რევოლუციებს, თუმცა ამჯერად ბევრი „Twitter რევოლუციაზე“ ალაპარაკდა, რადგან დემონსტრანტების მოქმედებათა კოორდინაცია პოპულარული ამერიკული სერვისის გზით ხდებოდა. იმან, რომ მანიფესტაციებისკენ მოწოდებები სწრაფადვე გაჩნდა, Twitter-ი მთელი მსოფლიოს ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის მთავარ წყაროდ აქცია. ხელისუფლება იძულებული გახდა ინტერნეტი და სატელეფონო კავშირი გაეთიშა, რათა ბოლო მოეღო ამ Twitter-არეულობებისთვის. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სინამდვილეში „რევოლუციის“ პროცესში 100 დემონსტრანტზე ნაკლები დააპატიმრეს, ხოლო აქტივისტების დიდი ნაწილი ძალიან უცნაურად გაქრა Twitter-დან, მათი თქმით რეპრესიების შიშით. იმავე წლის ივლისში, ირანში არჩევნების შედეგების „მიუღებლობის“ ნიშნად, ანალოგიური კიბერ-აქციები ჩატარდა, რაც მრავალრიცხოვან ინციდენტებსა და ქუჩის მანიფესტაციებში გადაიზარდა. ბევრი სამთავრობო საიტი ჰაკერების შეტევის მსხვერპლი გახდა. Facebook და Twitter მოქმედ ხელისუფლებასთან დაპირისპირების და მათი კრიტიკის მთავარ საინფორმაციო არხებად იქცა, კიბერ-აქტივისტები კი (ნებაყოფლობითი თუ დაქირავებულები?) ქსელს ათასობით ფოტოს და ახალ ამბავს აწვდიდა, რომელთა ნამდვილობის დადასტურებაც მსოფლიო საზოგადოებისთვის და ჟურნალისტებისთვის პრინციპში შეუძლებელი იყო. ისევე როგორც მოლდავეთში, ხელისუფლებამ ინტერნეტის და ტელეფონის ქსელი გადაკეტა, რამაც საბოლოო ჯამში მის იმიჯს იმაზე მეტი ზიანი მიაყენა, ვიდრე დემონსტრანტების ქმედებებმა. ყველა შემთხვევაში, უკვე ვერაფერს შეცვლი: ინტერნეტის ავტომატური არქივიზაცია და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა (მისი ნამდვილობის დადასტურების აუცილებლობის გარეშე), დღეს ყველაზე ფართო აუდიტორიისთვისაა ხელმისაწვდომი. ეს „მოვლენები“ ორი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტის: მობილური ტელეფონის და ინტერნეტ-კავშირის წყალობით გაჩნდა. ირანის ამბებში ამერიკის მონაწილეობა საკმაოდ შესამჩნევია, რადგან ახალი სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთმა მრჩეველმა ჯარედ კოენმა ნიუ-იორკში სხდომა გამართა სახელწოდებით „ახალგაზრდული მოძრაობების ალიანსი“ (Facebook-ის და HowCast-ის სპონსორობით, ასევე „ამერიკის ხმის“ და Electronic Frontier Foundation-ის საინფორმაციო მხარდაჭერით) ლათინური ამერიკის, აფრიკის, აზიისა და ახლო-აღმოსავლეთის ახალგაზრდა აქტივისტების სოციალური მედია-საშუალებების გამოყენების უფლების მხარდასაჭერად. კონფერენცია კიბერ-აქტივიზმისა და კიბერ-დისიდენტობის ონლაინ-პლატფორმის შექმნით დასრულდა. 2009 წლის 15 ივნისს დილით კოენი ტელეფონით და ელექტრონული ფოსტით Twitter-ის ერთ-ერთ დამფუძნებელ ჯეკ დორსის დაუკავშირდა და ერთი შეხედვით უწყინარი თხოვნით მიმართა: გარკვეული დროით გადაედო ტექნიკური სამუშაოები და მიკრობლოგინგის ქსელის განახლება, რათა ირანის პროტესტანტებს ქსელში პრობლემები არ შექმნოდათ. დორსის დავა არ დაუწყია და განახლება ორი დღით გადადო. „ობამას ადმინისტრაცია ნელ-ნელა იწყებს თავის საგარეო პოლიტიკაში კიბერ-სტრატეგიის დანერგვას“ – ასე აღწერა სიტუაცია ჩარლზ ბველემ. რუსეთი კიბერ-კონფლიქტის ცენტრში თუმცა კიბერ-ძალები რუსეთმა ჯერ კიდევ 2000-იანების შუა წლების მოვლენებამდე მოიკრიბა. 1990-იანი წლების ბოლოდან ქვეყანა ჰაკერობის და სხვა ქსელური ხულიგნობის სახეობების ცენტრი გახდა. ინტერნეტ-დანაშაულები, კიბერ-ძარცვა, სისტემებში შეღწევა, პირატობა აღმოსავლეთიდან… ეს ტერმინები ბოლო ათი წლის განმავლობაში რუსეთის იმიჯის ისეთივე განუყოფელ ნაწილად იქცა, როგორც არაყი და მაღალი ქერათმიანი გოგონები. 2000-იანი წლების დასაწყისში საინფორმაციო სამართალდარღვევების რიცხვი განუხრელად მატულობს: 2001 წელს 3 000-დან 6 000-მდე, 2002 წელს 12 000, 2003 წელს 15 000, 2004 წელს… 2008 წელს ამ ტიპის დანაშაულებზე სისხლის სამართლის 8 000 საქმე აღიძრა. წელს გაერო-ში რუსეთის წარმომადგენელმა ამ ორგანიზაციის ეგიდით კიბერ-კრიმინალთან ბრძოლისთვის საერთაშორისო კონვენციის შექმნისკენ მოწოდება გააკეთა. 1999 წელს შეიქმნა ფედერალური უსაფრთხოების ბიუროს სპეციალური განყოფილება, რომლის ამოცანაც კიბერ-უსაფრთხოების სფეროში დოქტრინის შემუშავება და რუსეთის არმიასთან მჭიდრო თანამშრომლობით კიბერ-ომის დოქტრინის შემუშავება გახდა. 2001 წელს რუსეთის უშიშროების საბჭოს გენერალმა ვლადისლავ შერსტიუკმა სახელმწიფო დუმაში განაცხადა: „ახალი საინფორმაციო ერა გამალებული შეიარაღების მორიგ ტალღას გამოიწვევს. სტრატეგიული იარაღისგან განსხვავებით, კიბერნეტიკული თავდასხმის ორგანიზებისთვის რესურსების შექმნას ის ცოდნა და შესაძლებლობები დასჭირდება, რაც სამხედრო სფეროს ფარგლებს სცილდება“. 2000 წელს რუსეთმა (ბელორუსთან ერთად) სუპერგამომთვლელი მანქანის შექმნის მიზნით, აამუშავა პროექტი SKIF-ი, რომელსაც 0.5-დან 5 პეტაფლოპამდე ინფორმაციის გადამუშავების უნარი აქვს. 1 პეტაფლოტი უდრის ტრილიონ ოპერაციას, რაც 166 666-ჯერ მეტია იმაზე, რასაც დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანი ერთად, ერთი წამის ფიქრის შემდეგ დაითვლის. SKIF-ის მიზანი სამხედრო და სამოქალაქო სუპერკომპიუტერების შექმნა გახლდათ, რომლებიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევდნენ, შემდეგ კი აჯობებდნენ მათ დასავლურ ანალოგებს IBM Roadrunner-ით სათავეში, რომელმაც შარშან 1 პეტაფოლს გადააჭარბა. რუსეთის და ბელორუსის ხელისუფლებამ შეაფასა რა ჩამორჩენის ხარისხი, უმალ გააცნობიერა ამ სფეროში დამოუკიდებლობის მნიშვნელობა: მაღალპროფესიონალი ინჟინრების დიდმა რიცხვმა (საბჭოთა სამეცნიერო ტრადიციის მემკვიდრეობა) არსებითად გაამარტივა პროექტის რეალიზაცია, რასაც შემდეგ ეტაპზე კოორდინაცია და ორივე მთავრობის მხრიდან ინვესტიციების განხორციელება დასჭირდა. იმავდროულად აღინიშნა სოციალური ქსელების სწრაფი ზრდა, რომლებიც ნელ-ნელა ინფორმაციის და კომუნიკაციის ძირითად ცენტრებად გარდაიქმნება. როგორც ჰარელმა დაწერა, „ძალაუფლებას საკუთარ ხელში კიბერთაობა აიღებს“. რადიოს 38 წელი დასჭირდა რომ 50 მილიონიანი აუდიტორიისთვის მიეღწია, მობილურმა ტელეფონმა 15 წელიწადში 3 მილიარდი აბონენტი მოიპოვა, ხოლო სოციალურმა ქსელებმა (Facebook, MySpace, LinkedIn და ა.შ) სულ რაღაც 4 წელიწადში 350 მილიონი მომხმარებელი შეიძინეს. 2008 წელს 43 მილიარდზე მეტი ტექსტური შეტყობინება გაიგზავნა. 2012 წლისთვის 5 მილიარდ ადამიანზე მეტს მობილური ტელეფონი ექნება: მათ მიღებას ყველაზე ღარიბებიც კი შესძლებენ ხელისუფლების გარდაუვალი „მხარდაჭერის“ წყალობით საინფორმაციო და კომუნკაციის სფეროში. ენერგეტიკის მსგავსად, რუსეთის სახელმწიფომ შესძლო ამ მხრივ წარმატების მიღწევა და ამით საკუთარი გეოსტრატეგიული ამბიციების რეალიზაცია, მათ შორის მნიშვნელოვანი შესყიდვების გზით. კრემლთან დაახლოებულმა საინვესტიციო კომპანია Digital Sky Technologies-მა დიდი წილები შეიძინა გიგანტურ რუსულ სოციალურ ქსელ „კონტაქტში“ (Facebook-ის ადგილობრივი ანალოგი), ბალტიისპირულ ქსელ Forticom-ში და მის პოლონურ ანალოგ Nasa Klassa-ში. საბოლოოდ 2009 წლის მაისში (მოლდავეთის მოვლენების შემდეგ) კომპანიამ Facebook-ის 2% 200 მილიონ დოლარად იყიდა. ამ წლის აპრილში DST-მ AOL-ისგან ინტერნეტ-ფეიჯერი ICQ გამოისყიდა. გარდა ამისა, DST-ს 10% შეიძინა ჩინურმა გიგანტმა Tencent-მა, რითაც შეუერთდა Goldman Sachs-ს და ოლიგარქ ალიშერ უსმანოვს (გავლენიანი გაზეთის „კომერსანტის“ მეპატრონე). რამდენიმე სიტყვა პრესის შესახებაც: აქ აღსანიშნავია 2009 წელს France-soir-ის ყიდვა ალექსანდრე პუგაჩოვის მიერ, 2010 წელს The Independant-ის ყიდვა ალექსანდრ ლებედევის მიერ და Le Monde-ის ტენდერში გლებ ფეტისოვის მონაწილეობა. გარდა ამისა, 2011 წელს რუსეთი საკუთარი ოპერაციული სისტემის შექმნას გეგმავს, რომელიც საბოლოო სახეს 2013 წლისთვის მიიღებს. კრემლი კიბერ-კომუნიკაციაში რუსეთის ხელისუფლებამ შესანიშნავად გააცნობიერა ის, რომ ქსელი 21-ე საუკუნეში შესვლისთვის უკიდურესად აუცილებელია. პრეზიდენტ მედვედევის ბლოგი (შექმნილი LiveJournal-ის პლატფორმაზე, რომელიც რუსეთში უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს, ვიდრე აშშ-ში Twitter-ი) დღეს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. თვალსაჩინო მაგალითი: 2010 წლის მაისში, 9 მაისის დღესასწაულის მეორე დღეს, ერთ-ერთმა მომხმარებელმა მის ბლოგზე დატოვა კომენტარი იმის შესახებ, რომ კრასნოდარში მემორიალი წელიწადნახევრის წინ შეაკეთეს და ვეტერანებს ყვავილების დაწყობა ღობესთან მოუხდათ. რამდენიმე დღეში მედვედევმა ქსელში გამოქვეყნდა გუბერნატორ ტკაჩევის სახელზე მისი ხელით დაწერილი დოკუმენტი: „გაარკვიეთ. დამნაშავეები დასაჯეთ. სამ დღეში პასუხი მომახსენეთ“. გარდა ამისა, კავშირგაბმულობის სამინისტრო მზადაა 5 მილიონი რუბლით დააფინანსოს „საბაზისო შესაძლებლობების შესწავლა ხელისუფლების ფედერალური ორგანოების ინტერესების განვითარებისთვის სპეციალიზებული სოციალური ქსელების საშუალებით“. ამ მიზნით სექტემბერში ხელისუფლებამ სპეციალური ტენდერიც კი გამოაცხადა. მთლიანობაში საუბარია იმაზე, რომ გამოკვლეულ იქნას რუსულენოვანი ვებ-გვერდები და მოიძებნოს მეთოდი, რომლითაც შესაძლებელი გახდება მათი გამოყენება აღმასრულებელი ხელისუფლების ინტერესების ლობირებისთვის. ეს უცხო სახელმწიფოების გამოცდილების და ინიციტივების შესწავლასაც გულისხმობს. სამინისტროს ერთ–ერთი თანამშრომლის თქმით, ტექნიკურად ამის განხორციელება შეიძლება მოხდეს სოციალურ ქსელებსა და ბლოგებში სასარგებლო და ორიგინალური იდეების საძიებელი პროგრამის დამუშავების ფარგლებში. ცნობილ ბლოგერს და ვებ-გვერდ bfm.ru-ს მთავარ რედაქტორ ანტონ ნოსიკს მიაჩია, რომ ამოცანა მკაფიოა, გონივრული და აბსოლუტურად რეალისტური. მას მაგალითად business-opportunities.biz-ის ხელმძღვანელი დეინ კარლსონი მოჰყავს, რომელმაც სახელი გაითქვა საკუთარ საიტზე ინტერნეტში მოძიებული მთელი მსოფლიოს ბიზნესმენების გენიალური იდეების ყოველდღიური პუბლიკაციებით. ნოსიკის აზრით, რუსი მაღალჩინოსნები შესძლებენ იგივე სისტემის გამოყენებას მთელი სახელმწიფოს და არამხოლოდ მცირე ბიზნესის სასარგებლოდ. ეს ცვლილება უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან დღემდე ხელისუფლება ბლოგოსფეროს, მხოლოდ საკუთარი იდეების პროპაგანდის ველად განიხილავდა. მაგალითად 2007 წელს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი ვლადიმერ ჩუროვი ბლოგერებს შეხვდა და მათ წინასაარჩევნო რეკლამით დაინტერესება შესთავაზა. ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე სერგეი მირონოვი ასევე დაეკონტაქტა ინტენეტ-საზოგადოების გავლენიან წარმომადგენლებს. რუსი ბლოგერების მეფე რუსტემ ადაგამოვი (Drugoi) „როსგიდრომ“ „საიანო-შუშინსკის“ ჰიდროელექტროსადგურზე სიტუაციის გაცნობისთვის ციმბირში მიიწვია. ეს ჰესი სერიოზულად დაზიანდა 2009 წლის ავარიის შემდეგ (დაიღუპა 75 ადამიანი). გარდა ამისა, ადაგამოვი კრემლის ჟურნალისტურ წრეში მიიწვიეს და ის ხშირად ახლავს ხოლმე მედვედევს, როდესაც პრეზიდენტი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობს ხოლმე. თუმცა Google-ის შედარებით მოკრძალებული წარმატებების მიუხედავად (ის დღემდე ვერ უსწრებს მის რუსულ კონკურენტ „იანდექსს“), სახელმწიფო გამოვიდა ინიციატივით შექმნას მისი საკუთარი საძიებო სისტემა, რომელიც მთლიანად გადაკეტავს ხელმისაწვდომობას „შეუფერებელ“ ინფორმაციასთან, რაც ეხება მაგალითად პორნოგრაფიას, ნარკოტიკს და ტერორიზმს. ორიგინალი ორიგინალი
  5. დღეს რუსეთში ოფიციალურად გაუქმდა ჩრდილოეთ-კავკასიის სამხედრო ოლქი და მის ნაცვლად, სამხრეთ ფედერალური ოლქი შეიქმნა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის,… ლინკი მედიანიუსზე
  6. გუშინ, 3 ოქტომბერს, აღმაშფოთებელი პრეცედენტი მოხდა ქართული ინტერნეტმედიის არცთუ ხანგრძლივ ისტორიაში. რამდენიმე გაზეთის და, მათ შორის, „ახალი 7 დღის“ სერვერები გატეხეს დაუდგენელმა პირებმა და მთელი დღის განმავლობაში ამ აქციის ორგანიზატორები გატეხილი ვებგვერდებიდან ამცნობდნენ ყველას, რომ ეს გააკეთეს თურქმა ჰაკერებმა. გაზეთის მთავარ გვერდზე შესულ მკითხველს შეეძლო მხოლოდ თურქული დროშისა და ამ შეტყობინების ნახვა. გაზიარება [17:15 04-10-2010] http://b.pix.ge/r/4o3h8.gif http://a.pix.ge/u/omomp.gif თავიდანვე გაჩნდა ეჭვი: რატომ უნდა გაეტეხათ თურქ ჰაკერებს ქართულენოვანი ინტერნეტგაზეთები, საიდანაც არ შეეძლოთ არავითარი მატერიალური მოგების მიღება. გაჩნდა ეჭვი, რომ ეს იყო საინფორმაციო აქტივობებზე თავდასხმა თავისუფალი საინფორმაციო სივრცის ხელყოფის მიზნით. აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში არ შეხმიანებია პროვაიდერი „კავკასუსი“, რომლის კუთვნილ კიბერსივრცეში მოხდა თავისუფალი გაზეთების სერვერების ხელყოფა. გაზეთი უკავშირდებოდა მათ საინფორმაციო ცენტრს, საიდანაც იძლეოდნენ გამაოგნებელ პასუხს: ადგილზე არ არის არცერთი პასუხისმგებელი პირი. აღვნიშნავთ, რომ ეს იყო „კავკასუსის“ მხრიდან თავისი მომხმარებლის წინაშე ეთიკური და ეკონომიკური დანაშაული, უპასუხისმგებლობა, პარტნიორული ხელშეკრულების დარღვევა და პარტნიორის უფლებების შელახვა. მათ ოფისის დახურულ კარს მიღმა მიიღეს გადაწყვეტილება, ჩაატარეს აღდგენითი სამუშაოები და ისევ ჩვენთვის ყოველგვარი შეტყობინების გარეშე „ჰაკერების მიერ გატეხილი“ სერვერი აღადგინეს. ჩნდება მრავალი შეკითხვა ვინ ჩაიდინა დანაშაული და ვინ იყო ამ დანაშაულის თანამონაწილე? დღეს ჩვენ გვამშვიდებენ იმით, რომ გუშინ ჩვენთან ერთად დაზარალდნენ სხვა ორგანიზაციების ინტერნეტგვერდებიც. ეს არ გახლავთ დამშვიდების საბაბი. ყველა შემთხვევაში ფაქტი ერთია: მოხდა თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ხელყოფა, მოხდა დივერსია. ჩვენ პროტესტს ვაცხადებთ ამის გამო და ვთხოვთ სამართალდამცავ ორგანოებს, გამოიძიონ მომხდარი ფაქტი, დაადგინონ გუშინ მომხდარი დანაშაულის მონაწილეები, განისაზღვროს „კავკასუსის“ წილი მომხდარში. გუშინ გაზეთს ჰქონდა ალტერნატიული ვერსიები: რომ კიბერშეტევა მიმართული იყო ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ წინააღმდეგ, რომელიც ფინანსურ მხარდაჭერას უწევს თავისუფალ მედიას. ეს ვერსია გაჩნდა იმის გამო, რომ მის მიერ მხარდაჭერილი იყო სამივე დაზარალებული გამოცემა. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ კიბერშეტევის მსხვერპლი აღმოჩნდა კიდევ მრავალი სხვა ორგანიზაცია, რომლებთანაც კავშირი არ აქვს ზემოთ ხსენებულ ფონდს, თავისთავად, ეს ეჭვი გაქარწყლდა. მეორე ვერსიით, მიზანმიმართულად მოხდა იმ ინტერნეტმედიების შინაარსების განადგურება, რომლებიც გამოირჩევიან არაკონიუნქტურული მიმართულებით. ამ ვერსიას ძალა არ დაუკარგავს. თუმცა გადაჭრით არაფრის თქმის უფლება გვაქვს იქამდე, სანამ სამართალდამცავები არ დაამთავრებენ ძიებას. "ახალი 7 დღე"<div style="text-align: justify;">
  7. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53261.jpgსაქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, 2011 წლიდან სკოლებში ცეკვის გაკვეთილები შემოვა. სკოლებში დაინერგება ცეკვის თეორიული და პრაქტიკული სწავლება. აღნიშნული ნოვაცია პილოტირებას თავდაპირველად თბილისის სკოლებში გაივლის. View the full article
  8. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53261.jpgსაქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, 2011 წლიდან სკოლებში ცეკვის გაკვეთილები შემოვა. სკოლებში დაინერგება ცეკვის თეორიული და პრაქტიკული სწავლება. აღნიშნული ნოვაცია პილოტირებას თავდაპირველად თბილისის სკოლებში გაივლის. View the full article
  9. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53261.jpgსაქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, 2011 წლიდან სკოლებში ცეკვის გაკვეთილები შემოვა. სკოლებში დაინერგება ცეკვის თეორიული და პრაქტიკული სწავლება. აღნიშნული ნოვაცია პილოტირებას თავდაპირველად თბილისის სკოლებში გაივლის. View the full article
  10. რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა დაამტკიცა მთავრობის მიერ შეთავაზებული პროექტი, რომელიც სოხუმისა და ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმებთან საბაჟო საკითხებში ურთიერთდახმარების ხელშეკრულების გაფორმებას ითვალისწინებს.მედვედევმა რუსეთის ფედერალურ საბაჟო სამსახურს უფლება მისცა, მოლაპარაკებებისას პროექტებში ისეთი ხასიათის ცვლილებები შეიტანოს, რომელთაც პრინციპული მნიშვნელობა არ აქვთ. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  11. დაღესტანში რუსეთის ჯარის უპრეცენდენტო გაძლიერებამ ვერ შეძლო რუსეთის ფედერაციის ამ რესპუბლიკის დაშოშმინება. სისხლიანი შემთხვევების სერია გრძელდება და მას დღესაც შეემატა ორი ადამიანის მკვლელობა, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ ხელისუფლებასთან. უცნობებმა დღეს დილით მოკლეს სოფელ ნიჟნი ჩირიურტის ადმინისტრაციის მეთაური და ხაბიბ ჯამალოვი და ადგილობრივი კოლმეურნეობის თავმჯდომარე მურად ყაჩკაროვი.თვითმხილვებისგან გახდა ცნობილი, რომ სოფლის ადმინისტრაციის მეთაურის კაბინეტში, პირდაპირ მომსვლელთა მიღების... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  12. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53266.jpgზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი აღმოაჩინეს. ის მდინარე ენგურზე მიმავალმა მეთევზემ შენიშნა. ეს ამ ტერიტორიაზე ნაღმის აღმოჩენის მესამე შემთხვევაა. View the full article
  13. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53266.jpgზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი აღმოაჩინეს. ის მდინარე ენგურზე მიმავალმა მეთევზემ შენიშნა. ეს ამ ტერიტორიაზე ნაღმის აღმოჩენის მესამე შემთხვევაა. View the full article
  14. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53266.jpgზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი აღმოაჩინეს. ის მდინარე ენგურზე მიმავალმა მეთევზემ შენიშნა. ეს ამ ტერიტორიაზე ნაღმის აღმოჩენის მესამე შემთხვევაა. View the full article
  15. ცხინვალის რეგიონის ოკუპირებული ტერიტორიიდან 11 დაკავებული ქართველი გადმოიყვანეს. პოლიციის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს უფროსის ვლადიმერ ჯუღელის თქმით, ქართულ მხარეს გუშინ საქართველოს ორი მოქალაქე გადმოსცეს.“ბოლო ორი კვირის განმავლობაში სულ 11 ადამიანი გადმოვიყვანეთ ოკუპირებული ტერიტორიიდან. უმეტესად, დაკავებიდან 2-3 დღის შემდეგ ვახერხებთ მათ გათავისუფლებას" - განაცხადა ვლადიმერ ჯუღელმა.ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის ოსურ მხარეს 150 რუბლის ოდენობის ჯარიმა აქვს დაწესებული. ეს დაახლოებ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  16. დღეს ,,საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოებამ“ (GSPSA), ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მერიის წინ საპროტრესტო აქცია გამართა. ცხოველთა დაცვის საერთშორისო დღე საქართველოში წელს მეორედ აღინიშნა. აქციას 20-მდე მოქალაქე ესწრებოდა ტრანსპარანტებით. GSPSA-ს თავმჯდომარემ და აქციის ორგანიზატორმა თეიმურაზ წიქორიძემ ქალაქ თბილისის მერიას ოფიციალური წერილით მიმართა, რომელშიც თბილისის მერიას მოუწოდებენ, რომ შეწყვიტონ ცხოველთა მიმართ სისასტიკე და პერმანენტულად განადგურება. საპროტესტო წერილის მიხედვით, მერიის კონტრაქტორი კომერციული ფირმა ,,დებიუტი“, რომელიც ცხოველთა ვეტერინარულ მომსახურებაზე გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებულია, 2007 წლიდან დღემდე მიუსაფარ ცხოველებს სასტიკი მეთოდებით უსწორდებიან და დღემდე 50 ათას ძაღლზე მეტი გაანადგურეს. როგორც მერიაში განმარტავენ, შპს ,,დებიუტმა“ ტენდერში შარშან 2 წლის ვადით გაიმარჯვა და მერიამ მათ, ამ საქმიანობის განსახორციელებლად, ბიუჯეტიდან მილიონ ასი ათასი ლარი გამოუყო. თეიმურაზ წიქორიძის თქმით, ცხოველთა პოპულაციის კონტროლის საბაბით, თბილისში უპატრონო ცხოველთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტვა ხორციელდება, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს. მისი განმარტებით, პოპულაციის კონტროლისათვის მსოფლიოში აღიარებული პრაქტიკაა ცხოველთა სტერილიზაცია. სტერილიზაციის შედეგად შობადობა მცირდება და ცხოველთა რიცხვი თვისთავად რეგულირდება. მათი მოკვლის შემთხვევაში კი, აუცილებელია, რომ ცხოველებს დამაძინებელი ინექცია გაუკეთდეთ. წიქორიძის თქმით, საქართველოში დამაძინებელ ინექციაზე თანხა იზოგება და ცხოველებს სასტიკი მეთოდებით კლავენ. როგორც GSPSA -ს მერიისადმი მიმართვაშია აღნიშნული, საქართველო არ არის მიერთებული ცხოველთა უფლებების უზრუნველმყოფ საერთაშორისო კონვენციებსა და აქტებს. ქვეყნის შიგნით არ არის დარეგულირებული ცხოველთა დაცვისა და სასტიკი მოპყრობის აღმოფხვრის საკითხები, გარდა სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლისა. თუმცა, როგორც თეიმურაზ წიქორიძე ამბობს, ეს არის ,,მკვდარი“ მუხლი, რადგანაც მისი გამოყენება არასოდეს დაფიქსირებულა, მიუხედავად ცხოველთა მიმართ მასობრივი სისასტიკისა. აქციის მონაწილეებმა თბილისის მუნიციპალიტეტის არასწორი პროგრამების და მისი კონტრაქტორი ფირმის მიმართ პროტესტი გამოთქვეს და ამ მიმართულებით საერთაშორისო კანონებისა და ჰუმანური მეთოდების გამოყენებისკენ მოუწოდეს. თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, მერიას ოფიციალური პასუხი ამ მიმართვაზე რამდენიმე დღეში ექნება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  17. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53263.jpgდევნილების მდგომარეობასთან დაკავშირებით პარლამენტში სახალხო დამცველს მოუსმინეს. გიორგი ტუღუშის სპეცანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის ერთობლივ სხდომაზე განიხილეს. View the full article
  18. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53263.jpgდევნილების მდგომარეობასთან დაკავშირებით პარლამენტში სახალხო დამცველს მოუსმინეს. გიორგი ტუღუშის სპეცანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის ერთობლივ სხდომაზე განიხილეს. View the full article
  19. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53263.jpgდევნილების მდგომარეობასთან დაკავშირებით პარლამენტში სახალხო დამცველს მოუსმინეს. გიორგი ტუღუშის სპეცანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის ერთობლივ სხდომაზე განიხილეს. View the full article
  20. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53264.jpgკონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერაციის შედეგად დააკავეს ონის საკრებულოს წევრი ამირან სხიერელი, რომელმაც მეწარმეს ონის რაიონში არსებული საბადოდან წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის... View the full article
  21. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53264.jpgკონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერაციის შედეგად დააკავეს ონის საკრებულოს წევრი ამირან სხიერელი, რომელმაც მეწარმეს ონის რაიონში არსებული საბადოდან წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის... View the full article
  22. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53264.jpgკონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერაციის შედეგად დააკავეს ონის საკრებულოს წევრი ამირან სხიერელი, რომელმაც მეწარმეს ონის რაიონში არსებული საბადოდან წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის... View the full article
×
×
  • შექმენი...