Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/54019.jpgეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება. საავტომობილო, საზღვაო და საჰაერო სააგენტოები ცალკეულ სტრუქტურებად ჩამოყალიბდება. View the full article
  2. ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილს ოკუპირებული უწოდა. ეს მან 17 ნოემბერს ბრიუსელში, პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.„ეს მგრძნობიარე თემაა და მასზე ყოველთვის პრინციპული პოზიცია გვქონდა. როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმაც აღნიშნა, მხარს ვუჭერთ საქართველოს ინტეგრაციას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. იხილეთ tabula.geზე
  3. /get_img?NrArticle=3366&NrImage=1 ბურების ფერმა სამხრეთ აფრიკაში - ვაიმე, არ იცი? - აფრიკიდან 40 000 კაცი ჩამოყავთ საქართველოში საცხოვრებლად. - მგონი, კახეთში უპირებენ ჩასახლებას *** მოემზადე ახალი მეზობლების დასახვედრად. - თქვენ ხუმრობთ, ხალხო და მე გული გამისკდა?! წარმოიდგინეთ, მართლა რომ ჩამოასახლონ! საცოდავო საქართველო, საით მიექანები! ეს კომენტარები ფეისბუქზე, ერთ–ერთი მომხმარებლის მიერ საკუთარ გვერდზე ატვირთულ ფოტოს მოჰყვა. ფოტოზე, რომლითაც სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილი გამოეხმაურა ხელისუფლების ინიციატივას საქართველოში ბურების ჩამოსახლებასთან დაკავშირებით, რამდენიმე აფროამერიკელია გამოსახული, წარწერით – „ჩვენი მომავალი თანამოძმეები“. ვინ არიან სინამდვილეში ბურები? რატომ და რის გამო შეიძლება ისინი დასახლდნენ საქართველოში? საქართველოს რომელ რეგიონში აპირებს მთავრობა მათ ჩამოსახლებას და რა პირობებით? რა შედეგების მომტანი იქნება საქართველოში ბურების ჩამოსახლება? – ეს ის შეკითხვებია, რაზეც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს პასუხი არ გააჩნია და რაზეც ხელისუფლება ამ დრომდე არ იძლევა პასუხებს. ბურები - თეთრკანიანი ფერმერები, სამხრეთ აფრიკაში მე–17–18 საუკუნეებში გადასახლებული ჰოლანდიელების შთამომავლები არიან (ძველჰოლანდიურ ენაზე სიტყვა ბურ აღნიშნავდა გლეხს). ბურების მშობლიური ენა აფრიკაანსულია. ამ ენაზე სიტყვა ბური ფერმერს ნიშნავს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბურების 40 ათას ოჯახს, დაახლოებით 150 ათას ადამიანს, საქართველოში, კერძოდ კი, ქართლისა და კახეთის რეგიონებში, უახლოეს თვეებში ჩამოასახლებენ. საქართველოში ბურების ჩამოსახლებას დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი უწევს კოორდინაციას, შესაბამისად, ნეტგაზეთმა შეკითხვებით, პირველ რიგში, აღნიშნულ სამინისტროს მიმართა. პრესსამსახურში განგვიმარტეს, რომ ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა მხოლოდ მინისტრს შეუძლია, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება მივლინებაში და ამის გამო, პასუხები ვერ მივიღეთ. სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ საქართველოში ბურების ჩამოსახლებასთან დაკავშირებით ინტერვიუ ამერიკულ CNBC-ის მისცა, სადაც განაცხადა, რომ ბურები მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო ფერმერები არიან, რომელთა დახმარებითაც ააღორძინებენ საქართველოში სოფლის მეურნეობას: ”კომუნისტურ პერიოდში დავკარგეთ ეს (სამეურნეო) ტრადიციები. ჩვენ გვინდა, აღვადგინოთ აგრარული სექტორი,” – აღნიშნა დავითაიამ. საქართველოში აგრარული სექტორის განვითარების კუთხით რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობს, მათ შორის, ქეა საერთაშორისო, ათასწლეულის გამოწვევა საქართველო, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. აღნიშნულ ორგანიზაციებში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ფერმერული მეურნეობის განვითარება ხელს შუწყობს აგრარული სფეროს აღორძინებას, თუმცა რამდენად შედეგიანი იქნება საქართველოს აგრარულ სექტორის განვითარებისთვის ბური ფერმერების ჩამოსახლება, ამ კითხვაზე პასუხისაგან თავს იკავებენ იმ მოტივით, რომ არ ფლობენ კონკრეტულ ინფორმაციას საქართველოში ბურების ჩამოსახლების თაობაზე. ბურების ჩამოსახლებასთან დაკავშირებით ამ დროისთვის არსებობს მხოლოდ ერთადერთი ოფიციალური წერილობითი დოკუმენტი – ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ მიმდინარე წლის 18 აგვისტოს გააფორმა სამხრეთ აფრიკის ეროვნულ აგრარულ კავშირთან ქალაქ პრეტორიაში. ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ ინფორმაცია დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში დღემდე გასაიდუმლოებულია. სამხრეთ აფრიკის ეროვნული აგრარული კავშირი, რომელთანაც საქართველომ გააფორმა ურთიერთგაგების მემორანდუმი, იგივეა, რაც ტრანსვაალის სასოფლო კავშირი. კავშირი, რომელიც 1897 წელს შეიქმნა თეთრკანიანი ფერმერების უფლებების დაცვის მიზნით, ძირითადად, სწორედ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მცხოვრებ თეთრკანიან ფერმერებს აერთიანებს. ტრანსვაალის სასოფლო კავშირის გენერალურმა მენეჯერმა ბენი ვან ზილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ბური ფერმები საქართველოში საკუთარი ინვესტიციით აპირებენ ჩამოსვლას. "საქართველოში სოფლის მეურნეობა დაბალ დონეზეა განვითარებული. ბურები რომ შემოვლენ, რა გადატრიალებას მოახდენენ, ვერ გეტყვით. ინვესტორი როცა შემოდის ქვეყანაში, მას ის კი არ აინტერესებს, საქართველო განვითარდება თუ – არა, მას უნდა, პირველ რიგში, თავისი ბიზნესი განავითაროს," – ამბობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის პროგრამის კოორდინატორი დავით თამარაშვილი. მისივე თქმით, ეს პროცესი, შესაძლოა, ქართველი გლეხებისა და ფერმერებისთვის მძიმე შედეგების მომტანი აღმოჩნდეს: „თუ ისინი (ბურები) შემოიტანენ თანხას და მაღალხარისხიან პროდუქციას აწარმოებენ, იქნებიან კონკურენტულნი. ჩვენს გლეხს კი არც ფული აქვს და არც – ტექნოლოგიები, საოჯახო ხასიათის მეწარმეობა აქვთ. ეს არ არის მომგებიანი სოფლის მეურნეობა,“ – ამბობს თამარაშვილი. ქართველი ფერმერი დავით თანიაშვილი, რომელსაც ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში 5 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ციტრუსი და ჩაი მოჰყავს, ამბობს, რომ მას სახელმწიფოსგან ფინანსური თანადგომა სჭირდება. ”ფინანსური დახმარებებია საჭირო. მქონდა განაცხადი იაფ კრედიტზე, რადგან მოთხოვნა იზრდება და მეურნეობის გაზრდაც მსურდა, მაგრამ ვერ მივიღე კრედიტი”, – ამბობს თანიაშვილი (2008 წლის თებერვლის თვეში ეკონომიკის სამინისტრომ მას იაფი კრედიტი დაუმტკიცა, მაგრამ საბოლოოდ, პროგრამის შეწყვეტის მოტივით, მან სახელმწიფოსგან დაფინანსება ვერ მიიღო). დავით თამარაშვილის თქმით, სწორედ გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი სესხების გაცემითაა შესაძლებელი საქართველოში ფერმერული მეურნეობის განვითარება. ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ ქართველ ფერმერებს საკუთარი მეურნეობების განვითარებაში მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს ბურების გამოცდილების გაზიარება: „ბურებს აქვთ ფერმერობის უნიკალური გამოცდილება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დაინერგოს ახალი კულტურები. კარგი იქნება, თუ ჩვენს ქვეყანაში გააჩაღებენ თავიანთ მეურნეობებს“, – განაცხადა პაპუნა დავითაიამ კურიერ P.S.–სთან ინტერვიუში. «სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში სოფლის მეურნეობა ძალიან განვითარებულია და ეს ბური ფერმერების დამსახურებაა,» – ამბობს გაეროს სურსათისა და მიწათმოქმედების ორგანიზაციის კონსულტანტი რატი შავგულიძე. სამხრეთ აფრიკის საინფორმაციო პორტალის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის დარგებიდან მათ ქვეყანაში განვითარებულია როგორც მეცხოველეობა, ისე მიწათმოქმედება: მარცვლეული კულტურებიდან, ძირითადად, მოყავთ ყვითელი სიმინდი და ხორბალი. ასევე, რესპუბლიკა მზესუზმირის ათ ყველაზე დიდ ექსპორტიორ ქვეყნებს შორისაა. იგივე წყაროს მონაცემებით, სამხრეთ აფრიკაში 13.8 მილიონი მსხვილფეხა საქონელი და 28.8 მილიონი ცხვარია. სამხრეთ აფრიკას წარმატებები ღვინის ბაზარზეც აქვს: 110 ათას ჰექტარ ფართობ მიწაზე ვაზის 300 მილიონი ძირი ხარობს. თუკი 1992 წელს რესპუბლიკიდან 22 მილიონი ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, 2007 წელს ამ მონაცემმა 314 მილიონ ლიტრამდე მიაღწია. ნეტგაზეთი დაინტერესდა, სოფლის მეურნეობის რომელ სფეროს გაჰყვებიან ბურები საქართველოში? ბენი ვან ზილმა, ტრანსვაალის სასოფლო კავშირის გენერალურმა მენეჯერმა, გვიპასუხა: «უნდა შევისწალოთ ბაზარი (როგორც ადგილობრივი, ასევე – საექსპორტო). ამის შემდეგ გადავწყვეტთ, რა ვაწარმოოთ. საქართველოს აქვს მდიდარი სამეურნეო ტრადიციები და არსებული ცოდნის უკუგდება არ არის კარგი პრაქტიკა.» ვან ზილი ამბობს, რომ „ინფორმირებული არჩევანის“ გასაკეთებლად ემზადება: ”ჩვენ არ ვაპირებთ დავიწყოთ პროექტი, სანამ არ გვექნება უფრო მეტი ინფორმაცია, რომელიც ჩვენ, მომავალ ინვესტორებს, საშუალებას მოგვცემს, გავაკეთოთ ინფორმირებული არჩევანი.” უფრო მეტი ინფორმაციის მიღებას ვან ზილი დეკემბრის დასაწყისში აპირებს, როდესაც პირადად ეწვევა საქართველოს. ბურების თხუთმეტკაციანი დელეგაციის პირველი ვიზიტი საქართველოში 29 სექტემბერს შედგა. ვიზიტის მიზანი საქართვლოში მიმდინარე რეფორმების გაცნობა და საინვესტიციო გარემოს შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღება იყო. ოფიციალური ინფორმაციით, სამხრეთაფრიკელი ფერმერები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანასთა სამინისტროებში მიიყვანეს, სადაც ”ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო კლიმატის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.” სტუმრებს უცხოურ საწარმოებსა და ადგილობრივი გლეხების სამიწათმოქმედო ნაკვეთებზე ექსკურსიაც მოუწყვეს. ბურებს ექსკურსიამძღოლობას საქართველოში რამდენიმე პირველი პირი უწევდა, მათ შორის, შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და პირველი ლედი სანდრა რულოვსი. ბურების დელეგაცია კახეთში ძმებ გამტკიცულაშილების ვენახშიც მიიყვანეს. ნეტგაზეთი დაუკავშირდა ერთ–ერთ ძმას – გელა გამტკიცულაშვილს, რომელიც ვენახთან ერთად, მარანსაც ფლობს და, შესაბამისად, თავადვე აწარმოებს ღვინოს. ჩვენს შეკითხვებზე, თუ რა მიზნით მიიყვანეს მასთან ბური ფერმერები, რაზე იყო მათთან საუბარი და მიიღო თუ არა ბური კოლეგებისგან მან რაიმე რჩევები ან პირიქით, ისინი თუ დაინტერესდნენ მისი გამოცდილებით, გამტკიცულაშვილმა ასეთი პასუხი გაგვცა: «უნდა გავიაზრო, მოვიფიქრო, გავიხსენო ის მომენტები, ის სიტუაციები აღვიდგინო, ასე უცბად ამ საკითხზე... ეს მნიშვნელოვანი საკითხია»... გამტკიცულაშვილმა გვითხრა, რომ მოგვიანებით დავკავშირებოდით, თუმცა „მოგვიანებით“ მან ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა. ვან ზილი ამბობს, რომ ტრანსვაალის სასოფლო კავშირი დეკემბერში გამოგზავნის ექსპერტებს, რომლებიც შეისწავლიან საქართველოს შიდა და საგარეო ბაზარზე მოთხოვნას. ექსპერტების დასკვნის შემდეგ კი, გადაწყვეტენ – ღირს თუ არა საქართველოში კაპიტალის დაბანდება. ბურები სამხრეთ აფრიკიდან გასახლებას ქვეყანაში შექმნილი პირობების გამო აპირებენ: ვან ზილის თქმით, 1994 წლიდან (მას შემდეგ, რაც სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდი გაუქმდა) დღემდე აფროამერიკელებმა 3 ათასი თეთრკანიანი ფერმერი მოკლეს. მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები 5 მილიონი თეთრკანიანის შევიწროება 35 მილიონი შავკანიანის მიერ. სამხრეთ აფრიკის სახელმწიფო პოლიტიკის თანახმად, თეთრკანიან ფერმერებს საკუთრებაში არსებული მიწების 30% ჩამოერთმევა. ”სახელმწიფო პოლიტიკის გამო, ბევრმა კვალიფიციურმა ფერმერმა დაკარგა ფერმერობის შესაძლებლობა და მომავალში ეს შეუქცევადი პროცესი გახდება,” – ამბობს ბენი ვან ზილი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების თანადგომის იმედი აქვს იმ შემთხვევაში, თუ საბოლოოდ გადაწყდება ბურების საქართველოში ჩამოსახლების საკითხი. საქართველოს პირველმა ლედიმ კურიერ P.S.–თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სახელმწიფო ბურებს აუცილებლად დაეხმარება, თუმცა კონკრეტულად – რაში, ამ საკითხებზე საქართველოს ხელისუფლებაში ჯერ ღიად არ საუბრობენ. სრული ინფო(netgazeti.ge)
  4. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty1.jpg გია ნოდია არის თუ არა შესაძლებელი კარგი ურთიერთობები ირანთანაც და შეერთებულ შტატებთანაც? დღის წესრიგში ეს კითხვა მაშინ დადგა, როდესაც ამ თვის დასაწყისში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მანუჩარ მოთაკი თბილისს ეწვია. დასაწყისისთვის უნდა განვსაზღვროთ რას ვგულისხმობთ, როდესაც ირანთან დაკავშირებით „კარგ ურთიერთობებს“ ვახსენებთ. მოთაკის ვიზიტისას ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა შეთანხმებას თავისუფალ სავიზო რეჟიმზე და ბათუმში საკონსულოს გახსნის შესახებ. ზუსტად ვიზიტის წინ აღსდგა პირდაპირი საჰაერო რეისები თბილისსა და ირანს შორის. ორივე მხარე აკეთებდა ზოგად, ბანალურ განცხადებებს ეკონომიკური თანამშრომლობისა და ტურიზმის შესახებ. ყველაზე დიდსულოვანი ინტერპრეტაციითაც კი საქართველო მხოლოდ ახლა უახლოვდება ურთიერთობათა იმ დონეს, როგორიც ირანს უკვე აქვს მათ საერთო მეზობლებთან – თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან. მაგრამ იმის გამო, რომ საქართველო შეერთებული შტატების განსაკუთრებულად ახლო პარტნიორად განიხილება, მოვლენათა ასეთი განვითარება ინტენსიური ყურადღების ველში მოექცა. რაღა თქმა უნდა, საქართველოს ლიდერებმა ეს იციან. ამიტომაც ისინი მუდმივად უსვამენ ხაზს იმ ფატქს, რომ ქართულ-ირანულ ურთიერთობათა გააქტიურება არავითარ გავლენას არ ახდენს ქვეყნის სტრატეგიულ ორიენტაციაზე. პირად საუბრებში ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ ირანთან დაკავშირებით არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა წამყვანი დასავლური ქვეყნების მთავრობებთან კონსულტაციის გარეშე და ყველა მათგანი ძალისხმევას, რომელსაც საქართველო თავის მეზობლებთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად სწევს, სიმპათიით ეკიდება. მაგრამ კითხვა რჩება: რატომ უნდა გადაედგა საქართველოს მთავრობას ნაბიჯები, რომლებსაც პოტენციურად შეეძლოთ მთავარ მოკავშირეებთან ურთიერთობებში მისთვის პრობლემები შეექმნა? მე ამ კითხვაზე პასუხად შეთქმულების ორი თეორია მოვისმინე. პირველი ასეთი თეორიის თანახმად, ვაშინგტონი აქეზებს თბილისს თეირანთან ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ, რათა ირანთან კომუნიკაციის დამატებითი არხი ჩაიგდოს ხელში. მეორე თეორიის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს პრეზიდენტს ბარაქ ობამას შანტაჟს უწყობს, რათა მან საქართველოს მეტი ყურადღება დაუთმოს. „თუ მას ჩემთან შეხვედრა არ სურს“ – აცხადებენ ისინი, „მაშინ მე შევხვდები მაჰმუდ აჰმედინეჯადს“. კონსპიროლოგიურ თეორიებთან კამათი ყოველთვის რთულია, მაგრამ საქართველოს თავისთავად აქვს სრულიად რაციონალური მიზეზები იმისა, რომ ირანთან უკეთესი ურთიერთობები სურდეს. 2008 წლის აგვისტოს ომმა თბილიისს ორი მთავარი რამ ასწავლა. პირველი – დასავლეთის პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოსთვის აბსოლუტური მნიშვნელობისაა, რადგან ამ მხარდჭერის გარეშე, მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის პირისპირ, ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნების შანსები ნულის ტოლია. მეორე, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ორიენტირება მხოლოდ დასავლეთის მხარდაჭერის შენარჩუნებისთვის, სახიფათოა, რადგან არც შეერთებული შტატები და არც ევროპის კავშირი არაა მზად ისეთი ხარისხის გარანტიების მისაცემად, რომელიც საქართველოს მშვიდობიანი, დამოუკიდებელი განვითარებისათვის სჭირდება. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატებიცა და ევროპის კავშირიც რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას თავის უმაღლეს პრიორიტეტთა შორის ასახელებენ. მოკლედ, ფსონების დადება მხოლოდ ერთი მიმართულებით, გონივრული არ არის. საქართველოს სტრატეგიული ორიენტაცია დასავლეთზე არ გამორიცხავს ინტერესთა კონფლიქტს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ზრდასრულ ადამიანებს ასეთი რამ კარგად გაეგებათ. ახლო, მაგრამ არა ძალიან ახლო საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონალურ დონეზე საკუთარი პოზიციების განმტკიცება. მოსწონთ თუ არა ეს ამერიკელებს და ევროპელებს, ურთიერთობები რუსეთსა და საქართველოს შორის, მოცემულ მომენტში, ნულოვან თამაშს უტოლდება: ნებისმიერი სისუსტე საქართველოს მხრიდან მოსკოვისთვის (რომელიც ისევ იმედოვნებს „რეჟიმის შეცვლას“) თბილისზე ზეწოლის გაძლიერების შესაძლებლობას ნიშნავს. ყოველ შემთხვევაში, ასე ხედავენ სიტუაციას საქართველოს ლიდერები. ამ ფონზე, ნებისმიერ მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობათა დაძაბვა რისკების დამატებით ხარიხს აჩენს. რაღა თქმა უნდა, მეზობლებთან ცუდი ურთიერთობა, თავისთავად ცუდია. მაგრამ ისეთი მოტივირებულ ოპონენტს როგორიც რუსეთია, ყოველთვის შეუძლია ნებისმიერი სისუტე საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენოს. ამიტომაა, რომ 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ, საქართველო ძალიან ინტენსიურად სწევს ძალისხმევას რეგიონში საკუთარი პოზიციების განსამტკიცებლად, მათ შორის ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობების გამოსასწორებლად, რომელთაც ცუდი ურთიერთობა აქვთ დასავლეთთან, ესენია ირანი და ბელორუსია. საქართველოს ხელისუფლებამ ერთდროულად ორ მიზანს უნდა მიაღწიოს. პირველი, მან უნდა დაარწმუნოს დასავლეთი, რომ თბილისი რჩება სანდო, პასუხისმგებლობის მქონე, პროგნოზირებად მოკავშირედ. მან ეს საშინაო პოლიტიკაში დემოკრატიული ღირებულებებისადმი ორიენტაციის დემონსტრირებითა და წამყვან დასავლურ ქვეყნებთან საგარეო-პოლიტიკური ქმედებების კოორდინირებით უნდა გააკეთოს. მეორეს მხრივ, საქართველომ უნდა დაამყაროს კარგი ურთიერთობები რეგიონის ყველა მეტ-ნაკლებად გავლენიან ქვეყნასთან (და არა მხოლოდ მათთან). საქართველო იმ რეგიონში, სადაც, განსაკუთრებით უკრაინაში რეჟიმის ცვლილებისა და თურქეთის ახალი საგარეო-პოლიტიკური ტენდენციების შემდეგ, პრო-დასავლური სახელმწიფოების რიცხვი მცირდება, თავს იზოლაციაში დარჩენის უფლებას ვერ მისცემს. ამისთვის კი საქართველომ უნდა აჩვენოს, რომ ის არაა ვაშინგტონისა და ბრიუსელის მარიონეტი და დამოუკიდებელი ქმედებების განხორციელების უნარი შესწევს. სერიოზულ პოლიტიკოსებს ეს ესმით, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოს ურთიერთობათა დათბობა ირანთან, შეერთებულ შტატებთან, ან ევროპასთან ურთიერთობეთა გაცივებას გამოიღებს შედეგად. რეალური ხიფათი იმაში მდგომარეობს, რომ იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც უკვე მოაბეზრა თავი საქართველოსპოლიტიკამ და პრობლემებმა, ან მათ, ვისაც ეს პოლიტიკა ცუდად ესმის, საბაბი მიეცემათ. მაგრამ ამას ვერაფერს მოუხერხებ – ამიტომაც გვყავს დიპლომატები და პოლიტიკოსები, რომ მსგავსი საკითხები მოაგვარონ. ორიგინალი ორიგინალი
  5. http://a.pix.ge/s/009ey.jpg როი ჰოჯსონი იმედოვნებს, რომ კოული შეძლებს კვირას, ტოტენჰემის წინააღმდეგ თამაშს უაით ჰარტ ლეინზე. ლივერპულის 10-მა ნომერმა გამოტოვა ბოლო 5 მატჩი სწორედ ამ მუხლქვეშა ტრავმის გამო, მაგრამ ახლა ის მელვუდზე ვარჯიშობს, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, რათა აღიდგინოს ძალები. “ჯო შესაძლოა კვირას ვიხილოთ!” – განაცხადა როიმ ინტერვიუში. “ჩვენ ვფიქრობდით, რომ ის ვესტ ჰემთან სათამაშოდ მზად იქნებოდა, თუმცა ცოტა დიდი ხანი დასჭირდა მის გამოჯანმრთელებას.” “მუხლქვეშა ტრავმა საკმაოდ სახიფათოა, ამიტომ ჩვენ დაველოდებით “Sports Science” – ის ექიმების პასუხს. თუ გვეტყვიან, რომ ჯოს მეტი დრო სჭირდება, ჩვენ მას დავაცდით.” View the full article
  6. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/54020.jpgთბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დააკავეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ნაზო კონჯარია, რომელიც ცდილობდა საქართველოდან გაეყვანა 2010 წლის 25 სექტემბერს დაბადებული ნინო კვარაცხელია. View the full article
  7. დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ინტერნეტ ფორუმებზე გავრცელებული დაუდასტურებული ინფორმაციის შესახებ სპეციალური განცხადება გაკეთდა. ამბავი, რომელიც სხვადასხვა სოციალურ ქსელსა და ფორუმზე განხილვის საგანი გახდა, ვაკის პარკში რამდენიმე ძიძის დაკავების სავარაუდო ფაქტს უკავშირდებოდა. საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ მელიქიშვილმა, დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ამ საკითხს სპეციალური განცხადება მიუძღვნა. "ბოლო დღეებში ადგილი აქვს საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანას, რაც "რეპეტიტორებისა" და ძიძების საქმიანობის თითქოს და დაბეგვრის ინიცირებას ეხება",–წერს პარლამენტის ოფიციალური ინტერნეტ გვერდი. მისი თქმით, ეს არის სრული სიცრუე. პარლამენტის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ არანაირი საფუძველი ამ ჭორებს არა აქვს: ჩვენი დამოკიდებულება ნათელია, ამ ადამიანებმა უნდა ისარგებლონ იმ შეღავათებით, რასაც ახალი საგადასახდო კოდექსი აძლევს. მიკრობიზნესის – 30 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე ადამიანები მთლიანად გათავისუფლებული არიან გადასახადისაგან, განაცხადა მან. თავის მხრივ, ეკონომიკის ექსპერტი, ნოდარ ხადური, რომელსაც ნეტგაზეთი დაუკავშირდა, აცხადებს, რომ ძიძებისგან და რეპეტიტორებისგან ამოღებული თანხა, მისი აზრით, უფრო ნაკლები ოდენობის იქნება, ვიდრე ამ საკითხის ადმინისტრირების ხარჯები. სრული ინფო(netgazeti.ge)
  8. დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დავით ბაქრაძემ გასული კვირის მოვლენებზე ისაუბრა. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია საქართველოს შესახებ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაგეგმილი გამოსვლა და ბაქრაძის შეფასებები დღეს პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. "ეს რეზოლუცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ნატო–საქართველოს ურთიერთობის კონტექსტში, არამედ იმიტომაც, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში არიან 28 ქვეყნის მოქმედი პოლიტიკოსები, მოქმედი პარლამენტის წევრები. 28 ქვეყნის პარლამენტებში მზად არიან ყველაფერს თავისი სახელი დაარქვან, როგორებიცაა –ოკუპაცია, ეთნოწმენდა. მოსთხოვონ რუსეთს ვალდებულებების შესრულება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი უპირობოდ მხარდაჭერა. ეს სწორედ იმის პირობა არის, რომ საქართველოს მთლიანობის მხარდაჭერის პოლიტიკა გაგრძელდება". მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია ლისაბონის სამიტის გადაწყვეტილებაც, რომ საქართველო გახდება ნატო–ს წევრი. დავით ბაქრაძის განცხადებას პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით, ასევე, საქართველოს პარლამენტის საიტი აქვეყნებს. "ასევე მნიშვნელოვანი და სერიოზული მოვლენაა საქართველოს პრეზიდენტის ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაგეგმილი გამოსვლა. "მსგავსი შემთხვევები არც თუ ისე ხშირად ხდება, როცა რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტს მეორედ აძლევენ შესაძლებლობას, სიტყვით გამოვიდეს ევროპარლამენტში პლენარული სხდომის ფორმატით. ეს საქართველოსადმი დიდი მხარდაჭერის გამოხატულებაა". სრული ინფო(netgazeti.ge)
  9. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერდიკოვმა აღიარა, რომ მისი განრისხების მიზეზი მის მიერ სასწავლო ცენტრის ,, სელცი”-ს დათვალიერების დროს გახდა მისი ტერიტორიის ცენტრში ილია წინასწარმეტყველის ტაძრის აშენება.აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რამოდენიმე დღის წინ შედგა რუსეთის მედესანტეთა კავშირის ცენტრალური საბჭოს სხდომა.შეგახსენებთ, რომ მაშინ მინისტრმა გალანძღა აგრეთვე სასწავლებლის უფროსი-რუსეთის გმირი, გვარდიის პოლკოვნიკი ანდრეი კრასოვი და მოითხოვა მისგან ეკლესიის დაუყოვნებელი აღება.... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  10. აფთიაქების მფლობელებს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს, გუშინ აღმკვეთი ღონისძიება შეუფარდეს. სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში გაიმართა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმე ეხება ფსიქოტროპული მედიკამენტების საქართველოში შემოტანას და არარეგისტრირებული მედიკამენტებით ვაჭრობას. ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული 21 ადამიანიდან 16–ს გირაო შეუფარდეს, 20-40 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო 5–ს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა. დაკავებული აფთიაქების მფლობელების შესახებ ინფორმაცია მედიამ გაავრცელა. ოფიციალური განცხადება დაკავებასთან დაკავშირებით დღეს გაკეთდა. დღესვე მთავრობის სხდომაზე მყოფი ჯანდაცვის მინისტრი ამ კითხვაზე პასუხისას არ დაკონკრეტებულა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოძიებას დაელოდება. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით არის აღძრული, რაც ითვალიწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით. სრული ინფო(netgazeti.ge)
  11. რუსმა ოკუპანტებმა ახალგორის საგუშაგოზე თბილისის მიმართულებით სასწრაფო დახმარების მანქანა არ გამოატარეს, რომელსაც სამი წლის პაციენტი გადაჰყავდა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ახალგორის მოსახლეობამ აცნობა. “შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. იმ მომენტისთვის ბავშვის მშობლები წეროვანში იმყოფებოდნენ. მას მაღალი სიცხე ჰქონდა და ახალგორის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მისი თბილისში გადაყვანა გადაწყვიტა, თუმცა, მანქანა რუსულ პოსტზე არ გაატარეს”, - განაცხადეს ახალგორელებმა.მათივე ინფორმაციით, სასწრა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  12. საქართველოში 168 639 გიორგი ცხოვრობს. საქართველოს იუსტიციის სამინსიტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში მამაკაცის სახელებს შორის გიორგი ყველაზე პოპულარულია. გიორგობის დღესთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში 23 ნოემბერს აღინიშნება, ერთიან ბაზაზე დაყრდნობით, სამოქალაქო რეესტრის საინფორმაციო–ტექნოლოგიების სამმართველომ საქართველოში ამ სახელის მქონე ადამიანების რაოდენობა დაითვალა და გამოაქვეყნა. 168 ათას 639 გიორგის ემატება 94 გიო და 235 ლაშა–გიორგი. გარდა ამისა, გვხდება ისეთი სახელები, როგორებიცაა:საბა–გიორგი,მათე–გიორგი, ლუკა–გიორგი, ედვარდ–გიორგი, გიორგი–უმცროსი,გიორგი –არჩილი, გიორგი–ლაზარე და სხვა. ყველა ასაკის მამაკაცების გავრცელებული სახელების ათეული ასეთია: გიორგიდავითიზურაბილევანიალექსანდრეირაკლიმიხეილითამაზინიკოლოზიავთანდილიმამრობითი სქესის ახალშობილებში, პოპულარული სახელებია: გიორგინიკოლოზილუკასაბადავითიანდრიაალექსანდრესანდრო სრული ინფო(netgazeti.ge)
  13. ქართული მხარე ნებას რთავს შვეიცარიის საელჩოსთან რუსეთის სექციის წარმომადგენელს საქართველოში ორშაბათს მოსკოვის დროით 13.00 საათზე რუსეთის ოთხ მოქალაქესთან შეზვედრაზე, რომლებსაც საქართველოში ბრალი ედებათ ჯაშუშობაში, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ.,,ლაპარაკია იმ ოთხ დაკავებულზე, რომელთა მიმართაც რუსულმა მხარემ მოითხოვა ინფორმაცია, იმის დასადგენად, არიან თუ არა ეს პირები რუსეთის მოქალაქეები. მას შემდეგ, რაც ჩვენ გადავეცით აღნიშნული მასალები და ისინი დ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  14. ქართული მხარე ნებას რთავს შვეიცარიის საელჩოსთან რუსეთის სექციის წარმომადგენელს საქართველოში ორშაბათს მოსკოვის დროით 13.00 საათზე რუსეთის ოთხ მოქალაქესთან შეზვედრაზე, რომლებსაც საქართველოში ბრალი ედებათ ჯაშუშობაში, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ.,,ლაპარაკია იმ ოთხ დაკავებულზე, რომელთა მიმართაც რუსულმა მხარემ მოითხოვა ინფორმაცია, იმის დასადგენად, არიან თუ არა ეს პირები რუსეთის მოქალაქეები. მას შემდეგ, რაც ჩვენ გადავეცით აღნიშნული მასალები და ისინი დ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  15. http://4.bp.blogspot.com/_7FpXyEyhCbk/THw1PX9wcbI/AAAAAAAAEcs/d5jTYAOiGDk/s1600/insua2.jpg გთავაზობთ საინტერესო ინფორმაციას ლივერპულის მიერ განათხოვრებულ ფეხბურთელებზე… 1) ემილიანო ინსუა –> გალათასარაი არგენტინელმა მცველმაენფილდზე ჩატარებული (თავისთვის) წარმატებული სეზონის შემდეგ ჰოჯსონის გუნდში ადგილი ვერ იპოვა და ჯერ ფიორენტინას და შემდეგ კი გალათასარაის მიაშურა, საბოლოოდ კი 1 წლიანი იჯარით გადავიდა თურქულ კლუბში. ამჟამად მას გალათასარაიში 13 ტურის ჩათვლით “სუპერლიგაში” უკვე 7 მატჩი აქვს ჩატარებული და აქედან 5 ძირითად შემადგენლობაში. თავად თურქული კლუბი კი 17 ქულით ცხრილის 10-ე ადგილზეა და გათამაშების ლიდერ ტრაბზოსპორს 13 ქულით ჩამორჩება… ინსუამ ასევე მონაწილეობა მიიღო არგენტინის ახმანაგურ მატჩში ირლანდიასთან, სადაც შეცვლაზე შევიდა მოედანზე…. 2) ფილიპ დეგენი–> შტუტგარტი შვეიცარიელ მარჯვენა მცველს კი ტრამვების გამო ფაქტიურად შესაძლებლობაც კი არ ჰქონია რომ ეთამაშა ენფილდზე. მიმდინარე სეზონს კი იგი ბუნდესლიგაში ატარებს. შტუტგარტს შემადგენლობაში მან მხოლოდ 4 მატჩი ითამაშა (3 ძირითადში). თავად კლუბი კი 13-ე ტურის შემდეგ ბოლოდან მესამე ადგილზეა 11 ქულით… 3) სტეფან დარბი –> ნოტს ქაუნთი ლივერპულის რეზერვების კაპიტანი გასული წელის მსგავსად მიმდინარე სეზონსაც სხვა კლუბში ატარებს. ინგლისელმა მარჯვეა მცველმა წინ წელს სვინდონ სიტიში 13 მატჩი ჩაატარა. წელს კი ინგლისის პირველი ლიგის კლუბ ნოტს ქაუნთიში ჯერჯერობით მხოლოდ 3. 4) დანიელ აიალა – ჰულ სიტი ლივერპულის კიდევ ერთი მცველი, რომელმაც გასულ წელს მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა პრემიერლიგაში, წელს შედარებით წარმატებით ასპარეზობს და ინგლისის ჩემპიონშიფში (რანგით პრემიერლიგის ქვედა ლიგა) უკვე 12 მატჩი ითამაშა და ყველა ძირითადში დაიწყო. ასევე მის ანგარიშზეა 1 გატანილი გოლიც. თავად ჰულ სიტი კი ცხრილში 19-ე ადგილზე ჩემპიონშიფის 24 გუნდს შორის და 18 ტურში 21 ქულა აქვს მოპოვებული… 5) ნაბილ ელ ზარი –> პაოკი მაროკოელი შემტევი ასევე ვერ იმკვიდრებდა ადგილს ლივერპულში გასულ წელს და სათამაშო დროის მისაღებად მან ბერნძულ ფეხბურთს მიაშურა. სადაც ახლა ტურნირის მეოთხე ადგოლოსან გუნდში თამაშობს და ჯამში შიდა ჩემპიონატზე და ევროლიგაზე სულ 12 მატჩი აქვს ჩატარებული. აქედან 7 ძირითადში. ასევე ელ ზარმა შეცვლაზე ითამაშა მაროკოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ამხანაგურ მატჩში. http://www.joshuakearney.com/wp-content/uploads/2009/10/Picture-2.png 6) ალბერტო აკვილანი –> იუვენტუსი ლივერპულის იტალიელი ნახევარმცველი, რომელიც გუნდს წინა ზაფხულს შეუერთდა ტრამვით და მხოლოდ სეზონის მიწურულს მოახერხა ფორმის აღდგენა. აკვილანმა ვერ შეძლო პრემიერლიურ ფეხბურთისთვის ალღო აეღო და ლივერპულმა მისი 1 წლიანი იჯარით გაშვება გადაწყვირა. მეირლეშის, პაულსენის, ლუკასის და ჯერარდის გამო ალბერტოს არც ისე დიდი შანსი ექნებოდა ძირითადში თამაშისა, ამიტომ ფეხბურთელმა გადაწყვიტა კვლავ სერია ა-ს დაბრუნებოდა. ეს დაბრუნება კი ძალიან წარმატებული გამოდგა მისთვის. სულ მოკლე ხანში აკვილანი იუვენტუსის ფლეიმეიქერად და ნახევარდაცვის საყრდენად იქცა. უკვე არაერთხელ დაასახელეს იგი იუვეს საუკეთესო მოთამაშედ სახვადასხვა მატჩებში. რაც მთავარია მან დაიბრუნა ადგილი იტალიის ეროვნულ ნაკრებში და რუმინეთთან ამხანაგურ მატჩში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. სერია ა-ში კი 10 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და ერთიც საგოლე გადაცემა გააკეთა. ალბერტო იტალიურ ფეხბურთში ისე გრძნობს თავს როგორც თევზი წყალში და პრესაშიც არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია თითქოს იჯარის ამოწურივს შემდეგ იგი მთლიანად იუვენტუსის ფეხბურთელი გახდება. თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა და წინასწარ ამაზე საუბარი უშედეგო იქნება. თავად ფეხბურთელი კი კმაყოფილია თავისი ფორმით და ტურინული კლუბის ატმოსფეროთი. ბოლოს კი გთავაზობთ იუვენტუსის წინა მატჩში გენოასთან აკვილანს თამაშის ამსახველ ვიდეოს, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და ასევე ალბერტოს ულამაზეს გოლს ლეჩეს კარში: პ.ს. როგორ ფიქრობთ თუ აკვილანი დაბრუნდა ენფილდზე შეძლებს მაღალ დონეზე თამაშს პრემიერლიგაში? View the full article
  16. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/54015.jpgსაგარეო საქმეთა სამინისტროში ორშაბათის ტრადიციული ბრიფინგი გაიმართა. მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ გასული კვირის მოვლენები შეაფასა. ნინო კალანდაძემ დიპლომატიურ კორპუსში განხორციელებულ ცვლილებებზეც ისაუბრა. View the full article
  17. 22 ნოემბერს დილით ინგუშეთის დასახლებულ პუნქტ ორჯონიკიძევსკაიაში ეკლესიას ცეცხლი გაუხსნეს.როგორც გაირკვა, კვირას გვიან ღამით, პიონერის ქუჩაზე მდებარე ეკლესიის მიმართულებით ყუმბარმტყორცნიდან გახსნილ იქნა ცეცხლი. ინცინდენტის შედეგად არავინ დაზარალებულა, მაგრამ ტაძრის შენობა რამოდენიმე ადგილას დაზიანდა, იტყობინება დღეს რესპუბლიკის შსს პრეს-ცენტრი.ავღნიშნავთ, რომ ანალოგიური შემთხვევები ამ რეგიონში არცთუ იშვიათია. როგორც ცოტა ხნის წინ ერთი СКФОnews კორესპონდენტი წერდა, ,,ორი წლის წინ ტაძრისათვის... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  18. http://s51.radikal.ru/i134/1011/13/6b0e15d18759.jpg რაულ მეირლეში დღითიდღე ეჩვევა ინგლისურ ფეხბურთს და ლივერპულის ძირითადშიც იმკვიდრებს ადგილს… 11,5 მილიონ ფუნტად შეძენილი პორტუგალიელი ნახევარმცველი ფიქრობს რომ პრემიერლიგასთან და ზოგადად ინგლისურ ფეხბურთთან ადაპტაცია უკვე გაიარა. 27 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში უკვე რამდენიმე პოზიციაზე მოსინჯა ძალები და გულშემატკივრის პატივისცემაც დაიმსახურა საკუთარი სტაბილური თამაშით. “სეზონი ნამდვილად არც ისე კარგად დავიწყეთ, მაგრამ ბოლო მატჩებში უკვე გამოიკვეთა თუ რა შეგვიძლია რეალურად.” – განაცხადა რაულმა – “პრემიერლიგაში თამაში რთულია, რადგან აბსოლიტურად ყველა გუნდი მაღალ დონეზე ასპარეზობს, აქ უფრო მეტი კონკურენციაა მაგრამ მე ეს ძალიან მომწონს…” “როცა გუნდი იგებს ყველა კარგ განწყობაზეა და ფებურთელებიც ყოველთვის მხარში უდგანან ერთმანეთს. ვესთ ჰემთან კარგად ვითამაშეთ და გუნდი კვლავ ბევრს შრომობს. მეც იმედი მაქვს მომავალშიც გავაგრძელებ პროგრესს.” “სასიამოვნოა რომ ვესთ ჰემთან ამ დროისთვის ჩვენი საუკეთესო ფორმა ვაჩვენეთ და მიხარია რომ წინ მივიწევთ. რაც შეეხება ჩემს თამაშს, რათქმაუნდა ცენტრალურ ნახევარდაცვაში თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ, მაგრამ ვითამაშებ იქ სადაც მწვრთნელი მთხოვს, რადგან ეს ფეხბურთელის მოვალეობა. მსურს გავხდე ლივერპულის წარმატებული ფეხბურთელი და ყოველთვის დავეხმარო გუნდს…” http://img824.imageshack.us/img824/7818/meireles2.png View the full article
  19. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/54012.jpgთბილისში რამდენიმე აფთიაქის ხელმძღვანელი პირები დააკავეს. მათ ფსიქოტროპული მედიკამენტების არალეგალური რეალიზაცია ედებათ ბრალად. View the full article
  20. New York – ამ უდიდესი მეგაპოლისის სახელი ზოგში იწვევს გადაჭედილი ქუჩების,საცობების ასოციაციას,ზოგში თავისუფლების ქანდაკების,11 სექტემბრის ტერაქტის და ა.შ. მე მგონი არავისში იწვევს სიმყუდროვის,სიმშვიდის,სიმწვანის,სიწყნარის ასოციაციას,თუმცა ამ ქალაქში ასეთი ადგილიც არსებობს…არ ვიცი რამდენად საინტერესო პოსტი გამოვა და რამდენად მოგეწონებათ,მაგრამ შევეცდები დაგანახოთ New York ი სხვა თვალით.უფრო მეტად კი მინდა ის ... View ucnauri.com
  21. როცა Sydney Opera House ზე ვაკეთებდი პოსტს,მაშინ დამებადა აზრი გამეკეთებინა ერთი პოსტი Harbour Bridge ზეც. აი ისიც,ულამაზესი და უნიკალური ხიდი…Harbour Bridge – სიდნეის კიდევ ერთი მშვენება და სიამაყე,მსოფლიოში ერთერთი ყველაზე დიდი ლითონის თაღოვან ხიდებს შორის.იგი კვეთს Port Jackson ის ყურეს და ქალაქის ცენტრალურ ნაწილს აკავშირებს ჩრდილოეთ სანაპიროსთან.მისი ლითონის გუმბათის ... View ucnauri.com
  22. ბრიტანელი მკვლევარები ამკიცებენ, რომ წითელ ფორმებში მოთამაშე ფეხბურთელებს უფრო მეტი შანსი აქვთ საკუთარ მოედანზე გამარჯვების. დანარჩენი გაგრძელებაშირობერტ ბანტონმა (დარემის უნივერსიტეტი) და კარენ გრესტმა (პლიმუტის უნივერსიტეტი) კოლეგებთან ერთად გააანახლიზეს თამაშების სტატისტიკური მონაცემები. შეისწავლეს ბრიტანეთის კლუბების თამაშები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.დარემის უნივერსიტეტის მეცნიერებმა უფრო ადრე გამოიკვლიეს, რომ წითელი ფორმა დიდ როლს თამაშობდა ... View ucnauri.com
  23. http://cdn01.tv4.se/polopoly_fs/1.1882059.1288281401!image/2737274333.jpg_gen/derivatives/w450/2737274333.jpg პორტუგალიური ბენფიკას თავდამსხმელი 14 მილიონად ტოტენჰემს, ლივერპულს ან ბლექბერნს შეუერთდება… ინგლისური პრესის ცნობით იანვარში ბენფიკა ოსკარ კარდოზოს გაყიდვას აპირებს და მათ უკვე შესთავაზეს ფორვარდი პრემიერლიგის სამ კლუბს 14 მილიონის სანაცვლოდ. აღსანიშნავია რომ ზაფხულში მანჩესტერ სიტის 22 მილიონად არ დაუთმეს კარდოზო პორტუგალიური კლუბის მმართველებმა, რაც სულაც არ იყო გასაკვირი მისი საოცარი სეზონის შემდეგ. ოსკარმა გასულ წელს 38 გოლი გაიტანა 47 მატჩში… მიმდინარე სეზონში მან ტრამვების გამო რამოდენიმე თამაში გამოტოვა, თუმცა მთლიანობაში პორტუგალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 135 მატჩში გატანილი 81 გოლი მას ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად აყალიბებს… როგორც ირკვევა, კარდოზოს თავდაპირველი არჩევანი რათქმაუნდა ტოტენჰემია, მარტივი მიზეზის - ჩემპიონთა ლიგის გამო, თუმცა ჰარი რედკნაპს არ სურს მისი შეძენა რადგან უკმაყოფილოა მისი პერსონალური სტატისტიკით: გოლების შეფარდებით შექმნილ მომენტებთან… სიტის ინტერესიც ასევე გაცივდა მას შემდეგ რაც ქალაქელები მთლიანად ედინ ძეკოზე გადაერთვნენ და იანვარში სწორედ ამ ფორვარდუსთვის იბრძოლებენ. აი ლივერპულს და ბლექბერნს კი ნამდვილად სჭირდებათ შემტევი ფეხბურთელი… პ.ს. ეს ინფორმაცია ჯერჯერობით სატრანსფერო ჭორის დონეზეა, თუმცა დიდი შანსია რომ კარდოზომ მართლად დატოვოს პორტუგალია და ერთ-ერთი კანდიდატი მისი მომავალი კლუბისა, ლივერპულია, რადგან გასულ სეზონში იგი მართლაც იყო ენფილდელთნა სამიზნე… View the full article
  24. http://www.goldfishsyndrome.com/wp-content/uploads/2010/07/Robbie_Fowler__Live_449973c.jpg ლივერპულის ლეგენდარული თავდამსხმელი სამწვრთნელო კარიერას იწყებს… “კოპ”-ის ღმერთად აღიარებული რობი ფაულერი, რომელიც ამჯამად ავსტრალიის ჩემპიონატში თამაშობს, თებერვლიდან ინგლისის პირველი დივიზიონის გუნდს შეუერთდება… ბოლო პერიოდში რობის აკრიტიკებდნენ გოლების სიმცირის გამო, თუმცა წინ კვირას მან ამ კრიტიკას ჰეთრიკით უპასუხა მელბურნის კარში. უკვე ვეტერანი ფორვარდი აპირებს თებერვლიდან “მილტონს” შეუერთდეს მწვრთნელის ასისტენტად. აღსანიშნავია რომ ამ კლუბის მენეჯერი ლივერპულის აკადემიის ყოფილი მწვრთნელია, რომელიც 5 წლის უმცროსია ფაულერზე. ასევე მილტონში მოთამაშე-მწვრთნელად არის ლივერპულის ლეგენდარული ნახევარმცველი და სტამბულის ფინალში მონაწილე დიტმარ ჰამანი… ფაულერი 1993-2001 წლებში ”ლივერპულის” ღირსებას იცავდა, რომლის შემადგენლობაში ჩატარებულ 236 საჩემპიონატო შეხვედრაში 120 გოლის გატანა მოახერხა. შემდეგ ის “ლიდსისა” (2001-03, 30 მატჩი, 14გოლი) და “მანჩესტერ სიტის” (2003-06, 80, 20) რიგებში გამოდიოდა, საიდანაც ერთი სეზონით ისევ “ლივერპულში” (2006-07, 30, 8 ) დაბრუნდა. მოგვიანებით, ფაულერმა “კარდიფ სიტისა” (2007, 13, 4) და “ბლექბერნში” (2008, 3, 0) სცადა ბედი, ხოლო შემდეგ კი ავსტრალიურ ლიგაში გადაბარგდა. ინგლისის ნაკრების ფორმით ჩატარებულ 26 მატჩში კი, მას 7 გოლი აქვს გატანილი. ინგლისის პირველ ლიგაში მოასპარეზე “მილტონს” 17 ტურის შემდეგ 26 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-10 ადგილზე იმყოფება. View the full article
  25. ტრანსპორტის სამსახური იშლება, - დღეს მთავრობის სხდომაზე ეს საკითხი საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ გაიტანა. ქობალიას თქმით, ტრანსპორტის სამსახური სამ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაიყოფა: საავტომობილო, საავიაციო და საზღვაო ადმინისტრაცია. ,,აუცილებელია, რომ ეს ორგანიზაციები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მუშაობდნენ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ საზღვაო ადმინისტრაციას არ აქვს ბევრი საერთო ავიაციასთან ან საავტომობილო ადმინისტაციასთან, ისინი ცალკე უნდა მუშაობდნენ’’, - განაცხადა ქობალიამ. ვერა ქობალიას თქმით, ის ხალხი, ვინც აქამდე მუშაობდა საზღვაო ადმინისტრაციაში, ამიერიდან აღარ იმუშავებენ: ,,უნდა ავიყვანოთ ახალი ძლიერი კადრები, რომელთაც ექნებათ გამოცდილება ევროკავშირთან მუშაობაში. გთხოვთ, ყველას, ვისაც საზღვაო ადმინისტაციაში გაქვთ გამოცდილება, კაპიტნები, ვინც საზღვარგარეთ მუშაობთ, თუ გინდათ, რომ ეს სფერო გაძლიერდეს საქართველოში, დაგვიკავშირდით და ერთად შვქმნათ სტრატეგია, ერთად გავაძლიეროთ ეს სფერო". საავტომობილო, საავიაციო და საზღვაო ადმინისტრაციები ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება. სრული ინფო(netgazeti.ge)
×
×
  • შექმენი...