Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. საერთაშორისო საკითხებში ექსპერტის ნიკა ჩიტაძის შეფასებით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლა ეფექტური და `სწორი მესიჯებით~ დატვირთული… ლინკი მედიანიუსზე
  2. როგორ იცვლებოდა პეპსის ლოგო 1898 წლიდან დღემდე Saal. ის პოსტის შემდეგ “კოკა-კოლას ევოლუცია” სურვილი გამიჩნდა იგივე ტიპის პოსტი, ჩემთვის უფრო საყვარელ სასმელზე პეპსი კოლაზე დამეწერა.ამ სასმელის შექმნის ისტორიის მოყოლით თავს აღარ შეგაწყენთ რადგანამ თემაზე უკვე დევს ერთი შესანიშნავი სტატია “პეპსის ისტორია”.მოდით თვალი გადავავლოთ პეპსის ლოგოს ცვლილებას 1898 წლიდან დღემდე:1880 წელს ამერიკელმა ფარმაცევტმა კალებ ბრედჰემმა ჩრდილოეთ კაროლინაში დაარსა კომპანია რომელსაც “Brad’s Drink” უწოდა. იმ პერიოდში მის კომპანიას ლოგო არ ჰქონდა, ლოგოს შექმნის მიზნით კელებს კომპანიის სახელის შეცვლა მოუწია სწორედ ამიტომ ბრენდს“პეპსი კოლა” ... View ucnauri.com
  3. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/54027.jpgსაქართველო არასდროს გამოიყენებს ძალას თავისი ტერიტორიის მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღსადგენად, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. View the full article
  4. ბელორუსში 2006 წლის არჩევნებთან შედარებით, პროევროპული განწყობის ზრდა ბელორუს ამომრჩევლებში უკვე საკმაოდ შთამბეჭდავია. თუმცა, დღესდღეობით ბელორუსები ინფორმაციის… ლინკი მედიანიუსზე
  5. აზია-წყნარი ოკეანეთის ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ნალბანდოვის ხელმძღვანელობით, იმყოფებოდა ახალი… ლინკი მედიანიუსზე
  6. ადამიანის სიმღლეში ზრდას ბევრი გარეგანი და შინაგანი ფაქტორი განაპირობებს. მათგან უმთავრესი კი გენეტიკური ფაქტორია. ახლა გადავიხედოთ ცნობილი ადამიანების გენეტიკაში და ვნახოთ, რამხელები არიან ისინი. გაგრძელებაში.ჩინგიზ ხანი 145 სმ ყოფილა.დედოფალი ვიქტორია 152 სმ-იაალექსანდრე მაკედონელი – 150 სმლუდოვიკო XIV – 156 სმეკატერინე II- 157 სმჰორაციო ნელსონი – 160 სმდიმიტრი მედვედევი – 162 ... View ucnauri.com
  7. ერთ-ერთი ჩემი პოსტი ეძღვნებოდა მამაკაც მსახიობებს, რომლებსაც ფილმებში ქალის როლის შესრულება უწევდათ. დღეს კი ვისაუბროთ იმ ქალბატონებზე, რომლებიც საწინააღმდეგო სქესის როლს ირგებენ კინოსათვის.1. მერაია ქერი2. დრიუ ბერიმორი და კამერონ დიასი – Charlie’s Angels 3. ქეით ბლანშეტი - I’m not there4. გვინეტ პელტროუ – Shakespeare in Love5. ჰილარი სვონკი – Boys ... View ucnauri.com
  8. http://b.pix.ge/z/rgj0e.jpgქრისტიან პოულსენმა განაცხადა, რომ მათ აუცილებლად უნდა გააუმჯობესონ გასვლითი თამაშები. “წითლებს” შემდეგი მატჩი სწორედ სტუმრათ აქვთ “ტოტენჰემთან”. “ვიმედოვნებ, რომ გასვლით თამაშებს უკეთესად ჩავატარებთ. “ტოტენჰემთან” მატჩი დიდი გამოცდა იქნება.” “ვესტ ჰემი დავამარცხეთ, თუმცა “მამლებთან” თამაში რადიკალურად განსხვავებული სირთულის იქნება.” “ჩვენ ვუყურეთ მათ თამაშს “არსენალის” წინააღმდეგ, შესანიშნავად გამოიყურებიან. ინგლისში ნებისმიერს შეუძლია ამოფეთქვა…” “ჩვენი გუნდი ახლა განვითარების ეტაპზეა, რომელიც თამაშიდან თამაშამდე საგრძნობლად იზრდება.” “თუკი ჩვენ არ დავიშურებთ ძალ-ღონეს და მაქსიმუმს გავაკეთებთ, გავითვალისწინებთ მწვრთნელის მითითებებს, თებერვალში და მარტში ბევრად ძლიერი გუნდი ვიქნებით. წინ კიდევ დიდი დროა და ვფიქრობ, შევძლებთ მაღალ პოზიციაზე დავასრულოთ სეზონი.” chesterchronicle.co.uk View the full article
  9. ზოგჯერ მიზანი, რომელსაც გვთავაზობენ, მოსაწონია. პრობლემები, რომლის გადაჭრასაც გვთავაზობენ – ნაცნობი და მტკივნეული. შემოთავაზებული ფორმულა – მარტივი და ერთი შეხედვით ლოგიკური. შესაძლოა იმედიც გაგვიჩნდეს, რომ სიახლე სიკეთეს მოგვიტანს. თუმცა თუ ცოტა უფრო რაციონალურადაც მივუდგებით საკითხს, შესაძლოა ფორმულაც გამოვცადოთ, თუნდაც ქაღალდზე, რომ დავაკვირდეთ, რა ზიანის ან სიკეთის მოტანა შეუძლია მას. იხილეთ tabula.geზე
  10. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/54027.jpgსაქართველო არასდროს გამოიყენებს ძალას თავისი ტერიტორიის მთლიანობის და სუვერენიტეტის აღსადგენად- განაცხადაა მიხეილ სააკაშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. View the full article
  11. „პრაიმტაიმმა“ ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საცხობში შეძენილი ჰამბურგერი გამოსაკვლევად ლაბორატორიაში გააგზავნა. ლაბორატორიამ სკანდალური დასკვნა დადო. პროდუქტი, რომელიც ამ საცხობში იყიდება, საკვებად უვარგისია, მასში ჯანმრთელობისთვის საშიში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები აღმოჩნდა. გაზიარება [16:39 23-11-2010] http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TOu2CRbTrxI/AAAAAAAAEOo/hGJtlzAVjgI/s200/87_hamburgers.jpg„პრაიმტაიმმა“ ექსპერიმენტის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რედაქციაში უცნობმა ქალბატონმა დარეკა და გვითხრა, რომ ვაგზლის ტერიტორიაზე ნაყიდი ჰამბურგერით შვილი მოეწამლა. 27 ოქტომბერს, ცაბაძის #15 მდებარე საცხობში, მიკრობიოლოგიური კვლევისთვის ერთი სახეობის სამი ჰამბურგერი შევიძინეთ. პოლიეთილენის პარკში შეფუთულ ჰამბურგერებში, რომელშიც ხორცის კოტლეტი, სალათის ფურცლები, კიტრი და პომიდვრის თითო ნაჭერი იყო მოთავსებული, ჩვენივე თხოვნით, გამყიდველს მაიონეზი და პომიდვრის საწებელი დავამატებინეთ. სამივე ჰამბურგერში 3.60 ლარი გადავიხადეთ. კვლევის ობიექტურობაში ვინმეს ეჭვი რომ არ შეჰპარვოდა, პროდუქტის შეძენის პროცესს სანიტარიისა და ჰიგიენის ინსტიტუტის ბაქტერიოლოგიც ესწრებოდა. პოლიეთილენის პარკში შეფუთული ჰამბურგერის ორი ნიმუში ლაბორატორიული კვლევისთვის სანიტარიისა და ჰიგიენის ინსტიტუტში მივიტანეთ. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, პროდუქტში ნაწლავის ჩხირი აღმოჩნდა. გულიკო დვალი, სამეცნირო კვლევის ინსტიტუტის ნუტრიციოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „ს. ნათაძის სახელობის სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, თქვენ მიერ ლაბორატორიული კვლევისთვის მოტანილ ჰამბურგერზე კვლევა მის უვნებლობაზე და მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებზე ჩავატარეთ. როგორც გამოცდის ოქმიდან ჩანს, ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, ჰამბურგერში, მიკრობთა საერთო რიცხვი, ნორმაზე მეტი აღმოჩნდა. ერთ გრამ პროდუქტში დასაშვებია 1 000 მიკრობი, მაგრამ ამ პროდუქტში, მიკრობთა საერთო რიცხვმა 50 000 შეადგინა. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ეს პროდუქტი არ არის საიმედო. აღმოჩნდა ასევე, ნაწლავის ჯგუფის ბაქტერიები, რისი არსებობაც საკვებ პროდუქტში დაუშვებელია. ნაწლავის ჩხირი ფაქტობრივად ფეკალური მასებისგან დაბინძურებას ნიშნავს. ალბათ, დამზადების პროცესში დაბინძურდა, ან თვითონ პროდუქტია დაბინძურებული... ასეთი პროდუქტი არ იჭმევა და სასურველია, ადამიანმა არ მიიღოს. რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ასეთი პროდუქტის მიღებას?– აუცილებლად დიარეას გამოიწვევს. წესით, ასეთი პროდუქტები არ უნდა იყიდებოდეს, მაგრამ იყიდება... ლაბორატორიული კვლევის პასუხი, საცხობის მეპატრონისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. გაგა გოგელიძე არ გამორიცხავს, რომ მათ ნაწარმში ნაწლავის ჩხირის აღმოჩენა შესაძლოა იმ პროდუქტებს გამოეწვია, რისგანაც ჰამბურგერი მზადდება. გაგა გოგელიძე, საცხობის მეპატრონე: - ჩვენთვის მოულოდნელი იყო ეს ფაქტი... გმადლობთ, რომ დაგვეხმარეთ. ყველაფერს გავითვალისწინებთ. ეს პრობლემა აღმოიფხვრება. საიდან შეიძლება აღმოჩენილიყო, ნაწლავის ჩხირი ჰამბურგერში?– ბევრი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ ეს ფაქტი წარმოიქმნას, თუნდაც მცხობელისგან, თუნდაც იმ პროდუქტებისგან, რისგანაც ჰამბურგერი მზადდება. ჩვენ თვითონ დაინტერესებულები ვართ, რომ მომხმარებელს ცუდი პროდუქცია არ მივაწოდოთ. აქედან გამომდინარე, ყველაფერს გავითვალისწინებთ. ხორცს და საჭირო ინგრედიენტებს სად ყიდულობთ?– ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე. არ გამოვრიცხავ, რომ თვითონ პროდუქტი ყოფილიყო დაბინძურებული. მოხდება თუ არა ამ ფაქტზე რეაგირება და რა ღონისძიებებს გაატარებს სურსათის უვნებლობის სამსახური?! კითხვით სწორედ ამ უწყებას მივმართეთ. როგორც სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურში განგვიმარტეს, ისინი ჯერ ლაბორატორიას მიმართავენ კითხვით, იყო თუ არა ნიმუშის აღების წესი დაცული. დადებითი პასუხის შემთხვევაში კი სასამართლოში წარადგენენ შუამდგომლობას, რათა იგივე ობიექტიდან აიღონ ნიმუში და ხელახლა ჩაატარონ ლაბორატორიული კვლევა შემდგომი რეაგირებისთვის. http://ptpress.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  12. დღეს თბილისში ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის პირველი განყოფილების ახალი შენობა გაიხსნა, რომელიც მოემსახურება ვაკის მოსახლეობას. განყოფილებაში დასაქმებულია პოლიციის… ლინკი მედიანიუსზე
  13. საქართველოს შეიარაღებული ძალების 799 რეკრუტმა სამხედრო ფიცი მიიღო. საზეიმო ცერემონია ქუთაისში გელათის სამონასტრო კომპლექსში გაიმართა. ჯარისკაცების… ლინკი მედიანიუსზე
  14. საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსი ოკუპანტების საქართველოში ყოფნასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობამ მკაფიო პოზიცია უნდა გამოხატოს. როგორც… ლინკი მედიანიუსზე
  15. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/54030.jpgგანათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გიორგობის დღესასწაული #200 საჯარო სკოლის 100-მდე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს პირადად მიულოცა და საჩუქრები გადასცა. View the full article
  16. ხვალ ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ექვთიმე თაყაიშვილის საქველმოქმედო… ლინკი მედიანიუსზე
  17. რევოლუცია ტელევიზორიდან მაია გიორგაძე, 52 წლის 2003 წელს რუსთავში ვცხოვრობდი. ნოემბრის მიტინგზე მე და ჩემი ოჯახი რამდენჯერმე ჩამოვედით, მაგრამ 23 ნოემბერი ტელევიზორიდან მახსოვს. მე და ჩემი მეუღლე სიხარულით ერთმანეთს ვეხუტებოდით. მერე ნაცნობებს, მეგობრებს, რა ვიცი, ყველას ვურეკავდით და ვულოცავდით. აღარ მახსოვს, რამდენ ხანს გაგრძელდა ეს ჩვენი ზეიმი. ალბათ, მანამდე, სანამ ტელევიზორი ზეიმობდა ჩვენთან ერთად. მაშინ ასე იყო, ტელევიზორი მუდამ იყო ჩართული, არაფერი რომ არ გამოგვრჩენოდა. დილიდან საღამომდე ვისხედით და ვუსმენდით. პოლიტიკა იყო ჩვენი ცხოვრება, სხვა არაფერი გვაინტერესებდა. ვინ რა თქვა, რატომ თქვა... რა კარგები იყვნენ ეს ახალგაზრდები, ვინც მაშინ გამოდიოდნენ ტელევიზიებით და საოცრად დამაჯერებლად საუბრობდნენ. მაშინ მეგონა, რომ ჩვენი ხსნა იყო ეს ხალხი, ჟვანიას და სააკაშვილის ხალხი. გვეგონა ქვეყანას ააშენებდნენ. კი არ გვეგონა, დარწმუნებული ვიყავით, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა – რომ აი, გადადგება შევარდნაძე და საქართველო, როგორც იქნა, გახდება თავისუფალი და ჩვენი შვილები ბედნიერ ქვეყანაში გაიზრდებიან, მაგრამ არ მოხდა ასე. გვიანი იყო, როცა მივხვდი, რომ გულზე ხელი არ უნდა დაგვეკრიფა და არ ქვეყანა ასე ბრმად უნდა შეგვეტოვებინა პოლიტიკოსებისთვის, მაგრამ მაშინ ამის არც მთქმელი იყო ვინმე და არც – გამგონე. ვისხედით ასე, ჩვენთვის ჩუმად და არა უშავს, ასეა, ეტყობა, საჭირო–თქო – ვიძახდით. აი, ამის შედეგი. დღეს რა ხდება, სად წავიდა ჩვენი იმედები? სად წავიდა და დაამსხვრიეს. ჩვენი ბრალიცაა. გავირინდეთ ბედნიერებისგან, რომ აქაოდა, ეშველა ქვეყანასო და დაგვექცა თავზე ქვეყანა. რეფორმებიო, ესა, ისაო და რა მივიღეთ? ამდენი ფული რომ დაახარჯეს ამ განათლების რეფორმას, გამოვიდა რამე? ნატო–ში და ევროკავშირში შევალთო და გამოვიდა რამე? რუსეთი ჩვენი მტერიაო და ვლანძღეთ და ვთათხეთ – რა მოვიგეთ? არაფერიც არ მოვიგეთ. ომი წავაგეთ და ბიჭები ჩავხოცეთ. მერე კიდევ კონცერტები ვმართეთ და რა ვიზეიმეთ, არც კი ვიცი. მაშინაც ტელევიზორთან ვიჯექი და იმ კონცერტზე კი ვტიროდი. მერე დავფიქრდი, რა საჭირო იყო ის კონცერტი ამ გაგანია ომში –მეთქი. ჰოდა, ეგ არის ჩვენი პრობლემა, მერე ვფიქრობთ და არა – მაშინ, როცა საჭიროა. /get_img?NrArticle=3372&NrImage=1 Image 2630 დიდი იმედგაცრუება დავით ზურაბიშვილი, პოლიტიკოსი მაშინ იყო განცდა, რომ ქვეყანა ლპება და საჭიროა შველა. ძალიან ცოტა იყო ისეთი ადამიანი, ვინც რევოლუციურ პროცესებს ეწინააღმდეგებოდა. გაყალბებული არჩევნები იყო ადამიანების პროტესტის მიზეზი. განსაკუთრებით, როდესაც აჭარიდან მოვიდა ხმები და ასლან აბაშიძემ აიღო 99%. 2 ნოემბერს ჩატარდა არჩევნები. შემდეგში მიტინგები ტარდებოდა, მაგრამ იმდენი ხალხი არ იყო. 22–ში მოხერხდა კამპანიის აგორება და უკმაყოფილების კონცენტრირება ერთ ადგილას. საზოგადოებაში, 7 წლის შემდეგ თუ მოხდა ცვლილება, მხოლოდ – უარესობისკენ. თუ 2003 წელს ადამიანებს იმის განცდა ჰქონდათ, რომ მათ რაღაც შეუძლიათ, ანუ ამ ქვეყანაში მათ რაღაც ეკითხებათ და თუ თავის ნებას გამოხატავენ, ეს ცვლილებებს გამოიღებს, ახლა ვხედავთ სულ სხვა სიტუაციას. ქვეყანაში არის ძლიერი ნიჰილიზმი. ადამიანების, მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მათ არავინ არაფერს ეკითხება. და თუ ვინმეს რაიმე იმედი აქვს, ისევ რევოლუციაზე ამყარებს, რაც ძალიან ცუდია. 2005 წლის შემოდგომიდან ოპოზიციაში ვარ და ეს თავისთავად მოქმედებს ჩემ დამოკიდებულებაზე. ჩემთვის ეს იყო დიდი იმედგაცრუება. მუსიკალური ცენტრი აივანზე გვანცა მერებაშვილი, დიასახლისი, 23 წლის იმ დღეს გიორგობას აღვნიშნავდით ჩემ მეგობართან. მაშინ 16 წლის ვიყავი. ტელევიზორი გვქონდა ჩართული და როცა გამოაცხადეს, რომ შევარდნაძე გადადგა, ძალიან გაგვიხარდა. მახსოვს, ეზოდან ისმოდა ხალხის ჟრიამული, მანქანები სიგნალებით მოძრაობდნენ. ჩვენც ძალიან აჟიტირებული ვიყავით. მუსიკალური ცენტრი გავიტანეთ აივანზე და მუსიკა ჩავრთეთ. დროშის ნაცვლად, ჯოხს ფატა მოვაბით და იმას ვაფრიალებით. ძალიან გვიხაროდა. თუმცა ზუსტად რა გვიხაროდა, ვერ გეტყვი. ალბათ ის, რომ ცვლილება მოხდა, ალბათ ის, რომ შევარდნაძე გადადგა. იმ დროს არ ვფიქრობდი იმაზე, ვინ მოვიდოდა შევარდნაძის შემდეგ და რა მოხდება. იმ პერიოდში ჩემი ცხოვრება მთლიანად იყო რევოლუციით შევსებული. ეს ისეთი ამბავი იყო, რომ სულ ამ თემაზე ვსაუბრობდით. თან ტელევიზიებიც სულ რევოლუციის ამბებს გადმოსცემდნენ. ალბათ, მოხდა ჩემ ცხოვრებაშიც გარდამტეხი და რევოლუციური, მართლა ბევრი რამე შეიცვალა მას შემდეგ. მდორედ მიდიოდა ჩვენი ცხოვრება, არაფერი იცვლებოდა. ერთ დღეს კი ყველაფერი მთლიანად შეიცვალა. მერე, ალბათ, არც ხალხი ლაპარაკობდა დიდად პოლიტიკაზე და არც – ტელევიზიები. მეც დროდადრო ნაკლებად პოლიტიზირებული გავხდი. საპროტესტო გამოსვლებში არ მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ 7 ნოემბერს, როდესაც რეზინის ტყვიები ესროლეს ადამიანებს, მე ხალხს ვუთანაგრძნობდი. იმ ადამიანებზე, ვინც თავის დროზე გამახარა, გავბრაზდი. /get_img?NrArticle=3372&NrImage=3 2003 წლის ნოემბერი ის ,ვინც 23–ში ვარდები იყიდა დავით მუმლაძე, პროფესორი პარლამენტის შენობას რომ მივუახლოვდით, იქ ერთი კახელი კაცი ყიდდა ვარდებს. ჭკვიანი კაცი აღმოჩნდა იმიტომ, რომ კოლმეურნეობის მოედანზე არავინ იყო. ხალხი პარლამენტთან იყო შეკრებილი. სპონტანურად გაჩნდა იდეა, რომ ვარდები მეყიდა. ზუსტად არ მახსოვს რამდენი ვარდი იყო, თუმცა– ბევრი. ერთ ყუთში რაც ეწყო, დაახლოებით 40 ცალი. ფული გადავუხადე, არც მე მივაჭრია და არც იმას. განწყობა იმ დროს, რა თქმა უნდა, იყო ამაღლებული. მაგრამ, იმავდროულად, იყო იმის საფრთხე და შიში, რომ შესაძლოა სისხლი დაღვრილიყო. რევოლუციამ ბევრი რამ შეცვალა. ქვეყანაში ცვლილებები არის. კარდინალურად განსხვავებულია სიტუაცია. ჩემ ცხოვრებაშიც მოხდა ცვლილებები. აღარ ვარ პოლიტიკაში, კავკასიის სამართლის სკოლის პროფესორი ვარ, კრიმინოლოგიაში. ჩემი რევოლუცია ანუ ერთი დღე არა ივან დენისოვიჩის ცხოვრებიდან დავით პაიჭაძე,ჟურნალისტი 22 ნოემბერი, შაბათი, ჩემთვის არ იყო სამუშაო დღე. მაინც შევიარე სამსახურში. უმანქანოდ. იმხანად რადიო „თავისუფლების“ კორეპონდენტი ვიყავი. ოფისში, კინოს სახლის მე–5 სართულზე, ტელევიზორის წინ თამარ ჩიქოვანი და დათო უსუფაშვილი საუბრობდნენ. დათო ძალიან შეფიქრიანებული ჩანდა. მგონი, მაშინ ჯერ არ გაწევრიანებულიყო რესპუბლიკურ პარტიაში. 22 ნოემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების საბოლოო შედეგები უნდა გამოეცხადებინა. ჩვენც ვუყურებდით ტელევიზორს და ვლაპარაკობდით. ეკრანზე რა ჩანდა, არ მახსოვს. დღეს ყველაფერი მორჩება – თქვა თამარ ჩიქოვანმა, – გამოაცხადებენ შედეგებს, ესენი რამდენიმე დღეს კიდევ იდგებიან და ბოლოს დაიშლებიან. არ მოხდება ეგრე, თამარ – ვუთხარი. აბა, რა იქნება? – მკითხა არა ნამდვილი ცნობისმოყვარეობით, არამედ სურვილით, გაეგო, რა სისულელეს დავუყენებდი გვერდით მის უტყუარ პროგნოზს. ხალხი შევა პარლამენტის შენობაში და აიღებს პარლამენტს – ვთქვი მე. თამარმა ისეთი მზერა მომიცურა სახეზე, არასოდეს დამავიწყდება. ასე უსიტყვოდ და ასე ძლიერად ჩემთვის არავის დაუცინია. მე წავედი თავისუფლების მოედანზე. ნაშუადღევს იქ მოქალაქეები უნდა შეკრებილიყვნენ. სახლიდანაც მაგისთვის ვიყავი გამოსული. სამნი მივდიოდით: დათო უსუფაშვილი, მე და ერთი ქართველი ინტელექტუალი. დათო ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩასთან დაგვემშვიდობა. ნოემბრის პირობაზე ძალიან თბილი და მზიანი დღე იყო. თავისუფლების მოედანზე მერიისკენ ზურგით ვიდექით და ვუყურებდით, ყველა ქუჩიდან როგორ მოდიოდნენ და იყრიდნენ თავს მოქალაქეები. დავინახეთ, როგორ დარბოდა ოპერატორით და მიკროფონით გურამ დონაძე. რამხელა დაცინვაა – ირონიით თქვა ქართველმა ინტელექტუალმა, – რომ დემოკრატიის ბედი ახლა ამ ადამიანის ხელშია. შემდეგ მან ისიც თქვა, არჩევნებთან შეურიგებლობისათვის როგორ აგულიანებდა ქართველ არასამთავრობო აქტივისტებს საერთაშორისო ორგანიზაციათა ზოგიერთი წარმომადგენელი, თბილისში რომ მოევლინათ მისიების წევრებად. თავისუფლების მოედანი მალე გაივსო. ყველამ პირი იბრუნა ლეონიძის ქუჩისკენ და ნელი სვლით აუყვა მცირე აღმართს. ჩუმად, მშვიდი დაძაბულობით, ხმადაბალი საუბრით. მე მივდიოდი პროფესორ ზურაბ კიკნაძის გვერდით. უცბად ლეონიძის ქუჩაზე რაღაც სითხე ჩამოედინა გვარიანი რაოდენობით. წყალს კი ჰგავდა, მაგრამ მაინც უცბადვე გავრცელდა და ყველას მოედო გაფრთხილება, სიგარეტი არ მოეწიათ და არც ძირს დაეგდოთ. ჩანს, შევარდნაძისგან მაინც ყველაფერს ველოდით. ზოგ მოქალაქეს ფანჯარა გაეღო, ხელს იქნევდა და ალბათ რაღაც გამამხნევებელს ამბობდა. ინგოროყვას ქუჩას ცოტა გვაშორებდა, როცა ჩოჩქოლის ტალღა მოგვწვდა. არაფერი ჩანდა. წინ ვეღარ მივდიოდით. თუმცა, ცოტა ხანში ისევ დავიძარით. ქუჩის კუთხესთან დავინახეთ მიწაზე დაწყობილი საპოლიციო ფარები და განზე გამდგარი, ხელებჩამოშვებული, სპეცსამოსიანი ახალგაზრდა კაცები. ერთ–ორს თვალში ცრემლი ედგა. სვლა გაგრძელდა კანცელარიამდე. იქ შევდექით და კარგა ხანს დავრჩით. მობილური ტელეფონები არ მუშაობდა. საიდანღაც უშნოდ მოკაზმული ჯაგლაგი ჩამოატარეს. ამჯერად ვიდექი რესპუბლიკელი ოთარ ზოიძის გვერდით. ოთარმა თქვა, კერძო საუბრებში როგორ მოუწოდებდა ერთი მღვდელმთავარი შეტევისა და შეუპოვრობისკენ. მღვდელმთავრის ვინაობა არ გაუმხელია. არ მახსოვს, ვინ ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს ახალ მემარჯვენეებს უარი ეთქვათ პარლამენტში შესვლაზე და ამით კვორუმი ვერ შემდგარიყო. თუმცა, ეს ცნობა მალე საპირისპირო შინაარსის ამბავმა შეცვალა. ისიც გავრცელდა, პატრიარქი სხდომაზე არ მივიდაო. რა ხდებოდა, არაფერი ვიცოდი. უცნობი ორატორი მოგვიწოდებდა ვმდგარიყავით კანცელარიასთან, რადგან ეს ჭირდებოდა საქმეს. მე მეტის გაგება მსურდა და პარლამენტისკენ წავედი. ამჯერად თემურ მჟავიასა და ეთერ ასტემიროვასთან (აფხაზეთის უზენაესი საბჭოს წევრები) ერთად მოვხვდი. პარლამენტს უკანა შესასვლელიდან მალე მივუახლოვდი, ხალხმრავლობის მიუხედავად გავძვერ–გამოვძვერი და მარცხენა ფლიგელის კართან ამოვყავი თავი. ეზოში შესასვლელ ჭიშკარს რამდენიმე ადამიანი ამაოდ ეჯაჯგურებოდა. შესასვლელს ბლომად ხალხი შემოჯარვოდა. კარი დაეკეტათ და პარლამენტში ვერავინ შედიოდა. კართან იდგა კოპებშეკრული ბადრი ბიწაძე და მშვიდად განმარტავდა გარეთ ყოფნის საჭიროებას. საიდანღაც ჩემს გვედრით აღმოჩნდა ანდრო ბარნოვი. ჩვენ და ხუთიოდე კაცმა დავუჯერეთ ბიწაძეს და რაღაც ცოცხალი ჯაჭვის მსგავსი შევკარით კარის წინ. უცებ გამოჩნდა ზვიად ძიძიგური, კარზე ძლიერად დააკაკუნა და მოითხოვა, პარლამენტის წევრი ვარ, შემიშვითო. გაუღეს და შეუშვეს, ხოლო კარი ისევ ჩაკეტეს შიგნიდან. ის ჩვენი ექვს თუ შვიდკაციანი ცოცხალი ჯაჭვი ტყუილად გვეყენა, რადგან აგრესიულად არავინ იწეოდა კარისკენ. მთელი ამ ხნის მანძილზე წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება პარლამენტში. ცოტა ხანში კარი ისევ გაიღო და შენობაში მყოფმა პეტრე ცისკარიშვილმა თქვა, ყველანი შემოუშვითო. მე სხვებთან შედარებით ცოტა გვიან შევედი. მარცხენა ფლიგელის ლიფტებისკენ რომ გავიქეცი (თან დაცვას გზადაგზა ვუფრიალებდი ჟურნალისტის აკრედიტაციას – როგორ ჭირდებოდათ!), დავინახე, ბადრი ბიწაძე პარლამენტის ეზოში გამავალ კართან იდგა და მოქალაქეთა ნაკადს სწორედ იქით, ეზოში უშვებდა. ამჯერად აღარ დავუჯერე (ეზოში რა მინდოდა), პირდაპირ წავედი, ვიწრო დერეფანი გავირბინე და პარლამენტის სხდომათა დარბაზის თითქმის ცარიელ ჰოლში აღმოვჩნდი. მაშინ პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად შევაღე სხდომათა დარბაზის კარი. დარბაზიც ასევე თითქმის ცარიელი იყო. რამდენიმე ადამიანს წიხლქვეშ გაეგდო დეპუტატი ჯემალ გოგიტიძე და თავდავიწყებით, მენადური აღტყინებით ურტყამდა. მე გამახსენდა, რომ აქამდე ყველაფერი უმსხვერპლოდ მიდიოდა და ძალიან არ მომინდა, ჯემალი ქცეულიყო ზვარაკად. თან, როგორ ვთქვა და, შემეცოდა. მივვარდი და მცემელებს სათითაოდ ვაგლეჯდი. იმდენად ატანილები თუ შეპყრობილები იყვნენ, რომ ვერც გრძნობდნენ ამას. თან ჯემალის ცემის მოსურნეებიც არ ილეოდნენ. ერთი „აგლეჯილი“ სრულიად შეშლილი, წითელი, ანგრეული სახით მომიტრიალდა და დავასწარი, ბოლო ხმაზე ვუღრიალე: „მაგის დედაც ##################!“ – მივუთითე ჯემალზე – „მაგრამ არ გინდა, რაში გჭირდება!“ რატომღაც გაჭრა. ამასობაში გაფითრებული გოგიტიძე, მორღვეული პერანგითა და სისხლის ლაქებით, ვიღაცეებმა გამოაძვრინეს და დარბაზიდან გაიყვანეს. დარბაზში კი დეპუტატების შესასვლელი კარიდან შემოდიოდა და შემოდიოდა ხალხი. უხმოდ, გამშრალი და გაფითრებული იდგა ელენე თევდორაძე. სამთავრობო ლოჟის მხრიდან გამოჩნდა მხრებზე დროშაშემოხვეული (რა თქმა უნდა, ხუთჯვრიანი) ელდარ შენგელაია და უბედნიერესი სახით გადამეხვია. მე ვუთხარი: რაღას უცდით, დროზე, ნინო ბურჯანაძემ გააკეთოს განცხადება, რომ თავის თავზე იღებს პრეზიდენტის ფუნქცათა შესრულებას. რატომღაც რომ ეს უჩემოდაც არ ცოდნოდათ. დარბაზში კი ზეიმობდნენ. თინა ხიდაშელი და მე ჯერ ერთმანეთს გადავეხვიეთ, მერე დავდექით სამთავრობო ლოჟაში და ზურა ბურდულს (ახლა წითელ ჯვარში მუშაობს და სადღაც აფრიკაშია) ვთხოვეთ, სურათი გადაეღო. თინას წინ იდო წარწერა „კობა ნარჩემაშვილი“. შუა დარბაზში, მოზეიმე და გაბრწყინებულ ადამიანთა შორის ვხედავდი კახა ლომაიასა და მის ცოლს. კახას ხელები გაეშალა და მგონი, მღეროდა. პარლამენტის ხმის რეჟისორი დაუსრულებლად აგუგუნებდა სიმღერას ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსზე „თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია“. დარბაზიდან გამოვედი და აღმოვჩნდი პარლამენტის წინ, მიტინგზე. საკვირველებავ, იქ მყოფებმა არაფერი იცოდნენ. უკვე ბნელოდა. უცებ ვიგრძენი, რომ ძალიან მომშივდა. წავედი „ნიკალაში“. „ნიკალაში“ შევუერთდი ნაცნობების ჯგუფს (მათგან მარტო თეო ხატიაშვილი მახსოვს). 21 ლარის საჭმელი ვჭამე (ჩეკს კარგახანს ვინახავდი). შემოვიდა ლაშა ბაქრაძე და დაიგრგვინა: “ვისია საქართველო?!!!“ ერთხმად უპასუხეს, ვისიც იყო. ტელეფონები ამუშავდა და ტელეკომპანია მე–9 არხმა დამირეკა, ეგებ ჩვენთან მოხვიდეთ და კომენტარი გააკეთოთ დღევანდელ დღეზეო. მე–9 არხზე, ეთერის მოლოდინში ვნახე, რაც მომხდარა ამ დღეს: ვარდი, გადადექი, ჩაი, შევარდნაძის ციმციმ წაცუხცუხება. ვგრძნობდი შვებას, ცოტა მღელვარებას და ვიყავი ბედნიერი. არ მახსოვს, ეთერში რა ვთქვი, ერთადერთი ფრაზის გარდა: რუს რეჟისორსა და პარლამენტის წევრს, სტანისლავ გავარუხინს გადაღებული აქვს ფილმი „РОССИЯ, КОТОРУЮ МЫ ПОТЕРЯЛИ“. ახლა შეუძლია გადაიღოს ახალი ფილმი, ГРУЗИЯ, КОТОРУЮ МЫ ПОТЕРЯЛИ–მეთქი. ძალიან მკაფიოდ მქონდა მაშინ ეს შეგრძნება – შეგრძნება, რომ რუსეთს ვწყდებოდით. ეთერის შემდეგ კიტა მხეიძემ წამოგვიყვანა გოგა ხაინდრავა და მე. ხაინდრავა რუსთაველზე ჩამოსვა, მე – სახლთან. კიტას ეფიქრებოდა, რას იზამდა შევარდნაძე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ. მე – არა. და არ მესმოდა მისი დაძაბული სიფრთხილის. არ ვიცოდი – ვგრძნობდი, რომ შევარდნაძე ვეღარაფერს ვეღარ იზამდა. ხოლო სიტყვებთან, რომელიც ვუთხარი თამარ ჩიქოვანს, ინტუიცია არაფერ შუაშია. წინა დღეს, 21–ში დილით, მძიმე ხასიათზე, თითქმის დათრგუნული მივედი ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ლევან ბერძენიშვილთან. სწორედ მან დამამშვიდა და მითხრა, თუ წესიერი შედეგი არ იქნა, ხალხი შევა და აიღებს პარლამენტსო. მეც დავიჯერე. ჩემი რევოლუცია 22 ნოემბერს მოხდა. რევოლუციის შემდეგ გაჩნდა უჩვეულო მდგომარეობა: მოლოდინი და სურვილები ერთმანეთს დაემთხვა. მანამდე, შევარდნაძის დროს, მქონდა სურვილები, მაგრამ მათ ასრულებას არ მოველოდი. ცხადია, პირად სურვილებსა და მიზნებს არ ვგულისხმობ. ყველაზე მეტად ველოდი და მსურდა რეფორმა ორ სფეროში - ეკონომიკასა და განათლებაში. ყველაზე მოულოდნელი გახდა პოლიციის რეფორმა. ასეთი მკვეთრი გარდასხვა, ასეთი რადიკალური ცვლილება ვერც წარმომედგინა. რეფორმის შემდეგაც რამდენიმე წელი დამჭირდა, რომ პოლიციის დანახვისას სტრესი აღარ მეგრძნო - იმდენად სამარცხვინოდ, უსამართლოდ და საზიზღრად ექცეოდნენ მოქალაქეებს რეფორმამდე, წლების მანძილზე. მიმაჩნია, რომ განათლების რეფორმა არ დასრულებულა. რეფორმამ გამოკვეთა მთავარი წუხილები - მოსწავლეთა უკმარი წიგნიერება, მასწავლებელთა პროფესიული ჩამორჩენა, სწავლების მეთოდების არცოდნა, სწავლისა და ცოდნის, როგორც საყოველთაოდ გაზიარებული ღირებულების შეუმდგარობა, სიბეჯითისა და ნებისყოფის დეფიციტი... ეს კულტურის პრობლემებიცაა. შესაბამისად, რევოლუციის შემდგომი საზოგადოების ამოცანა არის კულტურის ცვლილება. ჩემი დაკვირვებით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ამბიცია, იმოქმედოს კულტურაზე - ამ სიტყვის ფართო გაგებით. მოკლე ვადაში ძნელია, ელოდო ასეთი ცვლილების შედეგს. თან კულტურის ცვლილებასა და ამისთვის საჭირო პოლიტიკაზე ყველას ჩვენ-ჩვენი წარმოდგენა გვაქვს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  18. გუშინ ბრიუსელში ევროკავშირსა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ამ დოკუმენტში დეტალურად გაიწერა ევროპის ქვეყნებიდან დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნების პროცედურები. თბილისი ასევე საქართველოს გავლით შენგენის ზონაში არალეგალურად შესულთა (მესამე ქვეყნის მოქალაქეთა) მიღების ვალდებულებას კისრულობს. იხილეთ tabula.geზე
  19. http://b.pix.ge/c/gg6yq.jpg L’Equipe -ის ცნობით როი ჰოჯსონი, ლივერპულის ფრანგი სკაუტის, ლორენ ვიოდის თანხლებით დაესწრო ლილი-მონაკოს მატჩს “სტად ლილ მეტროპოლზე”, სადაც მასპინძლებმა 2-1 იმარჯვეს. მატჩის შემდეგ როის კითხეს აკვირდებოდა თუ არა იგი ჟერვინიოს. როიმ განაცხადა რომ, კოტ დ’ივუარელი არ იყო ერთადერთი კარგი ფეხბურთელი სტადიონზე. ამით მან ჟურნალისტებს თავის ტკივილი გაუჩინა თუ კიდე ვის აკვირდებოდა იგი. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მატჩში ბელგიელი ამომავალი ვარსკვლავი ედენ ჰაზარდიც იღებდა მონაწილეობას… View the full article
  20. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_figaro1.jpg პიერ რუსლენი ევროპარლამენტში გამოსვლის დროს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გეგმავს რუსეთს უპირობო დიალოგი შესთავაზოს სამშაბათს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგის პარლამენტის წინაშე სიტყვა უნდა წარმოსთქვას და რუსეთს ხელი უნდა გაუწოდოს, რათა ბოლო მოუღოს კრიზისს, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში 2008 წლის ომის შემდეგ დაიწყო. Figaro-სთან საუბარში პრეზიდენტი სააკაშვილი საკუთარ პოზიციას განმარტავს. ხართ თუ არა კმაყოფილი ლისაბონის ნატო-ს სამიტით და პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან შეხვედრით? - დიახ და შემიძლია ვთქვა, რომ სასიამოვნოდ გაკვირვებულიც კი დავრჩი. საქართველოს საკითხი კვლავ პირველ პლანზე რჩება, დღის წესრიგში არსებული ისეთი პრობლემების მიუხედავად, როგორებიცაა ავღანეთი, ახალი სტრატეგიული კონცეფციის მიღება და ნატო-რუსეთის ურთიერთობები. უკრაინის მხრიდან ნატო-ში სწრაფ გაწევრიანებაზე უარის შემდეგ, ვშიშობდი რომ საკმარის ყურადღებას არ გვითმობდნენ. სინამდვილეში კი აბსოლუტურად საპირისპირო რამ მოხდა. საბოლოო კომუნიკეს ტონი იმაზე მტკიცეა, ვიდრე ეს ოდესმე იყო. მასში კვლავ ნათქვამია, რომ მომავალში საქართველო ნატო-ს წევრი გახდება და საქართველოს სიტუაცია ნახსენებია რუსეთისადმი მიძღვნილ თავში. ლისაბონიდან ახალი იმედებით დავბრუნდი, დავრწმუნდი რომ საქართველო არასდროს იქნება ხურდა ფული საერთაშორისო არენაზე. ხომ არ გაშფოთებთ ნატო-რუსეთის დაახლოვება? - აზრი არა აქვს იმის უარყოფას, რომ გარკვეული დათბობა შეიმჩნევა, თუმცა მოსკოვმა ჯერ კიდევ უნდა გაამყაროს ის კონკრეტული ვალდებულებებით. დიმიტრი მედვედევს ლისაბონში ძალიან თბილი შეხვედრა მოუწყვეს, მაგრამ ვლადიმერ პუტინს მისი შეცვლა სურს. მეორეს მხრივ, თუკი რუსეთი ევროპას დაუხლოვდება და დანარჩენ მსოფლიოსთან ურთიერთობაში უფრო ცივილიზებული გახდება (ამ მოძრაობას კი სხვათა შორის ორი წლის წინ სათავე დაუდო პრეზიდენტმა სარკოზიმ), ეს ხელს შეუწყობს რუსეთის პარანოიის შემცირებას და მეზობლებთან მისი ურთიერთობების გაუმჯობესებას. რუსების ცნობიერებაში საქართველო დასავლეთთან, ამერიკასთან და ნატო-სთან ბრძოლის ველი იყო. მათთვის ეს ცივი ომის გაგრძელების საშუალება გახლდათ. იმ შემთხვევაშიც, თუკი მედვედევი არ აპირებს ჩვენთან ხელშეკრულების ხელმოწერას, კონფლიქტური ლოგიკა აღარ არის ისეთი, როგორიც ადრე იყო. ხომ არ არსებობს საქართველოში რუსებთან მიმართებაში პოზიტიური ცვლილებები კონფლიქტის ზონაში? - რეგიონში სიტუაცია კვლავინდებურად ტრაგიკულია. თითქმის მილიონი ადამიანი იქცა დევნილად, ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, დავკარგეთ სანაპირო ზოლის ორი-მესამედი. რუსეთმა უკვე დაიწყო აფხაზეთში ნავთობის საბადოების მოძიება. მოსკოვი უარს ამბობს არამხოლოდ მოლაპარაკებებზე, არამედ საქართველოს მთავრობის ცნობაზეც. მიუხედავად ამისა, რუსეთის ელიტის პოზიცია მაინც იცვლება. ბევრი ადამიანი, მათ შორის ყოფილი მინისტრი დადებითად გამოეხმაურა ჩვენს ეკონომიკურ რეფორმებს, კორუფციასთან ბრძოლას და პოლიციის რეფორმას, რომელმაც რუსეთის ხელისუფლება შთააგონა. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სულ რაღაც ორი წლის წინ საქართველო 100%-ით მტრულ სახელმწიფოდ აღიქმებოდა. ჩვენ ამ ტენდენციით სრულად უნდა ვისარგებლოდ. პირველი ვინც ამას მიხვდა, ნიკოლა სარკოზი იყო. 2008 წლის აგვისტოს ომიდან ორი თვის შემდეგ ის რუსეთის გახსნილობის პერსპექტივაზე და იმ გავლენაზე საუბრობდა, რომელსაც ეს სავარაუდოდ მეზობელ ქვეყნებზე იქონიებდა. მე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ როდესაც ხედავ იმას რაც დღეს ხდება, იძულებული ხარ აღიარო რომ იგი მართალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამის მიღწევა ჯერ ვერ მოხერხდა, უკვე საგრძნობია მთელი რიგი პოზიტიური მომენტები. ხართ თუ არა მზად იმისთვის, რომ ახალი დიალოგის დაწყებისთვის მოსკოვისკენ პირველი ნაბიჯი თქვენ გადადგათ? და ხომ არ არის ამისთვის საუკეთესო შესაძლებლობა ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლა? - დალაი-ლამას თუ არ ჩავთვლით, მე ვარ ერთადერთი იმ ქვეყნის ლიდერებიდან, რომელიც ევროკავშირში არ შედის და რომელსაც ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლის შესაძლებლობა ორჯერ მიეცა. პირველად აქ სიტყვით ოთხი წლის წინ გამოვედი, „ვარდების რევოლუციიდან“ გარკვეული ხნის შემდეგ. ეს საოცარი შანსია, რაც დიდწილად პრეზიდენტ სარკოზის ჩარევის დამსახურებაა. ვაპირებ სრულად გამოვიყენო ეს შანსი და საკუთარ თავზე ავიღო ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება. ეს საკმარისად სადაო ინიციატივაა, რადგან ნებისმიერ ოკუპირებულ ქვეყანას აქვს უფლება და ვალდებულებაც კი საკუთარი სუვერენიტეტისთვის იბრძოლოს, მათ შორის სამხედრო გზითაც, თუმცა მე მოვლენებს სხვაგვარად ვუყურებ. ჩვენ უკვე ვნახეთ, როგორ მოიგერია ავღანეთმა საბჭოთა ოკუპანტები, მაგრამ ქვეყანა დაინგრა და პრობლემები დარჩა. საქართველო თანამედროვე და ევროპული ქვეყანა უნდა გახდეს. ჩვენ უბრალოდ ვერ დავამთავრებთ ისე, როგორც ავღანეთი ან ჩეჩნეთი… ჩვენ ყველა გზა გამოვიყენეთ, რათა პირდაპირი დიალოგი დაგვეწყო რუსეთთან, მაგრამ ყოველ ჯერზე, ასეთი წინადადება მკვეთრ უარს აწყდებოდა. ახლა მე მხოლოდ ისღა დამრჩენია ევროპარლამენტის ავტორიტეტს მივმართო, რათა განვაცხადო ძალის გამოუყენებლობაზე ჩემი ცალმხრივი გადაწყვეტილების შესახებ. ჩვენ არანაირი სურვილი არა გვაქვს დამპყრობელს იარაღით ხელში დავუპირისპირდეთ, როგორი სიტუაციაც არ უნდა იყოს. საუბარი იმაზე კი არ არის, რომ ჩვენს უფლებებზე უარს ვამბობთ, არამედ იმაზე რომ ბრძოლა იდეოლოგიურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ ხარისხში გადავიყვანოთ. ჩვენ უნდა გამოვავლინოთ სტრატეგიული მოთმინება, რომელიც შეიძლება დასრულდეს არამხოლოდ ჩვენი ტერიტორიის სრული გათავისუფლებით, არამედ რუსეთთან შერიგებითაც. ჩვენ მათ გაყრაც რომ მოვახერხოთ, მაინც მტრებად დავრჩებით მომდევნო თხუთმეტი წლის განმავლობაში. ეს არ არის სასურველი. ჩვენ ვერ შევცვლით ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიას, თუმცა რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის გზა უნდა გამოვნახოთ… ანუ ძალის გამოუყენებლობაზე ცალმხრივი უარით თქვენ რუსეთს ხელს უწვდით? - დიახ, ყველაზე ღია და ევროპული გზით ევროპულ შეკრებაზე. მსგავსი წინადადებისთვის არ არსებობს უკეთესი ადგილი ვიდრე ევროპარლამენტია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა და არამხოლოდ ჩვენთვის. ყოფილი საბჭოთა კავშირის არც ერთი სხვა ქვეყნის ტერიტორია ოკუპაციის მსხვერპლი არ გამხდარა. ყველა ეს სახელმწიფო ყურადღებით ადევნებს თვალს იმას, თუ რა მოხდება რუსეთის და საქართველოს ურთიერთობებში. თქვენ მათ დიალოგს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე სთავაზობთ? - დიახ, არა აქვს მნიშვნელობა რა დონეზე და ყოველგვარი პირობების გარეშე. ჩვენ ლაპარაკი უნდა დავიწყოთ. ჟენევის მოლაპარაკებები მხოლოდ რეგიონში შექმნილ სიტუაციას ეხება. რაც შეეხება მაგალითად მსო-ს (მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, სადაც რუსეთის გაწევრიანებას საქართველომ შეიძლება ხელი შეუშალოს – რედ.), მოსკოვს არ შეუძლია ისე იმოქმედოს, თითქოს საქართველო უბრალოდ არ არსებობს. ეს არანორმალური სიტუაციაა. შესძლებს კი საქართველო დასთანხმდეს რუსეთთან შერიგებას, თუკი აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი რუსეთის არმიის კონტროლის ქვეშ დარჩება? - აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში დღეს შექმნილი სიტუაცია აბსოლუტურად მიუღებელია. ორივე რესპუბლიკის მოსახლეობის უმრავლესობას საკუთარი სახლის დატოვება მოუხდა. დღეს სტალინის დრო არ არის, მენტალიტეტი შეცვლილია. სიტუაცია არასწორია როგორც საერთაშორისო, ასევე ტერიტორიული და სამართლებრივი თვალსაზრისით. არ ვფიქრობ, რომ ეს რუსეთის ინტერესებშია. მოსკოვისთვის ეს იოლი არ იქნება, მაგრამ მოვიდა საუბრის დაწყების დრო. დიალოგის მხოლოდ ამ საკითხამდე დაყვანა არ შეიძლება, რადგან ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. რუსეთი ფიქრობდა, რომ თუკი დასავლეთს რამეს მისცემდა, ამ საკითხებს დაივიწყებდნენ. ახლა მოსკოვი მიხვდა, რომ ეს არ მუშაობს. თქვენ კონსტიტუციური რეფორმა განახორციელეთ, რომელიც პარლამენტს და პრემიერ-მინისტრს თქვენი ძალაუფლების ნაწილს გადასცემს, მაშინ როდესაც თქვენი მეორე და ბოლო საპრეზიდენტო ვადა 2013 წელს იწურება. აპირებთ პუტინივით იმოქმედოთ და 2013 წელს პრემიერ-მინისტრად დარჩეთ? საქართველო არასდროს გაიზიარებს პუტინის ტიპის სიტემას. ეს რეფორმა ევროპული სულისაა, ის ძალიან გაწონასწორებულია და არც ერთ კონკრეტულ პოლიტიკოსზე მორგებული არ არის და მით უფრო ჩემზე. ჩვენ სამი წელი გვაქვს იმისთვის, რომ განათლების სფეროში, ეკონომიკის მართვისა და დეცენტრალიზაციის მიმართულებით ძირეული რეფორმები განვახორციელოთ. ეს რეფორმები ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი 2013 წლის ბოლომდე, მაგრამ მათ რეალიზაციას საფრთხე დაემუქრებოდა, მე რომ ისე მოვქცეულიყავი როგორც უძლური პოლიტიკოსი, რომელსაც მომავალი არა აქვს, როგორც პრეზიდენტი რომელიც გადადგომისთვის ემზადება. საფრანგეთისგან რას ელით? - საფრანგეთი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. მას ბავშვობიდან ვიცნობ, აქ ვსწავლობდი. გარდა ამისა პრეზიდენტმა სარკოზიმ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან მომენტში ქართული სახელმწიფო გადაარჩინა. ომის დროს, მან მის ხელთ არსებული კარტები გამოიყენა, რათა მიეღწია იმისთვის, რაც შეუძლებელი იყო: სიტუაცია განმუხტა და რეგიონი ევროპისთვის გადაარჩინა. მან ჭეშმარიტად სტრატეგიული მანევრი განახორციელა, რადგან თუკი საქართველო დაეცემოდა, ევროპა სამუდამოდ დაკარგავდა შუა აზიას და კავკასიას. კონფლიქტის შემდეგ, როდესაც ბევრი ქვეყანა მერყეობდა, ჩემმა ოფიციალურმა ვიზიტმა პარიზში ქართველებს უჩვენა ის, რომ ჩვენ ერთგული მოკავშირეები გვყავს. საფრანგეთი ჩვენი პირველი და მთავარი პარტნიორია. ორიგინალი ორიგინალი
  21. 15 ნოემბერს გერმანიის მმართველმა ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ მხარი დაუჭირა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას და სრულიად პროფესიულ ჯარზე გადასვლას. ჯარის რაოდენობის შესახებ საბოლოო შეთანხმება ჯერ არ მომხდარა, თუმცა ის აუცილებლად შემცირდება. ამავდროულად 7-დან 14 ათასამდე გაიზრდება იმ სამხედროთა რიცხვი, რომელსაც გერმანია უცხოეთში ერთდროულად გააგზავნის. იხილეთ tabula.geზე
  22. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/54029.jpgპრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ტყეშელაშვილი პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის უფროსს იაცეკ მიხაილოვსკის შეხვდა. შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა. View the full article
  23. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/54026.jpgგიორგობის დღესასწაულზე საპატიმროს 2182 მსჯავრდებული დატოვებს. შეწყალების ბრძანებულებას პრეზიდენტმა მოაწერა ხელი. ამის შესახებ დღეს განცხადება პრობაციის მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ გააკეთა. View the full article
  24. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/54026.jpgგიორგობის დღესასწაულზე საპატიმროს 2182 მსჯავრდებული დატოვებს. შეწყალების ბრძანებულებას პრეზიდენტმა მოაწერა ხელი. ამის შესახებ დღეს განცხადება პრობაციის მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ გააკეთა. მისივე განმარტებით, შეწყალებულ პატიმართაგან 12 ქალია, ერთი კი არასრულწლოვანია. View the full article
  25. „საქართველო არასოდეს გამოიყენებს ძალას თავისი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღსადგენად, ის გამოიყენებს მხოლოდ მშვიდობიან საშუალელებს, მისი დეოკუპაციის და გაერთიანების განსხორციელებლად, მაშინც კი, თუ რუსეთი უარს იტყვის თავისი საოკუპაციო ჯარების გაყვანაზე, მაშინაც კი, თუ მისი შეირაღებული რაზმები გააორმაგებენ ადამიანების უფლების დარღვევას. საქართველო დაიტოვებს მხოლოდ თავდაცვის უფლებას, ახალი შეტევისა და შეჭრის შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიის 80 პროცენტზე, რომელსაც საქართველოს მთვარობა აკონტროლებს,–განაცხადა მიხეილ სააკშვილმა ევროპარლამენტში გამოსვლისას. სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ წერილობით მიმართავს გაეროს, ეუთოს, ევროკავშირს, სადაც დაფიქსირდება, რომ საქართველოს არ სურს ძალის გამოყენება. სააკაშვილმა თქვა, რომ ცალმხრივი გადაწყვეტილება, რომელიც მან სტრასბურგში გააჟღერა, არ იყო ადვილი მისაღები ისეთი ქვეყნისთვის, რომელსაც 500 ათასი დევნილი ჰყავს და რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტს განუცხადა, რომ საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროპაზეა დამოკიდებული. "დროა ვთქვათ, რომ ჩვენ აღარ უნდა გვქონდეს ახალი გროზნო, აღარასოდეს არ უნდა დავინახოთ ხალხი, რომელიც გამოგდებულია თავისი სახლიდან, რწმენის, ეროვნების გამო, როგორც ეს მოხდა ჩემს ქვეყანაში..მე მზად ვარ, ვიმუშავო რუსეთის ხელისუფლებასთან, რომ ეს არასოდეს განმეორდეს". სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ყველაზე მეტად სურს, რუსეთი ისეთი ქვეყანა გახდეს, რომელიც პატივს სცემს ევროპულ სამართალს. "მსურს რუს ხალხს ვუთხრა, რომ მათ ყოველთვის სიხარულით მიიღებენ როგორც ტურისტებს, ბიზნესმენებს, ჟუნრალისტებს, მაგრამ არა როგორც ოკუპანტებს". საქართველოს პრეზიდენტმა თავისი გამოსვლისას ჰიუგოს და ემანუელ კანტის ციტატები მოიყვანა. გამოსვლა კი ნოე ჟორდანიას სიტყვებით დაასრულა. "წითელი არმიის შემოჭრამდე რამდენიმე დღით ადრე ნოე ჟორდანიამ თავისი ევროპული არჩევანი ასე ახსნა. რას მივიღებთ, თუ ევროპის სახელმწიფოების კულტურისკენ გადავიხრებით? მხოლოდ 2000– წლიან ეროვნულ კულტურას, დემოკრატიულ და ბუნებრივ სისტემებს. მე, საქართველოს სხვა პრეზიდენტი მოგმართავთ ევროპის ფასეულობების სიყვარულით. დღეს აქ მოვედი იმისთვის, რომ გითხრათ, ჩვენ შესაძლებლობის მაქსიმაუმს გამოვიყენებთ, რომ მივაღწიოთ ჩვენ ევროპულ დანიშნულებას". სრული ინფო(netgazeti.ge)
×
×
  • შექმენი...