planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები – ასეთი სამართლებრივი სტატუსი საკუთარ განცხადებაში ევროკავშირმაც დააფიქსირა. ამის შესახებ დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა და ამ ფაქტს უმნიშვნელოვანესი მოვლენა უწოდა.მისი თქმით, ამ განცხადებას უერთდება 35 ქვეყანა და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში საერთო ენაზე საუბრობს. მისი თქმით, ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://www.polity.ge/images/catalog/georgia/politics/persons/vashadze_gr_02.jpgარის თუ არა შესაძლებელი კარგი ურთიერთობები ირანთანაც და შეერთებულ შტატებთანაც? დღის წესრიგში ეს კითხვა მაშინ დადგა, როდესაც ამ თვის დასაწყისში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მანუჩარ მოთაკი თბილისს ეწვიადასაწყისისთვის უნდა განვსაზღვროთ რას ვგულისხმობთ, როდესაც ირანთან დაკავშირებით „კარგ ურთიერთობებს“ ვახსენებთ. მოთაკის ვიზიტისას ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა შეთანხმებას თავისუფალ სავიზო რეჟიმზე და ბათუმში საკონსულოს გახსნის შესახებ. ზუსტად ვიზიტის წინ აღსდგა პირდაპირი საჰაერო რეისები თბილისსა და ირანს შორის. ორივე მხარე აკეთებდა ზოგად, ბანალურ განცხადებებს ეკონომიკური თანამშრომლობისა და ტურიზმის შესახებ. polity.ge
-
http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/54032.jpgსაქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გენერალური მდივნის მოხსენების შესახებ ევროსაბჭოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა განცხადება გაავრცელეს. View the full article
-
მოსკოვში აფხაზები რუსეთის ხალხთა სიაში ჩაწერეს. რუსეთის დედაქალაქში უნდა გაიხსნას აფხაზეთის სავაჭრო–საგამოფენო ცენტრი. ამისთვის რუსეთის მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რათა აფხაზებს გამოუყონ, ციტირება – "რუსეთის ფედერაციის ხალხთა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი".ეს არის სრულიად რუსეთის საგამოფენო ცენტრის ერთ–ერთი პავილიონი, რომელიც სოხუმის მარიონეტულ რეჟიმს გადაეცემა მრავალწლიანი არენდით. 50 წლის განმავლობაში 933 კვ.მ ფართობში გადასახდელი იქნება სიმბოლური თანხა – ერთი... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
21 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მდინარე სუნჟას ხიდზე შემოწმების საბაბით გაჩერებული მანქანიდან მგზავრებმა ცეცხლი გაუხსნეს საგზაო-საპატრულო სამსახურის თანამშრომლებს და მიიმალნენ. სროლის შედეგად ერთი მილიციელი დაიჭრა.მოგვიანებით გაირკვა, რომ პიროვნება, ვინც მილიციელებს ცეცხლი გაუხსნა, თვითონაც მილიციის თანამშრომელია. ადგილი ჰქონდა ამ ინციდენტის დაფარვის მცდელობას, რადგან დამნაშავე ინგუშეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის უმარ გადაბორშევის შვილი აღმოჩნდა. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
თბილისის მერია აცხადებს, რომ სასწრაფო დახმარების გამოძახება არ გახდება ფასიანი. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა, რომ მერიაში სასწრაფო დახმარების ფასიან მომსახურებაზე საუბარი არ ყოფილა, შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, 03-ის გამოძახება 2011 წლის პირველი იანვრიდან ფასიანი გახდება, არ შეესაბამება სიმართლეს. პოლიტიკოსების ნაწილს ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც 2011 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის სფეროს შემცირებული თანხები დაფიქსირდა. 29 მილიონი ლარის ნაცვლად, 15 მილიონი. ვიქტორ დოლიძე, თავისუფალი დემოკრატების წევრი ამბობს, რომ 13 მილიონი ლარი, რომელიც 2010 წლის ბიუჯეტში უფასო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის იყო გამოყოფილი, ახლა საგანგებო სიტუაციების სამსახურში გადაიტანეს. შესაბამისად, მისი თქმით, საგანგებო სიტუაციების სამსახურში შევა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. შესაბამისად, ანალოგიური 13 მილიონი ლარით დაფინანსდება სასწრაფო სამედიცინო დახმარება 2011 წელს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
22 ნოემბერს ღამით ქ.ნაზრანში უცნობმა პირებმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს ინგუშეთის საერთოეროვნული გაზეთის «სერდალოს» მთავარი რედაქტორის ხუსეინ შატიევის ავტომანქანას. მიყენებული ჭრილობების გამო ხ.შატიევი საავადმყოფოში მოათავსეს.სამართალდამცავები მუშაობენ თავდამსხმელის ვინაობის დადგენაზე.წინა დღით ინგუშეთში სტანიცა ორჯონიკიძევსკაიაში უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ეკლესიის შენობას და დააზიანეს მისი სახურავი. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
22 ნოემბერს ღამით ქ.ნაზრანში უცნობმა პირებმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს ინგუშეთის საერთოეროვნული გაზეთის „სერდალოს“ მთავარი რედაქტორის ხუსეინ შატიევის ავტომანქანას. მიყენებული ჭრილობების გამო ხ.შატიევი საავადმყოფოში მოათავსეს.სამართალდამცავები მუშაობენ თავდამსხმელის ვინაობის დადგენაზე.წინა დღით ინგუშეთში სტანიცა ორჯონიკიძევსკაიაში უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ეკლესიის შენობას და დააზიანეს მისი სახურავი. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
«ნეზავისიმაია გაზეტა»-მ ასეთი სათაურით გამოაქვეყნა ივან როდინის პუბლიკაცია მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ნიკიტინი ერთერთ საიტზე (კპრფ.რუ) მოთავსებულ სტატიაში წერს, რომ ქვეყანაში მომწიფდა აჯანყება და მოუწოდებს ყველა პატრიოტს «ანტიხალხური რეჟიმის» წინააღმდეგ გასაერთიანებლად. ავტორი მოაგონებს თავის მკითხველებს ამონარიდს რუსეთის კომუნისტური პარტიის პროგრამიდან, სადაც დაფიქსირებ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. თამარ ჩუგოშვილმა დღეს თამარ ხიდაშელი შეცვალა. დღეს, საიას საკონფერენციო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე,ცნობილი გახდა,რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას თამარ ჩუგოშვილი უხელმძღვანელებს. როგორც საიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ნეტგაზეთს განუცხადა, თამარ ხიდაშელს, საიას უკვე ყოფილ თავმჯდომარეს, აღარ ჰქონდა უფლება თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. თამარ ხიდაშელი, საიას თავმჯდომარე 2008 წლიდან იყო. როგორც წესი, თავმჯდომარეს ერთი წლის ვადით ირჩევენ. ერთ კანდიდატს უფლება აქვს, ორჯერ გახდეს თავმჯდომარე. კანდიდატს ასოციაციის 21–კაციანი გამგეობა ირჩევს. ისინი ჯერ კანდიდატებს ასახელებენ ამავე გამგეობიდან, ხოლო შემდეგ ფარული კენჭისყრის პრინციპით ერთს ირჩევენ. გამგეობის შემადგენლობა ყოველ წელს ახლდება: 7 ახალი წევრი ემატება და 7 ძველი აკლდება. თამარ ჩუგოშვილი საიას თავმჯდომარე მინიმუმ მომდევნო ერთი წლის მანძილზე იქნება. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
რუსეთის არქიტექტორთა კავშირის სამხრეთის არქიტექტორული საზოგადოების წევრები 26-28 ნოემბერს სოხუმში შეიკრიბებიან. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მხარე ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, სოხუმში ტარდება კონფერენცია, რომელსიც მონაწილეობას მიიღებენ არქიტექტორები რუსეთის სამხრეთი და ჩრდილოეთი ფედერალური ოლქებიდან, სანკტ პეტერბურგიდან, მოსკოვიდან, დონის როსტოვიდან, კრასნოდარიდან და კისლოვოდსკიდან.კონფერენციაზე იგეგმება განხილულ იქნეს აფხაზეთში არსებული ობიექტების პროექტირების რეკონსტრუქციისა და... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
დღეს განათლების და მეცნიერების მინისტრი სკოლის დირექტორებთან შეხვედრას გეგმავს. როგორც სამინისტროს ოფიციალური გვერდი იტყობინება, დირექტორებს, დიმიტრი შაშკინი სამინისტროს 2010-15 წლების სტრატეგიას გააცნობს. შეხვედრა დღეს, განათლების და მეცნიერების სამინსიტროში გაიმართება. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
Coming Soon… ანუ, 23 ფილმი რომელსაც ვიხილავთ 1. Red Riding Hood2. Beastly 3. Tangled Tangled4. Gnomeo and Juliet5. The Season Of The Witch6. Your Highness7. I am Number Four8. The Eagle9. Sanctum10. London Boulevard11. The Dilemma 12. The Roommate13. Just Go With It14. Big Mommas: Like Father, Like Son15. ... View ucnauri.com
-
http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Pix/pictures/2010/11/17/1289988812122/Karim-Benzema-Real-Madrid-006.jpg ლივერპულმა დიდი უპირატესობა მოიპოვა კარიმ ბენზემას ტრანსფერთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც საკუთარი ნებით შეეშვა ტოტენჰემი, ფრანგი ფორვარდის გადმობირებაზე ფიქრს. მერსისაიდული კლუბის ინტერესი ფრანგისადმი უკვე ბევრ საინფორმაციო წყაროში გამჟღავნდა დიდი ხანია. ტრანსფერის განხორციელებას ხელს უწყობს ასევე ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი ჯემი რედნაპი, რომელიც დაჟინებით სთხოვს კლუბის ახალ მეპატრონეებს 22 წლის ფორვარდის შეძენას. “ლივერპულს ჭირდება თავდამსხმელი და მათთვის იდეალური ვარიანტია კარიმ ბენზემა.” აცხადებს ლივერპულის ყოფილი ნახევარმცველი Daily Mail-თან საუბარში. ჯემი რედნაპი მოხიბლულია ინგლისი-საფრანგეთის მატჩის დროს, უემბლიზე ბენზემას დადგმული “პატარა სანახაობით”, როგორც თვითონ უწოდებს. ტოტენჰემსაც უკავშირებდნენ ბენზემას ტრანსფერს, თუმცა ჯემი რედნაპის მამამ, ტოტენჰემის მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა, განაცხადა რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა. “ის შესანიშნავი ფეხბურთელია, ძალიან მომწონს, უდავოდ ნიჭიერია, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ ვართ მისი ტრანსფერით დაინტერესებულები.” – განაცხადა ჰარიმ talkSPORT-თან ინტერვიუში. როგორც იცით რეალ მადრიდს ბენზემას ტრანსფერი 30 მილიონი ევრო დაუჯდა, თუმცა ლივერპულმა მისი ხელში ჩაგდება შესაძლოა დაახლოებით 12 მილიონად მოახერხოს. View the full article
-
დღეს თბილისში, ფილარმონიის შენობაში „ქართული პარტია“ დამფუძნებელ ყრილობას გამართავს. როგორც “ღია ბოქლომს” პარტიის პრესცენტრის სამსახურის უფროსმა ნინო ძაგნიძემ აცნობა, ყრილობაზე აირჩევენ პარტიის თავმჯდომარეს, მიიღებენ პარტიის წესდებას, აგრეთვე, კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის სამოქმედო გეგმას. გაზიარება [00:18 24-11-2010] http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TOwhkMYpGgI/AAAAAAAAEOw/ptmCPb44Yao/s200/77319787-DA99-4DB9-93DE-D9F5723439A2_mw800_mh600_s.jpg„ქართული პარტია“ ასევე გეგმავს, მიიღოს ხალხისადმი მიმართვა. ყრილობის მუშობაში მონაწილეობას ქვეყნის ყველა კუთხიდან, სავარაუდოდ, 3 ათასამდე დელეგატი მიიღებს. მათ შორის იქნებიან მეცნიერებისა და კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენლები, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, ექსპერტები. „ქართული პარტიის“ შექმნა ქართველი ხალხის პასუხია სააკაშვილის ავტორიტარულ რეჟიმზე, ეს ასევე ბუნებრივი რეაქციაა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის გამწვავებაზე, უსამართლობის ესკალაციაზე. დღევანდელი ხელისუფლების ბრალია, რომ საქართველო ღარიბი და არასტაბილური ქვეყანაა. ჩვენი გაერთიანების მთავარი მიზანია გამოვიყვანოთ ხალხი უკიდურესი სიდუხჭირიდან, აღვადგინოთ რუსეთთან ურთიერთობები, განვავითაროთ ქართული მეწარმეობა, შევქმნათ პირობები, რომ თითოეულ ადამიანს ჰქონდეს სამუშაო. ჩვენ მივაღწევთ კეთილდღეობას თითოეულ ოჯახსა და მთლიანად საქართველოში“, – აცხადებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კოკა გუნცაძე. „ქართული პარტია“ შეიქმნა ხუთი ცნობილი პოლიტიკური ლიდერის, - სოზარ სუბარის, ლევან გაჩეჩილაძის, ირაკლი ოქრუაშვილის, კოკა გუნცაძის და ეროსი კიწმარიშვილის, - გაერთიანებით. კოკა გუნცაძემ პარტიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელებისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ ყველაფერს ყრილობა გადაწყვეტს. კულუარული ინფორმაციით "ქართული პარტიის" თავმჯდომარედ ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი იქნება არჩეული. http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
ზოგს სჯერა სულების და ზოგს არა.. ყველას გააჩნია თავისი რწმენა, ტრადიცია და მითი. სულთან კონტაქტის სურვილი კი თანამედროვე ადამიანის წამოწყება ნამდვილად არაა, ამის ინტერესი ხალხს ოდითგანვე გააჩნდა, ალბათ იმ დროიდან როდესაც პირველად გარდაიცვალა ვიღაც. სეანსი ფრანგული სიტყვაა და სულებთან,მოჩვენებებთან კონტაქტის რიტუალს აღნიშნავს, სეანსების მოკლე მიმოხილვას იხილავთ ამ პოსტში ... View ucnauri.com
-
ძალიან მაღალ დონეზეა შესრულებული View ucnauri.com
-
მიშა ის ფეხმძიმედაა, აიღე ყურმილი View ucnauri.com
-
საახალწლო ზღაპარი – პირველი ქართული 3D ანიმაციური ფილმისახელწოდება: საახალწლო ზღაპარი, ბრძოლა ნატვრისთვალისთვის 3Dხანგრძლივობა: 90წთპროდიუსერი კომპანია: სს “რუსთაველი”რეჟისორი: შალვა რამიშვილისცენარისტი: შალვა რამიშვილიმხატვარი: ზაალ სულაკაურიმუსიკის ავტორი: სალომე კორკოტაშვილიპროდიუსერები: გია ბაზღაძე, ბაკურ ლაშქარავა, ნუგზარ ასათიანიმოქმედება ამ თავბრუდამხვევი თავგადასავლებით აღსავსე ფილმში ორ ერთმანეთისგან 1500 წლით დაშორებულ ეპოქაში ხდება. მოქმედების ადგილი კი უცვლელია – კავკსიონის ... View ucnauri.com
-
1) იუპიტერის ორბიტაზე ასტეროიდების ორი ჯგუფია, რომლებიც ერთმანეთისგან პარამეტრებით განსხვავდება. ასტრონომებმა ერთ ჯგუფს ტროელები დაარქვეს , მეორეს- ბერძნები.2) ამერიკაში “ბამბის გრძელცხვირას” ძეგლი დგას. ამ მწერმა ფერმერებს ბამბის მთელი ნათესები გაუნადგურა და იძულებული გახადა ისინი, სხვა კულტურები გაეშენებინათ, რასაც ამ რეგიონის აღორძინება მოჰყვა.3) ძველი ინდური სიბრძნით, ღმერთს რომ მიუახლოვდე სამი პირობა უნდა შეასრულო: პირველი – ტოველთვის თქვა ... View ucnauri.com
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/10/fp.jpeg ჯოშ როგინი აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი რუსი კოლეგა დიმიტრი მედვედევი აშშ-რუსეთის ურთიერთობების „გადატვირთვაზე“ მუშაობენ, რომლის მიზანიც ყოფილ მეტოქეებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაა. თეთრ სახლში მიაჩნიათ, რომ „გადატვირთვა“, ისევე როგორც მისი მთავარი შედეგი New START (სტრატეგიულ ბირთვულ შეიარაღებათა შემცირების შესახებ ახალი შეთანხმება), რუსეთის სისტემის ფარგლებში მედვედევის (და არა პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის) რეპუტაციის განმტკიცების კამპანიის ნაწილი გახდა. 20 ნოემბერს, საერთაშორისო ჟუნალისტებთან მრგვალი მაგიდის ირგვლივ შეხვედრის დროს, ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი იმაზე საუბრობდა, რომ ახალი ხელშეკრულება ადმინისტრაციის იმ საერთო მისწრაფების ნაწილია, რაც მედვედევის პოზიციების განმტკიცებას ითვალისწინებს. „მე მართლაც მიმაჩნია, რომ ერთგვარ თამაშს აქვს ადგილი“, – თქვა მან, „მედვედევმა „გადატვირთვაზე“ მაქსიმალურად მაღალი ფსონი დადო. ვინ იცის პუტინი რას გააკეთებდა? ჩემი ვარაუდით ის ასე არ მოიქცეოდა [„გადატვირთვისადმი“ ერთგულების ხარისხის თვალსაზრისით], მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია“. რუსეთის საკითხების ექსპერტები არ არიან დარწმუნებულები, რომ ახალი შეთანხმების მიღება განამტკიცებს მედვედევის პოზიციას პუტინთან მიმართებაში. მათ უმრავლესობას მიაჩნია, რომ პუტინი იყო, არის და, როგორც ჩანს, იქნება უფრო ძლიერი ამ ორ რუს ლიდერს შორის. ბაიდენმა აღიარა, რომ ვაშინგტონში მისი ჩათვლით არავინ იცის, რა ხდება კრემნლში მედვედევს და პუტინს შორის; მეორე მხრივ, მას გულწრფელად სჯერა, რომ „გადატვირთვის“ კურსის გააქტიურება, კერძოდ კი სტრატეგიულ შეიარაღებათა შემცირების შესახებ ახალი ხელშეკრულების რატიფიკაცია მედვედევისთვის კარგია, ხოლო მისი გაძლიერება – კარგია რუსულ-ამერიკული ურთიერთობებისთვის. „მედვედევის პოზიციის ქვაკუთხედი „გადატვირთვაა“, ამ პროცესის ფარგლებში კი სტრატეგიულ შეიარაღებათა შემცირების შესახებ ახალი შეთანხმება, რადგან მის მიღებას მედვედევი ითხოვს და არა პუტინი“, – აღნიშნა ბაიდენმა. „არ მინდა იმის თქმა, რომ თუკი ამ ხელშეკრულების მიღება ვერ მოხერხდა, უმალ ცივი ომი განახლდება რუსეთთან. მაგრამ იმის თქმა მსურს, რომ ის ერთი შეხედვით უმნიშვნელო საკითხები, სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანია, – შესაძლოა, ახლა ეს უკვე სხვა საკითხებია“. აშშ-ს ინტერესებისთვის „გადატვირთვის“ მნიშვნელობის მაგალითად, ბაიდენმა ავღანეთის და ირანის საკითხებში თანამშრომლობაზე რუსეთის „უპრეცენდენტო“ მზადყოფნა მოიყვანა და ასევე განაცხადა, რომ სტრატეგიულ შეიარაღებათა შემცირებაზე ახალი ხელშეკრულების ჩავარდნის შემთხვევაში, მასაც საფრთხე დაემუქრება. თუმცა პოლიტიკური სპექტრის ორივე მხარის ექსპერტები რუსეთის საკითხებში თანხმდებიან იმაზე, რომ ვაშინგტონში ზედმეტად სერიოზულად აღიქვამენ მედვედევს და პუტინს შორის განხეთქილების არსებობას საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე იმას, რომ მედვედევი პუტინის თანხმობის გარეშე „გადატვირთვით“ დაკავდებოდა. ისინი იმაზეც თანხმდებიან, რომ პუტინი, როგორც ჩანს 2012 წელს კვლავ პრეზიდენტი გახდება და რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში კვლავ გაჩნდება პრობლემები. „ჩვენთან ვაშინგტონში შეეჩვივნენ იმაზე ფიქრს, რომ მედვედევს და პუტინს შორის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მიმდინარეობს რუსეთის სტრატეგიული კურსის განსაზღვრაზე, მაგრამ ეს ბრძოლა არ არსებობს“, – მიაჩნია ამერიკული პროგრესის ცენტრის თანამშრომელ სემუელ ჩარაპს. „თუმცა, პუტინის პრეზიდენტად დაბრუნებას სერიზოული და მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება, და აშშ-სთვის ეს ცუდი იქნება“. სინამდვილეში, პრეზიდენტობის დროს, პუტინი ბუშის ადმინისტრაციასთან აფორმებდა ხელშეკრულებებს შეიარაღების შემცირებაზე, მათ შორის არის 2003 წლის შეთანხმება სტრატეგიული შეტევითი პოტენციალის შემცირების შესახებ (იგივე მოსკოვის შეთანხმება), რომლის ანულირებაც უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც ძალაში შევა სტრატეგიულ შეიარაღებათა შემცირების შესახებ ახალი შეთანხმება. მაგრამ პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის დროს, პუტინს უსიამოვნო გრძნობა დარჩა, რადგან ბუშის ადმინისტრაციამ ცალმხრივ რეჟიმში გააუქმა ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების შეზღუდვის შესახებ 1972 წლის შეთანხმება. ჩარაპის აზრით, ბაიდენის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სტრატეგიულ საკითხებზე მედვედევს და პუტინს შორის სერიოზული უთანხმოებაა, „ჯანსაღი სკეფსისით“ უნდა აღვიქვათ. „ვერ წარმომიდგენია, რომ მედვედევი ნაციონალური მნიშვნელობის მასშტაბურ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს პუტინთან კონსულტაციის გარეშე იღებს“, – განაცხადა ჩარაპმა. დანარჩენი ექსპერტების აზრით, როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს პუტინს ამ ახალი შეთანხმების მიმართ, ობამას ადმინისტრაცია არ უნდა ცდილობდეს რუსეთის ამღვრეულ შიდაპოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობას. „მედვედევის პუტინთან წაჩხუბების მცდელობა, ძალიან სახიფათოა“, – ამბობს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს უფროსი თანამშრომელი ალექსანდროს პიტერსენი. „ჩვენ ძალისხმევა მივმართეთ მედვედევისკენ და ამან გარკვეული დივიდენდები მოგვცა, მაგრამ არ უნდა ვიმშვიდებდეთ თავს იმ ილუზიით, რომ მედვედევს გადაწყვეტილბების მთავარ მიმღებად ვაქცევთ, რადგან ვიდრე პუტინი არსებობს, ეს არ მოხდება. ვერ ვხედავ იმის ვერანაირ მტკიცებულებას, რომ ამ საკითხზე მედვედევს და პუტინს შორის განხეთქილებაა. სინამდვილეში ამ საკითხზე ისინი თანხმდებიან, ანუ ახლა თანამშრომლობისთვის მზად არიან, მომავალში კი ნებისმიერ საბაბს მოძებნიან იმისთვის, რომნ პასუხისმგებლობას თავი აარიდონ და ამავდროულად აშშ-ს მოსთხოვენ, რომ მის მიერ აღებული ვალდებულებები შეასრულოს“. Foreign Policy-სთან ინტერვიუში, პუტინის პერიოდის რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ კასიანოვმა განაცხადა, რომ მედვედევი-პუტინის ურთიერთობა ეს არის ურთიერთობა „ბოსს და უფროს თანაშემწეს შორის, რომელსაც დროებით ქვეყნის პრეზიდენტის პოსტი უკავია“. კითხვას, შეეცდება თუ არა პუტინი 2012 წელს პრეზიდენტი გახდეს, კასიანოვმა ასე უპასუხა: „ვფიქრობ, კი არ შეეცდება, არამედ გახდება“. ორიგინალი ორიგინალი
-
,,საზოგადოება ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას ნაკლებად გრძნობს. მასა უმეტესწილად პასუხისმგებლობას ლიდერს გადასცემს’’, - ამბობს ფსიქოლოგი, ლევან ზარდიაშვილი. რამ შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოების მხრიდან მასშტაბური დემონსტრაციები? მიზეზი შეიძლება ძალიან ბევრი რამე გახდეს, უფრო სწორად, ბევრი შეიძლება დაასახელოთ მიზეზად, მაგრამ სინამდვილეში, უმეტესწილად ხალხი ერთიანდება მაშინ, როდესაც მიაჩნიათ, რომ მათ კეთილდღეობას რაღაც ემუქრება. ამ შემთხვევაში კეთილდღეობას, ზოგადად, ვგულისხმობ – ეს შეიძლება იყოს გარეშე მტრის შემოსევა, ეს შეიძლება იყოს სოციალურად აუტანელი პირობები, ასევე, შეიძლება იყოს რაღაცა, რასაც ადამიანი განიცდის – როგორც საფრთხეს, რომ მის კეთილდღეობას რაღაც ემუქრება. სამწუხაროდ, დღეს ყველგან, არა მარტო საქართველოში, არის ძალიან ბევრი საშუალება იმისა, რომ მოახდინოთ ასე თუ ისე ადამიანის მანიპულირება, ძალიან ხშირად თქვენ შეიძლება შექმნათ ისეთი წინაპირობა, რომელიც ხალხს ქუჩაში გამოიყვანს ამა თუ იმ მოთხოვნით. როგორია იმ საზოგადოების ფსიქოლოგიური მახასითებლები, რომლებიც სახელმწიფო სისტემას უნდობლობას უცხადებენ და მზად არიან პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართონ? კონკრეტულად ქართველებისთვის ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნად დავტოვებ სოციალურ პირობებს; ასევე, ძალიან ადვილია საქართველოში, ჩემი აზრით, ეროვნულ თვითშეგნებაზე თამაში და ამის გამოყენება, როგორც ერთ-ერთ მიზეზად, რომ ხალხი გარეთ გამოიყვანო; ნაწილობრივ, ალბათ, ჩვენი უკიდურესი რადიკალიზმი, რომელიც არის ჩვენთვის საკმაოდ საზიანო თვისება. როდესაც ჩვენ გვინდა, რომ რაღაც აბსოლუტურად თეთრი იყოს, ან აბსოლუტურად შავი. ისიც მოგეხსენებათ, რომ ბევრი ქართველი თვლის, რომ შეუძლია ნებისმიერი თანამდებობა დაიკავოს და ნებისმიერი ეფექტურობით მართოს; და ალბათ არ არის ისიც ნაკლებად მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ ჩვენთან ისეთი ძალა არ აქვს იმ ფენას, რომელიც უკვე მიხვდა, ბოლომდე გააცნობიერა, რომ საკუთარი აზრის გამოთქმა ან ნებისმიერი ცვლილების მიღწევა შეიძლება სხვა ფორმით მოხდეს. ალბათ, ეს ყველაფერი ძალიან ზოგადად ქმნის იმ ფსიქოლოგიურ კლიმატს, რომელსაც ეს ხალხი ქუჩაში გამოყავს. თქვენ თქვით, რომ შესაძლებელია ლიდერებმა გამოიყენონ რაღაც ბერკეტები ხალხის მანიპულირებისთვის, ანუ მოამზადონ საზოგადოება იმისათვის, რომ მათ თავად მიმართონ პროტესტის უკიდურეს ფორმას. ქართულ რელობაში თუ ვლინდება ეს? ამას იყენებს ყველა ლიდერი ყველა ქვეყანაში, ოღონდ მეტ-ნაკლებად. მაგალითად, თქვენ თუ წაიკითხავთ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების წინასაარჩევნო გამოსვლას, ყოველთვის იპოვით იქ გადაჭარბებას, ანუ დაპირებების ერთი ნაწილი წინასწარვე განწირულია შეუსრულებლობისთვის. თავისთავად ესეც მანიპულირების ფორმაა. ჩემი აზრით, სინამდვილეში, ალბათ, ოპოზიციის ფუნქცია ის უნდა იყოს, რომ ის მიდიოდეს დაახლოებით იმავე მიმართულებით, რა მიმართულებითაც ხელისუფლება მიდის. როცა მთავრობა მარცხნივ მიდის და ოპოზიცია მარჯვნივ, ეს უკვე ოპოზიცია აღარ არის, ეს უკვე რაღაც რევოლუციური ძალაა, რომელიც აპირებს, რომ მოაბრუნოს ქვეყნის სვლა. მაგალითად, თუ მთავრობა მიდის ევროპისკენ და ოპოზიცია მიდის რუსეთისკენ, ეს უკვე აღარ არის ოპოზიცია, ეს ქმნის უკვე რევოლუციის საშიშროებას იმიტომ, რომ არც ეს დათმობს და არც ის, რადგან მათი გენერალური კურსი რადიკალურად განსხვავდება: მაგალითად, ნატოსკენ სწრაფვა სრულიად სხვა პირობების დაკმაყოფილებას მოითხოვს და რუსეთისკენ სწრაფვა – სრულიად სხვას. მე ასე მგონია, ოპოზიცია მაქსიმალურად ეფექტური მაშინ იქნება, თუ ის და მთავრობა დაახლოებით ერთი მიმართულებით მიდიან, მაგრამ ოპოზიცია მოითხოვს მთავრობისგან იმის შესრულებას, რასაც მთავრობა ხალხს პირდება. როცა ადამიანს ეუბნები, რომ ეს ასე არ უნდა გაგეკეთებინა, ეს თავისთავად იმას გულისხმობს, რომ უნდა უთხრათ – მაშინ ეს როგორ უნდა გაეკეთებინა. ოპოზიციის კრიტიკაში მე ამას ვერ ვხედავ. ეს იყო უფრო ემოციური კრიტიკა, მე ვგულისხმობ, რაც მიტინგებზე ისმოდა. კომუნიკაციის ფსიქოლოგიაში ძალიან მნიშვნელოვანია მიზანი. როდესაც ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ, განსაკუთრებით თუ ეს რაღაც ქვეყნისთვის საზოგადოებისთვის კეთდება, იქ აუცილებელად უნდა იყოს განსაზღვრული მიზანი და შემდეგ პროფესიონალმა სულ უნდა ეცადოს, რომ ეს მიზანი არ დაკარგოს. კრიტიკა უნდა იყოს კონსტრუქციული. ეს ძალიან ხშირად არ ხდება ხოლმე, სამწუხაროდ. ვარდების რევოლუციის დროს მიზანი იყო. იქ იყო კონკრეტული მოთხოვნა, რომ გადადექი და თუ არ გადადგები, ჩვენ შემოვალთ პარლამეტში და მოხდა კიდეც. ეს ნიშნავს, რომ იქ არა თუ მიაზნი იყო, იქ იყო ამ მიზნის მიღწევის განწყობაც. შეიძლება აქ ლიდერების პასუხისმგებლობის საკითხიც დავაყენოთ? – საზოგადოებამ, რომელიც იდგა ვარდების რევოლუციის დროს ქუჩაში, მიზანს მიაღწია, მეორე შემეთხვევაში კი, თუნდაც გავიხსენოთ ნოემბრის აქციები, საზოგადოება იდგა ქუჩაში რამდენიმე თვე და მიზანს ვერ მიაღწია. რა თქმა უნდა, ადამიანს ძალიან ეშინია პასუხისმგებლობის, იმიტომ რომ ეს თავისუფლების ცნებასთან არის დაკავშირებული. როცა თქვენ იწყებთ ასეთ დიდ აქციას, კიდევ ერთხელ ვამბობ, მიზანი უნდა გქონდეთ აუცილებლად განსაზღვრული, უნდა იცოდეთ – რას გინდათ მიაღწიოთ, რა რისკზე შეგიძლიათ წახვიდეთ და სანამდე შეგიძლიათ წახვიდეთ. მოითხოვ, მაგალითად, პრეზიდენტის გადადგომას; პრეზიდენტმა თქვა, რომ არ გადავდგები, ეს იცით რა იყო? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ წახვიდეთ დათვზე სანადიროდ ცარიელი თოფით იმის იმედით, რომ დათვი თოფს რომ დაინახავს, შეეშინდება... და რომ არ შეეშინდეს? მერე უნდა გქონდეთ რაღაც სათადარიგო, ხომ? ანუ ჯიბეში ტყვიები უნდა გედოთ და ჩადოთ იმ თოფში, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეგჭამთ ის დათვი. აღმოჩნდა, რომ ეს ხალხი ამისთვის მოუმზადებელი იყო და ეს ყველაფერი გადავიდა ემოციულ ლანძღვა-გინებაში, ემოციების დაცლაში და არა რაიმე კონკრეტულ ქმედებაში. ეს არის, როცა მიზანი არ გაქვს. ლიდერი ეს არის ის, ვინც უნდა წაიყვანოს მასა. ხალხი აქციაზე მოდის იმიტომ, რომ მხარი დაგიჭიროს. ლიდერის ძალაზე, მის ქარიზმაზე, მის გადაწყვეტილების მიღების უნარზე, მის რისკიანობაზეა ბევრი რამ დამოკიდებული. როდესაც ოპოზიცია ვერ სთავაზობს კონკრეტულ, ალტერნატიულ გზებს საზოგადოებას, მაგრამ საზოგადოება მაინც მიდის საპროტესტო აქციაზე. ხომ არ დგება საკითხი, რომ თავად საზოგადოებაში მიმდინარეობს ეს პროცესი გაუაზრებლად? არ შეიძლება, რომ მოთხოვოთ ბევრ ხალხს ის, რაც შეგიძლიათ, რომ მოსთხოვოთ რამდენიმე ადამიანს. იმიტომ, რომ ხალხის მასა სხვანაირად ფიქრობს, ეს ერთი და მეორე, არსებობს სხვადასხვა ეფექტი, თუ როგორ შეგიძლიათ მასის განწყობა შეინარჩუნოთ. არ ვიცი, ამ მეთოდებს აქ მიტინგებზე რამდენად იყენებდნენ. შეიძლება, რომ ჩამოთვალოთ რადენიმე მეთოდი? მე ჩამოვთვლი რამდენიმეს, რადგან ასეთი ძალიან ბევრია. ეს გახლავთ ხალხი, რომლებიც მასაში პერიოდულად თესავენ გარკვეული სახის ინფორმაციას, რომელიც სინამდვილეს არ შეეფერება, მაგრამ რომელიც იმ დროისთვის ამ ხალხის განწყობაზე, ამ ცეცხლზე ასხამს ნავთს. მე ეს შემიძლია შევადარო, მაგალითად, რეკლამას. რეკლამისთვის მნიშვნელოვანი არის ის, რომ თქვენი ყურადღება მიაპყროს რაიმე პროდუქტს, აქედან გამომდინარე რეკლამა შეიძლება გააკეთოთ, ძალიან ცუდი წინასწარი განზრახვით, ძალიან უხარისხო, იმდენად უხარისხო, რომ მასზე ყველამ ილაპარაკოს, როგორც უხარისხო რეკლამაზე. ცოტა უტრირებული მაგალითი მოგიყვანეთ, ეს არის ერთი მეთოდი, როგორ შეიძლება გააკეთოთ მასაზე ზემოქმედება. მაგალითად, ქართველს ძალიან ხშირად ყოფნის ხოლმე იმ აზრის ჩანერგვა, რომ ვიღაცეები მოვიდნენ და ჩვენი მეგობრები უდანაშაულოდ დაიჭირეს ან ახლა კაცი გამოვიდა მთავრობიდან და თქვა, რომ შიგნით მიდის ბჭობა იმაზე, ხომ არ გადადგეს მთავრობაო, - ამის გაკეთება ძალიან ელემენტარულია და საკმარისი. ამას ყველა ქვეყანაში აკეთებენ. მთავარია, თქვენ იცოდეთ, ვის რა მიაწოდოთ: თუ ნორვეგიელს ეპატიჟებით სტუმრად, მას თევზი უნდა შესთავაზოთ, ქართველს – მწვადი, დაახლოებით ამაზეა საუბარი. ხალხის მართვა ძალიან მარტივია. მიაქციეთ ყურადღება ასეთ ფრაზებს. მაგალიათად, ასეთ ფრაზას, რიგორც მეცნიერებმა დაამტკიცეს, თავისთავად ეს უქმნის ხალხს იმის განცდას, რომ ეს მართლა დაამტკიცეს მეცნიერებმა. ამ დროს შეიძლება ეს იყოს ნამდვილი, სუფთა სახის მანიპულირება. იგივე შეიძლება ვთქვათ კვლევებზეც. ეს უნდა იყოს განსაზღვრული და ნათქვამი – სად დაამტკიცეს, როგორ? ეს უკვე მოგცემდა საშუალებას, რომ შეამოწმო, ნახო. ჩვეულებრივ ადამიანს ყოფნის ის, რომ მეცნიერებმა დაამტკიცეს და დაწერიალია სადღაც, მაგალიათად, რომ შაქრის მიღება არის მავნე, შემდეგ მეცნიერები დაამტკიცებენ, რომ მარილის მიღებაა მავნე და ა.შ. ეს ადამიანებზე ჭრის, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეკლამა ვერ იმუშავებდა. როდესაც საზოგადოება გადაწყვეტს, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმა უნდა გამოიყენოს და გამოვა დემონტრაციების მოსაწყობად ქუჩაში, რას ელის ამ დროს საზოგადოება? რა შედეგებზე ფიქრობს? საზოგადოებამ ძალიან ხშირად არ იცის, რას უნდა ამითი მიაღწიოს. აქ დიდი განსხვავება ქართულ და სხვა ქვეყნების საზოგადოებებში არ არის. ძალიან ხშირად საზოგადოებამ ეს არსად არ იცის, ანუ ფაქტობრივად საზოგადოება მიყვება ხოლმე ვიღაცას, ვინც იმ წუთში იმას წაიყვანს. ამას ან საზოგადოების ემოციებზე დაყრდნობით აკეთებენ, ან ინტელექტზე, ლოგიკაზე და ემოციაზე ერთად, ის რომ საერთოდ ემოციას არ დაეყრდნო და მარტო ლოგიკით გამოიყვანო ხალხი, ამას ძალიან სერიოზული ლოგიკური ჯაჭვის აგება სჭირდება, რომელიც ძალიან ბევრს არგუმენტებს უნდა ეყრდნობოდეს. ძირითადად, ეს არის მაინც ემოციაზე და გარკვეული ტიპის ლოგიკაზე დაფუძნებული. თქვენ რომ გააჩეროთ ეს ხალხი მიტინგზე და კითხოთ, რას გინდა რომ მიაღწიოთ, მაქსიმუმ რასაც ისინი გეტყვიან, იქნება ის, რასაც ის პოლიტიკოსი, რომელსაც ის მხარს უჭერს, მანამდე ამბობდა, და კარგი იქნება, თუ ვინმემ გითხრათ, რომ ახლა მაქვს ხელფასი ათასი ლარი და მინდა, რომ მქონდეს სამი ათასი ლარი და იმიტომ მოვედი აქ. ეს ისეთი მოთხოვნაა, რომელიც თავისთავად ყველა ადამიანს აქვს ყველა ქვეყანაში, ოღონდ მიღწევადია კი ეს მოთხოვნა ამ გზით? – ამაზე არავინ ფიქრობს. ამიტომ საზოგადოებამ, ფაქტობრივად, არ იცის, რას უნდა, რომ მიაღწიოს. ეს ზოგადი პასუხები, რომ მე მინდა კარგად ვიყო, მე მინდა, რომ უკეთეს სახელმწიფოში ვიცხოვრო და ის, რომ ეს სახელმწიფო შენი ასაშენებელია, ამაზე არავინ ფიქროსბს. საზოგადოება ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას ნაკლებად გრძნობს. მასა უმეტესწილად პასუხისმგებლობას ლიდერს გადასცემს. ლევან ზარდიაშვილი, - ფსიქოლოგი, დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1993 წლიდან ცხოვრობს ჩეხეთში. საქარტველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) კითხულობს ლექციის კურსს კომუნიკაციის ფსიქოლოგიაში: კომუნიკაციის როლი და მისი გამოყენება მართვაში. ამჟამად მუშაობს ჩეხურ-ქართულ ფსიქოსომატიკის კვლვის ცენტრის დაარსებაზე. სრული ინფო(netgazeti.ge)