planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
Стоит готовиться к «партизанской» войне. Ее целью будет сланцевый газ, а потом - и газовый терминал. Недавняя попытка недружественного поглощения химического предприятия в Тарнове российской компанией «Акрон» была первым залпом этого сражения. Следующие прозвучат, вероятнее всего, со стороны экологических организаций, которые внезапно обнаружат необычайную опасность материалов, используемых при бурении, для людей и окружающей среды. View the full article
-
http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/e73f848d761724c597e973e157cc4dba.jpgსაპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლაშა თორდიას კანდიდატურას მიესალმება. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
-
ქვემოთ მოცემული ჩემი სუბიექტური აზრი,ფაქტიურად გაგრძელებაა სტატიისა,რომელშიც ნაციონალური მოძრაობის ინტერნეტ-აგრესიაზე ვისაუბრე.სწორედ ასეთი პიროვნებები არიან ძირითად სემთხვევაში ტროლები.ისინი იგინებიან,იმუქრებიან,აგინებენ ყველას და ყველაფერს,ვისაც არ მოსწონს სააკაშვილი და გამოთქვამს ხელისუფლების საწინააღმდეგო აზრს.ისინი სრულიად არაადექვატურ პასუხებს სცემენ კითხვებს,თუმცა არსებობენ ე.წ. ინტელექტუალი ტროლებიც. ის სტატია,რომელიც დღეს “კვირის პალიტრამ” გამოაქვეყნა ტროლების შესახებ,ინტერნეტის აქტიურმა მომხმარებელმა დიდი ხანია იცის.ვგულისხმობ იმას,რომ ძალიან ბევრისთვის და მათ შორის ჩემთვისაც დიდი ხანია ცნობილია,რომ სახელმწიფო სტრუქტურებიდან,გარკვეული ღონისძიებების თუ ფაქტების დროს შემოდის ათეულობით ტროლი და იწყებენ ამა თუ იმ თემის “დატროლვას”.ერთ-ერთი ასეთი,ალბათ ყველაზე მასიური შემთხვევა იყო,ივანიშვილის პირველი პრესკონფერენცია.მახსოვს,მაშინ ფეისბუკსა და ფორუმებზე 140-150 ადამიანი წერდა ერთი და იმავე,შეურაცხმყოფელ და კრიტიკულ ტექსტებს ივანიშვილისა და მისი მომხმრეების წინააღმდეგ.როგორც შემდგომში ჩემთვის გახდა ცნობილი,ეს ადამიანები 1 კონკრეტული სახელმწიფო უწყების,1 კონკრეტული შენობიდან მოქმედებდნენ. შესაძლებელია,ამ შემთხვევაში მონაწილეობას იღებდა თუნდაც 70 ადამიანი სხვადასხა ადამიანი 2-2 სახელით. როგორც ზემოთ ავღნიშნე,ახალი არ არის,რომ ხელისუფლებას ყავს შექმნილი ინტერნეტ ჯგუფი,რომლებიც შესაბამისი დავალების მიღების შემდეგ ტროლავენ ფორუმებსა თუ “ფეიჯებს.” სამწუხაროა,რომ ისეთი მნიშვნელოვანი სტრუქტურიდან,როგორიც შსს-ა,მსგავსი ადამიანების ჯგუფი მსგავსი უცენზური და არაფრისმთქმელი პოსტინგით ტროლავს ამა თუ იმ სოც.ქსელში კონკრეტულ თემას(საკითხს). ამ ბოლო დროს თვალშისაცემია,რომ თითქმის ყველა, ძველად ინტელექტუალ ან თუნდაც მხოლოდ კარგ ადამიანად წოდებული ნაცმოძრაობის მხარდამჭერი,დღეს საოცარი თანმიმდევრულობით ტროლდება. პირადად მე ამ ყველაფერს ახსნას ვერ ვუძებნი,რატომ უნდა პოსტოს ადამიანმა ერთი და იგივე,ყოვლად ამაზრზენი და მიუღებელი ტექსტი ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის – გაუგებარია. ეს არც ამომრჩევლის გულის მოგებაა და აღარც საპირისპირო , ოპოზიციური მხარის გაღიზიანებას აღარ იწვევს დიდად. არსებობენ ისეთი ტროლებიც,რომლებიც ადიდებენ სააკაშვილს, ამ შემთხვევაშიც ისინი ხშირად კოლექტიურად მოქმედებენ და მათი პოსტები სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე თვალში საცემიც არის. მაგალითად ფეისბუკის ცნობილ გვერდზე,პიზდეცინტელექტუალიზმზე,მრავლად არის თავმოყრილი ხელოვნების ასეთი “ნიმუშების” სქრინები. http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/07/35523_437721106252793_2125797950_n1.jpg View the full article
-
ხვალ "იმტეხ არენაზე" ადგილობრივი დროით 20:00 საათზე გაიმართება ამახანაგური მატჩი "ბარსელონასა" და "ჰამბურგს" შორის...ტიტო ვილანოვამ უკვე გააკეთა მატჩის განაცხადი View the full article
-
24 ივლისს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საკონფერენციო დარბაზში ფრაქცია ‘ერთობა სამართლიანობისთვის’ წევრები ფინანსთა მინისტრს შეხვდებიან. თემა: საბიუჯეტო ცვლილებები. 24 ივლისს, 12:00 საათზე, უზენაეს სასამართლოში 2012 წლის 6 თვის სასამართლო საქმიანობის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების პრეზენტაცია გაიმართება. საკონტაქტო პირი ქეთი ტყეშელაშვილი – 577 55 77 35 24 ივლისს, 12.00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ ‘ქართული ოცნების’ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები აქციას გამართავენ. თემა: ‘სარეზერვო ფონდების არამიზნობრივი ხარჯვა’. 24 ივლისს, 12:00 საათზე, სააგენტო ‘ინტერპრესნიუსის’ ოფისში სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ტელეკომპანია ‘მაესტროს’ ირგვლივ განვითარებული მოვლენები. მის: იოსებიძის ქ. #49 24 ივლისს, 12:00 საათზე, ‘ახალი მემარჯვენეების’ თავმჯდომარე დავით გამყრელიძე ახალციხის ოფისში სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს, რის შემდეგაც ‘ახალგაზრდა მემარჯვენეები’ ლიდერებთან ერთად ჩაატარებენ აქციას ‘არა მონოპოლიებს!’. მის: ახალციხე, თამარაშვილის ქ. #5 საკონტაქტო ტელ.: 595 95 65 72 24 ივლისს, 12:30 საათზე, ფრაქცია ‘ერთობა სამართლიანობისთვის’ მდივანი გიორგი ცაგარეიშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: ‘საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა’. საქართველოს პარლამენტის საკონფერენციო დარბაზი 24 ივლისს, 13.00 საათზე, ‘ლეიბორისტული პარტიის’ ერთ-ერთი ლიდერი პაატა ჯიბლაძე პარტიის ოფისში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ‘ივანიშვილის კუდი’. 24 ივლისს, 13:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი 24 ივლისს, 13.00 საათზე, ედპ-ის ცენტრალურ ოფისში პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩახვაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ‘საბიუჯეტო ცვლილებები’. 24 ივლისს, 14.00 საათზე, თბილისის მერიასთან, გიგი უგულავასთან შეხვედრის მოთხოვნით, ე.წ. ატსტუპნიკებისა და დევნილების აქცია გაიმართება. მის: შარტავას ქ. #7 საკონტაქტო პირი დავითი – 593 04 03 93 24 ივლისს, 14.00 საათზე, ‘მწვანეთა პარტიის’ ოფისში, პარტიის გენერალური მდივანი გიორგი გაჩეჩილაძე და პარტიის წევრი პეტრე მამრაძე პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ‘საქართველოს პარლამენტის წევრი პეტრე მამრაძე ‘საქართველოს მწვანეთა პარტიას’ დაუბრუნდა’. მის: კანდელაკის ქ. #55 24 ივლისს, 16:00 საათზე, დაბა ბაზალეთში, თავისუფალი უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრში, საგზაო უსაფრთხოების თემაზე – ‘საჭესთან ფხიზლად’, შეხვედრა გაიმართება. იხილეთ epn.ge
-
„საერთაშორისო ამნისტია“ შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ოპოზიციის მხარდამჭერთა და ჟურნალისტთა დაცვას პოლიტიკურად გამიზნული ძალადობისაგან, მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეები ემზადებიან ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის. 23 ივლისი, 2012 - 22:00 23 ივლისი, 2012 - 22:00 /sites/www.media.ge/files/imagecache/teaser/emnysti.jpg სრული ტექსტი View the full article
-
http://www.Geonews.ge/uploads/images/3573Mwvanetapartia.gifსაქართველოს მწვანეთა პარტია კმაყოფილებით აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრი, პეტრე მამრაძე პარტიას დაუბრუნდა და 2012 წლის 20 ივლისიდან მისი განცხადების საფუძველზე იგი კვლავ „საქართველოს მწვანეთა პარტიის“ წევრი გახდა.<p> სრულად ორიგინალი
-
ფრანგი ფორვარდი კარიმ ბენზემა უკვე დაბრუნდა 29 დღიან შვებულებიდან და გუნდს შეუერთდა... View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/gamchvirvaloba-saq-268x300.jpg„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ორგანიზაციის პროგრამების დირექტორის ნინა ხატისკაცის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა: „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ეხმიანება სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას ორგანიზაციაში მომხდარ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. აღნიშნული ცვლილება დაკავშირებული იყო შიდა ორგანიზაციულ უთანხმოებასთან. ჩვენ მადლობას ვუხდით ქალბატონ ნინა ხატისკაცს გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მას მომავალ პროფესიულ საქმიანობაში. გვინდა დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ პოზიცია ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა მტკივნეულ საკითხთან დაკავშირებით ყოველთვის წარმოადგენდა ორგანიზაციის და არა რომელიმე პიროვნების პოზიციას. ჩვენი განცხადებები და ანგარიშები ყოველთვის ემყარებოდა კომპლექსურ კვლევას, რომელსაც ორგანიზაციის მრავალი მკვლევარი და ექსპერტი ახორციელებდა. ჩვენი გუნდის ერთობლივი ძალისხმევის დამსახურებაა ის მიღწევები და საზოგადოების ნდობა რომელიც ორგანიზაციამ მოიპოვა. ამავე დროს, ჩვენ გვაღელვებს ის განცხადებები რომლებმაც საფრთხე შეიძლება შეუქმნან ორგანიზაციის იმიჯს და საქმიან რეპუტაციას. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, გამოვხმაურებოდით დღეს გაკეთებულ განცხადებებს და საჯაროდ გამოგვეხატა ჩვენი პოზიცია ორგანიზაციაში მიმდინარე შიდა პროცესებთან დაკავშირებით“. იხილეთ epn.ge
-
<p>http://www.Geonews.ge/uploads/images/25251-pix.jpgევროპის ავტოგასამართ სადგურებში ფასები ზრდას განაგრძობს. ყველაზე მაღალი ფასები იტალიაში (ლიტრზე 1,76 ევრო), ნიდერლანდებში (1,73 ევრო) და საბერძნეთში (1,72 ევრო) ფიქსირდება. სრულად ორიგინალი
-
საპატარძლო კაბებსა და სპორტულ ფეხსაცმელებში გამოწყობილმა 50-მდე პატარძალმა მონაწილეობა მიიღო ბელგრადში გამართულ მარათონში. სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/3bNPUAqAvC4 palitratv.ge
-
თბილისში სამართალდამცველებმა ცოლის მკვლელობაში ბრალდებული 53 წლის გიზო სერგია დააკავეს. გარდაცვლილ ნატო შონიას ჭრილობები სხეულზე ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მეზობლები მომხდართან დაკავშირებით ვერაფერს ამბობენ, რადგან მათი განცხადებით, ცოლ-ქმარი მათ მეზობლად ოთხი დღის წინ გადმოვიდა. გავრცელებული ინფორმაციით, სერგიამ 112-ში თავად დარეკა და საგანგებო სამსახურის თანამშრომლებს მკვლელობის შესახებ აცნობა. ბრალდებულის თქმით, მან მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა. იხილეთ epn.ge
-
საფრანგეთში საქართველოს ელჩის, მამუკა კუდავას ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის შენობის შესყიდვით, საფრანგეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენ ბუბა ქებურიასთან ერთად, კომპანია “კემპინსკიც” არის დაინტერესებული. როგორც კუდავამ ტელეკომპანია “მაესტროს” განუცხადა, პარლამენტის შეძენის შემთხვევაში აღნიშნულ შენობაში მაღალი რანგის სასტუმრო დაიწყებს ფუნქციონირებას. იხილეთ epn.ge
-
საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შედის. პარლამენტში ინიცირებული პროექტის თანახმად, კახეთში, სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგების ლიკვიდაციისთვის ბიუჯეტში 162,3 მილიონი ლარის მობილიზება მოხდება. მათ შორის 82,3 მლნ ლარი საბიუჯეტო სახსრები, ხოლო 80,0 მლნ ლარი დონორების დაფინანსება იქნება. 50 მილიონი ლარით დაფინანსდება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ განსახორციელებელი გადაუდებელი ღონისძიებები – მათ შორის მოიაზრება საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია, დაზარალებული მოსახლეობის საკვებით დახმარება, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მფლობელებისთვის კომპენსაციების გაცემა და სხვა. ამასთან, იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები კახეთის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული განვითარების მიზნით. „კახეთის განვითარების პროექტის“ ფარგლებში, რომლის ასიგნება 110,2 მილიონი ლარია, განხორციელდება საგზაო, ურბანული, ტურისტული და წყალ-კანალიზაციის ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია. ამას გარდა, სპეციალური ტრანსფერის სახით 2,1 მლნ ლარი გამოეყოფათ კახეთის რეგიონის თვითმმართველ ერთეულებს. დამატებით 6 მილიონი ლარი გამოიყოფა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს – სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის და ერთიანი ბაზის შექმნის მიზნით. ბიუჯეტის პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ამ ღონისძიებების დასაფინანსებლად გამოიყენება სახელმწიფოს საგარეო ვალდებულებების მომსახურებისთვის გათვალისწინებულ ასიგნებებში წარმოქმნილი ეკონომია გამოიყენება. ცვლილებების გამო, მცირდება ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციის დაფინანსება. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/IRI.3.gifსაერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა IRI-იმ ქვეყანაში მიმდინარე საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების განწყობა უკვე შეისწავლა. IRI-იმ პოლიტიკური პარტიების რეიტინგებიც გაზომა. პირველი პარტია, რომელთანაც IRI-მ კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა, “ქრისტიან-დემოკრატები” არიან. იხილეთ epn.ge
-
"მედიის განვითარების ფონდმა" სტუდია მონიტორის" გაქურდვის შესახებ 23 ივლისს განცხადება გაავრცელა. ფონდი შეშფოთებას გამოთქვამს სტუდია „მონიტორის“ გაქურდვის ფაქტის გამო. 23 ივლისი, 2012 - 19:46 23 ივლისი, 2012 - 19:46 /sites/www.media.ge/files/imagecache/teaser/mdf_0_0.jpg სრული ტექსტი View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/ocndebaaaa12-300x279.jpgროგორც კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბათუმის მერიამ “ქართულ ოცნებას” აქციის გასამართად ქალაქის გარეუბანში მდებარე ანგისის სტადიონი შესთავაზა. “კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” ბათუმის მერიას 5 აგვისტოს, ბათუმში ევროპის მოედანზე კოალიციის წინასაარჩევნო შეკრების გამართვასთან დაკავშირებით, კანონის სრული დაცვით მიმართა. ბათუმის მერიამ უარი უთხრა კოალიციას იმ მოტივით, რომ ტურისტული სეზონის გამო ბათუმის ყველა ცენტრალური მოედანი და პარკი 1-დან 31 აგვისტოს ჩათვლით დაკავებულია. ბათუმის მერიამ კოალიციას შესთავაზა ქალაქის გარეუბანში მდებარე ანგისის სტადიონი, რაც კოალიციისათვის მიუღებელია. ეს პასუხი კანონიერი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კოალიციის მიმართვამდე ბათუმის მერიას ევროპის მოედანზე უკვე დაგეგმილი ექნებოდა 5 აგვისტოს კონკრეტული ღონისძიება. ასეთი ღონისძიების თაობაზე კოალიციისთვის მოწერილ წერილში არაფერია ნათქვამი. კოალიცია „ქართული ოცნება“ ბათუმის მერიის პასუხს განიხილავს როგორც პოლიტიკური საქმიანობისათვის ხელშეშლის ცდას. 24 ივლისს, 10:00 საათზე კოალიციის წარმომადგენლები ბათუმის მერიის უფლებამოსილ პირს ლუკა ასათიანს შეხვდებიან და კიდევ ერთხელ მოითხოვენ ბათუმის ცენტრში აქციის გამართვისათვის ადგილის გამოყოფას”, – ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. opinion.ge View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/qartuliocnebalogo1-300x193111.jpgბათუმის მერია “ქართულ ოცნებას” აქციის გასამართად ქალაქის გარეუბანში მდებარე ანგისის სტადიონს სთავაზობს. როგორც კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბათუმის მერიამ “ქართულ ოცნებას” 5 აგვისტოს ევროპის მოედანზე აქციის გამართვაზე უარი უთხრა და ალტერნატიული ადგილი შესთავაზა. “კოალიცია “ქართულმა ოცნებამ”, კანონის სრული დაცვით, მიმართა ბათუმის მერიას 5 აგვისტოს, ბათუმში, ევროპის მოედანზე კოალიციის წინასაარჩევნო შეკრების გამართვასთან დაკავშირებით. ბათუმის მერიამ უარი უთხრა კოალიციას იმ მოტივით, რომ ტურისტული სეზონის გამო ბათუმის ყველა ცენტრალური მოედანი და პარკი პირველიდან 31 აგვისტოს ჩათვლით დაკავებულია. ბათუმის მერიამ კოალიციას შესთავაზა ქალაქის გარეუბანში მდებარე ანგისის სტადიონი, რაც კოალიციისათვის მიუღებელია”, – ნათქვამია განცხადებაში. ხვალ, 10.00 საათზე, კოალიციის წარმომადგენლები შეხვდებიან ბათუმის მერიის უფლებამოსილ პირს ლუკა ასათიანს და კიდევ ერთხელ მოითხოვენ ბათუმის ცენტრში აქციის გამართვისათვის ადგილის გამოყოფას. იხილეთ epn.ge
-
კოალიცია ქართული ოცნებისთვის მისაღებია კამპანია “ეს შენ გეხებას” მიერ შემოთავაზებული წინადადებები პარტიების ქცევის წესებთან დაკავშირებით - განცხადება ამის თაობაზე 23 ივნისს კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ გააკეთა. ფანჯიკიძის განცხადებით, კოალიცია მზადაა, განიხილოს დოკუმენტში დამატებითი პუნქტების შეტანის საკითხი, მათ შორის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით: „ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ სამოქალაქო საზოგადოების მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში დამატებითი პუნქტების შეტანის საკითხი, მათ შორის, არჩევნების შედეგების თაობაზე ყველა სადავო საკითხის მხოლოდ მშვიდობიანი და კონსტიტუციური გზებით გადაწყვეტის და უმცირესობების თუ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სიძულვილის ენის არ გამოყენების ვალდებულება“. შეგახსენებთ, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ტექსტის საკუთარი ვერსია 14 ივლისს წარმოადგინა. კამპანია “ეს შენ გეხებამ” კი ორი დღის შემდეგ. მოგვიანებით მმართველმა გუნდმა განაცხადა, რომ საკუთარ ოთხპუნქტიან დეკლარაციას მეხუთე პუნქტად “ეს შენ გეხებას” მიერ შემოთავაზებულ წესებსაც დაამატებდა. არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, ნაციონალური მოძრაობის მიერ შემუშავებული დეკლარაციის ერთ-ერთი პუნქტი გულისხმობს ხელმომწერი პარტიების მხრიდან ვალდებულების აღებას „ცესკოს მიერ შეჯამებული და სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგების აღიარებაზე“. „ვთვლით, რომ მმართველი პარტიის ბოლო დროინდელი ალტერნატიული ინიციატივები, მათ შორის, აღნიშნული დოკუმენტის რაიმე სხვა დოკუმენტის დამატებად განხილვის თაობაზე, ხელს არ უწყობს დეკლარირებული მიზნის მიღწევას“ – ნათქვამია ქართული ოცნების 23 ივლისის განცხადებაში. View the full article