Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/nytimes-150x23.gif დორინ კარვაჯალი პარიზი – შობის დღესასწაულის წინ, საფრანგეთის მხრიდან რუსეთისთვის სადესანტო ხომალდების მიყიდვის გამოცხადებით, უმაღლეს სამთავრობო დონეზე გარიგების ორგანიზატორები რამდენიმე მილიონიანი კონტრაქტით ისე ტრაბახობენ, როგორც საფეხბურთო მატჩის გამარჯვებულები. „საფრანგეთმა გაიმარჯვა“ – ნათქვამია ელისეის სასახლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში თუმცა ოპონენტებმა, განსაკუთრებით რუსეთის მეზობლებმა ანუ საქართველომ, ესტონეთმა და ლიტვამ, განგაში ატეხეს იფიქრეს რა რომ ამგვარად საფრანგეთი გზას უხსნის სხვა დასავლურ ქვეყნებს რუსეთს მიჰყიდონ ყველაფერი, რისი შეთავაზებაც შეუძლიათ – უახლესი სამხედრო აღჭურვილობით დაწყებული, ნავთობსადენზე უფლებებით დამთავრებული. „ეს სკანდალია“ – განაცხადა ფრანგმა ფილოსოფოსმა ანდრე გლუკსმანმა, რომელიც ამ შეთანხმებას აკრიტიკებს. ორშაბათის ინტერვიუში მან სთქვა, რომ განცხადების დრო საგანგებოდ შეირჩა, ის საქმიან სამყაროში საშობაო არდადეგებს დაამთხვიეს, რათა ყველა „ბინძური დეტალი“ დაემალათ. 200 მეტრის სიგრძის თანამედროვე ვერტმფრენმზიდი, ხომალდი „მისტრალი“ მისი მართვის სისტემითა და ბორტზე არსებული ჰოსპიტალით დესანტის გადასაყვან სამხედრო ოპერაციებზეა მორგებული. რუსეთის მხრიდან ეს უცხოეთში იარაღის შეძენასთან დაკავშირებული პირველი მსხვილი გარიგებაა, ისევე როგორც ნატო-ს წევრი ქვეყნისგან იარაღის ყიდვის პირველი შემთხვევა, რაც ერთ დროს საბჭოთა სამხედრო ძლიერების საპირწონედ შექმნილი ალიანსის როლის ცვლილებაზე მიუთითებს. მოლაპარაკებებში ერთ-ერთი რთული საკითხი იყო ის, მოიცავდა თუ არა გარიგება ასევე თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ სამხედრო-საზღვაო შეიარაღებას და დამცავ სისტემებს. შეთანხმებამდელ პერიოდში რამდენიმე თვით ადრე, ზოგიერთმა ფრანგმა ჩინოვნიკმა პოზიცია შეარბილა და განაცხადა, რომ საფრანგეთი ტექნოლოგიების გადასაცემად მზად იყო ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. ბოლო დღეებში, ფრანგებს არაფერი უთქვამთ იმის შესახებ, თუ რა დონის ტექნოლოგიებს გადასცემენ რუსებს, თუმცა რუსეთის მეზობლები აშკარად შეშფოთებულები არიან. „ამ ნაბიჯის გადადგმა ნაადრევი იყო. ის ხომ პრეცედენტს შექმნის“ – აცხადებს ლიტვის თავდაცვის მინისტრი რასა იუკნიავიჩენე. მისი თქმით, ადრე ნატო-ს ჩინოვნიკები ლიტვას არწმუნებდნენ, რომ ეს გარიგება მგრძნობიარე ტექნოლოგიებს არ მოიცავდა. „მაგრამ ახლა ჩვენ ვიგებთ, რომ ეს ასე არ არის“ – აღნიშნა იუკნიავიჩენემ. ბალტიის სახელმწიფოები უკვე დიდი ხანია რაც ამ საკითხით არიან შეშფოთებულები, რაც სამხედრო-საზღვაო ადმირალის ვლადიმერ ვისოცკის განცხადებებმა გამოიწვია, რომელმაც შარშან ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე შეაფასა ის პოტენციურად პოზიტიური მომენტები, რასაც აღჭურვილობა საქართველოსთან 2008 წლის ხუთდღიანი ომის დროს უზრუნველყოფდა: „ამ ხომალდს იმ ყველაფრისთვის რაზეც ჩვენ 26 საათი დაგვჭირდა, 40 წუთი ეყოფა“. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ ხომალდზე 16 ვერტმფრენის და 450 კაციანი პერსონალის განთავსება შეიძლება, რაც მოსკოვს სანაპიროზე პოზიციებს უფრო განუმტკიცებს. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი გემებს საერთაშორისო სამართლის და თავდაცვის მექანიზმების შესაბამისად გამოიყენებს“ – განაცხადა კალანდაძემ – „მაგრამ რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას ყველაფერს ვერ ანდობ. ის საერთაშორისო კანონებისადმი უდიერი დამოკიდებულებითაა ცნობილი“. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას პაეტი ამ შეთანხმებას უფრო მშვიდად შეხვდა. „ორი ან თუნდაც ოთხი ხომალდის გაყიდვაში, ჩვენ ვერ ვხედავთ განსაკუთრებულ გამოწვევას უსაფრთხოებისთვის ბალტიის ზღვის რაიონში“ – ინტერნეტში კითხვა-პასუხის „ონლაინ“ რეჟიმში დაწერა მან – „თუმცა გრძელვადიანი დაგეგმვის დროს ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ამ გარიგების შესაძლო შედეგები“. კონტრაქტის პირობებით, სამიდან ორი გემი სენტ-ნაზარეს ფრანგულ ვერფებზე, საფრანგეთის ატლანტიკურ სანაპიროზე აშენდება. დანარჩენი ორი კი რუსეთში, სანქტ–პეტერბურგში აიგება. გარიგებამ რუსეთის მზარდი სამხედრო ამბიციები და მისი სამხედრო ინდუსტრიის მდგომარეობის გაუარესება გამოავლინა. მაგალითად ის სერიოზულ ძალისხმევას ხარჯავს იმაზე, რომ როგორმე დაასრულოს „ადმირალ გორშკოვი“-ს ხოლამდის რემონტი და მოდერნიზაცია. ეს მძიმე ავიამზიდი მან ინდოეთისგან იყიდა. ანალიტიკოსები ვარაუდოებენ, რომ რუსეთში „მისტრალის“ მშენებლობაც შეფერხებებით წარიმართება. „ზოგადად, რუსეთს აუცილებელი რესურსები გააჩნია, მაგრამ ამას გაცილებით მეტი დროს დასჭირდება, რადგან აქ შრომის წარმოების უნარი დაბალია. საფრანგეთი ტექნოლოგიური თვალსაზრისით უფრო თანამედროვე ქვეყანაა, მაგრამ იქ ხომალდების მშენებლობის ის გამოცდილება რაც რუსეთს აქვს არა აქვთ“ – განაცხადა კონსტანტინე მაკიენკომ, სტრატეგიისა და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრის დირექტორის მოადგილემ. ეს ორგანიზაცია იარაღით ვაჭრობის საკითხებს იკვლევს. ამ კონტრაქტთან დაკავშირებულ გეოპოლიტიკურ დავაზე ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ამერიკელების საიდუმლო დიპლომატიურ არხებში მოხვდა, WikiLeaks-მა უკვე გამოაქვეყნა. 2010 წლის თებერვალში, თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა ეს საკითხი პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან და მაშინდელ თავდაცვის მინისტრ ერვე მორენოსთან საუბარში წამოჭრა. თუკი ელჩის წერილში ფაქტები დამახინჯებული არ არის, ბატონმა გეითსმა აღნიშნა, რომ რუსეთი არ ასრულებდა საქართველოსთან დაზავების პირობებს, რომელიც სარკოზის შუამავლობით განისაზღვრა. გეითსის დამოკიდებულება გარიგების ორგანიზატორების მიმართ უმაღლეს დონეზე, ერთგვარად აგდებული იყო: „რუსული დემოკრატია აღარ არსებობს, ხოლო მთავრობა – ოლიგარქია, რომელიც სპეცსამსახურების კონტროლის ქვეშ მოქმედებს“. ორიგინალი ორიგინალი
  2. http://www.kopsource.com/wp-content/postimages/332-kenny-dalglish-liverpool.jpg კოპის ლეგენდებმა პატივი მიაგეს ყოფილი თანაგუნდელის ავი კოენის ხსოვნას, რომელიც მძიმე ავარიის შემდეგ 28 დეკემბერს თელ ავივის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია ავტოკატასტროფის შესახებ ავი კოენის შვილმა ტამირმა გაავრცელა. “ავი იყო შესანიშნავი ადამიანი და ის სამუდამოდ დარჩება იმ ადამიანების გულებში ვინც მას იცნობდა.” განაცხადა დალგლიშმა ოფიციალურ საიტთან მიცემულ ინტერვიუში. “ის მალევე შეერწყა ჩვენ გუნდს და ყოველთვის შრომობდა ინგლისურის შესასწავლად, ამან მის პოპულარობაზე ძალიან იმოქმედა. მას თავიდანვე ყველა პატივისცემით ეპყრობოდა და მიუხედავად იმისა, რომ მას დიდი ხანი არ გაუტარები ლივერპულში მაინც დატოვა თავისი კვალი გუნდის ისტორიაში, არავინ დაივიწყებს მის დამსახურებას ასტონ ვილასთან მატჩში, სადაც გამარჯვებამ ჩემპიონობა მოგვიტანა. ჩვენ ძალიან ვწუხვართ და სამძიმარს უცხადებთ ავის ოჯახს.” დევიდ ფეირკლაფმა ასევე გამოხატა მწუხარება ყოფილი თანაგუნდელის გარდაცვლის გამო: “მე ძალიან შევწუხდი,როდესაც ეს გავიგე. ტელეფონის ზარმა შოკში ჩამაგდო.” “მე კარგად მახსოვს ავი, ის მეგობარი იყო მოედნის გარეთაც. მე და სემი ლის მასთან და მის მეუღლესთან დიდი დრო გვაქ გატარებული. მათ ქონდა სახლი ჩილდვოლში და მე კარგად მახსოვს, როგორ ვსადილობდით და ვატარებდით დროს. ის იყო უბრალო და ძალიან კარგი პიროვნება, ის ყოველთვის დარჩება ჩემ მეხსიერებაში.”http://www.liverpoolfc.tv/images5/avi_cohen_300_01.jpg ებრაელი მარცხენა მცველი ლივერპულს 1979 წელს შეუერთდა ჩაატარა 24 მატჩი, გაიტანა ცნობილი გოლი გადამწყვეტ მატჩში ასტონ ვილას კარში. კოენი იყო პირველი უცხოელი ლივერპულში რობერტ რუთხემის შემდეგ, რომელიც გუნდში 24 წლით ადრე მივიდა. კოენი რამოდენიმე ბრწყინვალე მატჩის შემდეგ მიწვეული იქნა ლივერპულში სავარჯიშოდ სადაც 1 კვირა ივარჯიშა ბობი პეისლის მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო 1979 წლის 15 სექტემბერს როი კენედის არყოფნის გამო შედგა მისი დებიუტი ლიდს იუნაიტედის წინააღმდეგ. მომდევნო სეზონში მან 14 მატჩი ჩაატარა(1980-1981) ხოლო 81 წლის ნოემბერს გუნდი დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა. 6 წლის შემდეგ ავი კვლავ დაბრუნდა ბრიტანეთში გლაზგო რეინჯერსის რიგებში. View the full article
  3. საზღვარი აფხაზეთთან კომუნიკაციების სფეროშიც გაჩნდა. ეს საზღვარი ცალმხრივად არის გავლებული. საქართველო ვერ უკავშირდება ქვეყნის ოკუპირებულ ტერიოტირიას, აფხაზეთს, საიდანაც შემომავალი ზარი რუსული კოდით +7 იწყება. სოხუმში გამომავალ გაზეთ ნუჟნაიას რედაქცია, რომელსაც ნეტგაზეთი ინტერნეტის მეშვეობით დაუკავშირდა, ჩვენ წერილს ასე პასუხობს: „ჩვენ შეგვიძლია დავრეკოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, უბრალოდ, საჭიროა სწორი კოდის აკრეფა. სატელეფონო კავშირთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს“. აფხაზეთთან დაკავშირების შესაძლებლობის ერთადერთი შანსი ქვეყნისთვის ისევ ქართული ფიჭური კომპანიებია, რომელთა დაფარვის ზონა გავლებულ დე ფაქტო საზღვარზე შორს მიდის. ძირითადად, გალი, ასევე, მისი მიმდებარე ტერიტორია – ეს ის ზონაა, რომელსაც ქართული ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები ფარავენ. გალის მცხოვრები, რომელიც ნეტგაზეთს ესაუბრა, ამბობს, რომ გალში ბევრს მაგთიფიქსის (კომპანია მაგთის უკაბელო ტელეფონი) აპარატები აქვთ. მისი თქმით, სიგნალი ფარავს გალს და რამდენიმე სხვა სოფელს. „იყო შემთხვევა, როდესაც კარდაკარ დადიოდნენ (რუსი ჯარისკაცები), ოჯახებში შედიოდნენ, თუ სად და რომელ ოჯახში იდგა მაგთიფიქსის აპარატი“, – ამბობს ზაზა ჯალაღონია, აფხაზეთის განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი. გალში მცხოვრები, რომელსაც ნეტგაზეთი მაგთიფიქსის ნომერზე დაუკავშირდა, ამბობს, რომ მასაც სმენია ეს ამბავი, თუმცა მისთვის და მისი ახლო გარემოცვისთვის ტელეფონის ქონა არავის შეუზღუდავს. 2009 წლის სექტემბერში რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის მემორანდუმი დაიდო. მემორანდუმის საფუძველზე, აფხაზეთს რუსეთის კოდი +7 მიენიჭა. მემორანდუმის ხელის მოწერიდან ერთი წლის მანძილზე აფხაზეთში დარეკვა შეიძლებოდა როგორც ქართული კოდით +995, ასევე– რუსულით +7. ბილაინის ქსელიდან აფხაზეთში ზარი ხორციელდებოდა კოდით 844, თუმცა რამდენიმე დღეა, ამ კოდითაც შეუძლებელია სატელეფონო კავშირის დამყარება. „აქამდე ვრეკავდი და მირეკავდნენ ამ კოდით– 844, ბოლო რამდენიმე დღეა არავის დაურეკავს“,–ამბობს გალში მცხოვრები. მას მაგთიფიქსის აპარატი ფანჯარასთან ახლოს უდგას, სიგნალი უკეთ რომ დაიჭიროს. ამ ნომრით გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. ამიტომ ზარებს მხოლოდ მაშინ პასუხობს, როცა იმ ადგილზეა, სადაც მისი ტელეფონის აპარატი. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კომენტარს არ აკეთებს. კომპანია ბილაინის წარმომადგენელი ამბობს, რომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, აეკრძალათ ახალ კოდზე (+7) ზარების განხორციელება. აფხაზეთმა, თავის მხრივ, შეზღუდა ძველ კოდზე +995 ზარის მიღება. კომპანია სილქნეტის ოპერატორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ანა ნაკაშიძის თქმით, ის ტექნიკური საშუალებები, რომლითაც პირდაპირ უკავშირდებოდნენ რეგიონს, აფხაზეთის მხრიდან გათიშულია. ერთადერთი საშუალება რუსეთის კოდია, რომელსაც კომპანია „პრინციპული გადაწყვეტილების საფუძველზე“ არ იყენებს. საერთაშორისო ფიჭური კომპანიების ოპერატორები აფხაზეთს რუსული კოდით უკავშირდებიან. კომპანია სილქნეტი, რომელიც რამდენიმე უცხოურ კომპანიასთან თანამშრომლობს, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ დოიჩე ტელეკომი და სხვა ოპერატორები აფხაზეთთან დანარჩენ მსოფლიოს რუსეთის კოდით აკავშირებენ. ინტერნეტ გვერდი searchpeopledirectory.com, რომლის ერთ–ერთი ფუნქციაა, მის მომხმარებელს ქვეყნიდან ქვეყანაში დასარეკი კოდი მიაწოდოს, საიტზე აფხაზეთთან დასაკავშირებელ კოდად უთითებს +7–ს, ხოლო ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთი ერთ–ერთია. /get_img?NrArticle=3779&NrImage=2 Image 2776 პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სატელეფონო კავშირი შეწყდა, მის მეგობრებს, ძირითადად, ინტერნეტით, სკაიპით ეკონტაქტება. სოხუმში სკაიპით საუბარი სირთულეებს ნაკლებად უკავშირდება, გალისგან განსხვავებით. გალში მცხოვრები ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ქართული ინტერნეტი რეგიონში შეწყდა, თითქმის შეუძლებელია ინტერნეტით სარგებლობა. „აქ ძალიან ცოტას აქვს ინტერნეტი. მე ვცდილობ, რომ ჩემი ტელეფონიდან შევიდე ხოლმე, თუმცა ძალიან რთულია,// http://s010.radikal.ru/i313/1012/5c/dd0cb8bb46b6.jpg თუ დაუჯერებთ ლივერპულის გამოცემას “რენეს” 24 წლის ფნაგი მარცხენა ნახევარმცველი (მცველი) სილვინ მარვეო ლივერპულთან ძალიან ახლოსაა. ვარაუდი ფრანგი ნახევარმცველის ენფილდზე გადმობარგების შესახებ გაჩნდა მას შემდეგ, რაც ის დამიან კომოლისთან ერთად პრეს ლოჟაში შენიშნეს ლივერპულის ბოლო ჩაგდებული თამაშის დროს ვულვერჰემპტონთან. რენეს ფრანგ ნახევარმცველს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, გაიტანა რა 10 გოლი 35 თამაშში. საიდუმლოებას არ წარმოადგენს, რომ მას უკვე ადარებენ ფლორან მალუდას, რომელსაც მიმდინარე კონტრაქტი უმთავრდება თავის ამჟამინდელ გუნდთან. დაბალი ფასის მქონე ფრანგი მერსესაიდელთა ხელმძღვანელობისთვის,რომლებიც ერიდებიან დიდ დანახარჯებს შესანიშნავი სამიზნეა. წყარო: caughtoffside.com View the full article
  4. 31 დეკემბერს, 11.00 საათზე, ,,ლიბერთი ბანკის” ცენტრალურ ფილიალში საქართველოს განათლების სამინისტროსა და ,,ლიბერთი ბანკის” წარმომადგენლების ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება. თემა: ,,ჯანმრთელი და უსაფრთხო სკოლა”. მის: ჭავჭავაძის #74 31 დეკემბერს, 11.00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეთა მე-200 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს ეწვევა და საახალწლოდ ახალ, ადაპტირებულ სასკოლო ავტობუსს გადასცემს. მის: ქერჩის ქ. №22 31 დეკემბერს, 12:00 საათზე, განათლების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს დამდეგ ახალ წელს მიულოცავს. მის: თორნიკე ერისთავის ქ. #2 31 დეკემბერს, 22:30 საათზე, თავისუფლების მოედანზე საახალწლო გალა კონცერტი გაიმართება. იხილეთ epn.ge
  5. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/epnepn-150x150.jpgახალი ამბების სააგენტო “ექსპრესნიუსი” 2011 წელს რამდენიმე სიახლით შეხვდება. როგორც სააგენტოს რედკოლეგიაში აცხადებენ, 2011 წლიდან სააგენტოს 8 ქვეყანაში კორესპონდენტები ეყოლება, მათ შორის საფრანგეთში, ესპანეთში, ბელგიაში, ჩეხეთში, აშშ-ში, თურქეთსა და რუსეთში. კორესპონდენტები უწყვეტ რეჟიმში მოამზადებენ ახალ ამბებს, რომლებიც როგორც საქართველოს შესახებ , ასევე ადგილობრივ ახალ ამბებს შეეხევბა. სააგენტოს სარედაქციო კოლეგიაში აცხადებენ, რომ 2010 წელი სააგენტოსთვის წარმატებული იყო და ის, როგორც ცნობადი ბრენდი, ასევე რეიტინგული მედია საშუალება გახდა. რამდენიმე დღის წინ ახალი ამბების სააგენტო “ექსპრესნიუსის” სერვერები ჩეხეთიში, კერძოდ პრაღაში გადავიდა. პრაღაში სერვერის გადატანა ჩეხური სერვერების მეტი დაცულობის გამო მოხდა. “ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ აღნიშნული სერვერ-პროვაიდერი ჩეხეთში მეორე ადგილზეა, როგორც დაცულობით ასევე სისწრაფით. ჩვენ საქართველოში ხშირად გვექმნებოდა პრობლემა, სხვადასხვა კომპანიები საიტებს www.epn.ge, www.expressnews.ge და www.expressnews.com.ge უმიზეზოდ რთავდნენ, რაც აზარალებდა როგორც სააგენტოს, ასევე მის ყოველდღიურ მომხმარებელს”,-განაცხადეს “ექსპრესნიუსის” სარედაქციო კოლეგიაში. შპს “ახალი ამბების სააგენტო კაუკასუსნიუსი” დაარსდა 2009 წლის 14 მაისს. 25 მაისს მუშაობა დაიწყო საინფორმაციო სააგენტო “ექსპრესნიუსმა”. ახალი ამბების სააგენტო “ექსპრესნიუსმა” ორიენტირი აიღო დასავლური მედიის სტანდარტების დამკვიდრებზე. მედიის საერთაშორისო მოთხოვნის თანახმად, ერთმანეთისგან გაიყო ფაქტი და კომენტარი. ყველა სათუო ინფორმაცია მოწმდება სამ წყაროსთან. იხილეთ epn.ge
  6. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/shashiashvili5-150x150.jpgპოლიტიკური მოძრაობა „თეთრები“ ხვალ, 31 დეკემბერს 15:00 საათზე გმირთა მოედანზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს შეუერთდება და სოლიდარობას გამოუცხადებს მათ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლების ნაწილი, მათ შორის 1992-93 წლებისა და 2008 წლის საომარი მოქმედებების მონაწილეები , გმირთა მოედანზე პერმანენტულ საპროტესტო აქციებს იწყებენ. გმირთა მემორიალთან დღეს ვეტერანების პირველი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც 50-მდე ადამიანი მონაწილეობდა. გმირთა მოედანზე შეკრებილი ომის ვეტერანები ხელისუფლების მხრიდან დაღუპული მებრძოლების უპატივცემლობაზეც საუბრობდნენ. მათ საპროტესტო აქციაზე 150-მდე დაღუპული მეომრის ფოტო მოიტანეს, რომლებიც, როგორც ვეტერანები აცხადებენ, ყოფილი ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის შენობის ეზოში ნაგავში გადაყრილი იპოვეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ეს ფაქტი პირდაპირ ცხადყობს, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ხელისუფლების წარმომადგენლებს დაღუპული მებრძოლებისა და ვეტერანების მიმართ. ომის ვეტერანების საპროტესტო აქციები 7 იანვრამდე გაგრძელდება. გმირთა მოედანზე ყოველ დღე, 15:00 საათზე მცირე საინფორმაციო მიტინგები და პრესკონფერენციები გამართება. ასევე მემორიალთან დაიდგმება სურვილებისა და განცხადებების ყუთი, იქ მოთავსებული წერილები კი შემდგომ ხელისუფლების წარმომადგენლებს გადაეგზავნებათ. როგორც ვეტერანები აცხადებენ, ისინი ახალ წელსაც ქუჩაში შეხვდებიან. იხილეთ epn.ge
  7. http://rustavi2.com/news_photos/12_10/smalls/54476.jpg მოსკოვის სასამართლომ მიხეილ ხადარკოვსკის საბოლოო განაჩენი გამოუტანა. "იუკოსის" ყოფილ ხელმძღვანელსა და მის ბიზნესპარტნიორს პლატონ ლებედევს 13-წელიწადნახევრიანი პატიმრობა მიუსაჯეს. View the full article
  8. http://epn.ge/wp-content/uploads/2010/12/meria2-150x150.jpgთბილისის მეტროპოლიტენი ხვალ, 22:00 საათიდან 03:00 საათამდე უფასოდ იმუშავებს. ამის შესახებ, ,,ექსპრესნიუსს” მერიიდან აცნობეს. მათი თქმით, ახალი წლის ღამეს, თბილისის მოსახლეობას, თავისუფლების მოედანზე გამართული გრანდიოზული კონცერტის დასრულების შემდეგ გადადგილების პრობლემა არ შეექმნებათ. იხილეთ epn.ge
  9. საქართველოს საპატრიარქო ყველაზე გავლენიან ინსტიტუციად მიიჩნევა, ხოლო მისი მესაჭე და სამღვდელო დასი – საკრალური – ყველაზე მძლავრი ავტორიტეტის მქონე ადამიანები არიან ჩვენს ქვეყანაში. იხილეთ tabula.geზე
  10. ოთხი ბელორუსი ოპოზიციონერი პრეზიდენტობის კანდიდატი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულეს და სასამართლოში ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 15-წლიანი პატიმრობა… ლინკი მედიანიუსზე
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/saakashvili486841-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის კარგად ხედავს სიღარიბეს, თუმცა ეს სიღარიბე დროებითია. ამის შესახებ განცხადება, სააკაშვილმა ბათუმში ახალი სასტუმროს საძირკველის ჩაყრის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, იმ ადგილზე, სადაც საბჭოთა კავშირი აშენებდა მახინჯ შენობებს და სადაც ბოლო ოთხი წელია ლევან ვარშალომიძე აშენებს ახალ, ძალიან ლამაზ ბულვარს, დღეს იწყება ნამდვილი მარგალიტის- ახალი სასტუმროს მშენებლობა. პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის მოდერნიზაციის ფარგლებში მთავარია კულტურული მემკვიდრეობის მთელი ძალით ამუშავება ქართველ ხალხზე, სამუშაო ადგილებზე და ასევე იმაზე, რომ თანამემამულეებს ჰქონდეთ საამაყო დღესაც და კიდევ ასწლეულობით. “ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრია გაჭირვებული ადამიანი, რომელიც მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში ცხოვრობს. ყველაფერი, რაც ხდება, დაამთავრებს იმ სიღარიბეს და უიმედობას, რომელიც დაბუდებული იყო”,- განაცხადა სააკაშვილმა. იხილეთ epn.ge
  12. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია “საუკეთესო ქართული რომანი 2009-2010” რომანისათვის “მამლუქი” აკა მორჩილაძეს გადაეცა. გამარჯვებული 10 ათასი ლარით… ლინკი მედიანიუსზე
  13. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/saakashvilidsf1-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ბათუმში ახალ სასტუმროს საძირკველი ჩაუყარა. სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა აზერბაიჯანული ინვესტიციით განხორციელდება. კომპლექსის სახელწოდება “სემირამიდას ბაღები” იქნება. არქიტექტურა ბათუმის პიაცას ავტორებს, ვაჟა ორბელიძესა და ზაზა კვირკველიას ეკუთვნით. ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო შესაბამისი ინფრასტრუქტურით 2012 წელს დასრულდება. 11-სართულიან შენობაში 120 ნომერი იქნება. აზერბაიჯანული კომპანია “დია ჰოლდინგი” პროექტში 35- მილიონიან ინვესტიციას ჩადებს. იხილეთ epn.ge
  14. ყურადღება მალე საიტის მისამართი იქნება site.alo.ge alo.ge-ს ატვირთვისას მად მოხვდებით გთხოვთ გაითვალისწინოთ. ვინაიდან არსებობს ტექნიკური პრობლემები . ადმნინისტრატორობის მსურველები დაგვიკავშირდით: admin@alo.ge ან ფეისბუქით View the full article
  15. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/gilauri9-150x150.jpgსაქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, საქართველო ენერგეტიკულად ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი ქვეყანაა. ამის შესახებ განცხადება გილაურმა დღეს, ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. მისი თქმით, 2010 წელს 5 ახალი ჰესის მშენებლობა დაიწყო. 2011 წელს კიდევ 5 ჰესის მშენებლობა იგეგმება. ჯამში კი სულ 40 ახალი ჰიდროელექტროსადგური აშენდება. გილაურის განცხადებით, ახალი ჰესების მშენებლობა 2011 წელს სულ უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას შეუწყობს ხელს. პრემიერ-მინისტრმა დღეს, მთავრობის კანცელარიაში 2010 წელი შეაჯამა. მისი შეფასებით, 2010 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები, ადგილობრივი არჩევნები, ახალი კონსტიტუცია და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელის გაჟღერება იყო. იხილეთ epn.ge
  16. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/sub-150x150.jpgლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ,,ექპრესნიუსსის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, დევნილები ახალ წელს სამინისტროსთან შეხვდებიან, გამოეხმაურა და მათ საცხოვრებელი ფართები რეგიონებში კიდევ ერთხელ შესთავაზა. როგორც ,,ექსპრესნიუსს” სამინისტოდან აცნობეს, დევნილებს არ მოუწევთ ახალი წლის ღამეს ქუჩაში შეხვდნენ თუ ისინი სამინისტროს წინადადებას დასთანხმდებიან. ,,სამინისტრო კვლავ სთავაზობს დევნილებს საკუთრებაში გადასცეს სხვადასხვა ქალაქებში არსებული ბინები და ეს ძალაში შევა მაშინვე, როგორც ისინი ამ წინადადებას დასთანხმდებიან. ასე რომ მათ არ მოუწევთ ახალი წლის ქუჩაში შეხვედრა, თუ ისინი სამინისტროს მიერ შეთავაზებულ ბინებს აიღებენ, მაგრამ სამწუხაროდ ისინი მხოლოდ თბილისში საცხოვრებელ ფართს ითხოვენ და ამ წინადადებაზე უარს აცხადებენ,”- აცხადებენ სამინისტროში. შეგახსნებთ, რომ დღეს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე დევნილებმა და ,,ეროვნული საბჭოს” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ახალ წელს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შენობასთან შეხვდებიან. როგორც რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, დევნილებს ამ ინიციატივას ,,თეთრებიც” შეუერთდებიან. იხილეთ epn.ge
  17. საარჩევო გარემოს შეცვლაზე მომუშავე რვა პოლიტიკურ პარტიასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პირველი ეტაპი დასრულდა. როგორც… ლინკი მედიანიუსზე
  18. თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში, დღეს, საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი გაიმართება. ზეიმს, საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები, მათი შვილები და თბილისის აფრიკის დასახლებაში არსებული ბავშვთა სახლის – ,,სათნოების,, აღსაზრდელები დაესწრებიან. თბილისის საქალაქო სასამართლოში მზუნველობამოკლებულ პატარებს მასპინძლობას მათი საყვარელი, მხიარული ჯამბაზები გაუწევენ. ბავშვებს ასევე უამრავი ტკბილეული და საჩუქრები გადაეცემათ. თბილისის საქალაქო სასამართლო მიუსაფარ ბავშვთა სახლის – ,,სათნოების,, აღსაზრდელების დახმარებას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს. იხილეთ epn.ge
  19. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/gilauri..1-150x150.jpgსაქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, მთავრობას გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის გეგმის 2-3 ვარიანტი უკვე მომზადებული აქვს. თუმცა, პრემიერ-მინისტრმა ვარიანტებზე ღიად არ ისაუბრა. მისი თქმით, პარლამენტში გარკვეული კონსულტაციების გავლაა საჭირო. გილაურის განცხადებით, შესაძლოა არსებულ კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებების შეტანაც მოხდეს. თუმცა, რა სახით ჩამოყალიბდება გარემოს დაცვის სამინისტრო ამაზე მან კომენტარი არ გააკეთა. იხილეთ epn.ge
  20. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/gilauri8-150x150.jpgსაქართველოში, 2010 წელს უმუშევართა რაოდენობა 0,4 %-ით შემცირდა. განაცხადა, პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დღეს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას. მისი თქმით, მართალია უმუშევრობის შემცირების მაჩვენებელი დაბალია, თუმცა აღნიშვნის ღირსია. პრემიერ-მინსიტრმა ასევე, “ქამრების შემოჭერის” პოლიტიკასა და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზეც ისაუბრა. გილაურის განცხადებით, ოპტიმალური შედეგი უკვე მიღწეულია და ადმინისტრაციული ხარჯების ამაზე მეტად შემცირება აღარ შეიძლება. იხილეთ epn.ge
  21. 1970-ანი წლების პოპულარულ ჯგუფ “ბონიემის” მომღერალი ბობი ფარელი 61 წლის ასაკში, რუსეთში გარდაიცვალა. როგორც ფარელის აგენტზე დაყრდნობით,… ლინკი მედიანიუსზე
  22. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ 2010 წლის შემაჯამებელი აკადემიური და პროფესიული სამიტი გახსნა. საქართველოს… ლინკი მედიანიუსზე
  23. 2010 წლის მთავრობის წლევანდელი საპრივატიზაციო გეგმა შესრულებულია. განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დღეს, ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე. გილაურმა 2010 წელი შეაჯამა და განაცხადა, რომ ქვეყანამ წელი 6%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდით დაასრულა. “პრივატიზაციის გეგმა შესრულებულია. მის ფარგლებში გათვალისწინებული 150 მლნ ლარი სახელმწიფომ უკვე მიიღო. გეგმა ორი დღის წინ შესრულდა,” – განაცხადა გილაურმა. იხილეთ epn.ge
  24. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის განცხადებით, მას სატყეო სექტორის რეორგანიზაცისათვის ორი-სამი ვარიანტი აქვს შემუშავებული. … ლინკი მედიანიუსზე
  25. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/shashiashvili4-150x150.jpg,,თეთრები”, 31 დეკემბერს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდებიან. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი, რომ ისინი ხვალ, 31 დეკემბერს, 15:00 საათზე გმირთა მოედანზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს შეუერთდებიან და სოლიდარობას გამოუცხადებენ მათ, ხოლო შემდეგ მათთან ერთადმ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან ახალ წელს შეხვდებიან. თემურ შაშიაშვილი განცხდებაში ვლადიკავკაზში საკუთარი ვიზიტის შესახებაც საუბრობს. „ბედნიერი ვარ, რომ ამ წლის ბოლო დღეები ჩვენს ოს ძმებთან გავატარე ვლადიკავკაზში. ბედნიერი ვარ, რომ ქართულ-ოსური მისიის წევრებთან ერთადმ მომდევნო წლის დასაწყისში ვგეგმავ ჩასვლას ახალგორში. იმის შეგრძნებაც კი მკლავს, რომ ხელისუფლება მილიონებს ხარჯავს ახალი წლის პომპეზური, ზღვარსგადასული აღნიშვნისათვის, მაშინ, როცა მოსახლეობის 90% შიმშილობს და უამრავი ადამიანი ლუკმა-პურის და ჭერის გარეშე ხვდება ახალ წელს,“ – აცხადებს შაშიაშვილი. იხილეთ epn.ge
×
×
  • შექმენი...