Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/sagareo14141.jpgსაქართველოს მოქალაქეებს კოლუმბიაში უვიზოდ მოგზაურობის უფლება მიეცემათ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ ცნობილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგი კაპანაძის კოლუმბიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის დროს გახდა. ვიზიტის ფარგლებში სერგი კაპამაძე კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესმონიკა ლანზეტა მუტის შეხვდა,ასევე, შეხვედრები გამართა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მარია კონსტანცა გარსიასთან და ექსპორტის სტრატეგიული მხარდაჭერის დირექტორთან ოლგა ლუსია პერესთან. მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოსა და კოლუმბიას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილეს, კერძოდ ეკონომიკის, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურისა და სპორტის სფეროებში. როგორც მხარეებმა აღნიშნეს, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის განვითარების, სამართლებრივი ბაზის გაღრმავებისა და ორმხრივი ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა. კოლუმბიის მხარის გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეებს მიეცემათ შესაძლებლობა, უვიზოდ იმოგზაურონ კოლუმბიაში. იხილეთ epn.ge
  2. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/lasha_tordia_3073-300x224.jpgსახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ლევან ბეჟაშვილს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდია შეცვლის., დავით ბაქრაძე თორდიას კანდიდატურას პარლამენტს ხვალ წარუდგენს. როგორ საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, ლაშა თორდიას ახალ თანამდებობაზე პარლამენტის ხვალიდნელ რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებენ. დამტკიცებამდე, სავარაუდოდ დღეს, ლაშა თორდია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც შეხვდება. თორდიას ადგილის კი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, სავარაუდოდ, მისი პირველი მოადგილე ეკა ხერხეულიძე დაიკავებს. “სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ” კანონი მიხედვით, გენერალურ აუდიტორს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, 5 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. შეგახსენებთ, აუდიტის სამსახურის უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა ლევან ბეჟაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა და ამის მიზეზად კახეთში მომხდარი სტიქია და მისი მხრიდან მოსახლებისთვის გვერდით დგომა დაასახელა. იხილეთ epn.ge
  3. http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/1c348dd07acc0941c537cfb50b2c12f0.gifმეცნიერები მიიჩნევნ, რომ ადამიანს შეუძლია საკუთარი სიკვდილი იწინასწარმეტყველოს. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
  4. საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, მანანა მანჯგალაძის განცხადებით, მთავრობის კანცელარიაში ჟურნალსიტებისთვის შექმნილი პრობლემები მალე მოგვარდება. 24 ივლისი, 2012 - 15:59 24 ივლისი, 2012 - 15:59 By: ნატა ძველიშვილი /sites/www.media.ge/files/imagecache/teaser/kancelaria.jpg სრული ტექსტი View the full article
  5. http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/1245da2ab872eb0b188aea84a513e8f0.jpgპოლიტიკური ცხოვრების ყველაზე ცხელ პერიოდში, მინდა იმ მიმართულებებზე დავფიქრდეთ რა კუთხითაც "ნაცები" არჩევენ საკუთარ კანდიდატებს. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
  6. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/get_img3-300x209.jpg„ჟურნალისტი მარი ოთარაშვილი ხელისუფლების ოფიციალური აკრედიტაციის გარეშე მუშაობდა. ეს ოდესმე უნდა გამხდარიყო სერიოზული პრობლემების დასაწყისი“, – ეს განცხადება დე ფაქტო პროკურორმა მერაბ ჩიგოევმა რადიო „თავისუფლების“ რუსულ ბიუროსთან საუბარში გააკეთა. „მარი ოთარაშვილი მთელი ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლების ოფიციალური აკრედიტაციის გარეშე მუშაობდა, რაც კანონდარღვევაა და ეს ოდესმე უნდა გამხდარიყო სერიოზული პრობლემების დასაწყისი. ობიექტური ინფორმაციის გაცემა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსაც შეუძლიათ. სულაც არ არის აუცილებელი, რომ ახლგორში საქართველოს მოქალაქე დადიოდეს. მით უმეტეს, რომ მას ამის უფლება არა აქვს“, – აცხადებს მერაბ ჩიგოევი. მისი თქმით, დე ფაქტო პროკურატურა არკვევს, რა გზით მოიპოვა ჟურნალისტმა ფორმა N9. ჩიგოევის განცხადებით, მარი ოთარაშვილი ახალგორში მუდმივად არ ცხოვრობს, შესაბამისად, მას არც ფორმა N9 უნდა ჰქონდეს. „ახალგორის დე ფაქტო მილიციაში დღეს ვარ დაბარებული. შემპირდნენ, რომ ფორმა N9–ს დღეს დამიბრუნებენ. ჩიგოევის განცხადებამ ძალიან გამაკვირვა. გაუგებარია, რატომ დააყენა ეჭვქვეშ ახალგორში ჩემი ჩაწერის კანონიერება. ყველამ იცის, რომ ახალგორში სახლი მაქვს და ძალიან ხშირად აქ ვარ,“ – განუცხადა მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს მარი ოთარაშვილმა. შეგახსენებთ, 22 ივლისს ახალგორში გაზეთ „რეზონანსის“ და მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი მარი ოთარაშვილი დააკავეს. დე ფაქტო სამართალდამცავები მას ახალგორიდან დეპორტაციით დაემუქრნენ. მარი ოთარაშვილი რამდენიმე საათის განმავლობაში ჯერ მილიციის განყოფილებაში ჰყავდათ, შემდეგ კი პროკურატურაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც გაათავისუფლეს. გათავისუფლებამდე მას ფორმა N9 ჩამოართვეს, რომლის გარეშეც დე ფაქტო საზღვრის გადაკვეთა შეუძლებელია. დე ფაქტო სამართალდამცავებს მარი ოთარაშვილისთვის ფორმა N9 ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ. მარი ოთარაშვილი ამჟამად ახალგორში, საკუთარ სახლში იმყოფება და თბილისში დაბრუნებას ვერ ახერხებს. მარი ოთარაშვილი ახალგორშია ჩაწერილი, იქ აქვს სახლი, ჰყავს ნათესავები და დაბაშიც თითქმის ყოველ კვირას ჩადის. ის ერთადერთი ქართველი ჟურნალისტია, რომელიც 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ ოკუპირებულ ახალგორში გადასვლას და იქიდან სტატიების მომზადებას ახერხებს. მცხეთა–თიანეთის საინფორმაციო ცენტრი იხილეთ epn.ge
  7. http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/e73f848d761724c597e973e157cc4dba.jpgსახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომავალი ხელმძღვანელი, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდია საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ხვდება. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
  8. http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/ff6c229aa76aa74454b943717194c190.jpg"ალ-ყაიდას" ერაყის დანაყოფის ლიდერის განცხადებით, მებრძოლები აშშ-ს "შუაგულში" ტერაქტების მოწყობას გეგმავენ. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
  9. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/rustavi-24.07.jpg1204-300x179.jpgსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ”Summer Job”-ის რუსთაველ მონაწილეებს შეხვდა. მინისტრისა და სტუდენტების შეხვედრას სამხარეო ადმინისტრაციისა და საზაფხულო დასაქმების პროგრამის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მინისტრი სტუდენტებს საზაფხულო დასაქმების მნიშვნელობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ მათ მიერ ჩატარებული სამუშაო ფართომასშტაბიან კვლევას დაედება საფუძვლად, რომელიც საქართველოში ინფრასტრუქტურის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს., სტუდენტებს კი სამუშაო გამოცდილების შეძენისა და შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარების საშუალებას მისცემს. ამასთან, მინისტრი პირადად დაესწრო პროგრამის მონაწილე სტუდენტების მიერ რუსთავის ერთ-ერთ, კერძოდ, ფირაშვილების ოჯახში კითხვარის შევსების პროცესს, ვერა ქობალია პირადად გაესაუბრა ოჯახის ყველა წევრს და უშუალოდ მათგან მოისმინა ინფორმაცია საცხოვრებელი პირობების შესახებ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ”Summer Job”-ში, სამინისტრო აქტიურადაა ჩართული და ამ პროგრამის ფარგლებში 4000-ზე მეტ სტუდენტს დაასაქმებს როგორც თბილისში, ისე ქვეყნის რეგიონებში. კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტი ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 80-ზე მეტ ქალაქში 1800-ზე მეტ სტუდენტს დაასაქმებს, მათ შორის 80 სტუდენტს რუსთავიდან. სტუდენტები თვითმმართველობის სამსახურებში დასაქმდებიან და მათი ხელფასი 500 ლარს შეადგენს. პროგრამა ზაფხულის არდადეგების პერიოდში – 2012 წლის 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე გაგრძელდება. პროექტი მოიცავს გაეროს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიით საქართველოს საშუალო და მცირე ზომის ქალაქებში საბინაო ფონდის და პირობების აღწერის ჩატარდებას. აღწერით დადგინდება მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები და ტენდენციები საქართველოს განსახლების სტრუქტურაში. აღნიშნული კვლევის შედეგებით ქვეყანას ქალაქების დონეზე ექნება მახასიათებლები, თუ რა საცხოვრებელი პირობებია დღეს საქართველოში, როგორია ფართობებით უზრუნველყოფა, წვდომა წყალზე, ელექტროენერიაზე, გაზმომარაგებაზე და ძირითად კომუნალურ მომსახურებაზე. კვლევა ასევე ასახავს შენობების მდგომარეობას, მახასიათებლებსა და უძრავი ქონების საკუთრების ფორმებს. იხილეთ epn.ge
  10. http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/7781da68ee9a4d58b5dc7dd54ff6b170.jpgკოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს პარტია "სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა" ქარელსა და ყაზბეგში საკუთარ კანდიდატებს დაუპირისპირებს. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
  11. http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/4f3b836796bdc4717976d1a42a4c5751.jpgკოალიცია "ქართული ოცნების" პარტნიორი, "მწვანეთა პარტია" უახლოეს ხანებში კოალიციასთან კონსულტაციებს დაიწყებს. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
  12. http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/d2a6297c333c47229bfbbe845fee3810.jpg"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მარნეულის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ისევ აზერ სულეიმანოვის კანდიდატურას განიხილავს. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
  13. http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/9cb8a033461fea1443fdcf65bc1cf9d7.jpgფრაქციამ "ერთობა სამართლიანობისათვის" პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაცია ვერ მიიღეს. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
  14. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/chaxvadze2-300x225.jpgროგორც დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ედპ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ ჩახვაძემ განაცხადა, “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია” სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის საბიუჯეტო თანხების გაზრდას ითხოვს. მისივე აღნიშვნით, საბიუჯეტო ცვლილებებით გათვალისწინებული 50 მილიონი ლარი დაზარალებული ოჯახების რეალურ მხარდაჭერას ვერ უზრუნველყოფს. “მთავრობის მიერ დახმარებისათვის გამიზნული თანხები მხოლოდ სიმბოლური ჟესტია, რომელიც გლეხური მეურნეობების ფეხზე დაყენებას ვერ უზრუნველყოფს. კერძოდ, რამდენიმე ათას ოჯახს სახელმწიფო საარსებო სახსრების გარეშე ტოვებს, რაც ყოვლად დაუშვებელია. „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ პოზიციაა, საბიუჯეტო თანხები გავზარდოთ და მთავრობამ ოჯახებისთვის კომპენსაციის ოდენობა განსაზღვროს არა ერთიანი საზომით, არამედ კონკრეტული ოჯახის ზარალის მიხედვით. ასევე თუ წლევანდელი ბიუჯეტი არ იძლევა საშუალებას სრულყოფილად იქნას ლიკვიდირებული ზიანი, მოსახლეობის დახმარების პროგრამა მომდევნო წლის ბიუჯეტით უნდა გაგრძელდეს, რაც საშუალებას მოგვცემს, სახელმწიფომ უკვე მომდევნო წლის იანვარში გამოყოს დამატებითი ფინანსები, რათა დაზარალებულმა ოჯახებმა თავი შეინახონ და საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მოემზადონ”, – განაცხადა ჩახვაძემ. opinion.ge View the full article
  15. "ტელეკომპანია “მაესტროს” კუთვნილი სატელიტური ანტენების დაყადაღება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ეს არის არა მხოლოდ ერთი კომპანიის, არამედ საზოგადოების პრობლემაც, რაგდან მას მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღების საშუალება შეეზღუდა" - ეს განცხადება დღეს, 24 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე მედიასაშუალებების - ტელეკომპანია “კავკასიის”, ”მაესტროს”, გაზეთ “რეზონანსის”, გამოცემა 24 ივლისი, 2012 - 14:55 24 ივლისი, 2012 - 14:55 By: თამარ ფარადაშვილი /sites/www.media.ge/files/imagecache/teaser/nnm_5890.jpg სრული ტექსტი View the full article
  16. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/vanichka10-233x300.jpgსტიქიით დაზარალებული მოსახლეობის რეგისტრაციის დასასრულებლად, ვანო მერაბიშვილმა გამგებლებს და რწმუნებულებს 10 დღის ვადა მისცა. “ათი დღის ამოწურვის შემდეგ გთხოვთ, რომ სიები გადასცეთ ჯანდაცვის სამინისტროს. მან კი უმოკლეს ვადაში ბანკის მეშვეობით დაიწყოს ფულადი კომპენსაციების დარიგება და ეს პროცესი პრაქტიკულად 1 კვირაში უნდა დასრულდეს. რაც შეხება კრედიტებს, ის გადავადებულია და თუ რომელიმე დაზარალებულს პრობლემა შეექმნა, უნდა მიმართონ გამგებლებს და რწმუნებულებს და ჩვენ ამ პრობლემას გადავუწყვიტავთ”, -აღნიშნა მერაბიშვილმა. მისივე თქმით, 1 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს იმ სტუდენტების რეგისტრაცია, სწავლის ფულის გადახდასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. “1 სექტემბრამდე უნდა დავაზუსტოთ სიები და ამ გადასახადის ოდენობა”, -განაცხადა პრემიერმა. რაც შეეხება შხამ-ქიმიკატებისა და დიზელის საწვავის დარიგებას, მერაბიშვილის განცხადებით, ეს პროცესი დასრულებულია. საგანგებო შტაბის სხდომაზე პრეზიდენტის რწმუნებულმა კახეთში, გიორგი ღვინიშვილმა პრემიერს დაზაინებული სახლის სახურავების რეაბილიტაციის შესახებ ჩააბარა ანგარიში. “თელავში 700 სახლზე მიდის მუშაობა, ლაგოდეხში 169 დაზიანებული სახლიდან 34 დასრულებულია და 100-ზე მიმდინარეობს სამუშაოები. გურჯანის რაიონში 600 დაზიანებული სახლიდან 100-ზე მუშაობა დამთავრებულია და 200-ზე ინტენსიური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება ყვარელს, 60 დაზიანებული სახლიდან 20-ზე მიდის მუშაობა”,-განაცხადა პრეზიდენტის რწმუნებულმა და დასძინა, რომ 20 დღეში ამ კუთხით სამუშაოები დასრულებული იქნება. opinion.ge View the full article
  17. http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-xomeriki-samart2.jpgთბილისი, 24 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დალი ხომერიკმა მთავრობის სხდომაზე წარადგინა ახალი პროგრამა დევნილთა საჭიროებების შესწავლის შესახებ.<span style="font-size: 10pt;" />პროგრამა მიზნად ისახავს სამინისტროსა და დევნილებს შორის არსებული კომუნიკაციის გაუმჯობესებას, კონკრეტული ინფორმაციის შეგროვებას დევნილთა არსებულ საჭიროებებზე, ასევე, მონაცემთა აღრიცხვასა და ბაზის განახლებას დევნილთა შესახებ და დევნილთა მონაწილეობას მათივე მონაცემთა ბაზის სრულყოფაში. შეგროვებული ინფორმაცია კი გააუმჯობესებს უწყებებს შორის კოორდინირებულ მუშაობას. საქინფორმი
  18. <span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-ludmila-alekseeva.jpgთბილისი, 24 ივლისი, საქინფორმი.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იუბილე მიულოცა უფლებადამცველს, მოსკოვის ჰელსინგის ჯგუფის თავმჯდომარე ლიუდმილა ალექსეევას, რომელსაც პარასკევს 85 წელი შეუსრულდება. საქინფორმი
  19. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/mamradze1-300x224.jpgროგორც პეტრე მამრაძემ დღეს “მწვანეთა პარტიის” ლიდერ გია გაჩეჩილაძესთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, იგი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. “მე პირადად, “ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი ვარ. ასევე, “ქართული ოცნების” სტრატეგიული პარტნიორები არიან “მწვანეები”. წლების განმავლობაში, “მწვანეთა პარტიიდან” ისმოდა პრინციპული და დასაბუთებული კრიტიკა იმისა, რასაც მმართველი რეჟიმი ჩადის, თუ როგორ არღვევს კანონს, საქართველოს ბუნებას. გაჩეჩილაძე იყო პირველი, ვინც ნარკოტრეფიკზე ილაპარაკა და იგი ივანიშვილს მისი პოლიტიკაში გამოჩენის დღიდან გვერდში დაუდგა. მე პირადად, 2008 წელს გამოვაცხადე, რომ შემდეგ არჩევნებში მონაწილეობას აღარ მივიღებდი. ვგეგმავ არასამთავრობო სექტორში გადანაცვლებას. ასევე, გამოვეცი წიგნი და ვგეგმავ სხვა წიგნის გამოცემასაც”, – განაცხადა მამრაძემ. აგრეთვე, გია გაჩეჩილაძის აღნიშვნით, პეტრე მამრაძე “მწვანეთა პარტიისთვის” უდიდესი შენაძენია. “პეტრე მამრაძე “მწვანეთა პარტიის” უძველესი წევრია. მასთან ერთად უმძიმესი დღეები გამოგვივლია, როდესაც პარლამენტში ვიყავით. ის ძალიან დიდი გამოცდილების მქონე ადამიანია და ჩვენ პარტიის გაძლიერებისთვის დიდ ნაბიჯებს გადავდგამთ”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ. opinion.ge View the full article
  20. 24 ივლისს დილით ხასავიურთის რაიონის სოფელ ნოვი-კოსტეკში ძალოვნებმა სპეც-ოპერაციის დროს სამი ადგილობრივი მცხოვრები მოკლეს. მათ შორის ძმები _ 46 წლის ყურბან ალიევი და 38 წლის შახბან ალიევი. ოპერაციის დროს დაიჭრა ერთი პოლიციელი, იტყობინება რია-ნოვოსტი.მესამო მოკლულის ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის, მაგრამ საგამოძიებო ორგანოების განცხადებით სამივე მათგანი ბოევიკების ყიზილიურთის იმ დაჯგუფებაში შედიოდნენ, რომლის მეთაურიც თემირბეკ თემირბეკოვია. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  21. <span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-dazaralebuli.jpgთბილისი, 24 ივლისი, საქინფორმი.ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობის ცენტრმა“ კახეთის საინფორმაციო ცენტრთან ერთად გამოაცხადა სპეციალური საბანკო ანგარიშის გახსნის შესახებ კახეთში სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად. საქინფორმი
  22. <span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-xubutia123.jpgთბილისი, 24 ივლისი, საქინფორმი.რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია დაინიშნა იმ ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელად, რომელთაც საბრძოლო და სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის სფეროში ნორმატიულ-სამართლებრივი აქტები უნდა დაარეგულირონ. საქინფორმი
  23. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/baramidze1-300x225.jpg,,აღმოსავლეთ პარტნიორობის” მინისტერიალზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები გიორგი ბარამიძემ შეაჯამა. ბარამიძემ ბრიუსელში სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ წარმატებით მიმდინარე მოლაპარაკებებზე. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებულად აღინიშნა ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ გასულ თვეს დაწყებული დიალოგი და საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პერსპექტივები. ბრიუსელში მიმდინარე ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის” მინისტერიალს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტი, ქეთრინ ეშტონი და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, შტეფან ფულე, და ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებიან. opinion.ge View the full article
×
×
  • შექმენი...