planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/qart1-150x150.jpgზუგდიდში „ქართული პარტიის“ აქტივისტი ცივი იარაღით დაჭრეს დღეს იანვარს, ზუგდიდში, დაუდგენელმა პირებმა მუცლის არეში ცივი იარაღით დაჭრეს „ქართული პარტიის“ აქტივისტი დავით სორდია. როგორც “ექსპრესნიუსს” „ქართული პარტიის“ პრესამსახურიდან აცნობეს, პარტიის რეგიონული ორგანიზაციის შეკრების დროს, დავით სორდიამ დროებით დატოვა ოფისი და ქუჩაში გავიდა, სადაც მას, შელაპარაკების პროვიცირების დროს, დანით ჭრილობები მიაყენეს. „ქართული პარტია“ აცხადებს, რომ აღნიშნული დანაშაული პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. დავით სორდია „ქართული პარტიის“ აქტივისტია ზუგდიდში. ამდენად, მასთან ფიზიკური ანგარიშწორებით, დანაშაულის დამკვეთები და შემსრულებლები „ქართული პარტიის“ ბრძოლისუნარიანობის შესუსტებას გეგმავდნენ. 20 იანვარს იგეგმება „ქართული პარტიის“ ზუგდიდის საქალაქო ორგანიზაციის ოფისის გახსნა და ამდენად, სავარაუდოდ, ეს პროვოკაცია ხელისუფლების მხრიდან ამ ღონისძიების ჩაშლისკენ არის მიმართული. „ქართული პარტია“ მოითხოვს, რომ შესაბამისმა სამართალდამცავმა ორგანოებმა ჩაატარონ ობიექტური გამოძიება, დამნაშავე პირები დააკავონ და მათ კანონის წინაშე აგებინონ პასუხი. იხილეთ epn.ge
-
ჟანეტ ესტევესმა მთელ მსოფლოს აჩვენა, რომ იგი მიკი მაუსის დიდი ფანია. მისი სახლი მიკი მაუსის მუზეუმად იქცა. მას მისი 2500ზე მეტი სათამაშო აქვს.ჟანეტმა პირველი მიკი მაუსი იყიდა 70-იან წლებში, როდესაც თავის მეუღლესთან ერთად მოინახულა დისნეილენდი, მაგრამ კოლექციის შეგროვება დაიწყო თავისი ქალიშვილის დაბადების შემდეგ-1978 წელს. ახლა ... View ucnauri.com
-
ძაან მაგარია! გააგრძელეთ და ეს თვით თბილისში პარლამენტის შენობაზე იმედია მოგეწონათ View ucnauri.com
-
საზღვარი აფხაზეთთან კომუნიკაციების სფეროშიც გაჩნდა. ეს საზღვარი ცალმხრივად არის გავლებული. საქართველო ვერ უკავშირდება ქვეყნის ოკუპირებულ ტერიოტირიას, აფხაზეთს, საიდანაც შემომავალი ზარი რუსული კოდით +7 იწყება. სოხუმში გამომავალ გაზეთ ნუჟნაიას რედაქცია, რომელსაც ნეტგაზეთი ინტერნეტის მეშვეობით დაუკავშირდა, ჩვენ წერილს ასე პასუხობს: „ჩვენ შეგვიძლია დავრეკოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, უბრალოდ, საჭიროა სწორი კოდის აკრეფა. სატელეფონო კავშირთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს“. აფხაზეთთან დაკავშირების შესაძლებლობის ერთადერთი შანსი ქვეყნისთვის ისევ ქართული ფიჭური კომპანიებია, რომელთა დაფარვის ზონა გავლებულ დე ფაქტო საზღვარზე შორს მიდის. ძირითადად, გალი, ასევე, მისი მიმდებარე ტერიტორია – ეს ის ზონაა, რომელსაც ქართული ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები ფარავენ. გალის მცხოვრები, რომელიც ნეტგაზეთს ესაუბრა, ამბობს, რომ გალში ბევრს მაგთიფიქსის (კომპანია მაგთის უკაბელო ტელეფონი) აპარატები აქვთ. მისი თქმით, სიგნალი ფარავს გალს და რამდენიმე სხვა სოფელს. „იყო შემთხვევა, როდესაც კარდაკარ დადიოდნენ (რუსი ჯარისკაცები), ოჯახებში შედიოდნენ, თუ სად და რომელ ოჯახში იდგა მაგთიფიქსის აპარატი“, – ამბობს ზაზა ჯალაღონია, აფხაზეთის განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი. გალში მცხოვრები, რომელსაც ნეტგაზეთი მაგთიფიქსის ნომერზე დაუკავშირდა, ამბობს, რომ მასაც სმენია ეს ამბავი, თუმცა მისთვის და მისი ახლო გარემოცვისთვის ტელეფონის ქონა არავის შეუზღუდავს. 2009 წლის სექტემბერში რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის მემორანდუმი დაიდო. მემორანდუმის საფუძველზე, აფხაზეთს რუსეთის კოდი +7 მიენიჭა. მემორანდუმის ხელის მოწერიდან ერთი წლის მანძილზე აფხაზეთში დარეკვა შეიძლებოდა როგორც ქართული კოდით +995, ასევე– რუსულით +7. ბილაინის ქსელიდან აფხაზეთში ზარი ხორციელდებოდა კოდით 844, თუმცა რამდენიმე დღეა, ამ კოდითაც შეუძლებელია სატელეფონო კავშირის დამყარება. „აქამდე ვრეკავდი და მირეკავდნენ ამ კოდით– 844, ბოლო რამდენიმე დღეა არავის დაურეკავს“,–ამბობს გალში მცხოვრები. მას მაგთიფიქსის აპარატი ფანჯარასთან ახლოს უდგას, სიგნალი უკეთ რომ დაიჭიროს. ამ ნომრით გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. ამიტომ ზარებს მხოლოდ მაშინ პასუხობს, როცა იმ ადგილზეა, სადაც მისი ტელეფონის აპარატი. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კომენტარს არ აკეთებს. კომპანია ბილაინის წარმომადგენელი ამბობს, რომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, აეკრძალათ ახალ კოდზე (+7) ზარების განხორციელება. აფხაზეთმა, თავის მხრივ, შეზღუდა ძველ კოდზე +995 ზარის მიღება. კომპანია სილქნეტის ოპერატორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ანა ნაკაშიძის თქმით, ის ტექნიკური საშუალებები, რომლითაც პირდაპირ უკავშირდებოდნენ რეგიონს, აფხაზეთის მხრიდან გათიშულია. ერთადერთი საშუალება რუსეთის კოდია, რომელსაც კომპანია „პრინციპული გადაწყვეტილების საფუძველზე“ არ იყენებს. საერთაშორისო ფიჭური კომპანიების ოპერატორები აფხაზეთს რუსული კოდით უკავშირდებიან. კომპანია სილქნეტი, რომელიც რამდენიმე უცხოურ კომპანიასთან თანამშრომლობს, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ დოიჩე ტელეკომი და სხვა ოპერატორები აფხაზეთთან დანარჩენ მსოფლიოს რუსეთის კოდით აკავშირებენ. ინტერნეტ გვერდი searchpeopledirectory.com, რომლის ერთ–ერთი ფუნქციაა, მის მომხმარებელს ქვეყნიდან ქვეყანაში დასარეკი კოდი მიაწოდოს, საიტზე აფხაზეთთან დასაკავშირებელ კოდად უთითებს +7–ს, ხოლო ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთი ერთ–ერთია. /get_img?NrArticle=3779&NrImage=2 Image 2776 პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სატელეფონო კავშირი შეწყდა, მის მეგობრებს, ძირითადად, ინტერნეტით, სკაიპით ეკონტაქტება. სოხუმში სკაიპით საუბარი სირთულეებს ნაკლებად უკავშირდება, გალისგან განსხვავებით. გალში მცხოვრები ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ქართული ინტერნეტი რეგიონში შეწყდა, თითქმის შეუძლებელია ინტერნეტით სარგებლობა. „აქ ძალიან ცოტას აქვს ინტერნეტი. მე ვცდილობ, რომ ჩემი ტელეფონიდან შევიდე ხოლმე, თუმცა ძალიან რთულია,//
-
ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული მექსიკაში - Day of the Deadმექსიკელები განსაკუთრებული ხალხია,კიდევ ვის მოუვა აზრად მიცვალებულების დღე გადააქციოს დღესასწაულად. ეს დღესასწაული ყველაზე პოპულარულია მექსიკაში. ამ დღეს მექსიკელები მიდიან სასაფლაოებზე, ცეკვავენ და ერთობიან. ამ ტრადიციის ფესვები, მოდის 2500-3000 წლებიდან. ეს ზეიმი იმართება Aztec კალენდარით მეცხრე თვეს,მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ დღესასწაულს შეუერთდნენ ესპანელებიც, დღესასწაული გადაიტანეს ოქტომბრის ბოლოს – ნოემბრის დასაწყისში,- 31 ოქტომბერს. ამ დღეს ... View ucnauri.com
-
…ღირსი მაქსიმე აღმსარებელი დაკრძალულია ქ. ცაგერში……აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუცია 1978 წელსაა მიღებული და საქართველოს მოქმედ კონსტიტუციაზე (1995) ძველია……თევზის სახეობას – Macropinna microstoma-ს – გამჭვირვალე თავი აქვს…… საქართველოში ოცდაოთხი ახალსოფელია…… ტაილანდის დედაქალაქის, ბანგკოკის სრული სახელწოდებაა: კრუნ თხეფ მაჰანკხონ ამონ რატტანაკოსინ მაჰიტარაიუტთხაია მაჰადილოკ ფხოპ ნოპპარატ რატხატანი ბურირომ უდომრათჩანივეტ მაჰასტან ... View ucnauri.com
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/irakli-batiashvili-150x150.jpg“რაც პირადად მიხეილ სააკაშვილმა ჩიდინა ეს არის ბარბაროსობა და იგი უკვალოდ არ ჩაივლის”. – ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” რესპუბლიკური პარტიის წევრმა ირაკლი ბათიაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ვეტერანების გმირთა მოედნიდან აყრა პირადად საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეკვეთით მოხდა. “დღეს სააკაშვილმა ვარაზის ხევში აიარა და თავის ამფსონებს უთხრა, ეს აქცია ერთ საათში დამიშალეთო. მინდა ვუთხრა სააკაშვილს ძალიან ცუდად შემოუბრინდება ვეტერანების ასეთი ხელყოფა. ეს ბარბაროსობა არავის შერჩება”-განაცხადა ბათიაშვილმა როგორც ცნობილია, ხელისუფლებამ ვეტერანების აქციის დაშლის გადაწყვეტილება დღეს მიიღო. გმირთა მოედანზე სამართალდამცავებმა შეხლა შემოხლის შემდეგ 9 ვეტერანი დააკავეს. იხილეთ epn.ge
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/0-1.jpgგმირთა მოედანზე, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალურ დაფასთან, გიორგი კორკოტაშვილი(კორკოტა) და მისი თანმხლები პირებიც დააკავეს . ისინი ვარაზის ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. კორკოტაშვილი და მისი თანმხლები პირები აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალთან აპირებდნენ მისვლას, სადაც მოშიმშილე ვეტერანები პოლიციის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით დაშალეს. აქციის დაშლისას, პოლიციის თანამშრომლებმა რამდენიმე ვეტერანიც დააკავეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მათი ნაწილი ნარკოლოგიურში, ნაწილი კი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />ამ დროისათვის გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან. თუმცა იქ აქციის არც ერთი მონაწილე არ იმყოფება.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა ნაწილმა, მათ შორის 1992-1993 წლებისა და 2008 წლის საომარი მოქმედებების მონაწილეებმა, გმირთა მოედანზე პერმანენტული საპროტესტო აქციები 27 დეკემბერს დაიწყეს. აქციის ფარგლებში რამდენიმე ვეტერანი შიმშილობს. ისინი ხელისუფლებას ომის ვეტერანთა მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებენ და მოთხოვენ, რომ ის ადამიანები, რომლებმაც სამშობლოს წინაშე ვალი პირნათლად მოიხადეს, სათანადოდ დაფასდნენ.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />ვეტერანები შიმშილობის შეწყვეტას 6 იანვრისთვის გეგმავდნენ. ინტერპრესნიუსი Share View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/policia-2-150x150.jpgსაქართველოს სოციალ–ლიბერალური პარტია გმობს გმირთა მოედანზე მოშიმშილე ვეტერანები დაარბევას. სოციალ–ლიბერალურ პარტიას მიჩნია აუცილებლობად სისხლის სამართლის საქმის აღძრა არაფორმიან პიროვნებებზე, რომლებიც ფიზიკურ შეურაცჰყოფას აყენებდნენ აქციის მონაწილეებს. სოციალ–ლიბერალური პარტია მიმართავს გენერალურ პროკურატურას დაუყოვნებლივ აღძრას სისხლის სამართლის საქმე აღნიშნულ პიროვებებზე და შსს ამ პირვნებების ვინობის დადგენისკენ და დაკავებისკენ მოუწოდებს. იხილეთ epn.ge
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/karkarashvili.jpgგმირთა მოედანზე, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალურ დაფასთან მოშიმშილე ვეტერანები პოლიციამ ადგილიდან ძალის გამოყენებით აყარა . თუმცა ვეტერანები დაშლაზე უარს აცხადებენ. მდგომარეობა დაძაბულია, ვეტერანებსა და პოლიციელებს შორის ინციდენტები და ფიზიკური შეხლა-შემოხლა ხდება. ვეტერანებთან მივიდნენ ირაკლი ბათიაშვილი, ირაკლი ალასანიას თანაგუნდელი ზურაბ აბაშიძე, სახალხო კრების წარმომადგენლები და სხვა ოპოზიციური პარტიების წევრები. ვეტერანების განცხადებით, დღეს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაიარა გმირთა მოდანზე ვაკის მიმართულებით , სწორედ სააკაშვილის ჩავლიდან ერთ საათში იქ პოლიცია მივიდა და მათ დაშლას შეეცადა.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა ნაწილმა, მათ შორის 1992-1993 წლებისა და 2008 წლის საომარი მოქმედებების მონაწილეებმა, გმირთა მოედანზე პერმანენტული საპროტესტო აქციები 27 დეკემბერს დაიწყეს. აქციის ფარგლებში რამდენიმე ვეტერანი შიმშილობს. ისინი ხელისუფლებას ომის ვეტერანთა მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებენ და მოთხოვენ, რომ ის ადამიანები, რომლებმაც სამშობლოს წინაშე ვალი პირნათლად მოიხადეს, სათანადოდ დაფასდნენ.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />ვეტერანები შიმშილობის შეწყვეტას 6 იანვრისთვის გეგმავდნენ. ინეტრპრესნიუსი Share View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/yaryar-150x150.jpg“ქართული ლეგიონის” ლიდერის გენერალ გია ყარყარაშვილის განცხადებით, გმირთა მოედანზე სამართალდამცავებმა 9 ვეტერანი დააკავეს. როგორც ყარყარაშვილმა “ექსპრესნიუსს” განუცხადა, მისთვის უცნობია სად არიან გადაყვანილები ვეტერანები. “იმედი მაქვს, რომ ლეკიანობისდროინდელ საქართველოში არ ვცხოვრობთ. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ შენობაში გადაიყვანეს ვეტერანები. მე დავაკვირდები სამართალდამცავთა მოქმედებას და იმას, თუ რა ბრალდებებს წაუყენებენ ამ ადამიანებს. მხოლოდ ამი შემდეგ შემიძლია მითხრა რას მოვიმოქმედებენ”, – აღნიშნა ყარყარაშვილმა. როგორც ცნობილია, ხელისუფლებამ ვეტერანების აქციის დაშლის გადაწყვეტილება დღეს მიიღო. იხილეთ epn.ge
-
http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54492.jpgპირველად ქართული სნოუბორდის ისტორიაში მალხაზ ნაზღაიძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. საქართველოს შვიდგზის ჩემპიონმა ესპანეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებელი ქულები თურქეთში მსოფლიო თასის ეტაპზე მოიპოვა. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/qart-150x150.jpgგმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლის დროს, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციაზე მყოფ „ქართული პარტიის“ ისნის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ეკა მათიაშვილს. ამის შესახებ “ქართული პარტიის” პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. “მათიაშვილი სასტიკად არის ნაცემი და საავადმყოფოში სამედიცინო დახმარება უტარდება. დაკავებულია „ქართული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი შოთიკო იამანიძე, რომელიც ეკა მათიაშვილს გამოექომაგა”, – ნათქვამია განცხადებაში. „ქართული პარტია“ კატეგორიულად მოითხოვს უკანონოდ დაკავებული შოთიკო იამანიძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და იმ პირების პასუხისგებაში მიცემას, რომლებიც ეკა მათიშვილს ფიზიკურად გაუსწორნენ. „ქართული პარტია“ მიმართავს არასამთავრობო ორგანიზაციებს, უფლებადამცველ ინსტიტუტებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ადეკვატური შეფასება მისცენ 3 იანვარს, თბილისში, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალთან მომხდარ ძალადობრივ ქმედებებს. იხილეთ epn.ge
-
http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01694/joe_cole2_1694517c.jpg ჯო კოული, ლივერპულის ნახევარმცველი, რომელმაც ბოლტონთან შეხვედრაში გუნდს სამი ქულა მოაპოვებინა ფიქრობს, რომ შემართება, რომელიც ბოლო შეხვედრაში მიიღო გუნდმა მომავალ შეხვედრებში გადამწყვეტ მნიშვნელობას შეიძენს. ინგლისელი ნახევარმცველი, რომელმაც ლივერპული იხსნა მორიგი ქულის დაკარგვისაგან და შეიძლება ითქვას, როის ”პოსტი” შეუნარჩუნა, გუნდს მოუწოდა, რომ უახლოეს შეხვედრაში ”ივუდ პარკზე” ბლექბერნის წინააღმდეგ ასევე დადებითი შედეგისათვის იბრძოლონ და გახარებულ მაყურებლებს სიხარული გაუხანგძლივონ. ”ჩვენ მხარს ვუჭერთ მწვრთნელს და ვცდილობთ, გუნდის ახლანდელი მდგომარეობის გამოსწორებას. გუნდი თამაშობს კლუბისთვის და მენეჯერისთვის და ჩვენ ვალდებულები ვართ, ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ. არაფერი არ უნდა იყოს ლივერპულზე მნიშვნელოვანი. ჩვენ, თითოეული ფეხბურთელი მწვრთნელი და გუნდი ყოველდღიურად ვითმენთ კრიტიკას და საჭიროა, ყველას დავუმტკიცოთ, რა შეუძლია ახლანდელ ლივერპულს.” View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54491.jpgBBC რუსული სამსახური საქართველოს ზამთრის ტურისტულ სეზონზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. ჟურნალისტი წერს, რომ თბილი ამინდის მიუხედავად ტუროპერატორები და სასტუმროების მფლობელები სამთო სათხილამურო კურორტებზე დატვირთულ სეზონს ელოდებიან. View the full article
-
http://b.pix.ge/b/8edbr.jpg როგორც ESPNstar -ი იუწყება “ლივერპულმა” ფაქტიურად დაასრულა მოლაპარაკებები ელჯერო ელიასთან და ჰოლანდიელი უკვე ინგლისისკენ მიემგზავრება… გავრცელებული ხმების თანახმად, ლივერპულმა თავისი სატრანსფერო ფანჯარა გახსნა და ჰამბურგის ნახევრამცველი შეიძინა 15 მილიონად. 23 წლის ახალგაზრდა ჰამბურგში 2009 წელს ტვენტედან გადავიდა. ორივე მხარემ წარმატებით დაასრულა მოლაპარაკება და ყველა დოკუმენტი წარმატებით გაფორმდა. ხოლო თუ Hamburger Morgenpost დავუჯერებთ, მიღწეული შეთანხმების შემდეგ იგი უკვე ენფილიდისკენ მომავალ გზაზეა. წყარო: espnstar.com View the full article
-
http://1.bp.blogspot.com/_KpTauCrw3bQ/TGlljpPvh8I/AAAAAAAADu8/dsLY2uCEEIo/s1600/ian-rush-jarvin-wikipedia.jpg ლივერპულის ლეგენდა იან რაშმა Soccer Extra-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ როის დრო სჭირდება თავისი შესაძლებლობების სრულად გამოსავლენად, რისთვისაც მთავარია გულშემატკივრების მხარში დგომა… იან რაში აკრიტიკებს იმ გულშემატკივრებს, რომლებიც კენი დალგლიშისა და რაფა ბენიტესის სახელებს ყვიროდნენ ვულვერჰემპტონთან გამართული მატჩის დროს. მისი აზრით ამ სიტუაციაში მთავარია როის გვერდში დგომა და მხარდაჭერა.”ლივერპულისათვის მართლაც რომ კარგი მატჩი იყო ბოლტონთან, ფანებიც თავის მხრივ მხარდაჭერას არ იშურებდნენ. სანახაობრივი თამაში , გამარჯვების მოპოვება ახალი სეზონის პირველ დღეს, ეს სწორად გუნდის შეკრულობის დამსახურებაა”. ,,როდესაც როი ლივერპულს იბარებდა იცოდა რაც უნდა გაეკეთებინა, ეს მალე შედეგზეც აისახება. ის ძალიან კარგი მწვრთნელი და პიროვნებაა, მე ვფიქრობ ყველასათვის საჭიროა იგი, ვიცი რომ არ იყო ფანების არჩევანი,მაგრამ მას სჭირდება დრო. კენი მეფეა, ყველას სურდა ის კვლავ დაენახა ლივერპულის სათავეში,მაგრამ როგორც კენი, ისე ჩვენც უნდა ამოვუდგეთ მხარში როის”. ,,ლივერპული დიდი კლუბია და არასდროს არ მოსწონთ გულშემატკივრებს როცა მათი საყვარელი გუნდი აგებს. როი კი იმიტომ მოვიდა აქ რომ სცადოს და ლივერპულს ძველი დიდება დაუბრონოს.” ,, თუ ჩვენ ერთად ვიქნებით ყველაფერი გამოსწრდება”. წყარო: skysports.com View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/shashiashvili1-150x150.jpgპოლიტიკური გაერთიანება “თეთრები” ძალის გამოყენებით გმირთა მემორიალთან მოშიმშილე ვეტერანების აყრის თაობაზე გადაწყვეტილებას ბარბაროსობას უწოდებენ. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. თეთრების თქმით, ხალხს, რომელთა მიმართაც მადლიერება უნდა გაგვაჩნდეს, ხელისუფლებამ ლუკმა-პური გამოაცალა, სასიკვდილოდ გაწირა, აიძულა შიმშილობა დაეწყო და ნაცვლად იმისა, რომ ბოდიში მოეხადა, დახმარებოდა, ზურგში ლახვარი ჩასცა. თეთრები საზოგადოებას საქართველო „ნაციონალური“ ჭირისაგან, „ნაციონალური“ ოკუპაციისაგან გათავსიუფლებისკენ მოუწოდებენ. იხილეთ epn.ge
-
http://a.pix.ge/n/vbbme.jpg ლივერპული მზადაა “პრესტონის” 19 წლის, ჩრდილო ირლანდიელი ნახევარმცველი, ადამ ბარტონი შეიძინოს. მერსისაიდული კლუბი აპირებს ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელების შეძენით, დაუბრუნდეს ძველი ფილოსოფიას, რომელიც ნიჭიერი ფეხბურთელების აღზრდასა და ტოპ კლასის ფეხბურთელებად ჩამოყალიბებას ნიშნავს. ჩრდილოეთს კლუბი ფეხბურთელში 5 მილიონ ფუნტს ითხოვს, თუმცა ლივერპულის ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ უფრო იაფადაც შეძლებენ ადამ ბარტონის ხელში ჩაგდებას. View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2011/01/spokesman_review-150x11.png სოფო ბუკია თბილისი, საქართველო – თუკი ზოგიერთი ამერიკელის მიერ საჯარო სკოლების მდგომარეობის გამო გამოხატული შეშფოთების ხარისხს გავითვალისწინებთ, შესაძლოა ვინმეს საქართველოს რესპუბლიკის მაგალითის გაზიარება და ქვეყნის პენიტენციალური სისტემის ყოფილი შეფისთვის ქვეყნის სკოლების ხელმძღვანელობის ჩაბარება მოუნდეს განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის თქმით, იმ მიზნით რომ მოსწავლეთა ქცევა გაუმჯობესდეს, მან საკლასო ოთახებში ფარული კამერების დაყენება ბრძანა, რათა მოსწავლეებზე და მასწავლებლებზეც თვალი ეჭიროს. მას შემდეგ რაც ერთი წლის წინ თანამდებობაზე დაინიშნა, მან შეზღუდა სკოლის მმართველებისა და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ავტონომია და საკუთარი სამინისტროს უფლებამოსილებები გაზარდა. შაშკინი კრიტიკულად იყო განწყობილი ძველი სისტემისადმი და ამტკიცებდა, რომ ის ”ზედმეტად ლიბერალური” იყო. თვის დასაწყისში გამართულ კონფერენციაზე, წელს მიღწეული წარმატებების განხილვისას, მან განაცხადა: ”ერთხელ ერთმა მასწავლებელმა მითხრა, რომ სკოლა ჯუნგლებივითაა. საბედნიეროდ ჩვენ ამ ჯუნგლებიდან თავის დაღწევა მოვახერხეთ”. გამკაცრებული წესები იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეებმა რომლებიც სკოლას გააცდენენ, სათამაშო მოედნები უნდა დაასუფთაონ, ხოლო რეციდივისტები ქვეყნის დასავლეთში, სპეციალურ დახურულ სკოლაში გაიგზავნებიან. სექტემბრიდან პატრიოტიზმი სასწავლო პროგრამის ნაწილი გახდება, ხოლო იანვრიდან ზოგიერთ სკოლაში ცეკვის გაკვეთილები აუცილებელ საგნად იქცევა. ორივე საგანი ახალგაზრდებს შორის ქართული იდენტობის უფრო მძაფრი განცდის ჩამოყალიბების მცდელობას წარმოადგენს. იმაში დასარწმუნებლად რომ წესები სრულდება, თბილისში და სხვაგანაც ყველგან, სკოლებს ფარული კამერები და დამკვირვებლების გუნდი უთვალთვალებს. მთავრობას როგორც სჩანს მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციების მიმართ იმ ძველი ანდაზის გამოყენება აქვს განზრახული, რომლის თანახმადაც ”როზგებს დაზოგავ, ბავშვს გააფუჭებ” – სკოლის 8 დირექტორი იმის გამო, რომ საკმაოდ აგრესიულად ვერ მოახდინეს რეაგირება და მოსწავლეთა პროტესტი ვერ ჩაახშეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს. უთანხმოებაში პრეზიდენტი სააკაშვილიც კი ჩაერთო, როდესაც პროტესტანტ სტუდენტებს ”ოროსნების რევოლუცია” უწოდა. არადა 2003 წელს ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ ავტონომიური სკოლების დეცენტრალიზებული სისტემა სწორედ სააკაშვილმა შექმნა. პოლიტიკის ცვლილება ალბათ 2007 წლის ნოემბრის მასობრივმა საპროტესტო აქციებმა გამოიწვია. მაშინ პრეზიდენტმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა, რათა მისი მმართველობისთვის შექმნილი პრობლემები მოეგვარებინა. არჩევნების წინ სააკაშვილი მასწავლებლებს ეფერებოდა, მათ სავალდებულო ტესტების გაუქმებას, დირექტორების დანიშვნის სისტემის შეცვლას, უკეთეს ხელფასს, შვებულებებსა და სოციალურ დახმარებებს ჰპირდებოდა. სრულიად გამართლებული ზომებია, თუმცა მათგან ყველა არ შესრულებულა. საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის ხელმძღვანელობამ, როგორც სჩანს გადაწყვიტა, რომ როზგი უფრო ეფექტური შეიძლება გამოდგეს, ვიდრე ტკბილი კვერი. ორიგინალი ორიგინალი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/polskie-radio-150x55.jpg აწ გარდაცვლილი პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის თბილისში გამგზავრება საქართველოს მხარდასაჭერად 2008 წლის ზაფხულში მის შეიარაღებულ კონფლიქტში რუსეთთან, ახალ ჰოლივუდურ ბლოკბასტერში იქნება ნაჩვენები პრეზიდენტ კაჩინსკის გმირი გამოსახული იქნება რუსეთ-საქართველოს ომზე გადაღებულ 50 მილიონი დოლარის ღირებულების ფილმში „აგვისტოს ხუთი დღე“. თუმცა კაჩინსკი, რომლის როლსაც ირანული წარმოშობის ამერიკელი მსახიობი მარშალ მანეში შეასრულებს (The Big Lebowski, Pirates of the Caribbean: At World’s End), ფილმში მხოლოდ რამდენიმე წამით გაიელვებს. ახლახანს გამოქვეყნებულ „ტრეილერში“ (ფილმის ანონსი) ნაჩვენებია ის შთამბეჭდავი მომენტები, როდესაც ცენტრალური ევროპის ლიდერებმა, პოლონეთის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, საქართველოს დედაქალაქ თბილისში, სოლიდარობის შოუ კონფლიქტის ერთ-ერთ ყველაზე დამთრგუნველ მომენტში გამართეს. პოლონეთის ლიდერი იმ დროსაა გადაღებული, როდესაც ის საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ხელებს მაღლა სწევს. მიხეილ სააკაშვილს ჰოლივუდის ვარსკვლავი ენდი გარსია თამაშობს (The Godfather III). კაჩინსკის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას კრემლი ამრეზით აკვირდებოდა. „აგვისტოს 5 დღე“ – ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფილმია, რომელიც ბოლო წლებში ომზე გადაღებულა და მისი წარმოება დიდწილად გრაფიკის გარეშე მიმდინარეობდა. რეჟისორი გახლდათ რენი ჰარლინი, ისეთი ცნობილი მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ავტორი, როგორებიცაა Die Hard II და Deep Blue Sea. ფილმი „აგვისტოს ხუთი დღე“ ფოკუსირებულია დასავლელი ჟურნალისტების ჯგუფზე (ვოლ კილმერი ჰოლანდიელ ჟურნალისტს თამაშობს), რომლებსაც კონფლიქტის დროს დააკავებენ. კრიტიკოსებმა შესაძლოა სამართლიანად აღნიშნონ, რომ ფილმი ქართული თვალსაზრისის მიმართ უფრო კეთილგანწყობილია, ვიდრე რუსულის. არსებული ინფორმაციით, სააკაშვილმა ჰარლინს გადაღებებისთვის პრეზიდენტის რეზიდენცია დაუთმო. გარდა ამისა, გადამღებ ჯგუფს უნიფორმა და სამხედრო ტექნიკა უფასოდ დაუთმეს. ორიგინალი ორიგინალი
-
მეცნიერ შექმნირ ადამიანის მსგავს რობოტს , რომელსაც უამრავი კარგი თვისება აღმოაჩნდება .რობოტი პირველად გავა ხალხში და ჩავარდება გაურკვეველ და სასაცილო სიტუაციაში , ვინაიდან პროგრამა ვერ შეცვლის ადამიანურ გრძნობებს ... View the full article