planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ჯერ ყველაფერი გადაწყვეტილი არაა მაგრამ სავარაუდოდ ასეთი იქნება. განაგრძეთ…iPad რათქმაუნდა ლიდერი გახდა პლანშეტებისა თუ ტაბლეტების წარმოებაში მაგრამ ამ მოწყობილობებისთვის ოპერაციულ სისტემებს რაც შეეხება დიდი შანსია რომ Google გახდება ლიდერი. წარმოგიდგენთ Google-ს ოპერაციულ სიტემას პლანშეტებისთვის.ეს არის ის რაც ნამდვილად უნდა იყოს პლანშეტი. ანუ მოწყობილობე რომელიც ორიენტირებულია ვებზე და ძირითადად განკუთვნილია ვებისთვის და ... View ucnauri.com
-
4 იანვარს მოხდა 2011 წლის მზის პირველი დაბნელება. მისი დანახვა შესაძლებელი იყო ევროპაში, აფრიკასა და ცენტრალურ აზიაში. დაბნელება დაიწყო ჩვენი დროით დილის 11 საათზე. 2011 წელს მოსალოდნელია მზის 1 ხოლო მთვარის 2 დაბნელება. მსგავსი პოსტი : მთვარის დაბნელება View ucnauri.com
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/165206_123506767716790_100001724037220_147180_3569775_n-252x300.jpgდაჩი ცაგურიას მოკვლით დაემუქრნენ. როგორც დაჩი ცაგურიამ “ჯეოტოპნიუსთან” სატელეფონო საუბარში განაცხადა, მუქარა მის მიმართ მას შემდეგ დაიწყო, რაც მან 3 იანვარს, ომის ვეტერანების აქციის დარბევის დროს, “ქართული პარტიის” წვრის, ეკა მათიაშვილის თავმდასხმელი ამოიცნო. “დღეს მემუქრებოდნენ. დამპირდნენ რომ მომკლავენ, ოჯახს ამომიჟუჟავენ. მაგინეს ძალიან ბევრი. სავარაუდოა რომ ეს კუდის თანამშრომელი ოთარ გვენეტაძე იყო. ეს “პატივი” იმით დავიმსახურე, რომ დავადგინე მისი სახელი, გვარი, მისამართი და გამოვაცხადე რომ მის სახლთან აუცილებლად გავმართავთ აქციას”, – აცხადებს დაჩი ცაგურია. შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” “ქართული პარტიის” წევრ ეკა მათიაშვილზე თავდამსხმელი ამოიცნეს .<br style="padding: 0px; margin: 0px;" />ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მამაკაცი, რომელმაც მითიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შს სამინისტროს თანამშრომელი, 26 წლის ოთარ გვენეტაძეა. Share View the full article
-
როგორ დაიწყო Jim Carrey-მ კარიერა.P.S. იმედია მოგეწონებათ =)))იმედია მოგეწონათ =)))))))) View ucnauri.com
-
“ველური დასავლეთის” თემა საკმაოდ მიმზიდველია,რადგან არაერთ საინტერესო ფაქტსა და ისტორიას აერთიანებს.დღეს ამ თემიდან ერთ-ერთ საინტერესო ფურცელს გადავშლი,ფურცელს სახელად “პონი ექსპრესი”.ადამიანთაშორისი კომუნიკაცია ისტორიის ყველა ეტაპზე აუცილებელი იყო,ისტორიის ყველა საფეხურზე არსებობდა საფოსტო მომსახურების არაერთი ჩანასახოვანი თუ სრულყოფილი მეთოდი,იქნებოდა ეს წერილთა გზავნა მტრედებისა თუ “მალემსრბოლი” ადამიანების მეშვეობით… მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახერვარში აშშ_ში შეიქმნა ... View ucnauri.com
-
liverpoolfc(ფანკლუბი) დანიელ სტარიჯი გამოირიცხა.
planetanews posted a topic in rss სიახლეები(სპორტი)
http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Pix/pictures/2010/1/13/1263409023694/Daniel-Sturridge-001.jpg ჩელსი სტარიჯს არ უშვებს იჯარით ლივერპულში და არც სხვა კლუბში გაუშვებს… კარლო ანჩელოტის იმედი აქვს, რომ ახალგაზრდა ფორვარდი მას ტიტულის დაცვაში დაეხმარება. იტალიელმა მწვრთნელმა განაცხადა: “დანიელ სტარიჯს არ უთხოვია ჩემთვის, ლივერპულში იჯარით გამეშვა, რომც ეთხოვა მე მას არ გაუშვებდი.” “ის კარგი ფეხბურთელია და მალე მას ექნება უფრო მეტი თამაშის საშუალება.” View the full article -
საზღვარი აფხაზეთთან კომუნიკაციების სფეროშიც გაჩნდა. ეს საზღვარი ცალმხრივად არის გავლებული. საქართველო ვერ უკავშირდება ქვეყნის ოკუპირებულ ტერიოტირიას, აფხაზეთს, საიდანაც შემომავალი ზარი რუსული კოდით +7 იწყება. სოხუმში გამომავალ გაზეთ ნუჟნაიას რედაქცია, რომელსაც ნეტგაზეთი ინტერნეტის მეშვეობით დაუკავშირდა, ჩვენ წერილს ასე პასუხობს: „ჩვენ შეგვიძლია დავრეკოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, უბრალოდ, საჭიროა სწორი კოდის აკრეფა. სატელეფონო კავშირთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს“. აფხაზეთთან დაკავშირების შესაძლებლობის ერთადერთი შანსი ქვეყნისთვის ისევ ქართული ფიჭური კომპანიებია, რომელთა დაფარვის ზონა გავლებულ დე ფაქტო საზღვარზე შორს მიდის. ძირითადად, გალი, ასევე, მისი მიმდებარე ტერიტორია – ეს ის ზონაა, რომელსაც ქართული ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები ფარავენ. გალის მცხოვრები, რომელიც ნეტგაზეთს ესაუბრა, ამბობს, რომ გალში ბევრს მაგთიფიქსის (კომპანია მაგთის უკაბელო ტელეფონი) აპარატები აქვთ. მისი თქმით, სიგნალი ფარავს გალს და რამდენიმე სხვა სოფელს. „იყო შემთხვევა, როდესაც კარდაკარ დადიოდნენ (რუსი ჯარისკაცები), ოჯახებში შედიოდნენ, თუ სად და რომელ ოჯახში იდგა მაგთიფიქსის აპარატი“, – ამბობს ზაზა ჯალაღონია, აფხაზეთის განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი. გალში მცხოვრები, რომელსაც ნეტგაზეთი მაგთიფიქსის ნომერზე დაუკავშირდა, ამბობს, რომ მასაც სმენია ეს ამბავი, თუმცა მისთვის და მისი ახლო გარემოცვისთვის ტელეფონის ქონა არავის შეუზღუდავს. 2009 წლის სექტემბერში რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის მემორანდუმი დაიდო. მემორანდუმის საფუძველზე, აფხაზეთს რუსეთის კოდი +7 მიენიჭა. მემორანდუმის ხელის მოწერიდან ერთი წლის მანძილზე აფხაზეთში დარეკვა შეიძლებოდა როგორც ქართული კოდით +995, ასევე– რუსულით +7. ბილაინის ქსელიდან აფხაზეთში ზარი ხორციელდებოდა კოდით 844, თუმცა რამდენიმე დღეა, ამ კოდითაც შეუძლებელია სატელეფონო კავშირის დამყარება. „აქამდე ვრეკავდი და მირეკავდნენ ამ კოდით– 844, ბოლო რამდენიმე დღეა არავის დაურეკავს“,–ამბობს გალში მცხოვრები. მას მაგთიფიქსის აპარატი ფანჯარასთან ახლოს უდგას, სიგნალი უკეთ რომ დაიჭიროს. ამ ნომრით გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. ამიტომ ზარებს მხოლოდ მაშინ პასუხობს, როცა იმ ადგილზეა, სადაც მისი ტელეფონის აპარატი. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კომენტარს არ აკეთებს. კომპანია ბილაინის წარმომადგენელი ამბობს, რომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, აეკრძალათ ახალ კოდზე (+7) ზარების განხორციელება. აფხაზეთმა, თავის მხრივ, შეზღუდა ძველ კოდზე +995 ზარის მიღება. კომპანია სილქნეტის ოპერატორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ანა ნაკაშიძის თქმით, ის ტექნიკური საშუალებები, რომლითაც პირდაპირ უკავშირდებოდნენ რეგიონს, აფხაზეთის მხრიდან გათიშულია. ერთადერთი საშუალება რუსეთის კოდია, რომელსაც კომპანია „პრინციპული გადაწყვეტილების საფუძველზე“ არ იყენებს. საერთაშორისო ფიჭური კომპანიების ოპერატორები აფხაზეთს რუსული კოდით უკავშირდებიან. კომპანია სილქნეტი, რომელიც რამდენიმე უცხოურ კომპანიასთან თანამშრომლობს, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ დოიჩე ტელეკომი და სხვა ოპერატორები აფხაზეთთან დანარჩენ მსოფლიოს რუსეთის კოდით აკავშირებენ. ინტერნეტ გვერდი searchpeopledirectory.com, რომლის ერთ–ერთი ფუნქციაა, მის მომხმარებელს ქვეყნიდან ქვეყანაში დასარეკი კოდი მიაწოდოს, საიტზე აფხაზეთთან დასაკავშირებელ კოდად უთითებს +7–ს, ხოლო ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთი ერთ–ერთია. /get_img?NrArticle=3779&NrImage=2 Image 2776 პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სატელეფონო კავშირი შეწყდა, მის მეგობრებს, ძირითადად, ინტერნეტით, სკაიპით ეკონტაქტება. სოხუმში სკაიპით საუბარი სირთულეებს ნაკლებად უკავშირდება, გალისგან განსხვავებით. გალში მცხოვრები ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ქართული ინტერნეტი რეგიონში შეწყდა, თითქმის შეუძლებელია ინტერნეტით სარგებლობა. „აქ ძალიან ცოტას აქვს ინტერნეტი. მე ვცდილობ, რომ ჩემი ტელეფონიდან შევიდე ხოლმე, თუმცა ძალიან რთულია,// http://a.pix.ge/x/b321m.jpgliverpoolfc.tv იუწყება, რომ პორტუგალიელი ნახევარმცველი რაულ მერიელეში გამოტოვებს თამაშს “ბლექბერნთან”, ვინაიდან მას ტრამვირებული აქვს კოჭი, რომელიც ”წითლების” ბოლტონთან შეხვედრისას დაიზიანა… სკანირებამ დაადასტურა კოჭის ტრამვა და გაირკვა, რომ სერიოზული არაფერია და პორტუგალიელი კვირას “მანჩესტერ იუნაიტედთან” თამაშს შეძლებს. View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/12/7635-300x250.jpgსაზეიმო მიღება გაიმართა საპატრიარქოში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დღეს 78 წელი შეუსრულდა. ილია მეორის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საზოგადო მოღვაწეები, მრევლი და პოლიტიკოსები დაესწრნენ. ილია მეორე 1933 წლის 4 იანვარს ქალაქ ორჯონიკიძეში დაიბადა. წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, 1977 წლის 23 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. ილია მეორე იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი. ოცი წლის განმავლობაში საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 15-დან 33-მდე, მონასტრების – 53 – მდე, სასულიერო პირთა კი – ათასამდე გაიზარდა. Share View the full article
-
5 იანვარს, 11:00 საათზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე სოსო წიქარიშვილი თანამშრომლებთან ერთად დიღმის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ახალ წელს მიულოცავს. მის: დიღმის მასივი, III კვარტალი საკონტაქტო პირი ეკა ერგემლიძე – 877 62 03 01 5 იანვარს, 12.00 საათზე, “ქართული პარტია” საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობის წინ ბრიფინგს გამართავს. მის: გორგასლის ქ. #24 5 იანვარს, 12:00 საათზე, გმირთა მოედანზე, მოძრაობა ~არა!~, ~სოლიდარობა უკანონო პატიმრებს~, ~სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის ცენტრი~ 3-4 იანვარს, გმირთა მოედანზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიებისადმი მიმართვას გაავრცელებენ. 5 იანვარს, 12:00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და პოლიციის აკადემიის რექტორი ხატია დეკანოიძე სკოლის მანდატურის ინსტიტუტის დანერგვასთან დაკავშირებით შემაჯამებელ ბრიფინგს გამართავენ. მის: გმირ კურსანტთა ქ. №1(შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია) 5 იანვარს, 13:00 საათზე, მთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართება. 5 იანვარს, 13:00 საათზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, მოსწავლეებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და ომში დაღუპულ ქართველ გმირთა შვილებს “ბარამბოს” ტკბილეულის ქარხანა უმასპინძლებს. მის: სოფელი ნატახტარი; ტკბილეულის ქარხანა “ბარამბო” 5 იანვარს, 13:00 საათზე, “თეთრები” საგანგებო ბრიფინგს გამართავენ. თემა: “თეთრებისა” და თემურ შაშიაშვილის, როგორც ეროვნული – წარმომადგენლობითი სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრის პოზიცია კრებასთან დაკავშირებით”. 5 იანვარს, 15:00 საათზე, ასოციაცია კათარზისში კონკურსი “სუპერბებია და სუპერბაბუა 2011″ გაიმართება. მის: აღმაშენებლის გამზ. #121 5 იანვარს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეარტის დარბაზში ელექტროაკუსტიკური მუსიკის კონცერტი გაიმართება. მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. #32 იხილეთ epn.ge
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/CropedImage-300x169.jpg“საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის გია ჭანტურიასთვის ვეტერანთა გუშინდელი აქციის გაშუქებასთან დაკავშირებით კრიტიკა მიუღებელია . ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ არ აშუქებს სათანადოდ “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ვეტერანების აქციას, მათ დარბევას და შემდგომ მიმდინარე პროცესებს, შესაბამისი ინფორმაცია ჭანტურიამ ტელეფონით გადაამოწმა. შემდეგ კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “ლაივ სინქრონი” გუშინ, 16.00-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში ნამდვილად გავიდა. მისივე თქმით, ეს აქცია ნამდვილად შუქდება და საყვედური მისთვის მიუღებელია. შემდეგ კი, გია ჭანტურიამ ჟურნალისტებს უსაყვედურა, თუ რატომ აქვთ მათ კრიტიკული შეხედულება “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიმართ ვეტერანთა აქციის გაშუქებასთან დაკავშირებით. მან მიმართა პრესის ჟურნალისტებს, რომ ის არ ერევა მათ სარედაქციო პოლიტიკაში და კარგი იქნება, თუ ისინიც არ ჩაერევიან “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სარედაქციო პოლიტიკაში. ამასთან, ”საზოგადეობრივი მაუწყებლის” ვებგვერდზე 16.00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში აქციის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. IPN Share View the full article
-
http://a.pix.ge/x/b321m.jpgliverpoolfc.tv იუწყება, რომ პორტუგალიელი ნახევარმცველი რაულ მერიელეში გამოტოვებს თამაშს “ბლექბერნთან”, ვინაიდან მას ტრამვირებული აქვს კოჭი, რომელიც ”წითლების” ბოლტონთან შეხვედრისას დაიზიანა… სკანირებამ დაადასტურა კოჭის ტრამვა და გაირკვა, რომ სერიოზული არაფერია და პორტუგალიელი კვირას “მანჩესტერ იუნაიტედთან” თამაშს შეძლებს. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/Shss-150x130.jpgშსს გურიაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ძებნილი დავით ქადეიშვილი გარდაიცვალა, განმარტებებს აკეთებს. შსს-ს ინფორმაციით, 2011 წლის 4 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოს დაუკავშირდა სოფელ შრომის მკვიდრი, რომელმაც განაცხადა, რომ მასთან სახლში იმყოფებოდა პოლიციის მიერ ძებნილი დავით ქადეიშვილი. მოგვიანებით გაირკვა, რომ დავით ქადეიშვილი იმყოფებოდა მისი ნათესავის კუტოღლიანი მიშკინას ბინაში სადაც ის მივიდა დახმარების თხოვნით, თუმცა უარის მიღების შემდეგ მას მოუვიდა კონფლიქტი მისსავე ნათესავთან და კუტოღლიანი მიშკინასი დაჭრა მუცლის არეშე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, რის შემდეგაც ოჯახის წევრებმა მოახერხეს პოლიციასთან დაკავშირება. ადგილზე მისულ პოლიციას დავით ქადეიშვილმა გაუწია შეიარაღებული წინააღმდეგობა არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას ჩაბარებოდა პოლიციას და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გახსნა ცეცხლი პოლიციის მიმართულებით. ორმხრივი სროლის შედეგად სამწუხაროდ დავით ქადეიშვილი გარდაიცვალა, რაც შეეხება დაჭრილ კუტოღლიან მიშკინას, იგი გადაყვანილია სავადმყოფოში სადაც მას ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. შინაგან საქმეთა სამინიტროს მიერ დავით ქადეიშვილი იძებნებოდა შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის: 2008 წლის აგვისტოს თვეში ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში მცხოვრებ მალხაზ მჟავანაძის საცხოვრებელი სახლის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით დაყაჩაღება. 2008 წლის აგვისტოს თვეში ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში მცხოვრებ ავთანდილ გელაშვილის მკვლელობის მცდელობა. 2009 წლის 29 დეკემბერს ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკის ტერიტორიაზე ბენზინგასამართი სადგური “ვისოლი”-ს დაყაჩაღების ფაქტი, იმავე დღეს ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში მცხოვრებ ავთანდილ კუგასიანისაგან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ფულის გამოძალვა და ავტომანქანის გატაცება. 2010 წლის 07 იანვარს ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში მცხოვრებ მიხეილ მჟავანაძის საცხოვრებელი სახლის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილვა. ამავე სოფლის საჯარო სკოლისა და სკოლის ავტობუსის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილვა. ყაჩაღობის მიზნით ამავე სოფელში მდებარე მაღაზიის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილვა. სოფელ შრომაში მცხოვრებ სიმონ კუგასიანის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით საცხოვრებელი სახლის დაყაჩაღება, ამავე სოფელში მცხოვრებ ზურაბ მჟავანაძის ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა მისი კუთვნილი ავტომანქანა “ნივა”-ს გატაცება. 2010 წლის 15 დეკემბერს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული თავს დაესხა ოზურგეთის რ-ნის სოფ. თხინვალში მცხოვრებ, 1957 წ.დ. თედორე გიორგის ძე ხურციძის ოჯახს და შურისძიების მოტივით ავტომატიდან გასროლით მოკლა მამა-შვილი, 1957 წ.დ. თედორე გიორგი ძე და 1980 წ.დ. ირაკლი თედორეს ძე ხურციძეები, ასევე დაჭრა ირაკლი ხურციძის მეუღლე, 1985 წ.დ. ქეთინო ვახტანგის ას აშუბა და შვილი, 10 თვის გიორგი ირაკლის ძე ხურციძე. 2011 წლის 04 იანვარს ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში მცხოვრებ მიშკო კუტოღლიანის მკვლელობის მცდელობა. იხილეთ epn.ge
-
გმირთა მოედანზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მონაწილე ვეტერანთა მხარდამჭერი აქცია დასრულდა. აქციის ორგანიზატორების თქმით, გადაწყვეტილება ექსცესების თავიდან აცილების მიზნით მიიღეს. თუმცა, ვეტერანთა მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ”პოლიციის მიერ დარბეული ვეტერანების ღირსების აღსადგენად ბრძოლას მაინც განაგრძობენ.” იხილეთ tabula.geზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/shashiashvili2-150x150.jpgხვალ პოლიტიკური მოძრაობა „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი გამართავს საგანგებო ბრიფინგს. იგი პრესკონფერენციაზე სახალხო კრებასთან დაკავშირებით მის პოზიციას გაახმაურებს. როგორც “ექსპრესნიუსს” “თეთრების” პრესდამსახურიდან აცნობეს, ჟურნალისტებს წარედგინებათ „თეთრების“ და თემურ შაშიაშვილის, როგორც ეროვნული – წარმომადგენლობითი სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრის პოზიცია კრებასთან დაკავშირებით. პრესკონფერენცია 13:00 საათზე ღამბაშიძის # 5 გაიმართება იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/cixee1-150x131.jpgსასჯელაღსრულების სამინისტროს სპეციალური საბჭოების გადაწყვეტილებით საპყრობილეს 27 პატიმრი დატოვებს. სასჯელაღსრულების სამინისტროს სპეციალურმა საბჭოებმა დღევანდელ სხდომაზე 31 მსჯავრდებულის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხი განიხილეს. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით საპყრობილეებს 3 არასრულწლოვანი და 1 ქალი მსჯავრდებული დატოვებს. შეგახსენებთ, სასჯელაღსრულების საბჭოები თვეში ერთხელ პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების სხდომებს მართავენ, სადაც პატიმართა პირობით გათავისუფლების საკითხი წყდება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/dakaveba1-150x130.jpgფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით გადასახადებისათვის თავის არიდების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი დააკავა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით გაკავებულია, ს/ს „რუსთავგაზის“ გენერალური დირექტორის მოადგილე როსტომ ცერცვაძე, ამავე კომპანიის სამეწარმეო და კომუნალური მომსახურების უბნის უფროსი მურმან პაპუაშვილი, მთავარი სპეციალისტი გიორგი ეგუტიძე და შპს „მ და ბ“-ს დირექტორი შაქრო მიროტაძე. გამოძიების მიერ გაშიფრული დანაშულებრივი სქემის მიხედვით, ს/ს „რუსთავგაზს“, შპს „მ და ბ“-სა და ს/ს „იტერა-საქართველოს“ შორის 2009 წელს გაფორმებული სამმხრივი ხელშეკრულების თანახმად, ს/ს „იტერა-საქართველო“ შპს „რუსთავგაზის“ შესაბამისი ქსელების მეშვეობით ბუნებრივ აირს აწვდიდა შპს „მ და ბ“-ს. თავის მხრივ, შპს „მ და ბ“ აღნიშნული ბუნებრივი აირის რეალიზაციას ავტომობილების გაზგასამართ სადგურზე ახდენდა. მატერიალური გამორჩენისა და გადასახადებისათვის თავის არიდების მიზნით, დაკავებულები ურთიერთანგარიშსწორების აქტებში დოკუმენტურად ამცირებდნენ შპს „მ და ბ“-ს მიერ რეალურად გახარჯული ბუნებრივი აირის ოდენობას, ხელოვნურად, კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით ცვლიდნენ მრიცხველებზე დაფიქსირებულ მონაცემებს, რის საფუძველზეც იქმნებოდა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები. გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „მ და ბ“-ს ყოველდღიურად ხარჯავდა დაახლოებით 10-11 000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს, საგადასახადო დოკუმენტაციაში კი მხოლოდ 4-5 000 კუბურ მეტრს აფიქსირებდა. აღნიშნული დანაშაულის გამო მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტს, ასევე – ს/ს „იტერა-საქართველოს“. ფაქტზე მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მიხედვით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით. იხილეთ epn.ge
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/11/tugushi-300x225.jpgგმირთა მოედანზე, მოშიმშილე ომის ვეტერანების დარბევასთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, ომბუდსმენის ვე.გვერდზე საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა, რომელსაც “ჯეოტოპნიუსი” უცვლელად გთავაზობთ. :საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები, რათა დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთა მხრიდანაც, 2011 წლის 3 იანვარს, გმირთა მოედანზე მიმდინარე ომის ვეტერანთა აქციის დაშლის დროს, ადგილი ჰქონდა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას. 2011 წლის 3 იანვარს გმირთა მოედანზე, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალურ დაფასთან მოშიმშილე ომის ვეტერანების აქცია საპატრულო პოლიციამ დაშალა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დაკავებულები არიან: მალხაზ თოფურია, ამურ რევიშვილი, ზაზა გერმანოზაშვილი, ლევან ასათიანი, ლევონ ასატრიანი, შოთა იამანიძე, ვალერიან ძებირაშვილი, შოთა ზღუდაძე, ლეონიდ ეხვაია, ილია ჩილოშვილი და სერგო დვალი. საქართველოს სახალხო დამცველის ხელთ არსებული ინფორმაციით აქციის მონაწილეები დაკავებულნი არიან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173–ე (სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების ან სამხედრო მოსამსახურეების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აქციის მონაწილეთა მიმართ ადგილი ჰქონდა კანონმდებლობის უხეშ დარღვევას შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა ნაწილმა, მათ შორის 1992-1993 წლებისა და 2008 წლის საომარი მოქმედებების მონაწილეებმა, გმირთა მოედანზე პერმანენტული საპროტესტო აქციები 2010 წლის 27 დეკემბერს დაიწყეს. აქციის ფარგლებში რამდენიმე ვეტერანი ომში დაღუპულთა მემორიალთან შიმშილობდა. 2010 წლის 24 დეკემბერს ვეტერანებმა #12/145828–1 განცხადებით ქ. თბილისის მერიას აცნობეს ქ. თბილისში, გმირთა მოედნის ტერიტორიაზე აქციის მოწყობის შესახებ. ვეტერანები შიმშილობის შეწყვეტას 6 იანვრისთვის გეგმავდნენ. აქცია მიმდინარეობდა ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის სრული დაცვით. აქციის მონაწილეებს დაკავებული არ ჰქონიათ გზის სავალი ნაწილი, არ გადაუკეტავთ მოძრაობა და არ დაურღვევიათ შეკრება–მანიფესტაციის ჩატარებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ასევე, არ დგინდება აქციის მონაწილეთა მხრიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე და 173–ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევა. საპატრულო პოლიციის აქციაზე მისვლის მომენტში აქციის მონაწილეები ისხდნენ გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალთან. საპატრულო პოლიციის მოთხოვნას, წარმოადგენდა არა წვრილმანი ხულიგნობის შეწყვეტა, რა საფუძვლითაც ისინი მოგვიანებით დააკავეს, არამედ აქციის შეწყვეტა, რომელიც თავისთავად უსაფუძვლო იყო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, აქციის მონაწილეებს გაშლილი ჰქონდათ თვითნაკეთი კარავი. ისინი არ დაემორჩილნენ ადგილზე გამოცხადებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნას, კარვის აღების თაობაზე, გაუწიეს მათ ფიზიკური წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნული არ დასტურდება გავრცელებული ვიდეო მასალიდან. აღსანიშნავია, რომ იმ მომენტში, როდესაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაიწყეს აქციის მონაწილეების დაკავება მემორიალთან აღარ ჩანს კარავი. აქციის მონაწილეებს სამართალდამცავი და სამოქალაქო ფორმაში მყოფი პირები აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, მაშინ როცა აქციის მონაწილეთა მხრიდან ადგილი არ ჰქონია რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედებას. ამასთან პირები, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებოდნენ და რიგ შემთხვევაში აკავებდნენ შეკრების მონაწილეებს, ატარებდნენ სამოქალაქო ფორმას, რაც მათ იდენტიფიცირებას შეუძლებელს ხდიდა. აღსანიშნავია, რომ დაკავებულთაგან ორ პირს, შოთა იამანიძესა და მალხაზ თოფურიას, აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანებები. აღნიშნული დაზიანებები დაფიქსირებულია შსს დროებითი მოთავსების იზოლატორის დაკავებულის გარეგნული დათვალიერების ოქმებში, თუმცა ფიზიკური დაზიანებები არაა დაფიქსირებული ზემოაღნიშნულ პირთა ადმინისტრაციულ დაკავების ოქმებში. * * * 2011 წლის 3 იანვარს სახალხო დამცველის წარმომადგენლები შეხვდნენ აქციის მონაწილეებს და ჩამოართვეს ახსნა–განმარტებები. ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტაციიდან, ტელეკომპანია ,,კავკასიისა“ და ინტერნეტ პორტალ ,, ,,interpressnews.ge”-ს მიერ გავრცელებული ვიდეო მასალიდან ირკვევა შემდეგი: 2011 წლის 3 იანვარს, დაახლოებით 15:00 სთ–დან, 15:30 სთ–მდე, გმირთა მოედანზე, ვეტერანების მიერ ორგანიზებულ აქციაზე მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მათ აქციის მონაწილეებს აქციის შეწყვეტა და ტერიტორიის დაცლა მოსთხოვეს. ვეტერანთა განმარტებით, აღნიშნული მოთხოვნით მათთან უცნობი პირებიც მივიდნენ, რომელთაც სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ. მათ აქციის მონაწილეებისათვის არ წარუდგენიათ სამსახურეობრივი მოწმობები, თუმცა აქციის მონაწილეთა განმარტებით, აღნიშნული პირები სავარაუდოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ. ისინი აქციის მონაწილეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ფიზიკური ძალის გამოყენებით, აიძულებდნენ გადასულიყვნენ მანქანების სავალ ნაწილზე. ერთ–ერთმა მათგანმა აქციის მონაწილე ვეტერანის მეუღლეს – ეკა მათიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული კარგად ჩანს აქციის ამსახველ ვიდეო მასალაშიც. მას შემდეგ, რაც ერთ–ერთმა მოშიმშილემ, მალხაზ თოფურიამ, პროტესტი გამოთქვა ქალბატონის ფიზიკურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა იგი დააკავეს. ვიდეო მასალიდან ჩანს, რომ დაკავების დროს მალხაზ თოფურიას მხრიდან პოლიციის მიმართ სიტყვიერ, ფიზიკურ შეურაცხყოფას ან წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია. დაკავებისას მალხაზ თოფურიას პატრულის თანამშრომლები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მალხაზ თოფურიასთან ერთად დააკავეს შოთა იამანიძე, რომელსაც ასევე მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. აქცია დაიშალა. აქციის მონაწილეები ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართულებით გაემართნენ. მათ საპატრულო პოლიციისა და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები მიყვებოდნენ, აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას და აკავებდნენ. გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ რიგ შემთხვევაში სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები ახდენდნენ აქციის მონაწილეების დაკავებას. აღსანიშნავია, რომ არც ერთ დაკავებულ პირს, დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია, -ნათქვამია განცხადებაში. ორიგინალი Share View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/xaindrava-150x150.jpgგოგა ხაინდრავას შეფასებით, დღეს, გმირთა მოედანზე ვეტერანების მხადამჭერი აქციის დაშლის ფაქტი არის საზოგადოების შეურაცწყოფა, ცინიზმი და სადიზმი. როგორც “ექსპრესნიუსს” ხაინდრავამ განუცხადა, დღევანდელი ყოფა არის ნათელი მაგალითი იმისა თუ როგორ არ უნდა იცხოვროს საზოგადოებამ. “რაც ხდება ეს არის გამიზნული შეურაწყოფა ჩვენი წარსულისა და მომავლის. თუ საზოგადოება ამ მდგოარეობას შეეგუება ე.ი საზოგადოებას მომავალი არ აქვს”,- განაცხადა ხაინდრავამ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/beselia1-150x150.jpgმოძრაობა “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” ლიდერის ეკა ბესელიას შეფასებით, დღეს გმირთა მოედანზე ვეტერანების მხადამჭერი აქციის დაშლის ფაქტი ხელუსუფლების აგონიური მდგომარობის შედეგია. როგორც “ექსპრესნიუსს” ბესლიამ დღეს, აქციაზე განუცხადა, ის მზად არის აქციის მონაწილეებს და ვეტერანებს სოლიდარობასთან ერთად მათი თავისუფლების დასაცავად ბრძოლაში გვერდით დაუდგეს. “დღეს პოლიციის მიერ აქციის წევრების დარბევის ფაქტი არის გათავხედებული ხელისუფლების მოქმედება. მიმაჩნია, რომ ისინი აგონიურ და არაადეკვატურ მდგომარეობაში არიან. დღევანდელი ფაქტი კი ნამდვილად პოვებს გაგრძელებას”,- განაცხადა ბესელიამ. დღეს, გმირთა მოედანზე სამართალდამცველებმა იქ შეკრებილ ადამიანებს აქციის გამართვის უფლება არ მისცეს, რასაც ინციდენტი და შელაპარაკება მოჰყვა. იხილეთ epn.ge
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/10/new_europe-150x29.jpg კშიშტოფ ლისეკი ბრიუსელი – ამას წინათ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროპის პარლამენტში სიტყვა წარმოსთქვა. ამას არავითარი გაოცება არ გამოუწვევია, რადგან სახელმწიფოთა მეთაურები და პრემიერ-მინისტრები ევროპარლამენტში თითქმის ყოველ თვეს გამოდიან, მაგრამ ეს მიხეილ სააკაშვილისთვის ევროპარლამენტში მეორე ვიზიტი იყო. აქამდე ასეთი პრივილეგიით მხოლოდ დალაი ლამამ ისარგებლა სააკაშვილი ასევე ეწვია საგარეო ურთიერთობათა საბჭოს და ბევრი ქვეყნის პარლამენტართან დისკუსიებსა და ამომწურავ დებატებში უპრეცედენტო პრო-ევროპული ღიაობა გამოამჟღავნა. ყოველგვარი ეჭვის გარეშეა ის, რომ ეს იყო საინტერესო სიგნალი ევროპული შეტევისა საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე. ევროპული პარლამენტი ასეთ სიგნალებს შეუნიღბავი კმაყოფილებით მიესალმება, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ევროპა კავკასიაში შექმნილი სიტუაციისადმი ცხოველ ინტერესს ამჟღავნებს. ევროპის პარლამენტი იყო მთავარი ფორუმი იმ ქართველებისთვის, რომელთაც სურდათ თავისი ქვეყნის გარდაქმნისკენ მიმართული ძალისხმევის დემონსტრირება და საკუთარ პოლიტიკურ არგუმენტებში ევროპის დარწმუნება. ერთი ყურადსაღები ფაქტი საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლაში ისაა, რომ მან საერთაშორისო პოლიტიკაში დრამატულად შეცვალა რიტორიკა და პრიორიტეტები. ანტი-რუსი მებრძოლის იმიჯი შეცვალა იმიჯმა დახელოვნებული მენეჯერისა, რომელიც მუდმივად ცდილობს თავისი ქვეყნის გარდაქმნას და ისე ეფექტურად ატარებს რეფორმებს, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანას შეშურდებოდა. საზეიმო დეკლარაცია ძალის გამოყენებისგან თავის შეკავების შესახებ რუსეთთან მიმართებაში და სამშვიდობო მოლაპარაკებებზე წასვლის სრული მზადყოფნის გამოცხადება შეიძლება კავკასიაში გარდამტეხ ეტაპად იქცეს მშვიდობის დამყარების გზაზე. ეკონომიკური რევოლუციის ქვეყანა საქართველოს ეკონომიკამ, რომელიც 2008 წელს რუსეთის შემოჭრას გადაურჩა, ამავე მასშტაბის სხვა ქვეყნებთან შედარებით დაამტკიცა, რომ განსაკუთრებულად ჯანსაღია და ჯერ-ჯერობით მსოფლიო ფინანსურ კრიზისს გასაოცრად კარგად გაუმკლავდა. ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ საქართველომ ჩაატარა ბევრი ლიბერალური, დემოკრატიული და ბიზნესის ხელშემწყობი რეფორმა, რომელთა მიზანი თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიული საზოგადოების შექმნა იყო. 2004 წლის შემდეგ, საქართველომ ბიზნესი უპრეცედენტო ფორმით გაათავისუფლა ბიუროკრატული პროცედურებისგან და მაქსიმალურად გაამარტივა ის ფორმალობები, რომლებიც ბიზნესის დაწყებას უკავშირდება. კომპანია შეიძლება სულ რაღაც ერთ დღეში დარეგისტრირდეს, რაც ზოგიერთი ევროპული ქვეყნისთვისაც კი უპრეცედენტოა, ხოლო წესები ერთნაირია, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი მეწარმეებისთვის. იგივე ითქმის უძრავი ქონების შეძენასა და რეგისტრაციაზე. საგადასახადო სისტემაც რეფორმირებულ იქნა და შემოღებულ იქნა ერთიანი საშემოსავლო გადასახადი 20%-ის ოდენობით (2013 წლიდან 15%). მიუხედავად გადასახადების დრამატული შემცირებისა, ხუთჯერ გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები. მთავრობა იმ ლიცენზიებისა და ნებართვების 85%-ით შემცირებას გეგმავს, რომლებიც ბიზნესის წარმოებისთვისაა აუცილებელი. მსოფლიოში ყველაზე დაბალი საბაჟო გადასახადის დაწესებით, საქართველომ თავისუფალ და შეუზღუდავ ვაჭრობას გაუხსნა კარი. აქ საქონლის ექსპორტსა და ტრანზიტზე არ არსებობს რაოდენობრივი შეზღუდვა. უფრო მეტიც, საბაჟო სისტემაში რადიკალური რეფორმები დაიწყო: ექსპორტისა და იმპორტის გამარტივებული პროცედურები და მოდერნიზებული საბაჟო გადასახადების სიტემა პრაქტიკაშია დანერგილი. 3 წელიწადში საქართველო იმ ქვეყნიდან, რომელშიც ენერგეტიკული დეფიციტი ჩვეული რამ იყო, ელექტროენერგიის ექსპორტიორ ქვეყნად იქცა და ყველა თავის მეზობელს, მათ შორის რუსეთსაც ამარაგებს და ბოლო მიღწევა, რომლითაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მართლაც შეუძლია იამაყოს: საქართველომ საჯარო სექტორში ჩატარებული რეფორმებით (სახელმწიფო პროკურატურა, სასამართლო სისტემა და პოლიცია) პრატქიკულად მთლიანად აღმოფხვრა კორუფცია სახელმწიფო ინსტიტუტებსა და პოლიტიკაში. შედეგად, განსხვავებით ესოდენ ბევრი აღმოსავლეთ-ევროპული ქვეყნისგან, საქართველოში ქრთამის მიცემა იშვიათი გამონაკლისია. Transparency International-ის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, 2009 წლის კორუფციის ბარომეტრი, საქართველო ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულ ქვეყნების რიგს მიაკუთვნეს. საქართველო ამჟამად დინამიკურად განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნადაა მიჩნეული. უკრაინაში ჩემი ვიზიტის დროს, პრემიერ-მინისტრ აზაროვისგან საყურადღებო სიტყვები მოვისმინე: ”თუ ეკონომიკაზე ვილაპარაკებთ, ჩვენ გვინდა საქართველოს კვალს გავყვეთ”. ინვესტორები საქართველოსადმი სულ უფრო მზარდ ინტერესს ამჟღავნებენ. ბათუმის რეგიონში ტურიზმში დაგეგმილი ინვესტიციები შთამბეჭდავია. საქართველოს ეკონომიკურ პარტნიორთა ჯგუფი მრავალფეროვანია და მასში შედიან კომპანიები ევროკავშირიდან, აშშ-დან და თურქეთიდან. 2004-2007 წ.წ. საქართველოს ეკონომიკა ყოველწლიურად 9%-ით იზრდებოდა. დღეს მშპ-ს ზრდა პროგნოზის თანახმად 2010 წლისთვის 5-დან 6%-ია. მეზობელი ქვეყნების უმეტესობას და თუნდაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც კი ასეთი შედეგების შეიძლება მხოლოდ შურდეს. ყველაფერი ამის გამო ცენტრალურ და აღმოსავლეთ-ევროპაში საქართველო ბიზნესის ხელშემწყობ სივრცეებს შორის ერთ-ერთი პირველია. დასავლური ტიპის დემოკრატია ბოლო მინუციპალური არჩევნების შესახებ დასავლელი დამკვირვებლების, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის ანგარიშებშიც კი საქართველო შექებულია. ცენტრალური და აღმოსავლეთ-ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, არ ყოფილა მნიშვნელოვანი დათქმები საარჩევნო პროცედურასთან, კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურასთან, საარჩევნო კამპანიასთან, მედიის ხელმისაწვდომობასთან და ხმების დათვლის ზედამხედველობასთან დაკავშირებით. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოგზავნილმა სადამკვირვებლო მისიებმა განაცხადეს, რომ საქართველომ განიცადა არსებითი პროგრესი დემოკრატიულ პროცესებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებაში. ოპოზიცია პარლამენტის ფარგლებში და მის გარეთ თავისუფლად ოპერირებს, ხოლო მრავალფეროვან მედია-შეხედულებათა პლურალიზმს უზრუნველყოფს. როგორც მოსალოდნელი იყო, არჩევნები პრეზიდენტის პარტიამ მოიგო, პრეზიდენტ სააკაშვილს ვერ დაეკისრება ვერავითარი პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ შინაგანი განხეთქილებითა და უთანხმოებით დაღდასმულმა ოპოზიციამ, მმართველი პარტიის კანდიდატის წინააღმდეგ თბილისის მერის არჩევნებში 9 კანდიდატი წამოაყენა. საინტერესოა ისიც, რომ საქართველომ თავისი კონსტიტუცია პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის საფუძველეზე შეცვალა. ახალი კონსტიტუციით საქართველო საპარლამენტო და საკაბინეტო სისტემისაკენ წავა. მეტი ძალაუფლება ექნება მთავრობას, რომელსაც აირჩევს და გააკონტროლებს საპარლამენტო უმრავლესობა. საქართველო ევროპის კავშირში? ამ ბოლო წლებში, მიუხედავად ისეთი გადაუწყვეტელი პრობლემებისა, როგორიცაა აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის ოკუპაცია, ჩვენ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობათა მნიშვნელოვანი პროგრესის მოწმენი გავხდით. ეს ქვეყანა აქტიურად მონაწილეობს მრავალმხრივ და ორმხრივ თანამშრომლობაში ”აღმოსავლეთის პარტნიორობის” პროგრამის ფარგლებში. ეს პროგრამა პოლონეთისა და შვედეთის მიერაა ინიცირებული. საქართველომ ასოცირებული წევრობის ხელშეკრულებაზე დაიწყო მოლაპარაკებები, მან ხელი მოაწერა ვიზების გამარტივების, რეადმისიის ხელშეკრულებებს, შეთანხმებებს სასოფლო-სამეურნეო და სხვა საკვები პროდუქტების მარკირების, საერთო საჰაერო სივრცის შესახებ. საქართველოს მთავრობამ გადადგა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მისაღწევად. თავის მხრივ ევროპის კავშირი ასრულებს მნიშვნელოვან როლს საქართველოში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ძირითადად იმიტომ რომ საზავო შეთანხმების მიღწევის პროცესში მედიატორის როლს ასრულებდა. ევროპის კავშირის სამეთვალყურეო მისიას (EUMM) – ამჟამად ერთადერთ საერთაშორისო სამეთვალყურეო მისიას საქართველოში – რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეაქვს წვლილი. ევროკავშირი აქტიურად მონაწილეობს ჟენევის მოლაპარაკებებში, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ემხრობა არ აღიარების პოლიტიკას რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებთან მიმართებაში. ფართოდაა აღიარებული რომ საქართველო კულტურის, ისტორიის, პოლიტიკის, ევროპული ღირებულებებისადმი, წესებისა და მიზნებისადმი პატივისცემის კონტექსტში ევროპის ნაწილია. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ საქართველოსთვის სრული ინტეგრაცია ევროპის კავშირში გრძელვადიან და სტრატეგიულ ამოცანად იქცა. ჩვენი თვალსაზრისითაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ნამდვილად შეუწყობდა ხელს დემოკრატიულ პროცესებს, ეკონომიკურ რეფორმებს, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, როგორც თავად საქართველოში, ასევე მის მეზობლებში. საქართველო იმსახურებს ნამდვილ ევროპულ პერსპექტივას. ”აღმოსავლეთის პარტნიორობამ” უნდა უზრუნველყოს ყველა საშუალება ამ მიზნის მისაღწევად და განხილვის ობიექტად გახადოს ყველა ექვსი წევრი ქვეყნისადმი ინდივიდუალური მიდგომის საკითხი. საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტების გადაწყვეტა – შეუსრულებელი მისია? საქართველოს რუსეთთან მისი ამჟამინდელი ურთიერთობების გამო ევროკავშირში გაწევრიანების არავითარი შანსი არა აქვს. ბევრმა ევროპელმა პოლიტიკოსმა განაცხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ, მაგრამ ვერ გარისკა მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერით მოსკოვთან ურთიერთობათა გაუარესებაზე წასვლა. კარგია რომ საქართველო კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტისათვის ევროკავშირთან თანამშრომლობას ცდილობს. მხოლოდ ასე შეიძლება უზრუნველყოფილ იქნას 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი საზავო შეთანხმების შესრულება და ოკუპირებული ქართული ტერიტორიებიდან რუსეთის ჯარების გამოყვანა. საქართველოს მთავრობამ შექმნა ეროვნული სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და სამოქმედო გეგმა, რომლის მეშვეობითაც საზოგადოებებს შორის უნდა აღდგეს ომით დარღვეული რწმენა. სტრატეგიის მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის მოქალაქეები ისეთივე უფლბებითა და პრივილეგიებით სარგებლობდნენ, როგორც საქართველოს ყველა დანარჩენი მოქალაქე. ამ რეგიონების მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ დატოვა თავისი სახლები და ლტოლვილად იქცა. ახლა ისინი იმ დროებით საცხოვრებლებში ცხოვრობენ, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო დახმარებით ააშენა. დღეს ევროკავშირი საქართველოში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში საკვანძო როლს ასრულებს. EUMM დღეს ერთადერთი საერთაშორისო სამეთვალყურეო მისიაა, რომელიც ქვეყანაშია წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა რომ მისიას არ მიეცა იმ ტერიტორიებზე თავისი მანდატის სრული განხორციელების უფლება, რომელსაც რუსული ჯარი აკონტროლებს, მან მოახერხა ნამდვილი წარმატების მიღწევა მშვიდობის უზრუნველყოფასა და შეირაღებული ინციდენტების აღკვეთაში. ჟენევის მოლაპარაკებები ქმნის რუსეთის დარწმუნების საშუალებას იმაში, რომ EUMM გარდაიქმნას სამშიდობო ძალად, რომელიც შეცვლიდა რუს ჯარისკაცებს აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში. ეს გეგმა ისე ჟღერს, როგორც შეუსრულებელი მისია, მაგრამ მისი წარმატება ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად იქცეოდა. საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოთქმული სიტყვა და ჩემი კოლეგა პარლამენტარების მიერ გაცემული პასუხები, იმის რწმენას აჩენს რომ ეს შესაძლებელია. კშიშტოფ ლისეკი – ევროპარლამენტის წევრი „სამოქალაქო პლატფორმის“ საარჩევნო სიიდან, საქართველოს საკითხების დიდი ხნის მიმოხილველი ევროპის პარლამენტში. ორიგინალი ორიგინალი