planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
იერუსალიმში მდებარე დიდი ბრიტანეთის საკონსულოს თანამშრომლები იარაღის უკანონო ვაჭრობაში დაადანაშაულეს.აღნიშნულ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტოები ტელეკომპანია „სკაი ნიუსზე“ დაყრდნობით ავრცელებენ, რომლის თანახმად, ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის „შინ ბეტის“ თანამშრომლებმა ორი პალესტინელი დააკავეს, რომლებიც დიდი ბრიტანეთის საკონსულოში მუშაობენ და ისინი დაჯგუფება „ჰამასის“ მეამბოხე-მებრძოლებისთვის ცეცხლსასროლი იარაღის არალეგალურ მიყიდვაში არიან ეჭვმიტანილნი.&bdq... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ამერიკის შეერთებული შტატები მოსკოვში ოპოზიციის წარმომადგენელთა დაკავების გამო მწუხარებას გამოთქვამს.“ეხო მასკვის” ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფილიპ ქროულიმ განაცხადა, რომ მომხდარი ეწინააღმდეგება პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის განცხადებებსა და ქვეყნის მოდერნიზაციის პროგრამას. მისი თქმით, დაპატიმრებები რუსეთის გრძელვადიან ინტერესებს ზიანს აყენებს.მანამდე, ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მაიკლ ჰამერმა განაცხადა, რომ ამერიკაში... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
მიმდინარე წლის იანვარში ირანი თავის ბირთვულ ობიექტებზე იწვევს რუსეთს, ჩინეთს და ევროკავშირს, – იტყობინება დღეს "მოსკოვსკი კომსომოლეცი".გამომცემლობის მონაცემებით, ამის შესახებ ცნობილი გახდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან არსებული ირანის წარმომადგენლის წერილიდან, რომელიც ხელში ჩაუვარდათ დასავლეთის საინფორმაციო საშუალებებს. ამ დოკუმენტში ვიზიტის ოპტიმალურ თარიღად სახელდება იანვრის შუა რიცხვები.შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ ჟენევაში დასრულდა "ექვსეულის" მოლაპა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
დელავერის შტატის პოლიცია აშშ-ის სახელმწიფო ადმინისტრაციის ყოფილი მრჩევლის ჯონ უილერის მკვლელობის საქმეს იძიებს.“ადამიანი, რომელიც ვიეტნამის ვეტერანთა მემორიალის ასაშენებლად იბრძოდა და პრეზიდენტების ბუში-უფროსისა და ბუში-უმცროსის ადმინისტრაციებში მუშაობდა, უილმინგტონში მკვდარი იპოვეს. ექსპერტებმა ჯონ უილერის სიკვდილი მკვლელობად შეაფასეს. გამოძიება დახმარებას თვითმხილველებს სთხოვს”, - იუწყება ტელეკომპანია “ფოქს ნიუსი”.66 წლის უილერის ცხედარი 31 დეკემბერს აღმოაჩინეს. პოლიციის წინასწარი ინ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/saqalaqo-sasa-150x150.jpgთბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, დაკავებული ვეტერანების პროცესი გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია ზუსტი დრო, თუ როდის გაიმართება პროცესი. დაკავებულებს ადმინისტრაციული წესით გაასამართლებენ. გუშინ გმირთა მოედანზე ვეტერანების აქცია დაშალეს და აქციის 7 მონაწილე დააკავეს. დაკავებვულები არიან: მალხაზ თოფურია, ამორე რევიშვილი, შოთა ზღუდაძე, შოთა იამანიძე, ვალერიან ძებისაშვილი, ლევან ასატრიანი და ლევან ასათიანი. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/patriarki-150x150.jpgუწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II 78 წლის გახდა. როგორც, ცნობილი გახდა პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებით კონსერვატორიის საკონცერტო დარბაზში კონცერტი გაიმართება, რომელსაც თავად იუბილარი დაესწრება. კონცერტზე საგალობლებლები და კლასიკური ნაწარმოებები შესრულება. საპატრიარქოში კი, მიღება აღარ გაიმართება. უწმიდესი და უნეტარესი (ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) 1933 წლის 4 იანვარს ქ. ვლადიკავკაზში დაიბადა. 1957 წელს სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტი ირაკლი შიოლაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III ლოცვა-კურთხევით ბერად აღიკვეცა და სახელად წმიდა ილია წინასწარმეტყველის საპატივცემულოდ ილია ეწოდა. მალე იგი ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, 1959 წელს კი მღვდელ-მონოზვნად. მღვდელ-მონოზონმა ილიამ 1960 წელს მოსკოვის სასულიერო აკადემიადაამთავრა. მას სთხოვეს, გაეგრძელებინა სამეცნიერო მოღვაწეობა, მაგრამ სასულიერო კადრების სიმცირის გამო, სამშობლოში დაბრუნდა და დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად. ერთგული მოღვაწეობისათვის 1961 წელს აღყვანილ იქნა იღუმენის, შემდეგ კი არქიმანდრიტის ხარისხში; ხოლო 1963 წლის 26 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ეფრემ II მიერ ხელდასხმულ იქნა შემოქმედის ეპისკოპოსად და დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპოსკოპოსად. 1963 წლიდან 1972 წლამდე იგი იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის, იმ დროისათვის ერთადერთი სასულიერო სასწავლებლის, პირველი რექტორი. 1967 წელს ეპისკოპოსი ილია გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში. 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. 1977 წლის 9 ნოემბერს კი უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დავით V გარდაცვალების შემდეგ, წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ, ხოლო 1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. იმავე წლის 25 დეკემბერს მოხდა მისი ინტრონიზაცია. პატრიარქს მიეკუთვნა სახელი ილია II (ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 1600 წლის წინ 390-400წწ). 1978-1983 წწ. კათოლიკოს-პატრიარქი ილია II იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი. იგი დაჯილდოვებულია მსოფლიოს საპატრიარქოს, ანტიოქიის, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, საქართველოს, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის პატრიარქების, პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიის და თითქმის ყველა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი. ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა. 1997 წელს მისი უწმიდესობა კრეტის სასულიერო აკადემიამ თავის საპატიო წევრად აირჩია. ამ წელსვე იგი არჩეულ იქნა გაეროსთან არსებულ ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრად; 1998 წელს კი ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. ტიხონის საღვთისმეტყველო სემინარიამ ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა. 1988 წელს უწმიდესისა და უნეტარესის თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარია გადმოტანილ იქნა თბილისში და დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარია. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები: ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში სასულიერო სემინარიები, ხულოში სასულიერო სასწავლებელი და მასთან არსებული გიმნაზია, გიმნაზიები დაარსდა თბილისში, ბათუმში, ზესტაფონში… საუკუნეთა შემდეგ კვლავ აღდგა გელათის სასულიერო აკადემია და ეკლესიის ეგიდის ქვეშ მყოფი გელათის მეცნიერებათა აკადემია. უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით, თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებულები, ბროშურები და წიგნები, ჟურნალები, სამი სახის კალენდარი, დაარსდა გაზეთები. მისი ინიციატივით საპატრიარქოსთან შეიქმნა ხუროთმოძღვრების ცენტრი, ხალხური რეწვის და მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილება, საგამომცემლო და სიწმიდეთა მოძიებისა და დაცვის ცენტრი, შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ დაწესებულებებთან ურთიერთობის განყოფილება, ასევე საგარეო და საფინანსო-ეკონომიკური განყოფილება, საინფორმაციო სამსახური, ჩამოყალიბდა ახალგაზრდული ცენტრი “ძლევაი”, ჰუმანიტარული სამსახური, მომლოცველობის სამსახური და სხვა. ამ ოცი წლის განმავლობაში, საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 15-დან 33-მდე გაიზარდა, მონასტრებისა 53-მდე, სასულიერო პირთა 1000-მდე. მოხდა კანონიზირება ახალი წმინდანებისა. აშენდა საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესიის – წმ. სამების სახელობის საკათედრო ტაძარი. იხილეთ epn.ge
-
2011 წლის 3 იანვარს რუსეთის პრეზიდენტმა დ.მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებას ყაბარდო-ბალყარეთის ყოფილი მუფტის ანას ფშიხაჩევის „გმირობისა და მამაცობის“ ორდენით დაჯილდოვების შესახებ სიკვდილის შემდეგ.როგორც ცნობილია, ა.ფშიხაჩევი გასული წლის 15 დეკემბერს უცნობმა პირებმა სახლიდან გამოიტყუეს და მოკლეს.გასული წლის დეკემბერში დ.მედვედევმა ასევე სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა დაღესტნის სამი სასულიერო პირი.აღსანიშნავია, რომ არც ერთი მკვლელობა დღემდე გამოძიებული არ არის. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
საზღვარი აფხაზეთთან კომუნიკაციების სფეროშიც გაჩნდა. ეს საზღვარი ცალმხრივად არის გავლებული. საქართველო ვერ უკავშირდება ქვეყნის ოკუპირებულ ტერიოტირიას, აფხაზეთს, საიდანაც შემომავალი ზარი რუსული კოდით +7 იწყება. სოხუმში გამომავალ გაზეთ ნუჟნაიას რედაქცია, რომელსაც ნეტგაზეთი ინტერნეტის მეშვეობით დაუკავშირდა, ჩვენ წერილს ასე პასუხობს: „ჩვენ შეგვიძლია დავრეკოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, უბრალოდ, საჭიროა სწორი კოდის აკრეფა. სატელეფონო კავშირთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს“. აფხაზეთთან დაკავშირების შესაძლებლობის ერთადერთი შანსი ქვეყნისთვის ისევ ქართული ფიჭური კომპანიებია, რომელთა დაფარვის ზონა გავლებულ დე ფაქტო საზღვარზე შორს მიდის. ძირითადად, გალი, ასევე, მისი მიმდებარე ტერიტორია – ეს ის ზონაა, რომელსაც ქართული ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები ფარავენ. გალის მცხოვრები, რომელიც ნეტგაზეთს ესაუბრა, ამბობს, რომ გალში ბევრს მაგთიფიქსის (კომპანია მაგთის უკაბელო ტელეფონი) აპარატები აქვთ. მისი თქმით, სიგნალი ფარავს გალს და რამდენიმე სხვა სოფელს. „იყო შემთხვევა, როდესაც კარდაკარ დადიოდნენ (რუსი ჯარისკაცები), ოჯახებში შედიოდნენ, თუ სად და რომელ ოჯახში იდგა მაგთიფიქსის აპარატი“, – ამბობს ზაზა ჯალაღონია, აფხაზეთის განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი. გალში მცხოვრები, რომელსაც ნეტგაზეთი მაგთიფიქსის ნომერზე დაუკავშირდა, ამბობს, რომ მასაც სმენია ეს ამბავი, თუმცა მისთვის და მისი ახლო გარემოცვისთვის ტელეფონის ქონა არავის შეუზღუდავს. 2009 წლის სექტემბერში რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის მემორანდუმი დაიდო. მემორანდუმის საფუძველზე, აფხაზეთს რუსეთის კოდი +7 მიენიჭა. მემორანდუმის ხელის მოწერიდან ერთი წლის მანძილზე აფხაზეთში დარეკვა შეიძლებოდა როგორც ქართული კოდით +995, ასევე– რუსულით +7. ბილაინის ქსელიდან აფხაზეთში ზარი ხორციელდებოდა კოდით 844, თუმცა რამდენიმე დღეა, ამ კოდითაც შეუძლებელია სატელეფონო კავშირის დამყარება. „აქამდე ვრეკავდი და მირეკავდნენ ამ კოდით– 844, ბოლო რამდენიმე დღეა არავის დაურეკავს“,–ამბობს გალში მცხოვრები. მას მაგთიფიქსის აპარატი ფანჯარასთან ახლოს უდგას, სიგნალი უკეთ რომ დაიჭიროს. ამ ნომრით გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. ამიტომ ზარებს მხოლოდ მაშინ პასუხობს, როცა იმ ადგილზეა, სადაც მისი ტელეფონის აპარატი. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კომენტარს არ აკეთებს. კომპანია ბილაინის წარმომადგენელი ამბობს, რომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, აეკრძალათ ახალ კოდზე (+7) ზარების განხორციელება. აფხაზეთმა, თავის მხრივ, შეზღუდა ძველ კოდზე +995 ზარის მიღება. კომპანია სილქნეტის ოპერატორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ანა ნაკაშიძის თქმით, ის ტექნიკური საშუალებები, რომლითაც პირდაპირ უკავშირდებოდნენ რეგიონს, აფხაზეთის მხრიდან გათიშულია. ერთადერთი საშუალება რუსეთის კოდია, რომელსაც კომპანია „პრინციპული გადაწყვეტილების საფუძველზე“ არ იყენებს. საერთაშორისო ფიჭური კომპანიების ოპერატორები აფხაზეთს რუსული კოდით უკავშირდებიან. კომპანია სილქნეტი, რომელიც რამდენიმე უცხოურ კომპანიასთან თანამშრომლობს, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ დოიჩე ტელეკომი და სხვა ოპერატორები აფხაზეთთან დანარჩენ მსოფლიოს რუსეთის კოდით აკავშირებენ. ინტერნეტ გვერდი searchpeopledirectory.com, რომლის ერთ–ერთი ფუნქციაა, მის მომხმარებელს ქვეყნიდან ქვეყანაში დასარეკი კოდი მიაწოდოს, საიტზე აფხაზეთთან დასაკავშირებელ კოდად უთითებს +7–ს, ხოლო ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთი ერთ–ერთია. /get_img?NrArticle=3779&NrImage=2 Image 2776 პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სატელეფონო კავშირი შეწყდა, მის მეგობრებს, ძირითადად, ინტერნეტით, სკაიპით ეკონტაქტება. სოხუმში სკაიპით საუბარი სირთულეებს ნაკლებად უკავშირდება, გალისგან განსხვავებით. გალში მცხოვრები ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ქართული ინტერნეტი რეგიონში შეწყდა, თითქმის შეუძლებელია ინტერნეტით სარგებლობა. „აქ ძალიან ცოტას აქვს ინტერნეტი. მე ვცდილობ, რომ ჩემი ტელეფონიდან შევიდე ხოლმე, თუმცა ძალიან რთულია,//
-
მადლიანი ხელით ნაჭედს, ერთიბღუჯა რკინის ნაჭერს,გაკვერილსა, გაფერილსა, მკვესარსა და მოხაჩხაჩეს,კოხტა კოტაც მოურგია, არც მუქარა ისაკლისა – “მე ვარ ავი მუსაიფი კახთ ბატონის ირაკლისა!”ლექსის ავტორი: კობა ჭუმბურიძემინდა გაგაცნოთ ცივი იარაღის ქართველი ოსტატი გოჩა ლაღიძეhttp://georgians-weapons.ge/gocha-lagidze.htm -აქ მის შესახებ ბევრი რამეა, მე ერეკლე II -ს ხმლის ასლის შექმნაზე მოგიყვებითერეკლე II-ს ხმალი თავისი ხარისხით “სამეფო ხმლის” კატეგორიას მიეკუთვნება და არის ფეოდალური ხანის გამოყენებითი ხელოვნების ნიმუში – კლასიკური «შამშირი», ქართულად “შიმშერი” (შოთა რუსთაველს აქვს მოხსენიებული ... View ucnauri.com
-
ახალი გამოკითხვის მიხედვით ქალების 25% ფიქრობს საჭმელზე ყოველ ნახევარ საათში, იუწყება Time.com. ამავე გამოკითხვით ქალების 10% ფიქრობს სექსზე დროის იმავე ინტერვალში. განაგრძეთ…ეს სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა სოციოლოგიურმა ჯგუფმა Shape Smart რომელიც იკვლევს დიეტების სტატისტიკას. სულ გამოკითხეს 5000 მამაკაცი და ქალი. ამ გამოკითხვამ შედეგად საკმაოდ განსხვავებული დამოკიდებულებები აჩვენა სექსსა და საკვებთან მიმართებაში. ... View ucnauri.com
-
ალბათ ყველას მოსწონს დანარჩენი სრულიადში ეს უბრალოდ ანიმაცია View ucnauri.com
-
3 იანვარი არის გრიგორიანული კალენდრის მე-3 დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 362 დღე (ნაკიან წელში – 363). დღის მოვლენები1496 : ლეონარდო და ვინჩის საფრენი აპარატის გამოცდა წარუმატებლად დასრულდა.1521 : პაპმა ლეო X-ემ ლუთერი ერეტიკოსად გამოაცხადა.1777 : ამერიკელმა გენერალმა ჯორჯ ვაშინგტონმა დაამარცხა ბრიტანელები პრინსტონის ბრძოლაში.1815 : ავსტრია, ბრიტანეთი და საფრანგეთი ქმნიან საიდუმლო ... View ucnauri.com
-
4 იანვარს, 12.00 საათზე, “ქართული პარტიის” ოფისში ბრიფინგი გაიმართება. მის: უზნაძის 113ბ. 4 იანვარს, 13.00 საათზე, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია პრესკონფერენციას გამართავს. მის. ცაგარელის ქ#74. 4 იანვარს, 14:00 საათზე, გმირთა მოედანზე, დაკავებული ვეტერანების მხარდამჭერი აქცია გაიმართება. საკონტაქტო პირი ჯაბა ტყემალაძე: 857 54 92 41 4 იანვარს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მოამბის დაარსებიდან 40 წლისთავთან დაკავშირებით შეხვდება “მოამბის” ჟურნალისტებს და მიღებას გამართავს. მის: თამარ მეფის სახელობის დარბაზი 4 იანვარს, 19.00 საათზე, კონსერვატორიის საკონცერტო დარბაზში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის 78 წლის იუბილესთან დაკავშირებით კონცერტი გაიმართება, რომელსაც უწმინდესი დაესწრება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/policia-3-150x150.jpgგმირთა მოედანზე ხვალ, დაკავებული ვეტერანების მხარდამჭერი აქცია გაიმართება. აქციის პარალელულად რამდენიმე პოლიტიკური პარტია პრესკონფერენციას გამართავს. როგორც “ექსპრესნიუსს” “ქართული პარტიიდან” აცნობეს, პარტიის ლიდერები ხვალ 12:00 გაიმართება. 13.00 საათზე, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია ვეტერანების დარბევას შეაფასებს. 14:00 საათზე, გმირთა მოედანზე, დაკავებული ვეტერანების მხარდამჭერი აქცია გაიმართება. აქციაში მონაწილეობას ის მეომრები მიიღებენ, რომელთაც რეალურად იციან ამ სფეროში არსებული პრობლემები. ვეტერანები გმირთა მოედანზე შეიკრიბებიან, გააპროტესტებენ ვეტერანების დაკავებას და საზოგადოებას მოთხოვნებს გააცნობენ. ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ მიხეილ სააკაშვილმა, ქვეყნის მთავარსარდალმა, ვეტერანების დარბევისთვის ბოდიში საჯაროდ მოიხადოს და დაისაჯონ დარბევაში მონაწილე პირები. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, გმირთა მოედნიდან პარლამენტისკენ მსვლელობაც მოეწყოს. როგორც ცნობილია, ხელისუფლებამ ვეტერანების აქციის დაშლის გადაწყვეტილება დღეს მიიღო. გმირთა მოედანზე სამართალდამცავებმა შეხლა შემოხლის შემდეგ 9 ვეტერანი დააკავეს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/policia-1-150x150.jpgგმირთა მოედანზე დაკავებული ვეტერანების ნაწილი, დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფებიან . ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა აცნობეს. ამ წუთებში მათი დაკითხვა მიმდინარეობს, სახალხო დამცველის წარმომადგენლების ინფორმაციით, მათ ბრალს ადმინისტრაციული სამართალდარღვევაზე წაუყენებენ. სახალხო დამცველის წარმომადგენლის განცხადებით, თუ ვეტერანები ადმინისტრაციული წესით გაასამართლებენ, სასამართლო პროცესი დაკავებიდან 24 საათში, ანუ ხვალ საღამომდე უნდა ჩატარდეს. ცნობილი ხდება, რომ საქმეში მის გარდა სახალხო დამცველის ოფისი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაა ჩართული და სავარაუდოდ, დაკავებულების ინტერესებს ისინიც დაიცავენ. იხილეთ epn.ge
-
საზღვარი აფხაზეთთან კომუნიკაციების სფეროშიც გაჩნდა. ეს საზღვარი ცალმხრივად არის გავლებული. საქართველო ვერ უკავშირდება ქვეყნის ოკუპირებულ ტერიოტირიას, აფხაზეთს, საიდანაც შემომავალი ზარი რუსული კოდით +7 იწყება. სოხუმში გამომავალ გაზეთ ნუჟნაიას რედაქცია, რომელსაც ნეტგაზეთი ინტერნეტის მეშვეობით დაუკავშირდა, ჩვენ წერილს ასე პასუხობს: „ჩვენ შეგვიძლია დავრეკოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, უბრალოდ, საჭიროა სწორი კოდის აკრეფა. სატელეფონო კავშირთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს“. აფხაზეთთან დაკავშირების შესაძლებლობის ერთადერთი შანსი ქვეყნისთვის ისევ ქართული ფიჭური კომპანიებია, რომელთა დაფარვის ზონა გავლებულ დე ფაქტო საზღვარზე შორს მიდის. ძირითადად, გალი, ასევე, მისი მიმდებარე ტერიტორია – ეს ის ზონაა, რომელსაც ქართული ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები ფარავენ. გალის მცხოვრები, რომელიც ნეტგაზეთს ესაუბრა, ამბობს, რომ გალში ბევრს მაგთიფიქსის (კომპანია მაგთის უკაბელო ტელეფონი) აპარატები აქვთ. მისი თქმით, სიგნალი ფარავს გალს და რამდენიმე სხვა სოფელს. „იყო შემთხვევა, როდესაც კარდაკარ დადიოდნენ (რუსი ჯარისკაცები), ოჯახებში შედიოდნენ, თუ სად და რომელ ოჯახში იდგა მაგთიფიქსის აპარატი“, – ამბობს ზაზა ჯალაღონია, აფხაზეთის განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი. გალში მცხოვრები, რომელსაც ნეტგაზეთი მაგთიფიქსის ნომერზე დაუკავშირდა, ამბობს, რომ მასაც სმენია ეს ამბავი, თუმცა მისთვის და მისი ახლო გარემოცვისთვის ტელეფონის ქონა არავის შეუზღუდავს. 2009 წლის სექტემბერში რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის მემორანდუმი დაიდო. მემორანდუმის საფუძველზე, აფხაზეთს რუსეთის კოდი +7 მიენიჭა. მემორანდუმის ხელის მოწერიდან ერთი წლის მანძილზე აფხაზეთში დარეკვა შეიძლებოდა როგორც ქართული კოდით +995, ასევე– რუსულით +7. ბილაინის ქსელიდან აფხაზეთში ზარი ხორციელდებოდა კოდით 844, თუმცა რამდენიმე დღეა, ამ კოდითაც შეუძლებელია სატელეფონო კავშირის დამყარება. „აქამდე ვრეკავდი და მირეკავდნენ ამ კოდით– 844, ბოლო რამდენიმე დღეა არავის დაურეკავს“,–ამბობს გალში მცხოვრები. მას მაგთიფიქსის აპარატი ფანჯარასთან ახლოს უდგას, სიგნალი უკეთ რომ დაიჭიროს. ამ ნომრით გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. ამიტომ ზარებს მხოლოდ მაშინ პასუხობს, როცა იმ ადგილზეა, სადაც მისი ტელეფონის აპარატი. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კომენტარს არ აკეთებს. კომპანია ბილაინის წარმომადგენელი ამბობს, რომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, აეკრძალათ ახალ კოდზე (+7) ზარების განხორციელება. აფხაზეთმა, თავის მხრივ, შეზღუდა ძველ კოდზე +995 ზარის მიღება. კომპანია სილქნეტის ოპერატორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ანა ნაკაშიძის თქმით, ის ტექნიკური საშუალებები, რომლითაც პირდაპირ უკავშირდებოდნენ რეგიონს, აფხაზეთის მხრიდან გათიშულია. ერთადერთი საშუალება რუსეთის კოდია, რომელსაც კომპანია „პრინციპული გადაწყვეტილების საფუძველზე“ არ იყენებს. საერთაშორისო ფიჭური კომპანიების ოპერატორები აფხაზეთს რუსული კოდით უკავშირდებიან. კომპანია სილქნეტი, რომელიც რამდენიმე უცხოურ კომპანიასთან თანამშრომლობს, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ დოიჩე ტელეკომი და სხვა ოპერატორები აფხაზეთთან დანარჩენ მსოფლიოს რუსეთის კოდით აკავშირებენ. ინტერნეტ გვერდი searchpeopledirectory.com, რომლის ერთ–ერთი ფუნქციაა, მის მომხმარებელს ქვეყნიდან ქვეყანაში დასარეკი კოდი მიაწოდოს, საიტზე აფხაზეთთან დასაკავშირებელ კოდად უთითებს +7–ს, ხოლო ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთი ერთ–ერთია. /get_img?NrArticle=3779&NrImage=2 Image 2776 პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სატელეფონო კავშირი შეწყდა, მის მეგობრებს, ძირითადად, ინტერნეტით, სკაიპით ეკონტაქტება. სოხუმში სკაიპით საუბარი სირთულეებს ნაკლებად უკავშირდება, გალისგან განსხვავებით. გალში მცხოვრები ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ქართული ინტერნეტი რეგიონში შეწყდა, თითქმის შეუძლებელია ინტერნეტით სარგებლობა. „აქ ძალიან ცოტას აქვს ინტერნეტი. მე ვცდილობ, რომ ჩემი ტელეფონიდან შევიდე ხოლმე, თუმცა ძალიან რთულია,//
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2011/01/todays-zaman.jpg რუსულ-თურქული კავშირები წელსაც იზრდება. ენერგეტიკულ სექტორში თანამშრომლობა და პარტნიორობა ორივე ქვეყნის პროგრამებში პრიორიტეტია მოსკოვმა ოსტატურად გამოიყენა თურქეთის სურვილი ენერგეტიკული კვანძი გამხდარიყო და ბოლო წლების განმავლობაში თავის სამხრეთელ მეზობელთან მთელ რიგ ენერგეტიკულ შეთანხმებებს მოაწერა ხელი, თუმცა რუსეთს და თურქეთს შორის გრძელდება კონკურენცია ფეთქებადსაშიშ სამხრეთ-კავკასიაში, რომელიც ორივე ქვეყანას ესაზღვრება. სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ რუსეთთან, თურქეთის უმსხვილეს პარტნიორთან გერმანიასთან ვაჭრობის მაჩვენებლებს გაუსწრო. სავარაუდოდ 2010 წლის ბოლოს ორმხრივი ვაჭრობის მოცულობამ 40 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. თურქეთის ბუნებრივი აირის 67% და ნავთობის იმპორტის 20% რუსეთზე მოდის. თურქეთს ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიონი რუსი ტურისტი სტუმრობს და ქვეყნებმა ახლახანს ხელი მოაწერეს სავიზო რეჟიმის გაუქმებას ორივე მხრიდან. გარდა ამისა, თურქეთმა რუსეთი საგარეო საფრთხეების სიიდან ამოშალა, რაც ჩრდილოელი მეზობლის მიმართ ნდობის აშკარა გამოხატულებაა. 2010 წლის მაისში პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ვიზიტმა თურქეთში, ამ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები უფრო მაღალ რეგისტრში აიყვანა და ის მნიშნელოვნად გასცდა წარსულში არსებულ შეზღუდვებს. რუსეთი და თურქეთი ტურისტების უვიზო გადაადგილებაზეც შეთანხმდნენ. მათ ანკარაში ხელი მოაწერეს ჩვიდმეტ ხელშეკრულებას სხვადასხვა სფეროში, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი სავიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმება იყო. ამ დოკუმენტის თანახმად, ტურისტებს ერთიდან მეორე ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილება ვადით 30 დღემდე შეუძლიათ. გარდა ამისა რუსეთმა და თურქეთმა ხელი მოაწერეს კონტრაქტს მერსინის პროვინციაში პატარა სანაპირო ქალაქ აკუიუში პირველი თურქული ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე. ამ კონტრაქტის თანახმად, რომელიც მედვედევის მაისის ვიზიტის დროს გაფორმდა, ქვეყნები ელექტროსადგურის მშენებლობის და მომსახურების პროცესში ითანამშრომლებენ. აკუიუში ელექსტროსადგურს ააგებს კონსორციუმი რუსული სამშენებლო კომპანიის „ატომ-სტროი-ექსპორტის“ ხელმძღვანელობით, ის მშენებლობის ყველა ხარჯს დაფარავს, რაც სავარაუდოდ 20 მილიარდ დოლარს შეადგენს. სომხეთთან ურთიერთობებში სრული მარცხია, ხოლოსედარებით გაუმჯობესდა აზერბაიჯანთან ურთიერთობები. ასწლეულების განმავლობაში ურთიერთმტრობის მიუხედავად, თურქეთმა და სომხეთმა შარშან ხელი მოაწერეს წინასწარი საერთაშორისო შეთანხმებების ორ ოქმს, თუმცა ქვეყნებმა ვერ გამოავლინეს საკმარისი პოლიტიკური ნება ამ ოქმების ცხოვრებაში რეალიზაციისთვის. კენჭს ორივე მეზობლის ბაღში ისვრის. 2010 წლის დასაწყისში, სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ ეს ოქმები სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაციის მე-11 პუნქტის ფარგლებში ვერ თავსდება და დანართში მცირე შესწორება შეიტანა: „სომხეთის რესპუბლიკა მიისწრაფვის ოტომანურ თურქეთსა და დასავლეთ სომხეთში სომხური გენოციდის ფაქტის საერთაშორისო აღიარებისკენ“. იმის გამო რომ თურქი ჩინოვნიკები შეშფოთდნენ, სომხური გენოციდის შესახებ ე.წ. რეზოლუციაზე კენჭისყრა 4 მარტისთვის გადაიდო, რაც თურქულ-სომხურ კავშირებზე აისახა და ფაქტობრივად ხელი შეუშალა ოქმების განხორციელებას. სომხეთის ნაციონალისტური ოპოზიცია თავიდანვე აპროტესტებდა ამ ოქმებს და აცხადებდარომ თურქეთთან დაახლოვება შეასუსტებდა გენოციდის ფაქტის აღიარებაზე სომხეთის მოთხოვნას სხვა ქვეყნებშიც. სომხეთს შეეშინდა, რომ აშშ–ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა არ ახსენებდა სიტყვა „გენოციდს“ პირველი და მეორე მსოფლიო ომების მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ გამოსვლაში 24 აპრილს. დიდწილად ამის გამო 22 აპრილს სომხეთმა განაცხადა, რომ აჩერებს ოქმების რატიფიკაციის პროცესს. ამ სიტუაციაში დიპლომატია ჩიხში მოექცა. მართალია დავითოღლუმ და თავად პრეზიდენტმა აბდულა გიულიმაც არაერთხელ განაცხადეს სომხეთთან არაფორმალური დიპლომატიური კავშირების არსებობაზე, თუმცა სომხეთმა ეს განცხადებები უარყო და აღნიშნა რომ წარმოდგენა არა აქვს არანაირ არაფორმალურ ურთიერთობებზე. თურქეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს არ დაუკონკრეტებიათ, გულისხმობდნენ თუ არა ისინი არაოფიციალურ კონტაქტებსა და მზარდ კავშირებს ორივე ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის. ცხადია, ბოლო წლებში თურქულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად იქცა დიდი ხნის ნანატრი სამი შეთანხმება ბუნებრივი აირით მომარაგებაზე, ასევე თურქეთის პოლიტიკა აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის ტრანზიტთან დაკავშირებით. ივნისის დასაწყისში, თითქმის ორწლიანი ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, რაც 39 სესიის განმავლობაში გაგრძელდა, მიღწეულ იქნა შეთანხმება იმ ბუნებრივ აირზე ფასების რეგულირების თაობაზე, რომლის იმპორტიც თურქეთში აზერბაიჯანიდან ხორციელდება. აირის ზუსტი ფასები გასაიდუმლოებულია, თუმცა თურქი ჩინოვნიკების განცხადებით, ისინი საბაზრო ფასების შესაბამისად დადგინდა და მანამდელ ფასზე (ათასი კუბამეტრი – 120 დოლარი) ოდნავ მაღალია. ამ შეთანხმების შესაბამისად ასევე განისაზღვრა აზერბაიჯანული გაზის სატრანზიტო ვადები ევროპულ ქვეყნებში და განხილულ იქნა თურქეთისთვის ფასების დარეგულირების საკითხი. აზერბაიჯანთან მეორე მნიშვნელოვანი გარიგება უმალ მას შემდეგ გაფორმდა რაც რუსეთმა და სომხეთმა უსაფრთხოების შეთანხმებას მოაწერეს ხელი. 19 აგვისტოს რუსეთმა სომხეთთან ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება გააფორმა, სადაც მისი საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა უცხოელი აგრესორებისგან საკუთარ თავზე აიღო. ერევანში მედვედევის აგვისტოს ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, თურქეთმა ანალოგიური შეთანხმება გააფორმა ნავთობით მდიდარ მუსულმანურ ქვეყანასთან. 2010 წლის ივლისის ბოლოს რუსეთმა სომხეთში მისი არმიის (შეფასებებით 4 000 კაციანი პირადი შემადგენლობა, ასევე ანტი-სარაკეტო თავდაცვის რამდენიმე სისტემა S-300) ყოფნის ვადა 2049 წლამდე გაახანგრძლივა. 16 აგვისტოს, აზერბაიჯანში გიულის ორდღიანი ვიზიტის დროს, თურქეთმა და აზერბაიჯანმა სტრატეგიულ პარტნიორობასა და ურთიერთდახმარებაზე გააფორმეს შეთანხმება. ორიგინალი ორიგინალი
-
ფრჩხილის ლაქი, როგორც ხელოვნების ნიმუში
planetanews posted a topic in ქართველი ბლოგერების ჩანაწერები
ადამიანი უამრავი საშუალებით ცდილობს გამოაჩინოს თავი, ამისთვის ისინი მიმართავენ სხვადასხვა საშუალებას. მაგალითად ზოგიერთი ქალი ამისთვის იყენებს საკუთარ ფრჩხილებს. არ ვიცი კომფორტულია თუ არა ცხოვრება ასეთი ხელოვნების ნიმუშით, მაგრამ ამით ყურადღებას აუცილებლად მიიქცევთ სამუშაო ისეთივე დახვეწილი და რთულია როგორიც შედეგი. ზოგიერთი ნახატი და ქანდაკება კი იწვევს უდიდეს გაოცებას. იმის მიუხედავად ... View ucnauri.com -
საკმაოდ სახალისო ვიდეოა და ცოტა ინგლისურის ცოდნაა საჭირო View ucnauri.com
-
ესპანეთში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა აიკრძალა. ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირში ”ყველაზე მწეველ” სახელმწიფოდ ითვლება, კანონი ძალაში კვირას შევიდა. კანონი ბარებში, რესტორნებში, ასევე საბავშვო მოედნებთან, სკოლებთან და საავადმყოფოებთან ახლოს ანთებული სიგარეტით ხელში გამოჩენას კრძალავს. იხილეთ tabula.geზე
-
მაიამი ცნობილია როგორც ჯადოსნური ქალაქი. ეს არის მგრძნობიარე ლათინური ელფერისა და ტროპიკული კლიმატის ნარევი…ეს არის ქალაქი ხალხისთვის ვისაც გართობა უყვარს. დაუქორწინებელი ახალგაზრდები ჩადიან მაიამის სანაპიროებზე, ეცნობიან ქალაქის ღამის ცხოვრებას, ერთობიან, შემდეგ კი აღმოაჩენენ რომ ამ ქალაქით მოიხიბლნენ. აქ ისიცნი აღმოაჩენენ რომ კარიერული წინსვლისთვის ყველანაერი პირობაა შექმნილი, ეს ქალაქი გაცილებით მეტია ვიდრე ელოდნენ.ქალაქი გახლავთ ერთგვარი კარიბჭე ლათინური ამერიკისკენ, შესაბამისად აქ უამრავი კულტურისა და ეროვნების წარმომადგენელი იყრის თავს. ეს მზიანი ქალაქი განვითარებისა და სიურპრიზების აფეთქებას ... View ucnauri.com
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/solidaroba-150x150.jpg“სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” ხელმძღვანელი ეკა ბესელია მოშიმშილე ვეტერანების მიმართ პოლიციის მიერ ძალის გამოყენებას უკანონობას და დანაშაულებრივ ქმედებებს უწოდებს. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. “მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების ნაცვლად სააკაშვილმა და მერაბიშვილმა მათ მიმართ ძალადობის გამოყენება ამჯობინა. ალბათ სააკაშვილის ბათუმურ განწყობას უმძიმებს ვეტერანების აქცია და ამიტომ გადაწყვიტა მათი პოლიციური ძალით ალაგმვა. ეს მეტ უსამართლობას ბადებს და მეტ პროტესტს აჩენს.”-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. ბესელია დაკავებულ ვეტერანებს სოლიდარობას უცხადებს. იხილეთ epn.ge