planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
საზღვარი აფხაზეთთან კომუნიკაციების სფეროშიც გაჩნდა. ეს საზღვარი ცალმხრივად არის გავლებული. საქართველო ვერ უკავშირდება ქვეყნის ოკუპირებულ ტერიოტირიას, აფხაზეთს, საიდანაც შემომავალი ზარი რუსული კოდით +7 იწყება. სოხუმში გამომავალ გაზეთ ნუჟნაიას რედაქცია, რომელსაც ნეტგაზეთი ინტერნეტის მეშვეობით დაუკავშირდა, ჩვენ წერილს ასე პასუხობს: „ჩვენ შეგვიძლია დავრეკოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, უბრალოდ, საჭიროა სწორი კოდის აკრეფა. სატელეფონო კავშირთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს“. აფხაზეთთან დაკავშირების შესაძლებლობის ერთადერთი შანსი ქვეყნისთვის ისევ ქართული ფიჭური კომპანიებია, რომელთა დაფარვის ზონა გავლებულ დე ფაქტო საზღვარზე შორს მიდის. ძირითადად, გალი, ასევე, მისი მიმდებარე ტერიტორია – ეს ის ზონაა, რომელსაც ქართული ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები ფარავენ. გალის მცხოვრები, რომელიც ნეტგაზეთს ესაუბრა, ამბობს, რომ გალში ბევრს მაგთიფიქსის (კომპანია მაგთის უკაბელო ტელეფონი) აპარატები აქვთ. მისი თქმით, სიგნალი ფარავს გალს და რამდენიმე სხვა სოფელს. „იყო შემთხვევა, როდესაც კარდაკარ დადიოდნენ (რუსი ჯარისკაცები), ოჯახებში შედიოდნენ, თუ სად და რომელ ოჯახში იდგა მაგთიფიქსის აპარატი“, – ამბობს ზაზა ჯალაღონია, აფხაზეთის განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი. გალში მცხოვრები, რომელსაც ნეტგაზეთი მაგთიფიქსის ნომერზე დაუკავშირდა, ამბობს, რომ მასაც სმენია ეს ამბავი, თუმცა მისთვის და მისი ახლო გარემოცვისთვის ტელეფონის ქონა არავის შეუზღუდავს. 2009 წლის სექტემბერში რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის მემორანდუმი დაიდო. მემორანდუმის საფუძველზე, აფხაზეთს რუსეთის კოდი +7 მიენიჭა. მემორანდუმის ხელის მოწერიდან ერთი წლის მანძილზე აფხაზეთში დარეკვა შეიძლებოდა როგორც ქართული კოდით +995, ასევე– რუსულით +7. ბილაინის ქსელიდან აფხაზეთში ზარი ხორციელდებოდა კოდით 844, თუმცა რამდენიმე დღეა, ამ კოდითაც შეუძლებელია სატელეფონო კავშირის დამყარება. „აქამდე ვრეკავდი და მირეკავდნენ ამ კოდით– 844, ბოლო რამდენიმე დღეა არავის დაურეკავს“,–ამბობს გალში მცხოვრები. მას მაგთიფიქსის აპარატი ფანჯარასთან ახლოს უდგას, სიგნალი უკეთ რომ დაიჭიროს. ამ ნომრით გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. ამიტომ ზარებს მხოლოდ მაშინ პასუხობს, როცა იმ ადგილზეა, სადაც მისი ტელეფონის აპარატი. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კომენტარს არ აკეთებს. კომპანია ბილაინის წარმომადგენელი ამბობს, რომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, აეკრძალათ ახალ კოდზე (+7) ზარების განხორციელება. აფხაზეთმა, თავის მხრივ, შეზღუდა ძველ კოდზე +995 ზარის მიღება. კომპანია სილქნეტის ოპერატორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ანა ნაკაშიძის თქმით, ის ტექნიკური საშუალებები, რომლითაც პირდაპირ უკავშირდებოდნენ რეგიონს, აფხაზეთის მხრიდან გათიშულია. ერთადერთი საშუალება რუსეთის კოდია, რომელსაც კომპანია „პრინციპული გადაწყვეტილების საფუძველზე“ არ იყენებს. საერთაშორისო ფიჭური კომპანიების ოპერატორები აფხაზეთს რუსული კოდით უკავშირდებიან. კომპანია სილქნეტი, რომელიც რამდენიმე უცხოურ კომპანიასთან თანამშრომლობს, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ დოიჩე ტელეკომი და სხვა ოპერატორები აფხაზეთთან დანარჩენ მსოფლიოს რუსეთის კოდით აკავშირებენ. ინტერნეტ გვერდი searchpeopledirectory.com, რომლის ერთ–ერთი ფუნქციაა, მის მომხმარებელს ქვეყნიდან ქვეყანაში დასარეკი კოდი მიაწოდოს, საიტზე აფხაზეთთან დასაკავშირებელ კოდად უთითებს +7–ს, ხოლო ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთი ერთ–ერთია. /get_img?NrArticle=3779&NrImage=2 Image 2776 პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სატელეფონო კავშირი შეწყდა, მის მეგობრებს, ძირითადად, ინტერნეტით, სკაიპით ეკონტაქტება. სოხუმში სკაიპით საუბარი სირთულეებს ნაკლებად უკავშირდება, გალისგან განსხვავებით. გალში მცხოვრები ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ქართული ინტერნეტი რეგიონში შეწყდა, თითქმის შეუძლებელია ინტერნეტით სარგებლობა. „აქ ძალიან ცოტას აქვს ინტერნეტი. მე ვცდილობ, რომ ჩემი ტელეფონიდან შევიდე ხოლმე, თუმცა ძალიან რთულია,// http://www.deweekkrant.nl/images/library/pictures/3c/a2/e1/ca/3_9386e859fee25d80df56520a3b46ec0d3b58c23d.jpg რიკი ვოლფსვინკელის აგენტმა განაცხადა, რომ მისი პარტნიორის გადასაბირებლად არცერთ კლუბს არ შეუწუხებია “უტრეხტი”. გუშინდელი პრესის ინფორმაციის თანახმად ტოტენჰემი და ლივერპული დაინტერესებულები არიან ახალგაზრდა ჰოლანდიელის გადაბირებით, მაგრამ როგორც გუშინვე იქნა ნათქვამი ლივერპულმა პირველმა მიმართა ოფიციალური წინადადებით უტრეხტს. მიუხედავად ამისა როგორც რიკის აგენტი ლუის ლაროსი ამბობს ეს ინფორმაცია სიცრუეა. ” ამ მომენტისთვის რიკის სხვა კლუბში გადასვლის შანსები მცირეა რადგან არც ლივერპულს და არც ტოტენჰემს ოფიციალური წინადადებით არ მოუმართავთ ჩვენთვის. ” ” არ შემიძლია დანამდვილებით ვთქვა ეს სერიოზული ინტერესია თუ უბრალოდ ჭორი, მაგრამ ჩვენ ორივე კლუბისგან ველოდებით ოფიციალურ შემოთავაზებას, რომ განვიხილოთ. ” ” მას კლუბის გამოცვლა სურს და ტოტენჰემიც და ლივერპულიც ძალიან მოწონს. ასე, რომ ჩვენ შემოთავაზებას ველოდებით. ” View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/cocxi-150x150.jpgმთავრობის დადგენილების მიხედვით, განისაზღვრა იმ ნივთების ჩამონათვალი, რომლებზეც საგადასახადო შეღავათები დაწესდება. საცვლების, ჯაგრისების და ცოცხების მწარმოებელ ქარხნებს გაუმართლათ, ისინი საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლდნენ. ჯერჯერობით, უცნობია შევძლებთ თუ არა საცვლების, ცოცხებისა თუ სხვა პირადი მოხმარების ნივთების უფრო შეღავათიან ფასებში ყიდვას, თუმცა ერთი რამის თქმა შეგვიძლია, შემოსავლის რაოდენობის განსაზღვრის მიუხედავად, სხვადასხვა ნივთების მწარმოებლები ამ კანონის ძალაში შესვლის დღიდან მიკროიბიზნესმენებად ჩაითვლებიან. მცირე ბიზნესმენობის მსურველებს კი ფართო არჩევანი ექნებათ, მათ შეუძლიათ ამ რომელიმე ბიზნესს მოუსინჯონ კბილი. შეღავათი დაწესდება “თავსაბურავების, დანარჩენი ტანსაცმლის და აქსესუარების, ხის სხვადასხვა ნაწარმის, ტანსაცმლისა და თავსაბურავების ხის საკიდების, ხის საოჯახო ნივთებისა და სამზარეულო საკუთვნობის, ფაიფურისა და ქაშანურის სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ნაკეთობების, სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ჭურჭლის და ინვეტარის, მუსიკალური ინსტრუმენტების, აკორდეონებისა და ანალოგიური საკრავების, მათ შორის ტუჩის გარმონიკების, სასულე მუსიკალური ინსტრუმენტების, ცოცხებისა და ჯაგრისების წარმოება, საყოფაცხოვრებო საქონლის და პირადი მოხმარების საგნების რემონტი, საყოფაცხოვრებო საქონლისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი, თუ ის ხორციელდება ამ საგნების წარმოების, საბითუმო და საცალო ვაჭრობისგან დამოუკიდებლად, ფეხსაცმლის და ტყავის ნაწარმის რემონტი, საათებისა და საივულერო ნაწარმის რემონტი, ტანსაცმლის გადაკეთება და რემონტი, საყოფაცხოვრებო საქონლისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი, თეთრეულისა და სხვა საფეიქრო ნაწარმის რეცხვა და დამუშავება, შინამეურნების გაძღოლასთან დაკავშირებული მომსახურება”. იმისთვის, რომ პირი გათავისუფლდეს გადასახადისგან და მის საქმიანობას მიკრობიზნესის სტატუსი მიენიჭოს, აღნიშნულ საქმიანობებს დაქირავებული მუშა ხელის გარეშე, საცალო წესით უნდა აწარმოებდეს. ამ შემთხვევაში, წელიწადში ჯამური ერთობლივი შემოსავლის 30 ათას ლარიანი ზღვარი აღარ იქნება. იხილეთ epn.ge
-
აფხაზი ვეტერანები ადასტურებენ, რომ აფხაზეთის 1990-იანი წლების კონფლიქტის დროს მათ რუსეთი აიარაღებდა. აფხაზი ვეტერანების საზოგადოებრივი მოძრაობის “ამცახარას” შესაბამისი განცხადება სააგენტო “აპსნი პრესმა” გამოაქვეყნა.აფხაზი ვეტერანები აცხადებენ, რომ რუსეთისთვის სამი სახელმწიფო აგარაკის გადაცემა “პატივის ცემაა იმ ქვეყნისა და ხალხისთვის, რომელმაც აფხაზეთი პირველმა აღიარა და ომის მძიმე წლებში დაეხმარა”.“ჩვენ – ომის ვეტერანებს გვახსოვს, რომელი იარაღიდან ვისროდით, სად ვიღებდით იარაღს და... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
რიგით მესამე ომის ვეტერანების საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ამცახარა” მოუწოდებს თავის თანამებრძოლებს, ყველა ვეტერანს თანხმობისაკენ მშვიდობის, სტაბილურობისა და აფხაზეთის აყვავებისათვის ხელშეწყობისაკენ.,,ამცახარას” დამფუძნებლებისა და ხელმძღვანელების მოსაზრებით, ,,... ოპოზიცია საზოგადოებაში აგრძელებს დაპირისპირების ინსპირირებას და ამჟამინდელი ხელისუფლების მადისკრედიტირებელი ხმების გავრცელებას, რომელბსაც არჩევნებზე მოსახლეობის 62 % მისცა ხმა”.ამასთან ერთად ,,ამცახარა” ასევე უკმაყოფილებას გამოთ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
დიდი ოდენობით უაქციზო თამბაქოს ნაწარმისა და სპირტიანი სასმელების შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს ნინოწმინდის რაიონის სოფელ დიდ ხანჩალში მცხოვრები პეტროს ჰარუთინიანი. საგამოძიებო სამსახურის გამოძიებით დადგინდა, რომ ჰარუთინიანს, სავარაუდოდ, სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოს ტერიტორიაზე კონტრაბანდული გზით, შემოტანილი ჰქონდა სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი, რამდენიმე ასეული ბოთლი ასევე უაქციზო მაღალალკოჰოლური და სპირტიანი სასმელები. მთლიანობაში აღნიშნული პროდუქციის საბაზრო ღირებულებამ 10 000 ლარს გადააჭარბა. სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანის ოდენობას გამოძიება დაადგენს. მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200-ე მუხლით, რაც ითვალსიწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/papirosi-150x150.jpgსაქართველოში თამბაქოს ფასმა მოიმატა. კონკრეტულად გაძვირდა სამი სახეობის თამბაქო: “პარლამენტი”, “L&M” და მალბორო. “პარლამენტი”, რომლის ღირებულებაც 3,80 თეთრს შეადგენდა, 20 თეთრით გაძვირდა, და დღეიდან მისი ღირებულება 4 ლარს შეადგენს. “L&M” ქართულ ბაზარზე 10 თეთრით მოიმატა და მისი ღირებულება 1,80 შეადგენს. ხოლო “მალბორომ”, 19 თეთრით მოიმატა. როგორც შპს “ომეგის” დისტრიბუციის წარმომადგენელმა ზურა ლომოურმა “ექსპრესნიუსს” განუცხადა, სიგარეტების გაძვირება აქციზზე ფასის ზრდამ გამოიწვია. “სიგარეტები იმიტომ გაძვირდა, რომ აქციზმა 20 თეთრით მოიმატა, ასევე ადგილობრივმა კომპანიებმა გააძვირეს ისეთი სიგარეტები, როგორიცაა “კომეტი”, “პირველი” და ა.შ.” – აცხადებს ლომოური. მისივე თქმით, მოიმატა სამივე თამბაქოს “სლიმის” ფასებმაც. შეგახსენებთ, რომ დღეიდან, საქართველოში სამი სახეობის თამბაქოზე ახალი ფასები დაწესდა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/SaSiaSvili1-150x150.jpgქართველმა ხალხმა სახალხო კრება და კრებასთან დაკავშირებული სწრაფად განვითარებული მოვლენები გადარჩენის გზად აღიქვა. ამის შესახებ, მოძრაობა “თეთრების” ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სახალხო კრების მსახურები პოლიტიკოსები უნდა იყვნენ. “მე ვესაუბრე ეროვნული ფორუმის მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალას კახა შარტავას და ასევე, “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” ლიდერს ეკა ბესელიას, რომლებიც მნიშვნელოვანი ფიგურები არიან “სახალხო წარმომადგენლობით კრებაში. ასევე მქონდა საუბარი გოგი ქავთარაძესთანაც და ვაცხადებ, რომ მათ სწორი პოზიცია გააჩნიათ,” – განაცხადა შაშიაშვილმა. კითხვაზე რა არის თემურ შაშიაშვილისთვის “სახალხო წარმომადგენლობითი კრება? მან ასეთი პაუხი გასცა. “კრება არის ჩემთვის განახლებული ეროვნული მოძრაობა. კრებამ უნდა დაასრულოს პოლიტიკური პარპაში და გააერთიანის ყველა,” – აღნიშნა შაშიაშვილმა. შაშიაშვილის თქმით, “სახალხო წარმომადგენლობითი” კრების შეკრება 8-9 იანვარს გაგრძელდება. იხილეთ epn.ge
-
სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა თაღლითობაში ბრალდებული 9 პიროვნება დააკავეს. დაკავებულები არიან: ილია ზედელაშვილი – კომპანია „ჯეოსთილის” ერთ-ერთი დირექტორი, დავით სპანდერაშვილი- კომპანია „ჯეოსთილის თანამშრომელი, ზვიად ზაკალაშვილი – კომპანია „ჯეოსთილის” კონტრაქტორი ფირმის „ინერტმეტალის” და „ჯაბა XX” -ის წარმომადგენელი, თეიმურაზ ხაჩიძე – კომპანია „ჯეოსთილის” კონტრაქტორი ფირმის „ინერტმეტალის” და „ჯაბა XX” – ის წარმომადგენელი, ზაზა მანჯგალაძე-კომპანია „ჯეოსთილის” კონტრაქტორი ფირმის „თემეტალის” წარმომადგენელი, ბესიკ სარჩიმელია – კომპანია „ჯეოსთილის” კონტრაქტორი ფირმის „თემეტალის” წარმომადგენელი, ალექსანდრე ოშაყმაშვილი – კომპანია „ ჯეოსთილის” კონტარქტორი ფირმების „შერმეტალი”, „სიფმეტალი”, „მეტალიკა”, „მარტმეტალი”, „კონტინენტალი XX” წარმომადგენელი, ალექსანდრე ძირღუაშვილი – მეტალურგიული ქარხნის თანამშრომელი – მწონავი, სიმონ წიკლაური – მეტალურგიული ქარხნის თანამშრომელი – მწონავი. კომპანიის თანამშრომლები დანაშაულებრივ გარიგებაში იმყოფებოდნენ ჯართის შემომტან კონტრაქტორებთან და ისინი მოწოდებული ნედლეულის (ჯართი) წონას ხელოვნურად ზრდიდნენ, რიგ შემთხვევაში, კი მათ მიერ ხდებოდა ასევე ჯართში წიდის მინარევის დამატება, რა გზითაც ახორციელებდნენ საწარმოდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებას. დაკავებულებს წაეყენათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 221-ე მუხლებით, რაც ერთობლიობაში ითვალისწინებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/gvenetaze-150x150.jpgშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ოთარ გვენეტაძე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. დღეს, ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. განცხადებაშია ნათქვამი, რომ 2011 წლის 3 იანვარს გმირთა მოედანზე, საქათველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა უკანონო ქმედებების აღკვეთის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის – ოთარ გვენეტაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიციის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევას. აღნიშნულთან დაკავშირებით, მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ოთარ გვენეტაძე გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან. იხილეთ epn.ge
-
სკანდალი იმ სამი ათას ტონა დაბინძურებულ კორმას მოყვა, რომელიც მეურნეობებში შევიდა. ეს დაბინძურებული კორმა 12 ნოემბრიდან 23 დეკემბრამდე გერმანიის ოთხი ფედერაციის 25 ობიექტში გაიყიდა. სკანდალის გამო, ამ დრომდე აკრძალვა მოქმედებს გერმანის 100-ზე მეტ გერმანულ საწარმოში. ექსპერტების განცხადებით, პანიკა მოწამლული საკვების გამო არ უნდა იყოს. რადგან მოწამლული საკვებით გამოკვებილი ქათმების მიერ დადებული კვერცხი ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის და რისკი არ არსებობს. თუმცა მოსახლეობა მაინც პანიკაშია. იხილეთ epn.ge
-
აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის მოსამსახურემ იარაღთან გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად თანამოსამსახურე მოკლა.ინციდენტი ირანის მოსაზღვრედ, ასტარინსკის რაიონის სასაზღვრო საგუშაგოზე მოხდა.მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.მიმდინარეობს გამოძიება. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/zRva-150x150.jpgეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, “ქობულეთის თავისუფალ ტურისტულ ზონაში” სასტუმროების მშენებლობით დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განაცხადების მიღების ვადა 2011 წლის 28 თებერვლამდე გააგრძელა. ამის შესახებ, დღეს განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ. მისივე განმარტებით, მომავალ კვირაში გაიმართება სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა, სადაც ქობულეთში ე.წ. ფიჭვნარის ტერიტორიაზე სასტუმროების აშენების მსურველი ინვესტორები გამოვლინდებიან. ქობალიას ინფორმაციით, “ქობულეთის ტურისტულ ზონაში” სასტუმროების აშენების სურვილი ოფიციალურად 50-ზე მეტმა კომპანიამ უკვე დააფიქსირა. მათ შორის არიან უცხოელი ინვესტორესბიც. შეგახსენებთ, რომ სამთავრობო კომისიამ უკვე გამოავლინა 8 ინვესტორი, რომლებმაც ქობულეთში 15 სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა უკვე დაიწყეს. შეგახსენებთ, რომ პროექტის თანახმად, სამშენებლო მიწის ნაკვეთის განკარგვა განხორციელდება სიმბოლურ ფასად, ისევე როგორც ანაკლიაში. დამტკიცებული საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაცია დამკვეთს გადაეცემა უსასყიდლოდ. ტერიტორია უზრუნველყოფილი იქნება საინჟინრო-კომუნალური ქსელებით და სათანადო ინფრასტრუქტურით იხილეთ epn.ge
-
ავსტრალიის შტატ კვინსლენდში წყალდიდობამ პიკს მიაღწია. სტიქიამ ყველაზე მეტად ქალაქ როკჰემპტონს შეუტია, სადაც მდინარეში წყლის დონის მაჩვენებელმა ნორმალურზე 9.2 მეტრით მოიმატა. ადგილობრივების თქმით, მდინარე სავსეა შხამიანი გველებით და ნიანგებით, რაც როკჰემპტონის მოსახლეობას დამატებით საფრთხეს უქმნის. იხილეთ tabula.geზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/patim-2-150x150.jpgდღეს, მსჯავრდებულთა ვადაზე ადრე გათავისუფლება სასჯელაღსრულების სამინისტროს სპეციალური საბჭოების გუშინდელი გადაწყვეტილების საფუძველზე 27-მა პატიმარმა საპყრობილე დატოვა. დღეს კი ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ დადებითად 5 პატიმრის საქმე გადაწყვიტა. კომისიის წლის პირველი სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. კომისიის თავმჯდომარის გიორგი მაკასარაშვილის განცხადებით, პატიმრები საპყრობილეებს ორი დღის ვადაში დატოვებენ. “ყველა იმ პატიმრის საქმეზე, რომელთა გათავისუფლების თაობაზეც დღეს გადაწყვეტილება მივიღეთ, სასჯელაღსრულების სამინისტროს სპეციალურმა საბჭოებმა იმსჯელეს, თუმცა ზეპირი მოსმენით მათი ვადაზე ადრე გათავისუფლება მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს”, – განმარტა მაკასარაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში, ვადაზე ადრე სულ 55 პატიმარი გათავისუფლდა, მათ შორის 6 ქალია და 4 კი არასრულწლოვანი. იხილეთ epn.ge
-
http://b.pix.ge/y/r95gv.jpg ლივერპულის მენეჯერი როი ჰოჯსონი ასტონ ვილას ფეხბურთელით, სტეფან აირლენდით აპირებს გუნდის გაძლიერებას. ჰოსჯონი ამ თვეში შეეცდება ირლანდიელის გადმობირებას, რომელიც შარშან მილნერის ტრანსფერში იქნა ჩართული. სიტიმ მილნერის სანაცვლოდ, ასტონვილას გარკვეული თანხა და + აირლენდი შესთავაზა. საბოლოოდ ამ უკანასკნელმა სასტარტო შემადგენლობაში ვერ დაიმკვიდრა ადგილი და ახლა ჰოჯსონის სამიზნედ იქცა. 24 წლის ირლანდიელი ლივერპულს არც ისე ძვირი დაუჯდება, მისი ფასი 4 მილიონ ფუნტს შეადგენდა შარშან, როდესაც ტრანსფერის ნაწილი გახდა. მისმა ასაკმა და პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილებამ, ლივერპულის თავკაცებისთვის შესანიშნავი სამიზნე გახადა. ისინი ხომ ახალგაზრდა და იაფფასიან ფეხბურთელებს ეძებენ, რომლებიც ენფილდზე თავიანთი პოტენციალის გამოვლენას შეძლებენ. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/SaSiaSvili-150x150.jpgმსოფლიოს არ ახსოვს მაგალითი, ისე მოექცა ხელისუფლება მოშიმშილეებს. განაცხადა მოძრაობა “თეთრების” ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, უზნეობას საზღვარი არ აქვს. “ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებები მოშიმშილეებთან დაკავშირებით, გაუმართლებელი იყო. 20-25 დღეა ამ ადამიანებს სახლში შუქი არ აქვთ და ლუკმა პური ენატრებათ,” – განაცხადა შაშიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ შაშიაშვილმა კომენტარი იმ მოშიმშილეებთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში, გმირთა მოედანზე შიმშილობდნენ. მოძრაობა “თეთრების” ლიდერი ახალ წელს მათთან ერთად შეხვდა. იხილეთ epn.ge
-
http://s004.radikal.ru/i207/1101/16/c1a45732b607.jpg პატარა შესვენების შემდეგ ისევ გრძელდება “ფენიქსის” ისტორია ჩვენს საიტზე (ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის) - ჯოჯოხეთში შევხვდებით მაკენზი! ჯოჯოხეთში! - არა! არა! მხარზე ვიღაცის ხელის მორტყმამ გამომაღვიძა და როდესაც თვალები ავახილე წინ როის და პიტის სახეები შემეფეთა. - კარგად ხარ ჯონ? – მკითხა პიტმა რომელსაც ხელში “The Times” – ის გაზეთი ეჭირა. - რატომ მეკითხები? - ძილის დროს რაღაცეებს ბოდავდი და ცოტა შეგვაშინე – ჩაერთო საუბარში როი - არა არაფერია. კარგად ვარ უბრალოდ ცუდი სიზმარი ვნახე - ვეჭვობ ამის ნახვის შემდეგ უფრო ცუდი სიზმრები შეგაწუხებს. წაიკითხე. – პიტმა გაზეთის ყდა ფართოდ გაშალა და მაშინვე თვალში მეცა დიდი წითელი ასოებით დაწერილი ფრაზა “ ფენიქსი იძებნება “ გამოვტაცე ხელიდან გაზეთი პიტს და მაშინვე მეორე გვერდზე გადავშალე სადაც ამ ფრაზებისადმი მიძღვნილი ვრცელი სტატია ეწერა: “ საზარელი ფაქტი მოხდა გუშინ ენფილდ როუდის მიმდებარე ტერიტორიაზე. ლივერპულსა და მანჩესტერს შორის მატჩის დასრულების შემდეგ ორივე კლუბის ფანები ენფილდ როუდის “ჩიხში” შეიკრიბნენ და ერთმანეთი უმოწყალოდ ცემეს. პოლიციამ სწრაფი რეაგირება ვერ მოახდინა და ხულიგნების ჩხუბის შედეგად 17 წლის პიტერ პარლოუ მოკლეს. მკვლელი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა და როგორც გამომძიებელი ჯოშუა პრატონი იტყობინება მკვლელის შესახებ მხოლოდ ის გახდა ცნობილი, რომ მას ჯონი ჰქვია ზედმესახელად “ფენიქსი” და მისი სავარაუდო ასაკი 17-18 წელია. ეს ინფორმაცია გამოძიებას დაკავებულმა ლივერპულის ფანმა მიაწოდა და მისივე განცხადებით სხვა არაფერი არ იცოდა მის შესახებ, რადგან ახალი გაცნობილი ჰყავდა იგი. ასევე, ამ ფანთან ერთად პოლიციას დაკავებული ყავს მანჩესტერის სამი ფანი. გამოძიება გრძელდება და როგორც გამომძიებელი პრატონი გვპირდება საქმე მალე გაიხსნება და დამნაშავეს მალე მიაგნებენ. ახალ დეტალებს “The Times” შემდეგ გამოცემაში გაგაცნობთ. “ როდესაც დავამთავრე სტატიის კითხვა გაზეთი დავკუჭე, კუთხეში მოვისროლე და ანერვიულებული სახით გადავხედე როის და პიტს. მათაც ეტყობოდათ, რომ ამ სტატიით არანაკლებ აღელვებულები იყვნენ. - ნაბიჭვარი! ნეტავ ვინ ჩამიშვა?! - არ ვიცით, მაგრამ რომ გავიგებთ … - არა როი არა! ამიერიდან მე უნდა გავაგრძელო მარტო. აქ არის თქვენი ბოლო გაჩერება. ამის შემდეგ თქვენთვის გზა აღარ გადის. - რაა?! - მათ არ იციან, რომ თქვენ ჩემთან ერთად ხართ და ამის არანაირი ეჭვი არ აქვთ. სანამ დროა უნდა გაცილდეთ აქაურობას. მადლობელი ვარ აქამდე, რომ მხარში მედექით, ამას სიცოცხლის ბოლომდე დაგიფასებთ. - შენ რა გაგიჟდი?! შენ რა გგონია აქამდე მოვალეობას ვიხდიდით, რომ გეხმარებოდით? ჯონ მიკვირს შენგან ასეთი ლაპარაკი. ბავშვობიდან ძმაკაცობას ეს არ უსწავლია, რომ გაჭირვებაში ერთმანეთი მივატოვოთ. ან ამას, რომ დავანებოთ თავი – ამის თქმისას პიტმა როის გადახედა – ჩვენ ერთი სიყვარული გვაერთიანებს. გუნდის ფანობა ეს ხომ სხვა ფენომენია. ვერავინ ვერ შეწვდება ამ სიტკბოებას რასაც გუნდის ფანობა ქვია სანამ ძმაკაცის მხარში დგომას არ ისწავლის. აქამდე ჩვენ ასე მოვედით, ერთმანეთის მხარში ამოდგომით და ახლა რას მებუნები? ბავშვობიდან ამაზე არ ვოცნებობდით, რომ ლივერპულის გულშემატკივრებიდან ნამდვილ ფანებად ჩამოვყალიბებულიყავით? - პიტი მართალია ჯონ. ჩვენ შენ გჭირდებით. – მხარი აუბა მას როიმ - თქვენ ვერ გამიგეთ. მე ფანობაზე უარს კი არ ვამბობ, მე არ მინდა, რომ ამ საქმეში თქვენც გაგრიოთ. - ორივე მზად ვართ ამისთვის. ამ თემაზე ლაპარაკი აღარ მინდა! – პიტი მომიახლოვდა, როისაც უხმო და ორივე ერთად გადამეხვივნენ. ასე ჩახუტებულები ვიყავით, როდესაც როიმ “YNWA” – ს სიმღერა დაიწყო. აქამდე ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს სიმღერა საფეხბურთო მოედნების, განსაკუთრებით კი ენფილდის გარდა სხვა გარემოსაც თუ ასე მოუხდებოდა. მეგონა, რომ ეს სიმღერა ჩემთვის იყო დაწერილი, რადგან ძალიან შეეფერებოდა ჩემს ახლანდელ მდგომარეობას. თითქოს შეეგრძნო ეს მის ავტორს და ისიც გვერდში მიდგებოდა როისთან და პიტთან ერთად. მთელი სიმღერის განმავლობაში ტანში მაჟრიალებდა და როდესაც დავასრულეთ სიმღერა სიტყვებით “You’ll Never Walk Alone” ცრემლები ვეღარ შევიკავე და ისევ მაგრად ჩავეხუტე მათ. - მე თქვენ მიყვარხართ ბიჭებო! - კაი ხო ნუ გაპედერასტდები – სიცილით თქვა პიტმა და მას როისთან ერთად მეც ავყევი. ფეხზე დგომისგან დაღლილებმა ფეხების დასვენება გადავწყვიტეთ. მე ისევ ძირს დაფენილ ლეიბზე ანუ “საწოლზე” წამოვწექი, როი და პიტი კი სკამზე დასხდნენ. წამოვწექი თუ არა ფიქრებით გუშინდელ დღეზე გადავეშვი. ხომ არ ჩავბარდე პოლიციას? არამგონია სწორი არჩევანი იყოს, მაგრამ ამით ხომ როის და პიტს ვიხსნი. მაგრამ არა მათ ხომ უკვე გამოხატეს თავიანთი მყარი პოზიცია ამ საკითხისადმი. არ ჭირდებათ მათ არანაირი ხსნა, ისინი ბოლომდე ჩემს გვერდში ყოფნას აპირებენ, ხოდა ასეც იყოს. ფიქრებმა აღარ მოისურვეს გუშინდელ დღეზე გაჩერება და ახლა წაკითხულ სტატიაზე მიმანიშნეს. მეც ჩავუღრმავდი ამ ფიქრის “მასალას”. ნეტავ ვინ არის ის ნაბიჭვარი რომელმაც გამწირა? რომელმა ლივერპულელმა გამიმეტა? “ფენიქსის” სახელით ხომ ბევრი არ მიცნობდა, ესეიგი ვინმე “პაბის ბიჭი” იქნებოდა. ამის გაგებდა უფრო ადვილი იქნებოდა ჯო ჰოლოვეი, რომ მენახა, მაგრამ მასთან შეხვედრა, ჩემთვისაც და მისთვისაც საშიში იყო. ლივერპულში ხომ აქამდეც ბევრი პოლიციელი დადიოდა და ჩემი ჩადენილი დანაშაულის შემდეგ უფრო გაძლიერდა მათი “თარეში”. ცნობისმოყვარეობა მკლავდა თუ ვინ ჩამიშვა, მაგრამ უნდა მომეცადა. - არ გშია? – ფიქრები გამიფანტა როიმ - კი - აიღე – პური და ძეხვი გამომიწოდა როიმ. გამოვართვი გამოწოდებული “საჭმელი” და პური ჩავკბიჩე თუ არა მაშინვე საშინელი გრძნობა დამეუფლა. ამ პურმა გუშინდელი დღე გამახსენა როგორ უმოწყალოდ ეგდო გასისხლიანებული ბიჭი ძირს და როგორი ნაღველი შეიმჩნეოდა მაშინ მის სახეზე. ისიც ხომ ჩემნაირი იქნებოდა. ეყოლებოდა დედ-მამა, და-ძმა, იცხოვრება ტიპიურ ინგლისურ სახლში, ტიპიურ ინგლისელებთან ერთად. ეყოლებოდა მეგობრები, ვისთანაც ლაყბობა და მთელი დღე უსაქმურად ქუჩაში დგომა ყველანაირ სხვა გასართობს ერჩივნა, გარდა ფეხბურთისა. საღამოობით დაბრუნდებოდა სახლში, ოჯახთან ერთად ტელევიზორს უყურებდა, ძილის წინ აკოცებდა ყველა ოჯახის წევრს და დაწვებოდა დაიძინებდა. მეორე დღეს ისევ გაიღვიძებდა და ისევ იგივენაირად თითქოს ფურცელზე დაწერილი სცენარით გაგრძელდებოდა მისი ცხოვრება, მაგრამ ახლა აღარ. მე ეს ფურცელი გადავხიე, ნაკუწებად ვაქციე და შესაბამისად აღარც სცენარი არსებობს. რა უფლება მქონდა მე ვიღაც “ფენიქსს” სხვას ცხოვრება რომ წავართვი? ვინ ვარ მე? არავინ! მეტიც, არარაობა! უსინდისო ყოფილხარ ჯონ. ყოველივე ამის შემდეგ თავს უფლებას აძლევ, რომ ჭამო კიდევაც? ის ბიჭიც ხომ ამ პურს ჭამდა, ამ პურით გაიზარდა, ახლა კი შენ მისი გამზრდელის ჭამასაც კადრულობ? … მეზიზღები ჯონ მაკენზი! - პიტი სად წავიდა? – პურის გვერდზე გადადების შემდეგ ვკითხე როის - გარეთ გავიდა საჭმლის და სასმელი წყლის მოსატანად - საშიში არ არის? - კი, მაგრამ შიმშილობაც და უწყლობაც საშიშია - ხო – ძლივს გადავყლაპე პირში ჩარჩენილი ბოლო ლუკმა როის ვუყურებდი და ჩემი თავის მიმართ ზიზღი უფრო მატულობდა. ჩემი საქციელის გამო როი და პიტიც საფრთხის ქვეშ არიან. არა მაინც რატო მოხდა ასე? იქნებ ღმერთი ნაწყენია ჩემზე? ნამდვილად ნაწყენია თორემ ასე ხომ არ გამიმეტებდა. ჩემი ბრალი ხომ არ იყო ეს შემთხვევით მოხდა, მაგრამ მაინც მე ადამიანი გამოვასალმე სიცოცხლეს. იმ სიცოცხლეს რომელიც ღმერთმა არგუნა. ახლა ალბათ მისგან პატიების იმედიც არ უნდა მქონდეს. ოთახში სიჩუმე გარედან შემოსულმა ვიღაცის ფეხის ხმამ დაარღვია. მე და როი გავფითრდით. - ჯონ მაკენზი ხელებაწეული გამოდი გარეთ – გარედან მოისმა ხმა - წადი შენი! შემოეთრიე! – ანერვიულებული სახე ისევ დამიწყნარდა - მეც მოვედი – ოთახში გაღიმებული პიტი შემოვიდა, რომელსაც ერთ ხელში პარკი მეორეში კი ბოთლი ეჭირა. - რა ხდება გარეთ? – ვკითხე მე, როდესაც პარკი და ბოთლი ძირს დადო. - არაფერი უბრალოდ ბევრი პოლიციელია. - ხომ არ იეჭვეს რამე? - არა. ყველაფერი რიგზეა. მაცალე ჭამა. ვჭამდით, როდესაც წყლის დალევა მომინდა. ბოთლს სახურავი მოვხადე, მაგრამ ხელიდან დამისხლტა და ბნელ კუთხეში, არც თუ ისე პატარა ღრიჭოში შეგორდა. - ფუ შენი ამით გაღიზიანებული, ავდექი და იმ კუთხესთან ჩამოვჯექი. ხელი შევყავი თუ არა ღრიჭოში მაშინვე ვიგრძენი რკინასთან შეხება. გამიკვირდა, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია და თავსახური გამოვიღე. ცნობისმოყვარეობამ დამძლია და როდესაც დავიბრუნე თავსახური ისევ შევყავი ღრიჭოში ხელი. გაჭედილი იყო რკინის საგანი და ამიტომ მაგრად მომიხდა მიწოლა. ბევრი წვალების შემდეგ როგორც იქნა სუფთა ჰაერზე გამოვიტანე იგი და როდესაც დავხედე გავოგნდი. ეს იარაღი იყო. თვალებს ვერ ვუჯერებდი. რა უნდოდა აქ იარაღს? ვინ დადო? სწორედ ეს კითხვები მაწუხებდა და მეგონა, რომ პასუხი როისთვის უნდა მომეთხოვა. - არ ვიცი ჯონ ალბათ … არ ვიცი. ჩემ ძმას ამასთან არაფერი საერთო არ აქვს დარწმუნებული ვარ. - მეც ეგრე მგონია. ალბათ სხვა ვინმე ცხოვრობდა აქ … ამას რა ვუყოთ? – ხელით ავწიე იარაღი - ისევ დავდოთ იქ სადაც იდო. რა იცი იქნებ გაჭირვებისას გამოგვადგეს – თქვა პიტმა - კარგი ასე იყოს, მაგრამ ამას არცერთი ჩვენგანი არ გამოყენებს! მხოლოდ თავდაცვის მიზნით ან გამოუვალ სიტუაციებში. – იარაღი ისევ ღრიჭოში შევდე და ისევ ლეიბზე წამოვწექი. გუშინდელ დღეზე ფიქრები უკვე მომაბეზრებელი ხდებოდა ჩემთვის, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ გამეთვითცნობიერებინა თუ რა დავაშავე. ყველაფერს მაინც ძილი მერჩივნა … View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/shashiashvili4-150x150.jpgსაქართველოში თურქული ანდაზაა მოქმედებაში – “ხელი მოხვიე, მოახრჩვეო”. განაცხადა პოლიტიკური მოძრაობა “თეთრების ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, 5 იანვარი ის დღეა, როდესაც სააკაშვილმა ხალხს არჩევნები და სკამი წაართვა. “ქვეყანა შედგება ეკლესიისგან, მოაზროვნე ადამიანებისგან, ხალხი დაიღალა მოწოდებებით, ითხოვს მოქმედებას, და მართლაც, მოქმედების და თავგანწირის დროა. გუშინ, ერთმა ადამიანმა მითხრა რაღაც და არ შემიძლია არ დავეთანხმო – “ხელისუფლებამ ზამთარიც კი გაყიდა,” – აღნიშნა შაშიაშვილმა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/irma-inaSvili-150x150.jpgჟურნალისტი ირმა ინაშვილი მოძრაობა “თეთრების” ლიდერს თემურ შაშიაშვილს უპირისპირდება. ინაშვილის მტკიცებით, შაშიაშვილმა მთელი რიგი დაპირისპირებები გააჩაღა. ჟურნალისტმა პოლიტიკური მოძრაობა “თეთრების” ლიდერს, პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, შემდეგი სიტყვებით მიმართა: “მე გეუბნებით, რომ თქვენ ავრცელებთ ჭორებს, რატომ არ ეუბნებით ჟურნალისტებს, რატომ ხლართავთ ჭორებს. არანაირი სურვილი არ მაქვს სკანდალების, მაგრამ თქვენ გაავრცელეთ ჭორი, რომ ვითომ “წინააღმდეგობის მოძრაობას” აფინანსებს პაატა შევარდნაძე. ეხლა აბრძანდით, ჩადით მეტროში, ადით ავტობუსში და ყველას გააგებინეთ, რომ ირმა ინაშვილს პაატა შევარდნაძესთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს და მას არავინ დაუფინანსებია,” – განაცხადა ინაშვილმა. ინაშვილის საუბრიდან ირკვევა, რომ შაშიაშვილმა გუშინ დაურეკა სახალხო წარმომადგენლობითი კრების წარმომადგენელს გოგი ქავთარაძეს და სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ მას ზაზა პაპუაშვილი და შოთა გურჯიძე ლანძღავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ შაშიაშვილი ქავთარაძის პოზიციას დადებითად აფასებდა სახალხო კრებასთან დაკავშირებით, გამართულ პრესკონფერენციაზე, აღნიშნული ფაქტის შემდეგ აღნიშნა, “ქავთარაძეს უკადრებელი უკადრებიაო”. შაშიაშვილი ინაშვილის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ეს მორიგი შეტევაა და აუცილებლად გაუმკლავდება. ხმამაღალი დაპირისპირების მიუხედავად, ინაშვილმა შაშიაშვილი, რადიო “ობიექტივში” დებატებზე მიიწვია. წინასწარი ინფორმაციით, დებატები რადიო “ობიექტივის” პირდაპირ ეთერში 18:00 საათზე დაიწყება. იხილეთ epn.ge
-
პრემიერ-მინისტრის შეფასებით,http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/gilauri..2-150x150.jpg ახალი კურსი შედეგს გამოიღებს და ეკონომიკური ზრდა 2011 წელს უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ამას პროგნოზირებენ. ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა, ნიკა გილაურმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრომ, კერძო სექტორთან ძალიან მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს. ,,პირველი იანვრიდან, ახალი საგადასახადო კოდექსი ძალაში შევიდა, რომელიც კერძო სექტორთან მჭიდრო თანშრომლობით იქნა მიღებული. ჩვენ გვინდა ვთხოვოთ ყველას, თუ რამე ხარვეზი იქნება აღმოჩენილი, დაუკავშირდნენ ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს, პრემიერ მინისტრის აპარატს და ჩვენ შევეცდებით ყველა სახის ხარვეზი გამოვასწოროთ,” – განაცხადა გილაურმა. იხილეთ epn.ge
-
http://fc06.deviantart.net/fs70/f/2010/006/4/f/Steven_Gerrard_by_Recoobic.png პრემიერლიგის 22-ე ტურის მატჩი ბლექბერნთან, ლივერპულის კაპიტნისთვის 550-ე იქნება კარიერაში… Ewood Park-ზე 16 საპრემიერლიგო მატჩიდან ლივერპულმა მხოლოდ 5 მოიგო. 6 ფრედ დასრულდა და 5-ჯერაც მარცხი იგემა. ბოლო შეხვედრა კი ბლექბერნთან ენფილდზე, ოქტომბერში 2-1 დასრულდა. სოტირიოს კირგიაკოსის გოლს ჯეიმი კარაგერის ავტოგოლი მოჰყვა, რამოდენიმე წუთში კი ფერნანდო ტორესმა გამარჯვების გოლიც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა… აღსანიშნავი სტატისტიკაა, რომ ლივერპულს ბოლო 7 მატჩი არ წაუგი ბლექბერნთან. ამავდროულად ლურჯ-თეთრებს ბოლო 20 მატჩში ყველა ტურნირის გათვალისწინებით მხოლოდ 1 გამარჯვება აქვს წითლებთან. მხოლოდ პრემიერლიგაში კი ბოლო 24 მატჩიდან ერთხელ მიაღწიეს წარმატებას. ლივერპულის ამჟამინდელი მენეჯერი როი ჰოჯსონი 1997/98 წლებში ბლექბერნს ედგა სათავეში და 62 ჩატარებულ შეხვედრიდან 22 მოიგო, ამდენივე წააგო და 18 მატჩიც ფრედ დასრულდა. მას შემდეგ რაც სემ ელერდაისის ხელმძღვანელობით ბლექბერნმა მიმდინარე სეზონში ზედიზედ 3 თამაში მოიგო, ელერდაისი გაანთავისუფლეს. ახლანდელი მწვრნთელის, სტივ კინის მოსვლის შემდეგ კი უკვე ორი შეხვედრა დათმეს Ewood Park-ზე. როი ჰოჯსონის ლივერპულმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 2 გასვლითი მატჩი მოიგო და ორივე ჩრდილო-ინგლისელებთან, ბლექბერნი შესაძლოა შემდეგი იყოს. თუმცა ჯერჯერობით როის Ewood Park-ზე ჩატარებული 3 შეხვედრიდან გამარჯვება არც ერთი არ მოუპოვებია. ფერნანდო ტორესს კი ბლექბერნთან მხოლოდ 4 მატჩი აქვს ჩატარებული, მაგრამ უკვე 5 გოლი აქვს ანგარიშზე, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ენფილდზე აქვს აღებული მათ კარი… აღსანიშნავია ელ ნინიოს ულამაზესი გოლი , რომელიც საბოლოოს 2009 წლის საუკეთესო გოლად დასახელდა… (ვიდეოს გთავაზობთ სტატიის ბოლოს) ტრამვირებულები: ლივერპულს უკვე “სტაჟიანი” ტრამვირებუები, სპირინგი და კარაგერი კვლავ დააკლდებიან, მათ სიას კი რაულ მეირლეშიც შეუერთდა, რომელმაც ბოლტონთან მატჩის პირველივე ნახევარში კოჭი დაიზიანა. წითლების სარეზერვო მეკარე ბრედ ჯონსი ავსტარილიის ნაკრებთან ერთად აზიის თასზე მონაწილეობს, რის გამოც მის ადგილს სათადარიგოთა სკამზე სავარაუდოდ პიტერ გულასკი დაიკავებს. ბლექბერნს კი ენდრიუსი, გრელა, ემერტონი, ჰანლუ, ჯონსი, ნ’ზონზი, რობერტსი და რობინსონი დააკლდებიან ტრამვების გამო. 2 მატჩიანი დისკვალიფიკაციით კი კალინიჩი გამოტოვებს მატჩს. და ბოლოს, თუ სტივენ ჯერარდი მიიღებს მონაწილეობას დღევანდელ მატჩში, ეს იქნება მისი 550-ე თამაში წითელი მაისურით და იგი შევა საუკეთესო ათეულში ლივერპულში ჩატარებული მატჩების რაოდენობის მიხედვით. აღსანიშნავია რომ გამოთვლილი სტატისტიკით, რომ რა ჯერარდის საგოლე გადაცემები და გოლები, დღეს ლივერპული 19-ე პოზიციაზე იქნებოდა პრემიერლიგაში… View the full article
-
(გაგრძელება, იხ. დასაწყისი)...სომხეთის გასაბჭოება მხოლოდ 1920 წლის 29 ნოემბერს განხორციელდა.იმ შემთხვევაში თუ გენერალ გ.კვინიტაძის მიერ შემოთავაზებული გეგმით იმოქმედებდნენ, საქართველოს ხელისუფლებას აზერბაიჯანელთა და სომეხთა მხრიდან ქართული ჯარის უსაფრთხოების გარანტია უნდა ჰქონოდა. აზერბაიჯანელებისგან ამის მიღწევა შეუძლებელი იყო იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მათ ბოლშევიკებს ქვეყანა თითქმის უბრძოლველად ჩააბარეს.რაც შეეხება სომხეთს, იგი ხელსაყრელი სიტუაციის შექმნისთანავე მის მიე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/gilauri-150x150.jpgპრემიერ მინისტრის შეფასებით, 2010 წელი ეკონომიკური თვალსაზრისით საკმაოდ რთული, თუმცა წარმატებული აღმოჩნდა. მთავრობის სხდომაზე გილაურმა განცხადა, რომ 2010 წელს ეკონომიკური ზრდა ბევრად უფრო მაღალი იყო ვიდრე ელოდებოდნენ. მისი თქმით, ამასთან ერთად, მაღალი იყო ინფლაციური წნეხიც. ,,2010 წელს ინფლაციური წნეხიც მაღალი იყო, რამაც გარკვეული უარყოფითი ეფექტი იქონია საზოგადოებასა და ეკონომიკაზე. ჩვენი მთავარი ფოკუსი, განათლება, ჯანდაცვის სექტორი და ეკონომიკური კურსი იყო და 2011 წელსაც იგივე გაგრძელდება,”- განაცხადა გილაურმა. პრემიერ მინისტრმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ქართველ ხალხს მთავრობის სახელით, ახალი წელი და შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და ყველას წარმატებული წელი უსურვა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/qobalia-2-150x150.jpg2011 წელი მნიშნველოვანი უნდა იყოს საქართველოში უმუშევრობის შემცირებით და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თავლსაზრისით. ამის შესახებ, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ მთავრობის ხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, სამუშაო ადგილების შექმნა, პირველ რიგში, სოფლის მეურნეობასა და ენერგეტიკის სფეროშია შესაძლებელი. ,,რეგიონში ხალხს საშუალება უნდა მივცეთ საკუთარი შემოსავლის მიღების. ჩვენ ასევე მუშაობას გავაგრძლებთ ტურიზმის სფეროში და ახალი ტურისტული ცენტრების შექმნასაც ვგეგმავთ”, – განაცხდა ქობალიამ. იხილეთ epn.ge
-
ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ საავტომობილო ტრანსპორტის სამმართველოს უფროსის სერგეი ვალიევის განცხადებით, ცხინვალში საუბრობენ სოხუმის მიმართულებით ავტობუსების პირდაპირი რეისების დანიშვნაზე, ასევე მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში. ამავე დროს მან აღნიშნა ისიც, რომ ამ მიზნების განხორციელებისათვის იგეგმება 15 ახალი სამგზავრო ავტობუსის შესყიდვა. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე