Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ირანელმა მესაზღვრეებმა აშშ-ის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი მოქალაქე დააკავეს.უცხოური მედიის ცნობით, ამერიკელი ქალი ირანის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დააკავეს, სადაც იგი სომხეთიდან ვიზის გარეშე შევიდა.ოფიციალური ინფორმაციით, დაკავების დროს მას “ჯაშუშური აღჭურვილობა ან მიკროფონი” აღმოუჩინეს, რომელსაც იგი კბილებში მალავდა.ქალის დაკავების თარიღი და მისი შემდგომი ბედის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  2. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/lavanguardia_thumb1.jpg სარედაქციო წერილი სულ რაღაც ნახევარი საუკუნის წინ, ევროპული ყოფის თეორიაც და პრაქტიკაც გაცილებით მარტივი იყო. ევროპული ლიდერების წინაშე იდგა ძალიან მკაფიო საერთო ამოცანა: საერთოევროპული, ფრანკო-გერმანული ომის თავიდან აცილება. მკაფიოდ იყო განსაზღვრული ასევე საშუალო სტატისტიკური ევროპელის პროფილიც: ახალგაზრდა, პოლიტიკისგან დაღლილი, სოფლიდან ქალაქში ემიგრირებული, თოვლივით თეთრი, ომგადატანილი, ადამიანი რომელიც თავს სამყაროს ცენტრად აღარ გრძნობს და კაპიტალიზმისა და რევოლუციის ზღვარზეა, ისევე როგორც ოდესღაც პროტესტანტიზმის და კათოლიციზმის ზღვარზე. ისტორიულად, ევროპის გაერთიანებისადმი ორი მიდგომა არსებობდა: ძალა და გონება. პირველს იზიარებდნენ ლუდოვიკ მე-14 თავისი იმპერიალიზმით, ნაპოლეონი თავისი ექსპანსიური პოლიტიკით და ჰიტლერი და სტალინი თავიანთი მანიებით. მათ საპირწონედ გვევლინება მშვიდობიანი ინტეგრაციის პოლიტიკა, რომელმაც ბოლო ორასი წლის განმავლობაში, ორჯერ გაიმარჯვა. მის გამოვლინენებად იქცა, მე-18 საუკუნის კოსმოპოლიტიზმი და დემოკრატიული კლუბის, ევროკავშირის შექმნა, რომელიც 2007 წელს რუმინეთის და ბულგარეთის გაწევრიანების შემდეგ, 27 წევრ-სახელმწიფოს აერთიანებს. ჟან მონესა და მისი თანამედროვეების მიერ ჩაფიქრებულ საერთო ევროპულ სახლს, მათი შთამომავლები აშენებდნენ და აფართოვებდნენ, ქმნიდნენ რა მისგან უფრო კომფორტულ და პრაქტიკულ სივრცეს. შარლ დეგოლმა და კონრად ადენაურმა განატკიცეს ფრანკო-გერმანული მეგობრობა, შეასრულეს რა საკუთარი ეპოქის მთავარი პოლიტიკური ამოცანა. ვალერი ჟისკარ დესტენმა და ჰელმუტ შმიდტმა დააჩქარეს ის ღერძი, რომლის გარშემოც ევროპა ტრიალებდა. ფრანსუა მიტერანმა და ჰელმუტ კოლმა ევროპული სახლი მაასტრიჰის შეთანხმების შესაბამისად გადააკეთეს. ყველა ამ ადამიანის წყალობით ევროკავშირმა არამხოლოდ თავიდან აიცილა ახალი ომი, არამედ მისი წევრი-სახელმწიფოებისთვის უპრეცედენტო სტაბილურობას და კეთილდღეობას მიაღწია. ექვსი წევრი ქვეყნიდან ევროკავშირი 27 წევრამდე გაფართოვდა. ამავდროულად, ამ წევრებიდან არცერთს, ყველაზე ონავრებსაც კი არ სურთ ბლოკის დატოვება, მეზობლებს კი მასში გაწევრიანება უნდათ. მაგრამ ევროპული ყოფის თეორია და პრაქტიკა დღეს იმაზე საგრძნობლად რთულია, ვიდრე ნახევარი საუკუნის წინ იყო. ევროკავშირის სიმტკიცე ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით იზომება: ევროკავშირის შიგნით იზრდება წინააღმდეგობა ევროპული კონსტიტუციის გარშემო; ევროპა, ისევე როგორც მთელი მსოფლიო გლობალიზაციამ მოიცვა; ევროკავშირის ქვეყნები მსოფლიოს ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის შედეგებს ებრძვიან. სიტუაცია საგანგაშოა. დასავლეთიდან ევროპას აშშ აწვება, რომელიც ზღუდავს მის პოლიტიკურ და სამხედრო ძალას; აღმოსავლეთიდან მასზე ზეწოლას ახორციელებენ მომძლავრებული აზიური სახელმწიფოები ინდოეთი და ჩინეთი, რომლებიც მის ეკონომიკას და კეთილდღეობას პრობლემას უქმნიან, და რუსეთი, რომელსაც ენერგეტიკული რესურსების გასაღები აქვს; სამხრეთიდან ევროპას ემიგრანტები აწყდებიან, რომლებზეც ბალახივით იზრდება პოპულიზმის ახალი პოლიტიკა, რაც ევროპულ ინტეგრაციას ხელს უშლის. ევროპა, რომელსაც სურდა მსოფლიო მას დამსგავსებოდა, თავად იცვლება მისი ზემოქმედების ქვეშ. ევროკავშირის შიგნით იზრდება უმუშევრობითა და საზოგადოების დაბერებით გამოწვეული წუხილი, მაგრამ მაშინ, როდესაც ხელისუფლებები საკუთარი სურვილის საწინაარმდეგოდ, აუცილებელი, მაგრამ არაპოპულარული რეფორმების გატარებას იწყებენ, ეს წუხილი საპროტესტო გამოსვლებში გადადის. ბედის სასტიკი ირონიაა: ბაზრის ევროპული სოციალური მოდელი, რომელიც წარმოებასა და განაწილებას ეყრდნობა, წარმატებული აღმოჩნდა, მაგრამ ის იმ მოდელების მსხვერპლი გახდა, რომლებიც სოციალურ ფაქტორს არ ითვალისწინებენ. სერიოზული რეფორმა გარდაუვალია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც თანამედროვე განვითარებად და ისტორიული კომპლექსებისგან გათავისუფლებულ გერმანიას კვლავ სურს თავი გერმანიად იგრძნოს, და არა ერთ-ერთ ევროპულ ქვეყნად. ორიგინალი ორიგინალი
  3. http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54520.jpg2010 წლის 9 ნოემბერს თბილისის აეროპორტში დააკავეს გეგუთის ციხიდან გაქცევისათვის ძებნილი ირაკლი წულუკიძე, რომელიც დაახლოებით 5 წლის მანძილზე იმყოფებოდა გერმანიაში, როგორც ჯაყო აგირბა. View the full article
  4. <p style="text-align: center;">http://static.guim.co.uk/sys-images/Sport/Pix/pictures/2010/8/6/1281095655782/roy-hodgson-006.jpg როი ჰოჯსონ შენც წადი !!! View the full article
  5. საეკლესიო დანიშნულების ნივთები და მათი წარწერებიილორის წმინდა გიორგის სახელობის ხატი (1572-1582 წწ)გვიანი შუასაუკუნეების ქართული ხელოვნების შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს ილორის წმინდა გიორგის ხატი, რომელიც ბედიელი მთავარეპისკოპოსის კირილე ჟუანისძის დაკვეთით დაამზადებინა ოდიშის მთავარმა გიორგი დადიანმა (1572 _1582 წწ). ხატზე აღბეჭდილია წმ. გიორგის პირველი სასწაულმოქმედების სცენა. ხატი თავდაპირველად ბედიის მონასტერში დააბრძანეს, მაგრამ მალე ილორის წმ. გიორგის ეკლესიაში გადაასვენეს. სწორე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  6. http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54516.jpgსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მთავარეპისკოპოსმა მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტმა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შობა განსაკუთრებით აფხაზეთის მოსახლეობას მიულოცა. View the full article
  7. http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54523.jpgსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მთავარეპისკოპოსმა მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტმა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შობა განსაკუთრებით აფხაზეთის მოსახლეობას მიულოცა. View the full article
  8. http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54516.jpgფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობის ღირებულების საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტზე დააკავეს საქართველოს მოქალაქეები: ჩოიგუნ ნარიმან ოღლი გახრამოვი, ბაირამ ელდარ ოღლინ ეთირმიშელი და ხალილ ქარიმოვი View the full article
  9. http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54524.jpgფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობის ღირებულების საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტზე დააკავეს საქართველოს მოქალაქეები: ჩოიგუნ ნარიმან ოღლი გახრამოვი, ბაირამ ელდარ ოღლინ ეთირმიშელი და ხალილ ქარიმოვი View the full article
  10. 5 იანვარს "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" საბჭოს სხდომაზე, რომლის თავმჯდომარე აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონია, საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის გადაწყვეტილება მიიღეს. ფინანსურ დახმარებას ორი ქვეყანა: საქართველო და განა მიიღებს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის პრეს სამსახურის უფროსმა, ნიკო მჭედლიშვილმა განაცხადა. იხილეთ tabula.geზე
  11. აზერბაიჯანში, გაბალის რადიოლოკაციურ სადგურზე რუსი ოფიცერი მოკლეს.აზერბაიჯანული სააგენტოების ცნობით, 47 წლის მაიორი სერგეი გრაჩოვი თანამოსამსახურემ მოკლა, რომლის ვინაობა არ ხმაურდება.ინციდენტი ჯერ კიდევ 2 იანვარს მოხდა, თუმცა დღემდე არ გახმაურებულა.მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით აზერბაიჯანის სამხედრო პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.გაბალის რადიოლოკაციური სადგური ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში აშენდა და ამჟამად რუსეთს იჯარით აქვს აღებული. იგი ბალისტიკური რაკეტების გაშ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  12. http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54516.jpgსომხური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია დღეს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაული მრევლს საქართველოს პრეზიდენტმა პირადად მიულოცა. View the full article
  13. საზღვარი აფხაზეთთან კომუნიკაციების სფეროშიც გაჩნდა. ეს საზღვარი ცალმხრივად არის გავლებული. საქართველო ვერ უკავშირდება ქვეყნის ოკუპირებულ ტერიოტირიას, აფხაზეთს, საიდანაც შემომავალი ზარი რუსული კოდით +7 იწყება. სოხუმში გამომავალ გაზეთ ნუჟნაიას რედაქცია, რომელსაც ნეტგაზეთი ინტერნეტის მეშვეობით დაუკავშირდა, ჩვენ წერილს ასე პასუხობს: „ჩვენ შეგვიძლია დავრეკოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, უბრალოდ, საჭიროა სწორი კოდის აკრეფა. სატელეფონო კავშირთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს“. აფხაზეთთან დაკავშირების შესაძლებლობის ერთადერთი შანსი ქვეყნისთვის ისევ ქართული ფიჭური კომპანიებია, რომელთა დაფარვის ზონა გავლებულ დე ფაქტო საზღვარზე შორს მიდის. ძირითადად, გალი, ასევე, მისი მიმდებარე ტერიტორია – ეს ის ზონაა, რომელსაც ქართული ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები ფარავენ. გალის მცხოვრები, რომელიც ნეტგაზეთს ესაუბრა, ამბობს, რომ გალში ბევრს მაგთიფიქსის (კომპანია მაგთის უკაბელო ტელეფონი) აპარატები აქვთ. მისი თქმით, სიგნალი ფარავს გალს და რამდენიმე სხვა სოფელს. „იყო შემთხვევა, როდესაც კარდაკარ დადიოდნენ (რუსი ჯარისკაცები), ოჯახებში შედიოდნენ, თუ სად და რომელ ოჯახში იდგა მაგთიფიქსის აპარატი“, – ამბობს ზაზა ჯალაღონია, აფხაზეთის განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი. გალში მცხოვრები, რომელსაც ნეტგაზეთი მაგთიფიქსის ნომერზე დაუკავშირდა, ამბობს, რომ მასაც სმენია ეს ამბავი, თუმცა მისთვის და მისი ახლო გარემოცვისთვის ტელეფონის ქონა არავის შეუზღუდავს. 2009 წლის სექტემბერში რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის მემორანდუმი დაიდო. მემორანდუმის საფუძველზე, აფხაზეთს რუსეთის კოდი +7 მიენიჭა. მემორანდუმის ხელის მოწერიდან ერთი წლის მანძილზე აფხაზეთში დარეკვა შეიძლებოდა როგორც ქართული კოდით +995, ასევე– რუსულით +7. ბილაინის ქსელიდან აფხაზეთში ზარი ხორციელდებოდა კოდით 844, თუმცა რამდენიმე დღეა, ამ კოდითაც შეუძლებელია სატელეფონო კავშირის დამყარება. „აქამდე ვრეკავდი და მირეკავდნენ ამ კოდით– 844, ბოლო რამდენიმე დღეა არავის დაურეკავს“,–ამბობს გალში მცხოვრები. მას მაგთიფიქსის აპარატი ფანჯარასთან ახლოს უდგას, სიგნალი უკეთ რომ დაიჭიროს. ამ ნომრით გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. ამიტომ ზარებს მხოლოდ მაშინ პასუხობს, როცა იმ ადგილზეა, სადაც მისი ტელეფონის აპარატი. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კომენტარს არ აკეთებს. კომპანია ბილაინის წარმომადგენელი ამბობს, რომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, აეკრძალათ ახალ კოდზე (+7) ზარების განხორციელება. აფხაზეთმა, თავის მხრივ, შეზღუდა ძველ კოდზე +995 ზარის მიღება. კომპანია სილქნეტის ოპერატორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ანა ნაკაშიძის თქმით, ის ტექნიკური საშუალებები, რომლითაც პირდაპირ უკავშირდებოდნენ რეგიონს, აფხაზეთის მხრიდან გათიშულია. ერთადერთი საშუალება რუსეთის კოდია, რომელსაც კომპანია „პრინციპული გადაწყვეტილების საფუძველზე“ არ იყენებს. საერთაშორისო ფიჭური კომპანიების ოპერატორები აფხაზეთს რუსული კოდით უკავშირდებიან. კომპანია სილქნეტი, რომელიც რამდენიმე უცხოურ კომპანიასთან თანამშრომლობს, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ დოიჩე ტელეკომი და სხვა ოპერატორები აფხაზეთთან დანარჩენ მსოფლიოს რუსეთის კოდით აკავშირებენ. ინტერნეტ გვერდი searchpeopledirectory.com, რომლის ერთ–ერთი ფუნქციაა, მის მომხმარებელს ქვეყნიდან ქვეყანაში დასარეკი კოდი მიაწოდოს, საიტზე აფხაზეთთან დასაკავშირებელ კოდად უთითებს +7–ს, ხოლო ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთი ერთ–ერთია. /get_img?NrArticle=3779&NrImage=2 Image 2776 პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სატელეფონო კავშირი შეწყდა, მის მეგობრებს, ძირითადად, ინტერნეტით, სკაიპით ეკონტაქტება. სოხუმში სკაიპით საუბარი სირთულეებს ნაკლებად უკავშირდება, გალისგან განსხვავებით. გალში მცხოვრები ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ქართული ინტერნეტი რეგიონში შეწყდა, თითქმის შეუძლებელია ინტერნეტით სარგებლობა. „აქ ძალიან ცოტას აქვს ინტერნეტი. მე ვცდილობ, რომ ჩემი ტელეფონიდან შევიდე ხოლმე, თუმცა ძალიან რთულია,// რამდენიმე ხნის წინ მეგობარმა შეკითხვა დამისვა: - საიდუმლოს შენახვა შეგიძლია? და მე სრულიად გულწრფელად ვუპასუხე “არა”. იმიტომ, რომ უმეტეს შემთხვევაში მართლა არ შემიძლია. მე მგონი, არც არავის შეუძლია, უბრალოდ ერთმანეთს ატყუებენ ხოლმე მერე. იმის შემდეგ ცოტა ხანი კიდევ იწრიალა და ბოლოს მაინც მოყვა, რისი თქმა უნდოდა. მე არ დავწერ იმას, შევინახე თუ არა ეს საიდუმლო. უბრალოდ ორი რაღაცის გაზიარება მინდოდა: 1. ადამიანი, ვინც თავის საიდუმლოს თვითონვე ვერ ინახავს, არ უნდა ელოდეს ამას სხვებისგან. 2. თუ ადამიანმა თქვა, რომ საიდუმლო აქვს/იცის, ფაქტიურად ნახევარი საიდუმლო უკვე გათქვა და მეორე ნახევარსაც მალე მიაყოლებს. არც ერთი ჩემი მოგონილი არაა, ორივე სადღაც ამოვიკითხე, მაგრამ ყოველთვის მახსენდება, როცა ვინმე საიდუმლოებზე იწყებს ლაპარაკს. Filed under: მინი Tagged: საიდუმლო http://feeds.wordpress.com/1.0/comments/dodka.wordpress.com/1896/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/dodka.wordpress.com/1896/ http://feeds.wordpress.com/1.0/facebook/dodka.wordpress.com/1896/ http://feeds.wordpress.com/1.0/twitter/dodka.wordpress.com/1896/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/dodka.wordpress.com/1896/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/dodka.wordpress.com/1896/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/dodka.wordpress.com/1896/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=dodka.ge&blog=551227&post=1896&subd=dodka&ref=&feed=1 ნახეთ დოდკა ჯიზე
  14. http://www.polity.ge/images/catalog/georgia/politics/eu_georgia_01.jpg2008 წლის საქართველოს ომის შემდეგ ევროკავშირში გაერთიანება თბილისისთვის აშკარა პრიორიტეტად იქცა, მაგრამ ურთიერთობები, რომლებიც ორივე მხარისთვის სასარგებლოა, ჯერ კიდევ არ არის დამაკმაყოფილებელი. polity.ge
  15. ირანში ქრისტიანული უმცირესობის ლიდერები დააკავეს. Associated Press-ის ინფორმაციით, მათ საკუთარი რელიგიის “შეურიგებელი ვერსიის” პროპაგანდაში ედებათ ბრალი.ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, თეირანის მერმა მორთეზა თამადონმა დაკავებულებს “გაფუჭებული, სულიერად არაჯანსაღი მიმდინარეობის მხარდამჭერები” უწოდა.სავარაუდოდ, საუბარია არა მხოლოდ მისიონერებზე, არამედ თეირანის ეკლესიების მსახურებზეც, რომლებიც თითქოსდა დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერით მოქმედებენ. დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა რ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  16. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/nikoo-150x150.jpg“ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ” საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ნიკო მჭედლიშვილმა განაცხადა, გუშინდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ ფინანსურ დახმარებას მიიღებენ ორი ქვეყანა – საქართველო და განა. მისი თქმით, გამოყოფილი თანხის ოდენობა მოგვიანებით დაზუსტდება. მჭედლიშვილის თქმით, 5 იანვარს ,,ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” ბორდის სხდომა გაიმართა, რომლის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონია. ასევე, ბორდის წევრებს შორისაა ამერიკის ფინანსთა მინისტრი ტიმოტი გაიტნერი. ,,თქვენ იცით, რომ რამდენიმე წლის წინ, საქართველო იყო იმ 16 ქვეყანას შორის, რომლებმაც ამერიკის შეერთებული შტატებისაგან ,,ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის” ფარგლებში მიიღეს ფინანსური დახმარება. მაშინ საქართველომ, დაახლოებით, 400 მილიონი დოლარი მიიღო. ამჯერად ბორდის სხდომაზე გადაწყდა, რომ ფინანსურ დახმარებას საქართველო და განა მიიღებენ. თანხის ოდენობა კი მოგვიანებით დაზუსტდება”, – განაცხადა ნიკო მჭედლიშვილმა. მისი თქმით, თანხა, სავარაუდოდ, მოხმარდება ბათუმში ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას და ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. ,,მე მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრის სახელით ამერიკის მთავრობას გაწეული დახმარებისთვის”, – განაცხადა ნიკო მჭედლიშვილმა. მისივე თქმით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობისათვის დაახლოებით, 40-50 მილიონი ლარი დაიხარჯება და ის სამართავად აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტს გადაეცემა. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ამერიკულ დიპლომს აიღებენ. იხილეთ epn.ge
  17. ფილმი მოგვითხრობს ჟურნალისტის და აერობიკის ინსტრუქტორის სიყვარულის ამბავს View the full article
  18. http://i.dailymail.co.uk/i/pix/2011/01/05/article-1344449-0CA853C8000005DC-133_634x399.jpgროი ჰოჯსონი შეხვედრის შემდეგ იმედგაცრუებას ვერ მალავდა. ლივერპულმა თავისი კატასტროფული გასვლითი რეკორდი განაგრძო და “ვარდებთან” 1:3 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ჰოჯსონმა იმედგაცრუებზე, დამწუხრებაზე და გეგმების ჩაშლაზე ისაუბრა. “იმედგაცრუებული ვარ იმ ქომაგთა გამო, რომლებიც როგორც ყოველთვის, დაყვებიან გუნდს გასვლით თამაშებში. მათ ფანტასტიკური მხარდაჭერა გამოავლინეს და არ იმსახურებდნენ იმას, რაც მინდორზე იხილეს”. “ვფიქრობ, რომ მეორე ტაიმში ყველა ღონე ვიხმარეთ, რათა მატჩი შემოგვებრუნებინა და ვინ იცის, სტივს რომ პენალტი გაეტანა, დარჩენილი ხუთი წუთი ძალიან საინტერესო იქნებოდა”. “საუბედუროდ, როდესაც შენ ლივერპული ხარ, და აგებ ბლექბერნთან, ვერანაირად ვერ დაინახავ რაიმე პოზიტივს ამ მდგომარეობაში. ძალიან დანაღვლიანებული ვარ, ეს ძალიან ცუდი დღე იყო”. “არაფრის თქმა შემიძლია, გარდა იმისა, რომ დავარწმუნო ქომაგები: რასაც ისინი გრძნობდნენ და განიცდიდნენ, იგივე განწყობა სუფევდა გასახდელშიც”. მიუხედავად ამ ყველაფრისა, როი მაინც თვლის, რომ ისინი მდგომარეობას გამოასწორებენ (რა თქმა უნდა, მისი თავკაცობით). “იმედია, შემდეგი შეხვედრა იქნება ის, როდესაც გამოვასწორებთ სიტუაციას” – განაცხადა როი ჰოჯსონმა. View the full article
  19. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/u260-150x150.jpgსევასტოპოლის სტრელეცკის ყურეში სარაკეტო კატარღა-260 “უმანი” ჩაიძირა. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა “გაზეტა” იუწყება. ქალაქ უმანის ადმინისტრაციის მტკიცებით, კატარღა უკრაინამ საქართველოს მიჰყიდა. გემი, საბორტო ნომრით “U152″ სიგრძეში 38,6 მეტრი, სიგანეში კი 7,6 მეტრი იყო. მას შეიარაღებაში ქვემეხი და “ტერმიტის” ტიპის სარაკეტო დანადგარები ჰქონდა. უკრაინას კატარღა 1995 წელს, შავი ზღვის ფლოტის გაყოფისას გადაეცა. იხილეთ epn.ge
  20. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/marSutka-150x150.jpgსამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა ძვირდება. რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება 10 იანვრიდან 1 ლარიდან 1,5 ლარამდე იზრდება. შესაბამისი განცხადება რუსთავიდან სპორტის სასახლემდე მოძრავ სამარშრუტო ტაქსებში უკვე გამოკრულია. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მგზავრობის ღირებულების გაზრდა საწვავის გაძვირებას უკავშირდება. რუსთავსა და თბილისს შორის მოძრავი მიკროავტობუსებით მგზავრობა ამ დრომდე, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ერთი ლარი ღირდა. რუსთავიდან სპორტის სასახლის მიმართულებით მოძრავი სამარშუტო ტაქსით, ძირითადად, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები მგზავრობენ. გარდა ამისა, დღეს დილიდან მეტროსადგურ “ახმეტელიდან” მუხიანის დასახლებისკენ #144 სამარშუტო ტაქსით მგზავრობა 25 თეთრის ნაცვლად 30 თეთრი გახდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში საცალო ქსელში საწვავის ფასები არ გაზრდილა. იხილეთ epn.ge
  21. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/turk-hava-yollari-odul-150x150.jpgთვითმფრინავი რეისს ოსლოდან სტამბოლის მიმართულებით ასრულებდა, როდესაც ერთ-ერთმა მგზავრმა ნიღაბი გაიკეთა და განაცხადა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა. მამაკაცი ლაინერის უკან, ნორვეგიაში დაბრუნებას მოითხოვდა. ინციდენტის დროს ბორტზე 59 ადამიანი იმყოფებოდა. არც ერთი მათგანი არ დაშავებულა. თვითმფრინავის ეკიპაჟმა მომხდარის შესახებ ინფორმაცია თურქულ მხარეს მიაწოდეს. სტამბოლის აეროპორტში, დაშვების შემდეგ, ეჭვმიტანილი პოლიციამ აიყვანა. ჯერჯერობით, უცნობია იყვნენ თუ არა ბორტზე საქართველოს მოქალაქეები იხილეთ epn.ge
  22. ეროვნული ბანკის 7-დღიან N1, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 6 იანვარს, 200 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა ხუთ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.50%, მაქსიმალური 7.80%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.58%–ით განისაზღვრა. იხილეთ epn.ge
  23. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/kultur-150x150.jpgსაქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა. კონურსი გორის ცენტრალურ მოედანზე საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის ძეგლის ადგილას 2008 წლის რუსეთ – საქართველოს ომში და, ასევე, სტალინური საბჭოთა რეპრესიების შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის ესკიზურ პროექტზე გამოცხადდა. მემორიალი რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნება. მათ შორის ჰოლანდიელი ჟურნალისტის, სტენ სტორიმანის ხსოვნას, რომელიც 2008 წელს, რუსული საჰაერო იერიშის დროს სწორედ ამ ადგილას დაიღუპა. კონკურსის პირობები: მემორიალის პროექტი სივრცითი კომპოზიციის, მასშტაბის თვალსაზრისით არ უნდა იყოს კამერული ხასიათის, აღქმის წერტილები უნდა შეირჩეს მოედნის გეგმარებითი მდგომარეობის გათვალისწინებით, კომპოზიციის შერჩევისას ანგარიში უნდა გაეწიოს მიმდებარედ არსებულ ნაგებობებს. საკონკურსო პროექტის ესკიზები გადაწყვეტილი უნდა იყოს თავისუფალი დიზაინის, სკულპტურულ-არქიტექტურული სინთეზის საშუალებით; გრაფიკული მასალების შესრულების მანერა თავისუფალია. კონკურსანტის განმარტებით ბარათში მითითებული უნდა იყოს რა მასალაში განხორციელდება მემორიალი. კონკურსში მონაწილეები თავისუფალნი არიან მემორიალური კომპოზიციის განსახორციელებლად გამოსაყენებელი მასალების შერჩევაში, მაგრამ მემორიალის საერთო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს – 300 000 (სამასი ათას) ლარს კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: პროფესიონალ მოქანდაკეებს, არქიტექტორებს, მხატვრებს, ჯგუფებს, ხოლო პროექტის წარმოდგენისას მასში ჩართულ არადიპლომირებულ სპეციალისტებსაც. კონკურსი ტარდება ერთ ტურად. იგი ჩატარებულად ჩაითვლება არანაკლებ სამი პროექტის წარმოდგენის შემთხვევაში. სხვა შემთხვევაში კონკურსის ორგანიზატორები იღებენ გადაწყვეტილებას კონკურსის ჩაშლის თაობაზე. კონკურსში გამარჯვებული პროექტის ავტორისათვის დაწესებულია ერთი ფულადი პრემია 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით პრემიის დაბეგვრის თანხას, მოქმედი წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. კონკურსში მონაწილეობის მსურველებზე გაიცემა: კონკურსში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საკონკურსო მასალები: მემორიალის განსათავსებელი ტერიტორიის სიტუაციური გეგმა, მასშტაბი 1:500 განაშენიანების ფოტომასალა განმარტებითი ბარათი (არაუმეტეს სამი გვერდისა); განმარტებით ბარათში ჩამოყალიბებული უნდა იყოს პროექტის კონცეფცია და ასევე მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული რა მასალაში განხორციელდება მემორიალი. უცხოეთში მოღვაწე კონკურსანტებმა საკონკურსო მასალები უნდა წარმოადგინონ CD ვერსიის სახით. პროექტები 2010 წლის 21 იანვრიდან გამოიფინება და კონკურსში გამარჯვებული პროექტი და ავტორ(ებ)ი, გამოცხადდება 2011 წლის 1 თებერვლამდე. გამარჯვებული პროექტი გადადის კონკურსის ორგანიზატორების საკუთრებაში, ხოლო არაპრემირებული პროექტი, საკონკურსო მასალები უბრუნდებათ ავტორებს კონკურსის შედეგების გამოცხადებიდან მომდევნო 3 დღის განმავლობაში კონკურსში მონაწილეთა საავტორო უფლებები რეგულირდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. შეგახსენებთ, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ კონკურსი მეორედ გამოაცხადა. იხილეთ epn.ge
  24. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/saakashvili-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სომხებს შობა და ნათლისღება მიულოცა და წმინდა ,,ეჩმიაძინის” ეკლესიაში ლიტურგიას დაესწრო. პრეზიდენტმა მილოცვის შემდეგ საქართველოს და სომხეთის, როგორც ორი მეზობელი ქვეყნის, მრავალსაუკუნოვან ურთიერთობასა და მეგობრობაზეც ისაუბრა. ,,მე ვაფასებ თქვენი ეპისკოპოსის ვაზგენის საქმიანობას, ჩვენი თანამოქალაქეების სულიერი მხარდაჭერის საქმეში, ასევე ჩვენი ურთიერთობის განვითარების საქმეში. ქართველი სომხები არიან განუყრელი ნაწილი საქართველოს ეროვნული სხეულის და საქართველოს სახელწიფოებრივი განვითარების. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ის წვლილი, რომელიც სომხებმა შეიტანეს საქართველოს ეკონომიკურ, კულტურულ და სულიერ განვითარებაში. უამრავი მათგანი იარაღით ხელში იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის და თავიანთი სისხლით შეიტანეს წვლილი იმაში, რომ საქართველო არსებობს, გადარჩა და ვითარდება”, _ განაცხადა სააკაშვილმა. მეუფე ვაზგენმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მოსვლისა და მილოცვისათვის და ასევე იმ სახელმწიფო პოლიტიკისათვის, რომელიც ქვეყანას ეთნიკურ უმცირესობასთან მიმართებაში აქვს არჩეული. სომხური სამოციქულო წმინდა მართმადიდებლური ეკლესია ორ დღესასწაულს, შობას და ნათლისღებას აღნიშნავს.დღეს დილიდან წმინდა ,,ეჩმიაძინის” ეკლესიაში მრევლი იყო შეკრებილი, სადაც საზეიმო წირვა-ლოცვას მეუფე ვაზგენი აღავლენდა. იხილეთ epn.ge
×
×
  • შექმენი...