Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/cx.pngსამხედრო ჟურნალისტთა ასოციაცია პოლიტიკურ პარტიებს ვეტერანთა პრობლემებით სპეკულირებისგან თავის შეკავებას ურჩევს. ამის შესახებ განცხადება ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი ცხვიტავამ გააკეთა. ასოციაციას დაუშვებლად მიაჩნია ვეტერანთა პრობლემებით სპეკულირება ისეთი პოლიტიკური ჯგუფების მიერ, რომლებსაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ვეტერანების პრობლემების მოსაგვარებლად არაფერი გაუკეთებიათ. ასოციაციის წევრებს შექმნილი ვითარებიდან გამოსვლის გზად ომისა და შეირაღებული ძალების ვეტერანების მიმართ მიდგომის შეცვლა მიაჩნიათ. სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, შეიქმნას მუდმივმოქმედი საკონსულტაციო ფორმატი, სადაც პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ვეტერანებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ვეტერანების სოციალური პირობების გაუმჯობესების საკითხებზე იმსჯელებენ და ერთიან პოზიციას შეიმუშავებენ. Share View the full article
  2. http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/54521.jpgმარტვილში ორ თავიანი ხბო დაიბადა. ცხოველს სამი ყური და ორი წყვილი თვალი აქვს. ხბო დედამ მიატოვა, რის გამოც, მესამე დღეა, ჯღარკავების ოჯახი იძულებულია, ცხოველი საწოვარათი გამოკვებოს. მარტვილში ანომალიური ხბოს სანახავად მეზობელი სოფლებიდანაც დადიან. საქართველოში მსგავსი შემთხვევა პირველი არ არის. მეცნიერები ასეთი მოვლენებს რადიაციული ფონის გაზრდით ხსნიან. რუსთავი2 Share View the full article
  3. საზღვარი აფხაზეთთან კომუნიკაციების სფეროშიც გაჩნდა. ეს საზღვარი ცალმხრივად არის გავლებული. საქართველო ვერ უკავშირდება ქვეყნის ოკუპირებულ ტერიოტირიას, აფხაზეთს, საიდანაც შემომავალი ზარი რუსული კოდით +7 იწყება. სოხუმში გამომავალ გაზეთ ნუჟნაიას რედაქცია, რომელსაც ნეტგაზეთი ინტერნეტის მეშვეობით დაუკავშირდა, ჩვენ წერილს ასე პასუხობს: „ჩვენ შეგვიძლია დავრეკოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, უბრალოდ, საჭიროა სწორი კოდის აკრეფა. სატელეფონო კავშირთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს“. აფხაზეთთან დაკავშირების შესაძლებლობის ერთადერთი შანსი ქვეყნისთვის ისევ ქართული ფიჭური კომპანიებია, რომელთა დაფარვის ზონა გავლებულ დე ფაქტო საზღვარზე შორს მიდის. ძირითადად, გალი, ასევე, მისი მიმდებარე ტერიტორია – ეს ის ზონაა, რომელსაც ქართული ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები ფარავენ. გალის მცხოვრები, რომელიც ნეტგაზეთს ესაუბრა, ამბობს, რომ გალში ბევრს მაგთიფიქსის (კომპანია მაგთის უკაბელო ტელეფონი) აპარატები აქვთ. მისი თქმით, სიგნალი ფარავს გალს და რამდენიმე სხვა სოფელს. „იყო შემთხვევა, როდესაც კარდაკარ დადიოდნენ (რუსი ჯარისკაცები), ოჯახებში შედიოდნენ, თუ სად და რომელ ოჯახში იდგა მაგთიფიქსის აპარატი“, – ამბობს ზაზა ჯალაღონია, აფხაზეთის განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი. გალში მცხოვრები, რომელსაც ნეტგაზეთი მაგთიფიქსის ნომერზე დაუკავშირდა, ამბობს, რომ მასაც სმენია ეს ამბავი, თუმცა მისთვის და მისი ახლო გარემოცვისთვის ტელეფონის ქონა არავის შეუზღუდავს. 2009 წლის სექტემბერში რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის მემორანდუმი დაიდო. მემორანდუმის საფუძველზე, აფხაზეთს რუსეთის კოდი +7 მიენიჭა. მემორანდუმის ხელის მოწერიდან ერთი წლის მანძილზე აფხაზეთში დარეკვა შეიძლებოდა როგორც ქართული კოდით +995, ასევე– რუსულით +7. ბილაინის ქსელიდან აფხაზეთში ზარი ხორციელდებოდა კოდით 844, თუმცა რამდენიმე დღეა, ამ კოდითაც შეუძლებელია სატელეფონო კავშირის დამყარება. „აქამდე ვრეკავდი და მირეკავდნენ ამ კოდით– 844, ბოლო რამდენიმე დღეა არავის დაურეკავს“,–ამბობს გალში მცხოვრები. მას მაგთიფიქსის აპარატი ფანჯარასთან ახლოს უდგას, სიგნალი უკეთ რომ დაიჭიროს. ამ ნომრით გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. ამიტომ ზარებს მხოლოდ მაშინ პასუხობს, როცა იმ ადგილზეა, სადაც მისი ტელეფონის აპარატი. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კომენტარს არ აკეთებს. კომპანია ბილაინის წარმომადგენელი ამბობს, რომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, აეკრძალათ ახალ კოდზე (+7) ზარების განხორციელება. აფხაზეთმა, თავის მხრივ, შეზღუდა ძველ კოდზე +995 ზარის მიღება. კომპანია სილქნეტის ოპერატორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ანა ნაკაშიძის თქმით, ის ტექნიკური საშუალებები, რომლითაც პირდაპირ უკავშირდებოდნენ რეგიონს, აფხაზეთის მხრიდან გათიშულია. ერთადერთი საშუალება რუსეთის კოდია, რომელსაც კომპანია „პრინციპული გადაწყვეტილების საფუძველზე“ არ იყენებს. საერთაშორისო ფიჭური კომპანიების ოპერატორები აფხაზეთს რუსული კოდით უკავშირდებიან. კომპანია სილქნეტი, რომელიც რამდენიმე უცხოურ კომპანიასთან თანამშრომლობს, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ დოიჩე ტელეკომი და სხვა ოპერატორები აფხაზეთთან დანარჩენ მსოფლიოს რუსეთის კოდით აკავშირებენ. ინტერნეტ გვერდი searchpeopledirectory.com, რომლის ერთ–ერთი ფუნქციაა, მის მომხმარებელს ქვეყნიდან ქვეყანაში დასარეკი კოდი მიაწოდოს, საიტზე აფხაზეთთან დასაკავშირებელ კოდად უთითებს +7–ს, ხოლო ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთი ერთ–ერთია. /get_img?NrArticle=3779&NrImage=2 Image 2776 პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სატელეფონო კავშირი შეწყდა, მის მეგობრებს, ძირითადად, ინტერნეტით, სკაიპით ეკონტაქტება. სოხუმში სკაიპით საუბარი სირთულეებს ნაკლებად უკავშირდება, გალისგან განსხვავებით. გალში მცხოვრები ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ქართული ინტერნეტი რეგიონში შეწყდა, თითქმის შეუძლებელია ინტერნეტით სარგებლობა. „აქ ძალიან ცოტას აქვს ინტერნეტი. მე ვცდილობ, რომ ჩემი ტელეფონიდან შევიდე ხოლმე, თუმცა ძალიან რთულია,//
  4. 7 იანვარს, 11:00 საათზე, განათლების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი დავით კერესელიძე საქველმოქმედო ორგანიზაცია “მკურნალში” მცხოვრებ ახალგაზრდებს შობის დღესასწაულს მიულოცავს. მის: შალვა ნუცუბიძის ქ. #105 7 იანვარს, 11:00 საათზე, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ფონდ “იავნანასთან” ერთად საქველმოქმედო ღონისძიებას მოაწყობს, რომელშიც მომღერალი სოფო ხალვაშიც მიიღებენ მონაწილოებას. მის: კოშკოვანის ქ.№#13 (ავლაბარში) 7 იანვარს, 13:00 საათზე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია ისან-სამგორის რაიონში მდებარე ბავშვთა სახლ “სათნოების” აღსაზრდელებს მოინახულებს და შობის დღესასწაულს მიულოცავს. მის: აფრიკის დასახლება, ცისკარიშვილის ქ. #5 7 იანვარს, 14.00 საათზე, თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები ალილოს მსვლელობას თავისუფლების მოედანზე შეუერთდებიან. 7 იანვარს, 14.00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე პარლამენტის წევრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ალილოს საზეიმო მსვლელობაში და ალილოს მონაწილეებს საშობაო საჩუქრებს გადასცემს. მის: რუსთაველის გამზ. #8, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ იხილეთ epn.ge
  5. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_post.jpg ენ აპელბაუმი მოსამართლეს ვერდიქტის გამოტანა უკვე გადაუდია განმარტებების გარეშე (სასამართლო ახსნა-განმარტებებს არ იძლევა” – განაცხადა სპიკერმა). ამჯერად განაჩენის გამოცხადებამდე მან დარბაზიდან გააძევა ჟურნალისტები და ბრალდებულის ოჯახის წევრები. ამიტომ არავის არ უნდა გაგკვირვებოდა, როდესაც გასულ კვირას მიხეილ ხოდორკოვსკი, ნავთობის რუსი ბარონი, რომელიც ოდესღაც კრემლს ეურჩა, უკვე მოხდილი 8 წლის შემდეგ კიდევ ექვსი წლით დატოვეს ციხეში. ამჯერად მან სასჯელი ნავთობის წარმოუდგენელი რაოდენობის მოპარვისთვის მიიღო. არადა ზუსტად იმავე ნავთობის გაყიდვისას გადასახადების გადაუხდელობის გამო მას უკვე დასდეს ბრალი ფაქტობრივად თავი არც არავის მოუტყუებია, რადგან ყველამ იცოდა რომ ხოდორკოვსკისთვის გამოტანილი განაჩენი სხვა არაფერი იყო თუ არა პოლიტიკური განცხადება, ამ ბოლო კვირებში რუსეთის მთავრობის მიერ გაკეთებული ჟესტი, რომლის ადრესატიც მისივე მოსახლეობა და დანარჩენი მსოფლიო იყო. კორუფციული საქმეების გამოძიების დაბლოკვა; მეზობელ ბელორუსიაში უსამართლო და ძალადობრივი არჩევნების მხარდაჭერა; ჟურნალისტების მკვლელობები; ეს ყველაფერი თითქოს იმისთვის გაკეთდა, რომ პრეზიდენტ მედვედევის იმ აშკარად მეგობრულ, რეფორმატორულ ინტონაციას დაპირისპირებოდა, რომლითაც ის დღემდე ლაპარაკობდა. სულ რაღაც ორი წლის წინ მედვედევმა რუსული კულტურა ”კანონისადმი ნიჰილიზმის” გამო დაგმო – ფრაზა რომელიც ზოგიერთმა ხოდორკოვსკის საქმეზე მინიშნებად აღიქვა. ასე რატომ შეიცვალა მისი ინტონაცია? რატომ მაინცდამაინც ახლა? ამ მოვლენის ასახსნელად ბევრი რთული თეორია შეიქმნა. ეს რუსეთია და შეიძლება ვერაფერიც ვერ დაამტკიცო, მაგრამ იქნებ ახსნა სრულიად მარტივია: ნავთობის ფასმა ისევ აიწია და ბარელი ნავთობი 90 დოლარზე მეტი ღირს, ფასები ახლაც მატულობს. თუ მიზეზი მართლაც ესაა, მაშინ არაფერი ახალი არ ხდება. მართლაც თუ ვინმე ბოლო 40 წლის განმავლობაში საბჭოთა/რუსული საგარეო და საშინაო რეფორმების ინტენსიფიკაციასა და შესუსტების დიაგრამას დახატავს, ის ალბათ გასაოცარი სიზუსტით დაემთხვევა ნავთობის საერთაშორისო ფასების დაცემასა და ზრდას. იმისთვის რომ გაიგოთ რას ვგულისხმობ, თხრობას თავიდან დავიწყებ: 1970-იან წლებში ნავთობზე ფასმა აღსანიშნავად იმატა და მასთან ერთად საბჭოთა კავშირის რეზისტენტობაც შეიცვალა. წინა ათწლეული (ნავთობის ფასი იმ დროს ინფლაციის გათვალისწინების გარეშე ბარელში 2-3 დოლარს უდრიდა) ცვლილებებისა და ექსპერიმენტების დრო იყო, მაგრამ მას მერე რაც 1970-იანებში OPEC-მა ფასები ასწია, ნავთობით მოპოვებულმა შემოსავლებმა იმატა და საბჭოთა კავშირი შიდა სტაგნაციისა და გარე აგრესიის ფაზაში შევიდა. საბჭოთა ლიდერი ლეონიდ ბრეჟნევი შეიარაღებაში დიდ ფულს სდებდა, მან ქვეყნის შიგნით შეაჩერა რეფორმები და 1979 წელს (როდესაც ფასი ერთ ბარელ ნავთობზე 25 დოლარს გაუტოლდა) ავღანეთში შეიჭრა. ბოლოს ბრეჟნევი იური ანდროპოვმა შეცვალა. მას იღბალმა გაუღიმა, რადგან საბჭოთა კავშირს იმ დროს მართავდა, როდესაც ფასები ნავთობზე ისევ მაღალი იყო (მისი გარდაცვალების მომენტისთვის, 1984-ში ბარელი საშუალოდ 28 დოლარი ღირდა). ამიტომ ანდროპოვს ქვეყნის შიგნით დისიდენტების დათრგუნვაც შეეძლო და დასავლეთთან ურთიერთობების დაძაბვაც, მაგრამ ანდროპოვი მიხეილ გორბაჩოვმა შეცვალა, რომელიც ხელისფლებაში ზუსტად მაშინ მივიდა, როდესაც ფასები დაეცა. 1986 წელს (ბარელი ნავთობი 14 დოლარი ღიდა), მან თავისი რეფორმების პროგრამა დაიწყო – პერესტროიკა და გლასნოსტი. 1989 წელს (როდესაც ნავთობი მხოლოდ 18 დოლარი ღირდა), გორბაჩოვმა ბერლინის კედლის დაცემა დაუშვა, გაათავისუფლა ცენტრალური ევროპა და ცივი ომი დაასრულა. ფასები მერყეობდა, მაგრამ 1990-იან წლებში რეალურად არ გაზრდილა (1998 წელს 11 დოლარამდე დაეცა). ამ წლებში ბორის ელცინი ისევ ცდილობდა ბილ კლინტონის საუკეთესო მეგობარი ყოფილიყო, რუსული მედია შედარებით გათავისუფლდა და იქ ჯერ კიდევ ლაპარაკობდნენ, როგორც მინიმუმ ეკონომიკის სერიოზულ რეფორმირებაზე მაინც, მაგრამ 1999 წელს (ფასი ნავთობზე 16 დოლარს გაუტოლდა), ელცინის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმერ პუტინმა მეორე ჩეჩნური ომი დაიწყო, დასავლეთმა სერბეთი დაბომბა და რუსეთში ისევ აშკარად ანტი-დასავლურმა განწყობამ დაისადგურა. იღბლიანი პუტინი 2000 წელს გახდა პრეზიდენტი, მაშინ როდესაც ნავთობის ფასებმა თითქოს შეუქცევადი მატება იწყო და მართლაც გორბაჩოვის მოწოდებები საშინაო რეფორმების შესახებ დიდი ხნით, 2003 წლამდე დაივიწყეს (მაშინ ერთი ბარელი ნავთობის ფასი 27 დოლარს უდრიდა). ის დღეები, როდესაც ელცინი რუსეთს დასავლური ინსტიტუტებისკენ უბიძგებდა 2008 წლისთვის შორეულ მოგონებადღა დარჩა, როდესაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა ( ბარელი ნავთობი 91 დოლარი ღირდა). რუსეთის ახალი პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი 2009 წელს ცდილობდა უფრო სიმპათიური ყოფილიყო (ნავთობი 53 დოლარი ღიდრა), ხოლო პუტინს ამჟამად უკვე პრემიერ-მინისტრს, უკანა პლანზე ბუზღუნის უფლება დაუტოვა. მედვედევმა დრაკონული კანონი ღალატის შესახებ დაბლოკა, კრემლში დემოკრატიული აქტივისტები მიიწვია, დაგმო ბელორუსიის დიქტატორი და თითქოს ოდნავ მაინც გაათავისუფლა რუსული ტელევიზია. მაგრამ დღეს 2011 წელია და პუტინი ისევ წინა პლანზეა, ხოლო ხოდორკოვსკის პაროდიად ქცეულმა სასამართლო პროცესმა სულ ახლახანს მიუასაჯა პატიმრობა. როდესაც ამ სიტყვებს ვწერ ერთი ბარელი ნავთობის ფასი უკვე 92 დოლარი და 25 ცენტია. ძალიან გამარტივებული ანალიზია? დიახ ასეა, მაგრამ მე უკეთესი ახსნა ჯერ არავისგან მომისმენია. ორიგინალი ორიგინალი
  6. არ იცი რა გაუხარდება შენს რჩეულს?? მაშინ გააგრძელე … 10 საჩუქარი რაც ყველაზე მეტად სურთ მამაკაცებს…1. მანქანა:2. მაჯის საათი:3. სასმელი:4. ლამაზი ქალი:5. ძვირადღირებული მობილური (ან რამე მსგავსი)6. მორჩილი ცოლი:7. ქამარი:8. სიგარა:9. სუნამო:10. საფულე:პ.ს. ბიჭებო, მაინც ძალიან ძნელია თქვენთვის რაიმეს არჩევა და იქნებ დაგვეხმაროთ? View ucnauri.com
  7. გოგონა რომელიც იგონებს და ქმნის წამწამების მორთულობას თვლის, რომ “ცრუ წამწამების” დრო წავიდა. იგი ამ დეკორაციებს ქმნის , მავთულებით, მძივებით და სხვა იმპროვიზირებული მასალებით.მისი სამკაულები შეიძლება გამოყენებულ იქნას არაერთხელ, რომელიც გაცილებით უფრო მომგებიანია ვიდრე ჩვეულებრივი ყალბი წამწამები.ალბათ ჩნდება კითხვა მოხერხებულია თუ არა ამ ჩუქურთმების ტარება. ასეთ დროს უკვე მომხმარებელზეა დამოკიდებული ... View ucnauri.com
  8. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/images2-150x150.jpgსაქართველოში იყო გამოთქმა, „შინაურში ინაური“, ანუ კგბ-ს ყველა ოჯახში თავისი წარმომადგენელი ჰყავსო… ეს იყო სრული გახრწნა და… საბჭოთა კავშირიც დაიშალა… დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს კრიტიკული ზღვარი უკვე გადალახა – ქვეყანა დასმენებისა და ჩაშვების რეჟიმში გადაიყვანა, ჭორების ჭურია დღეს საქართველო. დავერიეთ ერთმანეთს… უახლოესი ადამიანებიც კი ერთმანეთს გადაგვკიდეს. იმას გვაბრალებენ, რაც არ გვითქვამს, ან ნათქვამის დამახინჯებით აზრს სახეს უკარგავენ. ყოველთვის ვცდილობ, არ დავიჯერო, როცა მეუბნებიან – შენზე ამან და ამან ეს თქვაო, მაშინაც კი, როცა ამის დაჯერების საკმაო საფუძველიც არსებობს. ეს ჩემი სიძლიერეა. დღეს ქვეყანას სჭირდება დიდი ერთობა, განსაკუთრებით ოპოზიციაში, განსაკუთრებით ეროვნულ კრებაში და ეროვნული კრების მიმართ. ეს უკანასკნელი ყველაზე მეტად აშინებს ხელისუფლებას და დაიწყო იმ ხალხის შანტაჟი, ჭორებსა და ინტრიგებში გაბმა, ვინც კრების მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი. ხელისუფლებას ეშინია ხალხის და არა პოლიტიკოსების, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ხალხის ორგანიზება და ხელისუფლების წინააღმდეგ პროცესის წარმართვა პოლიტიკოსების და განსაკუთრებით მორალური ავტორიტეტების გარეშე წარმოუდგენელია. მორალური ავტორიტეტებისა და პოლიტიკოსების გაერთიანება შეძლებს მართლაც დიდი სახალხო კრების მოწვევას. ხელისუფლება კი სწორედ ამ პოლიტიკოსების და მორალური ავტორიტეტების ერთმანეთთან დაპირისპირებას ცდილობს ჭორების გავრცელებით. მე თავის მართლება არ მჭირდება და არც არარსებულზე საუბარს ვაპირებ. ხმამაღლა ვაცხადებ, ყველაფერი ტყუილია, ან დამახინჯებული ფორმით არის წარმოდგენილი. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი გაირკვევა და ჩემს სიმართლეს დრო დაადასტურებს. გუშინ დიდი დღე იყო. ვიღაცა ფიქრობს, რომ ეს ვანო მერაბიშვილმა დაგეგმა. მე ამას არ ვიჯერებ, თუმცა, გარეგნულად ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, გადაიფარა ჩვენი განცხადების უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტები, თუნდაც ის, რომ ბარბაროსობა, რომელიც მოშიმშილე ვეტერანებთან დაკავშირებით ხელისუფლებამ ჩაიდინა, არ შეიძლება ეპატიოს და აუცილებელია დიდი პოლიტიკური ერთობის დამადასტურებელი შეხვედრა ძველით ახალი წლის შემდეგ. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა მაინც შედგება. კვლავ ვადასტურებ, რომ გაურკვევლობაზე დიდი მტერი არ არსებობს და ის, რაც ჩვენთან მოხდა და შემდგომ კიდევ უფრო გაფართოებული შემადგენლობით „წინააღმდეგობის მოძრაობასა“ და მედიაკავშირ „ობიექტივში“ გაგრძელდა, გარკვეულობისაკენ მიმავალი გზაა. ასეთი პროცესები კიდევ უფრო შეაერთებს (ეს ჩემი დიდი სურვილია) ოპოზიციურად განწყობილთ და გაცილებით მალე დაასრულებს ამ ანტიეროვნულ და გახრწნილ ხელისუფლებას. დრო დასმენა-მოსმენებსა და ჭორებზე აგებული პოლიტიკის წინააღმდეგ და საქართველოს „ნაციონალური“ ჭირისაგან განთავისუფლების დაჩქარების სასარგებლოდ მუშაობს. დაბოლოს, როგორც კაცი და პიროვნება, რომლის მიმართაც უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში ბევრი უსამართლო ბრალდება გახმაურდა – და დროს ეს დაუდასტურებია – პირდაპირ ვამბობ: სიძულვილის კენჭი რომ მესროლოთ, სიყვარულის ლოდს გადაგახვედრებთ! ეს ჩვენი, „თეთრების“ პრინციპი და ამავდროულად ჩვენი სიძლიერეა თემურ შაშიაშვილი იხილეთ epn.ge
  9. ეს არის კუნძული ბორა ბორა რომელიც მდებარეობს ავსტრალიის აღმოსავლეთ უკიდურეს ნაწილში, ფრანგულ პოლინეზიაში. ბორა ბორა გამორჩეულია სილამაზით. არსებობს ბევრი ლამაზი კუნძული მალდივი, ფიჯი, სეიშელი და ა.შ. მაგრამ ბორა ბორა ისე მოგხიბლავს რომ ყველაფერს დაივიწყებ. ულამაზესი ზღვა წყალში აგებული ხელოვნების ნიმუში (ანუ სახლები) 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები. ბევრი რომ არ ... View ucnauri.com
  10. ამ პოსტში წარმოგიდგენთ 2010 წლის მოტოციკლეტების ტოპ 10ეულს. ყველანი სრულიადში10. Ducati 8489. Aprilia RSV48. Suzuki GSX-R7507. Yamaha YZF R16. Ducati 1198R5. Kawasaki Ninja ZX-14 – Electronically limited to 299 km/h4. Kawasaki Ninja ZX-10R3. Suzuki Hayabusa2. Suzuki GSX-R10001. MTT Turbine Superbike Y2Kპ.ს ჩემი პირველი სტატიაა View ucnauri.com
  11. მსახიობი ბავშვები ძველი და ახალი ფილმებიდან. 1. ჯეკი კუგანით (Jackie Coogan) ჩარლი ჩაპლინის “ბიჭუნადან”2.გორდონ დუგლასის “ონავარი” სპენკი3.ronnie cosby.ფრენკ ლოიდის “განუყრელი” მსახიობი4.ტაძიო ”სიკვდილი ვენეციაში”5.ნიკოლაი ბურლიაევი ფილმიდან Иваново детство6.Elijah Wood…7.კირსტენ დანსტი8.ნატალი ვუდი9.ტინა აპიჩელა ვისკონტის “ბელისიმა”დან10. იორგენ ლინდსტრომი ბერგმანის ფილმში “სიჩუმე”კიდევ ლინდსტრომი ამჯერად ბერგმანის “პერსონა”-ში11.მერი ბედემი ფილმიდან “ნუ მოკლავ ჯაფარას”12.დემიანი – ჰარვი სტეფენსი13.შირლი ... View ucnauri.com
  12. ეს არის რუსი ტრეისერი (პარკურს ვინც აწვება მათთვის ვინც არ იცის) სანამ ეროვნების გამო რამეს იტყვით მანამდე გაგრძელებეაში შედით და შეეაფასეთ მისი შესაძლებლობებიიმედია ყველას გაქვთ ნანახი top 10 jumps ნანახი მეექვსე ადგილზე სწოედ ეს ადამიანია გასული და მერწმუნეთ ამის გარდა სხვა რეკორდებიც აქვს მოხსნილი ერთ-ერთი wallfip-ში (კედლიდან უკანა სალტო) ... View ucnauri.com
  13. http://www.mirrorfootball.co.uk/incoming/article212285.ece/ALTERNATES/gallery-large/Eljero_Elia.jpgელიას ფავორიტები: ბარსა, რეალი, მანიუ … გერმანული ჰამბურგის ჰოლანდიელ თავდამსხმელს, ელჯერო ელიას ვერ გადაუწყვეტია, რომელ კლუბში სურს მას სამომავლოდ თამაში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 23 წლის ჰოლანდიელი ჰამბურგს მალე დატოვებს, რადგან მისი შეძენით ვოლფსბურგი და ლივერპული არიან დაინტერესებულნი, მაგრამ როგორც ირკვევა, ფეხბურთელს საკმაოდ დიდი მადა ჰქონია. მას ბარსელონაში, რეალში, ან მანჩესტერ იუნაიტედში სურს თამაში. “ჰამბურგი ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ ევროპის საუკეთესო კლუბებში თამაშზე ვოცნებობ. კონკრეტულად, ბარსელონა, რეალი და მანჩესტერ იუნაიტედი მიზიდავს. ეს გუნდები განსაკუთრებულები არიან. ვფიქრობ, საკმარისად კარგი მოთამაშე ვარ იმისათვის, რომ ამ სამეულის მოთხოვნები დავაკმაყოფილო. ეს სამხრეთ აფრიკაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზეც დავამტკიცე” – ციტირებს ელიას სიტყვებს Bild. ინფორმაციის წყარო: “მსოფლიო სპორტი” (www.worldsport.ge) View the full article
  14. http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54521.jpgმარტვილში ორ თავიანი ხბო დაიბადა. ცხოველს სამი ყური და ორი წყვილი თვალი აქვს. View the full article
  15. http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54522.jpgამაღამ შობაა. საშობაო მზადება დაწყებულია. ტრადიციული რიტუალის - ალილოს მთავარი თანამონაწილე - ათი ურემშებმული კამეჩი თბილისში კასპიდან დილით ჩამოვა. View the full article
  16. ტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული 8 პირის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენს ადვოკატები უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ. როგორც “ექსპრესნიუსს” ადვოკატმა მანანა კობახიძემ განუცხადა, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტენილ განაჩენს გასაჩივრებენ, თუმცა ამ ყველფერს ფორმალური ხასიათი ექნება. ადვოკატის განცხადებით, ყველაფერი პროკურორების სიტყვაზეა დამოკიდებული. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია კავკასიაში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული 8 პიროვნების მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უცვლელი დარჩა. 8 პიროვნებას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით 4 წლით და 6 თვით თვისუფლების აღკვეთა შეეფარდა. სასამართალო პალატამ საბოლოო განაჩენი 1 საათიანი თათბირის შემდეგ გამოიტანა. აღნიშნული განაჩენის გასაჩივრება მხარეებს შემდგომ ინსტანციაში ერთი თვის ვადაში შეუძლიათ. დღევანდელ პროცესზე ადვოკატებმა დაცვითი სიტყვა წარმოთქვეს, რის შემდეგაც საბოოლო სიტყვის წარმოთქმის საშუალება ბრალდებულებსაც მისცეს. ბოლოს კი მოსამართლეებმა განაჩენი გამოაცხადეს და საქალაქო სასამართლოს განაჩენი უცვლელი დატოვეს. ბრალდებულ 8 პიროვნებას ბრალი 154 მუხლის მე-2 ნაწილით აქვთ წაყენებული და მათ ბრალად ხულიგნობა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლა ედებათ.http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/uzenaesi2-150x150.jpg იხილეთ epn.ge
  17. აშშ-ში მარკ ტვენის “ჰეკლებერი ფინის თავგადასავალის” ახალმა გამოცემამ სამეცნიერო წრეებსა და ლიტერატურათმცოდნეებში დაპირისპირება გამოიწვია. ცნობილი ამერიკული ნაწარმოების… ლინკი მედიანიუსზე
  18. სისხლის სამართლის პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ინტერპოლი) ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის, ყურმანბეკ ბაკიევის ძებნაზე უარს აცხადებს,—იუწყება “როსბალტი”. წყაროს… ლინკი მედიანიუსზე
  19. არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” მიმდინარე წლის 3 იანვარს თბილისში, გმირთა მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლის ფაქტის… ლინკი მედიანიუსზე
  20. http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/christmas21-150x150.jpgმართლმადიდებლური სამყარო მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ღამით დაიწყება. რულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საშობაო სადღესასწაულო ღვთისმსახურებას, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 23:00 საათზე დაიწყებს. წირვის დასრულების შემდეგ, უწმინდესი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს და საშობაო ეპისტოლეს წაიკითხავს. შობის დღესასწაულზე მორწმუნეთათვის 40-დღიანი მარხვა დასრულდება, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო. დღესასწაულის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში, 17 იანვრამდე მსგეფსი იქნება, რომლის დროსაც მრევლს ოთხშაბათსა და პარასკევს არასამარხვო საკვების მიღება შეეძლება. იხილეთ epn.ge
  21. http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/alilo1-150x150.jpgტრადიციული საშობაო ალილო ხვალ 14:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება. მსვლელობას ტრადიციულად, თეატრალიზებული სახე ექნება. მსვლელობის მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს, პუშკინის ქუჩას და კონკასთან საპატრიარქოში გადავლენ. იქ მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეხვდებათ და ალილოსთვის ტკბილეულს გადასცემს და მსვლელობის მონაწილეებს დალოცავს. შემდეგ მსვლელობა ბარათაშვილის ხიდით, ბარათაშვილის ქუჩაზე გაგრძელდება. აქ ერთი ჯგუფი პრეზიდენტის სასახლისკენ გადაინაცვლებს, სადაც ალილოს მონაწილეებს ტბილეულს პრეზიდენტიც გადასცემს და მსვლელობაში მონაწილეებს შობას მიულოცავს. მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების ტაძართან დასრულდება. მსვლელობის მონაწილეებს გზადაგზა მოსახლეობა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს. ყოვლადწმინდა სამებაში მიტანილი შემოწირულობები 9 იანვარს ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადანაწილდება. ამ მიზნით მერია 13 ავტობუსს გამოყოფს. საქართველოში “ალილოს” ტრადიცია V-VI საუკუნეში დაიწყო. იხილეთ epn.ge
  22. http://i.dailymail.co.uk/i/pix/2011/01/06/article-1344646-0CAA5F54000005DC-256_634x397.jpg ბრიტანული პრესისისთვის დღის მთავარი თემა როი ჰოჯსონის განთავისუფლების საკითხია… გულშემატკივართა არმია უკვე ძალიან დიდი ხანია ითხოვს მის გაშვებას გუნდიდან. ფანები საკუთარ პროტესტს როგორც ფორუმებზე და კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე, ისე უშუალოდ ენფილდის ტრიბუნებზე და მელვუდის კედლებზეც კი აფიქსირებენ: (იხილეთ გუშინ ღამით გადაღებული ფოტო) http://images.icnetwork.co.uk/upl/liverpoolecho/jan2011/5/5/hodgson-out-grafitti-834203415.jpg პრესა კი წერს რომ ლივერპულის მფლობელექბი განიხილავენ მისი განთავისუფლების საკითხს, მაგრამ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ამ ინფორმაციას ადასტურებენ ისეთი მაღალ-რეიტინგულიწ წყაროები, როგორებიც BBC, SKYSPORTS და TELEGRAPH არიან. თუმცა კლუბის პრესამსახურს ჯერ ოფიციალური განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია. თავად როი ჰოჯსონმა კი ბელქბერნთან მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კითხვა, თუ რა მოელოდა მას მომავალში, უპასუხოდ დატოვა და არ ისურვა საკუთარი პოსტის გარშემო ატეხილ აურზაურში საკუთარი აზრიც დაეფიქსირებინა. მისი აზრით მისი მომავალი კლუბში მასზე არაა დამოკიდებული და წინასწარ არაფრის თქმა არ შეუძლია. ფაქტი კი ერთია, ლივერპულის აბსოლიტურად ყველა გულშემატკივარი აღშფოთებულია გუნდის უსუსტესი თამაშით და ჰოჯსონის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას ითხოვს. შეისმენენ თუ არა ამერიკელი მფლობელები სკაუზერების თხოვნას, ამას ძალიან მალე გავიგებთ… View the full article
  23. სმოლენსკის აეროდრომის რადარების ჩანაწერები, რომელზეც პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის დაშვების მომენტი იყო დაფიქსირებული, გაურკვეველ ვითარებაში გაქრა. ამის შესახებ, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, პოლონური ტელეკომპანია TVN24 იუწყება. იხილეთ tabula.geზე
  24. http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/amboxebulebi-150x150.jpgთბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია კავკასიაში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული 8 პიროვნების მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უცვლელი დარჩა. 8 პიროვნებას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით 4 წლით და 6 თვით თვისუფლების აღკვეთა შეეფარდა. სასამართალო პალატამ საბოლოო განაჩენი 1 საათიანი თათბირის შემდეგ გამოიტანა. აღნიშნული განაჩენის გასაჩივრება მხარეებს შემდგომ ინსტანციაში ერთი თვის ვადაში შეუძლიათ. დღევანდელ პროცესზე ადვოკატებმა დაცვითი სიტყვა წარმოთქვეს, რის შემდეგაც საბოოლო სიტყვის წარმოთქმის საშუალება ბრალდებულებსაც მისცეს. ბოლოს კი მოსამართლეებმა განაჩენი გამოაცხადეს და საქალაქო სასამართლოს განაჩენი უცვლელი დატოვეს. ბრალდებულ 8 პიროვნებას ბრალი 154 მუხლის მე-2 ნაწილით აქვთ წაყენებული და მათ ბრალად ხულიგნობა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლა ედებათ. იხილეთ epn.ge
×
×
  • შექმენი...