Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ,,ქართული აკადემია~ მიესალმება მოშიმშილე ვეტერანთა დარბევასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ჯონ ბასის პოზიციას და იმედს გამოთქვამს,… ლინკი მედიანიუსზე
  2. მესტიაში ზამთრის საკურორტო სეზონი ოფიციალურად 8 იანვარს გაიხსნება. როგორც “მედიანიუსს” ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, სეზონი საშობაო კონცერტით… ლინკი მედიანიუსზე
  3. საზღვარი აფხაზეთთან კომუნიკაციების სფეროშიც გაჩნდა. ეს საზღვარი ცალმხრივად არის გავლებული. საქართველო ვერ უკავშირდება ქვეყნის ოკუპირებულ ტერიოტირიას, აფხაზეთს, საიდანაც შემომავალი ზარი რუსული კოდით +7 იწყება. სოხუმში გამომავალ გაზეთ ნუჟნაიას რედაქცია, რომელსაც ნეტგაზეთი ინტერნეტის მეშვეობით დაუკავშირდა, ჩვენ წერილს ასე პასუხობს: „ჩვენ შეგვიძლია დავრეკოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, უბრალოდ, საჭიროა სწორი კოდის აკრეფა. სატელეფონო კავშირთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს“. აფხაზეთთან დაკავშირების შესაძლებლობის ერთადერთი შანსი ქვეყნისთვის ისევ ქართული ფიჭური კომპანიებია, რომელთა დაფარვის ზონა გავლებულ დე ფაქტო საზღვარზე შორს მიდის. ძირითადად, გალი, ასევე, მისი მიმდებარე ტერიტორია – ეს ის ზონაა, რომელსაც ქართული ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები ფარავენ. გალის მცხოვრები, რომელიც ნეტგაზეთს ესაუბრა, ამბობს, რომ გალში ბევრს მაგთიფიქსის (კომპანია მაგთის უკაბელო ტელეფონი) აპარატები აქვთ. მისი თქმით, სიგნალი ფარავს გალს და რამდენიმე სხვა სოფელს. „იყო შემთხვევა, როდესაც კარდაკარ დადიოდნენ (რუსი ჯარისკაცები), ოჯახებში შედიოდნენ, თუ სად და რომელ ოჯახში იდგა მაგთიფიქსის აპარატი“, – ამბობს ზაზა ჯალაღონია, აფხაზეთის განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი. გალში მცხოვრები, რომელსაც ნეტგაზეთი მაგთიფიქსის ნომერზე დაუკავშირდა, ამბობს, რომ მასაც სმენია ეს ამბავი, თუმცა მისთვის და მისი ახლო გარემოცვისთვის ტელეფონის ქონა არავის შეუზღუდავს. 2009 წლის სექტემბერში რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის მემორანდუმი დაიდო. მემორანდუმის საფუძველზე, აფხაზეთს რუსეთის კოდი +7 მიენიჭა. მემორანდუმის ხელის მოწერიდან ერთი წლის მანძილზე აფხაზეთში დარეკვა შეიძლებოდა როგორც ქართული კოდით +995, ასევე– რუსულით +7. ბილაინის ქსელიდან აფხაზეთში ზარი ხორციელდებოდა კოდით 844, თუმცა რამდენიმე დღეა, ამ კოდითაც შეუძლებელია სატელეფონო კავშირის დამყარება. „აქამდე ვრეკავდი და მირეკავდნენ ამ კოდით– 844, ბოლო რამდენიმე დღეა არავის დაურეკავს“,–ამბობს გალში მცხოვრები. მას მაგთიფიქსის აპარატი ფანჯარასთან ახლოს უდგას, სიგნალი უკეთ რომ დაიჭიროს. ამ ნომრით გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. ამიტომ ზარებს მხოლოდ მაშინ პასუხობს, როცა იმ ადგილზეა, სადაც მისი ტელეფონის აპარატი. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კომენტარს არ აკეთებს. კომპანია ბილაინის წარმომადგენელი ამბობს, რომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, აეკრძალათ ახალ კოდზე (+7) ზარების განხორციელება. აფხაზეთმა, თავის მხრივ, შეზღუდა ძველ კოდზე +995 ზარის მიღება. კომპანია სილქნეტის ოპერატორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ანა ნაკაშიძის თქმით, ის ტექნიკური საშუალებები, რომლითაც პირდაპირ უკავშირდებოდნენ რეგიონს, აფხაზეთის მხრიდან გათიშულია. ერთადერთი საშუალება რუსეთის კოდია, რომელსაც კომპანია „პრინციპული გადაწყვეტილების საფუძველზე“ არ იყენებს. საერთაშორისო ფიჭური კომპანიების ოპერატორები აფხაზეთს რუსული კოდით უკავშირდებიან. კომპანია სილქნეტი, რომელიც რამდენიმე უცხოურ კომპანიასთან თანამშრომლობს, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ დოიჩე ტელეკომი და სხვა ოპერატორები აფხაზეთთან დანარჩენ მსოფლიოს რუსეთის კოდით აკავშირებენ. ინტერნეტ გვერდი searchpeopledirectory.com, რომლის ერთ–ერთი ფუნქციაა, მის მომხმარებელს ქვეყნიდან ქვეყანაში დასარეკი კოდი მიაწოდოს, საიტზე აფხაზეთთან დასაკავშირებელ კოდად უთითებს +7–ს, ხოლო ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთი ერთ–ერთია. /get_img?NrArticle=3779&NrImage=2 Image 2776 პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სატელეფონო კავშირი შეწყდა, მის მეგობრებს, ძირითადად, ინტერნეტით, სკაიპით ეკონტაქტება. სოხუმში სკაიპით საუბარი სირთულეებს ნაკლებად უკავშირდება, გალისგან განსხვავებით. გალში მცხოვრები ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ქართული ინტერნეტი რეგიონში შეწყდა, თითქმის შეუძლებელია ინტერნეტით სარგებლობა. „აქ ძალიან ცოტას აქვს ინტერნეტი. მე ვცდილობ, რომ ჩემი ტელეფონიდან შევიდე ხოლმე, თუმცა ძალიან რთულია,//
  4. თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლაბაზა დუიშვილმა 27 წლის დავით ელიზბარაშვილის ცემაში ბრალდებული სამართალდამცავების პროცესი გადადო. პროცესის დაწყებისთანავე,… ლინკი მედიანიუსზე
  5. კავკასიის საკითხებში ექსპერტის მამუკა არეშიძის განცხადებით, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ავტორიტეტი აქვს, ოღონდ… ლინკი მედიანიუსზე
  6. საქართველოში აშშ-ს ელჩ ჯონ ბასის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” მეორე ტრანში ჯერ არ გამოყოფილა,… ლინკი მედიანიუსზე
  7. ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1,7741 ნიშნულზე დაეცა. საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, შესაბამისად, ხვალ ოფიციალური გაცვლითი კურსი… ლინკი მედიანიუსზე
  8. რადიკალ ისლამისტური დაჯგუფები 7 იანვარს ქრისტიან-კოპტების შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ეგვიპტისა და ევროპის ქალაქებში ტერორისტულ აქტებს გეგმავენ. ამის… ლინკი მედიანიუსზე
  9. თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი კოკი იონათამიშვილი მიესალმება ყველა ინიციატივას, რომელიც სარგებლობას მოუტანს ომის ვეტერანებს. იგი მიიჩნევს, რომ… ლინკი მედიანიუსზე
  10. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიას განცხადებით, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გაიხსნება.… ლინკი მედიანიუსზე
  11. წარმომადგენლობითმა სახალხო კრებამ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის პირველი კომიტეტი თელავში გახსნა. როგორც “მედიანიუსს” სახალხო კრების თავმჯდომარემ ნონა გაფრინდაშვილმა განუცხადა,… ლინკი მედიანიუსზე
  12. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/images1-150x150.jpgსააპელაციო სასამართლო რამდენიმე წუთში კავკასიის შენობასთან დაკავებულ 8 პიროვნებას განაჩენს გამოუტანს. მოსამართლეები ამ დროისტვის სატატბიროდ იმყოფებიან და რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი დატობვენ თუ არ საქალაქო სასამართლოს განაჩენს უცვლელად, დღევანდელ პროცესზე ადვოკატებმა დაცვითი სიტყვა წარმოთქვეს, რის შემდეგაც საბოლო სიტყვის წამოთქმის უფლება 8 ბრალდებულსაც მისცეს. მათივე თქმით, ისინი მართმადიებლობისათვის იდევნებიან, და თუ ეს დამტკიცდება მზად არიან ბრძოლა გააგრძელონ ბოლომდე. შეგახსენებთ, რომ 7 მაისს ტელეკომპანია `კავკასიაში~ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებულ 2 პირს, სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის წარმომადგენლებს: რატი მაისურაძესა და ავთანდილ ზუმბაძეს ვაკე-საბურთალოს რაიონულმა პროკურატურამ, სს კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, (ხულიგნობა ჯგუფურად) ახალი ბრალდება წაუყენა. პროკურატურის დადგენილების თანახმად, ზემოაღნიშნული პირების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საფუძველი გახდა 2010 წლის 4 მაისს `ილიას უნივერსიტეტთან~ გამართულ, ერეკლე დეისაძის წიგნის: `საიდუმლო სირობის~ საწინააღმდეგო აქციის მიმდინარეობისას, წიგნისა და მისი ავტორის მხარდამჭერი 2 პირის: ნ. ლუტიძისა და ვ. გაბუნიას მიმართ ხელის დარტყმა და ქუჩაში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა. იხილეთ epn.ge
  13. დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობასა და ამ რეგიონებიდან დევნილებს შობა-ახალი წელი ქართულ და რუსულ ენებზე მიულოცა. იხილეთ tabula.geზე
  14. http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/turizmi.jpgტურიზმის სფეროში ახალი სტანდარტები დაინერგება. როგორც ტურიზმის მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, შექმნილია სპეციალისტების ჯგუფი, რომელიც ახალ სტანდარტებზე იმუშავებს. “ექსპერტები, ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები სხვადასხვა სასწავლებლების მიერ წარმოდგენილ პროექტებს განიხილავენ და ადაპტირებულ ვარიანტს შეიმუშავებენ. ამის მიხედვით კი საგანმანათლებლო პროექტი შეიქმნება, რომლითაც ტურიზმის სფეროში ჩართული სხვადასხვა პროფესიის ადამიანები გადამზადებას გაივლიან.” -აცხადებენ ტურიზმის ცენტრში. იხილეთ epn.ge
  15. http://i.dailymail.co.uk/i/pix/2011/01/06/article-0-03D208910000044D-214_468x286.jpgკეივინ კიგანი, ჯონ ბარნსი და სტივ მაკმანამანი აქტიურად უჭერენ მხარს როი ჰოჯსონს და ფანებს მოუწოდებენ, რომ მიენდონ მას … მას შემდეგ, რაც “ლივერპული” ბლექბერნთან დამარცხდა, უფრო აქტიურად დაიწყო ახალ მწვრთნელზე ფიქრი. ცნობილია, რომ NESV მანამდეც ეძებდა ახალ შემცვლელს. მაგრამ ლეგენდები დარწმუნებულები არიან, რომ “ფა თასზე” “მანიუ” დამარცხდება და კვლავ მიეცემათ რწმენა ფანებს როის მიმართ. კიგანი: “ერთი სიტყვით – დიახ. მას შეუძლია გუნდის წარმატების გზაზე დაბრუნება “მანჩესტერთან” თამაშის შემდეგ. “ლივერპული არის დიდი კლუბი დიდი წარსულით და როიც მისი ნაწილია. ის მხოლოდ 6 თვეა რაც მწვრთნელობა დაიწყო “წითლებში” და მეტი დრო სჭირდება.” ჯონ ბარნსი: “ის შესანიშნავად ართმევდა თავს “ფულემის” მწვრთნელობას, მხოლოდ დროა საჭირო წარმატების მისაღწევად “ლივერპულში”. 4 თვის მერე კი შეიძლება მისი განსჯა რეალურად.” “ჩელსის მწვრთნელიც კი, რომელმაც გუნდს შარშან 2 თასი ააღებინა, ახლა ჩავარდნა აქვს…” – განაცხადა მაკმანამანმა. “გამარჯვება “მანჩესტერთან” და შემდეგ “ევერტონთან”, ყველაფერს გამოასწორებს.” dailymail.co.uk View the full article
  16. http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/qobalia-150x150.jpgსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ პროექტში – “მინისტრი ერთი დღით”, გამარჯვებული გამოავლინა. ვერა ქობალიას სამუშაო ოთახი ერთი დღით “ვუდვორფის” სკოლის მე-12 კლასელმა გიორგი ქიტიაშვილმა დაიკავა. მინისტრს, როგორც თავად განაცხადა, პროექტში გამარჯვებულის გამოვლენა გაუჭირდა. ვერა ქობალიას ინიციატივით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის კონკურსი სახელწოდებით, “მინისტრი ერთი დღით” 2010 წლის ზაფხულში გამოაცხადა. იხილეთ epn.ge
  17. აშშ-ს საპრეზიდენტო კომისიამ, რომელიც მიმდინარე წელს მექსიკის ყურეში დიდი რაოდენობით ნავთობის ჩაღვრის ფაქტს იძიებდა, 48 გვერდიანი მოხსენება… ლინკი მედიანიუსზე
  18. http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/baramia-150x150.jpgაფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია ქ. თბილისში ჩაჩავას №6–ში მდებარე დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტს ეწვია. გიორგი ბარამიამ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შობა–ახალი წელი მიულოცა და დევნილ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცა. აფხაზეთის მთავრობა და ფონდი „კეთილი სამარინელი საქართველოში“ თბილისის მასშტაბით 200–მდე დევნილ ბავშვს საჩუქრებს დღეს გადასცემენ. „ჩვენ პატარებს ახალი წელი და დამდეგი შობის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცეთ. მათ საჩუქრები გადავეცით და იმედი მაქვს, რომ მოეწონებათ. პატარების გაბრწყინებული თვალები ჩვენთვის ბედნიერების მომტანია. აფხაზეთის მთავრობა ყოველთვის შეეცდება მათ გახარებას,“–განაცხადა გიორგი ბარამიამ. დევნილმა ბავშვებმა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს შობა–ახალი წლის მილოცვისა და საახალწლო საჩუქრებისათვის მადლობა გადაუხადეს. იხილეთ epn.ge
  19. სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფი“ და ჰიპერმარკეტი „გუდვილი“ საქართველოს ისტორიაში პირველად და საგანგებოდ მზრუნვლობამოკლებული ბავშვებისათვის გრანდიოზულ, 400 კილოგრამიან,… ლინკი მედიანიუსზე
  20. საქართველოს ლეიბორისტული პარტია მოძმე სომეხ ერს შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ულოცავს. ”ქართველებსა და სომხებს მრავალწლიანი კეთილმეზობლური და… ლინკი მედიანიუსზე
  21. http://www.mirrorfootball.co.uk/match-centre/article579153.ece/ALTERNATES/gallery-large/.jpegლივერპული სტოკის მცველს აკვირდება. როგორც Mirror Football-ი იტყობინება, ლივერპული დაინტერესებულია სტოკ სიტის მცველის, რობერტ ჰუტის გადაბირებით. გერმანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ, წითლები მზად არიან 5 მლნ ევროს შეელიონ. თუმცა, სტოკმა რომ ამის შესახებ შეიტყო, 10 მილიონამდე ევრო მოითხოვა. ჰუტი სტოკში 2009 წელს გადავიდა მიდლსბროდან სწორედ 5 მლნ ევროს სანაცვლოდ. მან მიმდინარე სეზონში ტონი პულისის გუნდში 23 მატჩი ჩაატარა. View the full article
  22. 3 იანვარს გმირთა მოედანზე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტების მონაწილე ვეტერანთა აქციაზე პოლიციის მიერ ძალის შესაძლო გადამეტებას შესაბამისი სტრუქტურები შეისწავლიან. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსზე, შოთა უტიაშვილზე დაყრდნობით, სააგენტო ინტერპრესნიუსი იუწყება. იხილეთ tabula.geზე
  23. ქრისტეშობის წინ დედაქალაქის სამართალდამცავმა ორგანოებმა დავალება მიიღეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაზე, იუწყება ,,რია ნოვოსტი” მოსკოვის შს მთავარი სამმართველოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელ ვიქტორ ბირიუკოვზე დაყრდნობით.მისი სიტყვებით: ,, მოსკოვსა და მის შემოგარენში მილიციამ განსაკუთრებული დაცვის ქვეშ268 მოქმედი მონასტერი აიყვანა, ტაძრები და ეკლესიები, რომლებშიც შედგება ღვთისმსახურება ქრისტეს დაბადებასთან დაკავშირებით. ყოველ ტაძართან უკვე მორიგეობენ მილიციის განაწესები,... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  24. ხვალ თბილისში საშობაო ალილო 14:00 საათზე ვარდების მოედნიდან დაიწყება და წმიდა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება. მეალილოების მისვლის… ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...