planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
/get_img?NrArticle=4226&NrImage=8 დევნილების აქცია პარლამენტის წინ დღეს პარლამენტის წინ გამართულ დევნილთა სოლიდარობის აქციაზე მთავარი მოწოდება იყო, რომ მათ პროტესტს დევნილებისა და საზოგადოების წევრების მეტი წარმომადგენელი უნდა შეუერთდეს. რუსთაველის გამზირზე, პარლამეტის წინ, გამართულ საპროტესტო აქციას დღეს დაახლოებით 300-მდე ადამიანი ესწრებოდა: პოლიტიკური პარტიების, დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები, თავად დევნილები და უბრალო მოქალაქეები. აქცია 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქციაზე სიტყვით გამომსვლელები, პირველ რიგში, მოუწოდებდნენ დევნილებსა და საქართველოს მოქალაეებს, რომ დევნილთა უკანონოდ გამოსახლების პროცესის შეჩერების მიზნით გამართულ საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ. არც დევნილებმა და არც "კონსერვატიული პარტიის" წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა ჯერ არ იციან, აირჩევენ თუ არა დევნილები პროტესტის ფორმად რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლას. ჩხარტიშვილი ამბობს, რომ პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია, აქციაში მეტი ხალხი ჩაერთოს. ,,ეს მათი გადასაწყვეტია, თუ გადაწყვეტენ კარვების გაშლას, ალბათ, გააკეთებენ კიდეც’’, - ამბობს ჩხარტიშვილი. /get_img?NrArticle=4226&NrImage=9 დევნილთა აქციას ოპოზიცია შეუერთდა დევნილები, უბრალო მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები აქციაზე ამბობდნენ, რომ დევნილთა გამოსახლების პროცესი უკანონოა და მის შეჩერებას მოითხოვენ. ამ მიზნით დევნილები თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანასაც გეგმავენ. მანამდე კი დევნილებს აქციაზე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებები დაურიგდათ. განცხადებების შევსების შემდეგ ისინი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნება. განცხადების ფორმა ორგანიზაცია ,,ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის’’ ხელმძღვანელმა ლია მუხაშავრიამ მოამზადა. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა აქციაზე განმარტა, განცხადება უზრუნველყოფს სასამართლოში სარჩელის შეტანამდე გამოსახლების პროცესის შეჩერებას. განცხადების შეტანიდან 24 საათში საქალაქო სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება გამოსახლების პროცესის შეჩერებაზე. ხვალ დევნილები პარლამენტის წინ ისევ შეიკრიბებიან, თუმცა მსვლელობით ავლაბარში, პრეზიდენტის რეზიდენციისკენ, გადაინაცვლებენ. დევნილთა გამოსახლების პროცესი გუშინ დაიწყო და დღეს განახლდა. დღეს დილიდან დევნილები სამი ობიექტიდან, - ვაჟა-ფშაველას მესამე მიკრო მე-8 ა კორპუსიდან, ყაზბეგის #25ა-დან და ყიფშიძის #34-დან გამოსახლეს. როგორც იქ მცხოვრებმა დევნილებმა ჩვენთან საუბრისას განაცხადეს, გუშინ საღამოს მათთან სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლები მივიდნენ და გააფრთხილეს, რომ დილიდან მათი გამოსახლების პროცესი დაიწყებოდა. გამოსახლების პროცესი მთელი დღე მშვიდად მიმდინარეობდა. დევნილებს სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. ,,იმის მერე, რასაც ვუყურე, გუშინ ბაგებში რაც მოხდა, აღარ მიფიქრია წინააღმდეგობის გაწევაზე, რა აზრი აქვს? ვის აქვს თავი, ამ გაჭირვებაში კიდევ დამატებით 400– ლარიანი ჯარიმა გადაიხადოს?!’’, - ამბობს დევნილი კოდორის ხეობიდან ნათია კუპრაძე. სამივე შენობას პოლიციამ ალყა შემოარტყა და ევროკავშირის დამკვირვებლები და ჟურნალისტები არც შენობაში და არც შენობის ეზოში არ შეუშვა. ვაჟა-ფშაველას მესამე მიკროდან გამოსახლებული დევნილები ამბობენ, რომ ალტერნატიულ ფართზე შეთავაზება მხოლოდ რამდენიმე ოჯახმა მიიღო. დანარჩენები კი, მათი თქმით, საცხოვრებლად ნათესავებთან გადავლენ. ისინი, ვინც გუშინ ბაგებიდან გამოასახლეს და ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართში, კახეთში გადაიყვანეს, უკმაყოფილონი არიან იქ არსებული საცხოვრებელი პირობებით. ერთ-ერთი მათგანი დღეს პარლამენტთან თავისი პროტესტის გამოსახატავად ოჯახთან ერთად მოვიდა. მერაბ არღვლიანი აქამდე ბაგებში ცხოვრობდა. ოჯახთან ერთად გუშინ გამოასახლეს. ,,გუშინ გამომასახლეს ყოფილი სტუდქალაქის შენობიდან, წამიყვანეს წინწყაროში, საშინელი პირობებია, შუქი არ არის, გათბობა არ არის, ჭაობში მიმიყვანეს, აქ უნდა იცხოვროო, მე ვუთხარი, აქ ვერ ვიცხოვრებ, ავდექი და წამოვედი ისევ უკან’’, - ყვება არღვლიანი. დღევანდელ აქციაზე დევნილი ჯულიეტა ცინდელიანი იყო მოსული. ცინდელიანი ერთ-ერთი იმათგანია, რომლიც გუშინ ბაგებში გამოსახლების პროცესის დროს დააკავეს. ცინდელიანი ბაგებში არ ცხოვრობს, თავის მეზობელ დევნილებთან ერთად ბაგებში ნათესავებთან მივიდა, როცა შეიტყო გამოსახლების შესახებ. როგორც ცინდელიანი ყვება, პოლიციელებმა შენობაში არ შეუშვეს, რის შემდეგაც მან შეურაცხყოფა მიაყენა მათ. ამის შემდეგ ცინდელიანი თავის მეზობლებთან ერთად, რომლებიც მასთან ერთად მივიდნენ ბაგებში, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. დღის ბოლოს კი სასამართლოს გადაწყვეტილებით 400 –ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს. ,,ამ თანხის გადახდას ვერ შევძლებ. ვარ სოციალურად დაუცველი, დევნილი’’. დევნილები, რომელთაც ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი რაიონებში შესთავაზეს, ამბობენ, რომ ალტერნატიულ ფართებში საცხოვრებლად უვარგისი პირობებია. ადეკვატური საცხოვრებელი პირობების აუცილებლობაზე სახალხო დამცველის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშიცაა საუბარი. სახალხო დამცველი წერს, რომ ჯერ გაურკვეველია, გადაეცემათ თუ არა დევნილებს სასოფლო-სამეურნეო მიწები სარგებლობაში და განხორციელდება თუ არა განსახლების ადგილებზე დევნილთა დასაქმების ხელშემწყობი პროექტები. "ადეკვატური საცხოვრებელი პირობები მოიცავს არა მხოლოდ შენობისა და ფართის ადეკვატურობას, არამედ აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას სხვა არაერთი ასპექტი. კერძოდ, მნიშვნელოვანია საცხოვრებლის მდებარეობა. საცხოვრებელი უნდა მდებარეობდეს ისეთ ადგილზე, სადაც ხელმისაწვდომი იქნება როგორც სამუშაო ადგილები, ასევე, წარმოდგენილი იქნება სკოლები, საბავშვო ბაღები, სამედიცინო პუნქტები და სხვადასხვა სოციალური სერვისის ობიექტები", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. დევნილები, რომლებიც დღეს გამოასახლეს უმრავლესომა კოდორის ხეობიდან 2008 წლის დევნილია, ნაწილი კი– აფხაზეთიდან ძველი დევნილი. ახალ დევნილებს ალტერნატიულ ფართს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო რეგიონებში სთავაზობს. ძველ დევნილებს კი, როგორც თავად ამბობენ, ალტერნატიული ფართით სამინისტრო 2011 წლის მაისიდან დააკმაყოფილებს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
2010 წლის დეკემბრისთვის საქართველოში ინფლაციამ 11%-ს გადააჭარბა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სწორედ ინფლაცია წარმოადგენს 2010 წლის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას და 2011 წლისთვის ინფლაციის შეჩერება და დაბალ ნიშნულამდე დაყვანა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. ამავდროულად არაერთხელ დასახელდა ინფლაციის მიზეზები და ის ე.წ. ეგზოგენურ ფაქტორებს დაბრალდა. იხილეთ tabula.geზე
-
სტატისტიკის მიხედვით დაახლოებით 70%-ი მოქალაქეებისა მუშაობს ოფისის პირობებში. მათი სამუშაო დღე გადის კონდიციონირებულ ოთახებში ხელოვნური განთების ქვეშ, მრავალრიცხოვანი დოკუმენტებსა და კომპიუტერთან მუშაობაში. სამსახურში სარამომდე, სახლში მისვლისას კი ვისვენებთ ტელევიზორთან ან ისევ კომპიუტერთან, ვიკარგებით რა ინტერნეტის უსაზღვროებაში. აი, ასეთია თანამედროვე რეალობა.ამგვარი არაადექვატური მხედველობის დატვირთვა იწვევს მხედველობის ფუნქციების გაუარესებას. თვალები მალე იღლება, ... View ucnauri.com
-
გაგრძელებაში ამ უნიკალური კომპიუტერის შესახებალბათ ყველა თქვენგანი ხმარობს კომპიუტერს ყოველდღიურად. ამ პოსტში არის არამც თუ ჩვეულებრივი, არამედ სუპერთანამედროვე კომპიუტერების შესახებ. კომპანია “IBM”-მა გამოუშვა კომპიუტერი სახელად “DEEP BLUE”. იგი ჩინებულად თამაშობს ჭადრაკს. მან დაამარცხა მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში გარი კასპაროვი. “DEEP BLUE” ყოველ თამაშზე იმახსოვრებს რაიმე ახალს და შემდეგ იგი მას იყენებს. ... View ucnauri.com
-
http://news.bbcimg.co.uk/media/images/48547000/jpg/_48547329_footyseasonvt.jpg იანვარში მთავარი საფეხბურთო თემა ყოველთვის ტრანსფერებია და პრესაც “კარგად” იყენებს ამ მომგებიან საკითხს თავისი ჟურნალის თუ ვებსაიტის გვერდების გასავსებად. უბრალო გულშემატკივრები კი უკვე დაიღალნენ ამდენი უაზრო ჭორის მოსმენით. ამიტომ… ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით შეუზღუდება იმ ვებ-გვერდების ნუსხა, რომელთა დაყრდნობითაც დაიდება ჩვენს საიტზე სატრანსფერო სიახლე და ამასთანავე გამკაცრდება თავად პოსტის წესებიც. ამიერიდან: 1) ტრანსფერებთან დაკავშირებულ ნებისმიერ სტატიას თან უნდა ერთვოდეს წყარო, მაგრამ არა უბრალოდ უცხოური ვებ-გვერდის სახელი, არამედ კონკრეტულად ამ სტატიის ლინკი. ამის მეშვეობით ნებისმიერ მომხმარებელს შეეძელება გადაამოწმოს ინფორმაცია და შესაბამისად პოსტის ავტორიც უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდება სტატიის თარგმნას და გამოქვეყნებას. 2) სტატიები, რომლებიც იქნება ნათარგმნი შემდეგი საიტებიდან: Daily Mail, The metro, Daily Express, The Star, The, Daily Star, Talk Sport, TeamTalk, Tribal Football, Sportsnetwork, Goal.com, fansfc.com, The Sun, The News of World, Liverpool Echo, Sky Sports და Vital Football - არ გამოქვეყნდება საიტზე. 3) პოსტის დაწერა შეიძლება მხოლოდ The Guardian, Telegraph.co.uk, BBC და ESPN Soccernet-ის ვებ გვერდებიდან. მაგრამ მხოლოდ ორიგინალი სტატიის ლინკის თანხლებით. 4) რაც შეეხება ოფიციალურ საიტს, რასაკვირველია ყველა ოფიციალური განცხადება მხოლოდ ოფიციალურ საიტზე კეთდება და ბუნებრივია LiverpoolFC.tv-ის სტატიები ჩვეულებრივ დაიდება. მაგრამ – ! – არა ის სტატიები, რომლებიც არიან Transfer Gossip-ის განყოფილებაში! გამონაკლისები დაიშვება მხოლოდ The Guardian, Telegraph.co.uk, BBC და ESPN Soccernet-ის ვებგვერდებზე. 5) თუ ახალი პოსტი არ შეიცავს კონკრეტულად რაიმე სიახლეს ფეხბურთელის სატრანსფერო თემასთან დაკავშირებით, მაგალითად მწვრთნელის ან აგენტის ინტერვიუს, კლუბის ხელმძღვანელების განცხადებებს და მსგავს ინფორმაციას და არის მხოლოდ რომელიმე უცხოური საიტის ჟურნალისტის პირადი მოსაზრება და რეიტინგის ასაწევად გამოქვეყნებული ახალი ჭორი, არ გამოქვეყნდება საიტზე და შესაბამისად გირჩევთ ტყუილად ნუ დახარჯავთ ავტორები თქვენს ძვირფას დროს და ენერგიას “უაზრო ჭორების” წერაზე. 6) ზემოთ ჩამოთვლილი წესებიდან გამომდინარე, ნებისმიერი “არასასრუველი” სტატიის წაშლის შემთხვევაში ავტორი ადმინისტრაციისგან განმარტებებს ვერ მიიღებს და რამდენჯერმე მსგავსი პოსტის დადების შემთხვევაში კი წაერთმევა სტატიის დადების უფლება. ადმინისტრაციის მთავარი მიზანი საიტის მკითხველთათვის სწორი და რეალური ინფორმაციის მიწოდებაა და შესბამისად საიტის სარედაქციო ჯგუფმაც (ჟურნალისტებმა და მოდერატორებმა) სწორედ ამაზე უნდა იზრუნოს… View the full article
-
ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთზე სულ უფრო და უფრო მეტად ხდება ფინანსურად დამოკიდებული. საოკუპაციო რეჟიმის 2011 წლის ბიუჯეტის 2/3 რუსული დაფინანსებით უნდა შეივსოს. მთავარი ინვესტორი, ისევე როგორც ტურისტი, მეწარმე თუ ბანკირი, აფხაზეთში რუსეთია. თუმცა ქვეყანა, რომელიც აფხაზეთის ეკონომიკის მთავარი მოთამაშეა, ოკუპირებული ტერიტორიის ეკონომიკური წინსვლით დაინტერესებული არ არის – ამით საოკუპაციო რეჟიმზე კონტროლის ეკონომიკურ ბერკეტებს ინარჩუნებს. იხილეთ tabula.geზე
-
http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54679.jpgჯანდაცვის მინისტრმა ქვეყანაში "ეიჩ-1 ენ-1" ტიპის ვირუსის გავრცელების საკითხზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, სამინისტროს მხრიდან შექმნილია მედიკამენტების მარაგი... View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54677.jpgღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მწვავე რესპირატორული ვირუსით მკურნალობას 10 პაციენტი გადის. მათგან 7 ორსულია, რომელთა შორის ორი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54678.jpgსამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. სოფელ ნიკორწმინდის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, 29 წლის რამაზ ჯმუხაძემ თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. View the full article
-
ევროპარლამენტის მიერ 20 იანვარს მიღებულ რეზოლუციაში, შავი ზღვის რეგიონში ევროკავშირის სტრატეგიის შესახებ, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ”ოკუპირებულ ტერიტორიებად” არის მოხსენიებული. 62-პუნქტიანი დოკუმენტის ერთ-ერთ ნაწილში აღნიშნულია, რომ ”ადამიანის უფლებების დარღვევა ყოველდღიური მოვლენაა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.” იხილეთ tabula.geზე
-
http://www.boxofficefootball.com/wp-content/uploads/2010/02/Milan-Jovanovic.jpg როგორც სერბი ვარაუდობს ის არ დატოვებს წითლებს, და თუ ის კლუბში დარჩება ამით ძალიან ბედენიერი იქნება. ივანოვიჩი შეუერთდა ლივერპულს გასულ ზაფხულს, მისი გადმოყვანა როი ჰოჯსონმა მოინდომა იგი გადმოვიდა სტანდარტ ლიგიდან სრულიად უფასოდ. აღსანიშნავია ის ფაქტორიც რომ მისი გადმოყვანა ლივერპულის უძლიერეს მენეჯერს რაფაელ ბენიტესსაც სურდა, მაგრამ ეს მან ვერ შეძლო, საბოლოოდ როის წყალობით იგი მაინც აღმოჩნდა ლივერპულში. ლივერპულის ყოფილი მენეჯერი როი ჰოჯსონი ამ ადამიანს მწირად და იშვიათად თუ აძლევდა შანსს ეთამაშა ძირითად შემადგენლობაში, ივანოვიჩ განსაკუთრებულს ვერაფერს ვერ სთავაზობდა ფანებს და ვერ აკეთებდა იმას რასაც ჩვენ მისგან ვითხოვდით. ლივერპულის ახალმა მწრთვნელმა კენი დალგლიშმა მილანს მისცა შანსი ბლექპულთან, მაგრამ ვერც იქ ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი საბოლოოდ ამ მატჩში ლივერპულმა მარცხი განიცადა. ამის შემდეგ მას უკვე მერსესაიდულ დერბში აღარ უთამაშია. თავად ივანოვიჩის თქმით მისთვის ენფილდი ბევრს ნიშნავს და ძალზედ ბედენირი იქნება იგი თუ აქ დარჩება. მილანი:”ვიცი კლუბმა ჩემში ფული არ გადაიხადა და ეხლა მე ძალიან იაფი ვარ, აქ მე გადმოვედი როგორც თავისუფალი აგენტი, არ მინდა ვუსმინო იმ ჭორებს რაც პრესაში იწერება”. ციტირებს მის სიტყვებს “Serbian Media Sport”. “მინდა დავრჩე ლივერპულში, რადგანაც მე ბუნებით მებრძოლი ვარ, მე მინდა ჩემი ადგილი დავიკავო ამ კლუბში და მინდა უფრო ავტორიტეტული მოთამაშე გავხდე, მინდა ვიყო ფასეული ამ კლუბისთვის”. “ჩემთვის კლუბს არანაირი ინფორმაცია არ მოუცია იმის შესახებ თუ ჩემით რომელიმე კლუბი არის დაინტერესებული, რაც შეეხება თურქეთს და ტრაბზონსპორს არ მინდა იქ წასვლა”. “ფიორენტინა ეს უბრალოდ სპეკულაცია იყო და მეტი არაფერი”. “ეს კლუბი ბევრს ნიშნავს ჩემთვის, მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია მაგრამ დარჩენა მსურს, და იმედი მაქვს რომ დავრჩები კიდეც”. წყარო : Skysport.com <p style="text-align: left;"> View the full article
-
შემდეგი სერია View ucnauri.com