Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ”დროა ვლადიმერ ლენინის ნეშტი მავზოლეუმიდან გამოვიტანოთ,” განაცხადა რუსეთის მმართველი პარტიის ”ედინაია როსიას” გენერალური საბჭოს წევრმა, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა, ვლადიმერ მედინსკიმ. მისი განცხადება დღეს მმართველი პარტიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა. დეპუტატმა ლენინის ნეშტის დაუმარხავობას ”გაუგებარი ნეკროფილური მისია და სატანიზმი უწოდა”. ”ლენინისა ამ ნეშტს უკვე აღარაფერი აქვს. ის მთლიანად გაფატრულია,” აღნიშნა მედინსკიმ. იხილეთ tabula.geზე
  2. სახალხო დამცველი,გიორგი ტუღუშის განცხადებით, არავინ უნდა დარჩეს კოტეჯის სანაცვლო კომპენსაციის გარეშე და დევნილთათვის შეთავაზებული ალტერნატივები უნდა იყოს ადექვატური. სახალხო დამცველი სუბელიანის უწყებას მოუწოდებს, მკაცრად დაიცვას კანონით და სტანდარტული ოპერაციული პროცედურით (სოპ) განსაზღვრული ყველა მოთხოვნა, პროცედურა და თითოეული დევნილის კანონიერი ინტერესი. “დევნილთა უმეტესობისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს შეთავაზებული ალტერნატივები. განსახლებაც მათთვის მტკივნეული პროცესია. სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი უნდა იყოს დევნილთათვის საცხოვრებლად აუცილებელი მინიმალური პირობების შექმნა. თუმცა ადექვატური საცხოვრებელი პირობები მოიცავს არა მხოლოდ შენობისა და ფართის ადექვატურობას, არამედ გასათვალისწინებელია სხვა ასპექტებიც. კერძოდ, მნიშვნელოვანია საცხოვრებლის მდებარეობა. საცხოვრებელი უნდა მდებარეობდეს ისეთ ადგილზე, სადაც ხელმისაწვდომი იქნება როგორც სამუშაო ადგილები, ასევე სკოლები, საბავშვო ბაღები, სამედიცინო პუნქტები და სხვადასხვა სოციალური სერვისის ობიექტები”, – ნათქვამია ტუღუშის განცხადებაში. გუშინდელი გამოსახლებისას განვითარებული მოვლენებისა და რამდენიმე პირის დაკავების კანონიერების საკითხებს კი სახალხო დამცველი ცალკე შეისწავლის. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აუცილებელია, ასევე დადგინდეს, გამოასახლეს თუ არა დევნილები ალტერნატიული ფართის ან კომპენსაციის შეთავაზების გარეშე. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ამჟამად აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება მიმდინარეობს, რადგან მსგავსი ფაქტის არსებობა დევნილთა გამოსახლების ოპერაციული პროცედურის მოთხოვნათა უხეშ დარღვევას წარმოადგენს, რაც დევნილთა უფლებების შელახვის მიზეზი ხდება. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთათვის გამოსახლების ზუსტი თარიღები პროცესის დაწყებამდე უნდა ეცნობებინა, რადგან პროცედურა რამდენჯერმე გადაიდო. “2010 წლის აგვისტოში გამოსახლებების შეჩერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი, სწორედ დევნილთათვის გამოსახლების პროცედურისათვის მიცემული არასაკმარისი დრო გახდა. გარდა ამისა, 2011 წლის იანვარში, სახალხო დამცველმა დამატებით განახორციელა დევნილთათვის ალტერნატივების სახით შეთავაზებული საცხოვრებლების მონიტორინგი. შედეგად აშკარაა, რომ სახეზე გვაქვს არაერთი პრობლემა, რომლებიც შეიძლება დევნილთა მდგომარეობაზე უარყოფითად აისახოს. მონიტორინგი განხორციელდა წალენჯიხის რაიონ ფოცხო-ეწერში, ჩხოროწყუს რაიონ სოფელ ლესიჭინეში, ზუმში, აბაშის რაიონ სოფელ აბაშისპირსა და ხობის რაიონ სოფელ თორსა-დღვაბაში. შესაბამისად, სახეზეა შემდეგი სურათი – ყველა ობიექტზე, რომელიც დევნილებს ალტერნატივად შესთავაზეს, განხორციელებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები; ობიექტები დაშორებულია ადმინისტრაციულ ცენტრებს და არ არის განვითარებული ინფრასტრუქტურა (მაგ. ფოცხო-ეწერში მცხოვრებ ოჯახებს მედიკამენტების შესაძენად დაბა ჯვარში უწევთ ჩასვლა, ვინაიდან ფოცხო-ეწერის ტერიტორიაზე აფთიაქი არ არის. სოფ. აბაშისპირში ბავშვებს ფეხით დაახლოებით 2 კილომეტრის გავლა უწევთ, ვინაიდან სოფელში არ არის სკოლა და არც ავტობუსი დადის, რომელიც ბავშვების სკოლაში გადაყვანას უზრუნველყოფდა. სოფ. თორსა-დღვაბასა და აბაშირპირში არის წყლის პრობლემა); ჯერჯერობით გაურკვეველია, გადაეცემათ თუ არა დევნილებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა; გაურკვეველია, განხორციელდება თუ არა განსახლების ადგილებზე დევნილთა დასაქმების ხელშემწყობი პროექტები”, – აღნიშნულია განცხადებაში. http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/56561-150x150.jpgსახალხო დამცველი განსახლებისა სამინისტროს მოუწოდებს, გაატაროს ყველა სათანადო ღონისძიება დევნილთა ადექვატური საცხოვრებლით დაკმაყოფილების მიზნით, პროცესი წარმართოს დევნილთა უფლებების დაცვისა და მათი ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველი დევნილთა განსახლების პროცესის მონიტორინგს გააგრძელებს. იხილეთ epn.ge
  3. http://www.footballqs.com/photos/o/670-silly_move_without_torres_gerrard_liverpool.jpg ბელგიურმა Sport Foot Magazine-მა გამოაქვეყნა მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები, სადაც ”ლივერპულის” 2 ფეხბურთელი მოხვდა. პირველ ადგილზე კი კრიშტიანუ რონალდუ იმყოფება,რომლის წლიური ხელფასი 12 მილიონ ევროს შეადგენს. მეორე ადგილი კი ”მანჩესტერ იუნაიტედის’ ფეხბურთელმა უეინ რუნიმ დაიკავა წელში-11,5 მილიონი ევროთი.ხოლო მესამე ადგილზე ”ბარსას” შემტევი ლიონელ მესია-11 მილიონი ევროთი. ხოლო ფერნანდო ტორესი და სტივენ ჯერარდი მე-12,მე-13 ადგილებზე იმყოფებიან 7,8 მილიონი ევროთი.სრული ცხრილი კი ასეთია: 1.კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”) – 12 მილიონი ევრო წელიწადში 2.უეინ რუნი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – 11,5 3.ლეო მესი (“ბარსელონა”) – 11 4.იაია ტურე (“მანჩესტერ სიტი”) – 10,8 5.სამუელ ეტოო (“ინტერი”) – 10,5 6.ბასტიან შვაინშტაიგერი (“ბაიერნი”) – 9,7 7.ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“მილანი”) – 9 8.კაკა (“რეალი”) – 9 9.ჯონ ტერი (“ჩელსი”) – 9 10.ემანუელ ადებაიორი (“მანჩესტერ სიტი”) – 8,4 11.ფრანკ რიბერი (“ბაიერნი”) – 8 12.ფერნანდო ტორესი (“ლივერპული”) – 7,8 13.სტივენ ჯერარდი (“ლივერპული”) – 7,8 14.კარლოს ტევესი (“მანჩესტერ სიტი”) – 7,6 15.ფრანკ ლამპარდი (“ჩელსი”) – 7,5 16.ხავი (“ბარსელონა”) – 7,5 17.ანდრეს ინიესტა (“ბარსელონა”) – 7 18.დიდიე დროგბა (“ჩელსი”) – 6,5 19.რიო ფერდინანდი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – 6,5 20.ანდრეა პირლო (“მილანი”) – 6 ინფორმაციის წყარო: (www.worldsport.ge) View the full article
  4. http://b.pix.ge/w/u7aqo.jpg ქალ ჩოგბურთელთა შორის ნომერი პირველი, კაროლინე ვოზნიაცკი ვრცელ ინტერვიუში ლივერპულის მდგომარეობასაც შეეხო… კითხვაზე თუ რა მოსაზრება აქვს კენი დალგლიშის მთავარ მწვრთნელად დანიშვნასთან დაკავშირებით, მან ასეთი პასუხი გასცა: ”მე იმედი მაქვს რომ იგი ბიჭებში შეიტანს დადებით ენერგიას, იმედი მაქვს რომ თანდათან ყველაფერი საპირისპიროდ შემობრუნდება და ”ლივერპული” შესძლებს უფრო მეტი თამაშის მოგებას. ძნელია როცა გულშემატკივარი ხედავს რა რთული პერიოდი აქვთ ”წითლებს”, მაგრამ ეს სპორტია და დარწმუნებული ვარ რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი უკეთესობისკენ შემობრუნდება”. Daily Mail View the full article
  5. http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/123-150x150.jpgსაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა აბო თბილელის ხსენების დღეს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქი, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე, აბო თბილელის სახელობის ტაძარში მივიდა და წმინდანის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინა. პარაკლისის შემდეგ, უწმინდესმა ტაძარში მყოფი მრევლი და სრულიად საქართველო დალოცა. წმინდა მოწამე აბო მერვე საუკუნეში მოღვაწეობდა. ის წარმოშობით არაბი იყო. აბო თბილელმა ქრისტიანობა მიიღო. ამისთვის იგი არაბებმა აწამეს და 21 იანვარს თავი მოჰკვეთეს. ქართულმა ეკლესიამ აბო თბილელი წმინდანად შერაცხა. იხილეთ epn.ge
  6. http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/lukashenko1-150x150.jpgბელორუსის ახლად არჩეული პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა , – ამის შესახებ “ვესტი.რუ” იუწყება. რესპუბლიკის სასახლეში გამართულ ინაუგურაციის ცერემონიაზე ლუკაშენკომ მარჯვენა ხელი კონსტიტუციის სპეციალურ ეგზემპლარს დაადო და ფიცი წაიკითხა. ,,მე, როგორც ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი, საზეიმოდ ვფიცავ, ერთგულად ვემსახურო ბელორუს ერს, პატივი ვცე და დავიცვა ადამიანთა და მოქალაქეთა უფლებები, გავუფრთხილდე რესპუბლიკის კონსტიტუციას, წმინდად და კეთილსინდისიერად შევასრულო ჩემზე დაკისრებული მაღალი მოვალეობა”, – ნათქვამია ფიცში. ფიცის მიღების აქტზე ხელმოწერის შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ლიდია ერმოშინამ ლუკაშენკოს მისი პრეზიდენტად არჩევის დამადასტურებელი სპეციალური დოკუმენტი გადასცა. ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიას რესპუბლიკის სასახლის დიდ დარბაზში დეპუტატები, მთავრობისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, ბელორუსის ინტელიგენციის და მინსკში აკრედიტებული რიგი დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები დაესწრნენ. ცერემონიაზე ევროკავშირის ქვეყნების ელჩები არ იმყოფებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ვილნიუსში გაემგზავრნენ. ცერემონიის დასრულების შემდეგ მოწვეული სტუმრებისთვის ხელოვანების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. შეგახსენებთ, რომ ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნები 19 დეკემბერს შედგა. ხმათა 79,65%-ით არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა. იხილეთ epn.ge
  7. http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/555-150x150.jpgუცხოელზე ვიზის გაუცემლობის შემთხვევაში, მიზეზების დასაბუთება სავალდებულო არ იქნება. უცხოელს საქართველოს ვიზის მიღებაზე შეიძლება უარი ეთქვას ,,უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი ნორმების შემთხვევაში. პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად კი, ვიზის გაცემის პირობების არარსებობის შემთხვევაში, ვიზის გამცემი ორგანო არ არის ვალდებული დაასაბუთოს უცხოელისათვის საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება. აღნიშნული ბრძანებულება უკვე ძალაშია. უცხოელის მიერ განმეორებითი განცხადება, საქართველოს ვიზის მიღებაზე, შესაძლებელია შეიტანონ საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმიდან ერთი თვის შემდეგ. იხილეთ epn.ge
  8. http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/314141-150x150.jpgყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გამოწვეული ფასების ზრდის პროცესი გავანეიტრალოთ და ამის შედეგად ინფლაცია ერთნიშნა მაჩვენებელზე დავაბრუნოთ. ამის შესახებ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ სასტუმრო „თბილისი-მარიოტში“ ეკონომიკის ექსპერტებთან შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრაზე მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე, ფასების სტაბილურობასა და ინფლაციის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრეს. „მიუხედავად იმისა, რომ მონეტარულად ძალიან შეზღუდულები ვართ გავლენა ვიქონიოთ გარე ფაქტორებით გამოწვეულ ფასების ზრდაზე, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს პროცესი გავანეიტრალოთ და ამის შედეგად ინფლაცია ერთნიშნა მაჩვენებელზე დავაბრუნოთ. ეროვნული ბანკი უკვე ექვსი თვეა გადავიდა გამკაცრების პოლიტიკაზე, ეს აისახება როგორც საპროცენტო განაკვეთში, ასევე სარეზერვო მოთხოვნებში. იანვრის თვიდან თავდაპირველ ნიშნულს დაუბრუნდა კაპიტალის ადეკვატურობის მაჩვენებელიც“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ. შეხვედრაზე, ინფლაციურ პროცესებთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ ეკონომიკური ექსპერტების პოზიციებიც მოისმინა. ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს ეროვნული ბანკის პოლიტიკა ინფლაციურ პროცესებთან დაკავშირებით. „ეროვნული ბანკის ხედვა ამ საკითხთან მიმართებაში არის აბსოლუტურად ჯანსაღი. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა სწორ გზას ადგას“, – ითქვა შეხვედრის დასრულების შემდეგ. ეკონომიკის ექპერტებთან შეხვედრები საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგულარულად იმართება, ანალოგიური შეხვედრა 2010 წლის ზაფხულშიც გაიმართა. იხილეთ epn.ge
  9. http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/1212-150x141.jpgსაქსტატმა 2011 წლის იანვრის ინფლაციის გაანგარიშების პირველ ეტაპი დაასრულა 10-20 იანვრის ჩათვლით სამომხმარებლო ფასების რეგისტრაციის საველე სამუშაოები ჩატარდა. ფასებზე დაკვირვება ფასების 20 რეგისტრატორის მიერ საქართველოს ხუთ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და თელავში მიმდინარეობდა. ფასების აღება 1300 სავაჭრო და მომსახურების ობიექტზე მოხდა. საქსტატის ინფორმაციით, საქსტატი დღეიდან შეგროვილი პირველადი ინფორმაციის ელექტრონული ფორმატში გადაყვანასა და დეტალურ დამუშავებას იწყებს. იანვრის თვის ინფლაციის მაჩვენებელი მიმდინარე წლის 3 თებერვალს გამოქვეყნდება. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს საქსტატის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების გამოქვეყნების ვადები შემცირდა. იხილეთ epn.ge
  10. http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/qartuli_dasi_-LOGO-225x150-150x150.jpg“ქართული დასი” ერთიანი პოზიციის შემუშავებისაკენ ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადება, პარტიის წევრმა ზურაბ ბაშარულმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, აუცილებელია, წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯებისა და ფინანსური რესურსების გათანაბრება. იხილეთ epn.ge
  11. http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/22-150x150.jpg“რესპუბლიკური პარტიის” ერთ–ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი კერძო პირისთვის მიწის ნაკვეთის მფლობელობაში დატოვებას მოითხოვს. როგორც დღეს, საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე ხიდაშელმა განაცხადა, მათ დახმარების თხოვნით გეჯაძეების ოჯახმა მიმართა. გეჯაძეების განცხადებით, მათ მიწის ნაკვეთი 2004 წელს სასამართლომ დაუკანონა, წელს კი მერიამ სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამჟამად, ამ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლო მიმდინარეობს. იხილეთ epn.ge
  12. http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54678.jpgვაჟა-ფშაველას 24 ნომრიდან დევნილების გამოყვანა დილის 5 საათზე დაიწყო. ისინი საცხოვრებლად სოფელ ფოცხოში გადავლენ, სადაც მათთვის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართობია მოწყობილი. View the full article
  13. http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54684.jpgვაჟა-ფშაველას 24 ნომრიდან დევნილების გამოყვანა დილის 5 საათზე დაიწყო. ისინი საცხოვრებლად სოფელ ფოცხოში გადავლენ, სადაც მათთვის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართობია მოწყობილი. View the full article
  14. http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54683.jpgვაჟა-ფშაველას 24 ნომრიდან დევნილების გამოყვანა დილის 5 საათზე დაიწყო. ისინი საცხოვრებლად სოფელ ფოცხოში გადავლენ, სადაც მათთვის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართობია მოწყობილი. View the full article
  15. http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/auqcioni713-150x150.jpgსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საპრივატიზაციო აუქციონზე თბილისში, ყოფილი არამიანცის საავადმყოფოთა კომპლექსში შემავალი გინეკოლოგიური კლინიკის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100-პროცენტიანი წილი გაიყიდა. მისი საერთო ფართია 912 კვ. მეტრია. ქონების საწყისი ფასი 350 000 ლარი იყო, რაც ვაჭრობის შედეგად 720 000 ლარამდე გაიზარდა. კლინიკა ფ/პ დანიელ გუფთამ შეიძინა. ახალი მესაკუთრე ვალდებულებას იღებს, კლინიკას 7 წლის განმავლობაში სამედიცინო პროფილი შეუნარჩუნოს. დღევანდელი აუქციონი მეექვსე იყო წლის დასაწყისიდან და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით ყოველი მათგანი მყიდველთა დიდი აქტიურობით გამოირჩეოდა. როგორც პრივატიზაციის საკითხებში სამინისტროს პრეს-სპიკერმა გიორგი კალანდაძემ აღნიშნა, საპრივატიზებო აუქციონების გამართვის ასეთი სიხშირე პოტენციურ მყიდველთა ინტერესის ზრდამ გამოიწვია. იხილეთ epn.ge
  16. http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/25-150x150.jpgსამოქალაქო მოძრაობა “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” წევრები, ვეტერამების მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და სამართალდამცველი ორგანოებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვენ. მოძრაობის წევრები ამ მოთხოვნით ასევე, უფლებების დამცველ ორგანიზაციებს მიმართავენ. ისინი სოლიდარობას უცხადებენ ვეტერანებს და აცხადებენ, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია აქციის დარბევის დროს სამართალდამცველების უკანონო ქმედება, არ გაიზიარა არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები და თავად დაზარალებული ვეტერანები დააჯარიმა. იხილეთ epn.ge
  17. http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/shashkini5-150x150.jpgსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პოლონეთის სახელმიწიფო მინისტრისა და განათლების ეროვნული მინისტრის მოადგილეს მიროსლავ სილატიცკის შეხვდა. მიროსლავ სილატიცკისა და დიმიტრი შაშკინის შეხვედრა ორი ქვეყნის მომავალ თანამშრომლობას ეხებოდა. შეხვედრაზე ისეთი თემები განიხილეს, როგორიცაა სკოლაში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და მასწავლებელთა პროფესიული გადამზადება. პოლონეთის მთავრობის წარმომადგენლები საქართველოში ზოგადი განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმებით დაინტერესდნენ. ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეები, მომავალი თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ. იხილეთ epn.ge
  18. http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/zurabishvili-salome-150x150.jpgსალომე ზურაბიშვილი გაერო-ს ექსპერტთა ჯგუფის ეგიდით რუსეთში ჩავა და სერგეი ლავროვს შეხვდება. ზურაბიშვილი მოსკოვში შეხვედრებს თებერვალში გამართავს. მანამდე კი, გაერო-ს ექსპერტთა ჯგუფი ირანის საკითხებთან დაკავშირებით ნიგერიაში ჩავიდა. საქმე ეხება ნიგერიის მხრიდან გაერო-ს სანქციების დარღვევას. ჯგუფის კოორდინატორი სალომე ზურაბიშვილია. “როიტერისა” და “ბი-ბი-სის” ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ნიგერიის დედაქალაქში გამართულ მოლაპარაკებებზე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. “ჩვენ ყველა გაგვაოცა მოლაპარაკებათა პროცესში თქვენი მხარის გამჭვირვალობამ”,-აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა. სალომე ზურაბიშვილისა და გაერო-ს სხვა ექსპერტთა ვიზიტი წინ უსწრებს სასამართლო პროცესს, რომელიც ნიგერიაში გაიმართება. ნიგერიის პროკურატურამ გამოავლინა ირანელი ბიზნესმენი და “რევოლუციური გვარდიის წევრი”, რომელიც იარაღით ვაჭრობაშია ბრალდებული. იხილეთ epn.ge
  19. http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54681.jpgეროვნული ბანკის პრეზიდენტი ეკონომიკის ექსპერტებს ესაუბრა. შეხვედრაზე განიხილეს, თუ როგორ აისახება საქართველოზე საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ცვლილება... View the full article
  20. http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/21-150x150.jpgშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მკვლელობაში ბრალდებული რამაზ ჯმუხაძე დააკავეს. ბრალდებულმა 2010 წლის 10 დეკემბერს შურისძიების მოტივით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, მრავალჯერადი გასროლით მოკლა თანასოფლელი კოტე კობახიძე, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. რამაზ ჯმუხაძემ კი მოახერხა ადგილიდან მიმალვა. ბრალდებული იმერეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა ა/წ 18 იანვარს თბილისში. ამოღებულია მკვლელობის იარაღი. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით. იხილეთ epn.ge
  21. http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/22-150x150.jpgსაგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე აშშ-ის ელჩს ჯონ ბასს, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს ერიკ ფურნიეს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს ჯუდით ქოთს და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილეს ჰაიკე გაბრიელთან შეხვდა. მინისტრმა უცხოელ დიპლომატებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს საგარეო პოლიტიკის იმ პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ, რომელთა კუთხითაც, 2011 წლის განმავლობაში, აქტიური თანამშრომლობა იგეგმება პარტნიორ სახელმწიფოებთან როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. იხილეთ epn.ge
  22. საქართველოში შაქარი გაძვირდა. კილოგრამი შაქრის ფასი, დაახლოებით, 12 თეთრით გაიზარდა და 2,20 ლარი გახდა, ზოგან კი 2.40 ლარიც ღირს. რhttp://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/12-150x150.jpgოგორც “აგარის შაქრის” გენერალურმა დირექტორმა, ალხან ალიზადემ განაცხადა, დღეიდან 50 კგ-იანი, ერთი ტომარა შაქრის საცალო ფასი 6 ლარით გაძვირდა და 104 ლარი გახდა. ალხან ალიზადეს თქმით, საქართველოში შაქრის ღირებულების გაზრდა საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდას უკავშირდება. კომპანიის დირექტორმა აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში შაქრის ფასი საერთაშორიო ბაზარზე მუდმივად იზრდებოდა, რაც საქართველოზეც აისახა. ამასთან, ალხან ალიზადემ განაცხადა, რომ შაქრის დეფიციტი ქვეყანაში არ შეიქმნება. მოთხოვნის შემთხვევაში, შაქრის ნედლეულის შემოტანა გაიზრდება. მისივე თქმით, იმ ნედლეულით დატვირთული გემი, რომელიც აგარის ქარხანაში უნდა გადამუშავდეს, ბათუმის პორტში ახლაც დგას. იხილეთ epn.ge
  23. ვატიკანმა იტალიის პრემიერ მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის მორიგი სექს-სკანდალის გამო შეშფოთება გამოთქვა. კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელობამ ბერლუსკონის ”ჯანსაღი მორალური ნორმების” დაცვისკენ მოუწოდა. იხილეთ tabula.geზე
  24. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დღეს, ეკონომიკურ ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა მსოფლიოს ნომერ პირველი გამოწვევა – ინფლაცია იყო. შეხვედრისას ექსპერტებმა ბანკის პრეზიდენტთან პროდუქტებზე გაზრდილ ფასებზე, ლონდონისა და ნიუ იორკის საფონდო ბირჟებზე დაფიქსირებულ ნავთობის უპრეცედენტოდ მაღალ მაჩვენებელზე ისაუბრეს. მხარეებმა განიხილეს, თუ როგორ იმოქმედებს საქართველოზე სხვადასხვა ქვეყნებში მიმდინარე პროცესი და რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს სახელმწიფო. http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/31-150x150.jpg იხილეთ epn.ge
  25. http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54677.jpgდღეს H1N1 ტიპის ვირუსის კიდევ რამდენიმე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციით დაავადების ათეულობით შემთხვევაა დადასტურებული. View the full article
×
×
  • შექმენი...