planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ამ წერილის დაწერას ნამდვილად არ ვაპირებდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბლოგზე (liberali.ge) გამოქვეყნდა გივი შადურის წერილი, გადავწყვიტე უფრო ვრცელი და ინფორმაციული ჩანაწერი გამომექვეყნებინა. თავდაპირველად ავღნიშნავ, რომ ძალიან რთულია დისკუსიაში შესვლა, როდესაც ნაცვლად სამართლებრივი არგუმენტებისა, ოპონენტი პირად შეურაცხყოფაზე გადმოდის. მიუხედავად ამისა, ამ შემთხვევაში რაღაც მაინც არ მასვენებს. ჩემი ოპონენტისაგან განსხვავებით, მხოლოდ სამართლებრივ კონტექსტში შევეცდები განვიხილო ის საკითხი, რომელიც უკვე რამოდენიმე დღეა საზოგადოების ნაწილის ყურადღების ცენტრში მოექცა და ინტერნეტ სივრცეში აზრთა სხვადასხვაობა და დისკუსია გამოიწვია. არ შემიძლია არ დავეთანხმო სტატიის ავტორს იმ ნაწილში, როდესაც ახდენს კონკორდატის არსის შეფასებას. ავტორი აღნიშნავს, რომ „საკონსტიტუციო შეთანხმება არეგულირებს ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობისა და თანამშრომლობის საკითხებს და წარმოადგენს ჩარჩო-ხელშეკრულებას. თვით კონკორდატშივეა აღნიშნული, რომ ცალკეული საკითხები ცალკე ხელშეკრულებებით უნდა დარეგულირდეს და შეთანხმების მუხლები მხოლოდ საბაზისო პრინციპებს შეიცავს.“ ხელშეკრულება, როგორც სამართლებრივი კატეგორია, წარმოადგენს ორ ან მეტ პირს შორის შეთანხმებას. ხელშეკრულებით მხოლოდ ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ აიღონ ერთმანეთის წინაშე ვალდებულებები და ბუნებრივია ისინი მას სხვას (გარეშე პირებს) ვერ დააკისრებენ. ამავდროულად, როგორც წესი, ერთი მხარის ვალდებულება მეორე მხარის უფლებას წარმოშობს და პირიქით. ცხადია, საკონსტიტუციო ხელშეკრულების, როგორც კერძოსამართლებრივი გარიგების განხილვა შეუძლებელია მისი საართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ისევე როგორც მას ვერ განვიხილავთ, როგორც საერთაშორისო შეთანხმებას. ის განსაკუთრებული ბუნების აქტია. მიუხედავად ამისა, ის წარმოადგენს ნორმატიულ აქტს (იხ. „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონი) და კანონმდებლობის იერარქიაში გვხვდება როგორც კონსტიტუციის შემდეგ მდგომი აქტი (გარდა იმ ნაწილისა, რომელიც ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს შეეხება. ამ შემთხვევაში პრიმატი საერთაშორისო ნორმებს აქვს). კონკორდატის განსაკუთრებული ხასიათი იმაში გამოიხატება, რომ ის არა მარტო ორ მხარეს აკისრებს ურთიერთვალდებულებებს, არამედ ის, როგორც ნორმატიული აქტი, ქცევის ზოგად წესს ადგენს ყველა იმ პირისათვის, რომელიც საქართველოს იურისდიქციაში მოექცევა (სხვა საკითხია რამდენად შეეხება მისი ყველა დებულება ყველა პირს, ანუ რა შემთხვევებში ვრცელდება მისი ნორმები ამა თუ იმ პირზე, თავად ნორმის ჰიპოთეზის გათვალისწინებით). შესაბამისად, ამავე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულია ეკლესიის ვალდებულება, თავისი საქმიანობა წარმართოს კანონიკური სამართლის (შიდა საქმეების წარმოებისას) და საქართველოს კონსტიტუციის, კონკორდატის და ზოგადად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. რომ არა კონკორდატი, ეკლესიის ვალდებულება მისი საქმიანობა წარმართოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან კონკორდატის განსაკუთრებული მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ის განსაზღვრავს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ძირითად პრინციპებს, საკითხთა ნუსხას, რა სფეროებში და რა სახით თანამშრომლობენ ხელშეკრულების მხარეები. ამავდროულად, თითოეულ ნორმას აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა. ნორმის განმარტების აუცილებლობის საკითხი მაშინ იჩენს ხოლმე თავს, როდესაც ნორმა რამოდენიმე სახის ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. როდესაც იურისტები (მე, სამწუხაროდ, არ ვიცი ბატონი გივის პროფესია) ასეთი საკითხის წინაშე ვდგებით, მივმართავთ ნორმის განმარტების იმ საყოველთაოდ ცნობილ მეთოდებს, რომელიც სამართლის თეორიაში გვხვდება და მას აქტიურად ვიყენებთ პრაქტიკაში. როდესაც ჩემს წერილს ვწერდი (პირველი წერილი), მივიჩნიე, რომ მე-10 მუხლი რაიმე განსაკუთრებულ განმარტებას არ საჭიროებდა (ყოველ შემთხვევაში არ ვფიქრობდი, რომ რომელიმე იურისტი ამ საკითხთან დაკავშირებით შემეკამათებოდა), თუმცა როგორც აღმოჩნდა, თურმე იმ მეთოდების შესახებ უნდა მომეყოლა, რომელიც ნორმის განმარტებისას გამოვიყენე. თუ ბატონი გივი იურისტია, მაშინ მისი წერილი შემიძლია მხოლოდ ბელეტისტრიკას მივაწერო, ხოლო თუ იურისტი არ არის, აქ (ამ წერილში) ნამდვილად გამიჭირდება ნორმის განმარტების ხერხების მიმოხილვა და, შესაბამისად, მის პასუხსაც ნაკლებ მტკივნეულად აღვიქვამ. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ნორმატიულ აქტზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია არა ის, თუ რა ეწერა ნორმატიული აქტის პროექტში, ან რა მოსაზრებები გამოითქვა დისკუსიისას, არამედ ის, თუ თავად ნორმა რა ფორმულირებით არის წარმოდგენილი, ხოლო მისი განმარტება წარმოადგენს ნორმაშემფარდებლის კომპეტენციას. კარგად მესმის ბატონი გივის სურვილი, კონკორდატის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი განიხილოს სხვა მუხლებთან კონტექსტში და ამგვარად ამტკიცოს ის, რომ სახელმწიფო ვალდებული იყო, საპატრიარქოსთან შეეთანხმებინა პოზიცია სხვა სახელმწიფოსთან ზემოხსენებულ საკითხებზე მოლაპარაკების წარმოების შესახებ. საბოლოოდ ჩემი და ბატონი გივის ფაქტებისა და ნორმების შეფასებაში განსხვავებული ხედვები რომ ჩამოვაყალიბოთ, ის ასეთი სახით იქნება წარმოდგენილი. 1. მე ვთვლი, რომ როდესაც საპატრიარქო თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონსატრების მესაკუთრედ აცხადებს თავს, ის შესაძლოა ეყრდნობოდეს მხოლოდ ისტორიულ წარსულს და ეს არ გამომდინარებოს არსებული რეალობიდან. ცალსახაა, რომ ამ ეკლესია-მონასტრების მესაკუთრე თურქეთის სახელმწიფოა. ბატონი გივი კი მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს განცხადება ემყარება სწორედ კონკორდატს. მესაკუთრეობის ნაწილში კონკორდატი საპატრიარქოს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონსატრების მესაკუთრედ აცხადებს და არა თურქეთის, რაც აბსოლუტურად ბუნებრივია. შესაბამისად, ამ ნაწილში ბატონი გივის მოსაზრებას ვერ გავიზიარებ. საპატრიარქოს პოზიცია, რომ ხსენებული ეკლესია-მონასტრების მესაკუთრეა, არ გამომდინარეობს კონკორდატიდან. მიუხედავად იმისა, რა მოსაზრება გააჩნია ამ საკითხზე საპატრიარქოს (და ეს უკანასკნელი მიიჩნევს, რომ ამ ეკლესია მონსატრების მესაკუთრეა), საქართველო მათ მესაკუთრედ თურქეთის სახელმწიფოს განიხილავს. 2. რაც ჩვენს პოზიციებს ერთმანეთისაგან რადიკალურად განასხვავებს, არის ის, რამდენად იყო (ან არის) სახელმწიფო ვალდებული, შეათანხმოს პოზიცია საქართველოს საპატრიარქოსთან თურქეთთან მოლაპარაკების წარმოებისა და პირობების შესახებ. კონკორდატის მე-10 მუხლის თანახმად: „სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, აწარმოოს მოლაპარაკება შესაბამის სახელმწიფოებთან მათ ტერიტორიაზე არსებული ყველა ქართული მართლმადიდებლური ტაძრის, მონასტრის, მათი ნანგრევის, სხვა საეკლესიო ნაგებობის, აგრეთვე, საეკლესიო ნივთების დაცვის, მოვლა-პატრონობისა და საკუთრების თაობაზე.“ მოცემული ნორმა აღწერს ქცევის ზოგად წესს, ყოველგვარი წინაპიროების (ჰიპოთეზის) გარეშე. ნორმის თანახმადსახელმწიფო ვალდებულია: აწარმოოს მოლაპარაკება შესაბამის სახელმწიფოებთან, მათ ტერიტორიაზე არსებული ყველა ქართული მართლმადიდებლური ტაძრის, მონასტრის, მათი ნანგრევის, სხვა საეკლესიო ნაგებობის: ა) დაცვის თაობაზე; ბ)მოვლა-პატრონობის თაობაზე; გ)საკუთრების თაობაზე; განსხვავებით მე-9 მუხლისგან (რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობლვ კომპეტენციას ისტორიულ-კულტურული და არქეოლოგიურ-არქიტექტურული ფასეულობების მქონე საეკლესიო ნაგებობების ... სათანადო დაცვასა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით), მე-10 მუხლი ეხება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ქართული მართლმადიდებლური ტაძრებს, მონასტრებს, მათი ნანგრევებს და სხვა საეკლესიო ნაგებობებს და მათ არ მოიხსენიებს იმავე ტერმინოლოგიით (ისტორიულ-კულტურული და არქეოლოგიურ-არქიტექტურული ფასეულობების მქონე). ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ერთი ნორმა (მე-10 მუხლი) ეხება უცხოეთში არსებულ ქართულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს, მათი ნანგრევებს და სხვა საეკლესიო ნაგებობებს (მიუხედავად მათი ისტორიულ-კულტურული ღირებულებისა), ხოლო მეორე ნორმა (მე-9 მუხლი) ეხება ისტორიულ-კულტურული და არქეოლოგიურ-არქიტექტურული ფასეულობების მქონე საეკლესიო ნაგებობებს. ხსენებული ნორმები (მე-9 და მე-10 მუხლები) ცალ-ცალკე მუხლებად სწორედ იმიტომ არის წარმოდგენილი, რომ მათ განსხვავებული სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირება ევალებათ. საქართველოს კანონმდებლობა, კერძოდ კი, კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“, მის სივრცით იურისდიქციას განსაზღვრავს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიით, რომელიც 1991 წლის 21 დეკემრის მდგომარეობით შემოიფარგლება. შესაბამისად, კონკორდატის მე-9 მუხლით გათვალისწინებული სტატუსი მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ძეგლს შეიძლება მიენიჭოს. ამისათვის კი დამატებითი პირობები (ძეგლის ასაკი და ა.შ.) არის საჭირო, რაც კანონით „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ არის განსაზღვრული. ასევე აბსოლუტურად გაურკვეველია საპატრიარქოს პოზიცია, თუ რატომ უნდა შეთანხმდეს მასთან საქართველოში მეჩეთის მშენებლობა და მისი საკუთრების საკითხი. ისეთი დებულება, რომელიც თუნდაც არასწორი ინტერპრეტაციის პირობებში იძლეოდეს საშუალებას საპატრიარქოს ასეთი კომპეტენცია მიანიჭოს, არც კონკორდატში და არც სხვა საკანონმდებლო აქტში არ გვხვდება. შესაბამისად, კიდევ ერთხელ დავსძენ, რომ სახელმწიფოს არანაირი ვალდებულება არ გააჩნია, რომ წინასწარ შეათანხმოს პოზიცია საქართველოს საპატრირქოსთან თურქეთის სახელმწიფოსთან გამართული მოლაპარაკებების შესახებ. სხვა საკითხებში ჩემი და ბატონი გივის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
/get_img?NrArticle=4230&NrImage=200 „ალიევის დაინტერესება გაზსადენით { მაგისტრალური გაზსადენის საქართველოს მონაკვეთით} გამოწვეულია სურვილით, რომ სომხეთი უფრო მეტ იზოლაციაში ამყოფოს. ამიტომ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ეს გაზსადენი სომხებმა უნდა ვიყიდოთ" - განაცხადა სომხეთის ოპოზიციური ნაციონალური კონგრესის წევრმა დავიდ შახნაზარიანმა. გახდება თუ არა მაგისტრალი დღეს ერევანში საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრისას? გუშინ ერთ–ერთმა სომხურმა გამოცემა მიხეილ სააკაშვილის ერევანში ვიზიტთან დაკავშირებით, ექსპერტ პაატა ზაქერეიშვილსაც ესაუბრა. ზაქარეიშვილის აზრით, საქართველოს პრეზიდენტი ერევანში გაზსადენის საკითხს განიხილავს და ყველანაირად შეეცდება დაარწმუნოს კოლეგა, გაზსადენის აზერბაიჯანისთვის მიყიდვის საკითხს უფრო მარტივად შეხედოს. „მე ვფიქრობ რომ გაზსადენის გაყიდვა კომერციული ინტერესებითაა გამოწვეული და ვინც უფრო მეტს შეთავაზებს სანაცვლოდ, ისიც იყიდის“, –ამბობს პაატა ზაქარეიშვილი სომხურ გამოცემასთან საუბარში. რამდენიმე დღის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის ბაქოში ვიზიტი სომხურმა გამოცემებმა აქტიურად გააშუქეს. თუმცა, ისაუბრეს თუ არა ბაქოში საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაზსადენის გაყიდვის საკითხზე, საზოგადოებისთვის ცნობილი არ გამხდარა. „არა მგონია, იმის რეალური საფრთხე არსებობდეს, რომ აზერბაიჯანმა ეს გაზსადენი იყიდოს“,–განუცხადა სომხეთის კავკასიის ინსტიტუტის დირექტორმა, ალექსანდრე ისკანდარიანმა ჟურნალისტებს მაშინ, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ოფიციალური ვიზიტით ბაქოში იმყოფებოდა. ისკანდერიანის მოსაზრებით, აზრი იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანს მაგისტრალური გაზსადენის საქართველოს ნაწილის, რომლის მეშვეობით რუსეთიდან ბუნებრივი აირი სომხეთს მიეწოდება, ყიდვა შეუძლია, მცდარია და მედიის მიერ არის გამწვავებული. ბაქოში გრიგილ ვაშაძის ვიზიტის პარალეურად სომხური გამოცემა „აიკაკან ჟამანაკი“ („სომხური დრო“) წერს, რომ ბაქო ყველანაირად ცდილობს ჩრდილოეთ–სამხრეთის 231 კილომეტრიანი მაგისტრალი, რომელიც საქართველოს ტერიტირიაზე გადის, ხელში ჩაიგდოს. სომხურმა გამოცემებმა გრიგოლ ვაშაძის ბაქოში გამგზავრებამდე მისი მოადგილის, ნინო კალანდაძის ბრიფინგიც გააშუქეს, სადაც კალანდაძემ მინისტრის ვიზიტის ფარგლებში განსახილველი საკითხები დაასახელა–მაგისტრალური გაზსადენი განსახილველ საკითხთა ნუსხაში არ მოხვდა. სომხეთის მღელვარება გაზსადენთან დაკავშირებით, მას შემდეგ დაიწყო, რაც აზერბაიჯანულ ნავთობკომპანიის სოკარის პრეზიდენტმა, როვნაგ აბდულაევმა მზადყოფნა გამოთქვა ჩრდილოეთ–სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის საქართველოს ნაწილის ყიდვაზე. „სოკარის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა რომ აზერბაიჯანს ამ გაზსადენთან დაკავშირებით საკუთარი გეგმები გააჩნია და საქართველოს მთავრობასთან და გაზისა და ნავთობის კორპორაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. თუ ასე მოხდა, სომხეთი უბრალოდ ვეღარ მიიღებს ამ გაზსადენით ბუნებრივ აირს, რადგან ეს გაზსადენი გამოყენებული იქნება აზერბაიჯანი–საქართველო–რუმინეთის დამაკავშირებელი რგოლისთვის –Azerbaijan-Georgia-Romanian Interconnector (AGRI)“, –ნათქვამია „აიკაკან ჟამანაკში“. ამ პროექტის (აზერბაიჯანი–საქართველო–რუმინეთი) თანახმად, აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი გათხევადებულ მდგომარეობაში საქართველოს პორტების გავლით ტანკერებით რუმინეთისკენ უნდა გაიგზავნოს. სომხური გამოცემების მიხედვით, აზერბაიჯანმა რომც არ გამოიყენოს გაზსადენი ამ მიზნისთვის, ბუნებრივ აირს სომხეთს პერიოდულად შეუწყვეტს, საბაბად კი, პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოებს დაასახელებს. „აზერბაიჯანის სურვილი იყიდოს ქართული გაზსადენი, გამოწვეულია არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური მოტივებით. ალიევის დაინტერესება გაზსადენით გამოწვეულია სურვილით, რომ სომხეთი უფრო მეტ იზოლაციაში ამყოფოს. ამიტომ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ეს გაზსადენი სომხებმა უნდა ვიყიდოთ" - განაცხადა სომხეთის ოპოზიციური ნაციონალური კონგრესის წევრმა დავიდ შახნაზარიანმა. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია კი, მაგისტრალური გაზსადენის აზერბაიჯანულ კომპანია სოკართან გაზსადენის გაყიდვის საკითხებთან დაკავშირებით რაიმენაირი მოლაპარაკებების არსებობას არც ადასტურებს და არც უარყოფს. „კორპორაცია ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს“, –განაცხადეს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში ნეტგაზეთის კითხვაზე. 2010 წლის ზაფხულში საქართველოს პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა გაზსადენის გაყიდვა გამორიცხა, თუმცა საკონტროლო პაკეტის 10–15 %–ს ლონდონის ბირჟაზე განთავსების აზრი გამოთქვა. გილაურმა მაშინ ლონდონის ბირჟაზე გაზსადენის აქციათა განთავსების პოზიტიურ მხარედ ქვეყნისთვის იმიჯის შექმნა დაასახელა. მოგვიანებით, პარლამენტმა გაზსადენის პრივატიზების კანონპროექტი დაამტკიცა. „ოპტიმალური ვარიანტი იქნება, რომ გაზსადენი დარჩეს სტრატეგიულ ობიექტად და კანონში აღდგეს ჩანაწერი, რომ აღარ გაიყიდოს. მაშინ, როცა პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი მაგისტრალური გაზსადენი სტრატეგიული ობიექტების ნუსხიდან ამოღების შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი პრივატიზება დაშვებულია, ჩვენ ვითხოვდით, გარდამავალ დებულებებში ჩაწერილიყო, რომ სახელმწიფო მისი ფლობის სულ მცირე 51 %–ს დაიტოვებდა, თუმცა ასეთი ჩანაწერი უმრავლესობის ხმებით არ გაკეთებულა“, –ამბობს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე. „დღეს ამ გაზსადენის მეშვეობით საქართველო გატარებული ბუნებრივი აირის 10 %–ს უნდა იღებდეს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, გაზპრომს საქართველოს მიმართ მილიარდი კუბური მეტრის დავალიანება აქვს და არ იხდის“, –ამბობს ვეფხვაძე. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მონაცემით, ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენით 2010 წელს სომხეთში 1440.0 მლნ კუბური მეტრი აირი იყო ტრანსპორტირებული. ნავთობისა და გაზის კორპორაცია გაზპრომის დავალიანების შესახებ კომენტარისგანაც თავს იკავებს. „ამ უფასო კუბურ მეტრებს, რომელსაც გაზპრომი საქართველოს არ უხდის, საქართველოში ბუნებრივი აირის ტარიფის გაიაფება უნდა გამოეწვია. გაზსადენის გასხვისება კი იმას ნიშნავს, რომ ამ 10 %–ს სხვა სახელმწიფო აიღებს“, –ამბობს ვეფხვაძე. ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ მაგისტრალური გაზსადენის არსებული მყიდველებისთვის მიყიდვით, საქართველო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება. „გაზსადენის რუსეთისთვის მიყიდვა ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთის გეოპოლიტიკური გავლენა რეგიონში ძალიან გაიზრდება, რადგან გეოპოლიტიკური გავლენების შექმნა 21–ე საუკუნეში ენერგომატარებლების მეშვეობით ხდება“, –მიიჩნევს ვეფხვაძე. გაზსადენის ყიდვის კიდევ ერთი მსურველი, სომხეთის არმენგაზი რუსული გაზპრომის შვილობილი კომპანიაა და მისთვის გაზსადენის მიყიდვა, ვეფხვაძის აზრით, ისევ გაზპრომისთვის მიყიდვას ნიშნავს. საპრალამენტო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის აზრს იზიარებს პოლიტოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში ემილ სულეიმანოვი და ამბობს, რომ საქართველოს მხრიდან აზერბაიჯანული კომპანია სოკარისთვისაც გაზსადენის მიყიდვა სომხეთის მიმართ არასწორი და არამეგობრული ნაბიჯი იქნება. „სომხეთსა და აზერბაიჯანის 1994 წლის სისხლიანი კონფლიქტის შემდეგ, ორივე ქვეყანა ჯერ კიდევ საომარ ვითარებაში იმყოფება და დროდადრო, ბაქო ყარაბახში საომარი მოქმედებების განახლების შესახებ განცხადებებს აკეთებს. თუ გაზსადენი აზერბაიჯანის ხელში აღმოჩნდა, მას სერიოზული გავლენა ექნება სომხეთზე. მას სწორედ ამიტომ სჭირდება გაზსადენი. საქართველო კი დაკარგავს რეგიონში ნეიტრალური სახელმწიფოს პოზიციას და სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტში ჩათრეული იქნება“,–ამბობს სულეიმანოვი. თუმცა, სულეიმანოვი ფიქრობს, რომ გაზსადენის აზერბაიჯანისთვის მიყიდვით, საქართველოზე განაწყენებულ სომხეთს არ ექნება სერიოზული ბერკეტები იმისთვის, რომ საქართველოზე რაიმენაირად ზეწოლა მოახდინოს. „პირიქით, სომხეთს საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან კომუნიკაციისთვის სჭირდება. პირველ რიგში კი, რუსეთთან კომუნიკაციისთვის. არც იმის თქმა შეიძლება რომ განაწყენებულმა სომხეთმა სამცხე –ჯავახეთის რეგიონის საკითხებთან დაკავშირებით სცადოს კონფლიქტის გამწვავება. სომხეთს ერთდროულად აზერბაიჯანთან, თურქეთთან და საქართველოსთან კონფლიქტი ვეღარ ექნება, ამის რესურსი მას არ გააჩნია“, –მიიჩნევს ექსპერტი კავკასიის საკითხებში, ემილ სულეიმანოვი. ექსპერტი ამბობს, რომ სომხეთისთვის ახლა ოპტიმალური ვარიანტია გაზსადენი რუსეთმა იყიდოს. თუმცა, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, როდესაც გაზსადენის შესაძლო გასხვისებაზე დაიწყო საქართველოს ხელისუფლებამ ლაპარაკი, გაზპრომის სურვილს –ეყიდა გაზსადენი, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ შეუშალა ხელი, რათა რეგიონში რუსეთის გეოპოლიტიკური გავლენა არ გაზრდილიყო. 2004 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების ათასწლეულის გამოწვევის პროგრამამ 70 –იან წლებში აშენებული გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები, დაახლოებით 35 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსა. პირობა იყო ასეთი–საქართველოს გაზსადენი 5 წლის განმავლობაში არ უნდა გაესხვისებინა. ვადა 2011 წლის გაზაფხულზე იწურება. „ამჟმად, ვაშინიგტონის ახალი ადმინისტრაცია, ბუშის ადმინისტრაციისგან განსხვავებით არც თუ ისეა დაინტერესებული კავკასიის საკითხებით. თუმცა, არც დღეს არის აშშ–სთვის სავსებით მისაღები გაზსადენის საქართველოს ნაწილი რუსეთის ხელში აღმოჩნდეს. მისთვის ოპტიმალური იქნებოდა გაზსადენი პოლიტიკურად ნეიტრალურ კერძო კომპანიას ეყიდა, რომელსაც რეგიონის საკითხებთან აპოლიტკური დამოკიდებულება ექნებოდა, თუმცა ასეთი კომპანიის მოძებნა თითქმის შეუძლებელია“, –ამბობს ემილ სულეიმანოვი. სულეიმანოვი არ გამორიცხავს, რომ სომხეთი არ დაუშვებს გაზსადენის აზერბაიჯანული კომპანიისთვის მიყიდვას. „შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სომხეთი ამის სანაცვლოდ საქართველოს საზღვართან არსებულ რიგ სადაო ტერიტორიებსაც დათმობდა“, –ამბობს ექსპერტი, ემილ სულეიმანოვი. საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციის „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენელი არნოლდ სტეფანიანიც საქართველო–სომხეთის საზღვრის დემარკაციის საკითხებზე მსჯელობისას, არ გამორიცხავს, რომ საზღვრის დემარკაცია ქვეყნებს შორის მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვას უკავშირდება. „არ გამოვრიცხავ, ტაშირის ზონის სოფლებთან მდებარე სამეურნეო დანიშნულების მიწების საქართველოსთვის გადაცემას– ეს იმ საფასურის ნაწილი იქნება, რომლის გადასახდელად მზადაა სომხეთი საქართველოსთვის გაზსადენის თაობაზე სასურველი პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად“,–მიიჩნევს „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენელი არნოლდ სტეფანიანი. თუმცა, საქართველოს დაზუსტებული საზღვარი ამ დრომდე, არც სომხეთთან და არც აზერბაიჯანთან აქვს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
Fashion is my Passion (?) View ucnauri.com
-
თოვლის არ მოსვლის მიუხედავად მინდა დავდო პოსტი იმ მანქანების შესახებ რომლებიც ყველაზე კარგად უმკლავდებიან მიუვალ და მოყინულ გზებს . ძალიან საინტერესოა ..Ford F-150, Dodge Ram, Chevrolet Silverado ამერიკული პიკაპები, იაფი, გამძლე და საიმედო, დიდი ბორბლები, ყველა წამყვანი ბორბალი და რამოდენიმე მარილის ტომარა საბარგულში ნამდვილად კარგი კომბინაციაა თოვლში სასიარულოდსაშუალო ფასი: $25,085-$27,760F150: ... View ucnauri.com
-
სახალისო ფოტოები View ucnauri.com
-
როგორ ჩამოყალიბდა club მუსიკა, კერძოდ house, electro, trancehouseHouse-ი ელექტრონული საცეკვაო მუსიკის სტილია, ის წარმოიშვა: ჩიკაგოში ადრეულ 1980 წ. იგი თავდაპირველად პოპულარიზაციას 1980 წლეში ისეთ დისკოთეკებზე გადიოდა, რომლებსაც აფრო-ამერიკელი, ლათინო ამერიკელი და gay საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ. პირველად ჩიკაგოში, შემდეგ სხვა ამერიკის ქალაქებშიც: დეტროიტი, ნიუ იორკში, ლოს ანჟელესში და მაიამიში. ... View ucnauri.com
-
ცოტა ინგლისური თუ იცო, ხომ კარგი, თუარადა არც ეგაა პრობლემა! ყველანი სრულიადში!!!უკომენტაროდ..ჰაა, ხო მაგრად გაუჩალიჩა? View ucnauri.com
-
ამ პოსტში მოგიყვებით ნაცისტური გერმანის საიდუმლო პროექტს რომელიც მიზნად ისახავდა გერმანის სტრატეგიული ავიაციის შექმნას, რომელიც მტრებს უმალვე ბოლოს მოუღებდა. დოკუმენტურ ფილმში მოყოლილია ასევე საიდუმლო გასამხედროებულ ორგანიზაცია ანანერბეზეც მოკლედ ნახეთ, დაგაინტერესებთ. დოკუმენტური ფილმი რუსულ ენაზეა View ucnauri.com
-
დანარჩენი გაგრძელებაში…13 წლის ნორვეგიელ ბიჭს მაშინ დაესხნენ მგლები თავს, როდესაც თავის მობილურ ტელეფონში ჰევი მეტალს უსმენდა. ინციდენტი მოხდა ცენტრალურ ნორვეგიაში რაკესტადის მუნიციპალიტეტში. 4 მგელი მაშინ გამოეცხადა ბიჭს, როდესაც ის სკოლიდან ბრუნდებოდა, ხოლო სიმღერის გაგონებაზე მგლებს შეეშინდათ და გაიქცნენ – განაცხადა რუსულმა ვებგვერდმა Zvuki.ruსიმღერამ, რომელიც ნორვეგიელი ბიჭუნას სიცოცხლე გადაარჩინა, ამერიკული ჯგუფის ... View ucnauri.com
-
პატრიოტთა ბანაკების მშენებლობა საქართველოში 2004 წლიდან დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, სახლმწიფო პროგრამა ზაფხულში ათასობით ახალგზრდას თანატოლებთან დასვენების და გართობის საშუალებას აძლევს. საპრეზიდენტო პროგრამა დროთა განმავლობაში განვითარდა და მასშტაბური ხასიათი მიიღო. ახალციხის, ანაკლიის, განმუხურის, ვარციხის, ყვავილნარის პატრიოტთა ბანაკები უკვე ქვეყნის ისტორიად იქცა. /get_img?NrArticle=4229&NrImage=1&ImageWidth=240&ImageHeight=180 monitori.ge 2005 წელს პატრიოტთა ბანაკი გურიაში, გრიგოლეთში, გაიხსნა. გურიის ბანაკს ყვავილნარის პატრიოტთა ბანაკი ეწოდა. ყვავილნარი იმ დასასვენებლ კომპლექსს ერქვა, სადაც პატრიოტებმა კოტეჯები იქირავეს. ყვავილნარის პატრიოტთა ბანაკს პრეზიდენტი სააკაშვილი ორჯერ სტუმრობდა. დასასვენებელი სეზონი სექტემბერში დამთავრდა. პატრიოტთა ბანაკი გურიას მომავალ ზაფხულამდე დაემშვიდობა. 6 თვის შემდეგ, 2006 წლის თებერვალში, შპს “ყვავლინარის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი კორნელი კუკულაძე ქუთაისში, საოლქო პროკურატურაში, დაიბარეს. დაკითხვის შემდეგ კორნელი კუკულაძე დააპატიმრეს. პროკურატურა ბრალად უყენებდა 19 წლის წინათ, 1987 წელს, განვითარებულ მოვლებს. კერძოდ, “უკანონო მეთოდებით კორნელი კუკულაძემ მოახერხა რა ლანჩხუთის რაიონის სოფელ წყალწმინდაში შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიაზე “ფიჭვნარში“ 49 ერთეული კოტეჯის, საპირფარეშოს, სასადილო შენობის, საწყობისა და საყარაულო ჯიხურის აგება, დასასავენებელი კომპლექსისათვის საჭირო მიწის ნაკვეთის თაღლითური გზით დასაუფლებლად“. პროკურატურა მისგან კერძო საკუთრების, ზღვის სანაპიროზე მიწის და მასზე განთავსებული კოტეჯების სახელმწიფოსთვის ჩუქებას მოითხოვდა. ეს სწორედ ის კოტეჯები იყო, სადაც ზაფხულში პატრიოტები ისვენებდნენ. პროკურატურაში, როგორც კორნელი კუკულაძე იხსენებს, უძრავი ქონების მთლიანად დათმობას მოითხოვდნენ. თუმცა, მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებაში კუკულაძეების ნაცნობი, გავლენიანი პირი ჩაერთო, ქონების მცირე ნაწილის დატოვებაზე დათანხმდნენ. 2006 წლის 10 თებერვალს ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლემ დურმიშხან ჟორჟოლიანმა დააკმაყოფილა პროკურორის ალექსანდრე ჭაბუკიანის და გამომძიებლის დავით ლეპერტის შუამდგომლობა და პატიმრობის ნაცვლად აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს სახით კორნელი კუკულაძეს 600 ათასი დოლარი შეუფარდა. ვატო კუკულაძე იხსენებს, რომ მამის თავისუფლების სანაცვლოდ ძვირადღირებული ქონება დათმო. თუმცა, კორნელი კუკულაძე თანახმა იყო, ბრალი არ ეღიარებინა და ციხეში წასულიყო. - “მოგახსენებთ, რომ ლანჩხუთის რაიონის სოფ. წყალწმინდაში საკუთრებაში მქონდა უკანონოდ მისაკუთრებული 6,8ჰა მიწის ნაკვეთი, რომლიდანაც, ვინაიდან გავაცნობიერე ჩემ მიერ ჩადენილი დანაშაული, 6ჰა მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული 25 კოტეჯით დავუბრუნე და ვაჩუქე უსასყიდლოდ, როგორც უკანონოდ მისაკუთრებული, სახელმწიფოს, რაზედაც განცხადებით მივმართე ლანჩხუთის პრივატიზების სამმართველოს“, - ეს განცხადება კორნელი კუკულაძემ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის, მიხეილ ჩოგოვაძის სახელზე დაპატიმრებიდან მესამე დღეს დაწერა. მას შემდეგ, რაც ქუთაისის სააოლქო სასამართლოდან ისევ პროკურატურაში დააბრუნეს, მას უკვე ელოდებოდნენ ნოტარიუსი და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი. თუმცა, იმ ქონების გაჩუქება, რასაც მთელი ცხოვრება ქმნიდა, გაუჭირდა. იმის გამო, რომ ხელი აუკანკალდა, განცხადების დასრულება ვერ შეძლო... ჩუქების განცხადების დაწერაში, როგორც კორნელი კუკულაძე იხსენებს, მას მაია აფხაზავა დაეხმარა. მაია აფხაზავა იმ დროს საქართველოს ეკონომიკის სამინიტროს წარმომდაგენელი იყო. მან თავის ხელით მიუწერა სასურველი ტექსტი, რასაც განცხადებაში მისი ხელნაწერი ადასტურებს: - “სურვილი მაქვს, ჩემს საკუთრებაში სოფელ წყალწმინდაში მდებარე 6,8327 ჰექტრიდან დავიტოვო 8327, ხოლო დანარჩენი 6 ჰექტარი გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ“. გათავისუფლებიდან ერთი თვის შემდეგ ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მარინე კიკნაძემ კორნელი კუკულაძე თაღლითობის მუხლით დამნაშავედ სცნო და 3 წელი პირობითი სასჯელი მიუსაჯა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, კვლავ მიმდინარეობს მოლაპარაკება საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფოებს შორის ამჯერად საქართველოში უკვე ოთხი მეჩეთის და ერთი აბანოს, ხოლო თურქეთში ოთხი ქართული ტაძრის აღდგენის შესახებ. გაზიარება [23:20 21-01-2011] http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TTncdYU7ztI/AAAAAAAAEXQ/h2ubARP6S4I/s400/holms.jpgსაქართველოს კანონმდებლობის (კონსტიტუციური შეთანხმების) თანახმად, ეკლესია წარმოდგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც მესაკუთრეა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია- მონასტრებისა, ხოლო სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, აწარმოოს მოლაპარაკება უცხოეთში არსებული ქართული ტაძრების საკუთრებისა და მოვლა-პატრონობის შესახებ. ამდენად, თურქეთის მხარისათვის წარდგენილი ტაძრების სია და მოლაპარაკების პირობები, ბუნებრივია, შეთანხმებული უნდა ყოფილიყო მის მესაკუთრესთან-საქართველოს საპატრიარქოსთან, რაც არც ადრე და არც ახლა არ განხორციელებულა. ეს ჩვენთვის სრულიად გაუგებარია.თავიდანვე შევნიშნავთ, რომ ისეთი მნიშვნელობის ძეგლები, როგორიცაა ოშკი, ხანძთა, ოთხთა, იშხანი ... იუნესკოს ეგიდითაც შეიძლებოდა აღდგენილიყო და ამისათვის შესაბამისი ნაბიჯები აქამდეც შეიძლებოდა გადადგმულიყო. მოლაპარაკებები კი თურქულ მხარესთან სხვა ტაძრების რესტავრაციასთან დაკავშირებით უნდა გვეწარმოებინა. რატომ არ იქნა ეს გზა გამოყენებული, არ ვიცით. ხოლო თუ დღეს არსებული სიტუაციის მიხედვით ვიმსჯელებთ, ჩვენთვის საპრობლემო საკითხებიდან ამჯერად მხოლოდ ორ მათგანზე გავამახვილებთ ყურადღებას: ა) ადრეც აღვნიშნავდით, და ახლაც ვიმეორებთ, რომ თურქეთი მიგვაჩნია ჩვენი ქვეყნის პარტნიორ სახელმწიფოდ, რომელთანაც კეთილმეზობლური ურთიერთობები გვაკავშირებს, ამიტომაც, ბუნებრივია, ისმება კითხვა: მაშინ, როდესაც საქართველოში ახლადგახსნილი უამრავი მეჩეთი და ჯამე ფუნქციონირებს, ამათ სანაცვლოდ ჩვენს მეგობარ ქვეყანაში რატომ არ შეიძლება გაიხსნას თუნდაც 2-3 ქართული მონასტერი (მათ ამოქმედებას ხომ მრევლი არ სჭირდება) და რატომ გვთავაზობს თურქული მხარე ამის განხორციელებას მხოლოდ ნაცვალგების საფუძველზე, თანაც 5/4 შეფარდებით? ბ) შევნიშნავთ იმასაც, რომ, როგორც თურქული მხარისათვის არის მნიშვნელოვანი გარკვეული მეჩეთების პროირიტეტად წარმოჩენა, ასევე ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი, მაგალითად, ლაზებით დასახლებელ ზღვისპირა ზოლში დანგრევის პირას მყოფი არდაშენის ტაძრის აღდგენა; ასევე ხახულის ტაძრიდან მეჩეთის გადატანა და მნახველთათვის მისი გახსნა; ასე რომ, საქართველოს საპატრიარქო უპირველესად მიიჩნევს ქალაქ არდაშენისა და ხახულის ტაძრების აღდგენას; სხვა სარესტავრაციო ეკლესიების შერჩევა კი შეიძლება სახელმწიფოს შესაბამისმა სტრუქტურებმა გადაწყვიტონ საპატრიარქოსთან შეთანხმებით.და ბოლოს, უნდა თავიდანვე განისაზღვროს ისიც, თუ ვის საკუთრებაში იქნება საქართველოში აღდგენილი მეჩეთები, თურქეთში კი - ტაძრები. ვიმედოვნებთ, ჩვენს მიერ წამოყენებული წინადადებები მისაღები იქნება ყველა მხარისთვის, რაც ჩვენს შორის ურთიერთობას კონსტრუქციულს გახდის. 18 იანვარი, 2011 წელი presage.tvhttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
http://b.pix.ge/u/wrrxu.jpg“ლივერპულის” სპორტულმა დირექტორმა, დემიენ კომოლიმ ისაუბრა პირველი სასურველი მაღალი დონის ფორვარდ დარენ ბენტზე, თუ რამ გამოიწვია მისი ამ იდეის მიტოვება … “ჩვენ ვაკვირდებოდით ბენტს. მაგრამ ჩავთვალეთ, რომ იგი არ გამოდგებოდა ფერნანდო ტორესის მეწყვილედ. ყველა ასეთი ესპანელი – მარტოხელა მგელია, რომელმაც მხოლოდ მარტომ უნდა მართოს მოედანზე ეს პოზიცია.” “ევერტონთან დაპირისპირებისას, ვთვლი, რომ გამარჯვება გვეკუთვნოდა მაგრამ ვერ შევძელით. რომ გადავხედოთ სასტარტო შემადგენლობას, გუნდში მხოლოდ 8 მოთამაშეა, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატზე (მუნდიალზე) 1/8 ფინალამდე მიაღწიეს.” კომოლი ასევე შეეხო კენისაც: “თუ ვისაუბრებთ კლუბის ახალ მწვრთნელზე, გეტყვით, რომ როდესაც კენი ავირჩიეთ მხოლოდ ზაფხულამდე არ გაგვითვლია და სრულებით შესაძლებელია კვლავაც გააგრძელოს კარიერა.” “ივნისში მნიშვნელოვანი მისია გვაქვს. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ აუცილებლად კლუბი, რათა შევძლოთ “ევროლიგის” მოგება, რომ მოამამალი წლისთვის ევროპის ჩემპიონატებში კვლავ ვიმონაწილეოთ.” (თუ მოვიგებთ ლიგის თასს, შემდეგ წელს კვლავ ვიქნებით ევროპის ლიგაზე, მიუხედავად პრემიერ ლიგის შვიდეულისა.) წყარო: Eurosport View the full article
-
2010 წლის უკანასკნელი სამი თვე, ჩინეთის საგარეო პოლიტიკისთვის, არცთუ ისე ნაყოფიერი გამოდგა. ქვეყანამ მოახერხა და მნიშვნელოვან პარტნიორებთან – ამერიკასთან, იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან – ურთიერთობები გაირთულა. ამას გარდა, ნობელის მშვიდობის პრემიის დაჯილდოების ცერემონიალის ბოიკოტით, საკუთარი საერთაშორისო პრესტიჟიც კიდევ უფრო შელახა. იხილეთ tabula.geზე
-
http://sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash1/hs785.ash1/167591_498221881381_174509431381_5888015_7595373_n.jpg ”ლივერპულის” მოთამაშეები ”ვულვერჰემპტონთან” გასამართი მატჩისთვის ემზადებიან. http://sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc6/hs016.snc6/166666_498221391381_174509431381_5887998_816806_n.jpg http://sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash1/hs899.ash1/180717_498221441381_174509431381_5887999_782549_n.jpg http://sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1373.snc4/164555_498221526381_174509431381_5888003_1084807_n.jpg http://sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash1/hs796.ash1/168642_498221551381_174509431381_5888004_6994656_n.jpg http://sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash1/hs894.ash1/180283_498221606381_174509431381_5888006_5900343_n.jpg http://sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc6/hs020.snc6/167040_498221646381_174509431381_5888008_4402441_n.jpg http://sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash1/hs899.ash1/180712_498221711381_174509431381_5888010_2336363_n.jpg http://sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc6/hs259.snc6/180737_498221736381_174509431381_5888011_5171300_n.jpg http://sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc6/hs242.snc6/179028_498221856381_174509431381_5888014_3649811_n.jpg http://sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1362.snc4/163427_498221961381_174509431381_5888023_7060406_n.jpg http://sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc6/hs006.snc6/165634_498222116381_174509431381_5888028_4021366_n.jpg View the full article
-
სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://i037.radikal.ru/1101/14/593e5a0d5051.jpg ლივერპულის საფეხბურთო კლუბმა დღეს გაახმაურა გეგმები ლივერპულის გულშემატკივართა კომიტეტის დაარსების შესახებ,რომლებიც მათი აზრით დაეხმარებიან გუნდს განვითარებაში..ლივერპულის გულშემატკივართა კომიტეტი შედგება 17 დემოკრატიულად მოაზროვნე გულშემატკივრისგან, რომლებიც წარმოადგენენ ყველა ადგილობრივ და საზღვარგარეთით მდებარე გულშემატკივართა დაჯგუფებებს.კომიტეტი სეზონში ოთხჯერ შეხვდება ლივერპულის კლუბის წარმომადგენლებს ენფილდზე(მფლობელები ამ შეხვედრას დაესწრებიან შეძლებისდაგვარად მინიმუმ 2 ჯერ) – სადაც ორივე მხარე განიხილავს ერთმანეთის აზრებს და ყველაზე მწვავე კითხვებს გასცემენ პასუხს გულშემატკივრის მხრიდან.ყოველი შეხვედრის დეტალური მასალა იქნება გახმაურებული შეხვედრის დამთავრებიდან არაუმეტეს 48 საათში. კომიტეტის შექმნის ძირითადი მიზეზები: 1) დაალეგურილოს ფორუმი და დაამყაროს უფრო მჭიდრო კავშირი გულშემატკივარსა და კლუბს შორის. 2) დაეხმაროს კლუბის ხენმძღვანელობას უკეთ გაიგოს გულშემატკივრის აზრი ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. 3) მისცეს საშუალება გულშემატკივარს მიიღოს მონაწილეობა მწვავე საკითხების მოგვარებაში. 4) მისცეს გულშემატკივარს საშუალება მიიღოს გადამწყვეტი როლი კლუბის განვითარებაში მოედანზე და მის მიღმა. 5) აამაღლოს გულშემატკივრის ნდობა კლუბისადმი გრძელვადიანი მიზნები: 1)საერთო ჯამში გააუმჯობესოს გულშემატკივართა დამოკიდებულება კლუბის მიმართ 2)დაეხმაროს ფანებს , მათ დაინახონ რომ კლუბი მათ აზრს ყოველთვის ითვალისწინებს 3)დაეხმაროს კლუბს განვითარდეს გულშემატკივრებისათვის საკეთილდღეოდ კომიტეტის წევრები აირჩევიან სხვადასხვა გულშემატკივართა დაჯგუფებებისგან,ტერიტორიებისა და სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით: * Fans in Anfield / Breckfield * Fans in the Merseyside postal code area * Fans in the UK (Outside of Merseyside) * International fans (Two fans) * Season Ticket Holders * General Admission Anfield attendees * Official Supporters’ Club Branches * All Red Members (Fans belonging to the official Club membership scheme) * Corporate fans (Fans who have enjoyed corporate facilities watching LFC) * Fans who attend away games * Families * LGBT Supporters (Fans from the Lesbian, Gay, Bisexual and Transgender communities) * Ethnic Minorities * Disabled fans * Under 18s * Over 60s View the full article
-
17 იანვარს პარიზში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტი ქართულ-რუსული დიალოგის მცდელობას გეგმავდა. ქართული დელეგაციის წევრებმა მასზე დასწრება ზედმეტად ჩავთვალეთ. მიზეზი შემდეგია: იხილეთ tabula.geზე
-
ლადო ათანელი მადრიდში, პლასიდო დომინგოს 70 წლის იუბილეზე იმღერებს. როგორც ,,ექსპრესნიუსს” ათანელის საქველმოქმედო ცენტრის ხელმძღვანელმა, ციცო ჯაფარიძემ აცნობა, პლასიდო დომინგომ ათანელი თვითონ მიიწვია კონცერტში მონაწილეობის მისაღებად. მისივე თქმით, კონცერტზე, რომელსაც ესპანეთის მეფე, ხუან კარლოსი ოჯახთან ერთად დაესწრება, სქართველოდან მხოლოდ ათანელი მიიწვიეს. ,,მე ძალიან მიხარია, რომ წილად მხვდა პატივი მემღერა ამ იუბილეზე. ბევრი ცნობილი მომღერალი ვერ მოხვდა ამ კონცერტზე და ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულოა. ასევე მახარებს ის ფაქტი, რომ კონცერტის შემდეგ ბანკეტზე მიმიწვიეს მე, ჩემს მეუღლესთან, მანანა ჩიქოვანთან ერთად,”- განაცხადა ცნობილმა ბარიტონმა, ლადო ათანელმა.http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/89892.jpg იხილეთ epn.ge
-
ლივერპული პრემიერლიგის მორიგ ტურში “Molineux”-ზე მგლებს ესტუმრება… ლეგენდარული კენი დალგლიში დაბრუნების შემდეგ კვლავ პირველი გამარჯვების მოლოდინშია. ორი წაგების და ერთი ფრის შემდეგ ევერტონთან, დალგლიშისთვის ვულვზთან მატჩი ნამდვილად კარგი შანსია კვლავ დაუბრუნოს სახეზე ღიმილი ლივერპულის გულშემატკივრებს. ამავდროულად ლივერპულს შური აქვს საძიებელი Molineux-ზე, რადგან ენფილდზე წინა შეხვედრა სტეფან ვარდის გოლის წყალობით 0-1 დასრულდა… ინგლისის პირველ ლიგაში ლივერპული და ვულვზი სულ 91-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. აქედან წითლებმა 44-ჯერ იმარჯვეს, მგლებმა 30-ჯერ, 17 მატჩი კი ფრედ დასრულდა. ხოლო კონკრეტულად ვულვზის მოედანზე მერსესაიდელებმა 13-ჯერ გაიმარჯვეს, 21-ჯერ დამარცხდნენ და 10-ჯერ მხოლოდ ქულის წამოღება მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ “მოლინეუქსზე” ლივერპულმა ბოლო 6 შეხვედრიდან 3 დათმო და სამჯერ ფრე ითამაშა. ასე რომ ბოლო 6 მატჩია ვულვზი წითლებთან სახლში არ დამარცხებულა. უკანასკნელად წითლებმა ვულვზი გასვლაზე 1979 წელს დაამარცხეს ალან ჰანსენის გოლის წყალობით და სიმბოლურია, რომ კენი დალგლიში იმ მატჩშიც მოედანზე იყო… კენიმ, როგორც ფეხბურთელმა, პირველივე გასვლით მატჩში ვულვზს 2 გოლი გაუტანა. თუმცა, მიუხედავბად იმისა, რომ მას შემდეგ კიდევ 5-ჯერ ითამაშა “მგლებთან, მეფეს გოლი აღარ გაუტანია. საინტერესოა როგორი იქნება “მოლინეუქსზე” მისი პირველი ვიზიტის შედეგი დაბრუნების შემდეგ… ლივერპულის მწვრთნელის გარდა ეს მატჩი ლუკას ლეივასა და მაქსი როდრიგესისთვისაც მნიშვნელოვანია. არგენტინელ ნახევარმცველს საკუთარი დებიუტი წითლების შემადგენლობაში სწორად ვულვზთან ჰქონდა. ხოლო ლუკასი კი თავის 150-ე მატჩს ჩაატარებს ლივერპულის მაისურით… რაც შეეხება ტრამვებს, ლივერპულს მხოლოდ კარაგერი ყავს ლაზარეთში. თუმცა მერსესაიდელების მხრიდან ასევე ვერ ითამაშებს სტივენ ჯერარდი, რომელიც თავის მესამე და საბოლოო მატჩს გამოტოვებს დისკვალიფიკაციის გამო. ასევე საეჭვოა მილან ივანოვიჩის თამაშიც, რადგან გავრცელებული ინფორმაციით იგი ავად იყო და ვარჯიშიც გამოტოვა. თუმცა სავარაუდოდ გუნდს დაუბრუნდება ჯო კოული, რომელმაც რეზერვების შემადგენლობაში შესანიშნავად ითამაშა და შესაძლოა კენიმ მას ძირითადგუნდშიც მოუძებნოს ადგილი ჯერარდის არ ყოფნის გამო. ვულვზს კი თავის მხრივ ებანკს-ბლეიქი, ედვარდსი, გუედიორა, კაითლი და მანსინი დააკლდება. ელოკობი კი დისკვალიფიკაციის გამო არ იქნება განაცხადში. მატჩის წინ ლივერპული 13-ე პოზიციაზეა პრემიერლიგაში. ვულვზი კი 19-ზე. მართალია მერსესაიდულ გრანდს არ შეეფერება ცხრილის მეორე ათეულში ყოფნა, მაგრამ ბოლო სამეულის გუნდებთან რომ წითლებს თამაში უჭირთ ეს უკვე კარგად გამოჩნდა. ვნახოთ შეძლებენ თუ არა ლივერპულელები მერსესაიდული დერბის შემდეგ გასვლით მატჩში წარმატების მიღწევას… View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/77771-150x150.jpg,,თავისუფალი დემოკრატები” მოითხოვენ, ხელისუფლებამ ახსნას, თუ რა კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკას აწარმოებს წყალტუბოს რაიონში. როგორც პარტიის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამი, წყალტუბოს რაიონში 37 ბიბლიოთეკიდან 33 იხურება. გადაწყვეტილება ამის შესახებ რაიონულმა გამგეობამ და საკრებულომ 2010 წლის დეკემბრის ბოლოს მიიღო. “ამ დრომდე გაურკეველია, რა ბედი ეწევა დარჩენილ 4 ბიბლიოთეკას, ასევე 400 ათასზე მეტ წიგნს. სამსახურის გარეშე რჩება 39 თანამშრომელი. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იხურება აკაკი წერეთლის მიერ პირადად გახსნილი ბიბლიოთეკა სოფელ ქვედა ქვიტირში, ასევე 1908 წელს გახსნილი ბიბლიოთეკა სოფელ მუხიანში”, _ ნათქვამია განცხადებაში. განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ წყალტუბოში კულტურის 15 სახლიდან 7 მხოლოდ ფურცელზე არსებობს, თუმცა ადგილობრივი ბიუჯეტიდან მაინც ფინანსდება. “არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ გზით რაიონული ბიუჯეტიდან ხელფასს სოფლებში “ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორები იღებენ, რას უპირებენ უნიკალურ წიგნებს და უმუშევრად დარჩენილ ათობით ადამიანს. მოვითხოვთ, მაქსიმალურად შენარჩუნდეს ბიბილიოთეკები და ამით კულტურულ საგანმანათლებლო კერები რაიონში”, _ ნათქვამია “თავისუფალი დემოკრატების” განცხადებაში. იხილეთ epn.ge
-
“ახალი მემარჯვენეები” კობა სუბელიანის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დასმას მოითხოვენ. http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/54545-150x150.jpg . ამის შესახებ, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ დღეს გამართულ პორესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს მოთხოვნა განპირობებული არ არის მხოლოდ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებით, არამედ იმ აგრესიული და არაადამიანური პოლიტიკით, რომელსაც უკანასკნელი წლების განმავლობაში სახელმწიფო დევნილების მიმართ ახორციელებს. “დევნილთა კომპაქტური საცხოვრებელი ადგილებიდან გამოსახლების ძალადობრივი და არაჰუმანური პროცესი აშკარად აჩვენებს, რომ შექმნლი კრიზისული სიტუაცია კობა სუბელიანის მიერ მთელი მისი საქმიანობის განმავლობაში განხორციელებული არაკომპეტენტური, გაუაზრებელი და დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგია და იგი თანამდებობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ამავე დროს, მინისტრის ქმედებები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და მისი პასუხისმგებლობის საკითხი შესაბამისმა ორგანოებმა უნდა განიხილონ”, – განაცხადა მან. კაციტაძის განცხადებით, “ახალი მემარჯვენეები” ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ აცხადებდნენ, რომ დევნილთა მიმართ განხორციელებულ პოლიტიკას აშკარად აკლია სახელმწიფოებრივი ხედვა და მათი მხრიდან კონკრეტული შეთავაზებებიც იყო ხელისუფლების მიმართ, რომელიც ითვალისწინებდა დევნილთა ჩასახლებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, დაცლის პირას მყოფ სოფლებში შესაბამისი კომპენსაციის შეთავაზებით და გამართული საოჯახო მეურნეობების უზრუნველყოფით. “ხელისუფლებამ ასეთ პოლიტიკას ამჯობინა, დევნილთა საჩვენებელი “გეტოების” მოწყობა, რის უკანაც აშკარად ჩანს ე.წ. “მარცხენა” ფულის დიდი ინტერესი და სრულიად გამართლებულია საზოგადოებაში არსებული ეჭვი, რომ დევნილთათვის გამოყოფილი მრავალმილიონიანი დახმარება ხელისუფლებაში მყოფი ჩინოვნიკების ჯიბეებში “დაილექა”, – აღნიშნა მან. კაციტაძის განცხადებით, “ახალი მემარჯვენეები” მოუწოდებენ ხელისუფლებას, სანამ ჯერ კიდევ შესაძლებელია სიტუაციის გამოსწორება, დაუყოვნებლივ შეწყდეს დევნილთა რბევა–გამოსახლების პროცესი. სასწრაფოდ შეისწავლონ ინფორმაცია მიგრაციულ რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ და გაირკვეს, სად შეიძლება თავისუფალი არჩევანის შეთავაზებით დევნილთა განსახლება; მოიძიონ სათანადო სახსრები ამ ადგილებში დევნილთათვის საცხოვრებელი სახლის, მიწის ნაკვეთის გამოსაყოფად და შესაბამისი მცირე მეურნეობის მოსაწყობად; პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ, საერთაშორისო საზოგადოების ფართო მონიტორინგის ქვეშ. იხილეთ epn.ge