Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. პოსტი მათთვის, ვისაც ღამე არ ეძინება… მოზრდილ ადამიანს დღე-ღამეში 7-8 საათი უნდა ეძინოს, მაგრამ ძილის ნორმა მაინც ინდივიდუალურია. ზოგ ადამიანს ნაკლებ ხანს სძინავს, ზოგს – მეტხანს. თუ იმაზე მეტი გძინავთ, ვიდრე საჭიროა, მაშინ ძილისთვის განკუთვნილი დრო უნდა შეამციროთ.ძილი არაერთგვაროვანია და რამდენიმე ფაზისგან შედგება. გარდამავალ პერიოდში, ანუ პირველ სტადიაში – უჯრედების ... View ucnauri.com
  2. ესაა პარკურის ჯგუფი Reverse Gravity. ესენი ქართველები არიან და ძაან მაგრა პარკურობენ . ძაან ბევრ უცხოელს აჯობებენ პარკურში . გაგრძელებაში კიდევ ორი ვიდეო View ucnauri.com
  3. ამ ახალ წელს დავრწმუნდით, რომ ქართული პოპ-კულტურის ზენიტი ჯერ კიდევ ძალიან შორსაა. წლევანდელი მხიარულებაც სტანდარტად ქცეული მდარე გემოვნებით და ერთგვარი ზერელე კონფორმიზმით იყო გაჯერებული. ერთი პოზიტიური გამონაკლისი კი ნამდვილად შევნიშნეთ – თავისუფლების მოედანზე მოწყობილ სცენაზე ჯგუფი „დერვიშები” გამოვიდა უკვე საკულტო სიმღერად ქცეული „სულიკოთი”. იხილეთ tabula.geზე
  4. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/03/ramazi.JPG„მე დროებით ვიხსნი უფლებამოსილებას და დროებით ვაჩერებ ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიასტან თანამშრომლობას ჩემი კერძო მოსაზრებების გამო. საბჭოში მე ვერ ვიქნები იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც ფულს მარცხენა და მარჯვენა ჯიბეშიც იდებენ, ძალიან დიდი მადლობა, გემშვიდობებით!“-თქვა რადიო „ჰერეთის“ დირექტორმა რამაზ სამხარაძემ დღეს, თბილისში, შერატონ მეტეხი პალასში გამართულ ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის მეორე საერთო სხდომის დასრულებამდე. რამაზ სამხარაძეს დღემდე ეთიკის ქარტიის საბჭოში სარევიზო კომისიის ხელმძღვანელის პოზიცია ეკავა. ხმაურიანი განცხადების გაკეთებისთანავე რამაზ სამხარაძემ დარბაზი დატოვა. მის გამოსვლას ქარტიის საერთო კრებაზე ხმაური მოჰყვა. სკანდალური განცხადების გაკეთებამდე მან თქვა, რომ რადიო “ჰერეთს” კონკრეტული მედიასაშუალების კორუფციული ქმედებების შესახებ ჟურნალისტური გამოძიება აქვს გაკეთებული, რომელსაც რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს. ფინანსებთან დაკავშირებით სამხარაძის განცხადებამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ წარმომადგენლებში. მათ ქარტიის საბჭოსგან ამ საკითხთან დაკავშირებით ფონდის ოფისში შეხვედრაც კი მოითხოვეს. ქარტიის კრების დამსწრე ჟურნალისტები თავდაპირველად ვერ მიხვდნენ, სამხარაძემ სკანდალური განცხადება რატომ და ვისთან დაკავშირებით გააკეთა. საკონფერენციო დარბაზში რამდენიმე წუთის მანძილზე ხმაურიანი შეძახილები ისმოდა, რის შემდეგაც ეთიკის ქარტიის საერთო კრების თავმჯდომარემ ნინო ზურიაშვილმა სიტუაციის დაწყნარება სცადა. საბოლოოდ, სამხარაძის ქმედებასთან დაკავშირებით მცირე განმარტება გააკეთა ჟურნალისტმა ია ანთაძემ. „დარბაზში არიან ადამიანები, რომლებიც რეალურად ვერ მიხვდნენ რა მოხდა. ზოგიერთს ჰქონდა წინასწარ ინფორმაცია რას გულისხმობდა რამაზი, როცა ამბობდა, რომ ორ დღეში ის აპირებდა საგამოძიებო მასალების დადებას. იმათ გასაგონად ვამბობ, ვინც არ იცის რას ეხებოდა ეს მასალები. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია (მემგონი, ზუსტი ინფორმაცია მაქვს), მასალები ეხებოდა რაღაც გამოძიებას ჟურნალისტ გელა მთივლიშილთან დაკავშირებით. იმის გამო, რომ დღეს ქარტიის შემადგენლობამ დღეს ნდობა გამოუცხადა გელას და ის აირჩიეს ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრად. ამასთან დაკავშირებით რამაზ სამხარაძემ მიიღო თავისი კერძო გადაწყვეტილება,“- თქვა ია ანთაძემ, რის შემდეგაც დარბაზში ხმაური კიდევ რამდენიმე წუთს გაგრძელდა. დღეს, სასტუმრო შერატონში ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის დაფუძნებიდან ერთი წლის თავზე ქარტიის საერთო კრება გაიმართა, სადაც შეაჯამეს გასული წელი, ისაუბრეს მირწეულ შედეგებზე, არსებულ პრობლემებზე და სამომავლო ცვლილებებზე. გარდა ამისა, გაიმართა არჩევნები. არჩევნებში მონაწილეობა ქარტიის 62-მა ხელმომწერმა ჟურნალისტმა მიიღო. მათ აირჩიეს ქარტიის საბჭოს სამი წევრი, იმ წევრების ნაცვლად, რომლებსაც უფლებამოსილების ერთწლიანი ვადა გაუვიდათ. ქარტიის ხელმომწერთა გადაწყვეტილებით-32 ხმით, ქარტიის საბჭოს წევრი ნაციონალური მედიის კვოტით გახდა ჟურნალისტი და მედიამკვლევარი ზვიად ქორიძე. რეგიონული მედიიდან ასევე 32 ხმით ქარტიის საბჭოს წევრი გახდა გაზეთ „გურია ნიუსის“ დამფუძნებელი ია მამალაძე, ხოლო 27 ხმით, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილი. მოგვიანებით, ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის საბჭოს ახალამა შემადგენლობამ საბჭოს ახალ თავმჯდომარედ ზვიად ქორიძე აირჩია. წინა თავმჯდომარეს, ეთერ თურაძე აღნიშნულ პოზიციაზე მხოლოდ ერთი წლით იყო არჩეული. ის ქარტიის საბჭოს რიგით წევრად კიდევ 2 წელი დარჩება. ქარტიის საბჭოს ახალმა ხელმძღვანელმა, ზვიად ქორიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ის სამომავლო გეგმებზე მხოლოდ საბჭოს წევრებთან დისკუსიებისა და მოლაპარაკებების შემდეგ, დაახლოებით ორ კვირაში ისაუბრებს. მისივე თქმით, რამაზ სამხარაძის სკანდალურ განცხადებასთან დაკავშირებით ქარტიის საბჭო განცხადებას მხოლოდ სამხარაძესთან საუბრის შემდეგ გააკეთებს. ნეტგაზეთი დაუკავშირდა რამაზ სამხარაძეს, რომელმაც თქვა: ჩემი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არ უკავშირდება ქარტიის ფინანსებს. მე ძალიან გამიკვირდა, როდესაც ქარტიის საბჭოში აღმოვაჩინე ისეთი ადამიანები, რომლებიც მარცხენა და მარჯვენა ჯიბეში იდებენ ფულს. როგორც პროფესიონალისთვის, როგორც ადამიანისთვის მიუღებელია, როდესაც ორმაგი სტანდარტით მუშაობს მედიაორგანიზაცია. მიმაჩნია, რომ დამოუკიდებელი მედია ცოტა სხვა კატეგორიაა და არა ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ.“ სამხარაძემ არ დააკონკრეტა თუ რომელ მედიასაშუალებასა და რომელ ჟურნალისტს გულისხმობდა ის. მისივე განცხადებით, უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ ოთხშაბათს, რადიო ჰერეთი საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნებს ჟურნალისტურ გამოძიებას. „იქ ყველა დოკუმენტი იქნება წარმოდგენილი, რომელიც ჩვენ მოვიძიეთ,“-გვითხრა რადიო ჰერეთის დირექტორმა. ჩვენ მას ვკითხეთ, გულისხმობდა თუ არა ის გელა მთივლიშვილს, რაზეც სამხარაძემ გვითხრა, რომ ამას საზოგადოება მაშინ გაიგებს, როცა ჟურნალისტური გამოძიების მასალები გამოქვეყნდება. „ჯერჯერობით შევიჩერე უფლებამოსილება. ოფიცალურად, იურიდიულად ჯერ კიდევ ვრჩები ქარტიის ხელმომწერად. თუ ასეთი სტანდარტით გაგრძელდა მუშაობა და თუ იმას, რაც დღეს ქარტიის კრებაზე მოხდა, დავარქვით დემოკრატია, სავარაუდოდ მე განცხადებასაც დავწერ ქარტიიდან გასვლის შესახებ,“-განუცხადა ნეტგაზეთს რამაზ სამხარაძემ. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, გელა მთივლიშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ „რამაზ სამხარაძეს ასეთი უაზრო და უსაფუძვლო გამოხტომები პერიოდულად ახასიათებს.“ „ 2006 წელს, როცა ჩემს მიმართ რამდენიმე თავდასხმა განხორციელდებოდა და იყო ჩემი მკვლელობის მცდელობა, მას არ შერცხვა და კახეთში მომუშავე რამდენიმე ჟურნალისტთან ერთად შექმნა ე.წ. ჟურნალისტთა საგამოძიებო ჯგუფი და გარკვეული პერიოდის მუშოაბის შემდეგ დადო დასკვნა, რომ ვითომ ამ თავდასხმების ინსცენირება თავად მე მოვაწყვე, რათა გავმხდარიყავი პოპულარული ჟურნალისტი,“-გვითრა გელა მთივლიშვილმა. მისივე თქმით, სამხარაძეს მსგავსი თავდასხმები მაშინ ახასიათებს, როცა კახეთის საინფორმაციო ცენტრი სხვადასხვა კუთხით აქტიურდება და მრავალფეროვან პროექტებს წარმატებით ახორციელებს. „მისი ყველა ბრალდება არისაბსოლუტურად უსაფუძვლო და კდიევ ერთხელ განვმარტავ, რომ კახეთის საინფორმაციო ცენტრი არის საინფორმაციო სააგენტო, რომელსაც ჰყავს ხელმომწერები, როგორც სახელისუფლებო, ისე არასაბიუჯეტო ორგანიზაციები და ფიზიკური პირები. სახელისუფლებო ორგანიზაციები ოფიციალურად ჩვენგან ყიდულობენ ინფორმაციას, რასაც კორუფციასთან არანაირი კავშიირ არა აქვს, ყველა საინფდორმაციო სააგენტო ასე მუშაობს და ინფორმაციის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი არის შემოსავლის წყარო. ვერც სამხარაძე და ვერავინ ვერ დამისახელებს ფაქტს, რომ ამ ხელმოწერის გაფორმების გამო მე რომელიმე უწყებისადმი გავმხდარიყავი ანგარიშვალდებული. მე დაველაპარაკები იურისტებს და შესაბამისად, არ არის გამორიცხული სამხარაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელიც კი შვეიტანო,“-ამბობს გელა მთივლიშვილი. ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომაზე ასევე გაიმართა მნიშვნელოვანი დისკუსია სხვადასხვა საკითხთან, მათ შორის ქარტიის საბჭოს უფლებამოსილების გაზრდასთან დაკავშირებით. დისკუსიისას ისმოდა ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები. ქარტიის კრებაზე გამართული დისკუსიისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ სტატიას ნეტგაზეთი ხვალ შემოგთავაზებთ. თაზო კუპრეიშვილი, netgazeti.ge Share View the full article
  5. ქართული რეპი მპ3 ფორმატში View the full article
  6. ახალგაზრდა მწერალი მთელი ზაფხულით ქირაობს სახლს ტყესთან, რომ დაწეროს თავისი რომანი. ოთხი ადგილობრივი მცხოვრები აუპატიურებს მას და შემდეგ აგზავნიან თავიანთ გონებრივად ჩამორჩენილ მეგობარს, რომ მოკლას ჯენიფერი. იგი ვერ კლავს მას, გმირის სისხლში ამოავლებს დანას და ბრუნდება მეგობრებთან. გადის დრო და მეგობრები ნერვიულობას იწყებენ, რომ არაფერია ცნობილი გარდაცვლილ ქალზე. ჯენიფერი კი ცოცხალია და გეგმავს სისხლიან შურისძიებას.. View the full article
  7. http://www.fernando9torres.com/images/img4d35ce870e3fc.jpg ფერნანდო ტორესმა მერსისაიდულ დერბში წინა კვირას თავისი მე-100 თამაში ჩაატარა ლივერპულის მაისურით, მოდით მოკლედ გადავავლოთ თვალი მის კარიერას ლივერპულში… ”წითლების” რიგებში მან 100 თამაშში 63 შთამბეჭდავი გოლის გატანა შესძლო, მისი შეტევები ხშირად დახმარებია როგორც მას ინდივიდუალური პრიზების მოპოვებაში, ისე კლუბს, წარმატების მიღწევაში. ”ენფილდელმა” 9 ნომრით გულშემატკივრების სიყვარული მალევე დაიმსახურა, მთელი პლანეტის მაშტაბით მისი სახელი, ნომერი და მაისური ყველაზე პოპულარული გახდა, ”ლივერპულში” ტორესის სადებიუტო სეზონის (2008 წლის ბოლოს) დასასრულს საერთაშორისო ორგანიზაციამ ”Barclays Global Fan Report” ჩაატარა გამოკითხვა რომლის მიხედვითაც 185 ქვეყანაში მცხოვრებმა ფეხბურთის ფანმა ფერნანდო აღიარა პრემიერლიგაში მოთამაშე ყველაზე პოპულალურ, საუკეთესო მოთამაშედ. ნანდომ ასევე მოიგო ”Barclays Golden Boot 10-goal Landmark Award”, ასევე მოხვდა პრემიერ ლიგის საუკეთესო XI-ში, ასვე ორჯერ გახდა ‘Barclays Player of the Month’-ის მფლობელი. მან მოიგო PFA-ს მიერ დაწესებული ჯილდო და უამრავი პრიზი, რომლთა სიის გაგრძელებაც გაგვიჭირდება. ტორესმა მოახერხა პრემიერლიგის დარჩენილი 19 კლუბიდან 17-ის კარის აღება. გამონაკლისი იყო ”ბირმინგემი” და ”ვულვერჰემპტონი”(მაგრამ მან გუშინდელ მატჩში დუბლის გაფორმება მოახერხა). ”El Niño” -ს აქვს 10 გოლი გატანილი ”დიდი სამეულის” წინააღმდეგ: ”არსენალი”(2), ”მანჩესტერი”(3), ”ჩელსი”(5), მისი ფავორიტი სწორედ ჩელსია, რომელის წინაარმდეგაც პირველი გოლი გაიტანა. ასევე 3 გოლის აქვს გატანილი, ქალაქ ლივერპულის მეორე გუნდის, ”ლურჯების” კარში. აქვე იხილეთ რამდენიმე გოლი მისი შესრულებით, რომელიც კლუბს გადამწყვეტ და მნიშვნელოვან შეხვედრებში ეხმარბოდა. ჩელსი-ლივერპული (19 აგვისტო-2007) View the full article
  8. რაჭა ქართული მეღვინეობის პატარა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური მხარეა. იგი ამბროლაურის რაიონის დიდ ნაწილს მოიცავს (ასევე ონის რაიონსაც), ვენახები კი აქ ძირითადად მდინარე რიონის ხეობაშია გაშენებული, მარჯვენა (სადაც სამხრეთისკენ დაქანებულ ფერდობებზე უკეთესი ხარისხის ღვინო დგება) და მარცხენა ნაპირებზე. ქვემო რაჭაში, ყველაზე მნიშვნელოვანი “ხვანჭკარის” მიკროზონაა. იხილეთ tabula.geზე
  9. http://www.breakingfootballnews.com/wp-content/uploads/2010/09/dirk-kuyt-liverpool-uk-03.jpg დირკ კიუიტმა ისაუბრა თავის 3 საუკეთესო გოლზე ლივერპულში, მისი თქმით საუკეთესო გოლი ლივერპულში იყო 2007 წელს მისი გოლი, რომელიც მან მილანს გაუტანა ფინალში. 3)”ეს ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი გოლი 2007 წელს პრემიერლიგაში ჩვენ ჩელსი 2:0 დავამარცხეთ”. 2)”ჩემი მეორე საყვარელი გოლი არის ევერტონთან გატანილი გოლი 2010 წელს, ეს იყო ერთადერთი გოლი ამ მატჩში გადამწყვეტი გოლის გატანა ძალიან სასიამოვნოა”. 1)”ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გოლი ჩემს ცხოვრებაში რომელიც მილანს გავუტანე ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბოლო წუთებზე, მიუხედავად გოლის სამწუხაროდ ეს მატჩი ჩვენ წავაგეთ”. PS ეს არის ჩემი საიუბილეო მე-300 სიახლე. View the full article
  10. http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/10/qoridze-300x267.jpgჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს ერთი წლის განმავლობაში ზვიად ქორიძე უხელმძღვანელებს . აღნიშნული გადაწყვეტილება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის #2-ე საერთო კრებაზე მიიღეს. ქორიძემ საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გაზეთ “ბათუმელების” მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე შეცვალა. დღესვე საბჭოს კიდევ ორი წევრი – გელა მთივლიშვილი და ია მამალაძე აირჩიეს. IPN Share View the full article
  11. http://b.pix.ge/b/cse12.jpg ლივერპულელ დირკ კუიტს სურს კლუბში რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს. 30 წლის ჰოლანდიელის ინტერვიუ goal.com-ზე გამოქვეყნდა, სადაც ის კლუბის ამჟამინდელ მდგომარეობასაც იხილავს და ზოგადად ფეხბურთელების შესახებაც საუბრობს: -”აშკარაა, რომ გვჭირდება ფეხბურთელების დამატება, რათა კლუბი უფრო გავაძლიეროთ. უკვე აღარავინ დაობს იმაზე, რომ როცა ფერნანდო ტორესი და სტივენ ჯერარდი არ არიან, კლუბი ფორმაში ვერაა და მოტივაციაც აკლია. დალგლიში ჩვენ ფსიქოლოგიურადა გვაძლიერებს. ის ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდაა. მისი გამოცდილება ჩვენ სასიკეთოდ წაგვადგება. კენის უყვარს ფანები და მათთან სულ კონტაქტობს, პატივს სცემს მათ. ალბათ გაინტერესებთ რას ვაპირებ მე… არ მინდა კლუბიდან წასვლა და მართალი გითხრათ, ამის საჭიროებასაც ვერ ვხედავ. არც კლუბის ხელმძღვანელობას და მწვრთნელს არ გამოუთქვამთ მოსაზრება ჩემი გაშვების შესახებ. და საერთოდაც, ლივერპულის ყველაზე საჭირო ხუთ ფეხბურთელს შორის ვხვდები ხოლმე…” წყარო: goal.com View the full article
  12. ყურადღებით დააკვირდით სურათს და გამოთვალეთ, რა ანგარიშით დამთავრდა მატჩი? სახალისოა… View ucnauri.com
  13. http://27.media.tumblr.com/tumblr_lerx1tEN0x1qf55n8o1_400.gif გთავაზობთ საინტერესო და სახალისო ანიმაციების კრებულს… უბრალოდ მინდოდა ამით დამეწყო http://liverpoolfc.ge/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif http://26.media.tumblr.com/tumblr_lel0xypxDF1qf55n8o1_400.gif ტორესი ნგოგის: “დამეკარგე აქედან…” http://media.tumblr.com/tumblr_led2ejAHrY1qesurd.gif კოულის პირველი გოლი? ნეტა კოულს თუ სჯერა რო თვითონ გაიტანა… http://media.tumblr.com/tumblr_led4i9qnaB1qesurd.gif როგორც ჩანს კი… http://media.tumblr.com/tumblr_led4iqjYNo1qesurd.gif ფერნანდო კოულს: საღოლ ძმაო. აი მესმის გოლიიი http://liverpoolfc.ge/wp-includes/images/smilies/icon_biggrin.gif http://27.media.tumblr.com/tumblr_led2v4SizY1qf55n8o1_400.gif ფერნანდო კოულს: აი ასე გააქვთ კაი ბიჭებს… http://media.tumblr.com/tumblr_led2e35o5i1qesurd.gif როი უხსნის ბიჭებს მომავალი მატჩის ტაქტიკურ სქემას. http://liverpoolfc.ge/wp-includes/images/smilies/icon_biggrin.gif http://28.media.tumblr.com/tumblr_ldspq8Kqs31qf55n8o1_250.gif კარგად როიიი…. http://27.media.tumblr.com/tumblr_ldsp4xcmJG1qf55n8o1_250.gif დედა, დედა, ნახე ბურატინო… http://liverpoolfc.ge/wp-includes/images/smilies/icon_biggrin.gif http://24.media.tumblr.com/tumblr_ldslvy85T91qf55n8o1_250.gif პეპე: “აქ რა მინდა ღმერთო, ამათ შორის პაულსენი მაინც დამჯდარიყო…” http://25.media.tumblr.com/tumblr_ldicshZKzb1qf55n8o1_250.gif ფერნანდო მადლობას უხდის ენფილდის ტრიბუნებს მხარდაჭერისთვის მანამდე, ვიდრე მოედანზე გამოვიდოდეს… http://26.media.tumblr.com/tumblr_ldiblh85Lf1qf55n8o1_400.gif ტორესი რაულს: “აუ ნახე რა გოგომ გაიარა…” (როგორც ჩანს რაულთან ერთად ყველამ გაიგო და…) http://30.media.tumblr.com/tumblr_ldiaiu9wO91qf55n8o1_250.gif როგორც ჩანს ისეთი საინტერესო თამაშია მოედანზე, რომ თვალს ვერ წყვეტენ აგერი, ნგოგი და რეინა… http://29.media.tumblr.com/tumblr_ldi9sdihee1qf55n8o1_400.gif კაპიტანი – მარტინ შკრტელი! (ეს იუმორის გარეშე) http://28.media.tumblr.com/tumblr_ldi9gnbjtZ1qf55n8o1_250.gif YNWA !!! http://25.media.tumblr.com/tumblr_ldi83km9Af1qf55n8o1_250.gif ტორესი რაულს: “რას აკეთებ, ხო იცი სემიჩკა დიხანიას აფუჭებს…” http://27.media.tumblr.com/tumblr_ldi757qs1O1qf55n8o1_250.gif ფერნადნო: “ეჰ, მაინც არ შევყვავართ ამ ჰოჯსონს მოედანზე და ჯანდაბას მაჭამე მეც…” http://24.media.tumblr.com/tumblr_ldi6rxZ6oL1qf55n8o1_250.gif მაქსი: “ძლივს არ დავამუღამე სერიოზული პახოდკა?!…” http://24.media.tumblr.com/tumblr_ld1libOQC11qf55n8o1_250.gif ხაბი ალონსომ ენფილდის ტრიბუნებზე მოიწყინა. როგორც ჩანს ვიღაცას აკვირდება… http://24.media.tumblr.com/tumblr_ld1i3o7g8w1qf55n8o1_250.gif ლუკასი: “მეჩვენება თუ ვიღაც თვალს არ მაშორებს?!” http://liverpoolfc.ge/wp-includes/images/smilies/icon_biggrin.gif http://26.media.tumblr.com/tumblr_lcv7hh8pRU1qf55n8o1_250.gif ბავშვი სოტოს: “ბიძია, ბიძია, რატომ გაქვს ასეთი დიდი თავი?!” http://30.media.tumblr.com/tumblr_lcu5a87U931qf55n8o1_250.gif რეინა: “რით ვერ ვისწავლე ეს აჭარულის ილეთები…” http://28.media.tumblr.com/tumblr_lcu584RIlx1qf55n8o1_250.gif ივანოვიჩი დედიკოს: “დე არ ინერვიულო, იცოდე რო ამაღამ აქ ვრჩები…” http://28.media.tumblr.com/tumblr_lcu41aKzhh1qf55n8o1_400.gif კარა: “გაიხედე ერთი, ეს ჰოჯსონი კიდე იქ ზის? ხო ვუთხარი გააჯ.. მეთქი” http://28.media.tumblr.com/tumblr_lcm5cy6vCA1qf55n8o1_250.gif ტორესი ლაინსმენს: “ეხლა არ თქვა ჯარიმა იყოო…” http://liverpoolfc.ge/wp-includes/images/smilies/icon_biggrin.gif http://24.media.tumblr.com/tumblr_lcm3ii4NmC1qf55n8o1_250.gif ტორესი მეკარეს: “კაი ნუ ტირიხარ, მოგცემ აბა რას ვიზავ…” http://24.media.tumblr.com/tumblr_lcm3xxQBwD1qf55n8o1_r3_250.gif კიუიტი დამხმარე მსაჯს: “შენ *** ხარ თუ ხო?” მსაჯი: “ა დიახ, დიახ…” კიუიტი: “რას ვიზავთ, მართალი ხარ…” http://25.media.tumblr.com/tumblr_lciymsW9PO1qf55n8o1_250.gif რაული: “ისეთი სუნი აქ ამ ფეხსაცმელს მგონი კონჩესკის ნახმარია..” http://28.media.tumblr.com/tumblr_lcix4d11WW1qf55n8o1_250.gif რაული: “მგონი ოდნოებისთვის კაი ფოტოც გავჩითეეე…” http://liverpoolfc.ge/wp-includes/images/smilies/icon_biggrin.gif http://27.media.tumblr.com/tumblr_lciuizhOM21qf55n8o1_250.gif რაული: “გამარჯობა, როგორ ხარ? რამე ხო არ გვექნა ერთად? ა არა? კაი… http://liverpoolfc.ge/wp-includes/images/smilies/icon_sad.gif “ http://29.media.tumblr.com/tumblr_lcio6aFtvC1qf55n8o1_250.gif რაული: “მაინც დავითანხმეეეეე…. “ http://media.tumblr.com/tumblr_lffgexJNcr1qcimf9.gif კენი: “არიიის, გუნდში ბოლო ვაჟიშვილიც დავაჟკაცდააა” http://liverpoolfc.ge/wp-includes/images/smilies/icon_biggrin.gif http://media.tumblr.com/tumblr_lffh5qlHdi1qcimf9.gif რაულის ამ შვების შემდეგ… http://media.tumblr.com/tumblr_lffh1eRQvY1qcimf9.gif მეირლეშმა ორი გოლი გაიტანა და ორივე დარტყმაზე მეკარე არც კი განძრეულა… http://media.tumblr.com/tumblr_lf6xygXc771qesurd.gif ტორესი ნებისმიერი “კუთხიდან” იტანს… http://media.tumblr.com/tumblr_lez0uj4ERe1qesurd.gif ვა, ხოტორა ბიჭი… http://media.tumblr.com/tumblr_lez0uyVIS01qesurd.gif ჰოვარდ ვები: ჩემი საშტვენის შემდეგ დაარტყი. აურელიო: კარგი მეგობარო… (და როგორც კი ვები გადის კადრიდან, ფაბიო და კელი ერთად ამბობენ – FUCK) http://27.media.tumblr.com/tumblr_lerx6mVFq51qf55n8o1_400.gif დალგლიში: ყოჩაღ ფაბიო და კელი, ეგრე უნდა მაგას http://liverpoolfc.ge/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif http://29.media.tumblr.com/tumblr_lerxtjjp8Q1qf55n8o1_400.gif ფერნანდო: იეეეს, არიიიის!!! მეფეს ვემთხვიე… http://27.media.tumblr.com/tumblr_lerx1tEN0x1qf55n8o1_400.gif კენი: ვა ფერგიუსონ, გაუმარჯოს… (ფერგიუსონის პასუხს თავად მიხვდებით) http://liverpoolfc.ge/wp-includes/images/smilies/icon_biggrin.gif http://30.media.tumblr.com/tumblr_lerjofA7Zn1qf55n8o1_400.gif ბერბატოვის პარტია ბალეტში “გედების მინდორი” http://liverpoolfc.ge/wp-includes/images/smilies/icon_biggrin.gif http://media.tumblr.com/tumblr_lerkj5e7RU1qesurd.gif უბრალოდ კენის რეაცია ამ ანიმაციაზე… http://media.tumblr.com/tumblr_lerkjxNNQ01qesurd.gif სულ ეს იყო… http://media.tumblr.com/tumblr_leltccpmeO1qesurd.gif <p style="text-align: center;"> View the full article
  14. <p style="text-align: center;"> http://b.pix.ge/w/7hjvn.jpg ნათან ეკლესტონმა ჩარლტონის მაისურით პირველივე მატჩში გოლი გაიტანა. ნათან ეკლესტონით ჩარლტონის მენეჯერი აღფრთოვანებულია, მისი თქმით ყოფილ სკაუზერს უდიდესი მომვალი აქვს. კრის პოუელი:”ეკლესტონს კარგი დებიუტი ჰქონდა, მან ბოლო წუთებში გარდატეხა შეიტანა თამაშში და მეორე ტაიმის მიწურულს გოლიც გაიტანა”. “ამ გოლით ყველამ შვება იგრძნო, ყველა ფანმა ირწმუნა მისი ყველამ უყურა მას და ყველა ძალიან ბედენირია მეც ძალიან ბედენიერი ვარ”. “ძალიან კარგი კვირა იყო ჩვენთვის, სამი ქულის მოპოვება ძალიან ბევრს ნიშნავს”. ამ გამარჯვებით ჩარლტონელებმა 7 ადგილზე აიწიეს. View the full article
  15. ეს ის ნივთებია, რომლებიც დღეს ფართო გამოყენებაშია და მათ გარეშე თანამედროვე ცხოვრება წარმოუდგენელიც კია. ვნახოთ, როგორ იქმნებოდნენ ისინი…1. პირველი ვიდეო კამერა – შექმანა კოდაკის ინჟინერმა, სტივ სესონმა 1974 წლს2. პირველო მოტელი – გაიხსნა კალიფორნიაში, 1925 წელს3. მსოფლიოში პირველი მუსიკალური ალბომის ყდა – ეკუთვნის ჯგუფ როჯერ და ჰარტს , 1938 წელი4. ... View ucnauri.com
  16. http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Pix/pictures/2009/3/15/1237133863223/Charles-NZogbia-001.jpg სატრანსფერო ჭორი როგორც “Goal.com” იტყობინება ლივერპული უიგანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა უფრო ნაკლებ ფასად შეიძინოს გუნდის ლიდერი შარლზ ნზოგბია. მისი აგენტი პოლ სტრესფორდი აქტიურად არის საქმეში ჩართული და ცდილობს უიგანთან საერთო ენა გამონახოს, რათა მათ დააკლონ ნზოგბიას სატრანსფერო ფასი. იგი 15 მილიონად არის გუნდის მიერ შეფასებული, მაგრამ ლივერპული მხოლოდ 8 მილიონამდე თანხის გადახდას აპირებენ. View the full article
  17. /get_img?NrArticle=4237&NrImage=2000 ხანდახან ისეც დაემთხვევა ხოლმე, რომ კვირა გაივლის და ბლოგერების სხვებისაგან გამორჩეულ ცხოვრებაში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება: არც ფილმების ჩვენებებსა თუ დახურულ წვეულებებზე ეპატიჟებათ ვინმე, არც მათ შემოქმედებით სულში აფათურებენ "საზიზღარ საცეცებს", არც აღსაშფოთებელია რამე, არც – გასაჭორი და ასე განსაჯეთ, facebook–ზეც კი არავინ წერს იმას, რომ ბლოგის დახურვას აპირებს (შემდეგ ხუთმა–ექვსმა კაცმა რომ შეაგულიანოს, გაამხნევოს და იქამდე ეხვეწოს: "ეგ უმეცარი აზრი თავიდან ამოიგდეო", სანამ გულაჩუყებული ამ "დანაშაულზე" უარს არ იტყვის). მოკლედ, დღეს სწორედ ერთი ასეთი კვირის შესახებ მიწევს დაწერა და მცირე შესავლის შემდეგ, სჯობს, პირდაპირ საქმეზე გადავიდე: მოლი ბლუმის ახალი ბლოგი ჯერ მარტო იმიტომ არის დასაფასებელი, მის ავტორს ჯეიმს ჯოისის "ულისე" ბოლომდე რომ აქვს წაკითხული. მერე კიდევ იმიტომ, საინტერესო თემებზე კარგად რომ წერს. თან ისე კარგად, გამძლე ფილტვების მქონე ადამიანი მართლა ერთ ამოსუნთქვაში რომ წაიკითხავს. ძირითადი თემა – ლიტერატურაა, რომელზე წერისას ბლოგერი ხან ჯოისისეულ ცნობიერების ნაკადს იყენებს (როდესაც ბორის აკუნინსა და უმბერტო ეკოს შორის პარალელს ავლებს) და ხან – ირონიას (როდესაც დიმიტრი შაშკინის რეფორმატორული იდეების შთაგონების წყაროდ მინისტრის მიერ ძილის წინ წაკითხულ წიგნებს ასახელებს): მანდატურ–დემენტორები ("ჰარი პოტერი"), "დირექტორების სისხლის დაგემოვნების სურვილი" ("ბინდი"), ბავშვების გასეირნება "ბარამბოს" ქარხანაში ("ჩარლი და შოკოლადის ქარხანა")... ქართველები უცნაური ერი ვართ და სანამ საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების გამო ჯარიმას არ დაგვიწესებენ, იქამდე არც ღვედს ვიკეთებთ და არც გადასასვლელებზე არსებულ შუქნიშანს ვაგდებთ არაფრად. ქართველისა და კანონის ამ სიღრმისეულ, კან(ი)ონისებურ დამოკიდებულებაზე საზოგადოებრივი წესრიგის შესახებ არსებულ ბლოგზე შეგიძლიათ წაიკითხოთ. „დღეს ავტობუსში“ კი ამ დამოკიდებულების ერთ–ერთი ნათელი მაგალითია. „პრეზიდენტი, რომელმაც კინაღამ ჩაიფსა“ არ ვიცი, ვინ შეაფასა სააკაშვილის შარდშეკავებითი უნარი გორში მომხდარი ცნობილი შემთხვევის დროს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ეპიზოდი მის ცხოვრებაში მინიმუმ მეტაფორულ ლაქას მაინც დატოვებს. მიზეზი მარტივია: ვისაც კი პრეზიდენტის „შეურაწყოფა“ უნდა, თითქმის ყველას ეს მომენტი ახსენდება და იმას ივიწყებს, რომ ადამიანური თვისებები, ან რეფლექსები თვით "არაადამიან" სააკაშვილსაც კი შეიძლება გააჩნდეს. არა, მთავარსარდალს ნამდვილად არ ვიცავ. ეს ისე გამახსენდა, როდესაც მეამბოხის ბლოგზე შევედი და პრეზიდენტის ცხოვრების ამ მომენტზე აპელირებასთან ერთად, პროტესტისაკენ მოწოდებაც წავიკითხე: „ქვეყანაში სრული განუკითხაობაა. როგორც უნდა ისე იქცევა მთავრობა. და ჩვენი მფორთხავი პრეზიდენტი, რომელმაც შიშისგან კინაღამ ჩაიფსა, ხელით იხოცავს ცხვირს და სრული უმართავია, როდესაც განცხადებებს აკეთებს. აღარ იცის უკვე შეურაწყოფა ვის მიაყენოს... გასაკეთებელი კიდევ ბევრია? კი, გასაკეთებელი კიდევ ბევრია, გასაფუჭებელი კი ძალიან ცოტა დარჩა. "რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო", ხოდა სახლებში რომ მოგადგებიან, თქვენს თავისუფლებას როდესაც შეზღუდავენ, როდესაც თქვენც მოგშივდებათ, როცა სახლის გარეშე დარჩებით, მაშინ უკვე ძალიან გვიანი იქნება" მთავრობის "უგვანი საქმეები" ნამდვილად სახეზეა, თუმცა, როგორც ქუხს, ყოველთვის ისეც არ წვიმს ხოლმე. მაგალითად, ერთ–ერთ გაზეთს თუ ვენდობით "53–ე საჯარო სკოლაში მანდატურებზე გაბრაზებული მეთორმეტეკლასელები საკლასო ოთახში ჩაკეტილან, შიგ არავის უშვებდნენ და გაჰყვიროდნენ: "მანდატურებს – რა?!". ეს მოსწავლეები მანდატურებმა დასაჯეს, სკოლის საპირფარეშო გაახეხინეს და აიძულეს ეყვირათ "მანდატურებს გაუმარჯოს!"–ო". დასაწყისში ვახსენე, თუ ვენდობით – მეთქი. აი, Agasfer–ი არ ენდო და მცირე კვლევის შემდეგ მეტად საგულისხმო შედეგამდეც მივიდა, რომელსაც მის პოსტში "შაშკინელება?!" შეგიძლიათ გაეცნოთ. მედიაზე კიდევ ერთმა დაკვირვებამ კი შესაძლოა საერთოდ აპათიაში ჩაგვაგდოს იმ შემთხვევაში, ფსევდოლიტერატურულ ბლოგზეც თუ შევიხედავთ. საუბარია ტენდენციაზე, რომელის მიხედვითაც ჟურნალისტები თითქმის ყოველ საინფორმაციო გამოშვებას (განწირული ტონით) ღორის გრიპით დაავადებულთა სტატისტიკის გაცნობით იწყებენ ხოლმე და ცალკეული მიზეზებით აღარ ინტერესდებიან: "მე მაქვს კითხვა: ამაზე უარესი ჩვენთან არაფერი ხდება? რატომ არცერთ საინფორმაციო გამოშვებას არ მოუვიდა თავში იმის გარკვევა, თუ რატომ დაემართა გრიპი იმ უბედურ ადამიანს, შემდეგ საავადმყოფოში რომ მოხვდა? იქნებ სახლში ფანჯრებში მინები არ აქვს? იქნებ ჭერიდან წყალი ჩამოსდის? ან გაზის საფასურის გადასახდელი ფული არ აქვს და 20–ლარიანი ელექტროღუმელით სახლს ვერ ათბობს. ან, საერთოდ, იმ რაიონში, რომელშიც ცხოვრობს, საერთოდ არ არის გაზი და ჯერ კიდევ შეშის ღუმელით ათბობს სახლს: შეშის ფული კი წელს ვერ შეაგროვა და სიცივეში დარჩა? ან იქნებ სანამ გრიპი დაემართებოდა, უბრალოდ გაცივდა (რაც, ზამთარში აბსოლუტურად ჩვეულებრივი რამაა), მაგრამ წამლის ფული არ ჰქონდა, რომ გაციება დასაწყისშივე შეეჩერებინა" „უწმინდური“ “apple” “გამარჯობათ, მოგეხსენებათ გველმა ვაშლი გამოიყენა ადამის და ევას შესაცდენად, მაგრამ იგივე სიმბოლოს იყენებს კომპანია ეპლი ახალგაზრდების შესაცდენად. მიგაჩნიათ თუ არა ცოდვად მოკბეჩილი ვაშლის სიმბოლოიანი მოწყობილობის ყიდვა და ხმარება? ასევე მაქვს მეორე კითხვა, მეგობარს აინტერესებს. მანქანა ნაკურთხია და აქვს დაკრობილი ჯვარი. მას უნდა დააკრას ასევე მოკბეჩილი ვაშლის ემბლემა და სად დააკრას იგი, რომ ცოდვად არ ჩათვალოს, ჯვარის ქვემოთ თუ ზემოთ? მარჯვენა მხარეს თუ მარცხნივ?"- ეს და რამდენიმე მსგავსი შეკითხვა Michael-მა ერთ–ერთ ფორუმზე „რას გვეტყვი, მამაო?“–ს კატეგორიაში აღმოაჩინა, რის შემდეგაც „ანაფორა მოირგო“ და გადაწყვიტა მათზე "საკუთარი ძალებით ეპასუხა" (რჩევა: მას, ვისაც სხვების უმოწყალო განიკითხავა უყვარს და მკრეხელობაზე ფეთქებად ხასიათს ამჟღავნებს, შეუძლია პირდაპირ შემდეგ აბზაცზე გადაინაცვლოს) ხოლო, ის კი ვისაც სხვების შეცდომებზე მეტად, საკუთარის გამოსწორება აინტერესებს, social animal - ის ბლოგზე უნდა შევიდეს და მისი ღმერთი გაიცნოს: "ჩემს ღმერთს არ სძაგს შარვლიანი ქალები თუ საყურეებიანი კაცები. საერთოდაც, მას არავინ სძაგს, მას მხოლოდ სიყვარული შეუძლია! ჩემს ღმერთს არ უნდა დანაშაული თუ შეცოდება მოვინანიოთ ჯოჯოხეთის ადუღებულ კუპრში ჩავარდნის შიშით. მას უნდა, რომ სინანული წრფელი იყოს და ის ადამიანის შინაგანი ბუნებიდან მოდიოდეს." მგზავრის წერილები: რა უნდა გააკეთო მაშინ, როდესაც სამარშრუტო ტაქსით 40 წუთი გზაში ხარ? როდესაც ფანჯარაში ნაცნობი ხედია, ქუჩაში – ნაცნობი საცობი და თან კითხვაც არ ღირს (არაამორტიზირებულ ტრანსპორტში ამდენი ხანი თუ იკითხე, ჩამოსვლისთანავე ოკულისტთან მოგიწევს მისვლა). ერთადერთი ნაღდი და უსაფრთხო ვარიანტი ისევ ფიქრია. ჰოდა, სწორედ ასე დაფიქრდაsamaneli-ც და "მარშრუტკაში" არსებული სიტუაციის იდეალურად აღწერის შემდეგ ზოგად საკითხებსაც "გადასწვდა": "წადით, წადით, არაფერია აქ თქვენთვის საინტერესო. საშინელება მოხდა, კი, გეთანხმებით, მაგრამ თქვენ რა? ხო იტყვით (10–დან შვიდი მაინც), რომ "რატომ სვამდა და ნასვამი რატომ ჯდებოდა საჭესთან", ან ამას მაინც: რატომ უყიდა მამამისმა ამხელა ჯიპი ამ თითისტოლა გოგოს, ტარებაც არ სცოდნია"... ამით თითქოს ცდილობთ გაამართლოთ თქვენი გულგრილობა და ფიქრები სხვა რამისკენ გადაიტანოთ. იქითკენ, რომ ზოგს არა აქვს "მარშუტკით" მგზავრობის ფულიც კი და ესენი კი ჯიპებით მოაჯირებს ანგრევენ" მას კი ვისაც კიდევ უფრო ფართომასშტაბური, საკაცობრიო (და ცხოვრებისეული) ფიქრები აინტერესებს, შეუძლია "მე,ც"–ის ბლოგზე შევიდეს და "ასეთია ცხოვრება" ფრაზის განმამტკიცებელი რამდენიმე (ასევე ცხოვრებისეული) ნააზრევი წაიკითხოს: "არც ისე ხშირად, მაგრამ ხდება: მოდის ვიღაც და ძალიან ფრთხილად მხსნის სათვალეს. აი ისე, კოცნის დროს რომ გხსნიან. უფრო სწორად, კოცნის წინ. არა, მე სათვალეს არ ვატარებ (თუ – არ ვხმარობ?). და იმედია erst იმ ასაკში დამჭირდება, კოცნისთვის მოხნას რომ აღარ ექნება აზრი. სამწუხაროდ." ჩემი მთვარის კლუბი "ჰოლივუდური" ფილმების სიუჟეტების მსგავსებაზე უკვე იმდენი ითქვა და დაიწერა, რომ თავად ეს ნაწერებიც არანაკლებ დაემსგავსა ერთმანეთს. თუმცა, ჩემი მთვარის... კი არადა მაიმუნის ბლოგზე თუკი შეიხედავთ და ამ ფაქტებს კიდევ ერთხელ გაიხსენებთ, თქვენი განწყობისათვის ნამდვილად არ იქნება ურიგო: "თუ ფილმში ვინმე ამბობს "ახლავე დავბრუნდები", არ დაბრუნდება, არც "ახლავე" და არც "არასდროს" აი, მთვარის კლუბში კი გლობალური დათბობის პრობლემაა განიხილება და ავსტრალიიდან პოტენციურად გამოსახიზნი, ლტოლვილი კენგურუს ბედის გამო "დარდ–ვარამია გამოხატული": "თუმცა საწუწუნო რა გვაქვს? რაღაც გადაბმულად ორი დღე გაწვიმდა და ეს რა გვაკადრაო. არადა ნახევარი ევროპა და ავსტრალია ჩარეცხა წყალმა ზღვაში და ოკეანეში. არა და რეალურად მაფიქრებს ეგ ყველაფერი. არ უწვიმია ჩვენთან ნორმალურად უკვე 3 თვეა. ანუ, რეალურად გვალვა გრძელდება, უბრალოდ აცივდა და ეგაა. ასე თუ გაგრძელდა დატბორილი ავსტრალიიდან ლტოლვილ კენგურუებს ჩამოგვიყვანენ გადახრუკულ საქართველოში, მერე კახეთში ვირის გვერდით სირაქლემები ირბენენ, კოლხეთის დაბლობს კი ანტილოპა გნუ გადახრავს.." ამ კვირაში სულ ეს იყო. თან მეჩქარება კიდეც – ერთი ნაცნობისათვის დიდი პამპერსი მაქვს საშოვნელი. ცხოვრება ხომ მოულოდნელობებითაა აღსავსე და რა ვიცი, რა ხდება. დაზღვეული უნდა ვიყოთ მაინც, მსოფლიოს მასშტაბით რომ არ შევრცხვეთ, შემთხვევით... სრული ინფო(netgazeti.ge)
  18. „მე დროებით ვიხსნი უფლებამოსილებას და დროებით ვაჩერებ ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიასტან თანამშრომლობას ჩემი კერძო მოსაზრებების გამო. საბჭოში მე ვერ ვიქნები იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც ფულს მარცხენა და მარჯვენა ჯიბეშიც იდებენ, ძალიან დიდი მადლობა, გემშვიდობებით!“-თქვა რადიო „ჰერეთის“ დირექტორმა რამაზ სამხარაძემ დღეს, თბილისში, შერატონ მეტეხი პალასში გამართულ ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის მეორე საერთო სხდომის დასრულებამდე. რამაზ სამხარაძეს დღემდე ეთიკის ქარტიის საბჭოში სარევიზო კომისიის ხელმძღვანელის პოზიცია ეკავა. ხმაურიანი განცხადების გაკეთებისთანავე რამაზ სამხარაძემ დარბაზი დატოვა. მის გამოსვლას ქარტიის საერთო კრებაზე ხმაური მოჰყვა. სკანდალური განცხადების გაკეთებამდე მან თქვა, რომ რადიო "ჰერეთს" კონკრეტული მედიასაშუალების კორუფციული ქმედებების შესახებ ჟურნალისტური გამოძიება აქვს გაკეთებული, რომელსაც რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს. ფინანსებთან დაკავშირებით სამხარაძის განცხადებამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ წარმომადგენლებში. მათ ქარტიის საბჭოსგან ამ საკითხთან დაკავშირებით ფონდის ოფისში შეხვედრაც კი მოითხოვეს. ქარტიის კრების დამსწრე ჟურნალისტები თავდაპირველად ვერ მიხვდნენ, სამხარაძემ სკანდალური განცხადება რატომ და ვისთან დაკავშირებით გააკეთა. საკონფერენციო დარბაზში რამდენიმე წუთის მანძილზე ხმაურიანი შეძახილები ისმოდა, რის შემდეგაც ეთიკის ქარტიის საერთო კრების თავმჯდომარემ ნინო ზურიაშვილმა სიტუაციის დაწყნარება სცადა. საბოლოოდ, სამხარაძის ქმედებასთან დაკავშირებით მცირე განმარტება გააკეთა ჟურნალისტმა ია ანთაძემ. „დარბაზში არიან ადამიანები, რომლებიც რეალურად ვერ მიხვდნენ რა მოხდა. ზოგიერთს ჰქონდა წინასწარ ინფორმაცია რას გულისხმობდა რამაზი, როცა ამბობდა, რომ ორ დღეში ის აპირებდა საგამოძიებო მასალების დადებას. იმათ გასაგონად ვამბობ, ვინც არ იცის რას ეხებოდა ეს მასალები. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია (მემგონი, ზუსტი ინფორმაცია მაქვს), მასალები ეხებოდა რაღაც გამოძიებას ჟურნალისტ გელა მთივლიშილთან დაკავშირებით. იმის გამო, რომ დღეს ქარტიის შემადგენლობამ დღეს ნდობა გამოუცხადა გელას და ის აირჩიეს ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრად. ამასთან დაკავშირებით რამაზ სამხარაძემ მიიღო თავისი კერძო გადაწყვეტილება,“- თქვა ია ანთაძემ, რის შემდეგაც დარბაზში ხმაური კიდევ რამდენიმე წუთს გაგრძელდა. დღეს, სასტუმრო შერატონში ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის დაფუძნებიდან ერთი წლის თავზე ქარტიის საერთო კრება გაიმართა, სადაც შეაჯამეს გასული წელი, ისაუბრეს მირწეულ შედეგებზე, არსებულ პრობლემებზე და სამომავლო ცვლილებებზე. გარდა ამისა, გაიმართა არჩევნები. არჩევნებში მონაწილეობა ქარტიის 62-მა ხელმომწერმა ჟურნალისტმა მიიღო. მათ აირჩიეს ქარტიის საბჭოს სამი წევრი, იმ წევრების ნაცვლად, რომლებსაც უფლებამოსილების ერთწლიანი ვადა გაუვიდათ. ქარტიის ხელმომწერთა გადაწყვეტილებით-32 ხმით, ქარტიის საბჭოს წევრი ნაციონალური მედიის კვოტით გახდა ჟურნალისტი და მედიამკვლევარი ზვიად ქორიძე. რეგიონული მედიიდან ასევე 32 ხმით ქარტიის საბჭოს წევრი გახდა გაზეთ „გურია ნიუსის“ დამფუძნებელი ია მამალაძე, ხოლო 27 ხმით, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილი. მოგვიანებით, ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის საბჭოს ახალამა შემადგენლობამ საბჭოს ახალ თავმჯდომარედ ზვიად ქორიძე აირჩია. წინა თავმჯდომარეს, ეთერ თურაძე აღნიშნულ პოზიციაზე მხოლოდ ერთი წლით იყო არჩეული. ის ქარტიის საბჭოს რიგით წევრად კიდევ 2 წელი დარჩება. ქარტიის საბჭოს ახალმა ხელმძღვანელმა, ზვიად ქორიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ის სამომავლო გეგმებზე მხოლოდ საბჭოს წევრებთან დისკუსიებისა და მოლაპარაკებების შემდეგ, დაახლოებით ორ კვირაში ისაუბრებს. მისივე თქმით, რამაზ სამხარაძის სკანდალურ განცხადებასთან დაკავშირებით ქარტიის საბჭო განცხადებას მხოლოდ სამხარაძესთან საუბრის შემდეგ გააკეთებს. ნეტგაზეთი დაუკავშირდა რამაზ სამხარაძეს, რომელმაც თქვა: ჩემი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არ უკავშირდება ქარტიის ფინანსებს. მე ძალიან გამიკვირდა, როდესაც ქარტიის საბჭოში აღმოვაჩინე ისეთი ადამიანები, რომლებიც მარცხენა და მარჯვენა ჯიბეში იდებენ ფულს. როგორც პროფესიონალისთვის, როგორც ადამიანისთვის მიუღებელია, როდესაც ორმაგი სტანდარტით მუშაობს მედიაორგანიზაცია. მიმაჩნია, რომ დამოუკიდებელი მედია ცოტა სხვა კატეგორიაა და არა ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ.“ სამხარაძემ არ დააკონკრეტა თუ რომელ მედიასაშუალებასა და რომელ ჟურნალისტს გულისხმობდა ის. მისივე განცხადებით, უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ ოთხშაბათს, რადიო ჰერეთი საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნებს ჟურნალისტურ გამოძიებას. „იქ ყველა დოკუმენტი იქნება წარმოდგენილი, რომელიც ჩვენ მოვიძიეთ,“-გვითხრა რადიო ჰერეთის დირექტორმა. ჩვენ მას ვკითხეთ, გულისხმობდა თუ არა ის გელა მთივლიშვილს, რაზეც სამხარაძემ გვითხრა, რომ ამას საზოგადოება მაშინ გაიგებს, როცა ჟურნალისტური გამოძიების მასალები გამოქვეყნდება. „ჯერჯერობით შევიჩერე უფლებამოსილება. ოფიცალურად, იურიდიულად ჯერ კიდევ ვრჩები ქარტიის ხელმომწერად. თუ ასეთი სტანდარტით გაგრძელდა მუშაობა და თუ იმას, რაც დღეს ქარტიის კრებაზე მოხდა, დავარქვით დემოკრატია, სავარაუდოდ მე განცხადებასაც დავწერ ქარტიიდან გასვლის შესახებ,“-განუცხადა ნეტგაზეთს რამაზ სამხარაძემ. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, გელა მთივლიშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ „რამაზ სამხარაძეს ასეთი უაზრო და უსაფუძვლო გამოხტომები პერიოდულად ახასიათებს.“ „ 2006 წელს, როცა ჩემს მიმართ რამდენიმე თავდასხმა განხორციელდებოდა და იყო ჩემი მკვლელობის მცდელობა, მას არ შერცხვა და კახეთში მომუშავე რამდენიმე ჟურნალისტთან ერთად შექმნა ე.წ. ჟურნალისტთა საგამოძიებო ჯგუფი და გარკვეული პერიოდის მუშოაბის შემდეგ დადო დასკვნა, რომ ვითომ ამ თავდასხმების ინსცენირება თავად მე მოვაწყვე, რათა გავმხდარიყავი პოპულარული ჟურნალისტი,“-გვითრა გელა მთივლიშვილმა. მისივე თქმით, სამხარაძეს მსგავსი თავდასხმები მაშინ ახასიათებს, როცა კახეთის საინფორმაციო ცენტრი სხვადასხვა კუთხით აქტიურდება და მრავალფეროვან პროექტებს წარმატებით ახორციელებს. „მისი ყველა ბრალდება არისაბსოლუტურად უსაფუძვლო და კდიევ ერთხელ განვმარტავ, რომ კახეთის საინფორმაციო ცენტრი არის საინფორმაციო სააგენტო, რომელსაც ჰყავს ხელმომწერები, როგორც სახელისუფლებო, ისე არასაბიუჯეტო ორგანიზაციები და ფიზიკური პირები. სახელისუფლებო ორგანიზაციები ოფიციალურად ჩვენგან ყიდულობენ ინფორმაციას, რასაც კორუფციასთან არანაირი კავშიირ არა აქვს, ყველა საინფდორმაციო სააგენტო ასე მუშაობს და ინფორმაციის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი არის შემოსავლის წყარო. ვერც სამხარაძე და ვერავინ ვერ დამისახელებს ფაქტს, რომ ამ ხელმოწერის გაფორმების გამო მე რომელიმე უწყებისადმი გავმხდარიყავი ანგარიშვალდებული. მე დაველაპარაკები იურისტებს და შესაბამისად, არ არის გამორიცხული სამხარაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელიც კი შვეიტანო,“-ამბობს გელა მთივლიშვილი. ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომაზე ასევე გაიმართა მნიშვნელოვანი დისკუსია სხვადასხვა საკითხთან, მათ შორის ქარტიის საბჭოს უფლებამოსილების გაზრდასთან დაკავშირებით. დისკუსიისას ისმოდა ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები. ქარტიის კრებაზე გამართული დისკუსიისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ სტატიას ნეტგაზეთი ხვალ შემოგთავაზებთ. სრული ინფო(netgazeti.ge)
  19. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, რადიო ~ჰერეთის~ დირექტორმა რამაზ სამხარაძემ ქარტიასთან თანამშრომლობა დროებით შეაჩერა. როგორც სამხარაძემ… ლინკი მედიანიუსზე
  20. საქართველოში დაკავებული ებრაელი ბიზნესმენების: რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ განახლდება. როგორც… ლინკი მედიანიუსზე
  21. თბილისის ინფექციური პათოლოგიების ცენტრში მენინგოკოკცემიის დიაგნოზით ბავშვი მოათავსეს. 6 წლის დავით მეტრეველი გორის საავადმყოფოდან თბილისში დღეს… ლინკი მედიანიუსზე
  22. რუსეთსა და საფრანგეთს შორის ,,მისტრალის“ შეძენასთან დაკავშირებით გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, რუსეთი საფრანგეთში აგებულ ორ ვერტმფრენმზიდს შეიძენს. რაც… ლინკი მედიანიუსზე
  23. 24 – 29 იანვარს საქართველოს პირველი ლედის სანდრა-ელისაბედ რულოვსის პატრონაჟით “საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეული 2011” ტარდება.… ლინკი მედიანიუსზე
  24. http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/12/7635-300x250.jpg“ჭერი ყველა დევნილს! შეწყდეს დევნილთა დევნა!”-ეს ლოზუნგები ისმოდა ავლაბარში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან, სადაც დევნილებმა და მათმა მხარდამჭერებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაინაცვლეს. დევნილებმა და მათმა მხარდამჭერებმა მსვლელობა პარლამენტიდან რეზიდენციისკენ 17 საათისთვის დაიწყეს. მსვლელობამ მშვიდად ჩაიარა. დევნილები აპროტესტებენ და პირადად პრეზიდენტისგან მოითხოვენ თბილისის კომპაქტური დასახლებებიდან დევნილთა გამოსახლების შეჩერებას. ამასთანავე, ისინი პრეზიდენტისგან ადეკვატური საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ. დევნილები პარლამენტის წინ აქციის გაგრძლეებას ხვალაც გეგმავენ. ორშაბათიდან კი ისინი, სურვილისამებრ, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოში შეიტანენ განაცხადს თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით. პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაბრუნდნენ დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის ის წარმომადგენლები, რომლებიც საპატრიარქოში პატრიარქთან შეხვედრის მიზნით მივიდნენ. ერთ-ერთი დევნილის, დავით მალაზონიას თქმით, მათ პატრიარქთან შეხვედრა ვერ მოახერხეს, რადგან მას ლოცვა ჰქონდა. მალაზონიას ინფორმაციით, მათ საპატრიარქოში განუცხადეს, რომ პატრიარქი შეხვდა კობა სუბელიანს. მათ დევნილთა პრობლემებზე ისაუბრეს, საუბრის დეტალები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი. აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან უკვე დასრულდა. ნეტგაზეთი Share View the full article
×
×
  • შექმენი...