Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში განლაგებულმა რუსულმა ძალებმა რეგიონის ადგილობრივ ძალოვან სტრუქტურებთან ერთად 31 იანვარს ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო, იტყობინება სეპარატისტული რეგიონის თავდაცვის სამინისტრო.ხუთდღიანი წვრთნების მიზანი საბრძოლო ოპერაციების დროს სხვადასხვა სამხედრო შენაერთს შორის კოორდინირებული მოქმედებების ხელშეწყობაა, აცხადებს სეპარატისტული რეგიონის თავდაცვის სამინისტრო. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  2. საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე დღეს რამდენიმე კანონპროექტს განიხილავენ, რომელთა შორისაა: 1) “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; 2) “თავისუფლების ქარტია”; 3) “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე. აღნიშნულ კანონპროექტებთან დაკავშირებით დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს: საია იმედს გამოთქვამს, რომ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები და დამატებები უზრუნველყოფს მაუწყებელთა მფლობელებისა და მათი ფინანსური მდგომარეობის რეალურ გამჭვირვალობას. საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანია ჰქონდეს ინფორმაცია ყველა იმ ფიზიკური პირის შესახებ, რომლებიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ ფლობენ მედია საშუალებას. ასევე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია უფრო მეტი ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ამ სფეროში, დაფინანსების წარმოშობის შესახებ ინფორმაციის მიღების ჩათვლით. ხოლო ეროვნული მაუწყებლებისათვის თანაზომიერად მიგვაჩნია ფინანსური ანგარიშგების გამკაცრება, მათი აუდიტორიაზე გავლენის მოხდენის პოტენციალის გათვალისწინებით. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება “თავისუფლების ქარტიის” არსებული რედაქციის კანონად ქცევას. აღნიშნული დოკუმენტი, სამწუხაროდ, 2 მოსმენით უკვე მიღებულია. “თავისუფლების ქარტიის” ზოგიერთი ნორმიდან საერთოდ შეუძლებელია აზრის გამოტანა და ავტორის ჩანაფიქრის გარკვევა. კანონპროექტის შინაარსობრივი და გრამატიკული გაუმართაობა ქმნის ადამიანის უფლებების დარღვევის მაღალ საფრთხეს. იგი მიზნად ისახავს ურთიერთობათა ფართო სფეროს რეგულირებას, თუმცა ვერ უზრუნველყოფს მათ სრულფასოვან მოწესრიგებასა და დასახული მიზნების განხორციელებას. “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონში გამიზნულია დამატების შეტანა. აღნიშნული გულისხმობს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ გამოცემულ ნაბეჭდ პროდუქციაზე წარწერის განთავსების იძულებას. წარწერა შეეხება საქართველოს ტერიტორიების რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაციას. ჩვენი მოსაზრებით, აღნიშნული დამატების მიღებისათვის მწვავე სოციალური საჭიროება არ არსებობს და ის არაპროპორციულად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. აუცილებლად მიგვაჩნია ნორმის მოქმედების არეალის შეზღუდვა, რათა ის არ გავრცელდეს ფიზიკურ პირებსა და კერძო სამართლის იურიდიული პირებზე. შესაბამისად, კანონპროექტი საჭიროებს მინიშვნელოვან გადამუშავებას, რათა შესაბამისობაში მოვიდეს საქართველოს კონსტიტუციასა და ევროკონვენციასთან. საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს გაიხსნა და 24 ივნისს დაიხურება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  3. ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დეპრესიის განკურნება არა მხოლოდ აბების საშუალებით, ქირურგიული ჩარევითაც შესაძლებელია. სწორედ ასე განიკურნა ათწლიანი დეპრესიისგან 62 წლის ბრიტანელი ქალბატონი შეილა ქუკი, იუწყება ტელეგრაფი. 62 წლის შეილას ექიმების მიერ წლების მანძილზე შეთავაზებულ მკურნალობას შედეგი არ ჰქონია. საბოლოოდ მას ე.წ. ტვინის ღრმა სტიმულაცია შეთავაზეს, რომლის დროსაც ნეიროქირურგები უშუალოდ ტვინის იმ ნაწილებს ეხებიან, რაზეც ადამიანის დეპრესიული მდგომარეობაა დამოკიდებული. შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, რამდენიმე კვირაში ქალბატონს ბედნიერებისა და სიამოვნების განცდა დაუბრუნდა. „პირველად ათი წლის შემდეგ თავს ბედნიერად ვგრძნობ, ექიმებმა ცხოვრება დამიბრუნეს“, –ამბობს ბრიტანელი ქალბატონი. სრული ინფო(netgazeti.ge)
  4. ტულის ოლქში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ბრალი ედება ადამიანის გატაცებაში და არასრულწლოვანი ბიჭის ჯგუფურ გაუპატიურებაში,–წერს რუსული მედია. რეგიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს პრეს სამსახურის თანამშრომელი ამბობს, რომ აღნიშნული დანაშაულით დაკავებული გასამართლებული იყო საქართველოშიც, თუმცა ის გაიქცა და ტულაში იმალებოდა. „ის იმალებოდა ტულის ოლქის ტერიტორიაზე, ცხოვრობდა სხვა ქვეყნის მოქალაქის პასპორტით და იმედოვნებდა, რომ მას ვერ მიაგნებდნენ. მასთან ერთად მცხოვრების დახმარებით, სამართალდამცავები ეჭვმიტანილზე გავიდნენ“,–ამბობს პრეს სამსახური. გაზეტა.რუ წერს, რომ დაკავებულის ექსტრადაცია საქართველოში მალე მოხდება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  5. კლდეში ნაკვეთი მონასტერი, აბა ყველა სრულიადში…მღვიმევის დედათა მონასტერი, მდებარეობს მდ. ყვირილის ხეობაში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მღვიმევის მადხლობლად, თუმცა მასში მოხვედრა ჭიათურიდან უფრო ადვილადაა შესაძლებელი.ჭიათურიდან მონასტრისაკენ მიდის ვიწრო და საკმაოდ გრძელი კიბე, რომლის გავლის შემდეგაც შესაძლებელია გვირაბში შესვლა. გვირაბი ხელოვნურადაა გაყვანილი, საკმაოდ გრძელია და მისი გადახურვა შემაგრებულია საყრდენი თაღებით. სამონასტრო კომპლექსი ... View ucnauri.com
  6. 31 იანვარს ქ.ნაზრანში საკუთარი მანქანით მგზავრობისას უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ქალაქის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის ხელმძღვანელს, 60 წლის ალეხან საროევს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ინგუშეთის ხელმძღვანელობის განცხადებები რესპუბლიკაში სტაბილიზაციის პროცესის დაწყების შესახებ არ შეესაბამება რეალობას და ადექვატური არ არის არსებულ ვითარებასთან მიმართებაში. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  7. http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/carroll01_4d474689b6d2d302412837.jpg ლივერპულმა ოფიციალურად გაიფორმა ყოფილი ნიუკასლის ვასკვლავი ენდი ქეროლი. 22 წლის ინგლისელმა ცენტრ-ფორვარდმა კლუბთან ხუთწლინახევრიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით ენდიმ ყველანაირი სამედიცინო შემოწმება გაიარა. ახალგაზრდა ფორვარდი გუნდში 9 ნომრიანი მაისურით ითამაშებს. View the full article
  8. დასავლეთის ექსპერტები ტუნისში, ეგვიპტეში და სხვა მუსულმანურ ქვეყნებში დაწყებულ სახალხო გამოსვლებს ადარებენ რკინის ფარდის ჩამოშლას და კომუნისტური რეჟიმების კრახს ევროპაში. მათი შეფასებით ისლამურ სამყაროში დაიწყო დიქტატორული რეჟიმების განადგურება, თუმცა აღნიშნავენ, რომ მუბარაქი ეგვიპტეში და ბენ ალი ტუნისში დიდი ხნის მანძილზე განიხილებოდნენ როგორც დასავლეთის პოლიტიკის საიმედო გამტარებლები.მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ მასობრივ გამოსვლებში ჯერჯერობით რელიგიური მოტივები წინა პლანზე არ არის წა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  9. თბილისის მერიის სპეციალურმა კომისიამ ქალაქის სამარშრუტო ხაზებზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული გადამზიდავი კომპანიები გამოავლინა, რომლებთანაც დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირი. „ამ მემორანდუმის ერთ–ერთი მთავარი მიზანი სამარშრუტო ტაქსებზე მომუშავე მძღოლების სამუშაო ადგილების შენარჩუნებაა“, – აცხადებს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე ლავრენტი ალანია. M2 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მოსაპოვებლად კონკურსი თბილისის მერიამ 2010 წლის 6 დეკემბერს გამოაცხადა. გამარჯვებული კომპანიები გუშინ გამოვლინდა, ესენია: ვაკე–საბურთალოს რაიონი – შპს „თბილ ლაინი“ ძველი თბილისი–დიდგორის რაიონი– შპს „კაპიტალ გრუპი“ დიდუბე–ჩუღურეთის რაიონი–შპს „თბილ ქარი“ გლდანი–ნაძალადევის რაიონი–შპს „თბილ ლაინი“ ისანი–სამგორის რაიონი–შპს „ფაბლიქ ქარი“ გამარჯვებულ კომპანიებს ნებართვა ერთჯერადად, 20 წლის ვადით ეძლევათ. სრული ინფო(netgazeti.ge)
  10. გთავაზობთ ვიდეოს ”ლივერპულის” ახალ ფეხბურთელზე… View the full article
  11. ცოტა რისკი + ცოტა იღბალი + ცოტა სიგიჟე + კარგი “იამაჰა” = ადრენალინს(კვადრატში) ჰუუჰ… : )) View ucnauri.com
  12. ძალიან ლამაზია ყველა შემოდით Cocteau Twins – Alice by datomumlaDato Mumladze | შექმენი შენი ემბლემა View ucnauri.com
  13. ნილ კემპბელისა და ჯეინ რისის ‘ბიოლოგია’ განუმეორებელია, როგორც ბიოლოგიის ყველაზე წარმატებული სახელმძღვანელო მსოფლიოში.მან 4 მილიონზე მეტი სტუდენტი დააინტერესა ამ დინამიური და აუცილებელი დისციპლინით. ავტორებმა ყოველი თავი ხუთი-ექვსი დიდი იდეის კონცეპტუალურ ჩარჩოზე ააგეს. მიმოხილვა სტუდენტთა ინტერესს იწვევს და თავის დარჩენილი ნაწილის გასაცნობად საფუძველს ამზადებს. თავის ბოლოს შესამოწმებელი კითხვები მოსწავლეს ცოდნის შემოწმების ... View ucnauri.com
  14. http://cache3.asset-cache.net/xc/108640907.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E6021FFF3ADBBFA9A534B15820C00B2DC4FEFB5E2549614149 გთავაზობთ ლუის სუარესის ფოტოებს ლივერპულში http://cache2.asset-cache.net/xc/108642978.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E6077E643D278E0C5834B15820C00B2DC45F397320288164EC http://cache2.asset-cache.net/xc/108640885.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E6001BEF1DFFCC3C5D34B15820C00B2DC4F1749576F4B83C29 http://cache2.asset-cache.net/xc/108643055.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E627CDEF580CD77B1234B15820C00B2DC473BA8BE030840CC9 http://cache4.asset-cache.net/xc/108643033.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E63EEE681978157E5C34B15820C00B2DC4BCDC5CD406375F81 http://cache2.asset-cache.net/xc/108643031.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E6C07E664181274EBF34B15820C00B2DC4E7DA6A3846D8D458 http://cache3.asset-cache.net/xc/108643030.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E6EC50A33DAAD3F65634B15820C00B2DC4FFDCA9E689108B60 http://cache2.asset-cache.net/xc/108642970.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E68234C64CC4B3858634B15820C00B2DC43E9699DB02D903CB http://cache3.asset-cache.net/xc/108641226.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E62134F0C62532100334B15820C00B2DC4E95BC428395E46EE http://cache1.asset-cache.net/xc/108640911.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E63A05E2E1F3A69ABF34B15820C00B2DC4C5166E5327FF1C27 http://cache4.asset-cache.net/xc/108643041.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E68A5ADFE0F5B173AB34B15820C00B2DC40DC1592682057EC0 http://cache3.asset-cache.net/xc/108643040.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E6BD5A3A6E6103BC4D34B15820C00B2DC46AA887BDE0963A63 http://cache4.asset-cache.net/xc/108643037.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E65B8779151583C54634B15820C00B2DC4F7278B5B246F8D4C http://cache3.asset-cache.net/xc/108643034.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E6619B0806D63CD1C634B15820C00B2DC432EE5BF0ECB2456A http://cache1.asset-cache.net/xc/108643032.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E6B7818F66276C23E634B15820C00B2DC402BA1DE79C72D081 http://cache4.asset-cache.net/xc/108641225.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E65E4686BC96EA13B734B15820C00B2DC493329D46CD8B38C4 http://cache2.asset-cache.net/xc/108641120.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E6826BE732F3C4CD0B34B15820C00B2DC424BF2CEF645BDEE1 View the full article
  15. http://cache2.asset-cache.net/xc/108640885.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E6001BEF1DFFCC3C5D34B15820C00B2DC4F1749576F4B83C29ლუის სუარესმა ლივერპულთან 5 წელნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. დღეს ლუის სუარესთან კონტრაქტი ოფიციალურად გაფორმდა. შეგახსენებთ, რომ ლივერპულმა ურუგვაელი თავდამსხმელის შესაძენად ამსტერდამის აიაქსს 26.5 მლნ ევრო გადაუხადა. სუარესმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა. მერსისაიდულ გრანდში იგი 7 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. წყარო: www.liverpoolfc.tv View the full article
  16. http://s49.radikal.ru/i123/1101/5d/3382f63d11ed.jpg ლივერპულის ახალი შენაძენი სულ ახლახან ჩავიდა ლივერპულში და მელვუდის ბაზაზე მივიდა სადაც მას უამრავი გახარებული ლივერპულის ფანი დახვდა. გთავაზობთ ამ დახვედრის ამსახველ სურათებს. http://s15.radikal.ru/i189/1101/08/9f8717f64516.jpg http://s47.radikal.ru/i118/1101/c8/b302cf77aef1.jpg http://s48.radikal.ru/i122/1101/8c/ca1ba555f809.jpg http://i074.radikal.ru/1101/09/12b54aace07a.jpg http://i029.radikal.ru/1101/cd/627834caa749.jpg http://i010.radikal.ru/1101/ed/b68a257889ef.jpg http://s52.radikal.ru/i136/1101/c0/04067dd3b052.jpg View the full article
  17. ევგენია ოქროპირიძე თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდაში ცხოვრობს. 2008 წლის 7 აგვისტომდე სამხრეთ ოსეთის სოფელ დისევში ცხოვრობდა. 35 წელი სოფლის სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებელი იყო. „ჩვენი სკოლის დირექტორმა, იმის გამო, რომ ქართველ ბავშვებთან ერთად ოსებსაც ესწავლათ, უფრო დიდ შენობაში გადაიტანა სკოლა. ახალი სკოლა ჩემი სახლიდან მოშორებით იყო. ზამთარში აღმართებზე სიარული მიჭირდა და რამდენჯერმე გავიფიქრე, ნეტავ, ოსები ჩვენთან აღარ სწავლობდნენ და ისევ ძველ შენობაში გადაგვიყვანონ-მეთქი. ჩემს თავზე ვბრაზობ, ნეტა სულ არ გამეფიქრა ასეთი რამე და ისევ ძველებურად ყოფილიყო ყველაფერი“, – ამბობს ევგენია ოქროპირიძე. ევგენია იხსენებს, რომ მათთან სოფელში 7 აგვისტოს ერთი კაცი მივიდა და სოფლელებს უთხრა, ამ ღამით დიდი სროლები იქნება და სოფელი დატოვეთო. მისივე თქმით, სროლის ხმა სოფელში იქამდეც ისმოდა, თუმცა იმ დღეს, ორ შვილთან ერთად, სახლი მაინც დატოვა და გორში ჩავიდა. თან მხოლოდ პირადობის მოწმობა, რამდენიმე ოქროს ნაკეთობა, ერთი კაბა და დანაზოგი – 25 ლარი წაიღო. „რას წარმოვიდგენდი, რომ ჩემს სახლში ყოფნის ბოლო წუთები მქონდა და ვეღარასდროს ვნახავდი. ეგ რომ მცოდნოდა, იქნებ სხვა რაღაცეებიც წამომეღო. ახლა რომ ვფიქრობ, კიდევ რას წამოვიღებდი, პირველ რიგში, მგონია, რომ სკოლის ფოტოებს. ძალიან არ მინდა, რომ ჩემი მოსწავლეების სახეები დამავიწყდეს“, –ამბობს ევგენია. ევგენია შვილებთან ერთად სოფლიდან გაიხიზნა, ქმარი კი დარჩა, რადგან 90 წლის დედა სახლში მარტო ვერ დატოვა. რამდენიმე კვირის განმავლობაში არაფერი იცოდნენ ერთმანეთის შესახებ. მხოლოდ ოქტომბრის დასაწყისში შეხვდნენ ერთმანეთს. მთელი იმ პერიოდის განმავლობაში ევგენიას ქმარი და დედამისი დამწვარ სახლში ცხოვრობდნენ. ევგენია ყვება, რომ ოსები მათ სახლში ცხრა აგვისტოს შევიდნენ. „ჩემი დედამთილი ამბობს, რომ ოთახში რაღაც შავი სითხე დაასხეს. ამათ ძლივს მოუსწრიათ ოთახიდან გამოსვლა. მერე დაუნახავთ, რომ სახლი უკვე იწვოდა. აივნიდან მხოლოდ საწოლის გადასაფარებლების გადმოყრა მოასწრეს. ეს გადასაფარებლები ერთადერთია, რაც სახლს მახსენებს და თვალისჩინივით ვუფრთხილდები“,–ამბობს ევგენია. ცხრა აგვისტოს ევგენიას სახლში, სხვა ნივთებთან ერთად, ახალი სარეცხი მანქანაც დაიწვა. „24 აპრილს გორში კრედიტით ვიყიდე. სამი თვე 85 ლარი ვიხადე. აგვისტოში კრედიტის გადახდა არავის გაგვხსენებია. მერე ნაცნობმა გვახარა, მთავრობამ გადაიხადა იმათი ბანკის კრედიტები, ვისაც 1000 ლარამდე ჰქონდაო. დავმშვიდდით. თუმცა, 2010 წლის მაისში წერილი მოგვივიდა ტაოპრივატ ბანკიდან, რომ ჩვენი დავალიანება უკვე 2000 ლარზე მეტი იყო. გავგიჟდით. ბანკის სათაო ოფისში მივედი გასარკვევად. აღმოჩნდა, რომ არაფერიც არ ყოფილა გადახდილი. იქ მითხრეს, მხოლოდ ორი თვის გადასახადი მოგიხსენით და მეტი არაფრის გაკეთება შეგვიძლია, ჩვენ ვალდებულები არც ვართო“, –ამბობს ევგენია. იმის შემდეგ პენსიიდან გარკვეულ თანხას აგროვებს. სამი თვეში 150 ლარის გადახდა მოახერხა. კიდევ 2700 ლარის დავალიანება დარჩენილი აქვს. „ვხვდები, რომ ასე ვეღარ შევძლებთ მეტს. თბილისში ახალგაზრდა იურისტები რომ არიან, იქ უნდა მივიდე, ნეტა, რამით თუ დამეხმარებიან? სკოლაში რომ ვმუშაობდი და ხელფასი მქონდა, ამიტომაც გავრისკე სარეცხი მანქანის კრედიტით გამოტანა. ჩემი, ჩემი ქმრის და დედამთილის პენსიით რამდენი ერთი გადავიხადოთ? არსებობაც ხომ გვინდა“, –ამბობს ევგენია. რამდენიმე თვის წინ მის 93 წლის დედამთილს, ეკატერინა ცოტნიაშვილს ბრმა ნაწლავის ოპერაცია გაუკეთეს. იმის გამო, რომ მოხუცს დაზღვევა არ ჰქონდა, მარნეულის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ოპერაცია უფასოდ გაუკეთა. თუმცა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, როგორც ევგენია ამბობს, ექიმმა თავად მიმართა, რომ სამინისტროს ოპერაციის თანხა დაეფარა. „ალბათ, არ დაფარეს, რადგან ჩვენ მარნეულის საავადმყოფოდან წერილი მოგვივიდა ტექსტით – გთხოვთ, დაფაროთ დავალიანება. რა თქმა უნდა, ვერ ვფარავთ, რით? კიდევ კარგი, სახელმწიფომ ჯერ ეს ბინა არ დაგვიკანონა, თორემ აქამდე ამ ვალების გამო ტაო–პრივატ ბანკი მაინც ჩამოგვართმევდა ბინას,“ – ამბობს ევგენია. ევგენიას თქმით, ბანკის ვალზე ფიქრმა სხვა ყოფითი პრობლემები დაავიწყა. უვარგისი სასმელი წყალი, გაუმართავი კანალიზაცია და გამოუყენებელი სახნავ–სათესი მიწა ევგენიასთვის ჩვეული ცხოვრებაა. ამბობს, რომ ადამიანი ყველაფერს ეჩვევა. /get_img?NrArticle=4379&NrImage=7 ევგენია ახალ ბინაში /get_img?NrArticle=4379&NrImage=3 დევნილების საცხოვრებელი სოფელ კოდაში /get_img?NrArticle=4379&NrImage=4 დევნილების საცხოვრებელი სოფელ კოდაში /get_img?NrArticle=4379&NrImage=5 დევნილების საცხოვრებელი სოფელ კოდაში კოდაში თოვლი დღეს პირველად მოვიდა ნახევარ–ნახევარი ჰექტარი სახნავ–სათესი მიწა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდაში ჩასახლებულ 446–ვე ოჯახს სახელმწიფომ სოფლიდან მოშორებით მისცა. თუმცა, იმის გამო, რომ სარწყავი წყალი არ არის, მიწა იქ ჯერ არავის დაუმუშავებია. კორპუსების უკან პატარა ნაკვეთები აქვთ, სადაც მწვანილს და ხახვს თესავენ. დარგული პომიდორი კი გაუხმათ, რადგან წყალი, რომელსაც ხელით უსხამდნენ, საკმარისი არ აღმოჩნდა. წელიწადის თბილ დღეებში ევგენიას დედამთილი, 93 წლის ეკატერინა ცოტნიაშვილი კორპუსის წინ, სკამზე ზის ხოლმე და მთელ დღეს იქ ატარებს. ევგენია ამბობს, რომ ეკატერინა ოთხ კედელს შუა ცხოვრებას მიჩვეული არ ყოფილა. მთელი დღე ეზოში ფუსფუსებდა. საქონელიც ჰყავდა, ქათმებიც და ბოსტანშიც მუშაობდა. გამოკეტილ ბინაში კი თავს ცუდად გრძნობს და ცივ ამინდში ლოგინიდან საერთოდ არ დგება. „ეს შეშის „ფეჩს“ იყო მიჩვეული, გაზის გამათბობელი არ მათბობს კარგადო, ამბობს. ამიტომ სულ სცივა და ვერ ვაყენებთ საწოლიდან“, –ამბობს ევგენია. /get_img?NrArticle=4379&NrImage=2 93 წლის ეკატერინა ცოტნიაშვილი /get_img?NrArticle=4379&NrImage=1 ეკატერინა ცოტნიაშვილი ევგენიას თქმით, ომის დღეებში ეკატერინა და მისივე ასაკის მეზობელი ქალი სულ ერთად იყვნენ და საკუთარი სახლების დაწვას ერთად უყურებდნენ. შემდეგ იმ ქალის ოჯახმა კომპენსაცია აიღო და ბინა სხვა სოფელში იყიდა. ეკატერინა კი, როგორც მისი რძალი ამბობს, სულ ნერვიულობს, რომ ვეღარასოდეს ნახავს თავის მეგობარს. „როგორც გვითხრეს, ჩვენი სოფელი აღარ არსებობს. ჩვენი სახლი გადასწორებული ყოფილა, დამწვარი ნივთები ხევთან ახლოს, ორმოში ჩაუყრიათ. მთელ სოფელში კი რუსებს ყაზარმები აუშენებიათ, თურმე“, –ამბობს ევგენია. ის იხსენებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომამდე რამდენიმე წლით ადრე მათთან ოჯახში ოსი ეროვნების ნაცნობი ბიჭი მივიდა. „დალიეს კაცებმა და ამ ბიჭმა ასეთი რაღაც თქვა, ათი „კამაზი“ მავთულხლართები ჩამოვიტანეთ სოფელში, ახალი „გრანიცა“ უნდა გავაკეთოთო. მაშინ მისი ნათქვამი ხუმრობა მეგონა“, –ამბობს ევგენია. სრული ინფო(netgazeti.ge)
  18. ეს გიტარა დამზადებული არის დაახლოებით 2000 ცალი ნაყინის ჯოხებით,თუ როგორ გააგძელე და ნახავ… View ucnauri.com
  19. http://a.pix.ge/o/ctyrk.jpg როგორც ოფიციალური საიტი იტყობინება ფერანდო ტორესი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ლონდონის ჩელსისთან. ამ საღამოს ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ ისინი დათანხმდნენ ლონდონელების შემოთავაზებას და სულ ცოტა ხანში “ელ ნინიო” უკვე ოფიციალურად მოირგებს ცისფერ მაისურს. ამჟამად ტორესი ჩელსისთან პირადი კონტრაქტის დეტალებს აგვარებს. View the full article
  20. 2011 წელი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრისთვის განსაკუთრებულად დაიწყო. 6 თებერვალს თეატრის დამაარსებელს 90 წელი უსრულდება. დასი და თეატრის ადმინისტრაცია საიუბილეო წლის საინტერესო პროექტებით აღნიშვნას გეგმავს. იხილეთ tabula.geზე
  21. http://i.telegraph.co.uk/multimedia/archive/01814/fernando-torres_1814349c.jpgBBC-ს ცნობით ფერნანდო ტორესი ჩელსიში გადავიდა. ! ჩელსი და ლივერპული ტორესის ტრანსფერზე შეთანხმდნენ. ესპანელი თავდამსხმელი უკვე ლონდონელთა საკუთრებაა, ეს ინფორმაცია BBC-მ გაავრცელა. ბი-ბი-სი-ს ვებ გვერდზე მიმდინარეობს პირდაპირი ტექსტური ტრანსლაცია იმისა, თუ რა ხდება ტრანსფერების ბოლო დღეს სატრანსფერო ბაზარზე. რამდენიმე წუთის წინ ზემოთაღნიშნული დადასტურდა. ტორესი მალე სამედიცინო შემოწმებას გაივლის. 1835: Chelsea and Liverpool have agreed a fee for Fernando Torres and the player is now awaiting a medical, BBC understands. წყარო: www.bbc.co.uk View the full article
  22. ACDSeePro3.1Build475FinalRusx32x64 ყველასათვის ცნობილი პოტო მენეჯერის ერთ-ერთი ბოლო ვერსია View the full article
  23. 18 იანვარს ბარსელონას მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა 40 წლის გახდა.თანამედროვეობის საუკეთესო კლუბი მის იუბილეს უამრავი რეკორდით შეხვდა იხილეთ tabula.geზე
  24. თამაში მიდის რეალიტი შოუს რეჟიმში , ესაუბრები ლამაზმანებს და აძლევ სხვადასხვა კითხვებს ასევე მოთამაშესაც უწევს კითხვებზე პასუხის გაცემა და თუ გაიმარჯვე გოგონები შიშვლდებიან * Встроенная игра в подкидного дурака на раздевание * Более двух часов полноэкранного видео * Более десяти эротических видеоклипов * Здоровый эротизм * Шутки, тосты, стриптиз в исполнении очаровательных девушек 16 წლამდე სააკისთვის არ არის რეკოიმენდირებული View the full article
  25. ეგვიპტეში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში და ითხოვენ პრეზიდენტ მუბარაკის გადადგომას, მუბარაკი ეგვიპტეს უკვე 30 წელია მართავს. პოლიციამ დემონსტრანტების მისამართით ცეცხლი გახსნა. 150 ადამიანია დაღუპული, 3000 მეტი კი დაკავებული…მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ: > 1 > 2 > 3 View ucnauri.com
×
×
  • შექმენი...