planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ხელოვნური მზე მელბურნში მექსიკელ რაფაელ ლოზანო ჰემერს (Rafael Lozano-Hemmer) შეუძლია საკუთარი თავით იამაყოს. მან მელბურნის მცხოვრებლებს აჩუქა არც მეტი არ ნაკლები…. მზე! ციური მნათობის მოდელი სახელით «Solar Equation» გამოჩდა ავსტრალიის ქალაქში ფესტივალ სინათლე ზამთარში (Light in Winter) ფარგლებში და ითვლება ავტორის ერთ-ერთ ყველაზე მაშტაბურ პროექტად.ბურთი მდებარეობს ფედერაციის მოედანზე და ქალაქის ... View ucnauri.com
-
http://sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc6/hs262.snc6/179044_10150388032525436_841575435_17135772_4472813_n.jpg ლივერპულის ყოფილმა ფეხბურთელმა აღშფოთება ვერ დამალა ლივერპულის გულშემატკივრების საქციელის გამო… “ჩემი აზრით ლივერპულისთვის არაფერი დამიშურებია, ყოველთვის ვცდილობდი ფანებისთვის მესიამოვნებინა და არ მეგონა თუ ასე ცუდად გამაცილებდნენ ლონდონის ჩელსიში.” – განაცხადა ფერნანდომ – “მე ლივერპულისთვის რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე. მეგონა ფანები პატივს მცემდნენ და ჩემს აზრს გაითვალისწინებდნენ. არც ერთი გუნდის გულშემატკივარი ასეთ პროტესტს ამ გზით არ გამოხატავს…” “მაგალითად: ჯო კოულმაც დატოვა ჩელსი და ლივერპულში გადაბარგდა, მაგრამ მისი მაისურები არ დაუწვიათ ლონდონელ ფანებს და მისთვის ასეთი შეურაწყოფა არ მიუყენებიათ. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მე ძალიან გაკვირვებული ვარ და ცოტა არ იყოს გულინატკენიც...” View the full article
-
/get_img?NrArticle=4401&NrImage=200 დათო გაბუნია ნეტგაზეთის 2 თებერვლის პირდაპირი ეთერის თემა: ომი, ფემინიზმი და თანამედროვე ქართული ლიტერატურა წამყვანი: დათო გაბუნია სტუმარი: მწერალი თამთა მელაშვილი პირდიპირი ეთერი დაიწყება 19.00 საათზე კითხვები შეგიძლიათ დასვათ როგორც კომენტარების ფუნქციის გამოყენებით, ისე პირდაპირ ეთერში სკაიპის მეშვეობით. დაგვამატეთ სკაიპში, ჩვენი ID: netgazeti.ge2 სრული ინფო(netgazeti.ge)
-
3D ფილმს „საახალწლო ზღაპარი – ბრძოლა ნატვრისთვალისთვის” თითქმის ერთი წელი ამზადებდნენ (საკმაოდ დიდი დროა იმისათვის, რომ ხარისხიანი პროდუქტი შექმნა). სცენარის ავტორი და რეჟისორი შალვა რამიშვილია, ანიმაციური პერსონაჟების ანატომისტი – ცნობილი მხატვარი, კარიკატურისტი ზაალ სულაკაური. იხილეთ tabula.geზე
-
http://a.pix.ge/m/7th4x.jpg პოლ კონჩესკიმ სეზონის ბოლომდე ჩემპიონშიპის კლუბ ნოტინგემში ითამაშებს, ვიდრე მისი და ლივერპულის გზები საბოლოოდ გაიყრებოდეს… მერსესაიდში გადმოსვლის შემდეგ 6 თვის განმავლობაში კონჩესკიმ ენფილდზე ფეხი ვერ მოიკიდა. უსუსური თამაშის შემდეგ მისი ტრანსფერის საკითხიც დადგა, თუმცა FIFA-ს წესებით მიხედვით მას არ ქონდა უფლება ეთამაშა 3 კლუბის მაისურით 1 სეზონში. იმის გამო, რომ მას უკვე ქონდა ჩატარებული თამაშები ფულჰემის და ლივერპულის შემადგენლობაში, ერთადერთი გამოსავალი მისი ფულჰემში დაბრუნებაღა იყო, თუმცა მისი ძველი კლუბი კონჩესკის სურვილს არც კი გამოეხმაურა. ამის შემდეგ, ალბათ, როგორც კლუბის, ასევე ფეხბურთელის საკეთილდღეოდ გამოჩნდა ნოტინგემი, რომელმაც სეზონის ბოლომდე იჯარით წაიყვანა ინგლისელი მარცხენა მცველი. FIFA-ს წესები იჯარის შემთხვევაში არ დარღვეულა… ” მე ვაღიარებ რომ მინდოდა ჩემ ძველ კლუბში დაბრუნება, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. შემეძლო დავრჩენილიყავი ლივერპულში და არაფერი არ გამეკეთებინა სეზონის ბოლომდე, მაგრამ მე თამაში მინდა, ამიტომაც გადავწყვიტე იმ კლუბში დროებით გადასვლა, რომელიც იბრძვის და მიისწრაფის ელიტარული დივიზიონისაკენ. ისინი აჩვენებენ კარგ თამაშს და მეც მინდა რომ მათ დავეხმარო პრემიერლიგაში გადასვლაში. ეს მათი მთავარი მიზანია.” – განაცხადა პოლ კონჩესკიმ 29 წლის მცველმა ასევე გაუზიარა ჟურნალისტებს თავისი გრძნობები ლივერპულის მიმართ, – ” მე თავიდანვე ვერ მოვერგე ლივერპულს. შემდეგ მენეჯერი რომელიც მე მენდობოდა და ჩემი ტრანსფერი განახორციელა – გაუშვეს. მქონდა შანსი ”ტოპ” კლუბში გამებრწყინა, თუმცა ეს შანსი ვერ გამოვიყენე. ახლა მინდა დავბრუნდე ისევ ჩემ დონეზე და უბრალოდ ვითამაშო ფეხბურთი ისეთ გუნდში, სადაც სათამაშო დროის მაქსიმუმი მექნება და ეს კლუბი ამ წუთისთვის ნოტინგემია.” View the full article
-
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტად ყოფნის 16 თვის განმავლობაში გაიძახოდა, ეს საქმე არ მაინტერესებს და ვადის ამოწურვისთანავე წავალო, „არჩევნებში” მონაწილე დელეგატებმა არ დაიშალეს, მანაც უარი ვერ თქვა და გადაწყდა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 2015 წლამდე დომენტი (ზვიად) სიჭინავა უხელმძღვანელებს! იხილეთ tabula.geზე
-
თბილისის სპორტის სასახლეში, საქართველოს საკალათბურთო თასის გათამაშების ფინალში არმიამ შსს-ს 71:51 მოუგო. ეს გუნდი ჯერ ერთი წლისაც არაა და ამის მიუხედავად, უკვე პირველი ტიტულიც გაიფორმა. იხილეთ tabula.geზე
-
კახეთში ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესია დაარბიეს
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
ყვარლის რაიონში, სოფელ ახალსოფლის ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესია ბოლო სამი თვის მანძილზე უკვე მეორეჯერ დაარბიეს. შემთხვევა პირველად 19 ნოემბერს, ხოლო მეორედ 28 იანვარს მოხდა. იხილეთ tabula.geზე -
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/02/egypt1-150x150.jpgეგვიპტეში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. კაიროს ქუჩებში ორ მილიონზე მეტი ადამიანია შეკრებილი. ალექსანდრიაში კი არეულობა მძვინვარებს. ოპოზიციის ლიდერი ელ ბარადეი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა ქვეყანა უნდა დატოვოს. მიუხედავად ამისა, ბარადეი მიიჩნევს, რომ მუბარაქზე სისხლის სამართლებრივი დევნა არ უნდა გამოცხადდეს. “ალ ჯაზირას” ინფორმაციით, მილიონზე მეტი ეგვიპტელი ამ წუთებში ტახრირის მოედანზეა შეკრებილი და აქციის მონაწილეები მხოლოდ ერთ სიტყვას – წადი, წადი – სკანდირებენ. ქალაქში იმაზეც საუბრობენ, რომ მუბარაქმა უკვე უარი თქვა პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა, ოფიციალურად ამ ინფორმაციას არავინ ადასტურებს. ალექსანდრიაში კი 500 000 ადამინია ქუჩაში გასული. ამ წუთებში ხალხსა და პოლიციას შორის შეტაკებები გრძელდება. არიან დაჭრილები. იხილეთ epn.ge
-
http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Clubs/Club_Home/2011/2/1/1296572561613/Kenny-Dalglish-and-Andy-C-007.jpg ლივერპულის ახალმა 9 ნომერმა პირველი ინტერვიუ მისცა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს… გუნდში პირველი ვარჯიშის და ახალ გარემოსთან შეჩვევის შემდეგ ქეროლმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა… პირველ რიგში კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კლუბში. რა გრძნობაა ლივერპულში ყოფნა? ეს მართლაც არაჩვეულებრივი შეგრძნებაა. ლივერპული დიდებული კლუბია და როცა ასეთი კლუბი ინტერესდება შენით, შეუძლებელია აქ გადმოსვლაზე უბრალოდ დაფიქრდე კიდეც… რა იყო თქვენი პირველი რეაცია როცა ლივერპულის ინტერესის შესახებ გაიგეთ? თავდაპირველად გაკვირვებული ვიყავი გავრცელებული ინფორმაციებით და ზუსტად არ ვიცოდით თუ რა ხდებოდა ჩემს თავს. თუმცა როცა მითხრეს რომ ლივერპულის ინტერესი რეალობა იყო, მაშინვე მივხვდი, თუ რა დიდი შანსი მომეცა მეთამაშა წითლებში და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გამეშვა… ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. შეძელით უკვე ამ ყველაფერთან შეგუება? ჯერჯერობით ვერა. ყველა, ვისთან ერთადაც გავიზარდე და ფეხბურთის თამაში ვისწავლე, ახლა ნიუკასლშია. მე კი აქ ვარ. ალბათ ცოტა დრო მჭირდება ყველაფერის გასაცნობიერებლად… რა გრძნობაა, როცა ერთ დილასაც იღვიძებ და უკვე ლივერპულის 9 ნომერი ხარ? ეს მართლაც განსაკუთრებულია გრძნობაა. ყოველთვის მსურდა ამ ნომრით თამაში, მაგრამ ლივერპულის 9 ნომრიანი მაისურით თამაში მაინც სულ სხვაა… ეს ნომერი ლივერპულში ისეთ ფეხბურთელებს ეკუთვნოდათ, როგორებიც რაში, ფაულერი და ტორესი არიან. რას ფიქრობთ, შეძლბეთ გაჰყვეთ მათ ნაკვალევს? სწორედ ამის იმედით ვარ აქ. ერთი სული მაქვს გავიდე მოედანზე და ვითამაშო, გავიტანო გოლები და დავეხმარო გუნდს. რას ფიქრობთ კენი დალგლიშთან მუშაობაზე? ეს ძალიან მხიბლავს. იგი არაჩვეულებრივი ადამიანი და მწვრთნელია. მან მითხრა, რომ რაც შეიძლება მალე უნდა ჩავდგე ფორმაში, რათა გუნდში ჩემი ადგილის დაკავება შევძლო… ვიცით რომ შენ კევინ ნოლანის (ნიუკასლის ფეხბურთელი) ახლო მეგობარი ხარ. კევინი კი ლივერპულის გულშემატკივარია. რა გითხრა მან მერსესაიდში გადმოსვლის შემდეგ? მე მას ვესაუბრე და კევინი მეცხრე ცაზეა ჩემი ლივერპულში გადმოსვლის გამო. მითხრა რომ დიდი შანსი მომეცა დავამტკიცო თუ რა შემიძლია ენფილდზე და მეც სწორედ ამას ვაპირებ… რამდენად დიდი ნაბიჯია ეს შენთვის კარიერის ამ ეტაპზე? ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ლივერპული შესანიშნავი შესაძლებლობაა თავის დამკვიდრების, რადგან ეს კლუბი ყოველთვის ტიტულებისთვის იბრძვის. კარიერის წინ ეტაპი ნიუკასლში გავატარე, ახლა კი ჩემთვის ახალი ერა იწყება. თქვენთან ერთად ლივერპულმა ლუის სუარესიც შეიძინა. როგორ ფიქრობთ რამდენად შეძლებთ მასთან შეწყობას? ასეთ პატრნიორთან თამაში შესანიშნავია, მაგრამ ჩემი მიზანი არამარტო მასთან, არამედ თითოეულ ფეხბურთელთან შეთამაშებაა და იმედი მაქვს კარგად მოვერგები გუნდს… ნიუკასლში უამრავი გოლი გაგქონდათ. შეძლებთ დაეხმაროთ ლივერპულს სასურველი შედეგის მიღწევაში? მე ყოველთვის მაქსიმუმის გაკეთებას ვცდილობ და ლივერპულშიც ასე იქნება. ვეცდები არამარტო გავიტანო გოლები, არამედ საგოლე მომენტებიც მრავლად შევუქმნა თანაგუნდელებს. რას მოელით ლივერპულური დებიუტიდან? ერთი სული მაქვს, მაგრამ ამისთვის ჯერ ფორმაში უნდა ჩავდგე. ახლა მხოლოდ დარბაზში ვვარჯიშობ, მაგრამ წესით მალე დავიწყებ უკვე მოედანზე სირბილსაც. ლივერპულში არაერთი ფაქტორის გამო ახალი ერა დაიწყო. რა გრძნობაა იყო ამ ახალი ეპოქის ნაწილი? ეს არაჩვეულებრივია, ჩემში ყველამ დიდი რწმენა ჩადო და უბედნიერესი ვარ როცა ვხედავ თუ რა კეთილგანწყობით დამხვდნენ ამ კლუბში. და ბოლოს, რა იქნება თქვენი მესიჯი ფანებისთვის? ლივერპულმა ძალიან დიდი თანხა გადაიხადა ჩემში და მინდა ეს ნდობა ავანაზღაურო. ვეცდები ჩემი მაქსიმუმი გავიღო ყოველთვის და გუნდს ტიტულების მოპოვებაში დავეხმარო… View the full article
-
2-23 იანვარს, ერევანში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტმა ორივე სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან მეგობრული რიტორიკის ფონზე ჩაიარა. ერევანში ვიზიტის ფარგლებში, როგორც პრეზიდენტების პირისპირ მოლაპარაკება, ასევე საგარეო უწყებების მეთაურებისა და სამთავრობო დელეგაციების შეხვედრები გაიმართა. იხილეთ tabula.geზე
-
ეგვიპტეში მიმდინარე მილიონიანი საპროტესტო მარშის პარალელურად, იორდანიის მეფემ აბდულა მეორემ მთავრობა დაითხოვა და ახალი პრემიერ მინისტრი დანიშნა. ახლადდანიშნულ პრემიერს მეფემ ისეთი მინისტრთა კაბინეტის ფორმირება დაავალა, რომელიც ”ჭეშმარიტ პოლიტიკურ რეფორმებს” გაატარებს. იხილეთ tabula.geზე
-
რუსი ჯაშუში ამჯერად ირლანდიიდან გააძევეს.ოფიციალურმა დუბლინმა ქვეყნიდან უკვე გააძევა ის რუსი დიპლომატი, რომელიც ყალბი ირლანდიური პასპორტების დამზადებაშია ეჭვმიტანილი.ირლანდიის საგარეო უწყების განცხადებით, რუსი ჯაშუშები მსოფლიოში სხვისი სახელებით, ირლანდიის მოქალაქეეების მონაცემებით სარგებლობდნენ, ყალბ პასპორტებში კი საკუთარი ფოტოები ჰქონდათ ჩაკრული.დუბლინმა გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსული ჯაშუშური ქსელი აშშ-ში გამოააშკარავეს. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, რომ ანა ჩეპმენის ზოგიერთ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://rustavi2.com/news_photos/02_11/smalls/54817.jpgერთკვირიანი არეულობის შემდეგ ეგვიპტის ოპოზიცია გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება. დღეს ერთდროულად ორ ქალაქში, კაიროსა და ალექსანდრიაში მილიონიანი მარში იმართება. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/02/saakashvili-150x150.jpgთბილისის მკვდარ ქალაქად გამოცხადების და სიტუაციის არევის შესახებ მოწოდებებმა საქართველოს კარგი არაფერი მოუტანა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა კაჭრეთში, პროფესიული მომზადების ცენტრის გახსნაზე განაცხადა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველომ ეს დრო უკვე გაიარა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ყველა პოლიტიკურ ჯგუფს აქვს უფლება, ეკამათოს ერთმანეთს, მაგრამ ქვეყნის აფეთქება დაუშვებელია. მისივე თქმით, საქართველოს 2011 წლის იანვარში, გასული წლის იანვართან შედარებით, 47%-ით მეტი ვიზიტორი სტუმრობდა. პრეზიდენტმა დასვა კითხვა, რატომ არ მოხდა ტურიზმის აფეთქება 2007 წელს და თავადვე უპასუხა. ,,იმიტომ, რომ ჩვენ ამისთვის არ გვეცალა – პოლიტიკური პარტიები აქციებს აწყობდნენ. ვინ მოვა არეულ, აშლილ და პარალიზებულ ქვეყანაში?! 2008 წელს გვქონდა ომი, 2009 წელს – ისევ აქციები. იმის გამო, რომ რამდენიმე ათასმა ,,პორშეს” და ,,ბე-ემ-ვეს” ჯიპებით თბილისის ცენტრში აქციაზე მისვლა მოინდომა, ასობით ათასი ქართული ოჯახი ტურისტის გარეშე დარჩა. 2010 იყო სტაბილურობის პირველი წელი და გაორმაგდა კიდეც ამ წელიწადს საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობაც”, – განაცხადა პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილი წელს, ტურისტების რაოდენობის მინიმუმ 50%-ით ზრდას ელის. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/02/saakashvili2441-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, “ლь”-თი მოსაუბრე ადამიანები არ აღიზიანებენ. ამის შესახებ, განცხადება, პრეზიდენტმა დღეს, კახეთში, სოფელ კაჭრეთში პროფესიოული მომზადების კოლეჯის შენობის გახსნისას გააკეთა. პრეზიდენტის თქმით, მისთვის ასევე მიუღებელია “უბნელობის” მიხედვით მოსახლეობის დაყოფაც. სააკაშვილის განცხადებით, რბილი ლ-თი საქართველოს ძალიან ნიჭიერი და გონიერი ნაწილი ლაპარაკობს. “ისინი არიან ქართული სახელმწიფოებრიობის დამფუძნებლები და ამ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის შემტანნი”, – განაცხადა პრეზიდენტმა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/02/saakashvili-misha1-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მან ძალიან კარგად იცის როგორ უჭირს ხალხს და რა მდგომარეობაა ამჟამად ქვეყანაში. ამის შესახებ, განცხადება, პრეზიდენტმა დღეს, კახეთში, სოფელ კაჭრეთში პროფესიოული მომზადების კოლეჯის შენობის გახსნისას გააკეთა. პრეზიდენტს ასევე დაუშვებლად მიაჩნია ქვეყანაში მეჩეთების თემაზე დაკავშირებით სპეკულირება. “მხოლოდ აჭარაში 200 მოქმედი მეჩეთია. არ შეიძლება ქართველების დაყოფა ქართველებად და აფხაზებად, ქართველებად და ოსებად, ქართველებად და არაქართველებად, ვაკელებად და ვერელებად, ვერელებად და ვარკეთილელებად. არ შეიძლება დაისვას კითხვა, რომელი უბნელი ხარ. ეს ყველაფერი გავიარეთ”,- განაცხადა პრეზიდენტმა. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს სამოქალაქო დაყოფა დაუშვებელია. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/02/saakashvili221-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ადამიანები შეიძლება ერთმანეთს არ ეთანხმებოდნენ, მაგრამ ქვეყანა ტალახიდან რომ ამოვიდეს, ის, რაც საქართველომ წინა წლებში გაიარა, აღარ უნდა განმეორდეს. ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა დღეს, კახეთში, სოფელ კაჭრეთში პროფესიოული მომზადების კოლეჯის შენობის გახსნისას გააკეთა. მისი თქმით, ხალხმა ზუსტად იცის, რა მოაქვს შიდა სამოქალაქო დაპირისპირებას. “ჩვენზე გადაიარა ყველა ქარბორბალამ. შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ საქართველოში რამდენიმე ათასი მუსლიმი ცხოვრობს. ჩვენ ვართ დაახლოებით 4 მილიონ 700 ათასიანი ქვეყანა, რომლის რამდენიმე ასეული ათასი ქართველი ქრისტიანი არ არის. საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველსა და აზერბაიჯანელს ერთნაირად ეკუთვნის საქართველო. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ სადღაც არ შეიძლება მეჩეთი აშენდეს, ჩვენ ვეუბნებით ამ ხალხს, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც არ შეიძლება იყვნენ მუსულმანები. თუმცა, ამას ჩვენ არასოდეს ვიტყვით, ამას მხოლოდ პოლიტიკური მარგინალები ამბობენ”,- განაცხადა სააკაშვილმა. იხილეთ epn.ge
-
http://rustavi2.com/news_photos/02_11/smalls/54821.jpgსტრასბურგში დასრულდა საქმის `საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ` განხილვის პირველი ეტაპი. ორი დღის განმავლობაში ევროპელმა მოსამართლეებმა რუსეთიდან გამოძევებული საქართველოს 10 მოქალაქის ჩვენება მოისმინეს View the full article
-
ბავშვები ნამდვილი ანგელოზები არიან, ზოგჯერ ისეთ რამეს ხედავენ და ამჩნევენ, რაც უფროსებს თავში აზრადაც არ მოუვათ. მოდი გადავხედოთ თუ რას ამბობენ ისინიეს ისტორიები გადმოცემულია თვითმხილველების მიერ, ვისაც ეს პატარები აძლევენ იმედსა და შვებას..1. ზაფხულში მოხალისედ ვმუშაობდი სპორტულ სტადიონზე. იქ ერთი პატარა ბიჭუნაც იყო, ისეთი ჯანმრთელი და ენერგიული.. ... View ucnauri.com
-
„ინფლაცია ცოდვასავით არის – ყველა მთავრობა მას გმობს, მაგრამ მაინც სცოდავს”, – ამბობდა ბრიტანელი ეკონომისტი ფრედერიკ ლეი როსი და მართალი იყო. გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან, როდესაც ლეი როსი უინსტონ ჩერჩილის მთავრობის ეკონომიკური მრჩეველი გახლდათ, არაფერი შეცვლილა. იხილეთ tabula.geზე
-
ერორი- პრეზიდენტმა რეაბილიტირებული კოლეჯი გახსნა
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://rustavi2.com/news_photos/02_11/smalls/54822.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა კაჭრეთის პროფესიული კოლეჯის რეაბილიტირებული შენობა გახსნა. მიხეილ სააკაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა კაჭრეთის პროფესიული კოლეჯის საერთო საცხოვრებელი... View the full article