planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
პარასკევს უელსში სტადიონ მილენიუმზე ევროპული რაგბის ყველაზე მნიშვნელოვანი სანაკრებო ტურნირი, ექვსი ერის თასის გათამაშება იწყება. გახსნით მატჩში ერთმანეთს უელსისა და ინგლისის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. იხილეთ tabula.geზე
-
http://a.pix.ge/o/ctyrk.jpg ლივერპულის გულშემატკივარმა, რომელმაც სახელი ფერნანდო ტორესად გადაიკეთა, არ იცის თავისი კუმირის ჩელსიში გადასვლის შემდეგ რა ქნას. 36 წლის შონ მაკკორმაკმა სახელი ფერნანდო ტორესად 2009 წლის დეკემბერში გადაიკეთა, მაგრამ უკვე ერთი წლის შემდეგ თავისი საქციელის სისწორეზე ღრმად დაფიქრდა. ნანდოს ჩელსიში გადასვლის შემდეგ ის თავისივე თქმით, შოკშია. “არ ვიცი, ახლა რა ვქნა, – წუხს სკანთორპის მცხოვრები. – ალბათ სახელის ისევ შეცვლა მომიწევს.” იმ დაწესებულების წარმომადგენლებმა, სადაც სახელები იცვლება, “ფერნანდო ტორესს” უკვე შესთავაზეს სახელი ენდი კეროლად შეიცვალოს. “მას ყოველთვის შეუძლია სახელი სულ რაღაც 15 ფუნტად შეიცვალოს. გინდაც ენდი კეროლი დაირქვას. ჩვენთან ყოველდღე მოდის ხალხი და სახელს იცვლის”, – განაცხადეს დაწესებულებაში. View the full article
-
ნუმერაციის ეროვნული გეგმის პროექტის მიხედვით, თბილისის ახალი კოდი არსებული 22-ის ნაცვლად 32 იქნება. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ბათუმის კოდი – 88222, 422-ით იცვლება, ქუთაისის კოდი – 231, 431-ით, რუსთავის კოდი – 24, 34-ით. ნუმერაციის ეროვნული გეგმით, სოხუმის ახალი კოდი 442 იქნება, ხოლო ცხინვალის – 344. ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის პროცესი 2011 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. იხილეთ epn.ge
-
გუშინ ესპანეთში სამეფო თასის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები გაიმართა. მადრიდში რეალმა 2:0 მოუგო სევილიას, ბარსელონამ კი გასვლაზე 3:0 დაამარცხა ალმერია. იხილეთ tabula.geზე
-
http://epn.ge/wp-content/uploads/2011/02/1914-1915-e1839be18390e1839be18390e1839ae18398-e18393e18390-e18399e183a0e183a3e183ae-e183ace18398e183ace18398e1839ae18390-150x150.jpgნიკო ფიროსმანის საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი ნახატი – “მამალი და კრუხ-წიწილა” მუზეუმს პროკურატურამ გადასცა. ხელოვნების ნიმუში არალეგალურად გაყიდვას გადაურჩა და დღეიდან ის მუზეუმში შეინახება. “მამალი და კრუხ-წიწილა” ფიროსმანის 147-ე სამუზეუმო ექსპონატია. ნახევარ მილიონად შეფასებული ტილო თაღლითური ჯგუფის წევრებს საქართველოს საზღვრებს გარეთ უნდა გაეტანათ, სადაც ნამუშევრის რეალიზაციას 150 000–ად გეგმავდნენ. სამართალდამცველებმა დამნაშავეები უკვე დააკავეს. ქართველი ხელოვნებათმცოდნეები ნახატის მნიშვნელობაზე და მის უნიკალურობაზე საუბრობენ. სპეციალისტებს ნამუშევრის ნამდვილობაში ეჭვი არ ეპარებათ. უნიკალური ნახატი პროკურატურიდან მუზეუმში სპეციალური ესკორტით გადაიტანეს. იხილეთ epn.ge
-
http://cache.daylife.com/imageserve/09Lu15536ZfNJ/439x.jpg კენი დალგლიში დარწმუნებულია, რომ ენდი ქეროლს შეუძლია ლივერპულს წარმატება მოუტანოს. ყოფილი ნიუკასლელი ენდი ქეროლი ლივერპულმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს შეიძინა და კენი დალგლიში იმედოვნებს, რომ ის სახელი, (გმირი) რომელიც ნიუკასლში ჰქონდა, დაეხმარება მას რათა KOP-ის კერპი გახდეს. “იგი ჩვენთვის დიდებული შენაძენია, ისევე როგორც ლუისი” – განუცხადა პრეს კონფერენციაზე მიწვეულ ჟურნალისტებს კენიმ “მოუთმენლად ველით მის გამოჯანმრთელებას, იგი ითამაშებს, როგორც კი ამისთვის მზად იქნება”. “ამას შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირდეს, მაგრამ ჩვენ იგი 5 წელნახევრიანი კონტრაქტით შევიძინეთ და რამდენიმე კვირიანი უქმობა დიდ ზიანს არ მოგვაყენებს”. “ჩვენ გვინდოდა გუნდის გაძლიერება. ამ ორი ახალგაზრდა ფეხბურთელის დამატება შესანიშნავი ტრანსფერია”. “გუშინ ლუისმა გვაჩვენა, თუ რას შეიძლება ველოდოთ მისგან. დიდად გვეიმედება ქეროლის. იგი ჯერ 22 წლისაა და თან, ინგლისის ნაკრების წევრია”. “ქეროლი გარდა იმისა, რომ კარგი ფეხბურთელია, კარგი ადამიანიცაა. ის საუკეთესოა, ვინც კი შეიძლებოდა შეგვეძინა, რათა გამხდარიყო ლივერპულის N 9″. პრეს კონფერენციას ტორესის ხსენების გარეშე არ ჩაუვლია. “იმედგაცრუებულები ვართ” – განაცხადა დალგლიშმა. “მაგრამ, მთავარი არა ფეხბურთელი, არამედ კლუბია. ჩვენ ყოველთვის არ ვიქნებით, კლუბი – იარსებებს”. “არცერთი ფეხბურთელი არ დგას კლუბზე უფრო მაღლა”. “არ გვაინტერესებს რას ფიქრობს ჩელსი. ჩვენ მოხარულნი ვართ იმით, რა ფეხბურთელებიც დავიმატეთ” – თქვა დალგლიშმა პრეს-კონფერენციაზე.წყარო: www.liverpoolfc.tv View the full article
-
http://cache.daylife.com/imageserve/06Vh8ZX62R1AO/439x.jpg ენფილდზე ოფიციალურად წარდგენის შემდეგ, ლუის სუარესმა პრესკონფერენციაზე საინტერესო თემებზე ისაუბრა… ლივერპულის ახალ შვიდიანს სულ რაღაც 16 წუთი დასჭირდა კოპის წინ სადებიუტო გოლის გასატანად. “ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ასეთ დებიუტზე ყველა ფეხბურთელი ოცნებობს” – განაცხადა სუარესმა პრესკონფერენციაზე – “თუნდაც რამოდენიმე წუთი მოედანზე ყოფნა უკვე ბევრს ნიშნავს, ხოლო კოპის წინ გოლის გატანა კი ჩემი ოცნების ასრულებაა…” “ყველაფერი ზუსტად ისე იყო მოედანზე, როგორც ჰოლანდიაში ყოფნისას ვუყურებდი ტელევიზორიდან. პრემიერლიგა რთული და ძლიერი ჩემპიონატია და შესაბამისად საკმაოდ ძნელია საგოლე მომენტების შექმნა. აუცილებლად უნდა შევეჩვიო ინგლისური ფეხბურთის სტილს და კარგად მოვერგო მას.” სუარესის გოლში გარკვეული წვლილი სტოკის მცველმაც შეიტანა და თავდაპირველად სხვადასხვა მედია-წყაროებმა სუარესის გოლი ავტოგოლად ჩათვალეს, თუმცა საბოლოოდ გოლი მაინც ლუისის ანგარიშზე ჩაიწერა… “გოლი ისე ავღნიშნე, რომ ვიცოდი ჩემი გატანილი იყო. იმედია ეს ნამდვილად ასეა და ვინც არ უნდა გადაწყვიტოს ამ გოლის ავტორის ვინაობა, ვფიქრობ ჩემი მხარე უნდა დაიჭიროს…” “მსურს ინგლისშიც გავიტანო გოლები, ისე როგორც ამას ჰოლანდიაში ვაკეთებდი, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი გუნდის თამაშში ჩართვაა. ეს გოლით დასრულდება, თუ საგოლე მომენტის შექმნით ჩემი მხირდან, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან თამაშის დროს მთავარი გუნდია და არა ინდივიდუალური ფეხბურთელი…” ლუისმა თავის მომავალ მეწყვილე, ენდი ქეროლზეც ისაბრა და მასთან კარგ პარტნიორობას დაგვპირდა: “ჰოლანდიაში ხშირად ვუყურებდი ნიუკასლის თამაშებს და ამიტომ ქეროლის შესახებ ბევრი რამ ვიცი და კარგად ვიცნობ მის სათამაშო სტილსაც. ენდი ტიპიური მაღალი 9 ნომერია, ასეთ ცენტრ-ფორვარდებთან კი მე კარგი სათამაშო გამოცდილება მაქვს (ლუისი აიაქსში ჰუნტელაართან ერთად თამაშობდა) და ვფიქრობ ჩვენგან კარგი შემტევი წყვილი დადგება…” ლუისმა პრესკონფერენციის მიწურულს კი ზოგადად მერსესაიდულ კლუბზე ისაუბრა: “ლივერპული ევროპული ფეხბურთის გრანდია, რომელსაც არაჩვეულებრივი ისტორია და ტიტულები აქვს. მე ყოველთვის მსურდა ინგლისში მაღალ დონეზე თამაში და მიხარია რომ ამის შანსი ისეთ დიდ კლუბში მომეცა, როგორიც ლივერპულია.” “მე მერსესაიდში ჩემი სურვილით გადმოვედი და ახლა ძალიან ბედნიერი ვარ…” View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/2011/02/numeracion_maya-150x150.jpgკომუნიკაციის ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მარტიდან ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლა დაიწყება. და საქართველოს ქალაქებისა და რაიონული ცენტრების ძველი კოდები ახლით შეიცვლება. იმისათვის, რომ მოსახლეობას პრობლემები არ შეექმნას ერთი თვის განმავლობაში ძველი და ახალი კოდები ერთად იმუშავებს. ამასთან, მარეგულირებელმა ორგანომ ყველა ოპერატორს აბონენტების ინფორმირება დაავალა. სატელეკომუნიკაციო კომპანიებმა სერვის-ცენტრებსა და ვებ-გვერდებზე ცვლილებების შესახებ ინფორმაცია უნდა განათავსონ. ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის პროექტის ფარგლებში, ცვლილელები მობილური ტელეფონების ნომრებს მაისიდან, ხოლო ქალაქის ნომრებს ოქტომბრიდან შეეხებათ. ნუმერაციის ახალი სისტემით მობილური ოპერატორების ნომრებში დღეს არსებულ 8-იანს 5-იანი ჩაანაცვლებს, ხოლო ფიქსირებული ტელეფონების ნომრებს წინ 2-იანი დაემატება და შვიდნიშნა გახდება. იცვლება საერთაშორისო ოპერატორების კოდებიც და ამჟამად მოქმედ 8-იანს 10-იანი ჩაენაცვლება (მაგალითად, 8-10 გახდება 10-10). გარდა ამისა, იცვლება საერთაშორისო და საქალაქთაშორისო ნომრებზე დარეკვის წესი – ქვეყნის შიგნით საქალაქთაშორისო ზარის განხორციელებისას აბონენტმა უნდა აკრიფოს 0, ქალაქის კოდი და აბონენტის ნომერი. ასევე 0-ს აკრეფა იქნება საჭირო ქალაქის ფიქსირებული ტელეფონიდან მობილური ოპერატორის ქსელში დარეკვისასაც. აგრეთვე შეიცვლება საგანგებო მომსახურების ნომრებიც – სასწრაფოს, პოლიციის, სახანძროს და ა.შ . პოლიციის ნომერი გახდება 122, სასწრაფო-133, სახანძრო-111, სამომავლოდ კი ყველა მათგანი გაერთიანდება 112-ში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით საგანგებო სიტუაციების სამსახურის ნომერია. ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის პროცესი 2011 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. იხილეთ epn.ge
-
კალოუბნის ქუჩაზე ნაპოვნი ჩვილი იაშვილის კლინიკაში მოათავსეს. ექიმების განცხადებით, ჩვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას პათოლოგიები არ აღენიშნება. ბავშვი გამვლელებმა ერთ-ერთი სადარბაზოს ლიფტში აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ 3-4 დღის დაბადებული უნდა იყოს. რამდენიმე დღეში მას ბავშვთა სახლში გადაიყვანენ. მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. იხილეთ epn.ge
-
პარტიის პატიმართა უფლებების დაცვის კომიტეტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯერ კიდევ ორი წლის წინ, მათი ინიციატივით, პარლამენტში შევიდა ~პატიმრობის შესახებ” კანონში დამატებებისა და ცვლილებების პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა გრძელვადიანი პაემნების ამოქმედებას. საპასუხოდ, კი ხელისუფლებამ უმჯობეს ალტერნატივად პატიმრებისთვის მოკლევადიანი შვებულებების შემოღება დაასახელა. “ ფაქტია, რომ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულმა ცვლილებამ არ გაამართლა. ბოლო ორი წლის სტატისტიკის თანახმად, მოკლევადიანი შვებულებით მხოლოდ ასამდე პატიმარმა ისარგებლა”, – აღნიშნულია განცხადებაში. მათი განცხადებით, პატიმრობაში მყოფი ადამიანისათვის ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაა გრძელვადიანი პაემნის არარსებობაა. ამისათვის კი საჭიროა სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში ინფრასტრუქტურის გაუნჯობესება და პაემნისთვის დაწესებული შემცირებ იხილეთ epn.ge
-
http://epn.ge/wp-content/uploads/2011/02/66db00db810d-150x150.jpg29 წლის თამარ ხნიადაშვილი ნარკოტიკების დიდმა დოზამ იმსხვერპლა. თამარ ხნიადაშვილის ცხედარი პეკინის 44 ნომერში იპოვეს. ხნიადაშვილი პეკინზე ქირით ცხოვრობდა, მასთან გარდაცვალების მომენტში იმყოფებოდა ორი პირი, რატი რატიანი და მარეხი ალავიძე. ისინი ამბობენ, რომ გარდაცვლილი რამდენიმე დღის წინ გაიცნეს და მასთან დიდი ხნის ურთიერთობა არ ჰქონდათ, მის ბინაში კი მხოლოდ ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების მიზნით ავიდნენ. გიორგი რატიანის განცხადებით, ხნიადაშვილი ნარკოტიკული ნივთიერების მიღების შემდეგ დაახლოებით 5 საათში გარდაიცვალა, ის ასევე აღნიშნავს, რომ მასთან სახლში 12:30 წუთზე ავიდა ე.წ ნარკოტიკული ნივთიერების “კოდეინის” გასაკეთებლად და ხნიადაშვილი პირველად ნახა. ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით 29 წლის ხნიადაშვილი ნარკოტიკების მაღალმა დოზამ იმსხვერპლა. მეზობლები ამბობენ, რომ მისი ბინიდან ხშირად გამოდიოდა ხმაური, ასევე ამბობენ რომ შესაძლოა ამ ბინაში არალეგარული სასტუმროც ყოფილიყო და ნარკოტიკების რეალიზატორი თავად გარდაცვლილი ყოფილიყო. ასევე აცხადებენ, რომ ერთი თვის წინ ამავე სახლში ინციდენტი მოხდა, რომლის დროსაც გოგონა დაჭრეს. გიორგი რატიანი და მარეხი ალავიძე სამართალმდამცავებმა უკვე დაკითხეს. იხილეთ epn.ge
-
http://epn.ge/wp-content/uploads/2011/02/800px-Egypt.Giza_.Sphinx.02-150x150.jpgეგვიპტის ქალაქებში დასასველებლად მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას ითხოვენ. როგორც “ექსპრესნიუსს”, საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ქაიროში მდებარე საქართველოს საელჩოს, ძირითადად, ამ ქალაქებში დასასვენებლად მყოფი მოქალაქეები მიმართავენ. სამინისტროს ინფორმაციით, ისინი დასასვენებელი ტურების შეწყვეტასა და საქართველოში დაბრუნებას ითხოვენ. სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ჩარტერული რეისებით დაბრუნდებიან. იხილეთ epn.ge
-
”სკაუზერი” ოჯახის სახალხო შემოქმედება… View the full article
-
http://i.imgur.com/WudNd.jpg ლივერპულისთვის რეკორდულ თანხებად შეძენილი ფორვარდები დღეს ოფიციალურად წარადგინეს ენფილდზე… http://assets.liverpoolfc.tv/uploads/108789743ap008_liverpool_fc.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/108789743ap007_liverpool_fc.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/108789743ap012_liverpool_fc.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/108789743ap010_liverpool_fc.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/prop110203-29-liverpool_carroll_suarez.jpg http://i.imgur.com/AhoTl.jpg http://cache.daylife.com/imageserve/01nDftZ591aVg/439x.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/prop110203-04-liverpool_carroll_suarez.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/prop110203-31-liverpool_carroll_suarez.jpg http://cache.daylife.com/imageserve/0b8D1q332tcT7/439x.jpg http://cache.daylife.com/imageserve/08q83kAbhAegT/439x.jpg http://i.imgur.com/n8QoU.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/prop110203-25-liverpool_carroll_suarez.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/prop110203-19-liverpool_carroll_suarez.jpg http://cache.daylife.com/imageserve/05vr7of7TcfKx/439x.jpg http://cache.daylife.com/imageserve/09Lu15536ZfNJ/439x.jpg http://cache.daylife.com/imageserve/0goL9c63ypgwN/439x.jpg http://cache.daylife.com/imageserve/0cnm8jU4tU0Ty/439x.jpg View the full article
-
ყველა დროში იყვნენ წინასწარმეტყველები,ადამიანები არაორდინალური შესაძლებლობებით,შამანები.ამ ადამიანების შესაძლებლობები მეცნიერებისთვის ბურუსით მოცული იყო. უცნაური ყოველთვის იზიდავდა ხალხს.და ეს თემა სავარაუდოდ სამუდამოდ დარჩება..ადამიანები ხომ მზად არიან გადაიხადონ ფული რათა შეეხონ ამოუცნობს და არაამქვეყნიურს.1.ნოსტრადამუსი (წინასწარმეტყველი)მიშელ დე ნოტრდამი დაიბადა 14 დეკემბერს,1503 წელს,ქალაქ სენ-რემიში.1566 წლის 2 ივლის სალონში გარდაიცვალა.მისი წინასწარმეტყველობები ძალიან ბევრიააა.იგი უყვართ და ეზიზღებათ,აკრიტიკებენ ... View ucnauri.com
-
სად გადის ზღვარი თეთრსა და შავს, კარგსა და ცუდს, კეთილსა და ბოროტს შორის? არსებობს კი მათ შორის გამოკვეთილი საზღვარი?მათი უერთმანეთოდ არსებობა წარმოუდგენელია.სამყარო აგებულია ერთ მთავარ პრინციპზე – დადებითი და უარყოფითი ერთმანეთს იზიდავს.აი, როგორ ხედავენ ამას ჩემი ერთ–ერთი ფავორიტი საიტის მხატვრებითქვენ რომელ მხარეს ხართ?წყარო: Brink (Piano Cover) by Arekay View ucnauri.com
-
ხუთშაბათი დილა ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში ორმხრივი სროლებით დაიწყო. ანტისამთავრობო დემონსტრაციების მეათე დღეს პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს, იუწყება ევრონიუსი. იხილეთ tabula.geზე
-
„ყაბარდო–ბალყარეთის ბალყარელ ხალხთა უხუცესთა საბჭო“ გამოთქვამს შეშფოთებას ყაბარდო–ბალყარეთის ხელმძღვანელის კანოკოვის ინიციტივის მიმართ, რომლის თანახმად უნდა შეიქმნას „შეიარაღებული სახალხო რაზმები“. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ოიუსა გურტუევის აზრით, „სახალხო რაზმები“ შესაძლოა გადაიქცენ „დამსჯელ რაზმებად“, რომლებიც გამოყენებულ იქნებიან არა იმდენად დანაშაულთან საბრძოლველად, რამდენადაც სამოქალაქო საზოგადოებიის გამოვლინებების ჩასახშობად. ამავე დროს, გურტუევი გამოთ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
თემები, რაზე კამათიც ინტერნეტ-სამყაროში უბრალოდ არ ღირს, გამომდინარე იქიდან, რომ კონსენსუსამდე მიღწევა თითქმის შეუძლებელია. შუა აზია როცა საქმე ეხება შუა აზიას, ბევრი განსხვავებული აზრი ჩნდება. დაპირისპირებები და კონფლიქტები ამ ტერიტორიაზე უკვე საკმაოდ დიდი ხანია, მიმდინარეობს. ზოგის აზრით, ისრაელია დამნაშავე. ზოგი პალესტინას ადანაშაულებს. სხვა არაბებს აკისრებს პასუხისმგებლობას, ვიღაც მიიჩნევს, რომ ... View ucnauri.com
-
უცნობმა პირებმა სოხუმის საქალაქო კლინიკური საავადმყოფოს ხელფასები გაიტაცეს. ამის შესახებ სააგენტო "აპსნი პრესი" იუწყება.ავტომობილს, რომლითაც 760 ათასი რუბლი გადაჰქონდათ, ჩოჩუას ქუჩისა (ყოფილი კალინინის ქუჩა) და აიააირას გამზირის (ყოფილი კიროვის ქუჩა) კუთხეში სამი ნიღბიანი უცნობი დაესხა თავს. თავდამსხმელები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი. მათ ფული გაიტაცეს და მიიმალნენ.ავტომობილი, რომლითაც დამნაშავეები მიიმალნენ, აფხაზმა მილიციელებმა სოხუმის მთის რაიონში მოგვიანები... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://rustavi2.com/news_photos/02_11/smalls/54842.jpgგურიაში დიდთოვლობაა. თოვლმა ადგილობრივ მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა, დაზიანებულია ელექტროსადენები, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. View the full article