Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. Миг-31 (ნატოს კლასიფიკაციით –Foxhound ) –ორადგილიანი ზებგერითი შორს მოქმედი გამანადგურებელი –დამჭერი. შემუშავებულ იქნა ОАО «РСК „МиГ“» ეს იყო 1–ლი საბჭოთა მე–4 თაობის გამანადგურებელი.მიგ–31 დანიშნულებაა აღოჩენა და განადგურება საჰაერო სამიზნეების სხვადასხვა სიმაღლეებზე ,დღისით და ღამით,საშუალო და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში.შეუძლია გადალახოს მოწინააღმდეგის მიერ შექმნილი რადიოლოკაციური შეფერხებები და ადვილად გაარჩიოს ნამდვილი და მცდარი ... View ucnauri.com
  2. The crackdown comes amid other moves by the government to take over functions once performed by the United States military and to claim areas of the country it had controlled.<br clear="both" style="clear: both;"/><br clear="both" style="clear: both;"/>http://ads.pheedo.com/img.phdo?p=1 View the full article
  3. http://www.polity.ge/images/catalog/other/question.jpg2009 წლის ზაფხულში, როდესაც რუსთაველის პროსპექტი გადაკეტილი იყო საკნებით, ტელეწამყვანმა ჰკითხა მაშინდელი ოპოზიციის ერთერთ პოპულარულ ლიდერს, ჰქონდა თუ არა მას საქართველოს გამთლიანების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების გეგმა. ,,ხალხო, რა გეგმა უნდა ამას? სააკაშვილი რომ წავა, ეს დალოცვილი ქვეყანა გამთლიანდება, აბა რას იზამს!’’ - უპასუხა იმ ლიდერმა და არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი პასუხით მეტი ადამიანის გული მოიგო, ვიდრე კონკრეტული გეგმა რომ ჰქონოდა და იმ გეგმაზე რომ ესაუბრა. polity.ge
  4. 16 წლამდე მოზარდებისთვის პოსტის ნახვა არასასურველია! იაპონელებში ,,არტის” ახალმა მიმართულებამ იჩინა თავი. ძნელი სათქმელია ეს ფოტოები ხელოვნებაა თუ ცდება მის საზღვრებს, მაგრამ თავად შემქმნელები კმაყოფილები არიან და ამაყობენ კიდეც. ორიგინალური თუ ზედმეტად ,,გამოხტენა”, ერთგვარი ,,სექს–ფეტიშური” იდეა ფრთებს შლის და ნელ–ნელა პოპულარული ხდება. ვინ მოიგონა ეს, რა მოსწონთ ან რატომ აიტაცა ... View ucnauri.com
  5. ადამიანი თავისი სიცოცხლის 1/3 ძილში ატარებს. ნებისმიერ სახლში მნიშვნელოვან როლს ასრულებს საძინებელი ოთახი. პოსტში წარმოდგენილია 15 ექსკლუზიური დიზაინის საწოლი.მაგნიტის მოცურავე საწოლიეს ფანტასტიური საწოლი შეიქმნა ჰოლანდიელი არქიტექტორის – Janjaap Ruijssenaars-ის მიერ. ამ პროექტზე ის დაახლოვებით 6 წელი მუშაობდა. მაგნიტის მოცურავე საწოლი შედგება უამრავი მაგნიტისგან, რომლებიც საშუალებას აძლევევენ საწოლს გაუძლოს 900 კრილოგრამს. ... View ucnauri.com
  6. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2011/01/todays-zaman.jpg თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა შეაქო თანამშრომლობა თურქეთს და საქართველოს შორის იმ ძალისხმევის გამო, რომელიც მათ გემის ეკიპაჟის გადარჩენის საქმეში გაიღეს, სადაც სამი თურქი და 15 ქართველი იმყოფებოდა, რომლებიც სომალელმა პირატებმა წელიწადნახევრის წინ მძევლებად შეიპყრეს. ერდოღანმა ეს პარასკევს დილით ათათურქის აეროპორტში დაბრუნებული ეკიპაჟის დახვედრის ცერემონიალზე განაცხადა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტიც ესწრებოდა. სავაჭრო ხომალდი OLIB G მალტის დროშით, რომლის ეკიპაჟიც 18-15 ქართველისა და 3 თურქისგან შედგებოდა, სომალელმა პირატებმა ინდოეთის ოკეანეში 2010 წლის 8 სექტემბერს შეიპყრეს. მას შემდეგ, თურქეთი და საქართველო ერთობლივი ძალისხმევით ცდილობდნენ მათი მოქალაქეების დახსნას, მაგრამ მოლაპარაკებები პირატებთან მძევლების გათავისუფლებაზე წელიწადნახევარზე მეტხანს გაგრძელდა. ამ საქმეში თურქეთთან სომალის მთავრობაც მჭიდროდ თანამშრომლობდა. ისინი 8 იანვარს გაათავისუფლეს და ოთხშაბათს მომბასაში, კენიის ზღვისპირა ქალაქში ჩავიდნენ; შემდეგ თურქეთში გაემგზავრნენ. როგორც სომალის 8 იანვრის ანგარიშის ერთ-ერთ პუნქტშია ნათქვამი, ხომალდი პირატებმა 3 მილიონი დოლარის მიღების შემდეგ გაათავისუფლეს. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეკიპაჟის დახვედრის ცერემონიალს დაესწრო და ამის შემდეგ ერდოღანს პირისპირ შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ერდოღანმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის მოქალაქეები 2010 წლის სექტემბრიდან მძევლებად ჰყავდათ. „ჩვენ გავააქტიურეთ ძალისხმევა მძევლების გასათავისუფლებლად. ჩვენ გულში ჩავიკარით ჩვენი ძმები [ეკიპაჟი]. სააკაშვილმა კერძო თვითმფრინავი გაგზავნა კენიაში. მე მას თქვენს წინაშე მადლობას ვუხდი“, თქვა ერდოღანმა. პრემიერმა აღნიშნა, რომ თურქეთის მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობდა საქართველოს მთავრობასთან ამ კრიზისის გადასალახად, რომელმაც საშინელი ტრამვა მიაყენა მძევლების ოჯახებს. პირატობა ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა საერთაშორისო ვაჭრობისა და ნავიგაციის უსაფრთხოებისთვის ინდოეთის ოკეანეში და აღმოსავლეთ აფრიკის სანაპიროზე და ისეთმა საერთაშორისო მოთამაშეებმა, როგორებიც არიან შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი, გააძლიერეს თავიანთი სამხედრო-საზღვაო წარმომადგენლობა რეგიონში საზღვაო ნავიგაციის დასაცავად. შარშან თურქეთმა ასევე გაგზავნა ხომალდი პირატობასთან ბრძოლის მიზნით აშშ-სთან და ნატოსთან ერთობლივ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობისთვის. პრესასთან შეხვედრის დროს, ერდოღანმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ვითარდება მთელი რიგ სფეროებში – ენერგეტიკიდან ვაჭრობამდე, ეკონომიკიდან სამხედრო სფერომდე. ენერგეტიკა ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სფეროა, სადაც თურქეთს და საქართველოს საერთო პერსპექტივები და სარგებელი აქვთ, რადგან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი უმნიშვნელოვანესია ორივე ქვეყნისთვის, აღნიშნა ერდოღანმა. თურქეთმა და საქართველომ უკვე მოაწერეს ხელი სავიზო რეჟიმის გამარტივების ხელშეკრულებას, რომლის მიზანიც ტურიზმის და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობაა, მას შემდეგ რაც თურქეთის ჩრდილოეთ ანატოლიის რეგიონს ახლო კავშირები აქვს სამხრეთ კავკასიის რეგიონთან. გარდა ამისა, ქვეყნებს შორის კიდევ ერთი, გასამართლებულთა ექსტრადირების შესახებ შეთანხმება მზადდება. იმავდროულად, აღნიშნა რა, რომ ყარსი-თბილისი-ბაქოს სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა 2013 წელს დაიწყება, ერდოღანმა განაცხადა, რომ კიდევ ერთი პროტოკოლი მზადდება კაშხლის მშენებლობის შესახებ მდინარე მტკვარზე, რომელიც სათავეს იღებს ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაში და შემდეგ საქართველოსკენ მიედინება. ერდოღანის თქმით, ზამთრის რთული პირობების გამო, ახალი გზა ტრანსპორტირების გაიოლების მიზნით აშენდება საქართველოდან ბორჩხამდე (რაიონი ართვინის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციაში). დამატებით, ერდოღანი შეეხო ასევე თურქი მესხების, თურქული ეთნიკური ჯგუფის საკითხს. ისინი საქართველოში ცხოვრობდნენ მანამ, სანამ 1944 წელს იოსებ სტალინმა ცენტრალურ აზიაში არ გადაასახლა და რამდენიმე ქვეყანაში არიან გაფანტულები. ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ მალე სააკაშვილი ხელს შეუწყობს ამ ადამიანების საკუთარ მიწაზე დაბრუნებას. ორიგინალი ორიგინალი
  7. წელს გადავწყვიტე ბლოგერები ამემღერებინა. მომავალ წელს რამე უკეთესს მოვიფიქრებ. ძალიან მომეწონა პერწკლის და სალომეს ეპიზოდები, ასევე ვიხალისე ადოზე და ნატოშას უკან ამომხტარ Buncha გოგოებზე. რამდენიმე მარგალიტიც გვყოლია ბლოგოსფეროში – ნანაკო და ჯეისონ ევანსი მაგალითად! სასაცილო და სახალისო ვიდეო გამოვიდა! მე კმაყოფილი ვარ http://sweet.ge/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif P.S. ძალიან მინდა ლინკები დავადო და ვინც ამ ვიდეოში ხართ იქნებ დამიკომენტოთ, თქვენი ბლოგის ლინკი და რომელ წამზე ჩანხართ. მადლობა! http://feeds.feedburner.com/~r/sweetrealityblog/~4/B1died9KGpY ეწვიეთsweet.ge
  8. Spencer Kelly looks at what caused a big splash at CES in Las Vegas, including connected TVs, new tablets and a look towards the launch of Windows 8. planetanews
  9. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/07/faster_times.jpg ლინკოლნ მიტჩელი ბოლოდროინდელმა მოვლენებმა რუსეთში პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის მმართველ რეჟიმს კრიზისი შეუქმნა. მასშტაბური დემონსტრაციები, როგორსაც ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში პირველად ჰქონდა ადგილი, დეკემბრის დასაწყისში ფალსიფიცირებულ არჩევნებს მოჰყვა, რაც იმის ვარაუდს აჩენს, რომ მარტში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელზეც პუტინს მოლოდინი ჰქონდა, რომ მარტივად გაიმარჯვებდა, ისე მშვიდად ვერ ჩაივლის, როგორც ამას პრემიერი იმედოვნებდა. პუტინს სერიოზული მოშაობა მოუწევს მთელი ქვეყნის მასშტაბით მისი ავტორიტარული მმართველობის აღდგენისა და დასუსტებული რეჟიმის შემდგომი ნგრევის პრევენციისთვის. ცხადია, ჯერ ძალიან ადრეა იცოდე ის, თუ რა მოხდება რუსეთში, მაგრამ არსებობს რამდენიმე ასპექტი ამ ქვეყნის დღევანდელ სიტუაციაში, რაც შეიძლება ამ კრიზისის ფონზე სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გახდეს. პირველ რიგში, შიდა პოლიტიკური კრიზისის დროს ლიდერები ხშირად ცდილობენ ხოლმე გარე მტრის მოძებნას, რომელსაც შიდა პრობლემებს გადააბრალებენ. ამან შეიძლება რიტორიკის და პროპაგანდის ფორმა მიიღოს, მაგრამ შეიძლება ასევე სამხედრო ქმედებების გზით გამოიხატოს. რუსული რეჟიმი უკვე ზრდის ანტიამერიკულ რიტორიკას, რასაც ის ბოლო ათწლეულის განმავლობაში პერიოდულად აკეთებდა ხოლმე. ამჯერად, ეს მიდგომა ძალიან ეფექტური ვერ გამოდგა. პუტინის ძალისხმევა, დემონსტრაციები დასავლეთის შეთქმულებად წარმოეჩინა, დიდწილად მარცხით დასრულდა. ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ პუტინი საკუთარი რეჟიმის მხარდაჭერისთვის კიდევ უფრო სახიფათო მარშრუტს აირჩევს – კონფლიქტს რუსეთის ბევრი მეზობლიდან ერთ-ერთთან. ამ ტიპის კონფლიქტის ყველაზე ცხადი კანდიდატი საქართველოა. რუსეთს და საქართველოს 2008 წელს ხანმოკლე ომი ჰქონდათ; დაძაბულობა და მტრობა ამ ორ ქვეყანას და მათ ლიდერებს შორის დღემდე საკმაოდ მაღალია. ამასთანავე, რუსეთის არმია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რჩება, რეგიონებში, რომელსაც თბილისი, მსოფლიოს დიდი ნაწილის მსგავსად, საქართველოს ნაწილად მიიჩნევს. კონფლიქტის შესაძლებლობას ამ ორ სახელმწიფოს შორის აძლიერებს ჰიპერნაციონალისტური რეჟიმის არსებობა თბილისში, რომელიც ასევე ებრძვის პოპულარობის კლებას და სულ უფრო მზარდ ოპოზიციას ქვეყანაში. ნებისმიერი კონფლიქტი რუსეთს და მის ერთ-ერთ მეზობელს შორის დამანგრეველი იქნება მასში ჩართული ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით თუკი ეს ქვეყანა იქნება საქართველო; და ამან შეიძლება შეერთებული შტატები, ამა თუ იმ ფორმით, მორიგ ხანგრძლივ დაპირისპირებაში ჩაითრიოს. რუსეთში მიმდინარე მოვლენების მეორე ასპექტი არის ის, რომ ის მხოლოდ რუსეთის რეჟიმს არ უქმნის კრიზისს, არამედ ანალოგიური საკითხების და პრობლემების წინაშე აყენებს რეგიონის სხვა არადემოკრატიულ ლიდერებსაც. ბოლო წლებში რუსეთი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ნახევრად ავტორიტარული და კლეპტოკრატიული რეჟიმების უმრავლესობისთვის მოდელად იქცა. ამ რეჟიმებმა ბევრი რამ ისწავლეს მედიის შეზღუდვის, გამოხატვის და შეკრების თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის, პოლიტიკურ ოპოზიციასთან გარიგების შესახებ, ასევე კერძო საკუთრების განაწილებაზე რუსეთის მთავრობის მხარდამჭერებისთვის. რადგან ბელორუსიიდან დაწყებული, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ჩათვლით, ლიდერები ხედავენ, რომ პუტინის რეჟიმი საფრთხეშია, ისინი მალე მიხვდებიან, რომ მათი არადემოკრატიული რეჟიმებიც შეიძლება ვერ იყოს ისეთი სტაბილური, როგორსაც თავად ისურვებდნენ. ეს რეჟიმები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები რუსეთში, ან განაგრძობენ ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლას ან რაც ნაკლებად მოსალოდნელია, დაიწყებენ ლიბერალიზაციის პროცესს, რომ გარკვეული დროით მაინც გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნა. ყველა შემთხვევაში, თუკი პუტინი ვერ გადაურჩა სერიოზული ძალისხმევის გაღებას რუსეთში, რეგიონის ლიდერებს მოუწევთ გადააფასონ საკუთარი პოლიტიკა და ხელისუფლებაში განუსაზღვრელი დროით დარჩენის ამბიციები. თუკი პუტინი ვერ გაუმკლავდა ხელისუფლების შენარჩუნებას რუსეთში, ეს ასევე წამოწევს გარკვეულ საკითხებს შეერთებული შტატების პოლიტიკისთვის რეგიონში. პუტინის ძლიერი და რესპრესიული რეჟიმის დასასრული შემდგომი დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობას გაზრდის რუსეთში. ეს ძლიერ იმპულსს გაუჩენს აშშ-ს უფრო სერიოზულად ჩაერთოს რუსეთის პროცესებში. მართალია, წარსულში შეერთებული შტატები რუსეთის დემოკრატიულ განვითარებაში ინვესტიციებს დებდა, თუმცა ძალიან მცირე წარმატებას მიაღწია. პუტინის რეჟიმის დასასრული შესაძლებლობას გააჩენს უფრო მეტი დემოკრატიისთვის რუსეთში, მაგრამ გარანტიები ვერ იარსებებს. შეერთებულ შტატებს რუსეთში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების მხარდაჭერის მხრივ ხანგრძლივი და შერეული შედეგები აქვს. პუტინის რეჟიმის დასასრული უზარმაზარი შესაძლებლობა გახდებოდა ამ ძალისხმევის ახალი ფაზის მხარდაჭერისთვის, მაგრამ ის იმის შესაძლებლობაც არის, რომ ვისწავლოთ წარსულის შეცდომებზე და გავაცნობიეროთ თუ რამდენად აუტანლად ნელი და რთული შეიძლება იყოს რუსეთში დემოკრატიული განვითარება. მეტიც, შეერთებულ შტატებს აღარ აქვს საჭირო რესურსები პოსტ-პუტინისეულ რუსეთში (თუკი ეს ასე მოხდა) დემოკრატიის სრულყოფილი მშენებლობისთვის. რუსეთის რეჟიმის მიმდინარე კრიზისის გადაწყვეტა გავლენას მოახდენს რუსეთის საზღვრების მიღმაც. მას შეუძლია პოლიტიკური პროცესების ფორმირება და კონფლქტების გამოწვევაც კი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში და შეიძლება შეერთებული შტატებს აიძულოს ხელახლა გაიაზროს და გადააფასოს თავისი რუსული პოლიტიკა. პუტინის რუსეთმა შეერთებულ შტატებს მთელი რიგი პრობლემები შეუქმნა, თუმცა, პუტინიზმთან განშორება, თუკი ეს ასე მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ მისასალმებელია, სხვა ტიპის პრობლემებს გააჩენს. ორიგინალი ორიგინალი
  10. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2012/01/presstv-150x44.jpg 2007 წლის ნოემბერში, საქართველოს პარლამენტის წინ ოპოზიიცის მიერ გამართული საპროტესტო გამოსვლები სასტიკად იქნა დარბეული. ასობით პროტესტანტი დაშავდა და შედეგად პრეზიდენტ სააკაშვილის რეპუტაცია დღემდე შელახულია. ამ ძალადობრივი აქტის შემდეგ, წამყვანი როლი თითქოსდა საქართველოს ოპოზიციას უნდა რგებოდა წილად. 2011 წლის ოქტომბერში, საქართველოს ყველაზე მდიდარმა კაცმა, ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ ქართულ პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა. ამბობენ, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, 55 წლის მილიარდერზე საქართველოს ოპოზიცია დიდ იმედებს ამყარებს. მიუხედავად ამისა, ივანიშვილი, რომელიც პოლიტიკაში მოსვლამდე კარჩაკეტილი ცხოვრებით იყო ცნობილი, საზოგადოების წინ თავს ახლაც არაკომფორტულად გრძნობს. როგორც საქართველოს ყველაზე მდიდრმა ადამიანმა, მან პირობა დადო, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს თანამდებობიდან გადააყენებს. INfocus-ის ეს გამოშვება სვამს კითხვას: შესძლებს თუ არა ოლიგარქი პრეზიდენტის ჩამოცილებას? ორიგინალი ორიგინალი
  11. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png ჯოშუა კუცერა საქართველომ გამოაქვეყნა ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფცია – 2005 წლის დოკუმენტის განახლებული ვერსია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „საქართველოს წინააღმდეგ ღია შეიარაღებული აგრესიის ალბათობა მცირეა“. ახლა, რაც გასაკვირი არ არის, დოკუმენტში ყველაზე დიდი ნაწილი რუსეთს ეძღვნება: საქართველოს უსაფრთხოებისთვის არსებული 12 „საფრთხიდან, რისკებიდან და გამოწვევებიდან“ 10 უკავშირდება რუსეთს და მის როლს საქართველოსგან გამოყოფილ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. თავში „საერთაშორისო კავშირების განმტკიცება“ საკვანძო ადგილი აშშ-ს უკავია, რაც ასევე არ არის გასაკვირი. რაც შეეხება სიის დანარჩენ ნაწილს, ის ნამდვილად უფრო დეტალურ გაცნობას იმსახურებს. ამ თავში მეორე ადგილზე – უკრაინაა, რომელიც „სტრატეგიულ პარტნიორად“ მოიხსენიება. შემდეგი თურქეთია – „საქართველოს მთავარი პარტნიორი რეგიონში“ ვაჭრობის, ენერგეტიკულ და სამხედრო სფეროებში. შემდეგ ხაზგასმულია ურთიერთობის მნიშვნელობა „ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის და სკანდინავიის ქვეყნებთან“, ასევე მოლდავეთთან და ბელორუსთან. თუმცა, გაურკვეველი მიზეზის გამო, არაფერია ნათქვამი დასავლეთ ევროპაზე (თუმცა, ბუნებრივია ნახსენებია ისეთი გაერთიანებები, როგორებიცაა ევროკავშირი და ნატო). ლათინურ ამერიკას და კარიბის აუზის ქვეყნებს მთელი პარაგრაფი ეძღვნება და ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი საფრანგეთზე, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთზე? უდაოა, რომ აქ მთავარი როლი ითამაშა იმან, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნები ენთუზიაზმის გარეშე მიუდგნენ საქართველოს ნატოში მიღების საკითხს. რაც შეეხება ახლო მეზობლებს, აზერბაიჯანი მოხსენიებულია „სტრატეგიულ პარტნიორად“, ხოლო სომხეთთან დაკავშირებით საუბარია „კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე“. ქართველი პოლიტოლოგის, სოსო ცინცაძის აზრით, აქაც საქმე რუსეთშია. „სომხეთი ვერ იქნება ერთდროულად როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი“, – ამბობს იგი. ირანი კი მხოლოდ ეკონომიკური თანამშრომლობის თავში მოიხსენიება, თუმცა სულ რაღაც ერთი წლის წინ, თითქოს თბილისს და თეირანს შორის ძალიან პოზიტიური დინამიკა შეიმჩნეოდა. ორიგინალი ორიგინალი
  12. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/bloomberg.jpg ელენა ბედველი ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი სატელიტური ტელეარხის გახსნას გეგმავს, რომლის მმართველიც მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძეა, რადგან ივანიშვილი მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება. დღეს სატელეფონო საუბარში, ივანიშვილის პრესსპიკერმა ნონა ყანდიაშვილმა განაცხადა, რომ არხის ეთრში გასვლის თარიღი დაკონკრეტებული არ არის. არხმა სამაუწყებლო ლიცენზია სექტემბერში მიიღო, განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სპიკერმა ხატია ყურაშვილმა. ივანიშვილი, რომლის ქონებაც ჟურნალმა Forbes-მა მარტში 5,5 მილიარდ დოლარად შეაფასა, გასულ თვეში საზოგადოებრივი მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზანიც არჩევნებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიის გამოწვევაა. ივანიშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ გუშინ მათ ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით მიმართეს, რომელიც 11 ოქტომბერს გაუქმდა. ორიგინალი ორიგინალი
  13. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty1.jpg 28 დეკემბერს, მესამე და საბოლოო მოსმენისას, საქართველოს პარლამენტმა პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით ორაზროვანი კანონპროექტი მიიღო. ახალი კანონი იურიდიულ პირებს, კომერციული ორგანიზაციების ჩათვლით, პარტიების დაფინანსებას უკრძალავს. ხშირი იყო განცხადებები იმის თაობაზე, რომ კანონში შეტანილი ეს ცვლილებები კონკრეტულად ერთი რამისთვის გაკეთდა – მილიარდერს და ქველმოქმედს, ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციური პარტიების დაფინანსება აღარ უნდა შესძლებოდა. ივანიშვილმა სამი თვის წინ განაცხადა, რომ 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოსვლას აპირებს. მაგრამ ოპოზიციისთვის აშკარა ხელის შეშლის და შეზღუდვის მცედლობა ამ ახალი კანონის ფართო კრიტიკის ერთადერთი მიზეზი არ ყოფილა. საქართველოს ოპოზიციურმა პარტიებმა ოფიციალური გამოძიების ჩატარება მოითხოვეს საბოლოო ტექსტში მოგვიანებით შეტანილი ცვლილებების კანონიერებასთან დაკავშირებით. ამ ცვლილებებმა გააჩინა კითხვები იმის შესახებ, არის თუ არა კანონის ძირითადი დებულებები უკუქცევადი. ოპოზიცია კითხვის ქვეშ აყენებს იმასაც, რომ პარტიების მიერ ახალი კანონმდებლობის შესრულების კონტროლი, საარჩევნო კომისიის ნაცვლად ახლა კონტროლის პალატის საგანგებოდ შექმნილ კომისიას დაევალა. როგორც ვებ-გვერდებმა civil.ge-მ და kavkaz-uzel.ru-მ განაცხადეს, ახალი პირობების თანახმად, კორპორატიული შემოწირულობა იკრძალება, მაგრამ პოლიტიკური პარტიისთვის ინდვიდუალური შემოწირულობების რაოდენობა 30,000-დან 60,000 ლარამდე იზრდება ($18,003-$36,006). თუ კერძო პირთა ჯგუფს შემოსავლის საერთო წყარო აქვს (თუ მაგალითად ერთ კომპანიაში მუშაობენ), მათი საერთო შემოწირულობა, ერთი წლის განმავლობაში 500,000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. პარტიებს, რომელთა მიერ მიღებული დაფინანსება ჩასწორებების მიხედვით დადგენილ თანხას აღემატებოდა, ცვლილებების მიღებიდან სამი დღის განმავლობაში, თანხის დონორისთვის დაბრუნება ევალებოდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, განხორციელდებოდა კონფისკაცია და თანხა სახელმწიფო ბიუჯეტს გადაეცემოდა. ივანიშვილის მოკავშირე ოთხ პოლიტიკურ პარტიას – რესპუბლიკელებს, კონსერვატორებს, სახალხო პარტიას და “ჩვენი საქართველო – თავისუფალ დემოკრატებს”, როგორც ცნობილია, ბოლო ორი თვის განმავლობაში 12 სხვადასხვა კომპანიისგან 4 მილიონ ლარზე ოდნავ მეტი აქვთ მიღებული. civil.ge-ის ცნობით, ამ 12-დან 10 კომპანია ივანიშვილთან არის დაკავშირებული. მეტიც, ხმების მოსყიდვის აღსაკვეთად, ჩასწორების მიხედვით, უკანონოა თუ პოლიტიკური პარტიები ან მათთან პირდაპირ და არაპირდაპირ დაკავშირებული იურიდიული სუბიექტები, მომავალ ამომრჩევლებს ფინანსურ ან მატერიალურ სტიმულს შესთავაზებენ. აშშ-ს შეშფოთება civil.ge-ის თანახმად, განხორციელებული ცვლილებებით, კანონს უკუქცევის ძალა ენიჭებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ პოლიტიკური პარტიები დაკარგავდნენ იმ შემოწირულობას, რომელიც ჯერ არ დაუხარჯავთ. ვებ-გვერდზე მოგვიანებით გამოქვეყნდა პარლამენტარ კობა ხაბაზის ციტატა, რომელშიც ის 28 დეკემბრის კენჭისყრის შემდეგ ადასტურებდა, რომ ორიგინალურ ტექსტში შესწორებები შევიდა, მას მერე, რაც ერთი დღით ადრე, დებატებისას მან ეს საკითხი წამოჭრა. 29 დეკემბერს, აშშ-ს საელჩომ ეს აკრძალვა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყნა და განაცხადა: “ვშიშობთ, რომ პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი დებულების რეტროაქტიული გამოყენება კიდევ უფრო უთანასწოროს გახდის პოლიტიკურ კონკურენციას”. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანონმდებლებმა მაშინვე უარყვეს ის ფაქტი, რომ კორპორატიული დაფინანსების აკრძალვა უკუქცევადი იყო. იურიდიულ საკითხებში პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარემ, პავლე კუბლაშვილმა მოგვიანებით განაცხადა რომ, კანონს „არანაირი უკუქცევის ძალა არ აქვს და არც ერთი პოლიტიკური გაერთიანება არ დაისჯება იმისთვის, რომ მან ადრე კანონიერი გზით გარკვეული შემოწირულობა მიიღო.” (მანამ, სანამ ახალი ნორმები ამოქმედდებოდა). კანონის ის ვერსია, რომელიც შემდგომში ქვეყნის სამრთლებლივი აქტების ინტერნეტ სარეგისტრაციო გვერდზე “საკანონმდებლო მაცნე”-ში გამოქვეყნდა, განმარტავს, რომ „პარტიის მიერ კანონის დარღვევით მიღებული ფინანსური ან მატერიალური შემოწირულობა“ (და არა „ამ კანონის დარღვევით“) შემომწირველს უნდა დაუბრუნდეს. რისხვა და აღშფოთება 30 დეკემბერს, პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი მინაშვილმა უარყო ის ფაქტი, რომ უკუქცევის შესახებ პუნქტი კენჭისყრის შემდეგ ჩასწორდა და რომ ეს აშშ-ს ფარული კრიტიკის გამო მოხდა. 30 დეკემბერს, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გენერალურ პროკურატურას მოუწოდა, დაეწყო ოფიციალური გამოძიება იმასთან დაკავშირებით, რასაც მან, გამოქვეყნების შემდეგ ტექსტის არალეგალური „მკურნალობა“ უწოდა. იუსტიციის სამინისტრომ ამის შემდეგ გამოსცა ბრძანებულება, რომლიც ”საკანონმდებლო მაცნეს” კანონმდებლობის ტექსტში ნებისმიერი საჭირო „რედაქტორული ჩასწორების“ შეტანის უფლებას ანიჭებს. მაგრამ, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელმა თათული თოდუამ ”რადიო თავისუფლებას” განუმარტა, რომ ”საკნონმდებლო მაცნეს” მხოლოდ ორთოგრაფიული და პუნქტუაციური შესწორებების უფლება აქვს, ხოლო კანონის მესამე მოსმენის მთავარი მიზანი სწორედ ისაა, რომ საბოლოო ვერსიაში ასეთი შეცდომები აღარ მოხვდეს. „თავისუფალი არჩევნებისთვის“ თავმჯდომარემ, ირაკლი მელაშვილმა ”რადიო თავისუფლებას” უთხრა, რომ ასეთი სენსიტიური კანონის მიღება საშობაო და საახალწლო დღესასწაულებზე, როდესაც უცხოელი დიპლომატების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების დიდი ნაწილი შევბულებაშია, საქართველოს კანონმდებლობისთვის სტანდარტული პროცედურაა. საინფორმაციო სააგენტო Caucasus Press-ის 5 იანვრის ცნობების თანახმად, რისხვისა და აღშფოთების მიუხედავად, ივანიშვილის მოძრაობამ „ქართულმა ოცნებამ“, ”ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ და სახალხო პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა განაცხადეს, რომ მზად არიან კონტროლის პალატას ფინანსების შესახებ საჭირო ინფორმაცია მიაწოდონ. რთულია იმის გათვლა, თუ რა შედეგები მოჰყვება ახალ აკრძალვებს. ამ შესწორებების შეტანამდეც კი, ევროსაბჭოს ვენეციის კომისიამ შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ „თუ პოლიტიკურ პარტიების არ ექნებათ სახელმწიფო სუბსიდიების ადეკვატური დონე, მკაცრად დადგენილი დებულებების საფუძველზე კორპორაციული დაფინასების აკრძალვამ, შეიძლება პოლიტიკურ პარტიებს დაფინანსების მოძიებაში სირთულეები შეუქმნას“. შესაბამისად კომისიის რეკომენდაცია ასეთი იყო – „გადახედილ იქნას პარტიების დასაფინანსებლად კორპორაციული შემოწირულობების მკაცრი აკრძალვა.“ ორიგინალი ორიგინალი
  14. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png ჯოშუა კუცერა ახალი კანონი, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო სფეროში საქართველოსთან ურთიერთობის „ნორმალიზებას“ ვაშინგტონის და თბილისის ურთიერთობაში არაფერს შეცვლის, განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა. ორშაბათს, უცხოური პრესისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონმა რუსი ჟურნალისტის მიერ დასმულ ამ შეკითხვას უპასუხა: „რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ გვაქვს ურთიერთობა უსაფრთხოების სფეროში, რაც დიდწილად ფოკუსირებულია განათლების და (სამხედრო) წრთვნის საკითხებზე, ასევე ავღანეთში საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან მონაწილეობაზე. საქართველო ის ქვეყანაა, რომელმაც მისი მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ოპერაციაში – ამ მაჩვენებლით ის პირველ, თუ მეორე ადგილზეა. მათ ჰყავთ მსხვერპლი, ამ დღეებშიც კი. და ეს ხაზს უსვამს იმ რისკებს, რომელსაც ისინი იღებენ საკუთარ თავზე ჩვენი საერთო საქმისთვის, იცავენ რა საერთო უსაფრთხოებას და ჩვენ ამ ბაზაზე განვაგრძობთ საქართველოსთან მუშაობას“. „რაც შეეხება შეიარაღების კონკრეტულ მიწოდებებს, ჩვენ ზუსტად ისე ვიმოქმედებთ, როგორც ამას სხვა ქვეყნებთან მიმართებაში ვაკეთებთ: თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალურ რეჟიმში განვიხილავთ, უამრავი ფაქტორის გათვალისწინებით. მაგრამ ჩვენ განვაგრძობთ თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში ყველა მიმართულებით“. ეს დამატებით განმარტავს პრეზიდენტ ობამას წერილობით განცხადებას, რომელიც მან იმ დოკუმენტის ხელმოწერის დროს გააკეთა, რომელშიც განაცხადა, რომ აღნიშნული კანონის იგნორირებას გეგმავს. გამოცემა Civil.ge-მ, გორდონის განცხადებების გაშუქებისას, აღნიშნა, რომ ის ემთხვევა იმას, რასაც ადრე ობამას ადმინისტრაცია აცახდებდა. „როგორც ეს აშშ-ს ოფიციალური პირების განცხადებებიდან ჩანს, რომელიც მათ გასული სამი წლის განმავლობაში გააკეთეს, ვაშინგტონი დიდწილად ორიენტირებულია განათლებასა და წრთვნაზე, რათა გაძლიერდეს ქართული არმიის უნარები მანამ, სანამ მომავალში შეიარაღების მიყიდვა დაიწყება. როგორც ეს ნათქვამია WikiLeaks-ზე გამოქვეყნებულ აშშ-ს ერთ-ერთ საიდუმლო დიპლომატიურ წერილში (ის 2009 წლის დეკემბრით არის დათარიღებული), ვაშინგტონმა აქცენტები შეცვალა და მნიშვნელოვანი რესურსები განათლებისკენ მიმართა. წერილში ეს მიდგომა ფასდება, როგორც „ჭკუა, ვიდრე უხეში ძალა“. „როგორც არაოფიციალურად, როგორც ეს არაერთგზის დასტურდება კონფიდენციალური დიპლომატიური მიმოწერით, ასევე საჯაროდ, საქართველოს ოფიციალურ პირებს მრავალჯერ განუცხადებიათ, რომ თბილისს ანტისაჰაერო და ტანკსაწინააღმდეგო სისტემების შეძენა უნდა. ერთ-ერთ დიპლომატიურ წერილში, რომელიც 2010 წლის თებერვლით თარიღდება, ნათქვამია, რომ რუსეთის მხრიდან ახალი აგრესიის შიშით, საქართველოს მთავრობა „მეტისმეტადაა ფოკუსირებული შეიარაღების შეძენაზე“. პრესკონფერენცია გასულ კვირაში ვაშინგტონის მიერ აშშ-ს ახალ სამხედრო სტრატეგიაზე გამოქვეყნებული დოკუმენტის განმარტების მიზნით დაინიშნა. დოკუმენტში ფაქტობრივად არაფერი კონკრეტული არ არის ნათქვამი საქართველოზე ან სხვა რომელიმე რეგიონზე: „ევროპის და ევრაზიის ზოგიერთ რეგიონში რჩება უსაფრთხოების სფეროს პრობლემები და მოუგვარებელი კონფლიქტები, და აშშ-მ უნდა განაგრძოს თანამშრომლობა რეგიონში უსაფრთხოებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში. აშშ ძველებურად დაინტერესებულია ევროპაში მშვიდობისა და კეთილდღეობის მხარდაჭერასა და ნატოს ძლიერებასა და სიცოცხლისუნარიანობაში, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ევროპასა და მის საზღვრებს მიღმა… გარდა ამისა, კვლავ მნიშვლოვანია რუსეთთან ურთიერთობის გაგრძელება და ჩვენ განვაგრძობთ უფრო ახლო კავშირების დამყარებას საერთო ინტერესების სხვადასხვა სფეროში. ჩვენ კვლავ მოვიწოდებთ რუსეთს, რომ მან, როგორც პროცესის მონაწილემ საკუთარი წვლილი შეიტანოს საკითხთა ფართო წრეში“. აქ ცოტა არ იყოს რთულია ქვეტექსტების ამოკითხვა, მაგრამ როდესაც ერთ წინადადებაში ერთმანეთის გვერდითაა „მოუგვარებელი კონფლიქტები“ და „ევროატლანტიკური ინტეგრაცია“ ეს საქართველოს ნატოში გაწევრიანებისკენ მისწრაფების ცუდად შენიღბულ მხარდაჭერას გავს. იმას, რომ ამ პროექტისადმი ინტერესი განახლდა, სხვა ფაქტებიც ადასტურებს. ვნახოთ, რა მოხდება მოახლოებულ ნატოს სამიტზე ჩიკაგოში. ორიგინალი ორიგინალი
  15. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2011/01/todays-zaman.jpg ზაურ შირიევი თურქეთი საქართველოს „წამყვანი რეგიონალური პარტნიორია“, ხოლო აზერბაიჯანი მისი „სტრატეგიული პარტნიორი“, რასაც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფცია ადასტურებს, რომლის მიზანიც თბილისისთვის უსაფრთხოების მთავარი რეგიონალური და საერთაშორისო გამოწვევების წარმოჩენა და ანალიზია. ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფცია, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის 23 დეკემბერს მიიღო, წინა, 2005 წლის ივლისში გამოცემული დოკუმენტის განახლებული და შესწორებული ვარიანტია და უმნიშვნელოვანესი მამოძრავებელი მექანიზმია მთავრობისთვის რეგიონალურ და საერთაშორისო სტრატეგიაში, ასევე წარმოადგენს პლატფორმას უსაფრთხოების იმ საკითხებზე დისკუსიისთვის, რომლის წინაშეც თბილისი ბოლო დროს აღმოჩნდა. საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი ძალიან შეიცვალა 2003 წლის ნოემბრის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, რასაც მთავრობაში სტრუქტურული რეფორმები მოჰყვა და რამაც ცხადყო, რომ პრობლემა სისტემურია, რასაც ამძაფრებს პოლიტიკური ნების არარსებობა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მთავარ კითხვებად იქცა ის, თუ როგორ განსაზღვრავდა საქართველო თავის რეგიონალურ პოლიტიკას, როგორ სტრატეგიას აირჩევდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მიმართ, და როგორ განვითარდებოდა ურთიერთობა რუსეთთან. ამ კითხვებზე პასუხი თბილისის 2008 წლის შემდგომი პერიოდის პოლიტიკაშია. მთავარი ცვლილებები 2008 წლის ომის შემდეგ ორ სფეროს შეეხო: კონფლიქტების სტატუსს და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების კონტროლს. 2005 წლის დოკუმენტის თანახმად, საქართველო რუსეთთან კარგი, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების დამყარებას აპირებდა. მასში ხაზგასმულია, რომ რუსეთის სამხედრო ბაზას საქართველოს ტერიტორიაზე თბილისი საკუთარი სუვერენიტეტისთვის საფრთხედ არ აღიქვამს. კონცეფციას რიტორიკა უნდა დაებალანსებინა, მაგრამ მასში ხაზგასმული იყო ის, რომ რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მცხოვრებლებისთვის შეიძლება სამხედრო ჩარევის მიზეზად იქცეს. მართლაც, ვარაუდი რეალობად იქცა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს, როდესაც რუსეთის ხელისუფლებამ ინტერვენცია სამხრეთ ოსეთში მცხოვრები საკუთარი მოქალაქეების დაცვის აუცილებლობით დაასაბუთა. რუსეთმა განაცხადა, რომ ლეგალურ საფუძვლად იქცა რუსეთის ფედერაციის „უცხოეთში მცხოვრებ თანამოქალაქეებზე სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ“ კანონის 14.5 მუხლი, რომელშიც ნათქვამია, რომ „თუკი უცხოური სახელმწიფო არღვევს საერთაშორისო სამართლის აღიარებულ ნორმებს და ადამიანის უფლებებს რუსი ემიგრანტების მიმართ, რუსეთის ფედერაციამ უნდა მიიღოს ზომები მათი ინტერესების დასაცავად საერთაშორისო სამართლის თანახმად“. ეს „დაცვის ვალდებულების“ რუსული ვერსიაა. მთავარი ცვლილება უსაფრთხოების ახალ კონცეფციაში არის ის, რომ დოკუმენტში რუსეთი ღიად მოიხსენიება როგორც ოკუპანტი, და ხაზგასმულია, რომ მოსკოვის მთავარი მიზანია საქართველო „არშემდგარ სახელმწიფოდ“ აქციოს, რომ საქართველო ჩამოშორდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას და „ძალით დააბრუნოს საქართველო რუსულ ორბიტაზე“ . მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ტერორიზმის საფრთხეა; ახალ დოკუმენტში ნათქვამია, რომ „რუსეთი [სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს] ტერორისტების მომზადებისა და ჩანერგვისთვის იყენებს, რათა საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტები განახორციელოს“. საქართველო, ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას მხოლოდ მაშინ განიხილავს, როდესაც რუსეთი არმიას გაიყვანს. მაგრამ რუსეთის ოკუპანტად დახასიათებას, მოსკოვმა შეიძლება უპასუხოს, რომ საქართველოს მთავრობა ურთიერთობის ნორმალიზებისთვის მზად არ არის, და რომ თბილისი საკუთარ შეცდომებში უფრო ძლიერი მეზობლის დადანაშაულებას ცდილობს. დოკუმენტში მკაფიო მინიშნებაა იმაზე, რომ „მტერი უცხოეთშია“. ეს საკითხი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გახდება მოახლოებული საპარლამენტო, ასევე მომავალი წლისთვის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე. მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის ფარგლებში, თბილისი განაგრძობს აზერბაიჯანის პარტნიორად, ხოლო სომხეთის ახლო პარტნიორად განხილვას. კონცეფციაში ნათქვამია, რომ მთიანი ყარაბახის კონფლიქტი რეგიონის ყველა ქვეყნის სტაბილურობას ემუქრება. საინტერესოა, რომ რეგიონალური მედია ამ თეზისებს, როგორც ახალს ისე წარმოაჩენს, მაგრამ უფრო დეტალური ანალიზი ცხადყოფს, რომ ეს განცხადებები 2005 წლის თეზისების გამეორებაა. რუსეთთან დაკავშირებული სტრატეგიის გარდა, ახალი კონცეფცია წარმოადგენს პრაგმატულ და რეალისტურ მიდგომას ევროკავშირთან ურთიერთობებში, რომელიც უნდა წარიმართოს „თანდათანობითი ინტეგრაციის“ ფარგლებში. ნატოს წევრობა უსაფრთხოების ახალი კონცეფციის პირველხარისხოვანი ამოცანაა; ახალი კონცეფციის მიღებამდე სულ რაღაც რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს პარლამენტმა ხმა მისცა პრეზიდენტ სააკაშვილის პროექტს ავღანეთში, ISAF -ის ფარგლებში, დამატებითი სამხედრო კონტიგენტის გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილებას, რაც ალიანსისადმი ერთგულების და მხარდაჭერის ჟესტად განიხილება. დღევანდელი მთავრობა დაინტერესებულია იმით, რომ ნატოს გააგებინოს, რომ ისინი მოუთმენლად ელიან ნატოს ჩიკაგოს სამიტის შედეგებს, რომელიც 2012 წლის მაისში უნდა გაიმართოს, და რომლის შედეგადაც, ისინი იმედოვნებენ, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება. საქართველო უნიკალურია კავკასიაში იმით, რომ ალიანსების შექმნის სურვილი და ნატოში გაწევრიანებისკენ მისწრაფება ასახავს ძლიერი სამხედრო მოკავშირის არარსებობას; გაიხსენეთ სომხეთი, რომელსაც რუსეთი ჰყავს, აზერბაიჯანი, რომელსაც თურქეთი ჰყავს. პირველ რიგში, ეს მოხდა ისტორიული ან კულტურული კავშირების არარსებობის გამო რომელიმე დიდ პარტნიორთან, რომელსაც, რომ ეარსება აღორძინდებოდა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 1991 წელს. მეორეც, სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც საკუთარი მოკავშირეები გეოგრაფიული სიახლოვის, ასევე ისტორიული და კულტურული კავშირების საფუძველზე შეარჩიეს, მაშინ როდესაც საქართველო მის დასავლელ პარტნიორებს გეოგრაფიულად დაშორებულია. ბევრ ექსპერტს მიაჩნია, რომ ნატოს სრულყოფილი წევრობა შეაჩერებდა რუსეთს 2008 წელს სამხრეთ ოსეთში ინტერვენციისგან. თუმცა, სხვების აზრით, სწორედ ნატოში გაწევრიანების მცდელობა გახდა საქართველოზე რუსეთის თავდასხმის მიზეზი. საბოლოო ჯამში, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომმა ვერ შეცვალა ის ფაქტი, რომ თბილისის სამხედრო თანამშრომლობას ნატოსთან კვლავ სპეციალური „წევრობის კანდიდატის“ სტატუსი აქვს და ის, რომ თბილისს კვლავ სრულოფასოვანი წევრობის იმედი იმედი აქვს. ახალი კონცეფციის მთავარი სხვაობები და გამოწვევები რუსეთთან ურთიერთობის განსაზღვრა და ევროკავშირთან თანდათანობითი ინტეგრაციის გზით ევროპისკენ ორიენტაციაა. მეტიც, მთავრობას სურს ბალანსის პრაგმატული იდეის შერწყმა მის საგარეო პოლიტიკაში უწყვეტ სტრატეგიასთან; დოკუმენტი ცხადყოფს, რომ მთავრობაში ცვლილებები განხორციელდა – ადრე მას იდეოლოგია ამოძრავებდა, ახლა როგორც ჩანს ის რეალპოლიტიკითაა დაკავებული. მთავრობის გაურკვევლობამ „არაბული გაზაფხულის“ დროს ცხადყო, რომ საქართველო, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ფერად რევოლუციებს უჭერდა მხარს, დღეს ძალიან შორს დგას იმისგან, რომ იდეოლოგიაზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა აწარმოოს და ურჩევნია დაიცადოს მანამ, სანამ სიტუაცია გაირკვევა. ორიგინალი ორიგინალი
  16. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2012/01/logo_nouvel_obs-98-150x29.png ონიკ კრიკორიანი 1990-იან წლების დასაწყისში გაჩაღებული სამი ამიერკავკასიური კონფლიქტი, მეორე პლანზე გადავიდა ყოფილ იუგოსლავიაში ომის გამო, რომელიც ამ კონფლიქტებს დროში დაემთხვა. დასავლურ მედიას ეს კონფლიქტები ძველებურად არ აინტერესებს. მილიონზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი მიეტოვებინა სომხეთ-აზერბაიჯანის ომის დროს მთიანი ყარაბახის გამო. ნახევარი მილიონი იძულებით გადაადგილებული პირი – ასეთია საქართველოსგან ორი სეპარატისტული რეგიონის (აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის) გამოყოფის შედეგები. ეს კონფლიქტებიც თითქმის იმავე პერიოდში მოხდა. რა თქმა უნდა, სამხედრო მოქმედებების განახლება სამხრეთ ოსეთში, რომელმაც პიკს რუსეთს და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მიაღწია, უცხოური გამოცემების პირველ გვერდებზე მოხვდა, მაგრამ ზოგადად, ამიერკავკასიაში მცხოვრები ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ ინტერესი უმალ ქრება, როგორც კი იქ საზავო შეთანხმებას აფორმებენ. მტკიცებულებები, როგორც იქნა, ქსელში გამოქვეყნდა თავად სომხეთში, აზერბაიჯანში და საქართველოში, ასევე სეპარატისტულ რეგიონებში (აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში და მთიან ყარაბახში) ადგილობრივი მედია იშვიათად ინტერესდება ლტოვილების და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებით, თუ არ ჩავთლით ისეთ შემთხვევებს, როდესაც მათ „მტრის“ წინააღმდეგ პროპაგანდისტული მიზნებისთვის იყენებენ. დევნილების პრობლემების შესახებ საზოგადოების ინფორმირების ამოცანას საკუთარ თავზე როგორც წესი საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები და განვითარების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები იღებენ – დიდწილად სპონსორების მოზიდვის მიზნით. იმავდროულად, მცირეოდენი მინიშნებაც კი არ არსებობს იმაზე, რომ ამ სამი კონფლიქტიდან რომელიმე თვალსაწიერ მომავალში მოგვარდება. ეს კიდევ უფრო ტრაგიკულს ხდის იმ ადამიანების ბედს, რომლებიც ომმა მშობლიური ადგილებიდან აყარა. მიუხედავად ამისა, დევნილების ჩვენებები მაინც ჩნდება ინტერნეტში იმის წყალობით, რომ ახალი მედია და ინფორმაციის სოციალური საშუალებები რეგიონის მოსახლეობას ახალ შესაძლებლობებს უხსნის, ყოველ შემთხვევაში, ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ამის მაგალითად პროექტი iDP Voices გამოდგება, რომელიც ნორვეგიის დევნილთა საბჭოს, გადაადგილებულ პირთა მონიტორინგის ცენტრის და სააგენტო Panos-ის ეგიდით ხორციელდება. „ნაამბობი, რომელსაც განმარტება არ სჭირდება“ მონაცემთა ელექტრონული ბანკი (PDF-ის ფორმატში) მოიცავს სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან 29 იძულებით გადაადგილებული პირის მონათხრობს. ინტერვიუერთა მიერ ჩაწერილი ნაამბობი როგორც ტექსტურ, ასევე აუდიო ფორმატშია წარმოდგენილი. ამ მონაცემების გადმოწერაც შესაძლებელია. „როდის მოისმინეთ პირველად დევნილის ნაამბობი და როდის წარმოიდგინედ პირველად საკუთარი თავი მის ადგილას? თქვენ როდესმე მაინც გიფიქრიათ როგორია ომში ახლობლების დაკარგვა, ქონების გარეშე დარჩენა და საკუთარი მიწიდან აყრა? [...] ეს ხმები, რომლებიც საკუთარ ტრაგედიაზე შუამავლების გარეშე ყვებიან, ცრურწმენებს ამარცხებენ, მათ ფონზე აქტუალური პოლიტიკური საკითხები მნიშვნელობას კარგავს; ისინი საკუთარ თავზე თავად მოგითხრობენ. პირველ პლანზე გამოდის ზოგადსაკაცობრიო ტრაგედიები და განცდები, და არა პოლიტიკის კონკრეტული საკითხები. როდესაც ვკითხულობთ იმას, რისი თქმაც ამ დევნილებს სურთ, ჩვენ ვხვდებით, თუ რა არის მათთვის მთავარი და რა არის მათი მთავარი პრობლემები. [...] ეს გვაძლევს ჩვენ იმის გაცნობიერების შესაძლებლობას, თუ რა არის ცნების „გადაადგილებული პირი“-ს არსი. მათი ნაამბობი თავისთავად გასაგებია, სპეციალური განმარტებების გარეშე: მათი ძალა ხატოვნებაშია, თავად ხმებში, გრძნობებში, განცდებში, იმედებსა და ოცნებებში, [...] „შეუძლებელია ერთმანეთის ზიზღი“ ერთ-ერთი ასეთი ხმის ავტორი 30 წლის ქართველი ქალბატონია, თეა, რომელიც აფხაზეთიდან გამოიქცა და იმაზე საუბრობს, რომ „ქართველების და აფხაზებისთვის “ჩვეულებრივ ცხოვრებაზე“ ოცნებობს და რომ მათ „ერთმანეთს უნდა აპატიონ“ ყველაფერი“. „მე ვცდილობ ურთიერთობას როგორც ქართველებთან, ასევე აფხაზებთან. შეუძლებელია ერთმანეთის ზიზღი; ჩვენ საკმარისად ბევრი შეცდომა დავუშვით იმისთვის, რომ ეს შეცდომაც ჩავიდინოთ! ჩვენ ერთმანეთს და საკუთარ თავს უნდა ვაპატიოთ. და კიდევ ერთი: მეტი ურთიერთნდობის მისაღწევად და კეთილი ურთიერთობის დამყარებისთვის, ორივე მხარის ნებაა საჭირო. ერთი მხარე ცალმხრივად ვერაფერს ვერ გადაწყვეტს. ჩემი აზრით, საზღვრები [აფხაზეთს და საქართველოს შორის] უნდა გაიხსნას, რომ ადამიანებმა ერთმანეთთან ურთიერთობა შეძლონ. პირველ რიგში საჭიროა დიალოგი, რომელსაც ურთიერთნდობა მოსდევს… [...] მხოლოდ საკუთარ ტრაგედიებზე საუბრით ვიცნობთ ჩვენ ერთმანეთს და ერთმანეთი გვიყვარდება. იმისთვის, რომ ერთმანეთის ნდობა ვისწავლოთ, საჭიროა დრო. მხოლოდ მაშინ შევძელით ერთმანეთთან დალაპარაკება გულწრფელად, აგრესიის და ბრალდებების გარეშე როდესაც მოგვეჩვენა, რომ ერთმანეთის ტკივილი გავიგეთ“. თუმცა მსგავსი, პირველ პირში მოყოლილი ისტორიები იშვიათია, თუმცა გამონაკლისებიც არსებობს. ასე, მაგალითად, საერთაშორისო სპონსორებმა დევნილებისადმი მიძღვნილი გადაცემათა ციკლი დააფინანსეს, რომელიც ადგილობრივი (თუმცაღა ზოგჯერ ნაკლებად მნიშვნელოვანი) რადიოსადგურებით გადაიცა. გარდა ამისა, ერთმა ახალგაზრდა აზერბაიჯანელმა დევნილმა გოგონამ თავისი პროექტის ფარგლებში ორი სტატია დაწერა, რომელიც შემდეგ ორგანიზაცია Global Voices-მა საკუთარ პროგრამაში „კავკასიური კონფლიქტის ხმები“ გამოიყენა. „ამ ომმა მოლაპარაკებებში შუამავლად მაქცია“ პირველი სტატია დაიწერა ინგლისურად, შემდეგ კი საზოგადოებრივ საწყისებზე ითარგმნა სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე: „სულ რაღაც 4 წლის ვიყავი, როდესაც სომხეთი დავტოვე, მაგრამ როდესაც უკან ვიხედები, არ შემიძლია იმის თქმა, კარგია ეს თუ ცუდი, რადგან ვერ ვიხსენებ იმას, თუ რა დავტოვე იქ. მიუხედავად იმისა, რომ კარგად მახსოვს ჩვენი სახლი, ბაღი, საბავშვო მოედანი, ჩემი მეგობრები, ჩემი ვაშლის ხე და საყვარელი მამალი. როდესაც აზერბაიჯანში აღმოვჩნდი, ჩვენი სახლი მესიზმრებოდა, მესიზმრებოდა, რომ ჩვენს დანგრეულ სოფელში დავდიოდი. შემდეგ, რაღაც მომენტში ყველაფერი უბრალოდ მინელდა. მიუხედავად ამისა, ჩემს ოჯახს არასდროს დაუკარგავს ერთ მშვენიერ დღეს სახლში დაბრუნების იმედი. გვჯერა, რომ საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის გვერდიგვერდ მცხოვრები ორი მეზობელი ხელახლა გაერთიანდება, მიუხედავად იმისა, რომ ბოროტება ყოველთვის გვერდით იყო და დღესაც განაგრძობს მათ მოწამვლას ზიზღით. [...] აზერბაიჯანში მრავალი წლის განმავლობაში ვერ ვახერხებდით ადგილობრივ კულტურასთან ზიარებას, ვერ ვუბრუნდებოდით საკუთარ ეროვნულ ფესვებს. ის, რომ როგორც უცხოელებს ისე გვექცეოდნენ, საქმეს კიდევ უფრო ართულებდა. შედეგად, აზერბაიჯანლები, რომლებიც სომხეთიდან ჩამოვიდნენ, გაემიჯნენ სხვებს და ერთად გაერთიანდნენ. ჩვენ ყველგან ვაწყდებოდით დისკრიმინაციას, საბავშვო ბაღში, სადაც მე დავდიოდი, დაწყებით კლასებში სკოლაში და ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. [...] ამ ომმა მოლაპარაკებებში შუამავლად მაქცია, მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში მხოლოდ პირველ ნაბიჯებს ვდგამ. თუმცა, ჩემი ამოცანა კიდევ უფრო რთულია, რადგან მე ხომ ერთი მხრივ დაპირისპირებულ მხარეებს უნდა დავეხმარო, მეორე მხრივ კი საკუთარ თავს“. ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების უმრავლესობას არ აქვთ საშუალება საკუთარი ხმა მიაწვდინონ საზოგადოებას სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში, მიუხედავად ამისა, მათი ისტორიები პერიოდულად ჩნდება ხოლმე დამოუკიდებელ ინტერნეტ მედიასაშუალებებში. ამის მაგალითად გამოდგება ბლოგის ბოლოდროინდელი პროექტი, რომელიც კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრმა და უმცირესოებების ევროპული ცენტრის კავკასიის ოფისმა განახორციელეს. „კეთილმეზობლობა“ სტატია, რომელიც თავდაპირველად რუსულად დაიწერა, შემდეგ კი ინგლისურ ენაზე ითარგმნა და ინტერნეტში ამ ენაზეა ხელმისაწვდომი, ნათელს ფენს დევნილების იმედებს სომხეთსა და აზერბაიჯანში, რადგან სტატიის თანაავტორები არიან აზერბაიჯანელი და სომეხი ჟურნალისტი. „კეთილმეზობლობა“ – მითხრა დევნილმა ყარაბახის სოფელ დაშალტიდან, „ეს არის ის, როდესაც რაღაც ხაზით განცალკევებული ადამიანები „სხვადასხვა მხარეს“ არ ცხოვრობენ, არამედ ახლოს არიან ერთმანეთთან, ქმნიან ოჯახებს, ურთიერთობენ და იმავდროულად მათ ნაციონალურ კუთვნილებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. საუკუნეების განმავლობაში ადამიანებს მიაჩნდათ, რომ მიწა იმისია, ვინც ამ მიწაზე ცხოვრობს, ვინც მას ამუშავებს. დანარჩენი სულ პოლიტიკოსების მოგონილია. [...] გამოცდილება ცხადყოფს, რომ ისინი, ვისაც უბედურება საკუთარი თვალით უნახავს და საკუთარი გულით განუცდია მშობლიური მხარის ტანჯვა, სამშობლოს დაკარგვას ვერასდროს შეეგუება. მაგრამ იმავდროულად, მათ არაფრის დიდებით არ სურთ ძველი საშინელების განმეორება და ომისკენ არ მიისწრაფვიან. ყველა დევნილი, ვისაც ვესაუბრეთ აზერბაიჯანში, საუბრობდნენ საკუთარ მხარეში დაბრუნების და იქ სომხებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების სურვილზე“. ტელევიზია კონფლიქტის ალტერნატიული ვერსიების ადგილი არ არის მსგავსი განცდა, მხოლოდ აზერბაიჯანელ დევნილებს და გადაადგილებულ პირებს არ აქვთ. ამას ხშირად ამბობენ სომეხი დევნილებიც, რომლებიც რეპრესიებს და ეთნიკურ წმენდებს გამოექცნენ, რასაც ორივე მხრიდან ჰქონდა ადგილი და რაც ყარაბახის კონფლიქტს ახასიათებდა. მაგრამ მათი ნაამბობი ვერ აღწევს მასობრივ მკითხველამდე ან მაყურებლამდე იმის გამო, რომ ამიერკავკასიაში ინტერნეტი სუსტადაა გავრცელებული. ტელევიზია კი (მოსახლეობის დიდი ნაწილის მთავარი საინფორმაციო წყარო) ძველებურად არ აძლევს სიტყვას იმ დევნილებს, რომლთა ნაამბობიც კონფლიქტებზე მოვლენების ოფიციალურ ვერსიას არ ემთხვევა. მიუხედავად ამისა, ვიდეოჩანაწერები დევნილების ჩვენებებით გლობალურ ქსელში მაინც ხვდება. ასეთია, კერძოდ ისტორიები სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტზე, რომელსაც ორგანიზაცია Global Voices აგროვებს. ამის მაგალითია, დოკუმენტური ფილმი, რომლის ინგლისური სახელწდოებაა Swept Away („მშობლიური ადგილებიდან აყრილები“). თუმცა, სამწუხაროდ, დევნილების პრობლემებზე ახალი და სოციალური მედიის დახმარებით შექმნილ ბევრ პროექტს, განსაკუთრებული წარმატება არ მოჰყოლია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ინტერნეტის გავრცელება მატულობს, მათ პოტენციალი აქვთ. ორიგინალი ორიგინალი
  17. http://zvigena.files.wordpress.com/2012/01/gia-geguchadze.jpg?w=242&h=300 გია გეგუჩაძე – ეს ის იშვიათი ქართველი მწვრთნელია, რომლის მუშაობა სანახაობრივ ფეხბურთთან, პროგრესთან, და რაც მთავარია, ჯამში დადებით შედეგთან ასოცირდება. მრავალი წელია აქტიურად ვადევნებ თვალს ქართულ ფეხბურთს და ჩემი სუბიექტური აზრით გია ბოლო პერიოდის საუკეთესო ქართველი სპეციალისტია. ვეცდები ჩემი აზრები შევკრა ამ პიროვნების შესახებ, თავიდან მივყვეთ, თუ რა როგორ იყო. ცოტას მერე ხალხის დამოკიდებულებაზეც ვიტყვი. 2004 წელი იყო, გია დინამოს მთავარ მწვრთნელად რომ მოვიდა, იმ დინამოსი, რომელსაც ქართული საზომით საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავდა თავმოყრილი. სულ თვეების წინ კი შუშაკის ხელმძღვანელობით “დსთ”–ს თასი ჰქონდათ მოგებული, რაც მცირე საქმე არაა. პირველი, რაც თვალში მომხვდა, ეს საკადრო წმენდა იყო – ისეთი ხალხი დაითხოვა გუნდიდან, ვინც მაშინდელი დინამოს ლიდერებად ითვლებოდნენ: ბურდული, დარასელია, გოგობერიშვილი – ეს ის მცირე ჩამონათვალია, ვისი ადგილიც გუნდში აღარ მოიძებნა. სანაცვლოდ მოვიდნენ ბევრი იმ დროისთვის აბსოლიტურად უცხო მოთამაშე – შოთა გრიგალაშვილი, კახა ალადაშვილი, მიხეილ კაკალაძე. ეს ყოველივე უბრალო გულშემატკივრის თვალში გაოცებას იწვევდა. მალე ევროტურნირების დროც მოვიდა და ახალი მწვრთნელი პირველი გამოცდის წინაშე დადგა – მითუმეტეს ასეთი საკადრო ცვლილებების მოთავე სავარაუდოდ თავად იყო და წარუმატებლობის შემთხვევაში პასუხიც მას მოეთხოვებოდა. შედეგი საუკეთესო იყო დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ორივე შეხვედრაში დავამარცხეთ ბელორუსული ბატე (ვინც სამი წლის წინ 4–0 გაგვანადგურა), გავცდით ჩეხურ სლავიას და ჯგუფურ ეტაპზე გამსვლელ რაუნდში გამოვთიშეთ პოლონეთის ჩემპიონი ვისლა, ის ვისლა რომელმაც მანამდე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი ჩემპიონი ვით ჯორჯია თბილისში 8–2 ათრია. გუნდი გააზრებულ, შემტევ, ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა, ერთი ცენტრფორვარდით და ორი შემტევი ფლანგელით – გსიამოვნებდა კაცს ასეთი გუნდის ხილვა. არასდროს დამავიწყდება ვისლას წინააღმდეგ შეხვედრა, ხალხი სიხარულისგან ლამის ჭკუიდან რომ გადავედით – პირველად ქვეყნის ისტორიაში უეფას თასის ჯგუფურ ეტაპს ვუწიეთ. მერე კი.. ამონარიდი გიას ერთ ერთ ინტერვიუდან: ”სამწუხაროდ, „დინამოში“ ჩანაფიქრების ბოლომდე განხორციელება არ გამომივიდა. ყველაფერი ევროლიგაში წარუმატებლობიდან დაიწყო, სადაც ჯგუფში ოთხივე თამაშის წაგება „მოვახერხეთ“ – „სპორტინგთან“, „სოშოსთან“, „ნიუკასლთან“, „პანიონისთან“… როგორც ხედავთ, საკმაოდ ცნობილი მოწინააღმდეგეები გვყავდა და საკუთარ თავს უნდა გადავხტომოდით. დასანანია, რომ ეს ვერ შევძელით… თან ქვეყნის ჩემპიონატშიც დავთმეთ პირველი, „დაკვეთილი“ ადგილი. აი აქ კი წამოყვეს თავები ჩასაფრებულებმა – ესეც თქვენი ექსპერიმენტები, თავს გაუვიდა!.. მოკლედ, დამითხოვეს. ღმერთი იყოს მათი მსაჯული! “ მერე რაღაც პერიოდი გია ასპარეზიდან გაქრა. 2009 წლის იანვარში ფინანსურად მძლავრ ზესტაფონში მიიწვიეს. გიამ ჩვეულად დაიწყო მოღვაწეობა – მოიწვია ის კონტინგენტი, ვისზე დაყრდნობით მომავალი გუნდის მშენებლობას დაიწყებდა. უარი თქვა ლეგიონერებზე. ლამის კარიერა დანგრეული გრიგალაშვილი გამოჩხრიკა – დღეს ეს კაცი ნაკრების წევრია. ეტაპობრივად ბევრ ექს შეგირდს მოუყარა თავი – ალადაშვილი, დვალი, ბაბუნაშვილი, მამალაძე, მელქაძე, კაკალაძე. გაცემული ავანსი ვინც ვერ გაამართლა, გუნდს მალევე გამოემშვიდობა. გია ყოველ ინტერვიუზე ერთს იმეორებდა, რომ გუნდის შენება ეს გრძელი, რთული და კომპლექსური პროცესია, სადაც ძნელია თავიდანვე შედეგზე აქცენტის გაკეთება. უფრო მნიშვნელოვანი კი სწორი მიმართულებით მისი შენების დაწყება და განვითარებაა. რეალური შედეგი ორი სეზონის შემდეგ იქნა მიღწეული, როცა კლუბი არსებობის ისტორიაში პირველად გახდა ქვეყნის ჩემპიონი. გუნდი გააზრებულ, სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა. თბილისში “ზესტაფონის” ყოველ სტუმრობაზე სიამოვნებით მივდიოდი სტადიონზე, მათი ნაჩვენები ფეხბურთის საცქერად – მატჩებს კი გაცილებით ნაკლები გულშემატკივარი ესწრებოდა, ვიდრე ამას გიას დამოძღვილი გუნდი იმსახურებდა. ეგ კი არა, იყო მონაკვეთები, როცა ზესტაფონელი ფანობა მწარედ აკრიტიკებდა გუნდის მწვრთვნელს – საფუძვლიანად?! ალბათ გიამ ამ ხალხს შედეგით კარგი პასუხი გასცა, თუ რამდენად “საფუძვლიანად”. ევროსარბიელს რაც შეეხება, გუნდი საკმაოდ ყოჩაღობდა – თავი არცერთ მეტოქესთან არ შეურცხვენია და ცოტა უიღბლობა რომ არა (მარტო ჰელსინბორგთან თამაშის გახსენებაც კმარა როცა 90–ე წუთამდე გასვლაზე 2–0 ვიგებდით და ბოლო წუთს გაშვებული გოლით შეხვედრა დამატებით ტაიმში გადავიდა), გაცილებით უკეთესი შედეგების მიღწევაც შეეძლო. ხოდა 2011 წლის მაისი – გუნდი ჩემპიონი გახდა და არაფერი მიანიშნებდა იმას, რომ გეგუჩაძე ზესტაფონური კარიერა სინამდვილეში დასასრულს რომ უახლოვდებოდა. დაიწყო ზაფხული და შესაბამისად ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადება. გადავლახეთ პირველი მოლდავური ეტაპი. მეტოქედ შტურმი გვერგო – არც თუ დაუძლეველი ბარიერი. თუ გავედით, უკეთესი, შემდეგ ეტაპზე ბატე გველის, გუნდი რომელიც გიას ერთხელ უკვე გამოთიშული ყავს ევროსარბიელიდან. გულს უხაროდა ისეთ თამაშს აჩვენებდა ჩვენი გუნდი, ავსტრიულ “შტურმს” გააზრებულ თამაშს ეთამაშებოდა და ჯობნიდა კიდეც – ერთი გოლი აკლდა შეხვედრას და მეორე ტაიმში ის გოლიც გავიტანეთ 1–0. მალევე გელაშვილმა ბურთი რაღაც საოცრებით ცარიელ კარს ვერ დაუმიზნა და გავუშვით შანსი ხელიდან პირველივე შეხვედრაში მოგვეთავებინა საქმე. მერე მოხდა ის, რაც ფეხბურთის დაუწერელი კანონია – ვერ გაიტან, გაგიტანენ. ონიანი დაცვაში ელემენტარულ სიტუაციაში შეცდა, ბურთი ცუდად დაამუშავა და მეტოქეს ჩააბარა. შედეგად ფრე 2:0–ის ნაცვლად. გუნდმა ავსტრიაში ვეღარ შეძლო თამაშის გადარჩენა. დავემშვიდობეთ ჩემპიონთა ლიგაზე ოცნებას. არადა მისი ჯგუფური ეტაპი საოცრად ახლოს მოჩანდა. ”ზასტაფონმა” კი უეფას თასზე გადაინაცვლა, სადაც ბელგიური “ბრიუგე” და უკვე უეფას თასის ჯგუფურზე გასვლის პერსპექტივა ელოდა. შუალედში საქართველოს ჩემპიონატის შეხვედრა იყო, სადაც გია გუნდს არ გაუძღვა და ტორპედოს წინააღმდეგ “ზესტაფონი” მისმა ასისტენტმა ათამაშა. ცუდის ნიშანი იყო და მალე გაცხადდა კიდეც რომ გეგუჩაძემ ზესტაფონი დატოვა. გიას სიტყვებით ოფიციალური ვერსია დასახული მიზნის ვერმიღწევა იყო. ცოტა უცნაურად ჟღერდა. ეს კაცი სადაც მივიდა, მისი მთავარი პრინციპი იყო მუშაობა ეცლიათ. იგი არ იყო მხოლოდ წვრთნის პროცესში ჩართული კაცი, არამედ თავად არჩევდა გუნდის განვითარების სტრატეგიას, სასურველ კონტინგენტს, ვისაც ენდობოდა, თავის მუშაობის ფილოსოფიას გააცნობიერებინებდა, გრძელვადიან პროგრამას დაისახავდა და ეტაპობრივად თითო თითო აგურის დადებით სწორად გუნდის შენებას შეუდგებოდა. იგი ერთგვარი გუნდის მწვრთნელ–მენეჯერია, ვისაც ამ ცოცხალი ორგანიზმის სწორად მართვა ხელეწიფება. ეს ასე რომ არის, მისი ნაჩვენები შედეგები ამტკიცებს. კიდევ ერთი დადებითი თვისება – არ ერიდება “ავტორიტეტებს”, ისეთი ხალხი დაითხოვა ძველი დინამოდან, ვისზეც მის მოსვლამდე კლუბი იდგა – ალბათ არ ქმნიდნენ ეს ფეხბურთელები ჯანსაღ გარემოს კლუბში. არაჯანსაღ გარემოში კი საქმის სწორად კეთება შეუძლებელია. ალბათ არც ზესტაფონში იყო ბოლომდე ჯანსაღი დამოკიდებულება, მის საქმეში სავარაუდოდ ჩარევას ცდილობდნენ და ამიტომაც მიიღო ასეთი გადაწყვეტილება – ეს ჩემი ფიქრი იყო. პირველად ერთმა ახლობელმა, რომელიც საფეხბურთო წრესთან დაახლოებული პირია, დამიდასტურა ჩემი ფიქრის სისწორე – ერთ ერთ თამაშზე გადავეყარე, ვკითხე რა მოხდათქო – კბილებით ეჭირა ბოლო წუთამდე გუნდიო, არ აცალეს და ყელში ამოუვიდაო. ასეთი იყო ჩემი ახლობლის პასუხი. ახლახანს კი ამ სტატიას გადავაწყდი, სადაც გია შედარებით ღიად საუბრობს წამოსვლის მიზეზე. მცირე ამონარიდი: ”საუბედუროდ, „ზესტაფონში“ მუშაობის პერიოდში სულში უამრავი წყენა ჩამიგუბდა, კლუბის მფლობელებთან ურთიერთობაში ბევრი გაუგებრობა წარმოიშვა, და უფრო ხშირად ეს საქმის საზიანოდ და საღი აზრის საწინააღმდეგოდ ხდებოდა! ჰოდა, დაგროვდა…” მწარე ღიმილის მომგვრელი იყო იმ პერიოდში ინტერნეტსიცრცეში ფორუმზე ზესტაფონელი გულშემატკივრის დაწერილი აზრები. უმრავლესი მათგანი გახარებული იყო გიას წასვლით, “რახან ეგ მოგვშორდა” – ასეთ ნაწერს ხშირად ამოიკითხავდი. ჩემი აზრით კი გუნდი რომ დღეს ასეთ ფეხბურთს თამაშობს და მიმდინარე ჩემპიონატს სათავეში უდგას, გიას მიერ სამი წლის განმავლობაში ჩაყრილი საძირკვლის ნაყოფია, სწორად ნაკეთები საქმის შედეგი. ჭიაბრიშვილი თუ მის ხაზს გააგრძელებს, შედეგი კვლავაც იქნება. საბედნიეროდ გია უმუშევარი დიდხანს არ დარჩა და ამჯერად ქუთათურების, შესაბამისად ისევ ქართული ფეხბურთის სამსახურში ჩადგა. ეს შემოდგომაზე მოხდა, როცა გუნდის დაკომპლექტება მორჩენილი იყო. მალევე გაცხადდა გრძელვადიანი ხუთწლიანი პროგრამა, ზამთარიც დადგა, სატრასფერო ფანჯარა გაიღო და დაიწყო გუნდის მოსალოდნელი გიასეული წმენდა, კლუბი უკვე დატოვეს რიგმა ფეხბურთელებმა. გეგუჩაძე თავის გზას არ ღალატობს – გუნდს ამჯერადაც საკუთარ გემოვნებით ააწყობს, რაც მჯერა, საბოლოოდ შედეგის მომტანი იქნება. ესეც მისი ბოლო ინტერვიუ რაც ტორპედოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა: ”ასე ვიტყოდი, გულშემატკივარი აღივსოს მოთმინებით, რადგან თუ რამ ახლა გუნდში კეთდება, მხოლოდ საერთო საქმისთვის სასიკეთოდ მიმდინარეობს. გუნდმა შეიძლება წააგოს, თამაშის ხარისხიც არ იყოს მისაღები, მაგრამ ჩვენ ვაშენებთ და ასეთი რამ გარდაუვალი იქნება საიმისოდ, რათა მომავალში ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა გავხდეთ – ლამაზი ფეხბურთიც ვითამაშოთ და შედეგებიც დადებითი გვქონდეს.” ისევ გულდაწყვეტით მომიწევს იმ ფაქტის აღნიშვნა რომ ამ ინტერვიუს უკვე ქუთათურ გულშემატკივრებში ათასი ნეგატიური გამოხმაურება მოყვა – ბევრი ქართული საზომით გუნდში ვარსკვლავების მოყვანას და შედეგის ამავე სეზონში დადებას ითხოვს. მე კი ერთი ვიცი – თუ ამ კაცს ხელი შეეწყო და მის საქმეში არ ჩაერივნენ, გუნდს მალე ფეხბურთს ათამაშებს და შედეგსაც ანახებს: – “რატომაც არ უნდა ვცადო კიდევ ერთხელ, თუკი ვიცი, როგორ კეთდება ეს?” ესეც მისი სიტყვებია. ისედაც თითზე ჩამოსათვლელი ნორმალური სპეციალისტები გვყავს, უმადურებას და უტაქტობას ნუ გამოვიჩენთ მათ მიმართ. დავაფასოთ, რომ მათაც ხალისი ქონდეთ აკეთონ საქმე, რომელიც საბოლოოდ სასარგებლო იქნება ჩვენი ქართული ფეხბურთისთვის. წარმატებები გიას! http://feeds.wordpress.com/1.0/comments/zvigena.wordpress.com/467/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/zvigena.wordpress.com/467/ http://feeds.wordpress.com/1.0/facebook/zvigena.wordpress.com/467/ http://feeds.wordpress.com/1.0/twitter/zvigena.wordpress.com/467/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/zvigena.wordpress.com/467/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/zvigena.wordpress.com/467/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/zvigena.wordpress.com/467/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=zvigena.wordpress.com&blog=6944496&post=467&subd=zvigena&ref=&feed=1 სრულად ზვიგენას ბლოგი
  18. ახალ წელს ვილისთან ერთად შევხვდი, მის ბებიასთან და ოჯახთან. მერე ვიდექი და ვუყურებდი ფეირვერკებს. ისინი რომ ჩაქრა – სქაილანთერნები გაუშვეს ცაში. ძალიან მაგრად მიყვარს სქაილანთერნები, მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ არასდროს მქონია და გამიშვია. ბავშვობიდან მაწუხებდა კითხვა, სად მიდიოდნენ ჰელიუმით გაბერილი ბუშტები. მერე სქაილანთერნებზე დავიწყე ფიქრი. ეგენი სად მიდიან? ჩამოვარდნილი და ჩაფუშული არ მინახავს არასდროს და… სიგარეტით ხელში, აივანზე, გასულ წელს გადავავლე თვალი. რამდენიმე წლის მანძილზე პირველად არ ვწერ გასული წლის შეფასებას ბლოგზე. კარიერაში ყველაფერი გადასარევად იყო, ვილიც გაიზარდა და ოოოოდნავ გასაგებად ლაპარაკობს. პირადი ცხოვრების ისტორიაში კი 2011 წელი ერთ დიდ შავ ლაქად რჩება. ხშირად მინდოდა ბლოგზე დამეწერა, ამომეთქვა, მომეყოლა, რა ხდება, თუნდაც იმისთვის, რომ დავცლილიყავი და იქნებ კიდევ ვინმეს საკუთარი ურთიერთობებიც შეეფასებინა გვერდიდან. თუმცა რატომღაც ბოლო წუთამდე ვეჭიდებოდი იმას, რომ არა, ყველაფერი გამოსწორებადია. ბლოგზე თუ დაწერე და გაასაჯაროვე, მერე ნამდვილად ვეღარ დააბრუნებ უკან ვეღარაფერს. არადა არაფერი არ არის გამოსწორებადი. ჩემი ერთი წელი ამაში წავიდა, იმის მცდელობებში, რომ ღალატი მეპატიებინა, იმის მცდელობებში, რომ ნაკლებად მომეთხოვა ყურადღება, ნაკლებად კი არა – საერთოდ არ მომეთხოვა, იმის მცდელობებში, რომ დაენახათ – ღირსი ვარ, ვინმეს ვუყვარდე, იმის მცდელობებში, რომ აი… იქნებ გადავაკეთო ჩემი პრინციპები, იქნებ მე ვცდები… ამ სქაილანთერნების ყურებისას მივხვდი, რომ იქ ყოფნა აღარ შემეძლო. წამოვედი სახლში, ტელეფონზე არავის ვუპასუხე, არსად გავედი. სახლში რომ შემოვედი, ეგრევე ტირილი ამიტყდა. დავტირე ჩემს გასულ წელს, ჩემს დაკარგულ ემოციებს, იმას, რომ რაღაცებს ადვილად ვერ გადავაბიჯე და პირიქით, იმას, რომ რაღაცებს ადვილად გადავაბიჯე და არ უნდა გადამებიჯებინა. ვიდექი ფანჯარასთან და ვჯღაოდი და ვჯღაოდი [ჩემი ბლოგის მამრო მკითხველებო, საერთოდ ვინმე მკითხველი თუ შემორჩა აქაურობას, მაპატიეთ ამდენი ემოციურობა :დ]. http://dodka.files.wordpress.com/2012/01/306586440-11174148.jpg?w=348&h=232რაღაც მომენტში თვალები გავახილე და დავინახე, რომ ზუსტად ჩემს ფანჯარასთან, ერთი ხელის გაწვდენაზე ჩამქრალმა სქაილანთერნმა ჩამოიფარფატა და ეზოში დავარდა. რაღაცნაირად გამეღიმა. ძალიან მინდა, რომ ნიშნების მჯეროდეს და ეს იყოს იმის ნიშანი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. 2013-შიც, 2014-შიც და მერეც. ვაფაბლიშებ ამ პოსტს და ამით ვამბობ, რომ მორჩა, დამთავრდა ჩემს ცხოვრებაში ეს ეტაპი, აღარ მინდა მისი უკან დაბრუნება. ახალი წელი კიდევ ამისთვის გადასარევი დროა. გილოცავთ 2012-ს. თქვენთვისაც ახალი ეტაპის დასაწყისი ყოფილიყოს. წელს აუცილებლად გავუშვებ სქაილანტერნებს ცაში. Filed under: Just, რა http://feeds.wordpress.com/1.0/comments/dodka.wordpress.com/1956/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/dodka.wordpress.com/1956/ http://feeds.wordpress.com/1.0/facebook/dodka.wordpress.com/1956/ http://feeds.wordpress.com/1.0/twitter/dodka.wordpress.com/1956/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/dodka.wordpress.com/1956/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/dodka.wordpress.com/1956/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/dodka.wordpress.com/1956/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=dodka.ge&blog=551227&post=1956&subd=dodka&ref=&feed=1 ნახეთ დოდკა ჯიზე
  19. ხანდახან დგება მომენტი, როცა ხვდები, რომ მთელი შენი გარდერობი განახლებას საჭიროებს. სწორედ ასეთი მომენტი დამიდგა ოქტომბრის დასაწყისში და მას შემდეგ თბილისის უამრავი მაღაზია მოვიარე, თუმცა ყველაზე კარგი ფასები და ნორმალური ხარისხი მხოლოდ რამდენიმე მაღაზიაში აღმოვაჩინე. ყველაზე დაბალი ფასებით “შოდი“-ს მაღაზიათა ქსელი გამოირჩევა. აქ საქონელი ყოველ კვირას ახლდება და თან საკმაოდ კარგი რაღაცების პოვნა შეიძლება. ერთ საიდუმლოსაც გაგიმხელთ, ხალხით ყველაზე ნაკლებად გადატვირთული რუსთაველის ფილიალია ხოლმე და გასახდელის რიგში დგომა აქ შედარებით ნაკლებად მოგიწევთ. ასევე მომეწონა Peacocks-ის ფასები, თუმცა ჩემთვის ბევრი ვერაფერი შევარჩიე. ძირითადად აქსესუარებისკენ მიმირბოდა თვალი. ასევე საინტერესოა Shana-ს კოლექციაც. თუმცა მე რომ მივედი უკვე თითქმის ყველაფერი საინტერესო გაყიდული დამხვდა. თუმცა “შოდის” ისეთი ფასები და იმდენად მრავალ ფეროვანი პროდუქცია აქვს, ამიერიდან ვიცი სად უნდა დაიწყოს ჩემი ყოველი მომდევნო შოპინგი. http://sweet.ge/wp-content/uploads/2012/01/P1010736-150x150.jpghttp://sweet.ge/wp-content/uploads/2012/01/P1010737-150x150.jpghttp://sweet.ge/wp-content/uploads/2012/01/P1010738-150x150.jpghttp://sweet.ge/wp-content/uploads/2012/01/P1010740-150x150.jpghttp://sweet.ge/wp-content/uploads/2012/01/P1010741-150x150.jpghttp://sweet.ge/wp-content/uploads/2012/01/P1010742-150x150.jpghttp://sweet.ge/wp-content/uploads/2012/01/P1010744-150x150.jpghttp://sweet.ge/wp-content/uploads/2012/01/P1010745-150x150.jpghttp://sweet.ge/wp-content/uploads/2012/01/P1010748-150x150.jpghttp://sweet.ge/wp-content/uploads/2012/01/P1010749-150x150.jpghttp://sweet.ge/wp-content/uploads/2012/01/P1010746-150x150.jpghttp://sweet.ge/wp-content/uploads/2012/01/P1010747-150x150.jpghttp://feeds.feedburner.com/~r/sweetrealityblog/~4/iAPwoPE7RBQ ეწვიეთsweet.ge
  20. მინდა გახაროთ, რომ მალე აღდგება ნი2-ის საიტი და თავად ნი2 განაახლებს აქტიურ მუშაობას. მანამდე კი ასე: Filed under: newshttp://stats.wordpress.com/b.gif?host=bigcrow.ge&blog=187485&post=2271&subd=bigcrow&ref=&feed=1 View the full article
  21. წინა პოსტში დავწერე Ebay-დან შეძენილი ჩემი ნადავლის შესახებ. თუმცა იმის 80% უკვე გავაჩუქე და ახლა მეორე პარტიას ველოდები. ალბომების ყიდვაც მინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ ფეიფალის ექაუნთი ისევ დამებლოკა. http://sweet.ge/wp-includes/images/smilies/icon_sad.gif ჯანდაბა. შემოვიდეს რა ფეიფალი საქართველოში ლეგიტიმურად!!! “ქთხოოოოვთ!” http://sweet.ge/wp-content/uploads/2012/01/024_013-150x150.jpghttp://sweet.ge/wp-content/uploads/2012/01/025_013-150x150.jpghttp://sweet.ge/wp-content/uploads/2012/01/026_016-150x150.jpghttp://sweet.ge/wp-content/uploads/2012/01/027_013-150x150.jpghttp://sweet.ge/wp-content/uploads/2012/01/028_016-150x150.jpghttp://sweet.ge/wp-content/uploads/2012/01/029_017-150x150.jpghttp://sweet.ge/wp-content/uploads/2012/01/030_016-150x150.jpghttp://sweet.ge/wp-content/uploads/2012/01/031_016-150x150.jpghttp://sweet.ge/wp-content/uploads/2012/01/032_016-150x150.jpghttp://sweet.ge/wp-content/uploads/2012/01/033_015-150x150.jpghttp://sweet.ge/wp-content/uploads/2012/01/034_015-150x150.jpghttp://sweet.ge/wp-content/uploads/2012/01/035_016-150x150.jpghttp://sweet.ge/wp-content/uploads/2012/01/036_014-150x150.jpghttp://sweet.ge/wp-content/uploads/2012/01/037_013-150x150.jpghttp://sweet.ge/wp-content/uploads/2012/01/038_012-150x150.jpghttp://sweet.ge/wp-content/uploads/2012/01/039_011-150x150.jpghttp://sweet.ge/wp-content/uploads/2012/01/040_011-150x150.jpghttp://sweet.ge/wp-content/uploads/2012/01/041_010-150x150.jpghttp://sweet.ge/wp-content/uploads/2012/01/042_009-150x150.jpghttp://sweet.ge/wp-content/uploads/2012/01/043_008-150x150.jpghttp://sweet.ge/wp-content/uploads/2012/01/044_005-150x150.jpghttp://sweet.ge/wp-content/uploads/2012/01/045_005-150x150.jpghttp://feeds.feedburner.com/~r/sweetrealityblog/~4/NLhwUu1Rw2g ეწვიეთsweet.ge
×
×
  • შექმენი...