planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
სახალისო ვიდეო, ყვავი ფირფიტის დახმატებით სრიალებს დათოვლილ სახურავზე View the full article
-
http://s60.radikal.ru/i170/1201/78/16301e1178c7.jpg მარკ ცუკერბერგმა ახალი სათავო ოფისი გახნა კალიფორნიაში, ხოლო კედლებისა და ავეჯის მოხატვა ცნობილ კედლის ნახატებისა და გრაფიტის სპეციალისტ David Choe–ს დააავალა. გაეცანით ფოტოებს თუ როგორ გამოიყურება FB-ს ახალი სათაო ოფისი Menlo Park–ში. მარკის ლეპტოპი http://i007.radikal.ru/1201/86/54c68cfea66f.jpg http://s018.radikal.ru/i525/1201/4b/814933c34ca8.jpg http://s017.radikal.ru/i421/1201/37/5a70a88a06fe.jpg http://s41.radikal.ru/i093/1201/21/b16ff6f3b29e.jpg http://s017.radikal.ru/i422/1201/82/5b1beb86fe63.jpg http://s012.radikal.ru/i321/1201/bc/0556547f07b6.jpg რამოდენიმე ფიგურა თავად მარკ ცუკერბერგმაც მიახატა კედელზე View the full article
-
ავტორი დავით მხეიძე 17:06 03.01.2012 რადგანაც სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი «საამაყო მიღწევა» ის არის, რომ ჩვენი ახალგაზრდების უმრავლესობა საყველპურო რუსულთანაც კი მწყრალად არის, მათთვის «მოვთარგმნი» ქართულად წერილის სათაურად აღებულ ოსტაპ ბენდერის ცნობილ ფრაზას ილია ილფისა და ევგენი პეტროვის გენიალური რომანიდან «ოქროს კერპი»: «და აი, მე მილიონერი ვარ _ ასრულდა იდიოტის ოცნებები...». რამ გამახსენა მსოფლიოს უპირველესი აფერისტი და ავანტიურისტი ოსტაპ ბენდერი? რამ და, ბიძინა ივანიშვილის მიერ გადარიცხულმა მილიონებმა პარტნიორი პარტიების ანგარიშებზე. http://4.bp.blogspot.com/-UFIXYn-QNJA/Txrsm_zQ6mI/AAAAAAAAF-Y/DqGpWw6AooI/s200/na-vertile_330_228.jpgუფრო სწორად იმან, რომ, კობა ხაბაზის ინიციატივით მიღებული უკუქმედების ძალის მქონე კანონის გამო, თუ როგორი ფაციფუცით დაიწყეს ამ ფულის ათვისება, რამაც საზოგადოების უმრავლესობაში ცალსახად უარყოფითი ემოციები გამოიწვია... რა თქმა უნდა, საზოგადოებას ისიც კარგად მოეხსენება, რომ თანამედროვე პოლიტიკაში უფულოდ ვერაფერს მიაღწევ, მაგრამ ივანიშვილის გამოჩენამდე ოპოზიციის გახვრეტილ ჯიბეში, როგორც გენიალური ვასო გოძიაშვილი იტყოდა, «თაგვები რომ პოლკა-მაზურკას ტანცაობდნენ», ახლა კი ბიძინას ფულებით, პირველ რიგში, ძვირადღირებულ ჯიპებს ყიდულობენ, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია... რატომ? რატომ და ისევ ილფ-პეტროვს თუ დავიმოწმებთ: «ავტომობილი ფუფუნება კი არა, გადაადგილების საშუალებაა». თუმცა მაშინ, როდესაც ამას ამბობდნენ, ანუ დანჯღრეული «ანტილოპა გნუს» ეპოქაში, წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ დადგებოდა დრო, როდესაც ავტომობილი, ფუფუნების საგანიც გახდებოდა და პრესტიჟის ნიშანიც, რადგან, როგორც იტყვიან, მანქანაც არის და მანქანაც... ანუ სად ჩემი 19 წლის ფორდი და სად კობა დავითაშვილის «პრადო», «პოლნი ნავაროტებით და ბლატნოი ნომრებით»?! სწორედ ისეთ მრავალათასიან ჯიპებში ჩადეს ერთი ადგილი, რის გამოც ცოტა ხნის წინ მიშნაცების მაღალჩინოსანთ ამუნათებდნენ _ შედარებით იაფ მანქანებს აღარ კადრულობენ, საბიუჯეტო, ანუ ხალხის ფულს, ჰაიჰარად ხარჯავენო! ახლა მავანი მეტყვის, ესენი ბიძინას ფულებს ხარჯავენ და რა ჩვენი საქმეაო. არა, ბატონო! ასეთი მიდგომა მხოლოდ ბიძინას ქველმოქმედების მიმართ შეიძლება იყოს(?) სწორი, მაგრამ, როდესაც საქმე «ქართული ოცნების» დაფინანსებას ეხება, რომელსაც ასე სასოებით შეჰყურებს (ჯერ კიდევ შეჰყურებს) საქართველოს უმეტესი ნაწილი, დიახაც გვაქვს უფლება, ვიკითხოთ, თუ ვინ, რამდენს და რისთვის ხარჯავს! ეგეც არ იყოს, რამდენად ზნეობრივია, რომ ამ გაჭირვებულ-დამშეულ ქვეყანაში ივანიშვილის ხელგაშლილობით სარგებლობ და ქართულ ოცნებაზე უწინ საკუთარ ოცნებებს ისრულებ?! ან ნათესავი არა გყავს, ან გაჭირვებული ნაცნობი?.. შედარებით იაფი მანქანები გეყიდათ და დანარჩენი იმათთვის მიგეცათ ან სიონთან გაგევლოთ და მოწყალება გაგეღოთ... ამ მანქანების «საგაზე» უფრო ამაზრზენი ხელფასების წინსწრებით აღება, ანუ ერთი წლის თანხების ათვისების ამბავი იყო. სამწუხაროდ, საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა იმდენად ვერ არის პოლიტიკურად «გრამატნი», რომ, მიუხედავად გამხმარი კუჭისა და გახვრეტილი ჯიბისა, მიხვდეს, რომ ოპოზიციას ხელისუფლებაზე ნაკლები კი არა, ხშირად უფრო დიდი მადაც შეიძლება ჰქონდეს და ყველაზე მთავარი _ ხალხმა არ იცის, რომ ასეთი მადა იმიტომ აქვთ, რომ მთელი წლის მანძილზე «ხალხზე ზრუნვისგან» გამოფიტული ორგანიზმი ახალ წელს მაინც შეივსონ გოჭ-საცივ-გოზინაყის კალორიებით. იქ «რესპების დედოფალმა» თინა ხიდაშელმა დაახეთქა: 20 ათასი ავიღეო; აქ დავით ზურაბიშვილს ჰქონია ხელფასი «დესიტ ტიშიო». აქედან გამომდინარე, «რესპების» ისეთ ღლავებს, როგორებიც ძმები ბერძენიშვილები ან თინიკოს მეუღლე, დავით უსუფაშვილი არიან, ხომ აზრზე ხართ, რამდენი «ტიში» ექნებათ? მოკლედ, თბილისური ჟარგონით თუ ვიტყვით _ «обнаглели фраера», ანუ აგულავდნენ რა ჯერ კიდევ გუშინ პოლიტიკურ მორგში მყოფი «სვეტსკი ლიბერასტები». არადა, რომ არა ბიძინა ივანიშვილის უცნაური და მოულოდნელი არჩევანი (რის გამოც, რაც დრო გადის, სულ უფრო დრტვინავს ეროვნულ-ტრადიციულ-მართლმადიდებლური ღირებულებების სულისკვეთების ქართველი საზოგადოება), დღეს «რესპები» უკვე კაი ხნის ბალზამირებულები იქნებოდნენ და მალე ვინძლო პოლიტიკური ორმოციც გადაგვეხადა «მადლიერ» ქართველ ხალხს მათთვის. მაგრამ ყველას მაინც კობა დავითაშვილმა «მოუჯოკრა»: მეო, დასამალი არაფერი მაქვსო და საახალწლოდ გაახარა ცოლშვილი ჯერ ახალთახალი ჯიპით, მერე ადგა და საკუთარ თავს 5000-ლარიანი საახალწლო პრემიაც გამოუწერია. «პახოდუ პიესი», არც მისი ორკაციანი ხალხის პარტიის რაიონული შეფ-მოადგილეები დაივიწყა და, შესაბამისად, მათაც 1000 და 500 ლარებით მიულოცა ახალი წელი. მოკლედ, მადაც ამას ჰქვია, ძმაო! ჰოდა, მოდი და ნუ გაგახსენდება ის ცნობილი «ნავერტელე», რაშიც ერთ მარნეულელ თუ ბოლნისელ გოიმ მემწვანილეს «დვაცატ ტიში» შეაწერა, მაგრამ თურმე ჯერ სადა ხარ! აგერ ბიძინა ივანიშვილმა «მილიონ სჩემტო» არ ჩაურიცხა?! აქედან გამომდინარე, ამოცანა გვეკითხება: რამდენი ჯიპი და «ნავერტილე» მოუვა ხალხის პარტიის ბელადს «მილიონ სჩემტოთი»? პასუხის გაცემას ნუ იჩქარებთ, ერთი შეხედვით, უმარტივეს კითხვაზე, რადგან ეს პრაქტიკულად შეუძლებელია და აი რატომ: დავუშვათ, ჯიპებისა და ასეტრინის მიახლოებითი საბაზრო ფასი დავადგინეთ. იმასაც გაგიმხელთ, რომ ის «სჩემტო» 100 ათასია. მაშ, მეტი რა არის საჭირო? როგორც ყველასათვის ნაცნობი ტავარიშჩ საახოვი იტყოდა, «ა, ნეთ, თარაფიცა ნე ნადა», რადგან იმ «მილიონ სჩემტოს» ბუღალტერიც და მოლარეც თავად კობა დავითაშვილია, ანუ ხალხის პარტიის შეფის მადაზეა დამოკიდებული იმ ამოცანის ამონახსნი და გაიგე ახლა შენ, ხვალ რამდენ «ნავერტელეს» მიირთმევს, ანუ რამდენ შამფურ ზუთხის მწვადს გამოუყვანს წირვას ბატონი კობა, ზეგ კი «ლამბორჯინი დიაბლო» რომ მოუნდეს, რას შობი მერე? ჰა, ხომ ვიყავი მართალი, ჩემო მკითხველო _ არც ისე ადვილია «ნავერტელეს» ამოცანის ამოხსნა-თქვა! ჰო, მაშარაფის ხარჯებზე არაფერი მითქვამს... P.S. სახუმაროდ და საქილიკოდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე. «ქართული ოცნების», პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ საზოგადოების არც თუ უმნიშვნელო ნაწილში სკეპტიციზმი დღითიდღე მატულობს. სამწუხაროდ, ასეა ეს და ამის დაუნახაობა დღეს-ხვალ შეიძლება ისეთ დამარცხებად მოევლინოს ქვეყანას, როგორსაც ვერანაირი ოცნებები ვეღარ უშველის. კობა დავითაშვილის ნავერტელეს კიდევ აიტანდა კაცი, არც ზვიად ზიძიგურია დიდი უბედურება, მითუმეტეს _ ირაკლი ალასანია, რომელიც იქნებ ყველაზე მეტი სიმპატიით სარგებლობს საზოგადოებაში, მაგრამ რესპუბლიკელები? ერთი ქართული ანდაზის არ იყოს, «ვირს პიტნა ეჯავრებოდა და ცხვირში ტენიდნენო», ასეა ჩვენი და რესპების საქმე! ანუ ბოლო 20 წლის მანძილზე ქართველმა ხალხმა არაერთხელ უთხრა უარი რესპუბლიკელი ინტელექტუალების ლიბერასტულ იდეოლოგიას, რადგანაც ეს იგივეა, რაც თავისუფლების ინსტიტუტის (ან პირიქით? და მართლაც ვირები ვიქნებით, თუ მაგათ ოდესმე ვენდობით) იდეოლოგია. ამიტომაც ვერ ასცილებია მათი რეიტინგი 2-3 %-ს სამართლიან თუ გაყალბებულ არჩევნებში! ამიტომ ბატონ ბიძინას, უნდა თუ არა, მოუწევს, აუხსნას ქართველ საზოგადოებას, თუ რატომ გვტენის ცხვირში პიტნას. თუ არა და, ქართველი ერი მხოლოდ ბიძინას ხათრით მხარს ვერ დაუჭერს თავისუფლების ინსტიტუტის ყლორტებს (თუ პირიქით?), რესპუბლიკურ პარტიას! "საქართველო და მსოფლიო" http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/08/open-democracy.jpg თედო ჯაფარიძე გამოცდილმა ქართველმა დიპლომატმა თავისი ქვეყნის მშფოთვარე პოლიტიკურ სივრცეში შესვლა გადაწყვიტა. ეს ის მძიმე გადაწყვეტილება იყო, რომელიც უნდა მიმეღო, ამბობს თედო ჯაფარიძე. გასული წელი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის რთული გამოდგა. 2011 წლის დასაწყისშივე მძიმე გარემოებებში აღმოვჩნდი, გარემოებებში, რომლებიც ქართული მთავრობის დიპოლმატიურ და პოლიტიკურ შურისძიებას უფრო წააგავდა. ამ მოვლენათა კულმინაციად იქცა ჩემი დათხოვნა საქართველოს დიპლომატიური კორპუსიდან იმ დროს, როდესაც მე ჯერ კიდევ ვმუშაობდი შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრში (ICBSS). ჩემს დიპლომატიურ პასპორტთან განშორება ძნელი იყო, რადგან ქვეყანამ, რომლის სამსახურსაც ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები შევალიე, ეჭვქვეშ დააყენა არა ჩემი უნარები, ან გამოცდილება, არამედ ჩემი პატიოსნება. კარიერის შეცვლა პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ჩემი პატიოსნების ეჭვქვეშ დაყენება – უდიდესი პრობლემაა ჩემთვის. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, მე ოპტიმისტური განწყობისათვის ბევრი მიზეზი მქონდა: წვრილმან კორუფციას მთელი ძალით შეუტიეს, საგარეო პოლიტიკამ შეინარჩუნა არსებული მდგრადობა, ხოლო ეკონომიკა ტრანსპარენტული ხდებოდა. იმედისმომცემი ინოვაცია ჯანსაღ პოლიტიკური პროცესის უწყვეტობასთან თანაარსებობდა. აი, ეს მსურდა ყველაზე ძალიან, რადგან მე სულით ხორცამდე წარსულის გამოცდილების განცდით განმსჭვალული დიპლომატი ვარ და არა „რევოლუციისათვის გამოსადეგი მასალა“. თუმცა მოგვიანებით, გზადაგზა, ისეთი განცდა გამიჩნდა, რომ ამ მიმართულებას საკმაოდ ავცდით. დღევანდელი ქართული რეჟიმი სტაბილურია - სამწუხაროდ, ზედმეტად სტაბილური. ეს სტაბილურობა არ ეფუძნება espirit d’corps, არამედ გარანტირებულია და „გამაგრებულია“ იმით, რომ მუდმივად კონტროლდება თითოეული საჯარო გამოსვლა, მოსაზრება ან ქმედება, რომელიც, სულ ცოტა, შესაბამისობაში არ მოდის გაბატონებული პოლიტიკური კლასის, უფრო სწორად კი, პრეზიდენტის ხედვებთან და ნებასთან. მოკლედ რომ ვთქვათ – ეს არ არის იერარქიულად ჩამოყალიბებული რეჟიმი – ეს პერსონალურ ლოიალობაზე აგებული რეჟიმია და ჩემი პრობლემაც მის მიმართ სწორედ ამაში მდგომარეობს. მეგობრული ურთიერთობები მკაფიოდ ჩამოყალიბებულ განზრახვებს ეფუძნება. მე კი ახლა, მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში, განზრახული მაქვს ოპოზიციის რიგებს შევუერთდე, კონკრეტულად კი ბიძინა ივანიშვილს, ახალ სახეს საქართველოს საკმაოდ დანაღმულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე. ეს კი ჩემგან აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიიდან წამოსვლას მოითხოვდა, აკადემიიდან, სადაც მე ეს ბოლო თვეები ვმუშაობდა და რომელშიც მსოფლიო კლასის ბევრი ისეთი პროფესიონალი მუშაობს, რომ მათი მომართვა ჩემდამი – „კოლეგა“, ჩემთვის დიდი პატივი იყო. მაგრამ იქ დარჩენით, აშკარად შეიქმნებოდა ინტერესთა კონფლიქტის პრობლემა. მე ახლა, ცოტა არ იყოს დანაშაულის განცდით ვფიქრობ იმათზე, ვინც გვერდით დამიდგა ამ მძიმე დროს, როდესაც უმუშევარი დავრჩი და ეს საპასუხისმგებლო თანამდებობა მანდო, (განსაკუთრებით ეხება ეს ელჩს ჰაფიზ ფაშაევს, აკადემიის რექტორს და ჩემს ძალიან ახლო მეგობარს და თანამოაზრეს). მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ, მე ჩემი ქვეყნის ნაციონალური ინტერესებისადმი მსახურების ჟინით ვარ შეპყრობილი. მე თუ ახლა პოზიციას ხისტად არ გამოვხატავ, მაშინ ქვეყნისადმი მსახურებით აღსავსე ჩემი ცხოვრება, აზრს დაკარგავს. მინდა პირდაპირ გითხრათ – მე მხოლოდ „ნორმალურ ქვეყანაზე“ ვოცნებობ, ისეთზე, სადაც: არჩევნების წაგება დასაშვებია; სადაც ნაცვლად პირადი ლოიალობისა და ძალაუფლების პირველყოფილი გაყოფის ინსტინქტებისა, ადმინისტრაციული აპარატი აცნობიერებს სუბორდინაციული ჯაჭვის არსებობას და პასუხისმგებლობანი ცნობიერადაა გადანაწილებული; მე ვოცნებობ ისეთ საგარეო პოლიტიკაზე, სადაც საქართველო ჩვენი მოკავშირეებისადმი ლოიალობის მარტივი დეკლარირებით კი არ შემოიფარგლება, არამედ იმოქმედებს ჩვენი ნაციონალური ინტერესებისათვის და ზუსტად დაინახავს თავის როლს და ფუნქციას რეგიონში, იმის მაგიერ, რომ მუდმივად „პრობლემურ“ ქვეყნად განვიხილებოდეთ. აი ამ ნორმალური ქვეყნისთვის უნდა დავიკავო მე ცხადი პოზიცია, რაც ჩემს ცხოვრებაში პირველად არ ხდება. გზაში როგორი იქნება ჩემი როლი კონკრეტულად ამ ოპოზიციაში, ან მოსალოდნელ გარდამავალ პერიოდში, ზუსტად ჯერ არ ვიცი. ერთი რამ ცხადია: რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს იქნება საარჩევნო ჭიდილი, და არა რევოლუცია, ბრძოლა საქართველოსთვის და არა კონკრეტული პირების წინააღმდეგ, რადგან მიზანი ისაა, რომ ხელისუფლების დემოკრატიული გადაცემა და ეროვნული უსაფრთხოება ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს. ნებისმიერი ასეთი საარჩევნო გამარჯვების შემდეგ, ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს და არც ექნება არანაირ წმენდებს, არც ნულიდან ახალი საზოგადოების შექმნის განზრახვას და არც ნეობოლშევიკურ ფანტაზიებს სოციალურ ინჟინერიაზე. ჩემთვის ნორმალიზაცია ნიშნავს ჯანსაღ პოლიტიკურ მდგრადობას და აუცილებელ რეფორმებს. უნდა ვიზრუნოთ უძვირფასეს ადამიანურ რესურსებზე, რომლებიც საქართველოში აკუმულირდა 1990-იანი წლებში მოპოვებული დამოუკიდებლობისა და „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ; უნდა შევინარჩუნოთ ისეთი ინსტიტუტები და პროექტები, რომელთა გამოცდილებაც სანდოა; ახალი თვალით შევხედოთ იმას, რაც მოითხოვს უარყოფას ან ცვლილებას. მაგრამ შიში არ უნდა გახდეს პოლიტიკური ფაქტორი, როდესაც ცვლილება მართლაც აუცილებელია. როგორც უკვე გითხარით, მე არ ვარ „რევოლუციური მასალა“. მე ვიცი, რომ ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის მხოლოდ რთული მოგზაურობა როდი იქნება. უფრო მეტიც, მე არ ვარ ბოლომდე დაცული, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოსთვის არ არის ძალიან უცხო ოპოზიციონერების ცილისწამებისა და აშკარა დაშინების პრაქტიკა. მაგრამ მე მაინც უკეთესის იმედი მაქვს, იმიტომაც ჩავები ამ მომნუსხველ მოგზაურობაში, რომ ვიმედოვნებ და მჯერა, საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ უფრო სტაბილურ და უსაფრთხო მომავალს. მათ, ვინც ამ იმედებს იზიარებს, მე მათ მხარდაჭერას ვთხოვ. მათ კი, ვისთვისაც პოლიტიკური აქტივისტის როლი ჩემთვის უჩვეულოდ მოეჩვენება, გაგებას ვთხოვდი. ნება მომეცით კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი: ამ გადაწყვეტილებას არაფერი აქვს საერთო ჩემს პოლიტიკურ ამბიციებთან და ყველაფერი იმ იმედებთან არის დაკავშირებული, რომელსაც მე ჩემი ქვეყნის მომავალს ვუკავშირებ. ორიგინალი ორიგინალი
-
მცირედი (13 წამიანი) ვიდეომიმართვა იმ გოიმებს და ####ებს, რომლებმაც Youtube ახლახანს აღმოაჩინეს და ჯერ მისი მოხმარების ინსტრუქციას არ არიან გაცნობილნი. გენადი, ჩართე ფირი: Filed under: ვიდეო, რეალობა, vLog Tagged: გოიმი, ეროტიკა, ვაკე, ვეიქი, ვიდეო, მაივიდეო, მაიკა, პორნო, პრიკოლი, სოფიკო, ტყნაური, ქართველი გოგო ტყნაურობს, ღადაობა, ყვავა, ძუძ, ძუძუhttp://stats.wordpress.com/b.gif?host=bigcrow.ge&blog=187485&post=2274&subd=bigcrow&ref=&feed=1 View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/wall_street_journal.jpg ირა იოსებაშვილი ახლახანს ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა ის, რომ რუსეთის პემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა შეიძლება ვერ მოიპოვოს საკმარისი ხმები ოთხ მარტს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში. ერთ-ერთი გამოკითხვის თანახმად, პუტინი ვერ ახერხებს ხმათა 50%-ის მოგროვებას, რაც აუცილებელია პირველ ტურში გამარჯვებისთვის, მაშინ როდესაც სახელმწიფო სააგენტოს კვლევის მიხედვით, ყველაზე ძლევამოსილი რუსი პოლიტიკოსის მხარდაჭერის დონე ბოლო თვის განმავლობაში გაიზარდა – მოსახლეობის ნახევარზე მეტი მზადაა მხარი დაუჭიროს მას საპრეზიდენტო არჩევნებში – დეკემბერში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების და საპარლამენტო არჩევნების სადაო შედეგების მიუხედავად. ფონდ „საზოგადოებრივი აზრი“-ს გამოკითხვამ აჩვენა, რომ პუტინის კანდიდატურას მხარს დაუჭერდა ამომრჩევლების 45% თუკი არჩევნები უმალ ჩატარდება, რასაც მეორე ტური მოჰყვება. მაგრამ „სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევითი ცენტრის“ მონაცემებმა პრემიერისთვის უფრო ოპტიმისტური შედეგები აჩვენა – რესპონდენტთა 52%-ის თქმით, ისინი ხმას პუტინს მისცემენ. შესაძლოა, ფონდ „საზოგადოებრივი აზრის“ მიერ გამოქვეყნებული სხვა მონაცემები უფრო თვალსაჩინო იყოს, ის მონაცემები, რომელიც პასუხობს კითხვას „გაიზარდა თუ შემცირდა ამომრჩევლების ნდობა პუტინის მიმართ ბოლო თვის განმავლობაში?“. 2010 წელს, რესპონდენტების მხოლოდ 12% აცხადებდა პუტინისადმი ნდობის შემცირებაზე, მაგრამ შარშან მაჩვენებელმა მატება დაიწყო და პიკს ანუ 27%-ს დეკემბერში მიაღწია, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლების ფონზე. ბოლო კვლევების დროს, რომელიც 12-15 იანვარს ჩატარდა, რესპონდენტების 25%-მა განაცხადა, რომ პუტინს აღარ ენდობა. მაშინ როდესაც, სახელმწიფო სააგენტოს კვლევების თანახმად, პუტინის რეიტინგი, დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ 7 პუნქტით ამაღლდა, მისი ოპონენტების რეიტინგი უცვლელია. კომუნისტური პარტიის ლიდერ გენადი ზიუგანოვს მეორე ადგილი უკავია, მოიპოვა რა „სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევითი ცენტრის“ მონაცემებით, რესპონდენტთა 11%-ის მხარდაჭერა, რაც დეკემებრის მაჩვენებელზე 1%-ით მეტია, მაშინ როდესაც ვლადიმერ ჟირინოვსკი 9%-ით მესამე ადგილზეა. სახელმწიფო სააგენტოს კვლევის თანახმად, მილიარდერ მიხეილ პროხოროვის რეიტინგი („ნიუ-ჯერსი ნეთს“-ის მფლობელი“) 24 დეკემბრის გამოკითხვის შედეგთან, 4%-თან შედარებით 2%-მდე შემცირდა. „საზოგადოებრივი აზრის“ ფონდმა ოპოზიციაზე მსგავსი შედეგები აჩვენა. პუტინის მხარდაჭერის დონე შესაძლოა გაიზარდოს, განაცხადა პარასკევს „სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელმა იმ ვარაუდით, რომ ოთხი მარტის არჩევნებში პრემიერის რეიტინგმა შეიძლება 57%-ს მიაღწიოს. „სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევითი ცენტრის“ კვლევებში ცდომილების ზღვარი 3,4%. რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევებმა ვერ გამოვლინა სიზუსტე რუსული პოლიტიკის ხვეულებისა და ცვლილებების ილუსტრირებაში. ორიგინალი ორიგინალი
-
http://liberali.ge/sites/default/files/synergy_group_banner.gifLinks to http://www.synergy.ge/ge/index.php. liberali.ge
-
17:06 20.01.2012 მედიაგაერთიანების "სოლიდარობა - მედიის თავისუფლებისთვის" დამფუძნებლებმა მემორანდუმს ხელი მოაწერეს. 14-მა მედიასაშუალებამ შუალედური ხელმოწერა მედიაკავშირ "ობიექტივის" სტუდიაში დღეს გააფორმა. http://2.bp.blogspot.com/-HRdBGE35kkc/TxluUojYOxI/AAAAAAAAF-M/l9BkYfjhPCY/s200/mediagaertianeba.jpgროგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პრესის ასოციაციის ხელმძღვანელმა და გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა განუცხადა, მემორანდუმზე ხელმოწერის მსურველ ორგანიზაციებს ვადა 1 თებერვლამდე აქვთ, რის შემდეგაც, მასთან შეერთება მხოლოდ მემორანდუმზე ხელმომწერი ყველა მედიასაშუალების თანხმობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. მედიაგაერთიანებამ, "სოლიდარობა - მედიის თავისუფლებისთვის" მემორანდუმი 9 იანვარს გამოაქვეყნა. "ჩვენ, ამ მემორანდუმზე ხელისმომწერი მედიაორგანიზაციები – "ასავალ-დასავალი", "ალია ჰოლდინგი", ტელეკომპანია "მაესტრო", "მედიაპალიტრა", "ვერსია", "პრესაგე.ტვ", "ობიექტივი", "რეზონანსი", "ღია ბოქლომი", "საქართველოს ხმა", ვაცხადებთ, რომ საქართველოში 2003 წლიდან დღემდე ხელისუფლება მიზანმიმართულად ზღუდავდა და ზღუდავს თავისუფალი მედიასაშუალებების (ტელე-რადიო და ინტერნეტმაუწყებლები, გაზეთები, ჟურნალები, საინფორმაციო პორტალები) საქმიანობას და დამოუკიდებელი მასმედიის კონტროლის მიზნით, იყენებდა და იყენებს ფინანსური, ფსიქოლოგიური, მორალური და პოლიტიკური ზეწოლის მეთოდს. აქედან გამომდინარე, ვთანხმდებით - მემორანდუმის ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში დავაფუძნოთ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელშიც პირადი სურვილის საფუძველზე გაწევრიანდება ქვეყანაში მოქმედი ყველა დამოუკიდებელი მედიასაშუალება, მათი უშუალო მფლობელების, გამომცემლების, რედაქტორებისა და ჟურნალისტთა კორპუსის მონაწილეობით. მემორანდუმის ხელმომწერი მედიასაშუალებების საქმიანობის მთავარ ამოცანად ვსახავთ ერთ კონკრეტულ მიმართულებას - არასამთავრობო ორგანიზაციაში შემავალი მედიაორგანიზაციების დაცვას ხელისუფლების უკანონო ქმედებისაგან, ხოლო რომელიმე წევრი მედიასაშუალების წინააღმდეგ ხელისუფლების უკანონო მოქმედებების, ზეწოლის, თავდასხმის შემთხვევაში, ვიზიარებთ პასუხისმგებლობას, არასამთავრობო ორგანიზაციაში შემავალმა მედიასაშუალებებმა ვიმოქმედოთ ერთობლივად, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ ვთანხმდებით, რომ რომელიმე ერთ მედიასაშუალებაზე თავდასხმა აღვიქვათ, როგორც სხვა დანარჩენებზე თავდასხმა. გაერთიანება სოლიდარობის პრინციპით იცავს მხოლოდ მასში შემავალ წევრ–ორგანიზაციებს. მედიაგაერთიანება არაწევრი მედიაორგანიზაციების დაცვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ინდივიდუალურად. ჩვენი მემორანდუმი ღიაა საქართველოში მოქმედი ყველა დამოუკიდებელი მედიასაშუალებისათვის, რომელიც იზიარებს საფრთხის შემთხვევაში საერთო, სოლიდარული მოქმედებების პრინციპს, რაშიც ვგულისხმობთ - საერთო ტაქტკისა და სტრატეგიის შემუშავებას საფრთხის ქვეშ მდგომი მედიასაშუალების დასაცავად, საინფორმაციო კამპანიის უზრუნველყოფას, მშვიდობიანი მანიფესტაციების, მიტინგების, საქველმოქმედო და სხვა ტიპის აქციების ორგანიზებას, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საელჩოებთან კომუნიკაციის დამყარებას, მოქმედებების დაგეგმვასა და განხორციელებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ევროსტრუქტურებში, უფლებადაცვით და ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომელთა ოფისებიც განთავსებულია ბრიუსელში, სტრასბურგში, პარიზსა და ჟენევაში; მემორანდუმზე ხელმოწერა მოხდება 2012 წლის 1 თებერვალს, დღის 13:00 საათზე, მედიაკავშირ "ობიექტივის" დიდ დარბაზში. მედიაგაერთიანებაში გაწევრიანება ხდება ყველა დამფუძნებელი მედიაორგანიზაციის თანხმობით. თუ რომელიმე გაზეთს, ჟურნალს, ტელე და რადიო არხს, ინტერნეტპორტალს, მედიაგაერთიანებაში გაწვრიანების სურვილი გაუჩნდება 2012 წლის 1 თებერვლის შემდეგ, გაერთიანებაში შემავალი მედიასაშუალებები ამ წინადადებას განიხილავენ და გადაწყვეტილებას ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე მიიღებენ. ამასთან, გამოყენებული იქნება ვეტოს პრინციპი. გაერთიანებაში შემავალი ერთი რომელიმე წევრი მედიაორგანიზაციის უარის შემთხვევაში, არ მოხდება ახალი წევრის მიღება, ხოლო ორგანიზაციიდან წევრთა გარიცხვის საკითხი გადაწყდება წესდების თანახმად, ხმათა უმრავლესობით. წარმოდგენილ მემორანდუმთან შემოერთების შემდეგ, კონკრეტული მედიასაშუალებები დააფუძნებენ პროფილურ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც შეიმუშავებს წესდებას, დააკომპლექტებს ორგანიზაციულ სტრუქტურას და განახორციელებს საქმიანობას", - ნათქვამია მემორანდუმში. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
В 15-страничном документе, отразившем тезисы его программы, миллиардер рассказал, какие блага увидит Россия при нем, в отличие от того негатива во всех сферах, который появился при Путине. Первые же разделы отвечают всем самым главным требованиям вышедшего протестовать в Москве среднего класса. Эксперт рассказал, как Прохоров может добиться третьего места на выборах. newsru
-
14:49 20.01.2012 ქუჩა არ არის სასაკლაო! ნუ ნადირობთ ქუჩაში! აქ ბავშვები თამაშობენ, უფროსები - ნადირობენ! ასეთი შინაარსის ტრანსფარანტები გამოიტანეს დღეს ზუგდიდელებმა ქალაქის ცენტრში, სადაც რამდენიმე დღის წინ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა შინაური ცხოველები, კერძოდ ღორები ცეცხსასროლი იარაღით დახოცეს. http://1.bp.blogspot.com/-yqMNbRI8XKg/TxlGuafU3_I/AAAAAAAAF90/M-tSnHarm4w/s200/get_img.jpgაქციის ორგანიზატორმა მოქალაქე გოჩა ლაგვილავამ ზედამხედველობის სამსახურს მოუწოდა შეცვალოს შინაური ცხოველების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები. ქუჩაში გამვლელი რიგითი მოქალაქეების მსგავსად, აქციის მსვლელობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ლევან მესხიაც აკვირდებოდა. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას შინაური მაწანწალა ცხოველების ცეცხსასროლი იარაღით დახოცვის ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტგამოცემა „ლაივპრესმა“ გაავრცელა. სწორედ ამ კადრების გავრცელების შემდეგ გადაწყვიტეს მოქალაქეებმა მშვიდობიანი აქცია მოეწყოთ ზუგდიდის ბულვარში. livepress.ge http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/france-243.jpg სსრკ-ს დაშლიდან 20 წელი გავიდა. საქართველოს მგზნებარედ პრო-დასავლური მთავრობა საბჭოთა კავშირს რეპრესიულ დიქტატურად მიიჩნევს და ცდილობს მისი მემკვიდრეობა აღმოფხვრას. მაგრამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციას, ალბათ, დისკომფორტს უქმნის ის ფაქტიც, რომ სსრკ-ს ყველაზე ცნობილი ლიდერი იოსებ სტალინი წარმოშობით ჯუღაშვილი იყო და 1878 წელს პროვინციულ ქართულ ქალაქში, გორში დაიბადა. 2010 წელს ხელისუფლებამ აიღო სტალინის უზარმაზარი ბრინჯაოს სკულპტურა, რომელიც 1952 წლიდან იდგა გორის მთავარ მოედანზე. მაგრამ იმავე მოედანზე პირქუში სახელმწიფო მუზეუმი, რომელიც სავსეა ყოფილი საბჭოთა ლიდერის ძველი პორტრეტებით, ფოტოსურათებით და სამახსოვრო ნივთებით, ტურისტების მოსაზიდად, ისევ ღიაა და გზაზე, რომელზეც ეს მუზეუმი დგას, ისევ ნახავთ წარწერას ”სტალინის გამზირი”. რამდენიმე ათეული პენსიონერი აქ ყოველ წელს მოდის საბჭოთა კავშირის ყველაზე ცნობილი ლიდერის მოსაგონებლად, მაგრამ მათი ნოსტალგია წინააღმდეგობაში მოდის მთავრობის პოზიციასთან, რომლის თანახმადაც სტალინი მასობრივი მკვლელობის ავტორია, ხოლო სსრკ რეპრესიული რეჟიმი, და მას 7 ათეული წლის მანძილზე ოკუპირებული ჰყავდა საქართველო. “საბჭოთა კავშირის დაშლა მართლაc საზეიმო რამაა, უდიდესი ისტორიული მოვლენა, რომელმაც საქართველო გაათავისუფლა,” ამბობს პარლამენტარი მმართველი პარტიიდან, პეტრე ცისკარიშვილი. წელს მიღებული კანონით, საბჭოთა სიმბლოების საჯაროდ გამოყენება და ყოფილი კომუნისტებისა და სუკის ჩინოვნიკების თანამდებობაზე დანიშვნა იკრძალება. დაწესდა ასევე ”საბჭოთა ოკუპაციის დღე” – ამ დღეს აღინიშნება წითელი არმიის ინტერვენცია საქართველოში 1921 წელს, რის შედეგადაც დამოუკიდებელი საქართველო იძულებით შეიყვანეს სსრკ-ში. ”მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა მისი მჩაგვრელის სიმბოლოებისგან გავათავისუფლოთ,” ამბობს ცისკარიშვილი. ეს განწყობა უკიდურეს კონტრასტშია საქართველოს ყოფილი საბჭოთა პატრონის, მოსკოვის განწყობებთან. რუსეთის ლიდერები სსრკ-ს ისე ეთაყვანებიან, როგორც უდიდეს ქვეყანას, რომელსაც თანამედროვე სამყაროში ანალოგი არა ჰყავს. საქართველოს ხელისუფალნი ღიად აცხადებენ, თუ როგორი ტიპის გმირი ურჩევნიათ – მათ გასულ წელს თბილისში აშშ-ს პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის ძეგლი აღმართეს და თბილისშივე მთავარ ქუჩას აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის სახელი ჰქვია. მაგრამ ზოგიერთი ანალიტოკოსის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ცდილობს ნატოში გაწევრიანებას და ევროპასთან უფრო მჭიდროდ ინტეგრირებას, საბჭოთა ყაიდის ცნობიერებიდან დასავლურ მენტალიტეტზე გადასვლისათვის პატარა კავკასიურ ქვეყანას დრო დასჭირდება. ”საქართველო, როგორც სახელმწიფო და მისი მთავრობაც მთლიანად გაემიჯნა საბჭოთა მემკვიდრეობას. მაგრამ მენტალიტეტის დონეზე საბჭოთა მემკვიდრეობა ჯერ ჩანს საზოგადოებაშიც და ცალკეულ პიროვნებებშიც”, ამბობს თორნიკე შარაშენიძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის თანამშრომელი. კრემლის მმართველობა საქართველოში 1991 წელს დასრულდა, მაგრამ საქართველოს ყოფილ მებატონეებს იმაში სდებენ ბრალს, რომ მას შემდეგ, რაც ორი პრომოსკოვური მემაბოხე პროვინცია მოსწყდა, საქართველოს და რუსეთს 2008 წელს საქართველოსთან ხანმოკლე ომი ჰქონდა, ისინი რეგულარულად ცდილობენ კონტროლის დაბრუნებას. ”მენტალურად და პოლიტიკურად რუსეთი ვერ ურიგდება იმ ფაქტს, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და მუდმივად ცდილობს ძირი გამოუთხაროს ჩვენს სუვერენიტეტს,” ამბობს პარლამენტარი პეტრე ცისკარიშვილი. მაგრამ რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი საქართველოს ისტორიის გადაწერის მცდელობაში სდებს ბრალს, იმაში, რომ ქართველები ნაჩქარევად ცდილობენ სსრკ-ს აჩრდილების გაძევებას. ”ეს კიდევ ერთი მცდელობაა იმისა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხების მეხსიერებიდან ამოშალონ ხსოვნა მათი საერთო წარსულისა და გმირული ისტორიის შესახებ,” განაცხადა პუტინმა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ 2009 წელს დაანგრია მეორე მსოფლიო ომის საბჭოთა მემორიალი. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტის, შარაშენიძის მტკიცებით ”საქართველოში საბჭოთა წარსულის ნოსტალგია არ არსებობს”, ზოგიერთი პენსიონერი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სიღატაკეში აღმოჩნდა, დღესაც თბილად იხსენებს კომუნისტურ პერიოდს და იმჟამინდელ სოციალურ სისტემას. წელს, დიქტატორის პატარა აგურის სახლთან, იქ, სადაც მან ბავშვობა გაატარა, დაახლოებით 70 მოხუცებული კომუნისტი შეიკრიბა იმ კაცის გასახსენებლად, რომელსაც ისინი ”დიდ სტალინს” უწოდებენ. მათ თან წითელი დროშები, თაიგულები და მათი კერპის პორტრეტი მოჰქონდათ. „რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის დაშლა ტრაგედია იყო. ჩვენ სოციალიზმის დროს კარგად ვცხოვრობდით, უკეთესად, ვიდრე ახლა,” ამბობს ადგილობრივი კომუნისტი მერაბ კირთაძე. მაგრამ მცირერიცხოვან ქართველ კომუნისტებს არც პოლიტიკური გავლენა შერჩათ და არც ხალხის მხარდაჭერა. სტალინის ასაკოვანი მხარდამჭერები, რომლებიც ყოველ წელს იკრიბებიან გორში, სულ უფრო მეტად ემსგავსებიან იმ წარსულის რელიქტებს, რომლის უკან მოტოვებაც უნდა მათ ქვეყანას. მათთვის საბჭოთა პერიოდი ოქროს ხანაა, ხოლო მათი თანამემულე ძლევამოსილი და გამარჯვებული ლიდერი. ”სსრკ დიდებული იმპერია იყო, ხოლო სტალინი მისი უდიდესი გმირი,” განაცხადა მერაბ კირთაძემ დიქტატორის დაბადების დღის აღნიშვნისას. ”ჩვენ არასდროს დავივიწყებთ მის სახელს და ყოველთვის დავაფასებთ მის ხსოვნას.” AFP ორიგინალი ორიგინალი
-
http://www.polity.ge/images/catalog/culture/merab-kuchuxidze-2.jpgსანჩო პანსა გაკვირვებული მიყურებს – იდალგოს ბრძანებას თუ ელოდება, შეუტიეო. ფოტოაპარატით „შეიარაღებული“ და ჩანთამოკიდებული, ალბათ გადამთიელი გოლიათი ვგონივარ. დონ კიხოტი კი შემოხედვის ღირსადაც კი არ მთვლის და უზარმაზარშუბჩაბღუჯული სადღაც, ჰორიზონტისკენ, იყურება - პირდაპირ და ოდნავ მარჯვნივ. მეც, სანამ იმ უზარმაზარი შუბით მომდგებიან, ოდნავ ვშორდები მათ და იქვე მდგარ ფიფქიას ვუახლოვდები, ჯუჯებით გარშემორტყმული მორცხვად რომ იღიმება. ის არის, ვეკითხები, ფოტოს გადაღება თუ შეიძლება მეთქი, რომ გვერდითა ოთახიდან პაპა კარლო გამოდის – რამდენიც გინდა გადაიღეო – ნებას მრთავს. polity.ge
-
Пресс-секретарь Путина подтвердил готовность премьера к встрече с протестующими, но в его графике такой план не отражен, да и те еще к нему не обращались. У оппозиции другой взгляд на предмет: Путин приглашает, но не так, как надо. Тем временем в мэрию столицы подана заявка на шествие 50 тысяч человек, уже вызывавшее многочасовые дискуссии. newsru
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png ჯოშუა კუცერა ამ წლის შემოდგომაზე რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიის, სომხეთის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე სამხედრო წრთვნების სერიას ჩაატარებს. არსებული ინფორმაციით, მანევრები აშშ-ისრაელის მხრიდან ირანზე შესაძლო დარტყმების განხორციელების შემთხვევაში საბრძოლო წრთვნების ფარგლებში გაიმართება. წრთვნები „კავკასია – 2012“ სექტემებრში ჩატარდება და არა ოპერატიულ-ტაქტიკური, არამედ სტრატეგიული ხასიათის იქნება (ამოცანების დამუშავებაში მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ ყველა სახის შეიარაღებული ძალები, არამედ სხვა ძალოვანი სტრუქტურებიც). გარდა ამისა, ამ წრთვნებში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სეპარატისტული ტერიტორიების შეიარაღებულ ძალთა წარმომადგენლები. ის, რომ მანევრების მიმდინარეობის დროს ერთ-ერთი მიზანი დაზვერვის, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის და არმიისთვის ზურგის უზრუნველყოფის ღონისძიებათა დამუშავებაა, იმის ვარაუდის საფუძველს ილევა, რომ რუსეთი მანევრების პროგრამას აშშ-ისრაელის მხრიდან ირანის წინააღმდეგ შესაძლო ომის გათვალისწინებით ამუშავებს, წერს რუსული „ნეზავისიმაია გაზეტა“: „როგორც სამხედრო პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი პოლკოვნიკი ანატოლი ციგანოკი ვარაუდობს, „სტრატეგიული წრთვნების „კავკასია 2012“ წლისთვის მოსამზადებელი ღონისძიებები, როგორც ჩანს, უკვე დაწყებულია, დიდწილად სამხედრო დაძაბულობის მატების გამო სპარსეთის ყურის ზონაში“. „ირანის წინააღმდეგ შესაძლო ომში, შეიძლება სამხრეთ კავკასიის ზოგიერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანაც იქნას ჩათრეული. როგორ შეიძლება ასეთ შემთხვევაში უცხოეთში, მაგალითად სომხეთში დისლოცირებული რუსული არმიის ნაწილების ქმედუნარიანობის უზრუნველყოფა? როგორც ჩანს, გენერალური შტაბი დაგეგმავს გარკვეულ სამეთაურო-საშტაბო ღონისძიებებს, მათ შორის კრიტიკულ სიტუაციებში ჯარების ზურგიდან მომარაგების უზრუნველყოფას“, – ამბობს ექსპერტი“. ამ თეორიის რეალურობაზე მიუთითებს ასევე მანევრებში „მილსადენური ბატალიონის მონაწილეობა“, რომლის ამოცანებშიც ჯარისთვის საწვავ-საპოხის მიწოდების უზრუნველყოფაა. ამ წრთვნების ამოცანების მიუხედავად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მას კატეგორიულად აპროტესტებს: „რუსეთი მიზანმიმართულად ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაჩქარებულ მილიტარიზაციას, ავითარებს სამხედრო ინფრასტრუქტურას და იქ შეტევითი ხასიათის შეიარაღება შეაქვს, ცდილობს რა პერმანენტული დაძაბულობის პროვოცირებას საქართველოსთან და შავი ზღვის რეგიონში ზოგადად. საერთაშორისო თანამეგობრობამ ყურადღება უნდა მიაქციოს იმ ფაქტს, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკა არ შეცვლილა. ის განაგრძობს აგრესიულ ქმედებებს, მათ შორის სამხედრო ძალის დემონსტრირებას და პროვოკაციებს. რუსეთი დესტაბილიზაციის და ნეგატიური მოვლენების წყაროა საერთაშორისო არენაზე“. იმავდროულად, სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, აზერბაიჯანი არ იშლის თავის აგრესიულ (კავკასიის სტანდარტებითაც კი) რიტორიკას სომხეთის მიმართ: „აზერბაიჯანი იძენს თანამედროვე შეიარაღებას იმისთვის, რომ შესაძლებლობა ჰქონდეს სწრაფად და მინიმალური დანაკარგებით დაიბრუნოს კონტროლი სეპარატისტულ მთიანი-ყარაბახის რეგიონზე, თუკი მეზობელ სომხეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკებები ჩაიშლება, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. მიმდინარე წელს თავდაცვაზე ხარჯები 1,8 პროცენტით გაიზრდება და 3,47 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც ალიევის თქმით, სომხეთის მთელ სახელმწიფო ბიუჯეტს აჭარბებს. „ეს „გაყინული“ კონფლიქტი არ არის და არც არასდროს იქნება“, – განაცხადა 17 იანვარს ალიევმა სახელმწიფო ტელევიზიის AzTV-ს ეთერში“. მოახდენს თუ არა ომი ირანში მთიანი რაიმე გავლენას ყარაბახის სიტუაციაზე? მოკლედ, დიდი გაუგებრობაა. ორიგინალი ორიგინალი
-
http://www.polity.ge/images/catalog/scitech/science/arqeologebi_1.jpghttp://www.polity.ge/images/catalog/scitech/science/arqeologebi_3.jpghttp://www.polity.ge/images/catalog/scitech/science/arqeologebi_4.jpgუკვე ოთხი თვეა, რაც აბანოთუბნის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს. წითელი ლენტით შემოკავებული ტერიტორია, გათხრილი ორმოები, ქვების აუარებელი გროვა და საშინელი ტალახი. აი, ასეთი სურათი მხვდება იქ მისულს. polity.ge
-
სრული ტექსტი liberali.ge
-
http://www.polity.ge/images/catalog/culture/literature/dochanashvili.jpgარ უყვარს ორი სიტყვა, ჟურნალისტი და ინტერვიუ . . . დაგვთანხმდა მხოლოდ იმიტომ, რომ სტუდენტი ჟურნალისტი ვარ. შეხვედრა თბილი მიღებით იწყება. . . polity.ge
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/bloomberg.jpg ელენა ბედველი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის ამერიკელ კოლეგა ბარაკ ობამასთან მოლაპარაკებებს ვაშინგტონში 30 იანვარს გამართავს, განაცხადა სააკაშვილის პრესსპიკერმა. შეხვედრა საქართველოს და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 20 წლისთავს აღნიშნავს, განაცხადა სპიკერმა მანანა მანჯაგალაძემ სატელეფონო საუბარში დღეს თბილისში. ობამა „დაადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი შეერთებული შტატების მხარდაჭერას“, ნათქვამია თეთრი სახლის ელექტრონულ განცხადებაში, რომლის თანახმად, ლიდერები განიხილავენ ასევე საქართველოს წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებს და 2013 წლისთვის დანიშნულ საპრეზიდენტო რბოლას. ორიგინალი ორიგინალი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/afp_logo.jpg ვაშინგტონი – შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ქართველ კოლეგა მიხეილ სააკაშვილს 30 იანვარს უმასპინძლებს მოლაპარაკებებისთვის, რომელიც საკვანძო საკითხებზე, მათ შორის ავღანეთზე წარიმართება, განაცხადა თეთრმა სახლმა. ოვალურ კაბინეტში შეხვედრა ორ ქვეყანას შორის იმ დიპლომატიური ურთიერთობების 20 წლისთავზე იმართება, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მხარდაჭერისა და მოსკოვის გავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევის საქმეში ამ არასტაბილურ რეგიონში. პრეზიდენტები „განიხილავენ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შემგომ განმტკიცებას თანამშრომლობის გაღრმავებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ტურიზმი, ენერგეტიკა, მეცნიერება, განათლება, კულტურა და უსაფრთხოება“, ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. ამ დოკუმენტის შედეგად, რომელიც 2008 წლის აგვისტოში, მოსკოვს და თბილისს შორის აჯანყებული რეგიონების სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ირგვლივ გაჩაღებული ხუთდღიანი ომის შემდეგ გაფორმდა, მკვეთრად გაიზარდა შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს ფინანსური დახმარება. თეთრი სახლის განცხადებით, ობამა „ხაზს გაუსვამს თავდაცვის სფეროში საქართველოსთან ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელობას, მათ შორის საქართველოს არსებით წვლილს ავღანეთის საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციაში“. გასულ თვეში, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ავღანეთში კონტიგენტის თითქმის გაორმაგებას, რამაც ეს ქვეყანა თავისი 1700 კაციანი კონტიგენტით – ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან ყველაზე დიდ კონტიბუტორად აქცია. რუსეთმა 2008 წლის ომის შემდეგ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა – ნაბიჯი, რომელიც საქართველოს დასავლელმა მოკავშირეებმა დაგმეს და რომელსაც მხოლოდ რამდენიმე სახლემწიფომ მიბაძა. 30 იანვარს ობამა „დაადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი შეერთებული შტატების მხარდაჭერას“, დასძენს თეთრი სახლი. შესაძლო დათბობის ნიშნად ნოემბერში, თბილისმა და მოსკოვმა მათთვის უჩვეულოდ, საბოლოოდ მიაღწიეს ისეთ შეთანხმებას, რომელმაც რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგნიზაციაში გაწევრიანების გზაზე თვრამეტწლიანი მცდელობის შემდეგ ბოლო დაბრკოლება მოუხსნა. იმავდროულად, შეერთებულმა შტატებმა უკმაყოფილება გამოთქვა საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების ნელი ტემპის გამო. სააკაშვილმა, რომელსაც ოპონენტები დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფასა და ხელისუფლების ცენტრალიზებაში სდებენ ბრალს, პირობა დადო, რომ რეფორმების პროცესს განაგრძობდა. ობამა და სააკაშვილი ერთმანეთს ბოლოს 2011 წლის იანვარში შეხვდნენ ვაშინგტონში, ვეტერანი ამერიკელი დიპლომატის რიჩარდ ჰოლბრუკის დაკრძალვაზე. ორიგინალი ორიგინალი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png გიორგი ლომსაძე საქართველოს ყველაზე მდიდარმა დიასახლისმა ოჯახურ კერასა და სახლზე ზრუნვა გვერდზე გადადო და პოლიტიკურ სცენაზე ხმაურით გამოვიდა. გზა მიეცით ეკატერინე ხვედელიძეს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსად გადაქცეული მილიარდერის მეუღლეს. ადრე არც ისე ცნობილი ხვედელიძე, გასულ კვირას ივანიშვილის ”ქართული ოცნების” სახელით ცნობილი პოლიტიკური არმიის მთავარსარდალი გახდა. ამ მოძრაობას იმედი აქვს , რომ წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ სააკაშვილის გაერთიანებულ ნაციონალურ მოძრაობას პანჩურს ამოჰკრავს. ივანიშვილი თავად ვერ უძღვება თავის პოლიტიკურ მოძრაობას, რადგან მთავარობამ მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამორთვა. მიზეზად კი ის მოიტანა, რომ რუსეთის და საფრანგეთის მოქალაქეობა, არღვევს საქართველოს კანონს მოქალაქეობის შესახებ. საქართველოს მოქალაქეობა ხვედელიძესაც ჩამოართვეს, მაგრამ გასულ თვეს კვლავ აღუდგინეს და მისი პოლიტიკური კარიერაც დაიწყო. „ჩემი ცოლი ჩემი უახლოესი მეგობარი და მრჩეველია“, – განაცხადა 11 იანვარს ივანიშვილმა, რომელიც, როგორც ჩანს, პოლიტიკას ოჯახური ბიზნესივით უდგება. თავიდან, მან ფსონები 19 წლის ვაჟზე, უტაზე დადო, მაგრამ მერე მისი ასაკის გამო საოჯახო საბჭომ არჩევანი ხვედელიძეზე შეაჩერა. ამრიგად, დედასაც, მამასაც და ბაშვებსაც თავისი როლი აქვთ ”ქართულ ოცნებაში”. ივანიშვილის მეორე ვაჟი, ბერა ცნობილი რეპერია და მოძრაობისთვის საჭირო მუსიკალურ ნაწარმოებებსაც წერს. „ყველანი საიდანღაც ვიწყებთ“, – განუცხადა მეუღლის გვერდით მდგომმა ხვედელიძემ ჟურნალისტებს, „იმედია, ამჟამინდელი მთავრობა რაიმე კანონს არ გამოიგონებს, რომელიც ქმარს ჩემთვის რჩევის მოცემას აუკრძალავს.“ ამ პოლიტიკურ დებიუტს პრო-სამთავრობო სატელევიზო არხების მხრიდან ავსიტყვაობის თავშეუკავებელი ნაკადი მოჰყვა. „სამზარეულოდან პოლიტიკაში“ – ასეთი იყო „რეალ-TV“-ის სიუჟეტის სათაური, რომელშიც ივანიშვილის არჩევანს დასცინოდნენ. თუმცა ამ სიუჟეტებში ერთი საფუძვლიანი მომენტი იყო განხილული. ხვედელიძეზე შეჩერებული არჩევანი იმას გულისხმობს, რომ ივანიშვილის ნდობა პოლიტიკური თანამოაზრეების მიმართ არც ისე დიდია. დაბალი რეიტინგის მქონე სხვადასხვა პოლიტიკური პარტია და მათი ლიდერები მილიარდერს იმ იმედით მიეწებნენ, რომ ძალაუფლების მოპოვება გაუიოლდებოდათ. მაგრამ ივანიშვილის გუნდის მართვის მისია არც ერთ მათგანს არ მიანდეს. როგორც ჩანს, საკვანძო პოსტები და გადაწყვეტილებები ყველაზე უძვირფასეს და უსაყვარლესს დარჩება. ორიგინალი ორიგინალი
-
რატომ მიყვარს Ebay? იმიტომ, რომ იქ უამრავი ფინწიკლუშკის ძალიან იაფად გაჩითვა შეიძლება. ძალიან მეშლება ნერვები იმაზე, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არ არის ფეიფალი ოფიციალურად შემოსული და მეც “ლევი” გზებით მაქვს მოპოვებული იბეიზე შოპინგის შესაძლებლობა. რაც ყველაზე მთავარია, შესაძლებელია სხვადასხვა იუზერების მიერ შედგენიილ ნაკრებების ყიდვა. ალბათ გახსოვთ სულ რაღაც $50-ად შეძენილი დაახლოებით 300 დოლარის ღირებულების სკრეპბუქის მასალები. ამჯერად უფრო დიდი შოკისთვის მოემზადეთ. გუშინ კოსმეტიკა და მაკიაჟის ნაკრებები საოცარ ფასად შევიძინე. http://sweet.ge/wp-content/uploads/2012/01/makeupbags.jpg 24 ნივთი – $15, ტრანსპორტირება – $10 http://sweet.ge/wp-content/uploads/2012/01/cosmetics-bag.jpg კოსმეტიკის ჩანთა/ჩანთის ორგანაიზერი – $3. ტრანსპორტირება – უფასო http://sweet.ge/wp-content/uploads/2012/01/cosmeticslot.jpg ბევრი კოსმეტიკა – $10.5, ტრანსპორტირება – $8.5 http://sweet.ge/wp-content/uploads/2012/01/Tracy-Reese-for-Clinique.jpg TRACEY REESE FOR CLINIQUE - $20, ტრანსპორტირება – $7,99 http://sweet.ge/wp-content/uploads/2012/01/estee.jpg Estee Lauder, ყველაფერი $28, ტრანსპორტირება $2 ამ ყველაფერს ცხადია მე მარტო ვერ გამოვიყენებ. ამიტომ ძირითადად Giveaway-ებზე გავათამაშებ ბლოგზე და Pink.ge-ზე. ნეტავ ეს ყველაფერი ადგილობრივ კოსმეტიკის მაღაზიებში რომ მეყიდა რა დამიჯდებოდა? http://feeds.feedburner.com/~r/sweetrealityblog/~4/X7aBUI0iQzM ეწვიეთsweet.ge