Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://saqinform.ge/images/stories/analitics/xvedeliZe.jpgთბილისი, 25 იანვარი, საქინფორმი. პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ აპირებს, გაასაჩივროს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს – ეკატერინე ხვედელიძეს, საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა. <span style="font-size: 10pt;" />პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის გასაჩივრების ვადა 24 იანვარს ამოიწურა. საქინფორმი
  2. Президент приехал на факультет повторно: первый визит закончился скандалом. К новой встрече постирали шторы и собрали студентов, которых прежде задерживали. Медведев ответил смелому юноше, не боится ли он казни, как Саддам Хусейн. Президент готов встретиться с оппозицией, но "объясняться" не намерен. newsru
  3. http://saqinform.ge/images/stories/analitics/treningi-saia.jpgთბილისი, 25 იანვარი, საქინფორმი. პარლამენტის ორგანიზაციული სტრუქტურა, სპეციალური პროცედურები, რეგლამენტი, ინფორმაციის წყაროები და საკანონმდებლო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განიხილეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მიერ ორგანიზებულ ტრენინგში მონაწილე ჟურნალისტებმა. <span style="font-size: 10pt;" />„საკანონმდებლო პროცესი და მონაწილეობა“ – ტრენინგი, რომელშიც აღმოსავლეთ საქართველოს 25 ჟურნალისტი მონაწილეობდა, 21-22 იანვარს ბაზალეთში „IREX“-ის „G-MEDIA“ პროგრამის ფარგლებში გაიმართა. საქინფორმი
  4. /get_img?ImageId=6029 „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ მუფთი ჯემალ პაქსაძე მიიჩნევს, რომ რელიგიური უმცირესობების სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება სამუფთოსთვის ეფექტურია: „ამ ცვლილების შემდეგ ჩვენ დავარეგისტრირეთ თბილისისა და ბათუმის ცენტრალური მეჩეთები, ასევე, მიმდინარეობს საქართველოში არსებული ყველა სუნიტური და შიიტური მეჩეთის რეგისტრაციაც“. მუსლიმური სამუფთოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ წლების განმავლობაში მათ პრობლემები ექმნებოდათ ფინანსურ გადარიცხვებთან დაკავშირებით, ვერ ხერხდებოდა კომუნალური გადასახადების გადახდაც, რადგან არ არსებობდა კონკრეტული აბონენტი: „მეჩეთის პირველ სართულზე გვაქვს იჯარით გაცემული ფართობი. საკანონმდებლო ცვლილებამდე ვერ ვახერხებდით საიჯარო ხელშეკრულებების სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევას. საიჯარო თანხას ვიღებდით ხელზე, რაც პრობლემებს გვიქმნიდა. ახლა ეს საკითხი მოწესრიგდა და ყველა ფინანსური ოპერაცია ბანკის მეშვეობით წარმოებს. ჩვენც ვართ მომხრე, რომ ყველა ჩვენი საქმიანობა ღია იყოს“. კითხვაზე, რა პრობლემა ვერ გადაჭრა რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ მიღებულმა კანონმა? - ჯემალ პაქსაძე პასუხობს: „პრობლემები არსებობდა მეჩეთების მშენებლობასთან დაკავშირებით. გვინდა ახალი მეჩეთის აგება, რადგან მრევლს არ ჰყოფნის სამლოცველო დარბაზი. გვინდა, ამ საკითხში ქართველი მუსლიმებისა და ქრისტიანების თანადგომა მივიღოთ“. ჯემალ პაქსაძეს არ ეთანხმება არასამთავრობო ორგანიზაცია „თეოლოგთა კავშირის“ ხელმძღვანელი თემურ გორგაძე, რომელიც მოკლე პერიოდით „ტელეარხ 25“-ში გადაცემის -„ყველაფერი ისლამის შესახებ“– წამყვანი იყო. მისი აზრით, მუსლიმური ორგანიზაციებისთვის და „ალბათ, სხვებისთვისაც“ არსებითად არაფერი შეცვლილა: „ჩემი აზრით, სამუფთოსთვის არც არაფერი შეცვლილა. ეს იყო თამაში სახელმწიფოს მხრიდან, რადგან თუ კანონის მე-6 პუნქტს ჩავხედავთ, იქ წერია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირებიმოქმედებენ არასამეწარმეო იურიდიული პირის შესახებ მოქმედი კანონით. თუკი მე მაინც იმ კანონით უნდა ვიხელმძღვანელო, რითიც ვსარგებლობდი, რა აზრი აქვს, „შპს“ ვიქნები, „სსიპი“ თუ „აიპი“?!“ თემურ გორგაძის აზრით, მოქალაქემ სრულფასოვნად რომ იგრძნოს თავი, ამისთვის კანონი კი არა, ხელისუფლების ნება უნდა არსებობდეს: „ჩემი აზრით, ეს კანონი უფრო პრობლემურია, ვიდრე დადებითი, იმიტომ, რომ მეჩეთები დარეგისტრირებული იყო „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ სახელზე, რომლის დამფუძნებლები კონკრეტული ფიზიკური პირები არიან და რომელიც ახალი კანონის მიღებისთანავე შეერწყა იმავე სახელწოდების სამმართველოს“. საჯარო რეესტრის მონაცემებით, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დამფუძნებელი, წესდების მიხედვით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის თანაშემწე ემილო ჯახგულიევი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე ჰუსინ იუსუბოვი არიან. საქართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე, რომელიც ახალი კანონის მიღებამდე არსებული სამმართველოს ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, შერწყმულ სამმართველოში მხოლოდ უფლებამოსილი პირის სტატუსით სარგებლობს. „თუკი ეს პირები ოდესმე ამ ორგანიზაციის გაუქმებას მოინდომებენ, სამუფთოს ქონებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩება. იმ პირებს კი, ვინც სამმართველო დააფუძნა, არანაირი შეხება არ აქვთ ისლამთან და ნეგატიური კუთხით დაინტერესებული პირები არიან“, – ამბობს გორგაძე. /get_img?ImageId=6031 საკანონმდებლო ცვლილების ეფექტურობაზე ბათუმის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი გაბრიელ ბრაგანტინიც საუბრობს, თუმცა დასძენს, რომ ჯერჯერობით არსებითი ცვლილება ამ კანონის მიღების შემდეგ ეკლესიის შიგნით არ მომხდარა: „სამართლებრივად დავრეგისტრირდით, მაგრამ ეს პირველი ნაბიჯებია. იმაზე ვმუშაობთ, რომ ჩვენი საკუთრება გაფორმდეს კათოლიკური ეკლესიის სახელზე. მანამდე ეს ყველაფერი სხვადასხვა იურიდიული კავშირის სახელზე იყო დარეგისტრირებული“. პადრე ბრაგანტინს მიაჩნია, რომ სადავო ქონება კვლავ სადავოდ დარჩება: „არაფერი შეცვლილა საგადასახადო კუთხითაც, როგორც ადრე, ისევე ვიბეგრებით, თუმცა სხვა კონკრეტული პროექტების განხორციელებაში, ვფიქრობ, ხელი არ შეგვეშლება. თუნდაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესვლასა და პატიმრების მონახულებაზე, რაც ადრე პრობლემა იყო ჩვენთვის“. ბათუმში მოქმედი პროტესტანტული ეკლესიის პასტორი ვარლამ რამიშვილიც საკანონმდებლო ცვლილების მიღებას მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევს: „წინგადადგმულია იმ მხრივ, რომ მოხდა აღიარება, ცნობა სახელმწიფოს მიერ ყველა იმ რელიგიური ჯგუფებისა, რომლებიც აღიარებულია ევროპაშიც“. როგორც პასტორი ამბობს, ადრე რელიგიურ ორგანიზაციებს უფლება არ ეძლეოდათ, დარეგისტრირებულიყვნენ როგორც ეკლესიები: „არათუ ეკლესიის დარეგისტრირება, რელიგიური ორგანიზაციის სტატუსსაც კი არ განიჭებდნენ. ეს პრობლემა აღარ არსებობს“. პასტორის აზრით, უფრო მნიშვნელოვანია დავსვათ კითხვა, რა არის საჭირო რელიგიური გარემოს გაუმჯობესებისთვის? „ჩემი აზრით, ამ ცვლილებამ გამოძახილი უნდა ჰპოვოს სხვადასხვა კანონში. სისხლის სამართლის კოდექსში ისედაც არის ჩადებული მუხლი, რომლითაც რელიგიურ საქმიანობაში ხელშეშლა ისჯება კანონით. საპროცესო კანონმდებლობაშიც არის გათვალისწინებული მუხლები. ამიტომ უფრო სრულყოფილი იქნება, თუკი საგადასახადო კანონმდებლობაშიც აისახება ეს ცვლილება, რადგან რელიგიისა და შეკრების თავისუფლება კონსტიტუციითაც არის გარანტირებული“. ბათუმის ევანგელური ეკლესიის წინამძღვარი, თამაზ ხაჯიშვილი კი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ცვლილება ეკლესიას არაფერში გამოუყენებია, რადგან, მისი აზრით, ეს ცვლილება ბუნდოვანი და არაფრის მომცემია: „ჩვენ დარეგისტრირებული ვიყავით როგორც „ქრისტიანული კავშირი“, ხელმეორე რეგისტრაცია არ გაგვივლია, რადგან, როგორც იურისტებმა ამიხსნეს, აქ არაფერია ნათქვამი იმაზე, კანონი მაძლევს „ეკლესიად“ რეგისტრაციის უფლებას, თუ– არა. ეს მე ამ კანონით ვერ გავარკვიე. ვერც დადებითს ვხედავ ამ ცვლილებაში და ვერც უარყოფითს“. თამაზ ხაჯიშვილის თქმით, როცა სახელმწიფო კანონს იღებს, ეს კანონი იმ ხალხის ინტერესებს უნდა ასახავდეს, ვისთვისაც კანონი იწერება: „ჩვენთვის არავის არაფერი უკითხავს. ამიტომ არის ამდენი ბუნდოვანება. კანონი ფაქტობრივად უმოქმედოა, რადგან ამ კანონით ზურგი არ გაქვს. სახარების დარიგება გვინდოდა სკოლებში, ამის უფლებას არ გვაძლევენ. არც იმის უფლება გვაქვს, აქცია მოვაწყოთ და ქუჩაში დავურიგოთ ადამიანებს“. რელიგიური გაერთიანება „იეჰოვას მოწმეების“ იურისტი მანუჩარ ციმინტია აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების მნიშვნელობაზე საუბრობს, თუმცა დასძენს, რომ ამ ცვლილებით მათ რელიგიურ კავშირს ჯერ არ უსარგებლია: „ჩვენი რელიგიური კავშირი იმ სტატუსით არის რეგისტრირებული, როგორც თავიდანვე გვინდოდა. რეალურად კანონი ჯერ არ გამოგვიყენებია და ვერც იმას გეტყვით, მომავალში გამოვიყენებთ თუ არა რაიმეში, რადგან ძალიან ბევრი გვესმის მის ხარვეზებზეც. ამიტომ დაკვირვების პროცესში ვართ. თუმცა, თუ დადებით მხარეზე ვისაუბრებთ, კარგია იმ გაგებით, რომ რელიგიურ გაერთიანებებს შესაძლებლობა მიეცათ, ისე დარეგისტრირდნენ, როგორც სინამდვილეში არიან. ვფიქრობ, გარკვეული გარღვევა იყო ამ კანონის მიღება მთავრობის მხრიდან, მაგრამ ხორცის შესხმა აკლია. ამას სხვა რამ უნდა მოყვეს, თუნდაც საგადასახადო შეღავათები. სხვა მხრივ, შეზღუდვა არ გვაქვს, შეკრება, აღმსარებლობის გავრცელება, სემინარების ჩატარება თავისუფლად შეგვიძლია. ერთი რამეც არის, ამ საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ შეიძლება უფრო გაძლიერდეს სახელმწიფოს კონტროლი. რა ფორმით? ჯერ პირდაპირი მექანიზმები არ ჩანს, მაგრამ ეს კანონი თავისთავად მოიცავს გარკვეულ ბერკეტებს.“ /get_img?ImageId=6030 გასულ წელს რელიგიური ორგანიზაციების შესახებ მიღებული კანონი მართლმადიდებლურმა ეკლესიამ აქციებით გააპროტესტა. სწორედ ამ პროტესტის შედეგად კანონის თავდაპირველ ვერსიაში გაჩნდა განმარტებითი ბარათი, რომლითაც პარლამენტმა დაადგინა, რომ რელიგიურ გაერთიანებებს შეეძლებათ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირება, მაგრამ ვერ ისარგებლებენ იმ პრივილეგიებით, რისი უფლებაც კანონით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აქვს მინიჭებული. სრული ინფო(netgazeti.ge)
  5. http://saqinform.ge/images/stories/analitics/viselenie-bejencev.jpgთბილისი, 25 იანვარი, საქინფორმი. „Human Rights Watch“ საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ ხელისუფლებამ დევნილების გამოსახლების დროს საერთაშორისო სტანდარტები არ გაითვალისწინა. <span style="font-size: 10pt;" />„2010 წლის ივნისიდან ხელისუფლებამ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დროებითი საცხოვრებელი ფართებიდან დევნილთა გამოსახლება დაიწყო გრძელვადიანი დასახლების პრობლემის მოსაგვარებლად. ამ დროს ხელისუფლებამ დაარღვია საერთაშორისო სტანდარტები, რადგან არ წამოიწყო ჭეშმარიტი კონსულტაციები დევნილებთან, რომელიც ხელს შეუწყობდა შეთანხმებას კომპენსაციის ან ადეკვატური საცხოვრებელი ფართის შესახებ“, – აღნიშნულია ანგარიშში. საქინფორმი
  6. აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსმა ოკუპანტებმა ორი ქართველი დააკავეს. "ლაივპრესის" წყაროს ცნობით, დაკავებულია ორი სატვირთო ავტომანქანის მძღოლები, რომლებიც ზუგდიდიდან გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში გადადიოდნენ. ორივე მძღოლს ჩამოართვეს სატვირთო ავტომანქანა, რომელიც წყაროსვე ცნობით, საკვები პროდუქტებით იყო დატვირთული. წყაროსთვის უცნობია დაკავებული მძღოლების ვინაობა და ამჟამინდელი ადგილსამყოფელი.როგორც აცხადებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში, არაოფ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  7. <span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/kazino.jpgთბილისი, 25 იანვარი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ რეგიონული მდივანი გია ყრუაშვილი საქინფორმს ატყობინებს, პარტია ხელისუფლებას მართლმადიდებლობის უპატივცემულობაში ადანაშაულებს. კერძოდ, თბილისში, მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გადმოცემის მიხედვით 100000-მა თბილისელმა თავი გაწირა ქრისტიანობისათვის, ამასწინათ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ოლიგარქების ჯგუფებმა ე.წ. ბუდა-ბარი ააშენეს. ამ ფაქტს „თავისუფალი საქართველო“ აქტიურად აპროტესტებდა, რადგან აღნიშნული ადგილი რელიგიური დატვირთვის მატარებელია ჩვენი ქალაქის მართლმადიდებელი მოსახლეობისთის. საქინფორმი
  8. http://saqinform.ge/images/stories/analitics/gancxadeba4.jpgთბილისი,25 იანვარი, საქინფორმი. როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ პრესსამდივნო საქინფორმს ატყობინებს, ბიძინა ივანიშვილი ეხმიანება საჩხერეში 2012 წლის 13 იანვრის ღამეს საახალწლო კონცერტის მსვლელობისას მომხდარ ინციდენტს და მიმართავს ყველა დაშავებულს და თავის მხარდამჭერს. <span style="font-size: 10pt;" />„სრულიად აღმაშფოთებელია სამართალდამცველი სტრუქტურების უკანონო მოქმედება და პირდაპირი ძალადობა, რასაც, ბუნებრივია, მოჰყვება ჩვენი მხრიდან შესაბამისი და ადეკვატური რეაგირება კანონის ფარგლებში. ამავე დროს, აღვნიშნავთ, რომ ამჟამად მიმდინარეობს პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზაციული და სტრუქტურული ჩამოყალიბების პროცესი, რომელიც უახლოეს ხანში მთელი საქართველოს მასშტაბით ამოქმედდება. ამის შემდეგ შესაძლებელი გახდება ყველა ჩვენი მხარდამჭერისა და თითოეული დაჩაგრული ადამიანის გაცილებით ეფექტიანი და ქმედითი დაცვა პოლიტიკური რეპრესიებისაგან. მანამდე კი, თხოვნით მივმართავთ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მშვიდობიანად, არჩევნების გზით წარმატების მიღწევა: გამოიჩინონ სიმშვიდე, მაქსიმალურად შეიკავონ თავი და არ აჰყვნენ შესაძლო პროვოკაციებს. საქინფორმი
  9. http://rustavi2.com/news_photos/01_12/59790.jpgრამდენიმე საათში ევროპარლამენტარების წინაშე სიტყვით გამოვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მანამდე კი სტრასბურგში გრიგოლ ვაშაძე პირისპირ მოლაპარაკებებს მართავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან. მოლაპარაკებების და ასევე სიტყვით გამოსვლის უმნიშვნელოვანესი საკითხები საქართველოს ევროინტეგრაციის დეტალებია. თავის გამოსვლაში გრიგოლ ვაშაძე საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზეც ისაუბრებს. სიტყვით გამოსვლის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპელი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს. View the full article
  10. პროგრამის– ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის”– მონაწილეთა მეორე ნაკადი გადამზადებას გადის. ერთკვირიანი ტრენინგის შემდეგ 160 მოხალისე პედაგოგი სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში გაემგზავრებიან და არაქართულენოვან სკოლებში, ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად, მოსწავლეებს ქართულ ენას გაძლიერებულად შეისწავლიან. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული ტრენინგები ქალაქ ქუთაისში ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლაში ტარდება. მოხალისე პედაგოგების გადამზადება შემდეგი მიმართულებით ხორციელდება:პროფესიული უნარები, ქართული ენის სწავლების მეთოდოლოგია, ბილინგვური სწავლება და კულტურული მრავალფეროვნება. პროგრამა ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” 2011 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა. საქართველოს მასშტაბით არსებულ არაქართულენოვან სკოლებში უკვე 150 პედაგოგი მუშაობს. სპეციალურად ამ პროგრამისთვის დონეების მიხედვით შეიქმნა ქართული ენის სახელმძღვანელოები. ამ დროისთვის სახელმძღვანელოს ოთხი დონეა გამოცემული, წლის ბოლომდე იგეგმება თორმეტივე დონის გამოცემა. ბაკალავრის ხარისხის მქონე მოხალისე პედაგოგებს პროგარამაში მონაწილეობის შემდეგ სახელმწიფო მაგისტრატურაში სწავლის ხარჯებს სრულად დაუფინანსებს. პროგარამში მონაწილეობისთვის საჭიროა, საქართველოს მოქალაქეს მინიმუმ ბაკალავრის დიპლომი ჰქონდეს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  11. Британский миллиардер обвиняет газету The Daily Mail в клевете в связи с публикацией в мае 2010 года статьи о том, что он привез в Москву своего друга Питера Мендельсона, занимавшего пост еврокомиссара по торговле, чтобы тот якобы помог Дерипаске заключить многомиллионную сделку с Alcoa. newsru
  12. http://rustavi2.com/news_photos/01_12/59796.jpgმკვლელობა მოხდა თბილისში, თემქის დასახლებაში, სადაც ქმარმა ცოლი ცივი იარაღით მოკლა. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ლაშა შურღაიამ მაია ჩილაჩავას სამი ჭრილობა გულმკერდის არეში მიაყენა. ქალი ჭრილობებისგან სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. პოლიციამ ბრალდებული დააკავა. View the full article
  13. Links to http://www.synergy.ge/ge/index.php. liberali.ge
  14. http://rustavi2.com/news_photos/01_12/59789.jpgქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. გიორგი თარგამაძე სენატში, კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და ამერიკის რესპუბლიკურ და დემოკრატიულ ინსტიტუტებში გამართავს შეხვედრებს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა 2012–2013 წლების არჩევნების თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარება იქნება. თარგამაძე მიწვეულია აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან საუზმეზეც. `საქართველო განვითარების ძალიან მნიშვნელოვან ფაზაში შედის. დემოკრატია, არჩევნები და უსაფრთხოება მთავარი თემები იქნება ამ მოლაპარაკებებში, ჩვენ მათი აზრიც გვაინტერესებს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან, რეგიონში არსებულ დაძაბულობასთან, არჩევნებთან დაკავშირებით და ამავე დროს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური მიმართულებით მოლაპარაკებების წარმოება,`- განაცხადა გიორგი თარგამაძემ. View the full article
  15. http://rustavi2.com/news_photos/01_12/59788.jpgნახშირჟანგით გამოწვეული ინტოქსიკაციით 16 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ოჯახის წევრებმა საბა მურადაშვილი აბაზანაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. გარდაცვალების მიზეზად წყლის გამათბობლიდან დიდი ოდენობით დაგროვილი CO სახელდება. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფიც მივიდა, თუმცა მოზარდის გადარჩენა ვერ შეძლეს. შემთხვა ფანასკერტელის N19-ში მოხდა. თბილისის მერია მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენებს, ისარგებლონ უფასო პროექტით "უსაფრთხო ზამთრი" და შეამოწმონ გამათბობლები. View the full article
  16. 23 იანვარს საფრანგეთის პარლამენტმა ხანგრძლივი და ცხარე დებატების შემდეგ (127 დეპუტატმა 86-ის წინააღმდეგ) მიიღო კანონი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას სომხების გენოციდის უარმყოფელთა მიმართ. სასჯელი განისაზღვრება ერთწლიანი პატიმრობით და ჯარიმით 45 ათასი ევროს რაოდენობით.პარლამენტის მიღებულ კანონს აუცილებლად დაამტკიცებს ქვეყნის პრეზიდენტი ნ.სარკოზი, რადგან იგი თავიდან იწონებდა ამ ინიციატივას, თანაც არსებული კანონმდებლობით მას არ აქვს უფლება ვეტო დაადოს პარლამენტის ორ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  17. На вопрос журналистов о том, как в ведомстве относятся к новым разработкам ижевского завода, первый замминистра Александр Сухоруков ответил с откровенной иронией. Однако в тот же день вице-премьер по вооружениям Дмитрий Рогозин лично оценил одну из новинок: "Интересная вещь. Таких технологий в мире не существует". newsru
  18. Newsnight's Jeremy Paxman was speaking to Scotland's First Minister Alex Salmond about the politics of independence. planetanews
  19. Will youngsters want to to recreate heroics at the London 2012 Olympic and Paralympic Games with their own toys at home? planetanews
  20. Live footage from thousands of Russian polling stations is to be streamed online in an attempt to make the country's forthcoming presidential election transparent. planetanews
  21. Yemen is in political turmoil, with signs that Islamist groups linked to terrorist organisations, are growing in influence. planetanews
  22. ჰაკერების ჯგუფი “Anonymous” უარყოფს ინფორმაციას ფეისბუქზე დაგეგმილი შესაძლო თავდასხმის შესახებ . https://twitter.com/#!/anonops ცნობით , იუთუბზე ატვირთული ვიდეო მხოლოდ ფეიქია და მათთან საერთო არაფერი არა აქვთ. იხილეთ ვიდეო: შეგახსენებთ ,ამ ჯგუფმა განახორციელა რამდენიმე სერიოზული თავდასხმა ამერიკის ,საფრანგეთის, პოლონეთის და სხვა ქვეყნების ოფიციალურ საიტებზე. გავრცელებულ ვიდეოში“ ანონიმები“ მოუწოდებენ მომხმარებლებს განახორციელონ დდოს შეტევა და შესაბამის ინსტრუქციებსაც კი იძლევიან, მაგრამ როგორც ჩანს, საქმე გვაქვს კერძო პირების სურვილთან გამოიყენონ სხვისი ნიღბები. Anonymous შესახებ: View the full article
  23. ავტორი ნინო მიქიაშვილი |"ობიექტივი" 19:56 03.01.2012 გლდანში არსებული N8 საპყრობილიდან, რომლის გვერდზეც არის მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა N18 სამკურნალო დაწესებულება (ამ ორ დაწესებულებას ერთიდაიგივე შესასვლელი აქვს), გასულ შაბათ-კვირას 3 პატიმარი გამოასვენეს. ერთ-ერთი მათგანი 44 წლის ვასილ ყურაული გახლდათ. ის სასჯელს 2011 წლის 11 მარტიდან საარყე ქვაბის ქურდობისთვის იხდიდა; 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. http://1.bp.blogspot.com/-l2pCpAXXp74/Tx7TvEFYJ4I/AAAAAAAAGAE/TakEMp5qZo8/s200/cameba%2Bcixeshi.jpg.jpgტელეფონით ვესაუბრე: ადვოკატ მამუკა ნოზაძეს; ვასილ ყურაულის დეიდას, ბებისა ხუციშვილს და მისი უფლებების დამცველ ადვოკატს, მაგული გოგოლაძეს. ნათესავი ამბობს, რომ პატიმარი ნაცემი და გაუბედურებულია, ხოლო ადვოკატი მხოლოდ პატიმრის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას; ადვოკატი მამუკა ნოზაძე კი, რომელიც ამავდროულად უფლებადამცველია, მიიჩნევს, რომ ყურაულის ოჯახმა კომპენსაცია უნდა მოითხოვოს, რადგან სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ეფექტური მკურნალობა და ჯანმრთელობის უფლების დაცვა. კვირას, 22 იანვარს დღის მეორე ნახევარში შემატყობინეს, რომ შაბათ ღამეს გლდანის ციხიდან ორი პატიმარი გამოასვენეს. რადგან დასვენების დღე იყო, დეტალების დაზუსტება ვერ შევძელი. ორშაბათს შევიტყვე, რომ წინა დღეს ამავე საპატიმრო დაწესებულებიდან კიდევ ერთი პატიმარი გამოასვენეს. სარწმუნო წყარომ გარდაცვლილების შესახებ იცოდა მხოლოდ ის, რომ ერთ-ერთი ძალიან ახალგაზრდა, დაახლოებით 22 წლის იყო. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის გადამოწმება რამდენიმე ადამიანს ვთხოვე; მათ შორის ერთ-ერთი ადვოკატი მამუკა ნოზაძე გახლდათ. ორშაბათს, დღის მეორე ნახევარში მას ხელმეორედ შევეხმიანე და მისგან გავიგე ერთ-ერთი გარდაცვლილის და მისი უფლებების დამცველი ადვოკატის ვინაობა. როგორც მამუკა ნოზაძემ მითხრა, მსჯავრდებული ვასილ ყურაული მძიმე ავადმყოფი იყო. “ეს პატიმარი რეანიმაციაში იყო მოთავსებული. მისი ადვოკატი ჩემგან იღებდა კონსულტაციებს; სამჯერ დაწერა განცხადება ქალაქის ტიპის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, მაგრამ ადმინისტრაციამ არ გაითვალისწინა. როგორც პატიმრის თანასოფლელმა მითხრა, ვასილ ყურაული სასჯელს საარყე ქვაბის ქურდობისთვის იხდიდა. აქედან ჩანს სახელმწიფოს პოლიტიკა წვრილმან დანაშაულზე როგორ წირავენ ხალხს. ხომ შეიძლებოდა ზარალის ანაზღაურების შემდეგ ეს ადამიანი გამოსაცდელი ვადით გამოეშვათ?! აი, ეს არის ნულოვანი ტოლერანტობის შედეგი. მაშინ, როცა ვისაც ფული აქვს და საშიში დამნაშავეა, ყველას გარეთ უშვებენ. ანუ დღეს არის მდიდრების სამართალი“, - ამბობს ადვოკატი მამუკა ნოზაძე და იქვე დასძენს, რომ ვასილ ყურაულისთვის თავიდანვე, რომ ემკურნალათ, სავალალო შედეგი არ დადგებოდა. “მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, რომ გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა უკვე დამძიმებული იყო. ციხეებში საერთოდ არანაირი სამედიცინო მომსახურება არ არსებობს; მხოლოდ მედიკამენტის მიწოდება არ არის ეფექტური მკურნალობა. ვასილ ყურაულის ოჯახმა აუცილებლად უნდა მოითხოვოს კომპენსაცია, რადგან სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ეფექტური მკურნალობა და ჯანმრთელობის უფლების დაცვა. იმედია საზოგადოებრივი მოძრაობა პატიმართა სიკვდილიანობის და შექმნილი მძიმე მდგომარეობის თაობაზე პროტესტს მაინც გამოხატავს. ეს ყველას მოვალეობაა. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ ვინ არის გარდაცვლილი“, - ამბობს მამუკა ნოზაძე. მასთან საუბრის შემდეგ ვასილ ყურაულის უფლებების დამცველ ადვოკატს, მაგული გოგოლაძეს დავურეკეთ. მან გვითხრა, რომ ვასილ ყურაულის საქმეში მოგვიანებით ჩაერთო. ადვოკატის განმარტებით, ვასილ ყურაული ქსნის საპატიმროდან ციხის სამკურნალო დაწესებულებაში 2012 წლის 5 იანვარს, “ვეტებროვაზილარული უკმარისობის“ დიაგნოზით გადაიყვანეს. ადვოკატის განმარტებით ვასილ ყურაული 2011 წლის 11 მარტს დააკავეს, მასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმეს და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. რაც შეეხება იმას, ვასილ ყურაულს ჰქონდა თუ არა ჯანმრთელობის პრობლემები დაკავებამდე, ადვოკატი მაგული გოგოლაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაკავებამდე “ვენების ვარიკოზული დაავადება“ აწუხებდა. ქსნის საპატიმროში ყოფნისას კი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა და ადვოკატის მიერ დაწერილ განცხადებაზე რეაგირება მეორე დღესვე მოახდინეს - “ქსნაში ვიყავი, ავადმყოფის სანახავად. განცხადება იქვე დავწერე და პატიმარი ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მეორე დღესვე გადაიყვანეს“. კითხვაზე - პატიმარი ნაცემი ხომ არ იყო? ადვოკატ მაგული გოგოლაძის პასუხი ასეთია: “პატიმარს რამდენიმეჯერ შევხვდი და არანაირი ცემის კვალი არ ეტყობოდა. ყველანაირი მკურნალობა უტარდებოდა. აპარატზე იყო შეერთებული, ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავდათ გადაყვანილი. მას თავის ტვინის ანთებითი პროცესი ჰქონდა. ჩემთვის არ უთქვამს, რომ ვინმემ სცემა. ნაცემი რომ ყოფილიყო, მივმართვადი “ემპათიას“ და სახალხო დამცველს, მაგრამ ნაცემი ნამდვილად არ იყო. სანამ სამკურნალო დაწესებულებაში გადავიდოდა, მაშინაც არ უთქვამს, რომ ვინმემ სცემა, ან ვიღაცამ რაღაც დაუშავა. უბრალოდ, მუხლი ჰქონდა დაშავებული, სახსრები აწუხებდა. ქსანში, რომ შევხვდი, მითხრა “ხშირად ვიქცევი სახსრების გამოო“. ვეტებროვაზილარული უკმარისობის დიაგნოზი, რომ დაუდგინდა, ქალაქის ტიპის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით განცხადებები დავწერე და დავტოვე. 20 იანვარს ექსპერტიზის ბიუროსთან ხელშეკრულება გავაფორმეთ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დღეს, 23 იანვარს უნდა ჩატარებოდა, მაგრამ კვირას მისი ოჯახის წევრებმა დამირეკეს და მითხრეს გარდაიცვალაო“. რამდენიმე კითხვაზე გარდაცვლილი პატიმრის დეიდამ, ბებისა ხუციშვილმა ასეთი პასუხი გამცა: ცხედარი რა მდგომარეობაშია? ბებისა ხუციშვილი: ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. არის თუ არა ნაცემი? -ნაცემიც არის და ყველაფერი, ალბათ. რამდენი წლის იყო? -44-ის. რა აწუხებდა, რატომ იყო ციხის საავადმყოფოში? -თავი აწუხებდა ისე, რომ გიჟდებოდა, მაგრამ ყურადღება არავინ არ მიაქცია. სულ ტყუილები დაწერეს. დღეს ექსპერტიზა უნდა ჩაგვეტარებინა და გუშინ თქვეს მოკვდა, დაიღუპაო. ბოლოს როდის შევხვდით? - სულ მანდ ვიყავით, მაგრამ ვინ შეგვახვედრა?! გვეუბნებოდნენ, არც ადვოკატის შესვლა შეიძლება და არც არავისიო. უსინდისო დირექტორი, დავწერ და ვიტყვი. მაგას მაინც მოვუვლი. 2-მეტრიანი ბიჭი იყო და ახლა გამხდარი და გაუბედურებულია. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
  24. Работают и власти: просят "Голос" покинуть офис в Хохловском переулке в период с 25 февраля по 6 марта, объясняя это отключением электроэнергии. Тем не менее, новый проект организации "Карта нарушений на выборах 2012" все же будет запущен, причем уже 25 января. О запуске другого проекта под названием "РосВыборы" заявил и оппозиционный блоггер Алексей Навальный. newsru
  25. 17:48 24.01.2012 მედია-კავშირ "ობიექტივის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს დღეს "წინააღმდეგობის მოძრაობა" გამოეხმაურა. http://4.bp.blogspot.com/-nOmghcJ3ywc/Tx62SGb3uJI/AAAAAAAAF_4/2OCCx-S-Zx0/s200/davit%2Btarxan-mouravi.pngმოძრაობის ლიდერის, დავით თარხან-მოურავის განცახდებით, ის, რომ კვლევის თანახმად, "წინააღმდეგობის მოძრაობამ" მაღალი რეიტინგი აჩვენა, არავის გაბრაზების საგანი არ უნდა გახდეს. "კვლევამ აჩვენა, რომ დღეს საზოგადოების რეალური მხარდაჭერა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს აქვს. მისი რეიტინგი ყველა დანარჩენის ჯამურ რეიტინგს აღემატება. ჩვენი, 4-5%-ის გამო გაბრაზებულებს მინდა ვუთხრა: ნუ ბრაზობთ. "წინააღმდეგობის მოძრაობა" არ წარმოადგენს პოლიტიკურ პარტიას, ის მხოლოდ საზოგადოებრივი მოძრაობაა. მეტსაც გეტყვით, საკუთარ თავს პოლიტიკოსად საერთოდ არ მოვიაზრებ, არც პრეზიდენტობის პრეტენზია მაქვს, არც პრემიერ-მინისტრობის და არც პარლამენტის თავმჯდომარეობის. როგორც მითხრეს, კვლევის ფარგლებში "წინააღმდეგობის მოძრაობა" ხალხმა დაასახელა და საზოგადოების თხოვნით მოხვდა გამოკითხვის ანკეტაში", - აცხადებს თარხან-მიურავი. მედია-კავშირ "ობიექტივის" მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომელიც 2011 წლის 13-დან 15 დეკემბრამდე მიმდინარეობდა, ქვეყნის მასშტაბით საზოგადოების წინასაარჩევნო განწყობები ასახა. კვლევის პირველი შედეგები გუშინ გამოქვეყნდა. კვლევის თანახმად, ლიდერი ორგანიზაცაა "ქართული ოცნება", მეორე პოზიციაზეა "ნაციონალური მოძრაობა", ხოლო მესამე ადგილზე – "წინააღმდეგობის მოძრაობა". გამოკითხვა ჩატარდა თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში, ადიგენში, ასპინძაში, ახალქალაქში, ახალციხეში, ახმეტაში, ბოლნისში, ბორჯომში, გალში, გარდაბანში, გორში, თეთრიწყაროში, თელავში, მარნეულში, სენაკში, საჩხერეში, ყვარელში, ხაშურში. სულ გამოიკითხა 3 263 ადამიანი. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
×
×
  • შექმენი...