planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/soflismeurneoba.jpgთბილისი, 27 იანვარი, საქინფორმი. მთავრობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაამტკიცა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიზნად თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის მხარდაჭერა, მოსახლეობასა და თვითმმართველობის ორგანოთა შორის ურთიერთობის გაუმჯობესება, თვითმმართველობის დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის (რწმუნებულის) უფლებამოსილებათა ეფექტიანად განხორციელებაა დასახელებული. <span style="font-size: 10pt;" />სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დასაფინანსებლად 2012 წლის ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი გამოიყოფა, რომელიც მთავრობის დადგენილების გათვალისწინებით, შემდეგნაირად ნაწილდება: არაუმეტეს 50-სულიანი სოფლისათვის – 2 000 ლარი; 51-დან 200 სულამდე სოფლისათვის – 4 000 ლარი; 201-დან 400 სულამდე სოფლისათვის – 5 000 ლარი; 401-დან 1 000 სულამდე სოფლისათვის – 8 000 ლარი; 1 000-ზე მეტსულიანი სოფლისათვის – 12 000 ლარი. საქინფორმი
-
ძამბოლათ თედეევის ადვოკატმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ფსბ"-ს მიერ თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელისათვის საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გადატრიალების მოწყობის მცდელობისათვის ბრალი იქნა წაყენებული. "თავიდან ის გაჩხრიკეს როგორც მოქალაქე, შემდეგ დაკითხეს მოწმის სახით. თედეევის მიმართ საქმე აღძრული არ არის", - "Газета.Ru" - ს აუხსნა ადვოკატმა ალექსანდრე ვერშინინმა.გამოცემა აღნიშნავს, რომ "ფსბ" -ს თანამშრომლებმა "ძამბოლათ თედეევს გაურკვეველ საფუძველზე ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://rustavi2.com/news_photos/01_12/59820.jpgფინანსური მხარდაჭერის მიზნით, პოლიტიკურ პარტიებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარჩევნო კამპანიისთვის თანხები გამოეყოფათ, რომელიც სატელევიზიო რგოლების დასამზადებლად უნდა გამოიყენონ. კანონპროექტის მიხედვით, დამატებით სახსრებს მხოლოდ ის პარტიები მიიღებენ, რომლებიც დაფინანსებას უკვე იღებენ უკანასკნელი საერთო არჩევნების შედეგების მიხედვით. საკითხი ბიუროს სხდომაზე უნდა განიხილონ. ყველაზე მეტი დაფინანსება „ნაციონალურ მოძრაობას“ ერგო, რომელმაც 2010 წლის 30 მაისის თვითმართველობის არჩევნებზე ხმების 65,75% მიიღო. მმართველი პარტიის შემდეგ ყველაზე მეტს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდთან დაახლოებული პარტიები „თავისუფალი დემოკრატები“, „ხალხის პარტია“, „კონსერვატორები“ და „რესპუბლიკელები“ ჯამში - 445 316 ლარს მიიღებენ, ხოლო ცალ-ცალკე ალასანიას და უსუფაშვილის პარტიები 117 405 - 117 405 ლარს და ძიძიგურის და დავითაშვილის პარტიები 105 253 ლარს. ამასთან, „ქრისტიან-დემოკრატები“ „ქრისტიან დემოკრატების სახალხო პარტიასთან“ ერთად, ჯამში - 400 ათას ლარს მიიღებენ, ასევე „მრეწველები“ - 213 912 ლარს, „სამართლიანი საქართველოსთვის“ ასევე 115 253 ლარს, „ევროპელი დემოკრატები“ - 200 ათასი ლარს და ასევე 200 ათას ლარს მიიღებენ „ახალი მემარჯვენეები“. საერთო ჯამში კი პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო კამპანიის დროს სატელევიზიო რეკლამის დასაფინანსებლად სახელმწიფო 2 229 291 ლარს გამოყოფს. პავლე კუბლაშვილის განმარტებით, თანხის ოდენობა შემდეგნაირად ისაზღვრება - პარტიების მიერ არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება სამზე. ამასთან, გამოყოფილი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 600,000 ლარს. View the full article
-
საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით იგეგმება დამატების შეტანა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში. ინიციატივა გულისხმობს პოლიტიკური გაერთიანებებისთვის დამატებითი თანხების გამოყოფას სატელევიზო რეკლამისთვის. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის განმარტებით , ამ თანხებს მიიღებენ ის პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც ბოლო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე საბიუჯეტო დაფინანსებას იღებენ, თანხის ოდენობას კი მიღებული ხმები განსაზღვრავს. პავლე კუბლაშვილის თქმით, სატელევიზიო რეკლამისთვის დამატებითი თანხების გამოყოფა საჭიროა საარჩევნო წელს, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის მხარდასაჭერად, ” მნიშვნელოვანია, პარტიების სახელმწიფო დაფინანსება ისეთი იყოს, რომ მათ შეეძლოთ ნორმალური წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება. პირველ რიგში, ეს ეხება სატელევიზო რეკლამის საკითხებს. სწორედ ამიტომ, საარჩევნო წელს პარტიებისთვის გაჩნდება სახელმწიფო დაფინანსების მექანიზმი სატელევიზო რეკლამისთვის”. გავრცელებული ცნობით, პოლიტიკური სუბიექტებისთვის სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 2 229 291 ლარი გამოიყოფა. იხილეთ tabula.geზე
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/Tavisufali-saqarTvelooo.jpgთბილისი, 27 იანვარი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შესატან ცვილებებს პარტია დისკრიმინაციულად მიიჩნევს. <span style="font-size: 10pt;" />პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილის განცხადებით, საარჩევნო წელს პარტიების სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარავად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით დაფინანსება გამოიყოფა. შესაბამისი საკანონმდებლო ჩანაწერი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის 30-ე მუხლს დაემატება, რომელიც კანონპროექტის სახით პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე იქნება ინიცირებული. ამ თანხებს მხოლოდ ის პოლიტიკური გაერთიანებები მიიღებენ, რომლებიც უკანასკნელი საერთო არჩევნების შედეგების მიხედვით დაფინანსებას უკვე იღებენ. საქინფორმი
-
ედუარდ კოკოითის რეჟიმის წინააღმდეგი მარტო ძამბოლათ თედეევი არ აღმოჩნდა, რომლის სახლიც რუსეთის "ფსბ" -ს წარმომადგენლებმა 25 იანვარს გაჩხრიკეს. მის გარდა გაჩხრეკილ იქნა ალა ჯიოევას შტაბის წარმომადგენლის - როდიონ სიუკაევის მოსკოვის ბინაც. არსებული ინფორმაციით, ის პასუხისმგებელი იყო ცსკო -თან ურთიერთობაზე და დამკვირვებელთა მუშაობის კოორდინაციაზე ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებული ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნების" დროს, რომლის შედეგებიც გაუქმებული იქნა ოპოზიციური კანდიდატის დამაჯერებელი გამარჯვე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
13:06 27.01.2012 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, დღეს მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა – ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად ითვლება. მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში. http://1.bp.blogspot.com/-NAwE-3YFLMs/TyJyBFQw9pI/AAAAAAAAGBo/8W6V-4tKrJM/s200/cminda%2Bnino.jpgწმიდა ნინო ფარავნის ტბასთან ორი დღე შეჩერდა და მეთევზურთაგან მირთმეული საკვებით ძალა მოიკრიბა. დასასვენებლად მიწაზე მიწოლილს ძილში ბრწყინვალე კაცი ეჩვენა, რომელმაც დაბეჭდილი წერილი მისცა და უთხრა, რომ წერილი წარმართთა მეფისთვის მიერთმია, რადგანაც ამისთვის იყო მოვლენილი. წერილის თავში რომაულად იესოს სახელი ეწერა და, როგორც მოსეს ქვის ფიცრებზე, ათი სიტყვა იყო დაწერილი. ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ. წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1(19) ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27(14) იანვარს - გარდაცვალება. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/uCenia.jpgთბილისი, 27 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების საჩხერის სამთო სკოლის ინსტრუქტორებმა და სწრაფი რეაგირების ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა მაღალ მთაში ექსპერიმენტული სროლების კურსი დაასრულეს. წვრთნები 9 იანვარს დაიწყო და 2 კვირის განმავლობაში ახალქალაქში აბულის პოლიგონზე მიმდინარეობდა. სწავლების მთავარ მიზანს მაღალმთიან რელიეფზე რთული კლიმატური პირობების დროს საშტატო იარაღებიდან სროლის უნარ-ჩვევების დახვეწა წარმოადგენდა. <span style="font-size: 10pt;" /> კურსის ფარგლებში მსმენელებმა სხვადასხვა მანძილის სამიზნეებზე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან („M-4“ – 100-200-300 მეტრზე), ხელის ტყვიამფრქვევიდან („ნეგევი“ – 500 მეტრზე) და სნაიპერული შაშხანიდან („მაკმილანი“ – 500-1300 მეტრზე) საბრძოლო და საკვალიფიკაციო სროლები განახორციელეს. საქინფორმი
-
The Queen Elizabeth Hospital in Birmingham is joining with a US charity to offer accommodation on site for the relatives of injured servicemen. planetanews
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/tuRuSiiii.jpgთბილისი, 27 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსს რეკომენდაციით მიმართავს, შეისწავლოს მოქალაქე ვახტანგ გოგოლაძისათვის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული საგადასახადო დავალიანების საკითხი და კანონშესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს. <span style="font-size: 10pt;" />ომბუდსმენს განცხადებით მიმართა მოქალაქე ვახტანგ გოგოლაძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული საგადასახადო დავალიანება არ ერიცხებოდა კანონიერად, რის გამოც ირღვეოდა მისი უფლებები. სახალხო დამცველი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონული ცენტრის საგადასახადო მოთხოვნა მიღებული და გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, რაც, თავის მხრივ, არღვევს ვახტანგ გოგოლაძის კანონიერ უფლებებს. საქინფორმი
-
Dr Ruth Bender, of the Cranfield School of Management, explains why she thinks it is fair that Stephen Hester gets his bonus worth over £900,000 planetanews
-
Freedom House პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლების მიხედვით ქვეყნების რეიტინგს აქვეყნებს, სადაც საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების ჯგუფში არის დასახელებული, ჯამური ქულით – 7. ანგარიშში სადაო ტერიტორიების ჩამონათვალში ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არის დასახელებული.სამხ. ოსეთი არათავისუფალი (13 ქულა) ხოლო აფხაზეთი ნაწილობრივ თავისუფალი (10 ქულა) ქვეყნების ჯგუფშია. ანგარიშში სულ 12 სადაო ტერიტორია არის დასახელებული, მათ შორის მთიანი ყარაბაღი.პოლიტიკური თავისუფლება მოიცავს... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
##image#7259#1#ამონარიდი მომცრო ზომის ბლოკნოტიდან: ომში ყველაფერი ცუდია, ერთის გარდა – იქ, საინტერესოა ცხოვრება. გოგი ცაგარელი გოგი ცაგარელი 64 წლისაა. რაც კი თავი მახსოვს, მგონი სულ ასეთია: დიდი სათვალით და თეთრი თმით. ახლა, როდესაც ჯანმრთელობა ხელს აღარ უწყობს, მთელ დღეებს სახლში, ფოტოებთან ატარებს: ბეჭდავს, ამუშავებს, ახარისხებს. ბევრი ლაპარაკი და დიდი კამპანიები არასდროს უყვარდა. ამიტომაც ხშირად უარით ისტუმრებდა ინტერვიუზე მისულ ჟურნალისტებს. მიუხედავად იმ ტკივილისა და სიმძიმეებისა, რომელშიც მისი პროფესიის წყალობით ხშირად აღმოჩენილა, სენტიმენტალური არასდროს ყოფილა. არც ახლაა. ვერც – „ასაკი მაინც თავისას იზამს” შვება რამეს. სენტიმენტები, აქ სრულიად უადგილოა. გოგი ცაგარელის ობიექტივში ომს და სიკვდილს ბევრჯერ გაუელვებია. მისი ფოტოებით ბოლო ათწლეულების შესწავლა შეიძლება – ეს ერთგვარი მატიანეა. 80-იანების ბოლოს გადაღებული აღლუმების და საბჭოთა ჯარის სერიებში გრძნობ იმას, რაზეც ხმამაღლა არავინ საუბრობდა და რაც არსად იწერებოდა – სადღაც, ბნელ კუთხეში შეყუჟულ საფრთხეს და უცნაურ, აუხსნელ ფორიაქს. 90-იანები კი ახალი ეტაპია: მიტინგებით, სივრცის გარღვევის სურვილით და უსასრულო ომებით: სამამულო, აფხაზეთი, ცხინვალი, ყარაბაღი, ჩეჩნეთი. ადრე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ,1946 წელს ცაგარელების ოჯახმა ბინა რუსთაველზე, კადეტების კორპუსში მიიღო. მამა – მიხეილ მათეს ძე ცაგარელი, მეორე მსოფლიო ომის დროს მფრინავი იყო. სახლი, რომელშიც სამხედრო პირები და მათი ოჯახები ცხოვრობდნენ, ერთ დიდ საერთო საცხოვრებელს წარმოადგენდა: საერთო საკვანძო ოთახებითა და სამზარეულოთი. მობინადრეებს შორის მფრინავები არც ისე ბევრნი იყვნენ. ამიტომ, თავიდანვე რაღაც კასტასავით ჩამოაყალიბეს: იკრიბებოდნენ, იხსენებდნენ, ხუმრობდნენ. ცაგარელების სართულზე, საბჭოთა კავშირის გმირი ცხოვრობდა. გმირთან სტუმრობა ყოველთვის ძალიან საინტერესო იყო. ამას, ერთი ბანალური, მაგრამ ფრიად მნიშვნელოვანი მიზეზი ჰქონდა – გმირი ერთადერთი გახლდათ მთელ სახლში, ვისაც ტელევიზორი ჰქონდა. მოლაპარაკე ადამიანებით სავსე ოთხკუთხედი ყუთის ნახვის და ყურების უფლება კი, მხოლოდ მას, მფრინავ მიხეილ ცაგარელის ვაჟს ჰქონდა. ##image#7260#1#ცაგარელების პრივატული სივრცე ორად გაყოფილ პატარა ოთახს წარმოადგენდა. ერთი ბავშვებს – გოგის და მის უფროს დას, ლალას ეკუთვნოდათ, ხოლო მეორე – მშობლებს. წვიმიან დღეებს დერეფნებში, პინგ-პონგის თამაშსა და ველოსიპედით გრიალში ატარებდნენ. საშინლად ბევრი ბავშვი იყო, ასამდე მაინც, ფუტკრებივით ვირეოდითო. ისევე როგორც დღევანდელი – მაშინდელი, პატარა გოგი ცაგარელიც სათვალით დადიოდა: მრგვალი ფორმის სქელ ჩარჩოს ველოსიპედს ეძახდნენ. კლასში, დაბალ ხმაზე არაერთხელ გაუგია – ვეეელოოოსიიი… მფრინავ მამას შვილისთვის ომზე თითქმის არაფერი მოუყოლია. მარტო ერთხელ, როდესაც მამის შვეიცარიული საათის დაზიანებული შუშა ნახა და იკითხა, მოკლედ აუხსნეს, რომ შუშა დაზიანდა, რადგან თვითმფრინავს ცეცხლი მოეკიდა, ყველაფერი იწვოდა და რომ… მამამ მოასწრო თვითმფრინავის დასმა და… მოკლედ. სამხედრო სამსახურის შემდეგ მამამ აეროპორტში დაიწყო მუშაობა. დილით უთენია გადიოდა და უკან გვიან ბრუნდებოდა. ანუ სახლში მაშინ იყო, როცა ბავშვებს ეძინათ. მის აღზრდაში დიდი როლი დამ შეასრულა. ის ასწავლიდა მაგიდასთან ჯდომის წესებს, დანა-ჩანგლის დაჭერას, სწორად მოქცევას… 8 წლით უფროსი იყო! სამხედროების კორპუსში რუსები ცხოვრობდნენ და, რა თქმა უნდა, ყველა რუსულად ლაპარაკობდა. დედა ჩრდილო ოსეთიდან იყო. მართალია, ქართული იცოდა, მაგრამ რუსულად უკეთ საუბრობდა. ერთ დღეს მამამ სიურპრიზი აღმოაჩინა, მისი ვაჟი სრულებით ვერ ლაპარაკობდა ქართულად. უფრო მეტიც – არც ესმოდა. ამიტომ, გოგის სასწრაფოდ გამოუწერეს ყოველი ზაფხულის მამის ნათესავებთან, ქუთაისში გატარება. მიუხედავად ქუთაისში საზაფხულო-გამოსასწორებელი ხასიათის სტუმრობებისა, ქართული მისი ოფიციალური ენა მაინც ვერ გახდა – უკვე დიდი ვიყავი და აქცენტი ვერ გადავლახეო. სამშენებლოზე ჩააბარა, სანტექნიკის ფაკულტეტზე – ვერ გეტყვი, რომ ეს ჩემი მოწოდება იყო, მაგრამ ასე მოხდაო. მერე მომავალი მეუღლე გაიცნო, ირაკლიც გაუჩნდათ და ერთ დღეს, სრულიად შემთხვევით, ხელში ცოლის ფოტოაპარატი – ზენიტი აიღო, ირაკლის გადავუღებო. ირაკლის გადაღებით დაწყებული ამბავი დღემდე გრძელდება. ფოტოგრაფია ისაა, რაც გოგი ცაგარელმა 32 წლის ასაკში აღმოაჩინა. „როდის, ამას არა აქვს მნიშვნელობა, – მეუბნება მისი მეგობარი და კოლეგა გურამ წიბახაშვილი, – რომ არა 32 წლის ასაკში, ის მაინც მივიდოდა ფოტოგრაფიამდე, 35-ის, 40-ის, მერე”. ##image#7261#1#ომები გურამ წიბახაშვილი: “გოგი ერთადერთი ქართველი ფოტოგრაფი იყო, რომელმაც აფხაზეთის ომი გადაიღო. როგორც კაპა მიდიოდა გადასაღებად, ზუსტად ისე წავიდა, ფოტოგრაფიულად იომა და ჩამოვიდა. გოგი ყოველთვის მეუბნებოდა რომ ომი ადვილი გადასაღებია. რადგან ამ დროს ყველაფერი ზედაპირზე ამოდის, შენ უბრალოდ თითი უნდა აჭირო ღილაკსო”. ომში წასვლა არავის დაუვალებია. მარტივია, პასუხისმგებლობას არავინ აიღებდა საკუთარ თავზე. ეს, შენი არჩევანი იყო. არჩევანი, რომელსაც რედაქტორები სიხარულით დათანხმდნენ. არ ვიცი, შეიძლება სულაც ერთხელ წასვლას გეგმავდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, აფხაზეთის 12-თვიან ომში, ფოტოგრაფმა გოგი ცაგარელმა 3-4 თვე გაატარა. ამონარიდი რვეულიდან: “ხაინდრავას ფილმი ვნახე. ამ ფილმმა გამახსენა ის ისტორია, რაც ომის მერე, 2 წლის შემდეგ დამემართა. ტელევიზორში აჩვენებდნენ ომის კადრებს, საბრძოლო მოქმედებებს. ტელევიზორის წინ სრულ უსაფრთხოებაში, ვიგრძენი საზიზღარი, წებოვანი, პანიკური შიში. არადა, აფხაზეთში გადამიღია მსგავსი სიტუაციები, ჩვეულებრივ შიშს ვგრძნობდი ხოლმე, რომელიც მუშაობაში ხელს არ მიშლიდა და რომელსაც ომში თითქმის ყოველთვის გრძნობ. შიში, რომელსაც ეჩვევი და რომელიც სრულებით არ მოქმედებს შენს ქცევაზე. და აი აქ, ახლა, ტელევიზორის წინ, კინაღამ მოვკვდი შიშისგან”. ამას პოსტტრავმატული შიში ჰქვია. ეს ადამიანში დარჩენილი გრძნობაა, რომელიც არ იყო გარეთ გამოსული. გაგივლის – მოგვიანებით ასე აუხსნა ექიმმა. ##image#7262#1#აფხაზეთამდე, პირველი ნამდვილი ომი თბილისის იყო. დილის 7 საათზე დაურეკეს – გოგი, დაიწყოო. ტაქსიმ შორს გაუჩერა. რუსთაველი ფეხით გაიარა და კავშირგაბმულობის სახლთან გაჩერდა, რამდენიმე ფოტოგრაფი დაინახა. ფოტო უნდა გადაეღო, მაგრამ უცებ მიხვდა, რომ ვერ შეძლებდა – ხელები უკანკალებდა. არ ახსოვს ზუსტად რაზე ფიქრობდა, მაგრამ ხელებს ვერ აჩერებდა. ამიტომ მუხლზე დადგა, ცალი ხელით აპარატი მოიმარჯვა, მეორის იდაყვი მუხლს დააყრდნო და ობიექტივში გაიხედა. კანკალი მალე გავიდა, აღარასდროს დაბრუნებულა. შიშით შეშინებია, მაგრამ კანკალი? არასდროს. ასე დაიწყო ომები. სოხუმში გვარდიასთან ერთად შევიდა. როდესაც მიხვდა, რომ ქალაქი აფხაზებისგან დაცლილი იყო, ჯარს ჩამოშორდა და მარტომ დაიწყო ბოდიალი. თბილისში მხოლოდ დროდადრო, გადაღებული მასალის ჩამოსატანად ბრუნდებოდა, 2 კვირა ჩერდებოდა. ამ დროს არაფერს აკეთებდა, არაფერს იღებდა. ვერ ვიღებდიო. მერე, ისევ უკან მიდიოდა. რატომ? ამაზე პასუხი არც გოგის აქვს და არც იმ ადამიანებს, რომლებიც უკან ბრუნდებოდნენ. ადრენალინი? სისულელეა, არა, ეგ არაფერ შუაშიაო. მაგრამ რატომ? პასუხი მაინც არ არის. შენ, უბრალოდ, ბრუნდები უკან. თვითმფრინავში ადგილები მუდამ დაკავებული იყო: სამხედროები, სამოქალაქო პირები, დაჭრილები… ზოგიც ფეხზე იდგა. ხშირად უმგზავრია ასე, ფეხზე, ხელებით რაღაცაზე მოჭიდებულს. ეგ არაფერი, თვითმფრინავები გაუმართავ მდგომარეობაში დაფრინავდნენ, ჰოდა, მთავარი სირთულე დაჯდომისას იწყებოდა, როდესაც კაბინიდან მფრინავი გამოვარდებოდა და ყვიროდა: აბა, ყველა კუდისაკენ, კუდისაკენ! თვითმფრინავის კუდში მიქუჩდებოდნენ ხოლმე. სწორედ ასეთ დროს ხვდები რა უსუსური ხარ, რომ შენზე არაფერია დამოკიდებული. როდესაც გარშემო ისვრიან, იქ იმას მაინც ფიქრობ – რას ამოეფარო, სად დაიმალო. აქ კი… ცხოვრებაში პირველად, თვითმფრინავში ილოცა. სოხუმის დაცემაზე ჯერ ხმამაღლა არავინ ლაპარაკობდა. უბრალოდ გაუკვირდა, როდესაც თვითმფრინავზე – აღარ დაფრინავსო – მიიღო პასუხად. მაინც წავიდა. თბილისი-კოპიტნარი და იქიდან ოჩამჩირე. სოხუმში მოხვედრას რომ ვეღარ შეძლებდა, ამას იმ დღესვე მიხვდა, როდესაც ყარყარაშვილის და მისი ჯარისკაცების სახეები დაინახა – ბევრნი იყვნენ, სანაპიროს მოუყვებოდნენ. ##image#7263#1#29 სექტემბერს, ოჩამჩირიდან ბოლო მატარებლით წამოვიდა. გზად ჯარისკაცები ამოვიდნენ. ყველა დაჭრილი იყო. ერთი კი, მის წინ იჯდა და შეუჩერებლად ბუტბუტებდა – 100 ვიყავით, 25 დავრჩით, 100 ვიყავით, 25 დავრჩით. ბოლოს, ოფიცერმა მაგრად შეუყვირა. გაჩუმდა. “ადამიანი, რომელმაც იცის, რომ შეიძლება მოკვდეს, აღარ იწყებს პრანჭვას. წვრილმანი ყველაფერი გტოვებს და შიშველი რჩები. ის ნამდვილი ხდება. კარგი უფრო კარგი, ცუდი – უფრო ცუდი. კვალი? ალბათ სიცოცხლე-სიკვდილს სხვანაირად უყურებ. იაკ 40-ით მოვფრინავდით. მიცვალებული ჯარისკაცი იწვა გადაწოლილ სკამებზე, ილუმინატორთან. გვერდზე 15 წლის ბიჭი ეჯდა, რომელიც ჩუმად ტიროდა. მისი ძმა იყო. ბიჭის თავთან, ფეხზე ვიდექი. გარშემო კი მთვრალი ჯარისკაცები იცინოდნენ, ერთობოდნენ, სახლებში ბრუნდებოდნენ! ადრე მიკვირდა, როდესაც ტელევიზიით ომში ჩართულ ქვეყნებს ვუყურებდი, არ მესმოდა როგორ შეიძლება ომთან ერთად იცხოვრო, გიყვარდეს… ჩვეულებრივი რამ ყოფილა. ჩვენც ასე ვიყავით. დავბრუნდებოდი თუ არა? არა. სენტიმენტალური ნამდვილად არ ვარ, მაგრამ თუ ოდესმე დაგვილაგდა ურთიერთობა, საქმეზე წავალ. ისე არა, სიამოვნებას ვერ მივიღებ”. აფხაზეთის ომის შემდეგ დიდი ხანი ვერაფერს იღებდა. ნახევარი წელი თითქმის სულ სვამდა. არაფრის გადაღება არ უნდოდა – ყველაფერი ძალიან უინტერესოაო. ეს გრძელდებოდა მანამდე, სანამ არ გამოჩნდა ყარაბაღი და ჩეჩნეთი. ##image#7264#0#იყო დრო… იყო დრო, როდესაც სახლის კედლებზე ომში გადაღებული ფოტოები ჰქონდა გაკრული. ახლა კი ომს, ცაგარელების ბინაში მხოლოდ ერთი, პატარა კუთხე უკავია. სახე არ მოჩანს, მაგრამ მიყვება, რომ ეს ჩეჩენი ლაბაზანოვის ერთ-ერთი ბოევიკია. კადრში იარაღით ასხმულ გულმკერდს ხედავ. დაღუპული იქნებაო – მითხრა, სადღაც გამოუცხადებიათ, ლაბაზანოვის მთელი პირველი შემადგენლობა დაღუპულა. კაცი ვიოლონოთი კი ბორისია. იმ დღეს ბევრს მარხავდნენ. ბორისი სასაფლაოზე დადიოდა და უკრავდა. ყარაბაღის ომში შვილი დაღუპვია. ჯერ მისთვის უკრავდა, მერე კი, ყოველდღე ამოდიოდა და ყველა გარდაცვლილისთვის, რაიმე სევდიანს დაუკრავდა ხოლმე. საპონი, ტუალეტის ქაღალდი და ჯაგრისი – ასე გამოდიოდა ყოველდღე სახლიდან. არაფერს გეგმავდა, მაგრამ ეს იყო დრო, როდესაც სადილზე გასულმა არ იცოდი, სად ამოყოფდი თავს. რომ ჰკითხო, როგორ გადარჩა ამდენ ომში, გიპასუხებს – არასდროს მიფიქრია ცუდზეო. მართალია, ერთხელ გვერდზე ზარბაზანმა უეცრად გაისროლა და მეორედ, თმებით იგრძნო რიკოშეტით წამოსული ტყვია, მაგრამ არაფერი, ცოტა ხნით ჩაიკეცა – ფეხები თითქოს ბამბის გამიხდაო, მერე წამოდგა და გზა განაგრძო. „იყო დრო, ძალიან ვამაყობდი და თავი მაგარ რეპორტიორად მომქონდა. არასდროს გადამიღია მზის ჩასვლა-ამოსვლები-მეთქი. სისულელეა. უნდა გადამეღო. ლამაზია”. მერე ანუ ახლა მერე დიაბეტმა ბევრი რამ გააფუჭა. გულზეც დაეწყო პრობლემები. 2002 წელს ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ მალე ისევ საოპერაციო გახდა. რადგან წელიწადში რამდენჯერმე სჭირდებოდა საავადმყოფოში დაწოლა, ვერსად იმუშავებდა. თავად გადაწყვიტა ასე – უხერხული იქნებოდა, მუშაობა დამეწყო და მერე უცებ, ვინმესთვის იმედები გამეცრუებინაო. 2008 წლის 30 ივლისს ინფარქტი ჰქონდა. ომს საავადმყოფოში, პალატაში შეხვდა. ირაკლის პატარა მიმღები მოატანინა. რადიოთი უსმენდა. ავადმყოფობის გამო დოკუმენტური ფოტოგრაფია ცოტა ხნით დაივიწყა. ახალი გატაცება იპოვა – ძველი ტექნოლოგიებით ფოტოების გამჟღავნება-დაბეჭდვა. ყიდულობდა აკვარელის ქაღალდს, კვერცხის ცილით ამუშავებდა და ხდიდა მას შუქმგრძნობიარეს, ჩარჩოსაც დაშუქებით აკეთებდა… თითო ფოტოს 2-3 დღე მაინც მიჰქონდა. ერთ კედელზე აკუმულირებული ომის გვერდით, მთელ ოთახში, ამ ტექნიკით შესრულებული ნატურმორტებია ჩამოკიდებული. არ უნდა ჰკითხო რომელი მოსწონს უფრო და, მით უმეტეს, სად არის გოგი ცაგარელი. აი, იქო, გეტყვის და ხელს იმ ერთი კედლისკენ გაიშვერს. ##image#7265#1#აღარ მიკითხავს როგორ გამოიარა ამდენი ომი ადამიანმა, რომელსაც დაავადება სჭირს; რასაც თავად, ფსიქოზს უწოდებს. ჯარის მერე დაემართა. სულ იბანს ხელებს, სულ. და ეს მარტო საჭმლის მიღებას არ უკავშირდება – „ჩემს კარდიოლოგთან რომ მივდივარ, ხელებს იბანს და მიჩვენებს – აი, ნახე, დავიბანეო”. გურამ წიბახაშვილისგან კი დიდი ხანია აღარ მოაქვს ის წიგნები, რომლებიც კიბეებზე უწყვია და მის სახელოსნოში, პერსონალური პირსახოციც კი აქვს. არ უყვარს მობილური ტელეფონი – ასე მგონია, ვიღაცას თოკით ვუჭერივარ. ავადმყოფობის გამო, მხოლოდ ცოლის დაჟინებული თხოვნით ავიღეო. არ უყვარს კეპი – ფოტოგრაფებს გვერდითი ხედვა აქვთ განვითარებული და კეპი მზღუდავსო. არასდროს უსწავლია და უსწავლებია ფოტოგრაფია – თვლის, რომ ის, უბრალოდ, არ ისწავლება. ადრე თავისუფლად შეეძლო თუნდაც ღამის 2 საათზე მისულიყო ვინმესთან, გაეღვიძებინა და ეთქვა – გამარჯობა, უნდა გადაგიღო. ახლა კი… იმ დღეს დეზერტირებში იდგა და 30 წუთი კამერა ვერ ამოიღო, ეტყობა გადავეჩვიეო – ხალხთან კონტაქტი ადრე უფრო მიადვილდებოდა, არც კი ვფიქრობდი მათ რეაქციაზე. ახლა უფრო და უფრო რთული ხდება, უხერხულია მათი შეწუხებაო. უყვარს შუა საუკუნეების იაპონური პოეზია და პროზა. ძალიან ხატოვანია, რასაც კითხულობ, იმას თვალნათლივ ხედავო. ფოტოგრაფიას ადარებს. ყველაზე კომფორტულად თავს სახლში გრძნობს. ფოტოებზე უნდა მუშაობდეს. აი, მაშინ “შტაბშია”, თავის “შტაბში”. ახლახან პატარა კამერა იყიდა. დოკუმენტურ ფოტოს დავუბრუნდიო. ისეთი პატარაა, რომ ამით არავინ აღმიქვამს სერიოზულად და ქუჩის გადაღებებისთვის გამომადგებაო. ლაბორატორია საძინებელში აქვს. უფრო სწორად, საძინებელი აქვს ლაბორატორიაში. საწოლის თავზე მეგობრების: გურამ წიბახაშვილის, იურა მეჩითოვის, ალექსანდრე სააკოვის და მიხეილ ნასბერგის ნაჩუქარი ფოტოები კიდია. საწოლის გვერდზე მაგიდაა, რომელსაც ასაწყობი ლეგოსავით რაღაცები ეშლება-ეზრდება და დიდდება. ზედ გრძელი გამადიდებელია მიმაგრებული. კარზე აკრული ქაღალდი, გარედან შემოსული სინათლისგან იცავს დასაბეჭდად გამზადებულ ფოტოებს. აქვე, კედელზე წითელი შუქი აქვს დაყენებული. ამ ფოტოზე მისი ოცნების სახლია, მანგლისშია გადაღებული – ნისლი, ტყე და ქვით ნაშენი ძველი სახლია. ფასიც გაიგო, მაგრამ ძვირიაო. მოპირდაპირე მხარეს კი, მამაკაცის შავ-თეთრი ფოტოა. შავ-თეთრიც არაა, სიძველისგან თითქმის სულ ყვითელია. წარმოსადეგი გარეგნობა აქვს. შეიძლება ცოტა მკაცრიც. ტყავის ქურთუკში და თხელ ტყავის ქუდშია, მფრინავის სათვალით შუბლზე… მასთან ახლო ურთიერთობა არასდროს ჰქონია. არ უმეგობრიათ. ის თითქოს დგამდა რაღაც ნაბიჯებს, ეს კი… ნაკლებად, თითქმის არა. ამას ახლა ხვდება, როცა თვითონ გახდა მამა. მაგრამ, იცი რა, ამ ბოლო დროს ხშირად იჭერს ხოლმე საკუთარ თავში მის ჟესტებს, მანერებს. რა ვიცი, საიდანღაც მოვიდაო… თითქოს დაემსგავსა კიდეც. თან, მამის არ იყოს, ისიც იბრძოდა, ოღონდ სხვანაირად. ფოტოგრაფიულად. ჩუმად. იხილეთ tabula.geზე
-
##image#7266#1#რუსთაველის თეატრში, ეზოს მხრიდან, თაბუკაშვილის ქუჩიდან თუ შეხვალთ და კიბეებს აუყვებით, დერეფანში აღმოჩნდებით. აქ რამდენიმე კარია. ერთი მთელი დღის განმავლობაში ღიაა. შესვლისთანავე რაც თვალში მოგხვდებათ, დიდი, თეთრი ეკრანია. ეს, ქართული ჩრდილების თეატრის სარეპეტიციო ადგილია. ჩრდილების თეატრი ვიზუალური ხელოვნების უძველესი ფორმაა. ის თანამედროვე სახით 1500 წელზე მეტი ხნის წინ წარმოიშვა. თუმცა ჯერ კიდევ ქვის ხანაში, გამოქვაბულებში, ცეცხლის გარშემო შემომსხდარი ადამიანები, კედლებზე საკუთარი სხეულით თუ სხვადასხვაგვარი ფიგურებით ჩრდილებს გამოსახავდნენ. ეს იყო ერთგვარი ადრეული ფორმა „წარმოდგენის”, რომელმაც ფესვები აზიაში, კერძოდ – ინდოეთსა და ჩინეთში გაიდგა. დღეს ამ ქვეყნებში სპექტაკლის სიუჟეტები, ძირითადად, ტრადიციულ კულტურასთანაა შერწყმული და ადგილობრივ ფოლკლორს, ზღაპრებსა და ლეგენდებს ეყრდნობა. დროთა განმავლობაში თეატრის ეს სახეობა სხვადასხვა სახით თურქეთში, საბერძნეთსა და დასავლეთ ევროპაში გავრცელდა და ბოლოს უკვე მთელი მსოფლიო მოიცვა. ძირითადად გავრცელებულია მარიონეტების ჩრდილების თეატრი, რომელშიც მუყაოსგან, ხისგან, პლასტმასისგან და ბუმბულისგან დამზადებული ბრტყელი ფიგურები გამოიყენება. სპექტაკლისთვის სულ სამი დეტალია საჭირო: თეთრი ეკრანი, ძლიერი განათება ჩრდილის მკვეთრად გამოსავლენად და ჯოხზე დამაგრებული ფიგურები, რომლებსაც მსახიობები მართავენ. ქართულ ჩრდილების თეატრშიც ტრადიციული ეკრანი და განათება გამოიყენება, მაგრამ ფიგურებს მსახიობები ანაცვლებენ – მთავარ როლში, არც მეტი, არც ნაკლები, მათი ხელებია. განათება ჩართულია. თეთრი ეკრანის მიღმა, საფეხურებზე ერთმანეთს 11 მსახიობი ენაცვლება. მაყურებელთა თვალწინ, ხელების მოძრაობით ადამიანები, ცხოველები, მცენარეები, მწერები და ათასგვარი ფიგურები ცოცხლდებიან. ეს „ბუდგრუგანა-გაგრაა” – ქართული ხელის ჩრდილების თეატრი. ბუდრუგანა ტაატითა და ჭრიალით მოსიარულე ეტლს ნიშნავს. 1982 წელს ქართველი რეჟისორის, მსახიობისა და დრამატურგის გელა კანდელაკის მიერ შექმნილი თეატრის თავდაპირველი იდეა ხომ სწორედ ამ ტრანსპორტით საქართველოს ყველაზე ძნელად მისაღწევ სოფლებში მოგზაურობასა და იქ მცხოვრები ბავშვებისთვის თოჯინების სპექტაკლის ჩვენებაში მდგომარეობდა. მთავარი მიზანი რეგიონებში კულტურული ვაკუუმის შევსება იყო. თუმცა, ფინანსური პრობლემების გამო, საჭირო რეკვიზიტის შეძენა ვერ მოხერხდა და ამიტომაც ალტერნატიული გზების მოძიება გახდა საჭირო. ბევრი ფიქრის შემდეგ რეჟისორმა და მსახიობებმა ჩრდილებით ექსპერიმენტებს მიმართეს. აღმოჩნდა, რომ ჩრდილს არანაკლები გამომსახველობითი უნარი აქვს, ვიდრე თოჯინას ან მარიონეტს. „თეატრის მსახიობები თითქოს თავისუფალი არიან დრამატული თეატრის მსახიობის სხეულისგან, მატერიისგან. ისინი ხომ მხოლოდ ჩრდილების სახით ჩნდებიან მაყურებლის წინაშე. ამავე დროს, ტრადიციული ჩრდილების თეატრის გმირებისგან განსხვავებით, მათ სული აქვთ, რადგან ადამიანის ხელის ჩრდილები არიან და არა მუყაოსგან გამოჭრილი ფიგურები. ჩვენს წარმოდგენებზე გაწეული შრომა არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივ დრამატულ სპექტაკლზე მუშაობისგან. ამავე დროს, ჩემი აზრით, ამ თეატრში მუშაობა უფრო რთულია, რადგან საკუთარი ემოციების გადმოსაცემად მინიმალური საშუალებები გაქვს. ვერ იყენებ ემოციის გამოხატვის მთავარ იარაღს – თვალებს, მიმიკას. მთლიანად კონცენტრირებული ხარ იმ როლზე, რომელსაც ასრულებ. ეკრანი მცირე ზომისაა. თითოეული მილიმეტრი გათვლილია. თუ სპექტაკლზე სამსახიობო დასს ერთი წევრი მაინც აკლია, წარმოდგენა ვერ იმართება. ჩვენ არ გვყავს დუბლიორები. როდესაც მსახიობი დასს ტოვებს, ახალმოსულს „გასახსნელად” წელიწადიც შეიძლება დასჭირდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მის შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. სპექტაკლის დადგმასაც დიდი დრო სჭირდება. აქ რომ მოდიხარ, ხელში სხვა შეგრძნებები გიჩნდება”, – ჰყვება თეატრის მსახიობი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ქეთი ჭიტაძე. ჩრდილების თეატრმა შექმნის დღიდან სამი დასი გამოიცვალა. პირველ თაობას არაპროფესიონალი მსახიობები წარმოადგენდნენ, რომლებიც დღისით საკუთარი საქმიანობით იყვნენ დაკავებული, საღამოებს კი თეატრში მუშაობას უთმობდნენ. დებიუტი 1991 წელს საფრანგეთში შედგა, ფესტივალზე Les Semaines De La Marionette A Paris, სპექტაკლით „დათვის ბელის, ლაზარეს, თავგადასავალი”, რომელსაც ახლაც დგამენ და „წელიწადის ოთხი დრო” ჰქვია. წარმატებული დებიუტის შემდეგ ბევრი მიწვევა მიიღეს. 1993 წელს შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ საერთაშორისო ფესტივალზე Pippetry, 1995-ში კი გერმანიის ქალაქ შვაბიშ-გმუნდში გამართულ ჩრდილების თეატრის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდნენ. პირველი დასი მსახიობების მოუცლელობის გამო მალევე დაიშალა. ბოლო წარმოდგენა 1998 წელს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების ფესტივალზე გაიმართა. მანამდე კი გელა კანდელაკმა აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებით დასახლებული თითქმის ყველა რეგიონი მოიარა და სამსახიობო ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები შეარჩია. ჩრდილების თეატრის ახალი დასი მაყურებლის წინაშე რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, 2002 წელს წარდგა. ამავე პერიოდიდან თეატრის სახელწოდებას „გაგრა” დაემატა. ##image#7267#1#„თეატრმა შემოთავაზებები Warner Brothers-ისგანაც მიიღო. წარმოდგენა სტადიონზე უნდა გამართულიყო, მრავალრიცხოვანი მაყურებლის წინაშე. ბატონმა გელამ უარი განაცხადა, რადგან ჩვენი სანახაობა არ არის დიდ მასშტაბზე გათვლილი. ახლა სპექტაკლებს ორ კვირაში ერთხელ ვატარებთ, შაბათობით, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე. დარბაზი მხოლოდ 300 სტუმარს იტევს. აქ წარმოდგენებს მას შემდეგ ვმართავთ, რაც 2010 წელს სახელმწიფო თეატრის სტატუსი მოგვენიჭა. ახლა ჩვენ მიმართ ინტერესი უფრო გაიზარდა. ადამიანებმა იციან რა არის „ბუდრუგანა-გაგრა”. მანამდე თოჯინების თეატრის სხვენზე ვმუშაობდით, სადაც წვიმის დროს გაჩერება შეუძლებელი იყო. თუმცა ის, რომ ჩვენ ვარსებობთ, სწორედ თოჯინების თეატრის დირექციის დამსახურებაა. 14 წლის განმავლობაში იქ ვატარებდით რეპეტიციებს სრულიად უსასყიდლოდ”. ამჟამად „ბუდრუგანა-გაგრას” რეპერტუარში ორი წარმოდგენა აქვს. ესენია „წელიწადის ოთხი დრო” და „რა საოცარი დღეა”. პირველ სპექტაკლში დათვის ბელის ამბავია მოთხრობილი, რომელიც გაზაფხულიდან ზამთრამდე სხვადასხვა თავგადასავალში ებმება. მთავარ გმირში პატარები საკუთარ თავს დაინახავენ, უფროსები კი წარმოდგენის ნახვისას ბავშვობას გაიხსენებენ. სპექტაკლს „რა საოცარი დღეა” ლუი არმსტრონგისა და ელა ფიცჯერალდის ცნობილი სიმღერა – Isn’t This A Lovely Day დაედო საფუძვლად. ნამუშევარი ხსენებული მუსიკოსების სიყვარულის ისტორიას ეხება. თუმცა, ისინი პირობითი პერსონაჟები არიან. წარმოდგენა ადამიანის დაბადებას, ბავშვობას, სიყვარულს, განშორებას, სიკვდილს და სულის უკვდავებას ასახავს. გელა კანდელაკის თქმით, ეს სპექტაკლი მათთვისაა განკუთვნილი, ვისაც ტკივილი განუცდია. „როდესაც სამიზნე აუდიტორიის შესახებ გვეკითხებიან, ხუმრობით ვპასუხობთ – 4-დან 104 წლამდე. ჩვენი სპექტაკლები მოსაწონია როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის. არცერთი წარმოდგენა არ არის სტატიკური. ყველაფერი მუდმივად ცვლილების პროცესშია. როდესაც დასში ახალი მსახიობი მოდის, საკუთარი ინდივიდუალიზმი შემოაქვს. რა თქმა უნდა, შინაარსი იგივე რჩება, იცვლება დეტალები. სცენარის ავტორი და რეჟისორი გელა კანდელაკია, თუმცა მუშაობის პროცესში მსახიობებიც ვერთვებით და საბოლოო პროდუქტს ერთობლივად ვქმნით. თეატრის სპეციფიკა მხოლოდ სპექტაკლები არაა. ძალიან ხშირად ვებმებით მულტიმედიურ წარმოდგენებში და ამ პროფილის რამდენიმე ფესტივალშიც მივიღეთ მონაწილეობა”. გელა კანდელაკი და ჩრდილების თეატრის მსახიობები მხატვრულ, ანიმაციურ და დოკუმენტურ ფილმებზეც მუშაობენ. კინოსტუდია აფხაზეთთან და საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო მოძრაობა კვალი XXI-სთან თანამშრომლობით შექმნილი აქვთ სურათები „გრავიტაცია”, „ხუთი ვარიაცია”, „ახალი წელი” და სხვა. ერთ-ერთმა ფილმმა „ხმელეთის 0.047%” საფრანგეთში, სორეზის კინოფესტივალზე გრანპრიც კი მიიღო. საპრემიერო ჩვენებები გერმანიასა და ლიტვაშიც შედგა. სურათის ავტორთა მთავარი მიზანი ქართული კულტურის შეცნობა და მისი, როგორც ევროპული კულტურის ორგანული ნაწილის, წარმოჩენაა. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ანიმაციურ ფილმებზე „ვან გოგის უკანასკნელი წერილი” და „ვეფხი და მოყმე”. „მომავალი სეზონისთვის ვგეგმავთ სპექტაკლის პრემიერას სულხან-საბა ორბელიანის იგავების, სიტყვათა განმარტებების და ქადაგებების მიხედვით. 2012 წელს მონაწილეობას ვაპირებთ გერმანიაში, ქალაქ შვაბიშ-გმუნდში ჩრდილების თეატრის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ იმართება. უცხოეთში ჩვენს წარმოდგენებს მუდამ აღფრთოვანებით ხვდებიან და მსოფლიო საგანძურადაც მოიხსენიებენ. თეატრის უნიკალურობა ისაა, რომ მხოლოდ ხელის ჩრდილებით გათამაშებული წარმოდგენა – თავისი ღირებულებით და მასშტაბით, დრამატულ სპექტაკლს უდრის. სამწუხაროა, რომ ჩვენი თავდაპირველი სურვილი, მოგვევლო რეგიონები, ბავშვებისთვის წარმოდგენები ჩაგვეტარებინა და სიხარული მიგვენიჭებინა, ბოლომდე ვერ სრულდება. ეს ფინანსურ მხარდაჭერას საჭიროებს. თუმცა, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს მაინც ვახარებთ. როდესაც მათ ბედნიერ სახეებს ვხედავთ, მოტივაცია და ენერგია გვემატება”. იხილეთ tabula.geზე
-
##image#7270#0#დაბადების თარიღი: 10.03.1976 სქესი: მამრობითი პროფესია: ქორეოგრაფი, მოცეკვავე ჟანრი: კრიტიკოსების აზრით – თანამედროვე ცეკვა; თვითონ – კატეგორიულად უარყოფს მნიშვნელოვანი ჯილდოები: საუკეთესო ბელგიელი მოზარდი მოცეკვავე 1995; Prix Nijinski, 2002; საუკეთესო ქორეოგრაფი Movimentos, 2004; Critics’ Choice 2008; KAIROS, 2009 „მხოლოდ იმ ღმერთს ვიწამებდი, რომელმაც ცეკვა იცის”. ფრიდრიხ ნიცშე „ხელოვანის მთავარი სურვილი თვითგამოხატვაა. რაც თავი მახსოვს, ვხატავდი. ნელ-ნელა მივხვდი, რომ თვითგამოხატვა უფრო სოციალურად მსურდა. ინტერაქცია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხატვა მარტოსული ხელოვნებაა. ამასთანავე, მთელი ჩემი სხეული მოძრაობას ითხოვდა. ამიტომ 16 წლის ასაკში ცეკვა დავიწყე. აღარ ვხატავ, მაგრამ ჩემს დადგმებს მაინც ესკიზებად აღვიქვამ”, – მეუბნება ჩემი რესპონდენტი თავისი ახალი დადგმის, „ტეზუკას” ავსტრიულ პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე. ცეკვით პირველად 13 წლის ასაკში, ქეით ბუშის მუსიკალური კლიპის – Wuthering Height – ნახვის შემდეგ დაინტერესდა. 19 წლისამ ბელგიაში, ცეკვის სკოლაში ჩააბარა. ამას მოჰყვა საერთაშორისო ჯილდოები და აღიარება, ერთობლივი პროექტები ფლამენკოს ოსტატ მარია პახესთან, ქორეოგრაფ აკრამ ხანთან, ბრიტანელ მოქანდაკე ენტონი გორმლისთან. თავის ბოლო დადგმას 35 წლის ნახევრად ბელგიელი, ნახევრად მაროკოელი ქორეოგრაფი, სიდი ლარბი შერკაუი ანიმატორსა და მანგების ავტორს, „იაპონელ დისნეიდ” წოდებულ ოსამუ ტეზუკას უძღვნის. ორმოქმედებიან დადგმაში, რომელშიც 11 მოცეკვავე, 3 მუსიკოსი და 1 კალიგრაფისტი მონაწილეობენ, მოქმედება სამ პარალელურ დროსა და განზომილებაში ვითარდება. ოსამუ ტეზუკას მანგების პერსონაჟების, თავად ტეზუკასა და იაპონიაში შარშან მომხდარი ცუნამის ისტორიები ერთმანეთს ეპიზოდურად ენაცვლება და, საბოლოოდ, ერთმანეთში გარდამავალ, სიურრეალისტური ელემენტების სინთეზად იკვრება. სინთეზურია ყველაფერი – სიუჟეტი, შესრულების სტილი, მუსიკალური და ვიზუალური გაფორმება. მოქმედება ტეზუკას პერსონაჟების მითოლოგიური სამყაროდან აწმყო დროში და უკან – ავტორის ეპოქაში, ქორეოგრაფია კი სცენიდან ვიდეოანიმაციასა და კალიგრაფიულ ინსტალაციებში ინაცვლებს. „ორი განზომილება აღარ მყოფნიდა, ამიტომ ცეკვა დავიწყე. ცეკვაში სწორედ ის მომწონს, რომ სურათის აღსაქმელად განუწყვეტლივ მოძრაობაა საჭირო. თანაც, ერთდროულად, ფანქარიც და მხატვარიც თავად ხარ. ცეკვა დროებითი ნახატია, რომელიც მოძრაობის დასრულებისთანავე ქრება და ყოველი წარმოდგენისას ახლიდან იქმნება”, – მიხსნის შერკაუი. ##image#7271#1#სწორედ ასეთია „ტეზუკას” სამყაროც – რომელიც მხოლოდ ერთი წამით ცოცხლობს, არ გააჩნია მომავალი, რადგან ყოველ წამს კვდება. გარდაისახება, მაგრამ არასოდეს მეორდება. ფერადი, ჯადოსნური, ისტორიული თუ ტეზუკას მანგების პერსონაჟებით სავსე – მაგრამ მაინც რეალური სამყარო, სადაც ბუნების დამანგრეველი სტიქია განურჩევლად ყველაფერს ანადგურებს და, შესაბამისად, ყოველი დეტალი თანაბრად მნიშვნელოვანი ხდება. ყველაფერი ერთ სიბრტყეზე ლაგდება და როგორც დროის, ისევე ნარატივის დრამატურგიული თანმიმდევრულობა აზრს კარგავს. აზრს კარგავენ „დადებითი” და „უარყოფითი” პერსონაჟებიც, უფრო სწორად, ერთმანეთს ემსგავსებიან და მათი ამბივალენტურობა კიდევ უფრო თვალშისაცემი ხდება. არ არსებობს არც მართალი, არც დამნაშავე, რადგან აქ არაფერია ერთმნიშვნელოვანი და მორალისტური; როგორც, მაგალითად, „ატომი” – ტეზუკას მანგებისა და შერკაუის დადგმის ერთ-ერთი ცენტრალური პერსონაჟი – რობოტი ბიჭუნა, დედამიწაზე სამართლიანობას იცავს, მაგრამ მისი მექანიზმი ატომურ ენერგიაზე მუშაობს – რაც „ატომს”, ამავდროულად, კაცობრიობისთვის სახიფათო არსებად აქცევს. ამბივალენტურობა, რომელიც არა მხოლოდ „ატომისა” და, ზოგადად, ტეზუკას შემოქმედებისთვის, არამედ მთლიანად იაპონური კულტურისთვისაა დამახასიათებელი, სიდი ლარბის თქმით, მას განსაკუთრებით იზიდავს. „აქ არ არსებობენ „კარგი და ცუდი ბიჭები” – ორივე პერსონაჟი რაღაცის თქმას ცდილობს და ხშირად ირკვევა, რომ ორივე მართალია; მეტიც – ისინი ერთმანეთს ჰგვანან. ეს დასავლური აზროვნებისგან ძალიან განსხვავდება. შესაძლოა, ამგვარი მსოფლმხედველობა იაპონელების რთული ისტორიიდანაც გამომდინარეობს – ერთი მხრივ, მეორე მსოფლიო ომში მოულოდნელი დამარცხებისა და უეცრად „არასწორი ერის” ამპლუაში წარმოჩენა. მეორე მხრივ, „არასწორი საქციელი” მათ მიმართ: ჰიროშიმა და ატომური პრობლემა. მნიშვნელოვანია, თუ როგორ ხდება მჩაგვრელი ჩაგრული და რამდენად შოკისმომგვრელია ეს გარდატეხა”. თანამედროვე ხელოვნება თავისთავად კულტურის დემოკრატიზაციას (ე.წ. მაღალი და დაბალი, ანუ „ბულვარული” ხელოვნების გათანაბრებას), ანუ ჰორიზონტალურობას გულისხმობს. თანამედროვე ცეკვა, 20-იანი წლების დასაწყისში, ტრადიციული ბალეტის მკაცრი ჩარჩოებისგან გათავისუფლების მცდელობა იყო, რომელსაც საფუძველი აისიდორა დუნკანმა, მართა გრეჰემმა, ფრანსუა დელსარტმა და სხვებმა ჩაუყარეს. მიმდინარეობას, რომელიც თითქოს ჩანასახშივე სტილის, იმპროვიზაციისა და სინთეზის სრულ თავისუფლებას გულისხმობს, სიდი ლარბი შერკაუი საკუთარ შემოქმედებას კატეგორიულად არ მიაკუთვნებს: „ბელგიაში, ცეკვის სკოლაში, გვეუბნებოდნენ, რომ გამოხატვის საკუთარი ხერხები უნდა გვეპოვა. არ მესმის, რატომ არ შეიძლება გავაკეთო ის, რასაც თუნდაც პინა ან ფორსაიტი აკეთებდნენ?! გვიკრძალავდნენ ყველაფერს, რაც ჩვენამდე გაკეთებულა. საბოლოო ჯამში, ჩვენთვის აღარც არაფერია დარჩენილი. უნდა ვყოფილიყავით უმოძრაობის მთელი თაობა, რადგან მოძრაობის უფლება უბრალოდ ჩამოგვართვეს! პრობლემა ისაა, რომ თანამედროვე ხელოვნება ინდივიდის წამოწევას ცდილობს, რაც კოლექტიური მუშაობის ##image#7272#1#სტრუქტურას ანადგურებს. დასავლური ხელოვნება ზედმეტად ამპარტავნულია. ის, რომ საკუთარი სტილი მაქვს, არ ნიშნავს, რომ რაიმე ჩემი მოგონილია. ყველაფერი რაღაცის გავლენით არის შექმნილი. თანამედროვე ხელოვნებაშიც არსებობს ტრადიცია, მაგალითად, ბელგიური ქორეოგრაფიის, როგორიცაა ანნე ტერეზა დე კრეესმაკერის შემოქმედება. ტერეზაზე, თავის მხრივ, გავლენა ტრიშა ბრაუნმა იქონია, ეს უწყვეტი ჯაჭვია. მე მხოლოდ ამ გაერთიანების ნაწილი ვარ. ამიტომ არ მიყვარს, როდესაც თანამედროვე არტისტს მიწოდებენ, შეზღუდვად მეჩვენება”. „დასავლური ამპარტავნების” დაძლევის საშუალებად სიდი ლარბი შერკაუი კოლაბორაციას მიიჩნევს. სწორედ ამიტომ მოსწონს მისგან სრულიად განსხვავებულ ჟანრებსა და სფეროებში მოღვაწე ხელოვანებთან თანამშრომლობა. ქორეოგრაფებისა და მოცეკვავეების გარდა, მოქანდაკეებთან, მომღერლებთან, მხატვრებთან და შაოლინელ ბერებთან ერთადაც კი უმუშავია. მოქანდაკე ენტონი გორმლისთან და ბუდისტ ბერებთან ერთად შექმნილი Sutra-ს ქორეოგრაფია ბერების საბრძოლო ხელოვნებათა ძირითად სახეობებს – კუნგ ფუსა და ტაი ჩის ეყრდნობა. სწორედ შაოლინელი ბერების ცხოვრების სტილი მიაჩნია სიდი ლარბის კოლაბორაციის იდეალურ მოდელად: „სანამ დადგმაზე მუშაობას დავიწყებდით, ჩინეთში, ბერებთან ერთად ვცხოვრობდი. პირველად მოვხვდი კომუნისტურ ქვეყანასა და, მით უმეტეს, ტაძარში. ჩემი დასავლური აზროვნებით, მიმაჩნდა, რომ იქ ყველანი „ტვინგამორეცხილები” უნდა ყოფილიყვნენ. სინამდვილეში, ცხოვრებისეული გაკვეთილი მივიღე, თუ როგორ უნდა ითანამშრომლონ ადამიანებმა. ბერები მთელი დღის მანძილზე ერთად მუშაობდნენ, საღამოს კი ყველა განმარტოებაში ისვენებდა. ეს სრულიად საწინააღმდეგოა იმისა, რასაც დასავლეთში ვაკეთებთ – მარტოსულები ვართ ჩვენს შემოქმედებაში. დასავლეთში ხალხი ძირითადად პირადი კეთილდღეობისთვის იბრძვის. იქ კი ყველაფერი კოლექტივისთვის კეთდება. მიზანი გააჩნიათ. სწორედ მიზანი დავკარგეთ დასავლეთში. მნიშვნელოვანი ისაა, თუ რას გასცემ და არა ის, რას იღებ. ესაა ტეზუკას პრინციპიც. სწორედ ამიტომ, ჩემი ბოლო დადგმის მთავარი მიზანია, დარბაზიდან გასულმა მაყურებელმა ტეზუკას წიგნების ყიდვა მოინდომოს, – ამბობს შერკაუი, – მას „მანგას მამამთავარს” უწოდებენ, თითქმის ჟანრის ფუძემდებელია. იმდენად ტაბუირებულ თემებს განიხილავდა, რომ მისი ნამუშევრები ხალხისთვის ხშირად შოკისმომგვრელიც კი იყო, თუმცა ტეზუკას მიზანი მკითხველში არა შოკის, ##image#7273#1#არამედ მსჯელობის პროვოცირება გახლდათ. ხშირად მსაყვედურობენ, რომ ჩემს დადგმასა და ტეზუკას მანგებში ზედმეტად ბევრი ძალადობის სცენაა. უკაცრავად, მაგრამ სამყაროც ასეთივე სასტიკი და ძალადობით აღსავსეა… ტეზუკა გულწრფელია, ამიტომაცაა მასთან ძალადობა. ხალხი რატომღაც კომიქსებს სერიოზულად არ აღიქვამს, ტეზუკაც მივიწყებულია. არადა, არსებობს მთელი თაობა, რომლის ცნობიერებაც კომიქსებმა და ანიმემ ჩამოაყალიბა. ზოგ მაყურებელს საერთოდ არაფერი სმენია ტეზუკას შესახებ, ზოგი კი მის შემოქმედებას ჩემზე უკეთ იცნობს. ამიტომ რაღაც ისეთი უნდა გამეკეთებინა, რაც მათთვისაც აღმოჩენა იქნებოდა. ბედნიერი ვარ, თუკი ეს მოვახერხე”. იხილეთ tabula.geზე
-
http://saqinform.ge/images/stories/society/fiji11.jpgთბილისი, 27 იანვარი, საქინფორმი. ავსტრალიური მედიის ინფორმაციით, ფიჯის კუნძულების რესპუბლიკა კიდევ ერთი ქვეყანა გახდება, რომელიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. ამ თემაზე მოლაპარაკებები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის აზიური ვიზიტის ფარგლებში გაიმართება. იგი ფიჯის კუნძულებზე დღეს უნდა ჩავიდეს, თუმცა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ლუკაშევიჩმა ჟურნალისტების შეკითხვა დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ ღიად დატოვა. <span style="font-size: 10pt;" />მისი თქმით, ნებისმიერი ამგვარი გადაწყვეტილება სუვერენული სახელმწიფოს უფლებაა. საქინფორმი
-
На фоне заверений властей в том, что выборы президента России пройдут кристально честно, Сеть взбудоражила "утечка" о том, как в Северной столице учителей хотели заранее заставить голосовать по открепительным. "Новая газета" выяснила подробности в ходе расследования: правда оказалась еще печальнее. newsru
-
http://rustavi2.com/news_photos/01_12/59818.jpgავსტრალიური მედიის ინფორმაციით, ფიჯის კუნძულები, შესაძლოა, კიდევ ერთი ქვეყანა გახდეს, რომელიც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას ცნობს. ამ თემაზე მოლაპარაკებები სერგეი ლავროვის აზიური ვიზიტის ფარგლებში გაიმართება. ის ფიჯიზე დღეს უნდა ჩავიდეს, თუმცა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ლუკაშევიჩმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ შეკითხვა ღიად დატოვა. მისი თქმით, მსგავსი სახის ნებისმიერი გადაწყვეტილება სუვერენული სახელმწიფოს უფლებაა. თუ მოლაპარაკებები მართლაც გაიმართა, ფიჯი შესაძლოა მეექვსე ქვეყანა გახდეს, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას ცნობს. ამჟამად ფიჯის კუნძულებზე სტიქიას ებრძვიან. მასშტაბური წყალდიდობის მიუხედავად, სერგეი ლავროვმა ვიზიტი არ გადადო. View the full article
-
An £80m Home Office programme to give police forces Blackberrys and other mobile devices has been criticised by the National Audit Office. planetanews
-
Military experts gathered in London this week to discuss the growing threat of cyber-attacks to international security. planetanews
-
http://rustavi2.com/news_photos/01_12/59817.jpgდავოსში მიმდინარე ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, აზერბაიჯანულმა ნავთობკომპანია "სოკარმა" მიღება გამართა. საღამოზე ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში `სოკარის` მიერ უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები იყო. შეხვედრას ქართული დელეგაციაც ესწრებოდა. კომპანიის საქართველოში მუშაობის შესახებ კომენტარი გააკეთა `სოკარის` პრეზიდენტმა. `ჩვენი კომპანია საქართველოსთან აქტიურად თანამშრომლობს. სხვა წარმატებულ პროექტებთან ერთად, ნაბუკოს პირველ ფაზაში შაჰდენიზის სამხრეთ კავკასიური მილსადენით საქართველოს გავლით გაზს თურქეთს მივაწოდებთ. ამით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გაზის მოცულობა ბევრად გაიზრდება,`- განაცხადა როვნაგ აბდულაევმა. შეხვედრის მონაწილებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმაც მიმართა. View the full article
-
</p>/get_img?ImageId=5914 საინიციატივო ჯგუფმა ჯაბა იოსელიანის დიდუბის პანთეონიდან გადასვენების მოთხოვნა და მოგროვილი ხელმოწერები თბილისის მერიას, თბილისის საკრებულოს და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადასცა. როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრები აცხადებენ, გადაცემული ხელმოწერების რაოდენობა 1000–მდეა, თუმცა ხელმოწერების შეგროვება კვლავ გრძელდება. “ამ აქციის წარმატება არა რომელიმე პოლიტიკოსზე, არამედ თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული. ხელმოწერების აქცია გაგრძელდება მანამდე, სანამ ჩვენს მიზანს არ მივაწღევთ”, – აცხადებს აქციის ორგანიზატორი მიხეილ ჯაფარიძე. ხელმოწერების მოგროვება 20 იანვრიდან დაიწყო. ამჟამად სოციალურ ქსელ facebook-ზე სპეციალურად ამ საკითხთან დაკავშირებით შექმნილ ჯგუფში 2000–ზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
</p>/get_img?ImageId=6058 ”Twitter”-მა გამოაცხადა, რომ ქვეყნების მოთხოვნის შესაბამისად მოახდენს კონტენტზე წვდომის ბლოკირებას.,”Twitter”-ის განცხადებით, მომხმარებელს ეცოდინება, თუ რატომ წაიშალა მის მიერ გავრცელებული შეტყობინება. ”ჩვენ პატივს ვცემთ გამოხატვის თავისუფლებას და ვმუშაობთ ბევრს, რომ ტვიტერზე გამოქვეყნებული კონტენტი არ წაიშალოს”- ასე უპასუხა CNN-ის შეკითხვას ჯოდი ოლსონმა, ტვიტერის სპიკერმა. იმ ქვეყნების მაგალითებად, სადაც ტვიტერის კონტენტი შესაძლოა შეიზღუდოს, დასახელდა საფრანგეთი და გერმანია, სადაც ნაცისტური შინაარსის შემცველი მესიჯების გავრცელება იკრძალება. ტვიტერი ამ ქვეყნებში ნაცისტური შინაარსის კონტენტს წაშლის. თუმცა კომპანია აცხადებს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში იმდენად შეზღუდულია გამოხატვის თავისუფლება, რომ ტვიტერი იქ ვერ იმუშავებს. ”ერთ–ერთი ჩვენი ფასეულობა, რომელსაც კომპანია იცავს და პატივს ცემს, არის თითოეული მომხმარებლის ხმა,”- წერია ტვიტერის ბლოგზე. ”ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ კონტენტი ყველგან და ყოველთვის, როცა ამას ვერ შევძლებთ, ჩვენ გამჭირვალენი ვიქნებით ჩვენი მომხმარებლების მიმართ. ტვიტერმა აუცილებლად უნდა გააგრძელოს არსებობა”. ”სხვა გზა არ არსებობს, სამწუხაროა, რომ ტვიტერი კანონზე მაღლა არ დგას,” - განაცხადა ჟილიან იორკმა, ელექტრონული სასაზღვრო ფონდის გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო დირექტორმა, რომელიც ინტერნეტ სივრცეში გამოხატვის თავისუფლებას და კონფიდენციალურობას იცავს. იორკი აცხადებს, რომ ტვიტერი, როგორც სხვა კომპანიები, რომლებიც მომხმარებელთა შინაარსს ავრცელებენ, დადგა მთავრობასთან პირისპირ, რომ მათი ბრძანების ან თხოვნით მიხედვით მოხსნას კონტენტი: ”ტვიტერს ორი არჩევანი აქვს იმ შემთხვევაში, როცა თხოვნით მიმართავს მთავრობა, არ შეუსრულოს თხოვნა და რისკის ქვეშ დააყენოს მისი არსებობა იმ ქვეყანაში, ან შეასრულოს მათი მოთხოვნა და ცენზურა დააწესოს”. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
BBC Breakfast's Tim Muffett has had a look around the athletes' apartments in the 2012 Olympic Village. planetanews
-
http://saqinform.ge/images/stories/society/1qartuli-ocneba111.jpgთბილისი, 27 იანვარი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, კონტროლის პალატა საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებას“ თვალთმაქცურ გარიგებებში ადანაშაულებს. აღნიშნულის შესახებ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროს ნათია მოგელაძის განცხადებაშია ნათქვამი, რომელითაც მან მოძრაობას მიმართა. განცხადების მიხედვით, შპს „ელიტა ბურჯსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის ურთიერთგადარიცხვები კანონის დარღვევით განხორციელდა. საუბარია 1 100 000 ლარზე. <span style="font-size: 10pt;" />აღნიშნულ განცხადებას უკვე გამოეხმაურა საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“. როგორც მოძრაობიდან საქინფორმს აცნობეს, მათ შესაბამისი განცხადებაც გაავრცელეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: საქინფორმი