planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpgქართველი სპეციალისტების თანამონაწილეობით, თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს - იშხანსა და ოშკს რესტავრაცია ჩაუტარდება. ანკარაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრს შეხვდა. შეთანხმების შედეგად, უახლოეს მომავალში, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული თურქული კულტურის ძეგლების რესტავრაციაც დაიწყება. `ჩვენს ქვეყანასა და საქართველოს შორის მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობა არსებობს და გვინდა ეს თანამშრომლობა გავაღრმავოთ კულტურისა და ტურიზმის სფეროში. ორივე ქვეყანაში არის კულტურული ძეგლები. წლების განმავლობაში მიდიოდა მოლაპარაკება მათი რესტავრაციის შესახებ და დღეს უკვე კონკრეტულ შედეგამდე მივედით. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას აღვადგინოთ იშხანი და ოშკი ქართველი სპეციალისტების მეთვალყურეობითა და დახმარებით,`- განაცხადა თურქმა მინისტრმა ერთუღრულ უნაიმ. View the full article
-
liberali.ge
-
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ძლიერი წვიმების გამო ფიჯიზე ვიზიტის გადადებას არ აპირებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა.ამასთან, მან უარი თქვა იმ ინფორმაციის კომენტირებაზე, რომლის თანახმად, ლავროვმა ფიჯიზე ვიზიტად გამგზავრება იმიტომ გადაწყვიტა, რომ ეს ქვეყანა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას აპირებს."მსგავსი სახის ნებისმიერი გადაწყვეტილება სუვერენული უფლებაა, ამიტო... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
Путин делает большую ошибку, не придавая значения протестному движению; российские граждане массово готовятся стать наблюдателями на выборах 4 марта; декларации о доходах кандидатов в президенты не соответствуют действительности; ПАСЕ критикует избирательную систему России; инвесторы ждут результатов выборов.
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პროფესიული სასწავლებლების განვითარებისათვის ახალი მოდელი შეიმუშავა. ცვლილება პროფესიული კოლეჯების დაფინანსების სისტემას შეეხო – კოლეჯები ვაუჩერული დაფინანსების მოდელზე გადადიან, რაც იმას გულისხმობს, რომ სახელმწიფო 1000 ლარიან ვაუჩერს იმ სტუდენტებს გადასცემს, რომლებიც სასურველი პროფესიის დასაუფლებლად აკრედიტებულ პროფესიულ კოლეჯებს აირჩევენ. ამ მიზნით სახელმწიფომ შვიდი მილიონი ლარი უკვე გამოყო. ვაუჩერით სრულად დაფინანსდებიან სოციალურად დაუცველი სტუდენტები, ასევე, მიმდინარე წლის ცხრაკლასდამთავრებულები და მეთორმეტეკლასელები, რომლებსაც სკოლის დამთავრების შემდეგ პროფესიული განათლების მიღება სურთ. ეს სიახლე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პროფესიული კოლეჯის ”სპექტრი” ხელმძღვანელებს, პედაგოგებსა და სტუდენტებს გააცნო. მინისტრის განცხადებით, დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლა გაზრდის კოლეჯებს შორის ჯანსაღ კონკურენციას, ხელს შეუწყობს კერძო სექტორის მოზიდვასა და პროცესში ჩართვას. მისივე თქმით, პროფესიულ კოლეჯებში მიღებული განათლებით სტუდენტებს დასაქმების რეალური საშუალება ეძლევათ. იხილეთ tabula.geზე
-
ირანი მზადაა, დასავლეთთან მოლაპარაკებები განაახლოს, თუმცა ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმას არ აპირებს.ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა ქალაქ კერმანში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა."დასავლეთი ვითარების განზრახ დაძაბვას ცდილობს. სანქციების დაწესება ვერ გვაიძულებს, ბირთვულ პროგრამაზე უარი ვთქვათ. ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება", - განაცხადა აჰმადინეჯადმა. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://rustavi2.com/news_photos/01_12/59822.jpgთბილისისა და ლუბლინის მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად ახალგაზრდული, სახელოვნებო და სპორტული მიმართულების პროექტები დაიგეგმება და ორ ქალაქს შორის გაცვლითი პროგრამები განხორციელდება. ლუბლინის საკრებულოს წარმომადგენლები გუდაურის პოტენციალით დაინტერესდნენ. ისინი აპირებენ პოლონურ ტურისტულ კომპანიებს და მოთხილამურეებს სამთო კურორტზე ტურების დაგეგმვა შესთავაზონ. მემორანდუმს თბილისის მერმა და ლუბლინის საკრებულოს თავმჯდომარემ მოაწერეს ხელი. View the full article
-
დაღესტანის ხუტორ უკრაინსკის განაპირას პარასკევს დილით მოხდა საბრძოლო შეტაკება ძალოვნებსა და ბოევიკებს შორის, რის შედეგადაც დაჭრილია რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე, – იტყობინება რუსეთის მასმედია.როგორც ცნობილი გახდა, დაღესტანის რესპუბლიკის ყიზლიარის რაიონში ფედერალური ძალების სამხედრო მოსამსახურეები ჩაებმნენ საბრძოლო შეტაკებაში შეიარაღებული იატაკქვეშეთის წევრებთან, რომელნიც მათ აღმოაჩინეს 27 იანვრის დილით ხუტორ უკრაინსკის მახლობლად. შეტაკების შედეგად მოკლულია სამი და დაიჭრა ორი სამხედ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
მოსამართლეებსა და ადვოკატებს აღარ შეუძლიათ იყვნენ მეგობრები Facebook-ში. ფლორიდის შტატის სამოსამართლო ეთიკის საკონსულტაციო კომიტეტმა თავის ახალ მოსაზრებაში დაადგინა, რომ დროა დაწესდეს შეზღუდვები მოსამართლის ქმედებებზე ონლაინ სივრცეში. კომიტეტმა თქვა, რომ მოსამართლის მეგობარი ადვოკატების მონაწილოება საქმის განხილვაში ქმნის ინტერესთა კონფლიქტს, რადგან „გონივრულად ტოვებს გარეშე პირებში იმის განცდას, რომ ეს „მეგობარი“ ადვოკატები არიან ... View ucnauri.com
-
Очень важно, чтобы западные державы осознали, что расклад изменился с появлением мирового кризиса и новых игроков, таких как Китай, Индия и Бразилия. Арабская весна смешала все карты на Ближнем Востоке. Ни США, ни Европейский Союз не будут играть здесь ту же роль, что раньше. Геополитическая ситуация меняется, и западным державам уже пора бы это понять.
-
სურბ ნშანის ტაძართან დაკავშირებით , რომელსაც იანვრის დასაწყისში ცეცხლი გაუჩნდა , საპატრიარქოს განცხადებას წმინდა ეჩმიაძინი გამოეხმაურა და მას გაუგებარი უწოდა. როგორც ИА REGNUM-ს ეჩმიაძინის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ვაგრამ მელიკიანმა განუცხადა: ”საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გავრცელებული განცხადება, რომელშიც თბილისში მდებარე სომხური ეკლესია სურბ ნშანის კუთვნილება სადავოდ არის წარმოჩენილი, გაუგებრობას იწვევს. მსგავსი განცხადება ძნელად აღსაქმელია, ეკლესიის წარწერები რომელიც მისი აგების დროს ამოკვეთეს, მოწმობს რომ ეს ტაძარი სომხურია” საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადებაში ნათქვამია – ”საქართველოს საპატრიარქოს მიაჩნია, რომ ვერცხლის ქუჩაზე მდებარე ტაძარში, პირველ რიგში, უნდა განხორციელდეს გადაუდებელი გამაგრებითი სამუშაოები, შემდეგ კი უნდა შეიქმნას ერთობლივი კომისია, რომელიც ჩაატარებს არქეოლოგიურ კვლევებს და დადებს სათანადო დასკვნას. ამ საქმეში კი აუცილებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა როგორც საქართველოს საპატრიარქოს, ისე სომხური მხარის წარმომადგენლებმა, რათა მიუკერძოებლად განისაზღვროს ტაძრის წარმომავლობა, აქედან გამომდინარე კი, მისი კუთვნილების საკითხი.” ეჩმიაძინი დადებითად აფასებს წინა წელს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც რელიგიურ ჯგუფებს საშუალებას აძლევს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით დარეგისტრირდნენ და შემდგომ ნაბიჯად ე.წ სადავო ეკლესიების გადმოცემას ასახელებს: ”მეორე ნაბიჯი იქნება ექვსი სომხური ეკლესიის ჩვენი ეპარქიისათვს გადაცემა, რომლებზეც ქართული მხარე გვედავება. სწორედ ამ დავის გამოა, რომ სომხეთის ეკლესია ქართულ მიწაზე არსებულ თავის ტაძრებზე ვერ ზრუნავს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში მთლიანად დაინგრა. ახლა კი ქართული უწყებების გულგრილობისა და უყურადღებობის გამო ნგრევის პირასაა მისული სურბ ნშანის ტაძარი. ამ ტაძარში რამდენიმე ხნის წინ ხანძარი გაჩნდა. ამის გამო სომხეთის კულტურის სამინისტრომ საქართველოში მდგომარეობის ადგილზე შესასწავლად სპეციალისტების კომისია გააგზავნა. ქართველ კოლეგებთან ერობლივი მუშაობის შედეგად კომისიის წევრები შეთანხმდნენ, რომ ამ ტაძრის გამაგრებისათვის სპეციალური სამუშაოები უნდა განხორციელდეს” – აცხადებს მელიკიანი. იხილეთ tabula.geზე
-
პოსტში იხილავთ, თუ როგორ ხატავს ქართველი მხატვარი ფოტოშოპით ცნობილ ადამიანებსOzzy osbourneDavid Villajohn locke from LOSTDR HOUSEდა ბოლოს ქართველი კახი კავსაძეFaceBook: NAGGI@PAINTINGSkype : D77A77T77O77 View ucnauri.com
-
http://rustavi2.com/news_photos/01_12/59815.jpgლეიბორისტული პარტია აცხადებს, რომ მოსახლეობას ბუნებრივი აირი დაბალი წნევით მიეწოდება. ამაში კი პარტია `ყაზტრანსგაზს` ადანაშაულებს. პარტიის იდეოლოგიური ლიდერის განცხადებით, გაზის წნევა ხელოვნურად არის დაწეული და ამასთანავე, მასში სხვადასხვა ნივთიერებაა შერეული, საბოლოოდ კი მომხმარებელი სამმაგ გადასახადს იხდის. `ეს ქმედება არის დანაშაული, რაც გამოიხატება მოსახლეობის მასობრივ მოტყუებასა და ძარცვაში. ამიტომ მივმართავთ პროკურატურას, დაუყოვნებლივ აღძრას საქმე ამ კრიმინალზე და აღკვეთოს გაზის კომპანიის კრიმინალური საქმიანობა,`- განაცხადა პარტიის წევრმა კახა ძაგანიამ. View the full article