Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. /get_img?ImageId=6303 "რესპუბლიკური პარტიის" წევრი დავით ბერძენიშვილი კომენტარს აკეთებს საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლებებს შორის მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომლის შესაბამისად, თურქეთის ტერიტორიაზე იშხანისა და ოშკის რესტავრაციის სანაცვლოდ, საქართველოში ერთი მეჩეთი უნდა აშენდეს, ერთს კი რესტავრაცია ჩაუტარდეს: "გუშინ „ქართულ ოცნებაში“ შემუშავდა პოზიცია, სადაც სახელმწიფოს მხრიდან ოშკისა და იშხანის სასწრაფოდ გადარჩენას მივესალმებოდით, თუმცა ასევე ვამბობდით, რომ მხოლოდ სახელმწიფოს გადასაწყვეტი არ უნდა იყოს მეჩეთის აშენების საკითხი. ჩვენ ხელისუფლებას ვსაყვედურობდით მარტშიც, რომ რელიგიური საკითხები მხოლოდ სახელმწიფოთა შორის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს და ის ამა თუ იმ რელიგიური აღმსარებლობის ადამიანთა მონაწილეობით უნდა წყდებოდეს. ახლა, როგორც ჩანს, სახელმწიფომ საზოგადოების ინტერესი გაითვალისწინა და დღეს კულტურის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ოთხივე ძეგლი არის კულტურული ძეგლი და არა რეგლიგიური დანიშნულების დაწესებულება, რომ ოშკი და იშხანი და საქართველოში არსებული მეჩეთები აღდგება, როგორც კულტურული ძეგლები. თუ ჩაუტარდება რესტავრაცია და არარელიგიური შენობები გაჩნდება, ამაში მიუღებელს ვერაფერს ვხედავ. თუ არ გვატყუებს სამინისტრო და მეჩეთის აშენების საკითხი მართლაც არ დგას, სასურველია მან შეთანხმების ტექსტი გამოაქვეყნოს. ჩვენ კმაყოფილი ვართ, რომ ხელისუფლება დაგვიანებით მაინც მივიდა იმ პოზიციამდე, რომელზეც "რესპუბლიკური პარტია" ჯერ კიდევ მარტში საუბრობდა. მაშინ ბათუმში 300– კაციანი მიტინგი მოეწყო მეჩეთის აშენების წინააღმდეგ, რაც ადასტურებს იმას, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ამის გამო დისკომფორტს განიცდიდა,"- ამბობს დავით ბერძენიშვილი, "რესპუბლიკური პარტიის" წევრი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღესვე კომენტარი სხვა პოლიტიკურმა ჯგუფებმა– ნინო ბურჯანაძის პარტია „დემოკრატიულმა მოძრაობამ", "ქრისტიან დემოკრატიულმა მოძრაობამ" და "ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ" გააკეთეს, სადაც საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას სრულად ეთანხმებიან. საქართველოს საპატრიარქოს მიაჩნია, რომ საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლებებს შორის მოლაპარაკება და შეთანხმება საქართველოს კანონმდებლობის (კონსტიტუციური შეთანხმების) უხეში დარღვევით ხორციელდება და საქართველოს საპატრიარქო, რომელიც არის ყველა ქართული ეკლესია-მონასტრის მესაკუთრე, არ იყო და არ არის ჩართული ოფიციალურ მოლაპარაკებებში. სრული ინფო(netgazeti.ge)
  2. “საქართველოს ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელს მოაწერენ ”უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის” თავჯდომარე თამარ იოვაშილი - სადღობელაშვილი და… ლინკი მედიანიუსზე
  3. Ереванский международный аэропорт "Звартноц", который утром 10 февраля приостановил прием и отправку самолетов из-за сильного снегопада, возобновил работу. В "Армавиа" сообщили, что уже отправлены рейсы в Москву, Краснодар, Афины и Дубай. Ранее сообщалось, что остановлена также работа аэропорта в Гюмри. lenta.ru
  4. /get_img?ImageId=6304 ბუღალტრებსა და აუდოტორებს მიმდინარე წლის თებერვლიდან, კომერციული ბანკების მსგავსად, დაეკისრათ ვალდებულება, გამოარკვიონ, მათი კლიენტი მიეკუთვნება თუ არა პოლიტიკურად აქტიური პირის კატეგორიას. დადებითი პასუხის შემთხვევაში კი, ისინი ვალდებულნი არიან, ინფორმაცია საქართველოს კონტროლის პალატას მიაწოდონ. აღნიშნული ვალდებულება აუდიტორებსა და ბუღალტრებს საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №12 ბრძანების საფუძველზე დაეკისრათ, რომელიც ნათია მოგელაძემ 2012 წლის 31 იანავრს გამოსცა. ნათია მოგელაძის მიერ გამოცემულ ბრძანებაში პოლიტიკურად აქტიურ პირებთან დაკავშირებით ცალკე არის გამოყოფილი მეექვსე მუხლი. ამ მუხლის შესაბამისად, ბუღალტერი ან/და აუდიტორი ვალდებულია გამოარკვიოს, მიეკუთვნება თუ არა კლიენტი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირის კატეგორიას. „ემ ენ აუდიტი“ ბაზარზე ორი წელია საქმიანობს, მისი ხელმძღვანელი იური პაპასქუა „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს: „ჩვენ პოლიტიკურად აქტიური პირები არ გვყავს და არც გვეყოლება, მაგრამ თუკი საჭიროა თანამშრომლობა ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან, ვითანამშრომლებთ. ჩემთვის არც ის საკანონმდებლო ცვლილებები იყო მისაღები, რომელიც ეხებოდა ბანკების ანგარიშების მონიტორინგს. ასეთი ტიპის ცვლილებები მისაღები არ არის, მაგრამ როცა არის ასეთი ნორმატიული აქტი, ჩვენ უნდა დავემორჩილოთ და შევასრულოთ.“ იური პაპასქუა ამბობს, რომ მის კომპანიას არ ეყოლება პოლიტიკურად აქტიური კლიენტი და, შესაბამისად, ამ ნორმატივის შესრულება არ მოუწევს: „არ მოგვიწევს ამის შესრულება. მე თვითონ არ ვარ პოლიტიკურად აქტიური“. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანების თანახმად, თუ კლიენტი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს, აუდიტორი და ბუღალტერი ვალდებულნი არიან, ხელმძღვანელობისგან ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა აიღონ, ასევე, მიიღონ გონივრული ზომები ასეთი პირის ფულადი სახსრების, ქონების წარმომავლობის დასადგენად და განახორციელონ ასეთ პირთან თავიანთი საქმიანი ურთიერთობების გაძლიერებული მონიტორინგი. თუკი კლიენტი (მისი ბენეფიციარი მესაკუთრე) საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელ პირთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების შემდეგ გახდა პოლიტიკურად აქტიური პირი, ბუღალტერი ან/და აუდიტორი ვალდებულია, ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთანავე, ქონების წარმომავლობის დასადგენად, განახორციელონ ასეთ პირთან თავიანთი საქმიანი ურთიერთობების გაძლიერებული მონიტორინგი. ახალი რეგულაცია ასევე ადგენს, რომ ბუღალტერს ან/და აუდიტორს უნდა ჰქონდეს განსაზღვრული სათანადო პროცედურები, რომლის საფუძველზეც ის პოლიტიკურად აქტიური პირების დადგენისა და გადამოწმების მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მოძიებას კლიენტისგან, ასევე, საჯარო წყაროებიდან ან შესაბამის მონაცემთა ელექტრონული ბაზებიდან. აუდიტორული კომპანია „ფინანსური გადაწყვეტილების ჯგუფის“ ადგილობრივ ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს. კომპანიის დირექტორი დავით ლომსაძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ პოლიტიკურად აქტიური პირების ფინანასური დოკუმენტაცია გამჭვირვალე უნდა იყოს: „აუდიტორთან პირველადი საბუთების წარდგენაზე პასუხისმგებელია პოლიტიკური პარტია, მისი ხელმძღვანელი. აუდიტორი არის პასუხისმგებელი იქიდან დასკვნების გამოტანაზე. პოლიტიკურმა პარტიამ თვითონ უნდა გახადოს გამჭვირვალე აუდიტორის დასკვნა, მისი მოსაზრება. აუდიტორმა, თავის მხრივ, არაფერი უნდა დამალოს, ხოლო პოლიტიკურად აქტიურმა სუბიექტმა უნდა აღიაროს აუდიტორის დასკვნა.“ „ფინანსური გადაწყვეტილების ჯგუფის“ ხელმძღვანელი ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულებას ეთანხმება, თუმცა პოლიტიკურად აქტიური პირებისათვის მომსახურების გაწევის საკითხს სიფრთხილით უყურებს: „ორჯერ ვთქვი უარი პოლიტიკური პარტიისათვის აუდიტის გაკეთებაზე. სურვილი არ მქონდა. მე იმიტომ კი არ გავაკეთე, რომ შემეშინდა, ან ამ პროცედურის განხორციელებას ვერ შევძლებდი. შეიძლება შემდეგ დამოკიდებული ვყოფილიყავი ამ კლიენტზე. შეიძლება ეთხოვათ, რომ რაღაც ინფორმაცია არ მეთქვა და, შესაბამისად, დამოკიდებულება წარმოიშვებოდა,“ – ამბობს დავით ლომსაძე. მისი თქმით, პოლიტიკურად აქტიური პირის ფინანასური ანგარიშები გამჭვირვალე უნდა იყოს. „საინტერესოა, ვინ აფინანსებს ამ პირს, ან ის ვის აფინანსებს, ეს ინფორმაცია ღია უნდა იყოს. რაც შეეხება მეწარმე სუბიექტს, ამ შემთხვევაში აუდიტის დასკვნის განსაჯაროება არ არის საჭირო,“– ამბობს დავით ლომსაძე. სრული ინფო(netgazeti.ge)
  5. Американские ученые пришли к выводу, что синестезия является нормальным качеством всех новорожденных, достигая пика к двухмесячному возрасту и постепенно исчезая после этого. К восьми месяцам обнаружить у случайно выбранных детей синестезию с помощью разработанной исследователями методики уже не удавалось. lenta.ru
  6. Малое количество топлива позволило Фернандо Алонсо зафиксировать быстрейшее время в заключительный день испытательных заездов. Пилот Ferrari установил лучший результат в отсутствие команды Mercedes AMG, решившей досрочно завершить тесты. Второе время показал Жан-Эрик Вернь на Toro Rosso, третьим стал Себастьян Феттель на Red Bull. lenta.ru
  7. /get_img?ImageId=6302 საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, მოსამართლის მიერ სასამართლო განხილვისას კანონის უხეში დარღვევა დისციპლინურ დარღვევად არ ჩაითვლება. საქართველოს პარლამენტის წევრებმა უმრავლესობიდან - პავლე კუბლაშვილმა, კახაბერ ანჯაფარიძემ და ზვიად კუკავამ– რამდენიმე დღის წინ პარლამენტში სამი კანონპროექტი წარადგინეს, რომლებიც ქართულ სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს. იურისტების შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტების ამჟამინდელი ფორმით მიღება სასამართლო სისტემას ვერ გააუმჯობესებს. წარმოდგენილი კანონპროექტები ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესს, მოსამართლეთა მივლინებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს. მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე წარმოდგენილ კანონპროექტში ამოღებულია ამჟამად მოქმედი კანონის მეორე მუხლის ”ა” და ”კ” ქვეპუნქტები. კანონპროექტის მიხედვით, მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭო იქნება უფლებამოსილი, განახორციელოს წინასწარი შემოწმება და დისციპლინური საქმის გამოკვლევა. კანონპროექტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომის სახეებიდან ხდება კანონის უხეში დარღვევისა და შრომის დისციპლინის დარღვევის ამოღება. კანონპროექტი ითვალისწინებს დისციპლინური საჩივრის წარდგენისათვის სპეციალური ფორმის დადგენას, ამასთან, საჩივრის ელექტრონული ფორმით წარდგენის შესაძლებლობას. განმარტებით ბარათში წერია, რომ კანონპროექტის მიზანია, მოახდინოს დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის კიდევ უფრო დახვეწა და მოდერნიზაცია, უზრუნველყოს სამართალწარმოების პროცესის მეტი გამჭვირვალობა. არასამთავრობო ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის" დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ მოქმედ კანონში ჩაწერილი დისციპლინური გადაცდომის სახეებიდან კანონის უხეში დარღვევისა და შრომის დისციპლინის დარღვევის ამოღება ნეგატიური გადაწყვეტილებაა. ”მეორე მუხლის ”ა” ქვეპუნქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ეს ითვალისწინებდა დისციპლინური გადაცდომის სახეებს, რომლის მიხედვითაც, მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ერთ-ერთი სახე იყო მოსამართლის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას კანონის უხეში დარღვევა. კანონის უხეშ დარღვევად იგულისხმება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა, რომელმაც არსებითი ზიანი მიაყენა, ან შეეძლო მიეყენებინა პროცესის მონაწილე მესამე პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესებისთვის,” - უთხრა ”ნეტგაზეთს” ნაზი ჯანეზაშვილმა. მისი თქმით, კანონის უხეში დარღვევა მოსამართლის მიერ დისციპლინურ დარღვევად უნდა ჩაითვალოს და მოსამართლე ვალდებულია, კანონი დაიცვას. ნახი ჯანეზაშვილის შეფასებით, ასევე, გაუმართლებელია გადაცდომის სახეებიდან შრომის დისციპლინის დარღვევის ამოღება. აღნიშნულ საკითხს პრობლემურად მიიჩნევს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენელი სოფო ვერძეული. მისივე შეფასებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია სადისციპლინო კოლეგიის დაკომპლექტების წესი, რომელიც განიხილავს მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს. ”ვფიქრობდით, რომ აქ არის ძალიან ცალსახა ინტერესთა კონფლიქტი იმიტომ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ორგანო, რომელიც მოსამართლეს მისცემს დისციპლინურ პასუხისგებაში. თუმცა, შემდეგ ორგანო, რომელიც საქმეს განიხილავს, არის სადისციპლინო კოლეგია. სადისციპლინო კოლეგია კომპლექტდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისგან და ვფიქრობთ, აქ არის ზუსტად ინტერესთა კონფლიქტი. არ შეიძლება პასუხისგებაში მიმცემი ორგანოს მიერ კომპლექტდებოდეს ის ორგანო, რომელიც განიხილავს არსებითად საქმეს. თუმცა ეს საკითხი არ გაითვალისწინეს,” - აცხადებს სოფო ვერძეული. წარმოდგენილ კანონპროექტში წერია, რომ მოსამართლისათვის სამართლებრივი გარანტიების განმტკიცების მიზნით დაუშვებელია ერთსა და იმავე საკითხზე სამართალწარმოების დაწყება, ხოლო სამართალწარმოების დაწყებამდე ჩატარდება წინასწარი შემოწმება. გარდა ამისა, ნებისმიერ შემთხვევაში დაუშვებელი ხდება მოსამართლის მიერ გამოტანილი სასამართლო აქტის კანონიერების შემოწმება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი სასამართლოების დამოუკიდებლობის კონტექსტში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს სოფო ვერძეულს მთავარ პრობლემად მიაჩნია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების ახლანდელი წესი. მოქმედი კანონმდებლობით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს აქვს ამჟამად ერთპიროვნული უფლებამოსილება, რომ დაასახელოს ის მოსამართლე წევრები, რომლებიც უნდა შევიდნენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და შემდეგ ამას მხარს უჭერს მოსამართლეთა კონფერენცია. ”ჩვენ ვფიქრობდით, რომ მოსამართლეთა კონფერენციას, რომელიც არის მოსამართლეთა დამოუკიდებელი თვითმმართველობა, უნდა ჰქონოდა უფლებამოსილება, რომ დაესახელებინა მისთვის სასურველი ნებისმიერი კანდიდატურა და შემდეგ დაეჭირა მხარი,” - აცხადებს იურისტი სოფო ვერძეული. მისი თქმით, ახალი კანონპროექტით ეს არ იცვლება. ვერძეული ამბობს, რომ ამ თემაზე პარლამენტში დისკუსიის იმედი აქვს. საია-ს წარმომადგენლის მოსაზრებით, ასევე მნიშვნელოვანია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის თემა. მაგალითად, ის, რომ პარლამენტი თავისი კვოტით ნიშნავს პარლამენტის წევრებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, გავლენას ახდენს საბჭოს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე. წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობის დაკავების შესაძლებლობას მხოლოდ საერთო სასამართლოს მოსამართლის მიერ, რაც განამტკიცებს საბჭოში მოსამართლეთა უმრავლესობის პრინციპს. კანონპროექტით იკრძალება საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის მიერ პოლიტიკური საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. ასევე ცვლილება ეხება პირის მოსამართლედ დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესს. კერძოდ, უქმდება დღეს მოქმედი ნორმა, რომელიც საკითხის გადასაწყვეტად ითვალისწინებს ხელისუფლების სამივე შტოს თითო წევრის თანხმობის აუცილებლობას. მოსამართლეთა მივლინება პარლამენტში წარმოდგენილი კანონებიდან ერთი მოსამართლეთა მივლინების საკითხს ეხება. კანონპროექტის თანახმად, კანონის მე-13 მუხლს ემატება 21 პუნქტი, რომლითაც დგინდება, რომ მოსამართლე შესაძლებელია მივლინებულ იქნას სხვა სასამართლოში 1 წლამდე ვადით, მისივე თანხმობით. მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილი იქნება, მოსამართლის თანხმობის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება მისი სხვა სასამართლოში მივლინების თაობაზე, თუმცა ასეთ შემთხვევაში საჭირო იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის თანხმობა. შესაძლებელია მივლინების ვადის გაგრძელება კიდევ 1 წლამდე, რაც საჭიროებს მოსამართლის აუცილებელ თანხმობას. საია-ს წარმომადგენლის, სოფო ვერძეულის თქმით, აქამდე ეს ინსტიტუტი იყო საერთოდ დაურეგულირებელი და ახლა კანონპროექტით გათვალისწინებულია ცვლილება, რომელიც სიტუაციას უკეთესობისკენ ცვლის. ”ჩვენი მთავარი პოზიცია იყო ის, რომ მივლინების ინსტიტუტის არსებული მექანიზმი და ფორმულირება არის იმდენად ბუნდოვანი და იმდენად დაურეგულირებელი, რომ იძლევა მოსმაართლეზე ზეგავლენის საშუალებას. ეს შემოთავაზებული ვერსია აუმჯობესებს არსებულ ვითარებას, თუმცა არასაკამარისია საგამონაკლისო ხასიათის ჩანაწერის არსებობის გამო,” - აცხადებს სოფო ვერძეული. მისი თქმით, კანონპროექტში არ არის საკმარისი გარანტიები შექმნილი მოსამართლეების დამოუკიდებლობისთვის. კანონპროექტში უნდა დაფიქსირებულიყო, რომ მოსამართლის მივლინების შემთხვევაში მისი თანხმობა აუცილეებლია, რადგან, შესაძლოა, მოსამართლეზე ზეწოლის მიზნით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ”მართლმსაჯულების ინტერესი” თავისებურად განმარტოს. სოფო ვერძეულის თქმით, აღნიშნულ საკითხებზე ძალიან დიდი ხნის მანძილზე გრძელდებოდა დისკუსია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმატში, ასევე - არასამთავრობოებთან. იურისტის შეფასებით, ინიცირებული თემები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ის რეალური შედეგები იქნას მიღწეული, რაზეც არასამთავრობოები საუბრობდნენ დისკუსიების განმავლობაში. ”შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არასაკმარისია,” - ამბობს ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელი. კანონპროექტების პირველი მოსმენა უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაიმართება. ”ნეტგაზეთი” მთელი დღის მანძილზე ცდილობდა კანონპროექტის ინიციატორებთან დაკავშირებას, მაგრამ - უშედეგოდ. სრული ინფო(netgazeti.ge)
  8. Представители Свободной армии Сирии - боевого крыла повстанцев - разошлись во мнениях об ответственных за двойной теракт в Алеппо. Один из них возложил ответственность за взрывы на режим Башара Асада, другой, напротив, признал, что теракты организовали повстанцы. В результате двух взрывов погибли 28 человек. lenta.ru
  9. /get_img?ImageId=6300 ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით, "წითელი ნუსხის" ორ სახეობაზე - ჯიხვსა და არჩვზე– ნადირობის სეზონი გახანგრძლივდა. კერძოდ, თუ აქამდე ამ სახეობებზე ნადირობა წელიწადში 2,5 თვის მაძილზე (15 დეკემბრიდან – პირველ მარტამდე) იყო დაშვებული, ამიერიდან ეს პირველი იანვრიდან პირველ მარტამდე და პირველი ივლისიდან პირველ ნოემბრამდე იქნება ნებადართული. ალექსანდრე ხეთაგურმა ეს ბრძანება 30 იანვარს გამოსცა, წინა დღით კი, 29 იანვარს, ბლოგერებთან გამართული შეხვედრის დროს, საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ ასეთი პასუხი გასცა ჟურნალ “ლიბერალის” ჟურნალისტის შეკითხვას “წითელი ნუსხის” სახეობეზე დაშვებულ ნადირობასთან დაკავშირებით: “წითელ ნუსხაზე ნადირობის სეზონი დარჩენილია პირველ მარტამდე, დარჩენილია ნიამორზე და ჯიხვზე, მისაღწევია პირველ მარტამდე. ამის პარალელურად შეიქმნა ჯგუფი, რომელშიც ბიომრავალფეროვნების სპეციალისტები, ზოოლოგები ჩართული იქნებიან და წითელი ნუსხის სახეობების შესწავლაზე, დაცული ტერიტორიების ფარგლებში და მის გარეთ, გაზაფხულის, ზაფხულის და შემოდგომის დასწყისის განმავლობაში იმუშავებენ”. რატომ გახანგრძლივდა წითელი ნუსხის სახეობებზე ნადირობა და როგორ აისახება ეს საქართველოს ბიომრავალფეროვნებაზე? საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში "ნეტგაზეთს" განუცხადეს, რომ "ნადირობის ვადები დადგენილია შესაბამის ქვეყნებში არსებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით." “გარდა ამისა, ჯიხვზე და არჩვზე ნადირობა აკრძალულია 6 თვის განმავლობაში. კერძოდ კი, ნოემბერ-დეკემბერში, როდესაც ხდება ამ სახეობების დაწყვილება და მარტიდან - პირველ ივლისამდე, რაც ემთხვევა მათი შობადობის პერიოდს,”– აცხადებენ სამინისტროში. ბუნების დამცველების თქმით, სეზონის განსაზღვრა მნიშვნელოვანია, თუმცა ეს ეტაპი მას შემდეგ დგება, რაც მისაღებია ნადირობა, ამ ეტაპზე კი გარემოსდამცველები თანხმდებიან იმაზე, რომ ნადირობა წითელი ნუსხის სახეობებზე დაუშვებელია, რადგან ქვეყანამ არ იცის, რა რესურსი აქვს. მართალია, ამ ეტაპზე ჯიხვსა და არჩვზე ნადირობის სეზონი მიმდინარეობს, თუმცა აღნიშნულ სახეობებთან დაკავშირებით, ისევე როგორც “წითელი ნუსხის” სხვა სახეობების მიმართ, სანადირო კვოტები არ არსებობს. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ინფორმაციით, არჩვსა და ჯიხვზე ნადირობა არ განხორციელებულა, სამონადირეო კომპანია “კავკასიან საფარის” დამფუძნებლის, საბა კიკნაძის თქმითაც, ვინაიდან კვოტები დადგენილი არ არის, ნადირობა ჯიხვზე არ მომხდარა. სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, “ნაკრესის”, თავმჯდომარე ირაკლი შავგულიძე "ნეტგაზეთთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ვადების გახანგრძლივება სანადირო ვადის ხელსაყრელობას უკავშირდება: “ჯიხვსა და არჩვზე ზამთრის პერიოდში ნადირობა რთულია, რადგან აღნიშნული ცხოველები მაღალმთიან რეგიონებში ბინადრობენ, დიდი ალბათობით მათზე ამ პერიოდში ნადირობა ვერ განხორციელდება, ზაფხულში უფრო მოსახერხებელია. ამიტომ ისეთი დრო შეირჩა, რომ მათზე ხელმისაწვდომობა მარტივი იყოს,”– ამბობს შავგულიძე, რომელიც ასევე ვარაუდობს, რომ პირველი ივლისის მოახლოვებამდე სამინისტრო “წითელი ნუსხის” სახეობებზე სანადირო კვოტებსაც დაამტკიცებს. აღნიშნული ვარაუდი რომ საფუძველს მოკლებული არ არის, ამას გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ “მწვანე ალტერნატივისადმი” გაგზავნილი პასუხიც მოწმობს, სადაც ნათქვამია, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილია საქართველოს “წითელ ნუსხაში” შეტანილ ცხოველთა შერჩეული სახეობების აღრიცხვის განხორციელება. გარემოს დაცვის სამინისტროში "ნეტგაზეთს" განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე არ შეუძლიათ იმის დაკონკრეტება, თუ რომელი სახეობების აღრიცხვა მოხდება და როდის, თუმცა, მათი თქმით, მონიტორინგის პროცესი უკვე დაწყებულია. დაგეგმილია თუ არა კვოტების დამტკიცება საზაფხულო სამონადირეო სეზონისთვის, ამის შესახებ ზუსტი პასუხის ვერც ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ გაგვცა. “საფარის” დამფუძნებლის, საბა კიკნაძის განცხადებით, საგაზაფხულოდ კვლევები და დათვლის პროცესი დაიწყება, რის შემდეგაც 2012 წლის კვოტები დამტკიცდება: “მაქვს მოლოდინი, რომ აღნიშნული კვოტები ივლისისთვის იქნება, მთელი აზრი მაგაშია, რომ ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, კვოტები დამტკიცებული იქნება. მანამდე დათვლა უნდა მოხდეს. თუ აღმოჩნდა, რომ ჯიხვი არ არის, ბუნებრივია, ვერ ინადირებ”. “წითელი ნუსხის” სახეობებზე ნადირობის ვადების შესახებ პირველი ბრძანების გამოცემამ ბუნების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების აღშფოთება გამოიწვია. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებებში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია “წითელ ნუსხაში” შეტანილი სახეობების რაოდენობისა და მათი პოპულაციების განაწილების შესახებ ნაკრძალებისა და ეროვნული პარკების გარეთ არსებულ ტერიტორიებზე. “მწვანე ალტერნატივამ” გამოითხოვა წითელი ნუსხის სახეობების რაოდენობისა და მათი პოპულაციების განაწილების შესახებ ინფომაცია. კანონის მიხედვით, გარემოს დაცვის მინისტრს დაევალა გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების მოპოვების დასაშვები ოდენობის განსაზღვრა. სამინისტროს პასუხის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციების უკმაყოფილების მიზეზი გამართლდა: სამინისტროს პასუხში ნათქვამია, რომ აღნიშნული ინფორმაცია გარემოს დაცვის სამინისტროს არ გააჩნია. “მწვანე ალტერნატივის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამინისტროში ასეთი მონაცემების არარსებობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ მინიმუმ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში “წითელი ნუსხის” სახეობებზე კომერციული ნადირობა არ დაიშვას. “ნაკრესის” თავმჯდომარის, ირაკლი შავგულიძის თქმით, აღწერის ჩატარება და პოპულაციის დადგენა, სახეობების მდგომარეობებიდან გამომდინარე, სპეციფიკური პროცესია. ეროვნული მასშტაბით საყოველთაო აღრიცხვას მინიმუმ ერთი წელი ჭირდება. “ჯიხვის დათვლა საკმაოდ რთულია, რასაც ბევრი ფიქრი და რესურსი ჭირდება, თუ რა მეთოდი იქნება გამოყენებული. თუ ვინმე ქვოტას დაამტკიცებს ზაფხულამდე, სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იქნება მოგონილი ქვოტები, შეუძლებელია ამ პერიოდში დათვლა, სატელიტიდან ვერ დათვლი ჯიხვებს. მილიონებიც რომ გამოყოს სახელმწიფომ, დროის ამ მონაკვეთში შეუძებელი იქნება ამ ქვოტების ზუსტად დადგენა,”– აღნიშნავს შავგულიძე. კომერციული ნადირობის დაშვება კავშირშია ფინანსურ მოგებასთან, თუმცა, როგორც ირაკლი შავგულიძე განმარტავს, კერძო კომპანიას შესაძლოა ჰქონდეს მოკლევადიანი ინტერესები, ხოლო სახელმწიფო გრძელვადიან ინტერესზე უნდა იყოს ორიენტირებული, რაც რესურსის არცოდნის შემთხვევაში ვერ მოხერხდება: “სახელმწიფო არ შეიძლება ორიენტირებული იყოს მოკლევადიან ფისკალურ ეფექტზე, მით უფრო, როცა საქმე ბიოლოგიურ რესურსს ეხება, ეს არის დარღვევა საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობის. საერთაშორის კანონმდებლობა, მათ შორის, ევროპული კანონმდებლობა ამბობს, რომ რესურსის მდგრადი გამოყენება უნდა მოხდეს, რაც რესურსის გამოყენებას გრძელვადიან პერსპექტივაში გულისხმობს”. არასამთავრობო სექტორისთვის უცნობია სახელმწიფო სტრატეგიის შესახებ, თუ რა თანხები შეუვა ქვეყანას კომერციული ნადირობით, თუმცა, შავგულიძის განცხადებით, რამდენიც არ უნდა იყოს ეს შემოსავალი, იგი ვერ განიხილება იმის საპირწონედ, რომ საქართველომ გარემოსდამცველი ქვეყნის იმიჯი დაკარგოს: “ვინმემ დათვალა, რა შემოსავალი იქნება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ეკოლოგიურ ტურიზმს განავითარებს? ამის შედარება ხომ უნდა მოხდეს, ჩვენ რას ვიღებთ და რას ვკარგავთ ეკოლოგიური ან სამონადირეო ტურიზმის განვითარებით?!” გარდა იმისა, რომ უკონტროლო ნადირობა ბიომრავალფეროვნებას საფრთხეს უქმნის, ასეთი დამოკიდებულობა საქართველოს საერთაშორისო იმიჯზეც უარყოფითად მოქმედებს. საქართველოს სახელმწიფო დონორებიდან ძალიან დიდ თანხებს იღებს ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად: გარემოს დაცვის მსოფლიო ფონდის წარმომადგენელი თამაზ გამყრელიძე "ნეტგაზეთთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ WWF–ის კონსულტირებით, საქართველოში 1992 წლიდან დონორების მხრიდან ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად 30 მილიონი დოლარი დაიხარჯა: “ჩვენ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი დავაარსეთ და ვეხმარებოდით მთავრობას ამ პროცესებში, ამ წუთასაც ვეხმარებით, ხევსურეთის ეროვნულ პარკს ვაარსებთ, ახლა დავიწყეთ 2– მილიონიანი პროექტი, რომელიც კლიმატის ცვლილებებთან ტყეების ადაპტაციას ემსახურება”. თამაზ გამყრელიძის განცხადებით, როცა ეროვნულ პარკს აარსებ, ავტომატურად იცავ მასში შემავალ ყველა რესურსს, ამიტომ ეს ცხოველთა სახეობების არაპირდაპირი დაცვაა და მათზე დაშვებული უკონტროლო ნადირობა დონორებისთვის გახდება საბაბი, 5-ჯერ მეტად დაფიქრდნენ, გაიღონ თუ არა თანხები ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად. ირაკლი შავგულიძე ასახელებს რამდენიმე პროექტს, რომელიც ბოლო წლების მანძილზე განხორციელდა და იმ პროექტებზე, რომელიც მომავალში იგეგმება, მაგალითად, მსოფლიო ბანკის რვამილიონიანი პროექტი, რომელიც ახალი დაცული ტერიტორიების შექმნას გულისხმობს, UNDP–ის პროექტი, ევროკავშირის პროექტები, გერმანიის მთავრობის წვლილი. ბუნებისდამცველი აღნიშნავს, რომ ნადირობის ასეთი ფორმით დაშვება დონორების მხრიდან შესაძლოა ამ პროცესების საწინააღმდეგოდ იქნას დანახული: “ჩვენ კავშირი გვაქვს ყველა ამ დონორთან იმიტომ, რომ ისინი ჩვენი დონორებიც არიან, ერთმანეთს ვუცვლით ინფორმაციას და ისინი საქმის კურსში არიან ყველა მიმდინარე პროცესზე. მე, მაგალითად, ევროკავშირისგან მაქვს დადასტურება იმისა, რომ აღნიშნული თემა ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე - საქართველოს ასოცირებულ წევრობასთან დაკავშირებით, აუცილებლად დადგება. იქ არის ძალიან ძლიერი ქვეთავი გარემოს დაცვაზე, ევროკავშირს აქვს ძალიან მკაცრი მოთხოვნები გარემოს დაცვასთან დაკავშირებით.” მეორე მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან ასეთი მიდგომა შესაძლოა დონორისთვის გახდეს იმის ინდიკატორი, რომ მან სახელმწიფოსთან ურთიერთობის რესურსი ამოწურა და მთლიანად არასამთავრობო სექტორის დაფინანსებაზე გადავიდეს, რაც შავგულიძის განცხადებით, საერთო შედეგზე დადებით ზეგავლენას ვერ მოახდენს, ვინაიდან არასამთავრობო სექტორი და სახელმწიფო პრობლემის აღმოსაფხვრელად უნდა თანამშრომლობდნენ. სრული ინფო(netgazeti.ge)
  10. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სატრანზიტო ფრენები ჩვეულებრივ სრულდება. როგორც „მედიანიუსისათვის“ გახდა ცნობილი, ამ მხრივ, პრობლემები არ შექმნილა და… ლინკი მედიანიუსზე
  11. 250 тысяч человек подписались под петициями к Apple с требованием улучшить условия труда рабочих на заводах в Китае. Cбор подписей организовали активисты с сайтов Change.org и SumOfUs.org. 9 февраля петиции с подписями передали сотрудникам нью-йоркского магазина Apple Store. lenta.ru
  12. Морган Фриман снимется в новом фантастическом фильме Джозефа Косински. Главного героя картины сыграет Том Круз. На главные женские роли приглашены Ольга Куриленко и Андреа Райзборо. Информации о том, кого предстоит сыграть Фриману, в настоящее время нет. Фильм будет основан на комиксе самого Косински "Забвение". lenta.ru
  13. Бывший сенатор от Пенсильвании Рик Санторум, претендующий на выдвижение в президенты США от республиканцев, обвинил Барака Обаму в потакании намерению Ирана создать атомную бомбу. По словам Санторума, Обама препятствовал введению санкций против Тегерана и проводит в отношении этой страны политику умиротворения. lenta.ru
  14. Негосударственный пенсионный фонд "Норильский никель" подал в правоохранительные органы заявление с просьбой провести прокурорскую проверку по фактам убытков от деятельности управляющей компании Росбанка, которая долгое время принадлежала группе "Онэксим" Михаила Прохорова. lenta.ru
  15. Стоимость трубопровода, который свяжет газотранспортные системы Литвы и Польши, составит 471 миллион евро. Большую часть суммы - 344 миллиона евро - инвестирует Варшава. При этом операторы ГТС надеются, что частично строительство трубы, которая избавит Литву от зависимости от российского газа, профинансирует ЕС. lenta.ru
  16. http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpgდიდითოვლობის გამო, პრობლემები შეიქმნა აჭარაში. ხელვაჩაურის რაიონში მეწყერი ჩამოწვა. ზედა თხილნარში ორი სოფლის დამაკავშირებელ გზაზე კლდე ჩამოიშალა. მეწყრის გამო, რამდენიმე საათით, გზაზე გადადგილება შეიზღუდა. ადგილზე სპეციალური ტექნიკა მუშაობს, რომელიც გზას წმენდს. მეწყერს სახლები არ დაუზიანებია. View the full article
×
×
  • შექმენი...