planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
В городах России 11 февраля прошли демонстрации в поддержку Владимира Путина. В них приняли участие несколько десятков тысяч человек. Наиболее многочисленным оказался митинг в Самаре, собравший более десяти тысяч участников. Многотысячные митинги прошли также в Томске, Кирове, Краснодаре и других городах. lenta.ru
-
Победительницей спринтерской гонки этапа Кубка мира по биатлону в финском Контиолахти стала немка Магдалена Нойнер. Второе место заняла Кайса Мякярайнен, третьей пришла представительница Белоруссии Дарья Домрачева. Лучшей из россиянок оказалась лидер женской сборной России по биатлону Ольга Зайцева, которая заняла четвертую позицию. lenta.ru
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 17:06 11.02.2012 განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლით დაპატიმრებული 20 წლის ჟურნალისტის, სოფო ნიკოლაიშვილის საქმეში არსებულ სიახლეებზე გთავაზობთ ინტერვიუს მისი უფლებების დამცველთან, ადვოკატ მამუკა ნოზაძესთან, რომელიც მიიჩნევს, რომ ნიკოლაშვილის საქმეზე პროკურატურას ქართველმა ჟურნალისტებმა უკან დაახევინეს. http://1.bp.blogspot.com/-vZhcRocFRH4/TzZkfrNmFWI/AAAAAAAAGMc/gkswvAwOspU/s200/mamuka%2Bnozadze.jpgის, რაშიც ბრალს სდებენ ჟურნალისტ სოფო ნიკოლაშვილს, თქვენი აზრით წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციის შედეგია, თუ ეს ემოციის ნიადაგზე მომხდარი შემთხვევითობაა? მამუკა ნოზაძე: საქმის ფაქტობრივი გარემოებები უტყუარად ადასტურებს იმას, რომ ესაა მიზანმიმართული პროვოკაცია, ჩადენილი სოფო ნიკოლაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ. იქნებ განმარტოთ რატომ? -სოფო ნიკოლაშვილის მამა არის გურჯაანის რაიონში პოლიტიკურად აქტიური ადამიანი. ამჟამად იგი ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. მან ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით რამდენიმე ათასი ხელმოწერა შეაგროვა. ეს ადგილობრივი ხელისუფლებისთვის და კახეთის რეგიონის ხელმძღვანელობისთვის ცნობილი იყო. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ე.წ. დაზარალებულ გიორგი სიბაშვილის ბიძა არჩევნებში მაჟორიტარული წესით “ნაცმოძრაობიდან“ გურჯაანში კენჭს იყრიდა. იგი დამარცხდა, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის სოფო ნიკოლაშვილის მამის აქტიურ ოპოზიციონერობას. შესაბამისად, ამ ოჯახზე სიბაშვილები თავიდანვე გადამტერებულები იყვნენ. გიორგი სიბაშვილი, რომელიც მუშაობს კახეთის სამხარეო პოლიციაში, შევიდა ნდობაში 20 წლის ჟურნალისტ გოგონასთან და 2011 წლის 2 ნოემბერს სოფიკო ნიკოლაშვილი ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით გააუპატიურა, რის შემდეგაც ფოტოები გადაუღო. როდესაც სოფო ნიკოლაშვილი გონზე მოვიდა, სიბაშვილმა გადაღებული კადრები აჩვენა და თანამშრომლობა, კერძოდ, ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ფოტოების ინტერნეტში განთავსებით დაემუქრა. რა ტიპის ინფორმაციის მიწოდებას სთხოვდა ნიკოლაშვილს? -ძირითადად მამამისის საქმიანობასთან დაკავშირებით უნდა მიეწოდებინა დეტალური ინფორმაცია, თუ ვინ აპირებდა გაწევრიანებას საზოგადოებრივ ორგანიზაცია “ქართულ ოცნებაში“, რომელიც გურჯაანში ჯერ არ არის დაფუძნებული და შემდეგ ივანიშვილის პოლიტიკურ პარტიაში ვინ გეგმავდა შესვლას, რომელიც ჯერ თბილისშიც არ დაფუძნებულა. მოკლედ, ნიკოლაშვილს ივანიშვილის მხარდამჭერების მონაცემთა ბაზა უნდა გადაეცა, რაც კახეთის სამხარეო ადმინისტრაციისთვის (და არა მარტო მათთვის) მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რათა შემდეგ ამ ადამიანებზე ზეწოლა განეხორციერლებინათ და იმ ტერორისტული მეთოდებით გასწორებოდნენ (რაც ამგვარ შემთხვევებში ახასიათებთ). რა ხდებოდა 2 ნოემბრიდან 31 იანვრამდე? -ეს იყო სოფო ნიკოლაშვილის პირადი ტრაგედია, უბედურება და მას არ უნდოდა ეს გაეგო ოჯახის წევრებს. და ამ ხნის განმავლობაში ინფორმაციას აწვდიდა? -მას სიბაშვილისთვის არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებია. სწორედ ამაში ვლინდება დანაშაულის პროვოცირება. გიორგი სიბაშვილისთვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ სოფო ნიკოლაშვილის მამას, დავით ნიკოლაშვილის ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი გაფორმებული. მოგეხსენებათ, ამ კუთხით მონაცემთა ბაზა პოლიციელისთვის ადვილად ხელმისაწვდომია. სიბაშვილმა სოფო ნიკოლაშვილს სთხოვა ენახვებინა მამამისის კუთვნილი ტაბელური იარაღი. იმის შიშით რომ გადაღებული ფოტოები არ გავრცელებულიყო, სოფო ნიკოლაშვილი ამაზე დათანხმდა. 31 იანვარს სიბაშვილმა სოფო ნიკოლაშვილი მანქანაში ჩაისვა, დასახლებული პუნქტიდან მოშორებით გაიყვანა, სადაც ხალხი არ იყო, სიბაშვილმა ამ იარაღიდან რამდენჯერმე ჰაერში გაისროლა, შემდეგ ნიკოლაშვილი პოლიციაში მიიყვანა და განაცხადა, რომ ვითომდა ნიკოლაშვილმა მისი მოკვლა სცადა. მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად ნიკოლაშვილის საქმეს გრიფით საიდუმლო არ ადევს და ამ დროს, ორი დღით თქვენ და მეორე ადვოკატი, მაგული ღვალაძე მასმედიასთან საპირისპიროს აცხადებდით - რა ხდება სინამდვილეში? -სინამდვილეში ხდება ის, რომ ნიკოლაშვილის საქმეზე ქართველი ჟურნალისტების და უფლებადამცველი ორგანიზაციების აქტიურობამ პროკურატურას უკან დაახევინა. ეს არის ფაქტი. “ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ამ საქმეზე სპეციალური განცხადება გააკეთა. სწორედ ამგვარი აქტიურობის შემდეგ გაავრცელა პროკურატურამ განცხადება. არადა, ამ განცხადების გაკეთებამდე ორი დღით ადრე მე დამიკავშირდა გურჯაანის პროკურატურის პროკურორი, ბაკურ აბულაძე და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიღება შემომთავაზა. როდესაც ჩავეძიე და ვთხოვე განემარტა რა საგამოძეიბო მოქმედებაში უნდა მიმეღო მონაწილეობა გურჯაანის პროკურატურაში, მაშინ, როცა სოფო ნიკოლაშვილი უკვე გადაყვანილი იყო ციხეში, კერძოდ, რუსთავის ქალთა საპატიმრო დაწესებულებაში, პროკურორმა ასეთი პასუხი გამცა - “ჩვენ საქმის მასალებს ვასაიდუმლოებთ და თქვენ ხელი უნდა მოაწეროთ გაფრთხილებაზე, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საერთოდ არ ისაუბრებთო“. რასაკვირველია, ამაზე უარი განვაცხადე და მოვითხოვე ჩემთვის გამოეგზავნათ შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც აღწერილი იქნებოდა რატომ აპირებდნენ საქმის გასაიდუმლოებას. მაგრამ მეორე ადვოკატმა ხომ მოაწერა ხელი საქმეზე გრიფით საიდუმლოს დადებას? -დიახ და ეს არაერთ ინტერვიუში დაადასტურა, პირადად მეც დამიდასტურა. მაგული ღვალაძე სახაზინო ადვოკატია, თუ ოჯახმა აიყვანა? -ოჯახმა აიყვანა. იგი დაახლოებით 20-25 წელი გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ მუშაობდა. მას შემდეგ, რაც მე პროკურორი მესაუბრე, ნიკოლაშვილები გავაფრთხილე არ დათანხმებოდნენ და ასევე ვთხოვე ეთქვათ მეორე ადვოკატისთვის არ დათანხმებოდა პროკურატურას, რადგან გრიფით საიდუმლოს ისეთ დოკუმენტს ადებენ, რომელიც ეხება სახელმწიფო საიდუმლოებას, სახელმწიფოს უსაფრთხოებას, ან ისეთი ინფორმაციის გავრცელებას, რაც საზოგადოებას ზიანს მოუტანს. ამ სისხლის სამართლის საქმეში ასეთი საფუძვლები არ არის. ამ საქმეს პოლიტიკური ელფერი თავად შესძინეს და საპატიმროებში მყოფ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულებს სოფო ნიკოლაშვილიც შემატეს, მაგრამ როგორც ჩანს, ბოლოს მიხვდნენ, რომ ამ საქმისთვის გრიფით საიდუმლოს დადება უკვე ნამეტანი იქნებოდა. დღეს სოფო ნიკოლაშვილი არის პოლიტპატიმარი, პოლიტიკური პროვოკაციის მსხვერპლი. მამამისს რომ ვერანაირი საფუძველი ვერ მოუძებნეს, რომ პოლიტიკური საქმიანობისთვის ჩამოეშორებინათ, მისი 20 წლის გამოუცდელი შვილი სიბაშვილების ხელით ბრმა იარაღად გამოიყენეს. ამჟამად რა ეტაპზეა საქმე, ექსპერტიზის ბიურომ დაიწყო თუ არა მოქმედება და ხელმეორედ როდის დაიკითხება სოფო ნიკოლაშვილი? -სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა დანიშნულია, მაგრამ სამშაბათის მონაცემებით ექსპერტიზის ჩატარება დაწყებული არ იყო. გასულ ორშაბათს სოფო ნიკოლაშვილმა მიმართა: საქართველოს მთავარ პროკურორს, კახეთის საოლქო პროკურორს და გურჯაანის პროკურორს. ის მოითხოვს ხელმეორედ დაკითხვას, რადგან სრულფასოვანი ჩვენების მიცემის საშუალება არ მიეცა. მოგეხსენებათ იგი პოლიციას რამდენიმე საათის განმავლობაში დაკავებული ჰყავდა და ამ დროს დაჟინებით ითხოვდა ადვოკატით უზრუნველყოფას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, საქართველოს კონსტიტუციით და ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლით პოლიცია ვალდებული იყო სოფო ნიკოლაშვილი დაკავებისთანავე უზრუნველეყო ადვოკატით. ამასთან, დაკავებისას სოფო ნიკოლაშვილს დაკავებისა და ბრალის წაყენების საფუძველი და მიზეზი არ განუმარტეს. სოფო ნიკოლაშვილი ბრალდებულად დაიკითხა ადვოკატის გარეშე და ასევე ბრალიც ადვოკატის გარეშე წაუყენეს. საჩივარში სოფო ნიკოლაიშვილმა ასევე მოითხოვა გამომძიებელ მარინა ფოცხვერაშვილის მიმართ გამოძიების დაწყება. ეს ის გამომძიებელია, რომელმაც სოფო ნიკოლაშვილს დაცვის უფლება უკანონოდ შეუზღუდა. ასევე ნიკოლაშვილი მოითხოვს გამოძიების დაწყებას პოლიციის უფროსის მოადგილის მიმართ. ამასთან სოფო ნიკოლაშვილი მოითხოვს მთლიანად აცილებულ იქნას მის მიმართ შეთითხნილი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება კახეთის რეგიონისგან (ე.წ. დაზარალებულის ოჯახის სტატუსიდან გამომდინარე). ანალოგიური შინაარსის საჩივრებით საქართველოს მთავარ პროკურატურას მეც მივმართე. ნიკოლაშვიოლის საქმეზე გურჯაანის რაიონულ სასამართლოში წინასწარი სასამართლო სხდომა 9 მარტსაა დანიშნული, რომელზეც მტკიცებულებების დაშვება-არდაშვების განხილვა მოხდება. თქვენ, ან ოჯახმა მიმართეთ თუ არა სახალხო დამცველს, საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, საელჩოებს და ასევე საინტერესოა, მათგან ხომ არავინ ახორციელებს დაკვირვებას ნიკოლაშვილის საქმეზე? -ამ ეტაპზე არავისთვის მიგვიმართავს, უკანონობის წინააღმდეგ მხოლოდ სამართლებრივი კუთხით ვიბრძვით. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით სახალხო დამცველისთვის ალბათ, ცნობილია თუ რა უკანონო ქმედებებია განხორციელებული ნიკოლაშვილის მიმართ და თუ თავად არ დაიწყებენ მონიტორინგს, ჩვენ ამგვარი მოთხოვნით აუცილებლად მივმართავთ. "ობიექტივი" http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 16:45 11.02.2012 საერთო-სამოქალაქო მოძრაობა ”მრავალეროვანი საქართველო” თურქეთ-საქართველოს მოლაპარაკებაში საპატრიარქოს ჩართვას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება ამავე ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისგან ინტერნეტის საშუალებით გუშინ, გვიან საღამოს მივიღე. http://3.bp.blogspot.com/-k_DDcMnWk98/TzZimnpM57I/AAAAAAAAGMQ/i26HaP3_s2M/s200/turqeti%2Bda%2Bsaqartvelo.JPGუცვლელად გთავაზობთ განცხადების ტექსტს: “გვსურს ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ თურქულ მხარესთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. საერთო-სამოქალაქო მოძრაობა ”მრავალეროვან საქართველოს” მიაჩნია, რომ ქვეყანაში განუხრელად უნდა იყოს დაცული საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება. ეს თავისუფლება სხვასთან ერთად მოიცავს საკულტო ნაგებობების აშენების, რესტავრაციის, მოვლისა და მისით სარგებლობის უფლებას, რომელიც ცალსახად ვრცელდება ყველა დენომინაციასა თუ რელიგიურ ჯგუფზე. სახელმწიფოს ამ სფეროში გააჩნია, როგორც ნეგიტიური, ასევე პოზიტიური ვალდებულება. შესაბამისად, მან არა მარტო ხელი არ უნდა შეუშალოს პირთა ამ უფლების რეალიზებას, არამედ მიიღოს კიდევაც ზომები საკულტო ნაგებობების სათანადოდ დაცვისა და ფუნქციონირებისთვის. მიგვაჩნია, რომ გარდა რელიგიური დატვირთვისა, ახალციხეში მდებარე ახმედის მეჩეთის რესტავრაცია წარმოადგენს საქართველოში კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებისაკენ მიმართულ ნაბიჯს და შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს კულტურული მრავალფეროვნების განვითარებასა და პოპულარაზაციაში. ”მრავალეროვანი საქართველო” აცხადებს, რომ ნებისმიერი რელიგიისა თუ კონფესიის კუთვნილი ტაძრის მშენებლობა, რესტავრაცია, თუ აღორძინება უნდა ხდებოდეს უპირველეს ყოვლისა ტაძართა მესაკუთრე ადგილობრივ რელიგიურ თემთა ინტერესების გათვალისწინებით, ასევე საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. რაც შეეხება თურქეთში მდებარე ქართულ ტაძრებს, რომელთა თაობაზეც საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს მოლაპარაკებებს, ყველა მხარეს მოვუწოდებთ დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმები და უზრუნველყონ მისი ისტორიული მესაკუთრის - ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ჩართვა ამ პროცესში. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე მეჩეთების რესტავრაციასა და აღორძინებასთან დაკავშირებით, არ წარმოქმნის ახალ რელიგიათშორის დაძაბულობას და მისაღები იქნება ყველა დაინტერესებული სუბიექტისთვის“. "ობიექტივი" http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/obieqtivi.jpgმედია–კავშირის ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი საზოგადოებას ინიციატივით მიმართავს, „ობიექტივს“ მიაწოდონ ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ღამეს ქუჩაში ათენებენ. როგორც ირმა ინაშვილმა განაცხადა, ადამიანები ყინვისგან იღუპებიან, სახელმწიფოს კი, უსახლკარო ხალხისთვის ერთი თავშესაფარიც არ აუმოქმედებია. „ ხელისუფლება იმის მაგივრად, რომ საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნავდეს, მოსახლეობის მიზანმიმართულ გენოციდს აწარმოებს. თუმცა, ადამიანები რომ გარეთ იყინებიან, არა მარტო ხელისუფლების, არამედ ჩვენი, ანუ საზოგადოების პრობლემა და სირცხვილიცაა. მერე რა, რომ ყველას გვიჭირს, სამოქალაქო სოლიდარობის გამოხატვა ხომ შეგვიძლია?! „ობიექტივი“ მზადაა საკუთარ ოფისში, უსახლკარო ადამიანებს თავშესაფარი გამოუყოს. ჩვენ, არ გვაქვს მილიარდები და არც ადმინისტრაციული რესურსი ( როგორც ხელისუფლებას) თუმცა ის მაინც შეგვიძლია, რომ ვისაც ღამის გასათენებელი არ აქვს, ყინვების განმავლობაში მივიღოთ , დავაძინოთ და ცხელი ჩაიც მივართვათ“,- განაცხადა ინაშვილმა. დღეს, 11 თებერვალს, გამთენიისას დამწვრობის ცენტრში ყინვისგან უსახლკარო პაციენტი, 45 წლის მამაკაცი დაიღუპა. ცენტრში კიდევ ორი პიროვნება 50 წლამდე მამაკაცი და 75 წლამდე მოხუცი ქალბატონი იმყოფება და მათ ,სავარაუდოდ, მოყინვის შედეგად ფეხის ამპუტაცია დასჭირდებათ. იხილეთ epn.ge
-
Участники съезда экологического движения "Зеленые" приняли решение о воссоздании партии. Организация получит название "Российская экологическая партия 'Зеленые'". В качестве лидера будущей партии был утвержден нынешний председатель движения Анатолий Панфилов. Всего в руководство партии войдут 43 человека. lenta.ru
-
11 февраля утром в Афинах на стенах Акрополя были вывешены два гигантских баннера с надписью «Долой диктатуру монополии Европейского союза!» на греческом и английском языках. Баннеры оставались на Акрополе около часа, пока их не сняла полиция. Это акция греческого коммунистического профсоюза против принятия европейского плана строгой экономии, который в эти выходные обсуждает правительство Греции.
-
ექიმები ცხინვალის ოპოზიციური ლიდერის ალა ჯიოევას ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეს საშუალოდ აფასებენ.“ჯიოევას არტერიული წნევა რამდენადმე დაურეგულირდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით შეიძლება, შეფასდეს, როგორც საშუალო სიმძიმის. პაციენტი კონტაქტურია”, - განაცხადა ცხინვალის საავადმყოფოს ექიმმა.აღსანიშნავია, რომ ჯიოევას პალატასთან მილიციის თანამშრომლები კვლავ რჩებიან და მასთან ახლობლების გარდა, სხვა პირთა შესვლა შეზღუდულია.ალა ჯიოევა საავადმყოფოში 9 თებერვალს, მას შემდ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/download-5.jpgგარემოსდამცველები დიდი ჰესების მშენებლობის პროექტების შეჩერებას ითხოვენ და მას ქვეყნისთვის არარენტაბელურად მიიჩნევენ. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” ორგანიზებით, “კინოს სახლში” დღეს გამართულ დისკუსიაზე გარემოსდამცველებმა განაცხადეს, ხელისუფლების მიერ 2012 წელს დაგეგმილი 15 ჰესის მშენებლობა, რომელთა შორის რამდენიმე დიდი ჰესია, საქართველოს ბიუჯეტსა და მოსახლეობას სარგებელს არ მოუტანს. “მწვანე ალტერნატივის” თავმჯდომარის მანანა ქოჩლაძის ინფორმაციით, ათასობით ჰექტარი ფართობის სასოფლო-სამეურნეო სავარგული და ტყის მასივი ინვესტორებს სიმბოლურ თანხად, 1 დოლარად გადაეცემათ. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტები ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას ხელს არ უწყობს და არ ამცირებს ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფს. გარემოსდამცველების განცახდებით, გაერო-ს ეკონომიკური კომისიის მიერ გაკეთებული შეფასებით, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ეროვნული შეტყობინების შეჯამების შედეგად, შესაძლოა, კავკასიაში მტკნარი წყლის რესურსი შემცირდეს და აქედან გამომდინარე, ჰესების მშენებლობა ქვეყნისთვის რენტაბელური არ იქნება. მათი განცახდებით, ხელისუფლებამ 20-ე საუკუნის ტექნოლოგიების ნაცვლად, ენერგიის მიღების ალტერნატიული საშუალებები უნდა გამოიყენოს. “კინოს სახლში” გამართულ დისკუსიაში _ “არა დიდ ჰესებს”, ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. შეხვედრის დასაწყისში ხუდონ ჰესის მშენებლობის შესახებ ფილმი აჩვენეს, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც, წყალქვეშ 27 სოფელი აღმოჩნდება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/snowstorm-china1-300x200.jpgკახეთში იორმუღალოს მინდვრებში სამი მონადირე ქარბუქში მოყვა და დაიკარგა. დაკარგულმა მონადირეებმა დახმარება წუხელ ითხოვეს. საგანგებო სიტვაციების მართვის დეპარტამენტში შესული ინფორმაციის თანახმად, მონადირეები ქარბუქში მოყვნენ და გზა ვეღარ გამოიკვლიეს. სამაშველო ოპერაციას, სამაშველო სამსახურის სპეც-ბრიგადა აწარმოებდა. მონადირეები ამ დროისათვის ნაპოვნი არიან. მათ მალე გადმოიყვანენ და პირველად სამედიცინო დახმარებას გაუწევენ. იხილეთ epn.ge
-
Что думают о нынешнем российском противостоянии по другую сторону Атлантики? Корреспондент Русской службы «Голоса Америки» обратился за комментарием к Томасу Грэму – бывшему специальному помощнику президента США по проблемам России в администрации Джорджа Буша-младшего (сегодня занимающему пост старшего директора компании Kissinger Associates).
-
Мы решили проверить, смогут ли русские болельщики во Вроцлаве понять друг друга с полицейским, таксистом или, например, объясниться в окне информации на вокзале. Продавщица газетного киоска на вопрос, говорит ли она по-русски, смутилась. Газету можно купить без проблем, а вот купить жвачку уже сложнее...
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/download-4.jpgსმხედრო სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო. გაწვევის პროცესს კოორდინაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უწევს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, რომელიც ამავდოულად ცენტრალური გამწვევი კომისიის თავმჯდომარეა, წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტის რეაბილიტირებულ შენობაში სგაზაფხულო გაწვევის დაწყებასთან დაკავშირებით დღეს, სამედიცინო-საექსპერტო კომისიის წევრებს შეხვდა და გაწვევასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. მინისტრის განცხადებით, სამხედრო სამსახურში გაწვევას 18-დან – 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები ექვემდებარებიან, რომლებიც იმყოფებიან სამხედრო აღრიცხვაზე და არ აქვთ, გადავადების ან გათავისუფლების უფლება. მიმდინარე წლის გაზაფხულზე სულ 4400-მდე წვევამდელის გაწვევა მოხდება, რითაც მთლიანად დაკომპლექტდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების მოთხოვნები. ამჟამად, პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით გაწერილი პროცედურების შესაბამისად, მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები და წვევამდელთა სამედიცინო შემოწმება. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, 15 თებერვლიდან წვევამდელთა ჩარიცხვების პორცესი დაიწყება. საგაზაფხულო გაწვევა წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტის შენობიდან ხორციელდება, სადაც მათ სამედიცინო გამოკვლევებიც უტარდებათ და დოკუმენტაციის სრულად მოსაგვარებლად, რამდენიმე ადგილას მისვლა აღარ სჭირდებათ. იხილეთ epn.ge
-
ძამბოლატ თედეევი ჩამოცილებულია თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ფედერაციის ნაკრების ხელმძღვანელობისაგან. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ის, ”ჯანმრთლეობის მდგომარეობის გამო გაურკვეველი ვადით შვებულებაში გავიდა”. თუმცა, ამის გამცხადებელი ჭიდაობაში რუსეთის სპორტის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ბრიუსოვი საკითხის პოლიტიკურ მხარესაც შეეხო. მან აღნიშნა, რომ ”ეს ნაბიჯი - ძამბოლათ თედეევის უშუალო და ვაჟკაცური გადაწყვეტილებაა, რომელმაც ჩათვალა, რომ სამხრეთ ოსეთში შექმნილმა ვითარებამ, ასე თუ ისე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/eliso-chafidze-300x225.jpgგაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორის და ჟურნალისტის ელისო ჩაფიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პარტიაში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას 15 თებერვლამდე მიიღებს. ამის შესახებ მან „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. ჩაფიძის ცნობით, მომავალ პარტიაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით შემოთავაზების მიღების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ესაუბრა. „პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრობა შემომთავაზეს. სხვადასხვა საკითხებზე მისი კონკრეტული გეგმა და ხედვები მაინტერესებდა და ძალიან დიდხანს ვისაუბრეთ. ამ ადამიანის მიმართ გარკვეული სიმპატიები ნამდვილად მაქვს. მისი გაკეთებული საქმეები გარკვეული დასკვნების გამოტანის საშუალებას მაძლევს, მაგრამ მაინც არ მსურს ავჩქარდე. მოსაფიქრებლად ვადა 15 თებერვლამდე მაქვს. ამ დროს გამოვიყენებ და ყველაფერს კარგად ავწონი“, – განუცხადა „ობიექტივს“ ელისო ჩაფიძემ. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილთან ხანგრძლივი საუბრის მიუხედავად, ყველა კითხვის დასმა მაინც ვერ მოასწრო და არც მომავალი პარტიის წევრების ვინაობა იცის. „უნდა გავარკვიო პარტიაში ვინ იქნებიან. რაც შეხება იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ივანიშვილის გარშემო კოალიციაში არიან გაერთიანებული, მე, როგორც ჟურნალისტს, შეიძლება ბევრი მათგანი არ მომწონდეს, მაგრამ გამარჯვებისთვის კონსოლიდაციაა საჭირო. ივანიშვილმა საერთო მიზნებისთის გარკვეული ძალების გაერთიანება უნდა შეძლოს და ამას აკეთებს კიდეც“, – აღნიშნა ელისო ჩაფიძემ. ბიძინა ივანიშვილის მომავალი პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრობა ელისო ჩაფიძეს დაახლოებით ორი კვირის წინ შესთავაზეს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/ulugbek-300x225.jpgუზბეკეთის მოქალაქე ულუგბეკ კოდიროვმა, პრეზიდენტ ბარაქ ობამაზე თავდასხმის დაგეგმვა აღიარა. ულუგბეკ კოდიროვი 22 წლისაა და აშშ-ში არალეგალურად ცხოვრობს. უცხოური მედიის ინფორმაციით, დღეს აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება. კოდიროვს აშშ-ს პრეზიდენტზე თავდასხმის მცდელობა, იარაღის უკანონო შენახვა-შეძენა და ტერორისტებთან თანამშრომლობის ბრალდება წაუყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავემ გამოძიებასთან ითანამშრომლა და დანაშაული აღიარა. მას 30 წლიანი პატიმრობა ემუქრება. ბრალდების თანახმად, კოდიროვი აშშ-ში 2009 წელს სასწავლო ვიზით ჩავიდა, თუმცა სწავლა არ დაუწყია. აშშ-ში ის დაუკავშირდა ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერს, სახელად ემირს და მისი პირდაპირი ხელმძღვანელობით დაიწყო “ისლამისთვის აუცილებელი” აშშ-ს პრეზიდენტზე თავდასხმის ორგანიზება. იგი სამართალდამცავებმა იარაღის და ასაფეთქებელი ნივთიერებების შეძენისას დააკავეს. იხილეთ epn.ge