planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/default6.jpeg„ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ირანის საკითხის გამწვავების შემთხვევაში რეგიონში უმართავი პროცესები დაიწყება, რაც რუსეთს საშუალებას მისცემს საქართველოს ტერიტორიების დასაპყრობად შემოიჭრას. ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ გაზეთ “პრაიმ თაიმის” პრეს-კლუბში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი ამ შემთხვევაში ალბათ, საქართველოს ტერიტორიების დასაპყრობად შემოვა და მას ამის ბევრი მიზეზი აქვს. „ირანის საკითხის გამწვავების შემთხვევაში რუსეთი ალბათ, საქართველოს ტერიტორიების დასაპყრობად შემოვა და მას ამის ბევრი მიზეზი აქვს. სომხეთის ტერიტორიაზე არსებული გიუმრის რუსული სამხედრო ბაზა, რომელიც იარაღით ირანიდან მარაგდება, ბლოკადაში აღმოჩნდება და სავარაუდოდ, რუსეთი ამას არ დაუშვებს,“- განაცხდა სანიკიძემ. მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში საქართველოში სხვა პოლიტიკური კონფიგურაცია უნდა აეწყოს. „ასეთ შემთხვევაში საქართველოში სხვა პოლიტიკური კონფიგურაცია უნდა აეწყოს რათა არ დავუშვათ ის, რაც 2008 წელს მოხდა, როცა მთელი ქვეყანა უპასუხისმგებლო სააკაშვილს შევატოვეთ. რეგიონში სიტუაციის ამგვარად განვითარების შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის დასაცავად დიდი ქართული შეთანხმება უნდა მოხდეს“, - განაცხადა სანიკიძემ. იხილეთ epn.ge
-
ორი მიკროავტობუსი, რომლებშიც დაახლოებით 20-მდე მგზავრი იმყოფებოდა, სოფელ ნაბაკევთან 12 თებერვალს დააკავეს, იტყობინება სააგენტო "ივერონი"."მიკროავტობუსი მგზავრებითურთ დღეს დილით "საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის" დააკავეს და გალის მილიციაში გადაიყვანეს", - განუცხადა "ივერონს" ინფორმირებულმა წყარომ.აღსანიშნავია, რომ რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი მიკროავტობუსი, რომელშიც ხუთი მგზავრი იმყოფებოდა, 11 თებერვალსაც დააკავეს. მგზავრები - 300-300, ხოლო მძღოლი 1200 რუსული რუბლის სანაცვლოდ გაათვაისუფ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ორი მიკროავტობუსი, რომლებშიც დაახლოებით 20-მდე მგზავრი იმყოფებოდა, სოფელ ნაბაკევთან 12 თებერვალს დააკავეს, იტყობინება სააგენტო "ივერონი"."მიკროავტობუსი მგზავრებითურთ დღეს დილით "საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის" დააკავეს და გალის მილიციაში გადაიყვანეს", - განუცხადა "ივერონს" ინფორმირებულმა წყარომ.აღსანიშნავია, რომ რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი მიკროავტობუსი, რომელშიც ხუთი მგზავრი იმყოფებოდა, 11 თებერვალსაც დააკავეს. მგზავრები - 300-300, ხოლო მძღოლი 1200 რუსული რუბლის სანაცვლოდ გაათავისუფ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/bbc_logo.jpg დემიენ მაკგინესი ჩამონგრეული, ცივი საწყობის უკან განთავსებულ პატარა ოთახში, ზაზა ჯანეზაშვილი ფრთხილად დებს ფერად ძაფს უზარმაზარ მოზუზუნე დაზგაში. რამდენიმე წუთის შემდეგ გრძელი მილიდან კაშკაშა ყვითელი წინდები ამოხტება. ყველაფერი ჩარლის და შოკოლადის ფაბრიკას მაგონებს. მაგრამ ზაზას ბიზნესი სულაც არ არის ბავშვური. სულ რაღაც ორიოდე თანამშრომლით ის დღეს საქართველოში გაყიდული წინდების 6 პროცენტს აწარმოებს. და ახლა მას, ქართული პოპულარული სატელევზიო შოუს დახმარებით, ბიზნესის გაათმაგების საშუალება მიეცა. მან ამ პოპულარულ შოუში, რომლის სათაურიც ასე შეიძლება ითარგმნოს, ”დასაქმდი და დაასაქმე” დაბალპროცენტიანი სესხი მოიგო. ჟიურიში ქვეყნის სამი უდიდესი ბანკის ხელმძღვანელი შედის, ხოლო თავმჯდომარე გიგია უგულავა, თბილისის მერი. სწორედ ეს ჟიური გადასცემს მთავრობის მიერ გარანტირებულ დაბალ, 6 პროცენტიან სესხებს საწარმოების იმ მფლობელებს და პოტენციურ მეწარმეებს, რომელთაც კარგი ბიზნესიდეა აქვთ. ”ასეთი სესხისთვის ჩვეულებრივ 30 პროცენტს იხდიან,” გვითხრა ზაზამ. ”ამ შოუში მონაწილეობა რომ არ მიმეღო, ასეთი დონის მისაღწევად წლები დამჭირდებოდა.” გადაცემის სხვა მონაწილენი უამრავი იდეით გამოდიან, დაწყებული მოცურავე რესტორნის, მხოლოდ ქალებისთვის განკუთვნილი ტაქსისა და მფრინავი თეფშის ფორმის სასტუმროს აშენების იდეით. ეს უკანასკნელი იმ მონაწილეს ეკუთვნის, რომელიც ამტკიცებს, რომ უცხოპლანეტელებთან კონტაქტი ჰქონდა. მან ამ კონკრეტულ ეპიზოდში წარმატებას ვერ მიაღწია. გადაცემის პროდიუსერი, რომელმაც შექმნა აგრეთვე შოუს Pop Idol-ის ქართული ვერსია, ამბობს, რომ გადაცემის მიზანი საქართველოში სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებაა, რადგან ეს ქვეყანა 1991 წლამდე კომუნისტური იყო. ”სულ რაღაც 20 წელია, რაც საბაზრო ეკონომიკაზე გადავედით. ამიტომ ბევრი ადამიანისთვის ეს შოუ მართლაც ინფორმაციულია და აჩვენებს, თუ როგორ უნდა აწარმოონ ბიზნესი,” განაცხადა მან. ”უფრო მეტი ასეთი ტელეშოუ რომ გვქონოდა, ვფიქრობ, მცირე ბიზნესში გარკვეული ფული ჩაიდებოდა და ის ადამიანები, ვისაც პოსტ-საბჭოთა მენტალიტეტი აქვს, მართლა მიიღებდნენ განათლებას.” იმიჯის განმტკიცება? შოუს მსველელობისას, მერს, უგულავას, რომელსაც ბევრი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მემკვიდრეს მიიჩნევს, მას შემდეგ, რაც 2013 წელს პრეზიდენტი თანამდებობას დატოვებს, შოუს წამყვანი რეგულარულად დაჰყავს ადგილობრივი სამშენებლო პროექტების დასათვალიერებლად. მაგრამ ზოგიერთი ოპონენტი მმართველ პარტიას იმაში სდებს ბრალს, რომ ისინი ნაციონალურ ტელევიზიებს მომავალი საპარლამენტო არჩვენებისთვის და საკუთარი იმიჯის გასამყარებლად იყენებენ. კობა თურმანიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი და პოლიტოლოგი ამბობს, რომ როდესაც ტელეეკრანზე ხედავ, როგორ არიგებს მაღალი რანგის ჩინოვნიკი ბიზნესსესხებს, ეს გართობად შენიღბული პოლიტიკური პროპაგანადაა. ”მათი დანაპირები ხალხის დასაქმებაზე, მეტი სამუშაო ადგილის შექმნაზე აქამდე არ შესრულებულა,” განაცხადა მან. ”ასე რომ როდესაც ტელევიზორში უყურებ, როგორ მონაწილეობს მმართველი პარტიის მაღალი ეშელონების წარმომადგენელი პოლიტიკოსი სამუშაო ადგილის შექმნის პროცესში, რაღა თქმა უნდა, ეს ელექტორატისთვის ძალიან პოზიტიური იმიჯია. რეალურად კი ეს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. და რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, ჩვენ უფრო ხშირად გავიგებთ, თუ როგორ მიანიშნებენ ამ შოუზე მისი მხარდამჭერები: შეხედეთ რას აკეთებდა მერი, რამდენი სამუშაო ადგილი შექმნა.” უგულავა უარყოფს იმ ფაქტს, რომ ტელევიზიას არჩევნებში გასამარჯვებლად იყენებს. ბოლოს და ბოლოს, ამბობს ის, როდესაც გადაცემის მონაწილეების თამაშს აფასებ და უმეტესობას უარით ისტუმრებ, ეს ვერ იქნება პოპულარობისკენ მიმავალი გზა. „ხანდახან უარის თქმა გიწევს. და არ ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსებს უყვართ საჯაროდ უარის თქმა. არ მგონია, ეს კარგი პროპაგანდა იყოს,” განგვიმარტა მერმა. ”ჩემი აზრით, პროექტი უფრო საგანმანათლებლოა და ნაკლებად უკავშირდება მომავალ არჩევნებს.” ანალიტიკოსების აზრით, დახლართული კავშირები მედიას, ბიზნესსა და ძლავამოსილ მმართველ პარტიას შორის იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკოსებს დიდი გავლენა აქვთ იმაზე, თუ რას გადასცემენ ნაციონალური ტელევიზიები – ეს კი სასარგებლო ინსტრუმენტია ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 88 პროცენტი ინფორმაციას ტელევიზიის მეშვეობით იღებს. ორ წამყვან ნაციონალურ არხზე ხშირად ნახავთ 20 წუთიან რეპორტაჟებს, რომლებშიც მომღიმარი პრეზიდენტი სააკაშვილი ხსნის საავადმყოფოებს და სკოლებს და ეს ამბავი მთავარ ახალ ამბად არის მიწოდებული. ზოგიერთი ჟურნალისტის თქმით, მათ ეშინიათ, რომ თუ ზედმეტად კრიტიკულები იქნებიან მთავრობისადმი, სამსახურს დაკარგავენ. ამავე დროს ოპოზიციური მედია იმაზე ჩივის, რომ სულ უფრო უჭირთ რეკლამის მოზიდვა, რადგან ბევრ ბიზნესმენს არ უნდა მთავრობის განაწყენება და მის პოლიტიკურ მეტოქეებთან ასოცირება. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებს არ უწესებენ პირდაპირ ცენზურას, ბევრი თვითცენზურას მისდევს, რომ პროფესია გადაირჩინოს. მარკ მალენის, Transparency International Georgia-ს თავმჯდომარის თქმით, ორი ყველაზე პოპულარული არხი, რუსთავი 2”და „იმედი” (მათ მოსახლეობის 80 პროცენტი უყურებს) მხოლოდ მმართველი პარტიის არგუმენეტებს გადასცემს”. „თქვენ ვერ მოისმენთ ბევრ გამოძიებას. არ არის ბევრი სიკუსია დიდი მნიშვნელობის პრობლემებზე, ტენდერებზე, მთავრობასა და ბიზნესს შორის არსებულ ურთიერთობებზე,” განაცახადა მან. „უამრავი მნიშვნელოვანი რამ ხდება, რომელთა შესახებ ვერც კი იგებ. ძირითადად მხოლოდ ის გესმის, რომ მთავრობამ ბევრი დადებითი რამ გააკეთა, რაც მართლაც ასეა, მაგრამ სხვა რაღაცაც ხდება”. თუმცა საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ მედიის თავისუფლება არ იზღუდება და ჟურნალისტები თავისუფლები არიან მმართველი პარტიის კრიტიკისას. და მართლაც ჟურნალისტებს, როგორც წესი, არ ეშინიათ ძალადობის და ფიზიკური ზეწოლის, როგორც ეს ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში ხდება. კრიტიკა ”ყველგან” პრეზიდენტი სააკაშვილი ამტკიცებს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში, რომელსაც მოსახლეობის მესამედი უყურებს, მთელი პოლტიკური სპექტრია წარმოდგენილი. ”არავის ეკრძალება ლაპარაკი,” უთხრა მან BBC-ის. ”თუ ადამიანები ფიქრობენ რაღაცას, მათ შეუძლიათ გამოხატონ საკუთარი აზრი ნებისმიერ არხზე, იმის მიუხედავად, თუ როგორია მათი პოზიცია. ”კრიტიკა ისმის ყველგან, ყველა სატელევიზიო არხზე, ყველა გაზეთის ფურცლებიდან, პარლამენტიდან და ხალხის მასებიდან“. მაგრამ ზაზა ამაყად მიჩვენებს იმ ახალი დაზგის სურათებს, რომელთა ყიდვაც უკვე შეუძლია „რეალითი შოუში“ გამარჯვების შემდეგ. მას არ ადარდებს ის აზრი, რომ შეიძლება სამთავრობო პოლიტიკოსების მიერ სესხების გაცემა საარჩევნო კამპანიად აღიქვას ვინმემ. იმის გამო, რომ ოფიციალური მონაცემებით უმუშევრობა დაახლოებით 16 პროცენტია, ხოლო რეალური მაჩვენებელი (კავკასიის კვლევის რესურსცენტრის მონაცემებით), ალბათ 30 პროცენტს აჭარბებს, ბევრი ქართველი უფრო მძიმე პრობლემებითაა შეწუხებული. ზაზას წარმოდგენით, თუ ტელევიზიაში ის გადის, რაც მას ბიზნესსესხის აღებაში დაეხმარა, მაშინ ასეც უნდა იყოს. ის ამბობს, რომ მადლობელია ნებისმიერი დახმარებისთვის. ორიგინალი ორიგინალი
-
"რესპუბლიკელები" საქართველოს კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის, ქალბატონ ნათია მოგელაძისთვის მიწერილ წერილში აცხადებენ, რომ "რესპუბლიკური პარტია" 2011 წლის ფინანსური ანგარიშბრუნვის თაობაზე ინფორმაციის თანდართული ფორმის მიხედვით არ და ვერ წარმოუდგენს კონტროლის პალატას. "ქალბატონო ნათია, 2012 წლის 8 თებერვალს მივიღეთ თქვენი 2012 წლის 8 თებერვლის #263/57 წერილი, რომლითაც რესპუბლიკური პარტიისგან 3 დღის ვადაში ითხოვთ არასამეწარმეო იურიდიული პირის "რესპუბლიკური ინსტიტუტის" 2011 წლის ფინანსური ანგარიშბრუნვის თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენას თანდართული ფორმის მიხედვით. გაცნობებთ, რომ რესპუბლიკურ პარტია არ და ვერ წარმოგიდგენთ მოთხოვნილ ინფორმაციას შემდეგ გარემოებათა გამო: რესპუბლიკურ პარტიას არ გააჩნია თქვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია;თქვენს წერილში მითითებული კანონის ნორმები (261 მუხლი და 32-ე მუხლის მე-4 პუნქტი) არ ითვალისწინებს პარტიის მიერ სხვა ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშების თქვენთვის 3 დღის ვადაში მოწოდების ვალდებულებას. ამას არ ითვალისწინებს არც წერილში ნახსენები კანონით თქვენთვის "მონიჭებული მანდატი". აღნიშნული მანდატის მიხედვით (კანონის 34 მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" პუნქტი), თქვენ შეგიძლიათ მოგვთხოვოთ ინფორმაცია მხოლოდ ჩვენი "პარტიის ფინანსებთან" დაკავშირებით, რასაც შეუფერხებლად მიიღებთ;უსაფუძვლოა თქვენი მითითება "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის იმ მოთხოვნაზეც, რომლის მიხედვით, პარტიამ თავის საფინანსო დეკლარაციაში უნდა ასახოს მასთან დაკავშირებული ან მისი კონტროლის ქვეშ მყოფი იურიდიული პირის ხარჯები. აღნიშნული ნორმა რესპუბლიკურ პარტიას არ ავალდებულებს, თავის 2011 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე ფინანსურ ანგარიშში ასახოს „რესპუბლიკური ინსტიტუტის“ ხარჯები, ვინაიდან:a) ამგვარი ვალდებულება პარტიისთვის ძალაში შევიდა 2011 წლის 30 დეკემბერიდან. ამას თქვენ თავადვე ადასტურებთ ჩვენთვის გამოგზავნილ წინა წერილში (#233/57, 23 თებერვალი 2012), სადაც აღნიშნავთ, რომ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანულ კანონში 2011 წლის 28 დეკემბერს შესული ცვლილებები არ ვრცელდება მათ ძალაში შესვლამდე პერიოდზე. აღნიშნული მოთხოვნა არ არის გათვალისწინებული არც თქვენ მიერ დადგენილ ანგარიშგების ფორმებში. b) რესპუბლიკური ინსტიტუტი 2011 საანგარიშო წლის განმავლობაში არ შეიძლებოდა ყოფილიყო "პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული ან სხვაგვარად კონტროლის ქვეშ მყოფი იურიდიული პირი", რადგანაც აღნიშნული სტატუსი კანონმა გაითვალისწინა მხოლოდ 2011 წლის 30 დეკემბრიდან (თუმცა, არც აღნიშნული თარიღის შემდეგ გამოცემულა რაიმე სამართლებრივი აქტი, რომელიც ინსტიტუტს ახალ სამართლებრივ რეჟიმში მოაქცევდა). c) 2012 წლის 30 იანვარს მოგაწოდეთ 2011 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე პერიოდის პარტიის ფინანსური ანგარიში. ამ ანგარიშის თაობაზე პარტიის ოფიციალურ წარმომადგენელთან 2012 წლის 7 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე თქვენ არ გამოგითქვამთ რაიმე დამატებითი მოთხოვნა და ანგარიში განთავსდა თქვენს ვებ-გვერდზე. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოუდგენლობა ვერ ჩაითვლება: ვერც კანონის 342 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ქმედებად ("პარტიის მიერ საქართველოს კონტროლის პალატისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა"), რაც გამოიწვევდა პარტიის დაჯარიმებას 5 000 ლარით, დავერც კანონის 342 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ქმედებად ("საქართველოს კონტროლის პალატის კანონიერი მოთხოვნის განზრახ შეუსრულებლობა"), რაც შეიძლებოდა გამხდარიყო პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის შეჩერების საფუძველი.ამასთანავე, მომავალში რესპუბლიკური პარტიის მიერ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისთვის, გთხოვთ, მოგვაწოდოთ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც არასამეწარმეო იურიდიულ პირს "რესპუბლიკურ ინსტიტუტს" (ან სხვა რომელიმე იურიდიულ პირს) მიენიჭა აღნიშნული კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული სტატუსი,"-ნათქვამია "რესპუბლიკელების" მიერ მიწერილ წერილში. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpgდაპირისპირებაა `ქართული ოცნებისა` და `ქართული პარტიის` ლიდერებს შორის.ბიძინა ივანიშვილის კოალიციის პრესსპიკერმა ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას უპასუხა, რომელშიც ის ბიზნესმენის პოლიტიკურ საქმიანობას აკრიტიკებდა. `ქართულ ოცნებაში`ირაკლი ოქრუაშვილს არასანდო პოლიტიკურ ფიგურას უწოდებენ. საფრანგეთში მყოფმა `ქართული პარტიის` ლიდერმა ბიძინა ივანიშვილს ღია წერილი მისწერა. ირაკლი ოქრუაშვილი ივანიშვილის კოალიციის წევრებს პრეტენზიებს უყენებს. `გარემოცვა, რომელიც თქვენ შემოიკრიბეთ და რომლის გავლენის ქვეშაც იმყოფებით, დაზიანებული ატომური რეაქტორის ეფექტის მატარებელია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ თქვენი გარემოცვის უდიდესი ნაწილი, განსაკუთრებით, პირადი მოტივების გამო, საკუთარ მტრად მიმიჩნევს, ყველაფერი გასაგები ხდება. იმასაც თუ დავამატებთ, რომ თქვენი პიროვნება ცნობილია იმით, რომ ადვილად ექცევა გავლენის ქვეშ, ამის შემდეგ ნამდვილად არ ვარ არათუ შეურაცხყოფილი, არამედ გაკვირვებულიც,` - ნათქვამია წერილში. ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთ პრეტენზიას უყენებს. ის ”ქართული ოცნების” ლიდერს ოქრუაშვილის პარტიის წინააღმდეგ `ტალახის სროლის` კამპანიაში და სოზარ სუბარის გადაბირებაში ადანაშაულებს. `იმ ფაქტსაც შევეგუეთ და სიჩუმით შევხვდით, საკუთარი პარტიის თავმჯდომარე `თამარ ქალივით` რომ მოგვტაცეთ, რაზეც ყველა თავმოყვარე ორგანიზაცია, თქვენ თუ არა, მას მაინც საკადრის პასუხს გასცემდა,`- წერს ოქრუაშვილი. წერილში საუბარი ტელეკომპანია `მაესტროსაც` შეეხო. ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა თავისი მოქმედებით შეგნებულად დაანგრია ”რუსთავის მართვის კომპანია”, რომელსაც ოქრუაშვილი და მისი პარტნიორი ეროსი კიწმარიშვილი ხელმძღვანელობდნენ. View the full article
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 15:30 13.02.2012 საქართველოს ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას თურქეთის წინააღმდეგ ამხედრებს და ამაში ბოროტად იყენებს გარკვეული მუზეუმებისა და სამეცნიერო დაწესებულებების დირექტორების, მათი მოადგილეების, ცალკეული ხელოვნებათმცოდნეების, ისტორიკოსების პოზიციას (თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ძეგლები სასწრაფო შველას ითხოვსო). ხელისუფლებას ამ საქმეში, ისევე, როგორც სხვა დანარჩენში, ჯიბის ტელევიზიები და განსაკუთრებით ტელეკომპანია “იმედი“ ეხმარება. http://2.bp.blogspot.com/--K7s9WZbhEs/TzjyyRz6HZI/AAAAAAAAGM0/S7B86w8B5Jo/s200/oshki%2Bisteria.gifთურქეთ-საქართველოს შორის 2005 წელს დაწყებული და საქართველოს ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის გამო რამდენჯერმე გაყინული მოლაპარაკებების ირგვლივ მორიგი ისტერია 26 იანვრის შემდეგ დაიწყო. ამჯერად საქართველოს კულტურის მინისტრმა, ნიკა რურუამ “დაუსვა წერტილი“ გაწელილ მოლაპარაკებას, რომლის თანახმად, ბათუმში “აზიზიეს მეჩეთის“ აშენების და ახალციხეში აჰმედიეს მეჩეთის რესტავრაციაში თურქული მხარის ჩართვის სანაცვლოდ ისტორიული საქართველოს ტერიტორიაზე ოშკსა და იშხანს რესტავრაცია ჩაუტარდება. ისე, ნიკა რურუამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ზრუნვა გაცილებით ადრე, 20 წლის წინ დაიწყო, ოღონდ მაშინ მთავრობის სასახლეს ჩაუტარა “რესტავრაცია“, ავტომატით ხელში და ახლა ამ საქმეს მინისტრის ამპლუაში აგრძელებს. ახლანდელ მაგალითად ბაგრატის ტაძრის დასახელებაც კმარა, რომელსაც ქართველი ხელოვნებათმცოდნეების განმარტებითა და იუნესკოს დასკვნების თანახმად, “შეუქცევადი ჩარევებით“ პირვანდელი სახე და ის ღირებულება, რაც გააჩნდა, მთლიანად დაკარგვინეს. 2012 წლის 26 იანვარს რურუა ანკარაში მის თურქ კოლეგას შეხვდა და თბილისში დაბრუნების შემდეგ განცხადება გაავრცელა - მე დავთანხმდი, ხოლო საზოგადოება დეტალებს მას შემდეგ შეიტყობს, რაც შეთანხმებას ხელი მოეწერებაო. რურუას ანკარაში სტუმრობის შედეგი პალიტრატვ.გე-ს ეთერში, კერძოდ, გადაცემა “პროვოკატორში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ხათუნა ოჩიაურმა დააკონკრეტა, რომ თურმე თურქეთთან ხელშეკრულების გაფორმება ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკური თვალსაზრისითაც უაღრესად მომგებიანი იქნება, რადგან ოშკისა და იშხანის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხას და ბათუმში “აზიზიეს მეჩეთის“ ასაშენებელ ფულს თურქები გამოყოფენ; ეს იქნება ჯაჭვური რეაქცია და იშხანსა და ოშკს მიჰყვება სხვა ძეგლებიო, - აღნიშნა, მაგრამ ამ “ჯაჭვურ რეაქციას“ საქართველოში რა მოჰყვება, ამაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრს აღარაფერი უთქვამს. საქართველოს კულტურის სამინისტრო და მისი პოზიციის გამზიარებელი დირექტორები, მოადგილეები, ხელოვნებათმცოდნეები და ისტორიკოსები გვარწმუნებენ, რომ ქართული ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ ბათუმში “აზიზიეს მეჩეთის“ აშენებას (რაც ყველაზე რთულად განსახორციელებელი პუნქტია თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულებაში) თურქული მხარე მოითხოვს. ამ კონკრეტულ საკითხზე თურქულ მხარეს ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. საკითხავია ეს ნამდვილად თურქეთის მოთხოვნაა, თუ საქართველოს ხელისუფლების სარფიანი წინადადება. “აზიზიეს მეჩეთთან“ დაკავშირებით თურქულმა მხარემ, კერძოდ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთადერთი კომენტარი 2011 წლის 11 თებერვალს, ბათუმში სტუმრობისას გააკეთა, რომელიც ერთადერთმა ტელევიზიამ - ტვ25-მა გააშუქა - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით “აზიზიეს“ აშენებაზე შეთანხმება ერდოღანისა და სააკაშვილის შეხვედრის დროს მოხდაო. სხვათა შორის, გასულ წლებში მიმდინარე მოლაპარაკებისას ისტორიულ საქართველოში ოთხი ძეგლი (ოთხთა, ხანძთა, ოშკი და იშხანი) უნდა აღდგენილიყო და ამის სანაცვლოდ საქართველოში “აზიზიეს მეჩეთის“ აშენებასთან ერთად რესტავრაცია უნდა ჩატარებოდა: კვირიკეს ჯამეს (ქობულეთის რაიონში), მხარჯავის მეჩეთს (ადიგენის რაიონში) და ახალციხის რაბათის კომპლექსსა(სადაც სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი ფუნქციონირებს) და იქვე არსებულ წყვილ აბანოს. სხვათა შორის, ახალციხის რაბათის კომპლექსის რესტავრაცია-კონსევრაცია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა დაიწყო და ეს რომ ნამდვილად ასეა, გასული წლის 22 ივლისს სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელმა, ციური ლაფაჩმა ჩემთვის მოცემულ ინტერვიუში (სათაურით - ახალციხის რაბათის რეაბილიტაციას ვანო მერაბიშვილი კურირებს) დაადასტურა. ამ კონკერეტულ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებამ თურქებთან სარფიანი გარიგება არჩია მერაბიშვილის მიერ წამოწყებულ რესტავრაცია-კონსერვაციას, თუ თავად მერაბიშვილი დათანხმდა თურქეთ-საქართველოს მოლაპარაკების ფარგლებში ახალციხის რაბათის კომპლექსის დატოვებას, ჩემთვის უცნობია. ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ოშკისა და იშხანის მდგომარებით “გულდადთუთქული“ საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფოსა და ეკლესიის შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების, საპატრიარქოსა და საზოგადოების გვერდის ავლით აპირებს გასაიდუმლოებული შეთანხმების გაფორმებას. ორშაბათს, ან მაქსიმუმ სამშაბათს საგარეო საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისგან უნდა მივიღო პასუხი კითხვებზე, თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რასაც დაუყოვნებლივ გაცნობებთ. "ობიექტივი" http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
Неровная походка и полная фигура - удивительно, как Юлию Забожанскую могли выбрать «Российской женщиной 2011». Ответ оказался прост: российская пресса недавно сообщила, что победительница престижного конкурса купила свой титул за кругленькую сумму в 300 тысяч евро.
-
ოკუპანტების მიერ 9-10 თებერვალს ჩაკეტილი ოკუპირებულ ახალგორში შესასვლელი, ამჟამად გახსნილია და მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება."ორდღიანი შეზღუდვა სავარაუდოდ, ოსი ოპოზიციონერი ლიდერის ალა ჯიოევას 10 თებერვლისთვის დაგეგმილ ინაუგურაციას უკავშირდებოდა, ახლა კი მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმშია აღდგენილი", - განუცხადა "ივერონს" ინფორმირებულმა წყარომ.ცნობისთვის, ახალგორში შესვლა პირადობის მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული რუსული თარგმანისა და ე.წ. ფორმა #9-ს საფუძველზე ხორციელდება. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ოკუპანტების მიერ 9-10 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში ჩაკეტილი შესასვლელი, ამჟამად გახსნილია და მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება."ორდღიანი შეზღუდვა სავარაუდოდ, ოსი ოპოზიციონერი ლიდერის ალა ჯიოევას 10 თებერვლისთვის დაგეგმილ ინაუგურაციას უკავშირდებოდა, ახლა კი მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმშია აღდგენილი", - განუცხადა "ივერონს" ინფორმირებულმა წყარომ.ცნობისთვის, ახალგორში შესვლა პირადობის მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული რუსული თარგმანისა და ე.წ. ფორმა #9-ს საფუძველზე ხორციელდება. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/Tavisufali-saqarTvelooo.jpgთბილისი, 13 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს, პარტიის ინფორმაციით, მაღალი ყინვების გამო დაბა ხარაგაულში დაზიანდა წყლის მრიცხველები, რომლებიც თავიდანვე უხარისხო იყო. სამუშაოები შესრულდა არაპროფესიონალურად, რაც ემსახურებოდა მხოლოდ ხელისუფლების პიარს. საქინფორმი
-
დღეს, 13 თებერვალს, საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან კასპის მაჟორიტარი დეპუტატი კობა კურდღელაშვილიც გარიცხეს. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მიხეილ მაჭავარიანმა დაადასტურა. შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის რიგებიდან მანამდე ვანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან ხურციძე გარიცხეს. კასპისა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატების საპარლამენტო უმრავლესობიდან გარიცხვის საკითხს საპარლამენტო უმრავლესობა ამ წუთებში მიმდინარე სხდომაზე ოფიციალურად გააფორმებს. პარალელურად, დღეს პარლამენტში საპარლამენტო უმცირესობის შენარჩუნების საკითხი უნდა გაირკვეს. პარლამენტის ბიუროს ფრაქციებში მომხდარი დღევანდელი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება. კერძოდ, ფრაქცია "ძლიერი საქართველო" დეპუტატმა რომან მარსაგიშვილმა დატოვა და ფრაქციაში "ერთობა სამართლიანობისთვის" გაწევრიანდა. ამის შედეგად ფრაქცია "ძლიერი საქართველო" დაიშალა, თუმცა "ქრისტიან-დემოკრატებმა" "ძლიერი საქართველოსთვის" ერთი დეპუტატის – რატი მაისურაძის დათმობის და აღნიშნული ფრაქციის შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღეს. ეს, თავის მხრივ, საპარლამენტო უმცირესობის შენარჩუნებას განაპირობებს. შესაბამისად, უმცირესობამ დღევანდელი ბიუროს სხდომის დაწყებამდე თავის რიგებში ორი წევრი უნდა მიიღოს. უმცირესობის არსებობის საკითხი სწორედ დღეისთვის დაგეგმილ ბიუროს სხდომაზე გადაწყდება. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
Несмотря на то, что охваченная морозами Европа испытывает нехватку российского газа, говорить об энергетическом кризисе еще рано. По словам эксперта Гранта Костаняна, страны ЕС приняли ряд мер, позволяющих избежать повторения событий 2009 года, однако на данный момент у Европы нет альтернативы российскому голубому топливу.
-
15:16 13.02.2012 "თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს ორგანიზაცია კახეთში მოქმედ ყველა ოპოზიციურ პარტიას ჟურნალისტ სოფო ნიკოლაშვილის მხარდასაჭერად ერთობლივი საპროტესტო აქციის ორგანიზებისკენ მოუწოდებს. http://2.bp.blogspot.com/-zN7spVdipCc/Tzjwshzh9ZI/AAAAAAAAGMo/3kHZvGnkaww/s200/sofo%2Bnikolaishvili.jpgროგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს, გამოძიების მსვლელობისას პრესით გახმაურდა, რომ ნიკოლაშვილი ადვოკატის გარეშე დაკითხეს. "მოვუწოდებთ კახეთში მოქმედ ყველა ოპოზიციურ პარტიას, იდეოლოგიური სხვაობის მიუხედავად, გაერთიანებული ძალებით თელავში მოვაწყოთ საპროტესტო აქცია დამნაშავე გიორგი სიბაშვილის დაკავების მოთხოვნით. ამასთანავე, კახეთის საზოგადოებას ვთხოვ, ამ უსამართლობის წინააღმდეგ გამართულ აქციას შეუერთდნენ. დღევანდელი სასამართლო ისეთი უსამართლოა, რომ ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს მისი მსხვერპლი. ასევე, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სოფო ნიკოლაშვილისგან სიბაშვილი ინფორმაციას ითხოვდა მამამისის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც კუდ-ის ხელწერას წარმოადგენს. მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას, ამ კონკრეტული საკითხის გამო გაერთიანებისკენ, რათა ერთობლივი ძალებით მოვახერხოთ არა მარტო დამნაშავის, არამედ მათი მფარველების დასჯა", - განაცხადა "თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, თამილა გურაშვილმა. 31 იანვარს გურჯაანში ჟურნალისტი სოფო ნიკოლაშვილი დააკავეს, რომლის წინააღმდეგ განზრახ მკვლელობის მცდელობის და იარაღის უკანონოდ ტარების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. "ინტერპრესნიუსი" http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
<p style="margin: 0in; margin-bottom: .0001pt; background: white;" /><span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/fanjikidze-bidzinas-presspi.jpgთბილისი, 13 თებერვალი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა, რასაც ოქრუაშვილის მხრიდან საპასუხო განცხადება მოჰყვა. ოქრუაშვილის ამ განცხადებას დღეს ივანიშვილის პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე გამოეხმაურა, რომლის თქმით, „ბიძინა ივანიშვილს არ სჩვევია, დაუსაბუთებლად და არგუმენტების გარეშე ლაპარაკი, ყველა საკითხზე, რომელზედაც მას აზრი გამოუთქვამს, იგულისხმეთ, რომ აქვს დამადასტურებელი ფაქტები, ერთ მშვენიერ დღეს ამ ფაქტების გამომზიურების დროც დადგება“. საქინფორმი
-
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/jafaridze-tedo123.jpgთბილისი, 13 თებერვალი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, გასული წლის ოქტომბერში რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი ახალი ინიციატივით გამოვიდა. გაზეთ „იზვესტიაში“ გამოქვეყნებულ წერილში პუტინი წერდა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა „ევრაზიული კავშირი“ უნდა შექმნან, რომელიც აშშ-თან, ევროკავშირსა და აზიასთან კონკურენციაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. საქინფორმი
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/bidzina-televizia.jpgთბილისი, 13 თებერვალი, საქინფორმი. როგორც ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ პირველ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ივანიშვილის ტელევიზიას „მეცხრე არხი“ ერქმევა და ის მაუწყებლობას, სავარაუდოდ, მარტში დაიწყებს. <span style="font-size: 10pt;" />მისი თქმით, „ამ ეტაპზე ტელევიზიის გასამართად შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს“. საქინფორმი
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/oqruashvili-pasuxi.jpgთბილისი, 13 თებერვალი, საქინფორმი. როგორ ცნობილია, ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში „ქართული პარტიის“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. ივანიშვილს ოქრუაშვილმა სპეციალური განცხადებით უპასუხა, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ: <span style="font-size: 10pt;" />„გასულ კვირას გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნდა თქვენი ინტერვიუ, სადაც მცირე პასაჟით შემოიფარგლეთ ჩემ შესახებ. საერთოდ არ ვაპირებდი პასუხის გაცემას, რომ არა „ქართული პარტიის“ წევრთა უდიდესი ნაწილის მოთხოვნა – ერთი წინადადება მაინც მეთქვა იმ უმძიმეს ბრალდებაზე, რომელიც მე წამიყენეთ. საზოგადოებას რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ თქვენი შეფასება, ვახდენ ციტირებას: „ოქრუაშვილი ამათი ტიპური სახეა. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ის თანამშრომლობს ამ ხელისუფლებასთან და დღესაც ამ გუნდის წევრია! მათ მოუვიდათ შიდა კონფლიქტი, თუმცა, ახლა კვლავ ერთად არიან, მე რამდენადაც ვიცი...“ საქინფორმი
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/peticia.jpgთბილისი, 13 თებერვალი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები პეტიციას ავრცელებენ. ისინი საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას ითხოვენ. აღნიშნულ პეტიციას საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ: „არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ვაცნობიერებთ რა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მნიშვნელობას, კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნევთ ამ საკითხთან დაკავშირებით 2011 წლის დეკემბერში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც <span style="font-size: 10pt;" />– ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას, საკუთრების უფლებას, გამოხატვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას, აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას; საქინფორმი
-
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/arestovan.jpgთბილისი, 13 თებერვალი, საქინფორმი. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად კორუფციის ბრალდებით დაკავებულია მთავარი პროკურატურის პროკურორი კახა ცნობილაძე. საქინფორმი