planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
Sony снизила цену на альбом Уитни Хьюстон "The Ultimate Collection", повышенную вскоре после того, как умерла певица. На такой шаг компания пошла после того, как фанаты Хьюстон обвинили Sony в попытке "нажиться" на ее смерти. Источник в Sony объяснил повышение цены тем, что она изначально была "неправильной". lenta.ru
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png მოლი კორსო საქართველოს სხვადასხვაგვარი პოლიტიკური ბრძოლა უნახავს – ვარდებით და აქციებით, კარვების ქალაქებითა და ცრემლსადენი გაზით. ელის თუ არა მას ამჯერად საპირისპირო ბრძოლა – კალმით? ახალი ბრძანების თანახმად, იუსტიციის სამინისტროს ენიჭება უფლება „რედაქტირება“ გაუკეთოს საკანონმდებლო აქტს მას შემდეგ, რაც ის კანონად გადაიქცევა – ნაბიჯი, რომლითაც იურისტების აზრით შეიძლება კიდევ უფრო მეტმა ძალაუფლებამ მოიყაროს თავი საქართველოს უკვე ისედაც დომინანტი აღმასრულებელი შტოს ხელში. პირველად, ამას ნაცვალსახელი „ამ“ შეეწირა, რომელიც როგორც ითქვა ამოღებულ იქნა იმ საკანონმდებლო ცვლილებების ოფიციალური ვერსიიდან, რომელიც პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას ზღუდავს. იმ ვერსიით, რომელშიც „ამ“ შედიოდა, საკანონმდებლო ცვლილებამ პარტიებს აღნიშნული ცვლილების (ფრაზა „ამ კანონის“) ამოქმედებიდან სამი დღის განმავლობაში ბიზნესისგან მიღებული ყველა გაუხარჯავი ფინანსური შემოწირულობის უკან დაბრუნება აიძულა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას სახელმწიფო მოითხოვდა. მილიარდერი ოპოზიციონერის ბიძინა ივანიშვილის მოკავშირეებმა, მას შემდეგ რაც კანონში ეს „ამ“ დაინახეს და იფიქრეს, რომ შემოწირული მილიონების დახარჯვისთვის სულ რაღაც სამი დღე ჰქონდათ, თანხების ხარჯვა „ნაჩქარევად“ დაიწყეს, რათა ეს სამდღიანი ვადა არ დაერღვიათ, განაცხადა დავით უსუფაშვილმა, ივანიშვილის პარტნიორი რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა. საკუთარი კომპანიებისა და პარტნიორების საშუალებით, ივანიშვილმა მის ორგანიზაციასთან, „ქართულ ოცნებასთან“ ასოცირებულ პარტიებს, არსებული ინფორმაციით 4.1 მილიონი ლარი (2,46 მილიონი დოლარი) შესწირა. მაგრამ მოგვიანებით, 29 დეკემბერს საკანონმდებლო ცვლილების იმ ვერსიაში, რომელიც „მაცნეში“ (მთავრობის ოფიციალური გამოცემა) გამოქვეყნდა, „ამ“ გაქრა. რაც იმას ნიშნავდა, რომ ხარჯვა ფუჭი იყო. უსუფაშვილი აცხადებს, რომ „ჩადენილია დანაშაული“ და პროკურატურის ოფისს ამ ჩვენებითი ნაცვალსახელის გაქრობის ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდა. თუმცა, არანაირი გამოძიება არ იგეგმება, რადგან იუსტიციის სამინისტროს, რომელიც პროკურატურის ოფისის ზედამხედველია, მიაჩნია, რომ ბრალდებები „უსაფუძვლოა“. სამინისტროს სპიკერი ხათუნა იოსავა ამტკიცებს, რომ პარლამენტის მიერ მიღებულ შესწორებაში „იგივე“ ტექსტი იყო, რაც შემდეგ „მაცნეში“ გამოქვეყნდა. პარლამენტის ცვლილებების ელექტრონული ვერსია იმავე დღეს გამოქვეყნდა და „ამ“-ს არ შეიცავდა. მთავრობა ამტკიცებს, რომ პარალმენტარებმა ჩვენებითი ნაცვალსახელის ამოღების შესახებ ზეპირი შეტყობინება მიიღეს; არცერთ პარლამენტარს ამ ცვლილების შესახებ შეშფოთება არ გამოუთქვამს. იოსავამ განაცხადა, რომ კორექტირება, რომელიც შეიძლება მომავალში განხორიელდეს, მხოლოდ ტექნიკური რედაქტირების საკითხია, როგორც ეს 29 დეკემბრის ბრძანებითაა გათლისწინებული. „ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ორთოგრაფიასთან, პუნქტუაციასთან ან ნუმერაციასთან დაკავშირებული შეცდომები…“, ნათქვამია მის ელექტრონულ წერილში, რომელიც EurasiaNet.org-ს გამოუგზავნა. „თუკი ასეთი შეცდომები იმდენად ცხადია, რომ მათი რედაქტირებით [კანონების ან განკარგულებების] არსი არ შეიცვლება, მაშინ „მაცნეს“ შეცდომის აღმოფხვრის უფლება აქვს“. ამ საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებული გაუგებრობა ხაზს უსვამს „საფრთხეს“, რომელიც სამინისტროს ახალ უფლებამოსილებას უკავშირდება, აღნიშნავს სამართლებრივი დაცვის ორგანიზაცია „42-ე მუხლი“-ს აღმასრულებელი დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი. „ჩემი აზრით, არსებობს საფრთხე, რომ ამ ახალი ცვლილების თანახმად კანონების შინაარსი შეიცვლება“, განაცხადა მან. ანალოგურ შეშფოთებას გამოთქვამენ სხვა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები. მიუხედავად იმისა, თუ რა ბედი ეწია იმ სადაო ნაცვალსახელს („ამ“), იუსტიციის სამინისტროს ახალი ამოცანა იოლი არ არის: ქართულ ენაში, სადაც დიდი ასოები არ არის, პუნქტუაციამ შეიძლება სერიოზული როლი ითამაშოს. სამინისტროს პოტენციური რედაქტორების საყურადღებოდ ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ მძიმის და წერტილის შეცვლამაც კი შეიძლება „შეცვალოს კანონის შინაარსი“. „აღმასრულებელ ორგანოს არ შეიძლება ჰქონდეს ასეთი დიდი შესაძლებლობა [ან] უფლება კანონში ცლილებებისა… ვფიქრობ ზოგადად კანონების მნიშვნელობით მანიპულირება გაიოლდება. არ მიმაჩნია, რომ ეს პოზიტიური ცვლილებაა…“ ორიგინალი ორიგინალი
-
В 2015 году Caterham запустит в серию бюджетный спорткар, который пока еще не получил своего имени. Новинка разрабатывается "с нуля". На данный момент работа над автомобилем ведется уже на протяжении полугода. Пока в компании только определились, что автомобиль должен иметь два посадочных места, а его масса не должна превышать тысячи килограммов. lenta.ru
-
14 თებერვალს, 10.00 საათზე, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ახალი სასწავლო კომპლექსი გაიხსნება. მის: გორგასლის ქ. №10 14 თებერვალს, 11:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია ‘ახალგაზრდები სამართლიანობისათვის – საქართველო’ პრესკონფერენციას გამართავს. თემა: უკურნებელი სენით დაავადებული მსჯავრდებულის, ზაზა გიგაურის უფლებების უხეში დარვევა’. მის.: რუსთაველის გამზ. #24/1 (შესასვლელი ლაღიძის ქუჩის მხრიდან, მოსე თოიძის მუზეუმის სახლში, შესასვლელი სადარბაზოდან, ბოლო სართული) საკონტაქტო პირი ნინო ბოლქვაძე – 599 96 22 66 14 თებერვალს, 11:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი ნიკოლოზ წიკლაური ხელს მოაწერენ თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც აკადემიის შენობაში საზღვაო თემატიკაზე მუზეუმის გახსნას ითვალისწინებს. მის.: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #1 14 თებერვალს, 11.00 საათზე, იუსტიციის სამინისტროში შეხვედრა გაიმართება. თემა: ‘საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ქართული კანონმდებლობის ინგლისურენოვანი ბაზის შექმნაზე მუშაობას იწყებს’. მის: ვახტანგ გორგასლის ქ. #24 (იუსტიციის სამინისტროს ახალი ადმინისტრაციული შენობა) 14 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება. 14 თებერვალს, 12:00 საათზე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია და სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრივლადიმერ ვარძელაშვილი, მთავრობის კანცელარიაში არაოლიმპიური ფედერაციების ხელმძღვანელებს შეხვდებიან. 14 თებერვალს, 12:00 საათზე, ‘თავისუფალი საქართველოს’ ოფისში ბრიფინგი გაიმართება. თემა: ‘თავისუფალი საქართველოს’ დამოკიდებულება სხვა ოპოზიციური პარტიების მიმართ’. მის: ფალიაშვილის ქ. #33 ა 14 თებერვალს, 13:00 საათზე, კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართება. 14 თებერვალს, 13:00 საათზე, ‘პრაიმ-ტაიმის’ პრესკლუბში სტუმრად იქნება ‘ნეიტრალური საქართველოს’ ლიდერი ვალერი კვარაცხელია. თემა: ‘ქართულ ოცნებაში’ მიმდინარე პროცესები. მის: კოსტავას ქ. #68 14 თებერვალს, 13:00 საათზე, ‘სახალხო კრების’ აღმასრულებელი საბჭო ‘სახალხო კრების’ დარბაზთან შეხვედრას გამართავს, სადაც საუბარი შეეხება ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას და დაისახება ‘სახალხო კრების’ მომავალი მოქმედების გეგმები. სასტუმრო ‘ძველი თბილისი’ 14 თებერვალს, 13:00 საათზე, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში განახლებულ სიებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. მის: დ. აღმაშენებლის ხეივანი, 13 კმ 14 თებერვალს, 16.00 საათზე, ფრაქცია ‘ქრისტიან-დემოკრატების’ ლიდერები, ფრაქციის სათათბირო ოთახში, სამეწარმეო საქმიანობის საერთაშორისო ექსპერტებს შეხვდებიან. 14 თებერვალს, 16:00 საათზე, ფონდ ‘ღია საზოგადოება – საქართველოს’ მხარდაჭერით ჩატარებული ახალი კვლევის ‘ელექტორატის პროფილი’ პრეზენტაცია გაიმართება. მის: ჭოველიძის ქ. #10(ფონდი ‘ღია საზოგადოება – საქართველო’) 14 თებერვალს, 18.00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში თვითნასწავლი მხატვრების – თეიმურაზ რუხაძისა და ლევან გრძელიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნება. მის: დავით აღმაშენებლის გამზ. #68 იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/1128_34095_679428-200x300.jpgსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარეს, სოლვიტა აბოლტინას შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და გაუმჯობესება იყო. “ლატვია ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს მისწრაფებას ნატოს წევრობისა და ევროკავშირში მჭიდრო ინტეგრაციისკენ. ჩვენ საქართველოსთვის პოზიტიურ შედეგებს მოველით ნატოს ჩიკაგოს სამიტისგან“, – განაცხადა აბოლტინამ. მისივე თქმით, საქართველო არის ევროკავშირის აღმოსავლური პარტნიორობის ინიციატივის წარმატებული ნაწილი და ლატვია მხარს უჭერს ევროკავშირთან საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების განვითარებასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას. დავით ბაქრაძემ ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე, თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. “ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ტრადიციულად,ძალიან კარგადვითარდება. მჭიდრო ურთიერთობა და თანამშრომლობა გვაკავშირებს ყველა საკითხში, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის“, – განაცხადა დავით ბაქარძემ და ხაზი გაუსვა, რომ ლატვიის პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ოკუპაციისა და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ განცხადება მიიღო. მისივე თქმით, ლატვია არის ქვეყანა, რომელიც წლების განმავლობაში უჭერს მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებასა და ევროკავშირთან დაახლოებას. მან ასევე ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის საკანონმდებლო დონეზე არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც ჯერ კიდევ 2003 წლიდან აქტიურად ვითარდება. “დღეიდან ორ ქვეყნას შორის არსებობს სრულმასშტაბიანი ურთიერთობები. არსებობს პირდაპირი ფრენები თბილისსა და რიგას შორის, არის ლატვიის საელჩო თბილისში და საქართველოს საელჩო რიგაში“, – განაცხადა ბაქრაძემ. მისივე თქმით, ყველა პირობაა იმისთვის,რომ ურთიერთობები გაღრმავდეს არა მხოლო რიგითი მოქალაქეების და ტურისტების დონეზე, არამედ ბიზნესისა და ბიზნესმენების დონეზე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარესთან ერთად ლატვიის რესპუბლიკის საელჩოს ახალი შენობის გახსნასაც დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში სოლვიტა აბოლტინა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდება.ასევე დაგეგმილია შეხვედრები გრიგოლ ვაშაძესთან და ნიკა გილაურთან. ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარე თბილისს 15 თებერვალს დატოვებს. იხილეთ epn.ge
-
შეკრების და გაერთიანების თავისუფლების საკითხებზე მომუშავე გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა მაინა კიაიმ დღეს, 13 თებერვალს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა. მან ხაზი გაუსვა იმ შემაშფოთებელ გარემოებებს, რამაც შესაძლოა ქვეყანას მოდერნიზაციის გზაზე მნიშვნელოვანი შეფერხებები შეუქმნას. მაინა კიაიმ აღნიშნა, რომ 2003 წლის ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ ქვეყანაში მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნება, შემცირდა მძიმე დანაშაულთა რაოდენობა, ასევე აღმოფხვრილია წვრილი კორუფცია, განსაკუთრებით კი პოლიციაში და გაზრდილია საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოება. გაეროს მომხსენებლმა ასევე დადებითად შეაფასა გასულ წელს რელიგიური გაერთიანებების სტატუსთან დაკავშირებით მიღებული კანონი. მაინა კიაის შეფასებით, მიუხედავად ყველაფრისა, არსებობს მთელი რიგი შემაშფოთებელი ნიშნები, რომლებიც ქმნიან საფრთხეს, რომ ქვეყანის განვითარების დადებითი ტრაექტორია შეიცვალოს და მოდერნიზაციაზე ფოკუსირებამ გამოიწვიოს შიშის გავრცელება და ადამიანის ფუნდამენტური თავისუფლების შეზღუდვა. გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა ამჯამად კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, სადაც მას შეუძლია ნაბიჯის წინ გადადგმით ან გააუმჯობესოს მდგომარეობა ადამიანის უფლებების კუთხით, ან დაბრუნდეს უკან. ”ერთადერთი საშუალება, რითაც საქართველოს შეუძლია გააგრძელოს გზა კეთილდღეობის, სიმდიდრისა და უსაფრთხოებისკენ, არის ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების პატივისცემა. ბოლო დროს მიღებული კანონები და სახელმწიფოს ქმედებები, როგორც ჩანს, ქვეყანას საფრთხეს უქმნიან ამ გზაზე,” - განაცხადა გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა მაინა კიაიმ. მაინა კიაის შეფასებით, 2011 წელს მიღებულმა კანონებმა, რომლებიც პოლიტიკურ გაერთიანებებს უკავშირდება, თავისი ორაზროვანი მნიშვნელობით ხელი შეუწყო უნდობლობის გარემოს შექმნას და ძირითადად არღვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს. გაეროს მომხსენებელმა ხაზი გაუსვა იმ რთულ გარემოს, რაშიც არსებობა უწევთ ქართულ პროფკავშირებს. მაინა კიაის თქმით, ის შეშფოთებულია იმ ცნობებით, რომლებიც უკავშირდება ადამიანთა სამსახურიდან დათხოვას ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერის გამო. მან ასევე გაიხსენა ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის მუშების ამბავი, რომლებიც სამსახურიდან სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და პროფკავშირებში გაწევრიანების გამო დაითხოვეს. ”ეს იწვევს უკიდურეს შეშფოთებას და მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, იპოვოს ბალანსი ინვესტიციების ხელშეწყობასა და ადამიანის პროფესიულ კავშირის შექმნის უფლებას შორის, რომელსაც შეუძლია ქართველების ცხოვრების გაუმჯობესება,” - აღნიშნა გაეროს მომხსენებელმა. მაინა კიაიმ გამოხატა კმაყოფილება შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ ქართულ კანონთან დაკავშირებით, რომელიც უზრუნველყოფს შეკრების თავისუფლებას წინასწარი ნებართვის გარეშე, რის გამოც ბევრი მშვიდობიანი აქცია გამართულა და ერთ-ერთის მოწმე თავადაც გახდა. თუმცა მაინა კიაიმ ხაზი გასუსვა კანონის იმ პუნქტებსაც, რომელიც, მისი აზრით, ზღუდავს ადამიანის თავსიუფლად შეკრების და მანიფესტაციის უფლებას. გაეროს მომხსენებლის თქმით, ეს არის ის 20 –მეტრიანი დისტანცია, რომელიც უნდა დაიცვან აქციის მონაწილეებმა საჯარო დაწესებულებებთან აქციის გამართვის დროს. მაინა კიაის საერთაშორისო სტანდარტებთან შეუფერებლად მიაჩნია 15 წუთის მიცემა მომიტინგეებისთვის აქციის დასაშლელად. გაეროს სპეციალური მომხსენებელმა ყურადღება დაუთმო 2011 წლის 26 მაისს თბილისში საპროტესტო აქციის დაშლას. მისი თქმით, აუცილებელია ახალი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დაინტერესებული მხარეები. მაინა კიაის მიაჩნია, რომ 26 მაისს პოლიციის მიზანი არა აქციის დაშლა, არამედ მომიტინგეთა დასჯა და დაშინება იყო. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო თავის სრულ ანგარიშს საქართველოსთან დაკავშირებით 2012 წლის ივნისში გამოაქვეყნებს. ამავე თემაზე: კიაი: „მთავრობის მიზანი სადამსჯელო ღონისძიების ჩატარება არ უნდა იყოს“ სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/saakashvili422433.jpgპრეზიდენტის სასახლეში მიხეილ სააკაშვილისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა . ქართული ტელეკომპანიებით გავრცელებული ვიდეომასალის თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრის დასაწყისში უმრავლესობის წევრებს აშშ-ში ვიზიტის შესახებ ანგარიში ჩააბარა.სააკაშვილის განცხადებით, აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების მოსამზადებლად დაიწყო დისკუსია და უახლოეს კვირეებში თბილისში ჩამოვა ჯგუფი, რომელიც მთავრობების დონეზე იმუშავებს. პრეზიდენტმა საუბრისას ორ მნიშვნელოვან თემაზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე და საქართველოს თავდაცვის დახმარებაზე. ასევე, ბათუმის ტექნიკური უნივერსიტეტის დაფინანსებაზე. უმრავლესობის ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში საანგარიშო მოხსენებით გამოსვლისას რამდენიმე ახალ მნიშვნელოვან ინიციატივას გააჟღერებს.. პრეზიდენტის შეფასებით, ეს საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ინვესტიციების გაჩენის წყარო იქნება. მისივე შეფასებით, რეგიონის მასშტაბით ასეთი ხელშეკრულება მსოფლიოს ასეთ დიდ ბაზართან ჯერ არ გაფორმებულა. იხილეთ epn.ge
-
Фронтовой бомбардировщик Су-24 потерпел крушение, по предварительным данным, в результате отказа одного из двигателей. Оба пилота сумели катапультироваться и в результате катастрофы не пострадали. Вооружений и боеприпасов на борту бомбардировщика не было. Самолет упал в лесу, не причинив серьезных разрушений на земле. lenta.ru
-
„მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანებების თავისუფლების“ საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებელი მაინა კიაი ბათუმშიც ჩამოვიდა. ის უკვე ორი კვირაა როგორც არასამთავრობო, ისე სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. მაინა კიაი სპეციალურ ანგარიშს ამზადებს, რომელსაც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-20 სესიაზე წარადგენს. „ბათუმელებმა“ გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. /get_img?ImageId=6319 მაინა კიაი ბატონო კიაი, როგორც ვიცი, საქართველოში პირველად ხართ, მაგრამ უკვე ბევრ ჯგუფს შეხვდით. იმ ინფორმაციებიდან, რაც მოისმინეთ ან ნახეთ, რა მოხვდება თქვენს ანგარიშში, რომელსაც მალე გამოაქვეყნებთ? ჯერ ვერ გეტყვით, რა შევა ჩემს რაპორტში, მაგრამ გეტყვით იმას, რაც გავაკეთე: თითქმის ორი კვირაა, რაც აქ ვარ და შეხვედრები დავიწყე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებზე ვიღებდი ინფორმაციას არა მარტო საქართველოდან, არამედ რეგიონის მასშტაბით. ასევე მოვისმინე იმ არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიში საქართველოზე, რომელსაც აღნიშნული თავისუფლების შესახებ მონიტორინგი აქვს ჩატარებული. ვხვდები სახელმწიფო წარმომადგენლებს, პარლამენტარებს, პოლიციის წარმომადგენლებს, ოპოზიციურ პარტიებს, შრომის პროფესიული კავშირების წარმომადგენლებს და ზოგიერთ მსხვერპლს. ვიყავი საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ქუთაისში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ფართოდ შევხედე საკითხს _ შთაბეჭდილებები უკვე შემექმნა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თქვენ მოისმინეთ ინფორმაცია საქართველოში 2011 წლის 21 და 26 მაისის აქციების დაშლასთან დაკავშირებით. 21 მაისის აქციის შემდეგ ბათუმში 7 ადამიანი დააკავეს. ისინი ჯერაც პატიმრობაში რჩებიან. ამას როგორ შეაფასებთ? ზუსტად ამ საკითხზე სასაუბროდ ცოტა ხანში შევხვდები გუბერნატორს (იგულისხმება ლევან ვარშალომიძე). ფაქტობრივად, ვაპირებ მაგ საკითხებზე მას ვკითხო. და თქვენი პირადი შეფასება ამასთან დაკავშირებით როგორია? როდესაც ამ საქმით ვარ დაკავებული, როგორც წესი, ვუსმენ ყველას და მერე ერთმანეთს ვუკავშირებ ინფორმაციებს. ხოლო რასაც შევაფასებ და გადავხარშავ, ეს იქნება ჩემი აზრი, როგორც გაეროს ექსპერტის. ჩემთვის, როგორც გაეროს სპეციალური მომხსენებლისთვის, ქვეყანაში შეკრების თავისუფლების უფლების განხორციელება არის უდიდესი მნიშვნელობის. ამას დიდ ყურადღებას ვაქცევ, რადგანაც ადამიანის უფლებაა, თქვას სიმართლე და ის უთხრას თავის მთავრობას, რომელსაც აქვს ძალაუფლება. ეს ის უფლებაა, რომელიც ადამიანებს აძლევს საშუალებას, უფრო ორგანიზებულნი გახდნენ თავიანთი პროტესტის გამოხატვის დროს. ეს ხდება იმისათვის, რომ მოსახლეობის წინაშე მთავრობა იყოს პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული. რაც შეეხება 21 და 26 მაისის მოვლენებს თბილისსა და ბათუმში, შეიძლება ვთქვათ, რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი ადამიანის უფლებების დარღვევებს. როცა ასეთ ფაქტებს აქვს ადგილი, შემდეგ ჩნდება კითხვა პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. როდესაც ერთ მხარეს არის აქცია და მეორე მხარეს _ მთავრობა, რომელსაც დაგეგმილი აქვს აღლუმი, რას უნდა მიანიჭოს უპირატესობა პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ, დემოკრატიის პრინციპები რომ არ დაარღვიოს? პროტესტი ზუსტად იმიტომ იწყება, რომ არაკომფორტული იყოს ხელისუფლებისთვის. უფრო მეტიც, დისკომფორტი შეუქმნა მთავრობებს, გარანტირებულია საერთაშორისო კანონმდებლობით. ეს არის გარანტია იმისა, რომ მოქალაქეებმა ორგანიზებულად გამოხატონ მშვიდობიანი პროტესტი. ანუ თუ მთავრობას აღლუმის ჩატარება უნდა, მაშინ, ალბათ, აქცია უნდა დაშალოს, მაგრამ დაშალოს მშვიდობიანად. მისი მთავარი მიზანი სადამსჯელო ღონისძიების ჩატარება არ უნდა იყოს. ქართულ კონტექსტს რომ დავუბრუნდეთ, თუ მთავრობას უნდოდა აღლუმის ჩატარება, უნდა დაეშალა ეს დემონსტრაცია, მაგრამ მშვიდობიანად. მთავრობამ აღიარა, რომ 26 მაისს ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას. ის, რომ მთავრობამ აღიარა გადამეტებული ძალის გამოყენება, კარგია, რადგან ამის შესახებ უკვე შეიძლება დიალოგის დაწყება. 26 მაისის შემდეგ შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ისევ აიკრძალა 20 მეტრის რადიუსში აქციის გამართვა შს სამინისტროსთან, პროკურატურასთან... ამ კანონის მიხედვით, პოლიციას შეუძლია დაშალოს სპონტანური აქცია, თუ ის სავალ ნაწილს გადაკეტავს. ეს აკრძალვები მოდის თუ არა წინააღმდეგობაში საერთაშორისო კანონებთან? საერთაშორისო კანონის მიხედვით, სპონტანური აქციები არ არის უსამართლო. ეს ჯდება საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. სპონტანურობა ადამიანის ბუნებაშია, შეიძლება უცებ გაღიზიანდნენ ადამიანები და უცებვე გადაწყდეს აქციის შეკრება. მე რამდენადაც მითხრეს, ქართული კანონის თანახმად, შეუძლიათ სავალი ნაწილიდან ადამიანების გადასვლა მოითხოვონ ტროტუარზე, მაგრამ თუ 20 ათასი ადამიანი გამოვიდა აქციაზე, მაშინ როგორ დაეტევა ყველა ტროტუარზე, ანუ საუკეთესო გამოსავალი იქნება, რომ აქცია დაშვებულ იქნას სავალ ნაწილზეც. რაც შეეხება 20-მეტრიან დისტანციასთან დაკავშირებულ პრობლემას, საერთაშორისო სამართლის ნორმებით, თუ საზოგადოებრივ წესრიგს ემუქრება საფრთხე, მაშინ დასაშვებია მომიტინგეების გადაწევა. ალბათ სამართლიანი იქნება, პროტესტის არდაშვება პოლიციის შენობის შიგნით, რადგან იქ ინახება იარაღი და შესაძლებელია უსიამოვნო ფაქტი მოხდეს. მაგრამ პარლამენტისა და პროკურატურის შენობების წინ მანიფესტაციის გამართვაში დასაძრახი ან არასწორი არაფერია. ეს საერთაშორისო სამართლით დაშვებულია და პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. სრული ინფო(netgazeti.ge)